Normal view

Today — 29 October 2025Main stream

დიდი როტაციით “ლორიენთან” – იქნება ხვიჩა სასტარტოში?

29 October 2025 at 04:53

ლიგა 1-ის მეათე ტურში პსჟ „ლორიენს“ ესტუმრება და „პარიზიენის“ მტკიცებით, გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ დაპირისპირებამდე ერთი კვირით ადრე შემადგენლობაში დიდ ცვლილებებს აპირებს.
როტაცია ისევ არ შეეხება მეკარე ლუკა შევალიეს. ოთხდღიანი შვებულება მიიღო აშრაფ ჰაკიმიმ და მას უორენ ზაირ-ემერი შეცვლის. 22 სექტემბერს „მარსელთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ პირველად იქნება სასტარტოში მარკინიოსი. დაცვაში აგრეთვე ლუკას ბერალდოს და ნუნო მენდეშს დააყენებს. ფაბიან რუისი და ჟოაო ნევეში მწყობრში ჩადგნენ, მაგრამ ისინი თავიდანვე არ დაიწყებენ თამაშს. ძირითად თერთმეტეულში დაბრუნდება უსმან დემბელე. იმისათვის, რათა ს და ბრედლი ბარკოლას დასვენების საშუალება მიეცეთ, მათ ესპანელი სპეციალისტი გონსალო რამუშით და იბრაიმ მბაიეთი შეცვლის.
„პარი სენ ჟერმენის“ სავარაუდო შემადგენლობა: შევალიე, ზაირ-ემერი, მარკინიოსი, ბერალდო, მენდეში, ლი, ვიტინია, დუე, მბაიე, დემბელე, რამუში.
სათადარიგოები: საფონოვი, მარინი, პაჩო, ზაბარნი, ბოლი, ერნანდესი, კამარა, ნევეში, კვარაცხელია, მეილიუ, ნტანჯუ, ბარკოლა.
მატჩი „სტად დუ მუსტუარზე“ თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
6:0. ზურიკომ გაიტანა და თან როგორი გაიტანა!
“ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს” – ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
“ბრესტთან” მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მენდი “სიტის” 2 წლის ხელფასის ანაზღაურებას სთხოვს
[VIDEO] კვარაცხელიას შედევრამდე სულ ცოტა დააკლდა – ქართველმა ჰაკიმის გაატანინა
მიქაუტაძის საგოლე პასი – “მეცი” ზედიზედ მერვედ დამარცხდა [VIDEO]
[VIDEO] ხვიჩას საგოლე პასი, ჰაკიმის დუბლი – პსჟ-მ “ბრესტს” უპრობლემოდ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ბრესტთან” მატჩში?
პროექტის მნიშვნელოვან წევრად მოიაზრება – პსჟ გუნდის ტალანტს კონტრაქტს უხანგრძლივებს
ექსკლუზივი – დავითაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს

Before yesterdayMain stream

[VIDEO] ხვიჩას საგოლე პასი, ჰაკიმის დუბლი – პსჟ-მ “ბრესტს” უპრობლემოდ მოუგო

25 October 2025 at 21:10

ლიგა 1-ის მეცხრე ტურში პსჟ-მ გასვლაზე „ბრესტი“ 3:0 დაამარცხა, მ კი მიმდინარე ტურნირზე პირველი საგოლე მოქმედება მიითვალა.
სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ და ჰაკიმიმ დააწინაურა. შემდეგ კვარაცხელიამ ლამაზი ფინტით მცველი ჩამოიშორა, მისი დარტყმული მეკარე მაიეცკიმ მოიგერია, თუმცა გადაცემა ჰაკიმის გაუკეთა და პარიზულმა გუნდმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო.
მეორე ტაიმის დასაწყისში ბურთი საჯარიმოში ხელზე ლის მოხვდა, მსაჯმა ვიდეოარბიტრთან ხანგრძლივი განხილვის შედეგად პენალტი ჯერ არ დანიშნა, მაგრამ მერე მონიტორთან თავად მივიდა, გადაწყვეტილება შეცვალა და დელ კასტილიომ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ბურთი ტრიბუნაზე გაგზავნა. „პარი სენ ჟერმენის“ მორიგი იერიშისას ხვიჩას გატანა მაეცკიმ ისევ არ დაანება და ლუის ენრიკემ 70-ე წუთზე ქართველი დუეთი შეცვალა, რომელმაც მეტოქის კარი კომპენსირებულ დროში დალაშქრა და პსჟ-მ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
პსჟ 20 ქულით ამ მომენტისთვის ლიდერია და 29 ოქტომბერს სტუმრად „ლორიენს“ დაუპირისპირდება.
ბრესტი – პსჟ 0:3
გოლები: 0:1 ჰაკიმი (29), ჰაკიმი (39), 0:3 დუე (90+6)
გამოუყენებელი პენალტი: დელ კასტილიო (58, ბრესტი)
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო – “ჰამბურგი” სახლში “ვოლფსბურგთან” დამარცხდა
ზივზივაძის ერთი ტაიმი და “ჰაიდენჰაიმის” მორიგი წაგება
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა – “უდინეზემ” გაიმარჯვა და მერვე ადგილზე გადავიდა

