Normal view

Yesterday — 4 November 2025Main stream

ნოემბრის ფინანსური ჰოროსკოპი 2025 – ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება წარმატება და რომელს მართებს სიფრთხილე

4 November 2025 at 10:22

ნოემბერი ემოციებითა და გამოწვევებით სავსე თვე იქნება. ზოდიაქოს ყველა ნიშანს მოუწევს ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე, რადგან თვის მეორე ნახევრიდან მერკურის რეტროგრადული მოძრაობა დაიწყება. როგორც ასტროლოგები აღნიშნავენ, ამ პერიოდში ჩვენი გეგმები შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს, გადაწყვეტილებები – გადაიდოს, ხოლო ფული – თითქოს „გაიფანტოს“.

თუმცა ეს პერიოდი შანსს აძლევს მათ, ვინც ენდობა საკუთარ ინტუიციას და მოქმედების არ ეშინია. ფული ახლა სწრაფად მოძრაობს – როგორც შემოდგომის ქარში გაფრენილი ფოთლები: ვინც სწრაფად რეაგირებს, ის იგებს. განათლებასა და განვითარებაზე ადრე დახარჯული თანხა ამ თვეში ასმაგად დაგიბრუნდებათ.

ნახეთ, რას გიმზადებენ ვარსკვლავები ფინანსური თვალსაზრისით – Nostal.ge-ს ნოემბრის ფინანსურ ჰოროსკოპში.

♈ ვერძი

ცდუნებები და რისკები – ნოემბერში ვერძებს სიფრთხილეს მართებთ. ნუ ჩადებთ ფულს საეჭვო პროექტებში და მოერიდეთ მსხვილ სესხებს. არსებობს თაღლითობის ან მოტყუების რისკი. წარმატება მოვა მხოლოდ მათთან, ვინც გადაწყვეტილებებს სერიოზული ანალიზის შემდეგ მიიღებს. თვის ბოლოს მოსალოდნელია ფულადი ბონუსი ან დაწინაურება.

♉ კურო

თქვენი ფინანსური სტაბილურობა გამოცდის წინაშე დგას. ნუ იჩქარებთ დიდი ინვესტიციების განხორციელებას თვის შუა რიცხვებამდე. ნოემბრის ბოლოს კარგი შანსი გექნებათ გრძელვადიან, პრაქტიკულ პროექტებში ჩასართავად. ერიდეთ ზედმეტ ხარჯებს და განსაკუთრებით – გულუხვი ჟესტების გამო ფულის გაფლანგვას.

♊ ტყუპი

მერკურის რეტროგრადობა თქვენს მმართველ პლანეტას ეხება, ამიტომ მოერიდეთ ახალ ინვესტიციებს და სოლიდურ ფინანსურ გადაწყვეტილებებს 10-იდან 29 ნოემბრამდე. თვის ბოლოს ახალი შემოსავლის წყარო გამოჩნდება – უცხოელებთან თანამშრომლობა ან ონლაინ პროექტები.

♋ კირჩხიბი

ფინანსურ რეზერვებს გადახედეთ და ცოდნაში ინვესტიცია ჩადეთ. ეს თვე შესაფერისია ახალი უნარების შესაძენად – მომავალში ეს მოგებას მოგიტანთ. განათლებასა და ჯანმრთელობაზე დახარჯული თანხა ასმაგად დაგიბრუნდებათ.

♌ ლომი

საოჯახო ხარჯები მოიმატებს, მაგრამ ეს ინვესტიცია ღირს. თავი შეიკავეთ სარისკო წამოწყებებისგან – მარტივი მოგების იმედი ახლა არ გქონდეთ. თვის ბოლოს პროექტებიდან დაგროვილი შემოსავალი ან მოულოდნელი პრემია გელოდებათ.

♍ ქალწული

შეინარჩუნეთ ფინანსური რეზერვები და მოერიდეთ დიდ შესყიდვებს. საკუთარ თავზე, ჯანმრთელობასა და განვითარებაზე დახარჯული თანხა კი ნამდვილად დაგიფასდებათ. მოულოდნელი შემოსავალი მოვა მაშინ, როცა მიიღებთ ფულს მადლიერებით და არა შიშით.

♎ სასწორი

შესაძლოა შემოსავლის ახალი წყარო გამოჩნდეს – მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პასუხისმგებლობას თავად აიღებთ. ნუ დაეყრდნობით სხვებს და ნუ დაელოდებით იდეალურ პირობებს. ცვლილებები უკეთესობისკენ იქნება, თუნდაც დროებით სირთულეებთან ერთად.

♏ მორიელი

მორიელები ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებიან. შეგიძლიათ წარმატებულად მოითხოვოთ ხელფასის მომატება ან ახალი თანამდებობა. თქვენი ინტუიცია ახლა ზუსტად გიჩვენებთ, სად იმალება ნამდვილი შესაძლებლობა. თვის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მოულოდნელი ფინანსური სიურპრიზი.

♐ მშვილდოსანი

ამ თვეში ფრთხილად იმოქმედეთ – ფინანსური რისკები დიდია. მოერიდეთ მსხვილ შესყიდვებსა და ინვესტიციებს. 20 ნოემბრის შემდეგ, ახალი მთვარის დროს, დაიწყება შემოსავლის გაზრდის ფაზა. თვის ბოლოს გაჩნდება ახალი პროექტები და ფინანსური წინსვლა.

♑ თხის რქა

დაგეგმეთ ყველა ხარჯი წინასწარ – თქვენი ორგანიზებულობა ახლა საუკეთესო იარაღია. გუნდური პროექტები წარმატებას მოგიტანთ, თვის ბოლოს კი პირველ შედეგს მიიღებთ რეალური შემოსავლის სახით. ფული სტაბილურობით მოვა, არა რისკით.

♒ მერწყული

შემოსავალი მოდის იდეებიდან – იყავით კრეატიულები. ინოვაციური პროექტები და ახალი მიდგომები წარმატებას მოგიტანთ. თვის შუა რიცხვებში გადაამოწმეთ კონტრაქტები და ფინანსური დოკუმენტები. თვის ბოლოს მოსალოდნელია ახალი პარტნიორის ან სპონსორის გამოჩენა.

♓ თევზები

თავი აარიდეთ სარისკო ინვესტიციებს და ეცადეთ, ემოციებით არ იხელმძღვანელოთ. მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას – ის გეტყვით, რომელ პროექტში ღირს ჩართვა. შემოქმედებითი საქმიანობა და თქვენი ნიჭის წარმოჩენა ნოემბერში მოგებას მოგიტანთ.

***

2025 წლის ნოემბერი ფულისა და ენერგიის ინტენსიური ცირკულაციის თვეა. ვინც მზადაა, გონივრულად იმოქმედოს და საკუთარ ინტუიციას ენდოს, ის მიიღებს რეალურ მატერიალურ სარგებელს. რეტროგრადი მერკური კი გვასწავლის, რომ ყველაზე დიდი ინვესტიცია – ეს საკუთარი გამოცდილებაა!

თამთა გურული

❌
❌