Normal view

Before yesterdayMain stream

რისგან მზადდება ჩიფსი

ბევრ თქვენგანს წარმოდგენა არ აქვს, თუ რისგან მზადდება ჩიფსი სინამდვილეში. საინტერესოა, რომ მათში კარტოფილის ნასახი არაა.

მაგალითისთვის „Pringles“-ის მწარმოებელმა კომპანიამ, გამოაცხადა, რომ მისი პროდუქტი შეიცავს იმდენად მცირე კარტოფილის შემცველობას, რომ ტექნიკურად ეს საერთოდ არ იყო კარტოფილის ჩიფსი.

ქარხანა ქმნის ბრინჯის, ხორბლის, სიმინდისა და კარტოფილის ფანტელების სუსპენზიას. შემდეგ ამ მიღებულ ნაზავს მრგვალ ფორმებს აძლევენ და ულტრა თხელ ფურცლებად სპეციალური მანქანით კონვეიერის სარტყელზე ჭრიან და აძლევენ სპეციალურ მოხრილ ფორმას. ამ ფორმებს ათავსებენ მდუღარე ზეთში, შემდეგ აშრობენ და ასხურებენ წინასწარ გამზადებულ დაფხვნილ არომატიზატორებს. საბოლოოდ, ყველაფერი მთავრდება ამ ფურცლების ქილებში და პაკეტებში შეფუთვით და ისინი ხვდებიან თაროებზე, სადაც მათ ვყიდულობთ და მივირთმევთ მომხმარებლები.

აკრილამიდი არის კიბოს გამომწვევი ნივთიერება, რომელსაც აქვს ძლიერი ნეიროტოქსიური ეფექტი სხეულზე. ის გვხვდება მაღალ ტემპერატურაზე მოხარშულ ნახშირწყლოვან საკვებში – შემწვარი თუ გამომცხვარი.

ცხელ ზეთში მოხარშული კარტოფილის ჩიფსები იმდენ აკრილამიდს შეიცავს, რომ კალიფორნიის შტატმა რამდენიმე წლის წინ მათი აკრძალვა მოისურვა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ხელისუფლებისა და საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით, ჩიფსების მწარმოებლებმა პირობა დადეს, რომ მათ პროდუქტებში აკრილამიდის რაოდენობას რამდენიმე ათეულამდე შეამცირებდნენ.

კალიფორნიელი სპეციალისტების ახალი კვლევა აჩვენებს, რომ თანამედროვე მწარმოებლების ჩიფსებში აკრილამიდის შემცველობა ნორმას 39 – 910 -მდე აჭარბებს. ამან აიძულა მეცნიერები გაგვაფრთხილონ: კარტოფილთან დაკავშირებული ნებისმიერი პროდუქტი შემწვარი ექსტრემალური ტემპერატურის გავლენის ქვეშ, საშიშია სწორედ იმიტომ, რომ ასეთი დამუშავებისას სახამებელი გამოყოფს დიდი რაოდენობით აკრილამიდს. მაგრამ მწარმოებლები ამას ყურადღებას არ აქცევენ. უფრო მეტიც, ტექნიკურად შეუძლებელია მისი მთლიანად ამოღება საკვები პროდუქტებიდან.

The post რისგან მზადდება ჩიფსი appeared first on გურია ნიუსი.

❌
❌