იქნება კვარაცხელია სასტარტოში? – Le Parisien-ი პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობას ასახელებს

25 October 2025 at 03:10

დღეს ლიგა 1-ის მეცხრე ტურში პსჟ გასვლაზე „ბრესტს“ დაუპირისპირდება და დაკარგული ლიდერობის დაბრუნებას შეეცდება, ყოველ შემთხვევაში დროებით მაინც, ვიდრე „მარსელი“ „ლანსს“ ესტუმრება.
„პარიზიენის“ ცნობით, პარიზული გუნდი მოედანზე ისევ შეცვლილი შემადგენლობით გავა. მწვრთნელი ლუის ენრიკე თავიდანვე არ დააწყებინებს თამაშს დეზირე დუეს, ილია ზაბარნი მარკინიოსთან და ჟოაო ნევეშთან ერთად სათადარიგოთა შორის იქნება, კი ისევე როგორც უსმან დემბელე და ბრედლი ბარკოლა – სასტარტოში.
პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა: შევალიე, ჰაკიმი, ბერალდო, პაჩო, მენდეში, ზაირ-ემერი, ვიტინია, ლი, კვარაცხელია, ბარკოლა, დემბელე.
მატჩი „ფრანსის ლე ბლეზე“ თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
იქამდე მამარდაშვილი ითამაშებს – სლოტმა ალისონის დაბრუნებაზე კომენტარი გაკეთა
კვარაცხელია: მეგონა, ბურთი კარს ავაცილე და ცოტა შემეშინდა
“ნაპოლი” ფრანგულ “ბრესტთან” დამარცხდა
[VIDEO] დავითაშვილის მე-14 საგოლე მოქმედება და “სენტ-ეტიენის” საბრძოლო ფრე “ბრესტთან”
რას ნიშნავს კვარაცხელიას გოლის აღნიშვნა? – Le Parisien-ი განმარტავს
ფონსეკას გაძევება და შეუცვლელი მიქაუტაძე – “ლიონმა” ლაკაზეტის დუბლით “ბრესტს” მოუგო [VIDEO]
“კვარა” – ზღაპრის გმირობა, რწმენა და ლიგის ზედიზედ მოგება
სიომინი: პსჟ-ს ბრწყინვალე სამეული ჰყავს და ჩემპიონთა ლიგაზე სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია
კატასტროფულმა ზაბარნიმ უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა
ხვიჩა კვარაცხელია: ჩვენ პსჟ ვართ – რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია
[VIDEO] “როდესაც ჟოაომ ეს პირველად გააკეთა, მთელი ოჯახი ვტიროდით” – ნევეშის ულამაზესმა შეყვარებულმა ახსნა, რას ნიშნავს ფეხბურთელის გოლის სამი თითით აღნიშვნა
[VIDEO] 2:7. “კვარას” გოლი პლუს საგოლე პასი, ორი გაძევება, ორი პენალტი და პსჟ-ს მიერ “ბაიერის” განადგურება
“ბრესტის” მწვრთნელი: პსჟ-მ ჩემზე “ბარსაზე” დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
რას უპირებს ენრიკე ზაბარნის საშინელი მატჩის შემდეგ – კომენტარი ქალთა გუნდის ყოფილმა მცველმაც გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში?

❌
❌