Reading view

ბახვი ჰესი – პასუხისმგებლიანი ბიზნესი

პიერ ბიდერმანი – გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის Alpage SARL -ის დამფუძნებელი და მთავარი ექსპერტი

ბახვი ჰესის ინიციატივით  მომზადდა ვიდეო ინტერვიუების სერია პიერ ბიდერმანთან, რომელიც გარემოს დაცვის, სოციალური  და მმართველობის საკითხების საერთაშორისო ექსპერტია.

2021 – 2022 წლებში ის, როგორც დამოუკიდებელი, მოწვეული ექსპერტი, აწარმოებდა ბახვი ჰესის საპროექტო ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების, კლიმატისა და კუმულაციური ზემოქმედების კვლევებსა და მონიტორინგს. მან  მოამზადა პროექტის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი და ასევე, გარემოს დაცვის სამოქმედო გეგმა, რომელიც ემსახურება საპროექტო არეალში და მის მიმდებარედ არსებულ სოფლებში პროექტით გამოწვეული შესაძლო ზემოქმედების თავიდან აცილებას და საჭიროების შემთხვევაში  შესაბამისი შემარბილებელი ღონისძეიბების გატარებას.

პიერ ბიდერმანი ბახვი ჰესის სამოქმედო გეგმის აღსრულების მონიტორინგის მიზნით 2022 წლიდან პერიოდულად სტუმრობს გურიას. ვიდეო რელიზში, რომელსაც წარმოგიდგენთ, ის საუბრობს ბახვი ჰესზე, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნეს მოდელზე; რა გამოწვევების წინაშე იდგა პროექტი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე და როგორ აქცია მენეჯმენტმა გამოწვევები წარმატებად.

გამოწვევები და მიღწევები: „ბახვი ჰესის პროექტზე მუშაობისას თავიდანვე გამოიკვეთა გარემოს დაცვისა და სოციალური პროექტების მართვის საკითხი, რომელიც განსაკუთრებულ დაგეგმვას  საჭიროებდა. ეს, პირველ რიგში, გულისხმობდა სახელმწიფოსთან სწორი და თანმიმდევრული ურთიერთობის წარმოებას, რათა პროექტს  მოეპოვებინა ნებართვები. იმისათვის რომ შემარბილებელი ღონისძიებები ყოფილიყო მაღალ დონეზე დამუშავებული მენეჯმენტმა პროექტში  საერთაშორისო ექსპერტები ჩართო.

სოციალური მიმართულების ხაზით მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივ საზოგადოებასთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან ურთიერთობა. აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე უკვე არსებობდა „ბახვი სამი“ ჰესი, შესაბამისად, მოსახლეობას წარმოდგენა ჰქონდა, თუ რას ნიშნავს ჰიდროენერგეტიკული პროექტი და როგორ აისახება მისი ფუნქციონირება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მიუხედავად ამისა, მაინც ბევრი იმუშავა კომპანიამ საზოგადოების პოზიტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად. ჰიდროენერგეტიკული პროექტების მოწინააღმდეგე ჯგუფები მუდმივად ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას, რითიც მოსახლეობაში აჩენენ არაადეკვატურ შიშებს. პროექტის მენეჯმენტმა დაიქირავა შესაბამისი ექსპერტები და შექმნა გუნდი, რომელსაც ევალობოდა საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება, რაც გულისხმობდა გამჭვირვალე კომუნიკაციის წარმოებას პროექტის განვითარების თითოეულ ეტაპზე, რათა მოსახლეობას მიეღო ზუსტი ინფორმაცია, ჰქონოდა კითხვების დასმის შესაძლებლობა და საჭიროების შემთხვევაში, საჩივრის გაჟღერებაც კონკრტული მექანიზმის მიხედვით“.

ბახვი ჰესი და სხვა პროექტები – მსგავსება და განსხვავებები: „ტექნიკური თვალსაზრისით, ეს არის სტანდარტული სქემა – სათავე ნაგებობა, მილსადენი და ჰესის შენობა, რომელიც მრავლად გვხვდება საქართველოში. განსხვავება მდგომარეობს გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების ნაწილში. მაგალითად, საქართველოში თევზსავალი ხშირად დაუდევრად შენდება, მაშინ როცა „ბახვი ერთისა” და „ბახვი ორის” შემთხვევაში დიდი ყურადღება დაეთმო დიზაინსა და მშენებლობის მონიტორინგსაც, რათა მუშაობის ეფექტიანობა საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების გამოყენებით ყოფილიყო მიღწეული. პროექტმა აიღო ტყის აღდგენის ვალდებულება ერთი ორზე პრინციპით, რაც ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ყოველი ერთი ჰექტრის საპირწონედ, 2 ჰექტრის განაშენიანებას გულისხმობს, რაც  საუკეთესო შემარბილებელ ღონისძიებადაა აღიარებული საერთაშორისო დონეზე. გამოვყოფდი, პროექტის კომუნიკაციის სტრატეგიასა  და დაინტერესებული მხარეების ჩართულობას – საჯარო შეხვედრებს, მრჩეველთა საბჭოსთან მუშაობის მოდელს. თითოეული ინიციატივა წარმოადგენს კარგ პრაქტიკას და მაგალითს სხვა კომპანიებისათვის საქართველოში“.

The post ბახვი ჰესი – პასუხისმგებლიანი ბიზნესი appeared first on გურია ნიუსი.

„ერთად გავბედეთ და შევძელით“ _ სიყვარული, რომელიც გვათბობს

წარმოგიდგენთ  ახალ რუბრიკას – „ერთად გავბედეთ და შევძელით“.

„ჩვენი პირველი სიუჟეტი სიყვარულზეა. ისეთ სიყვარულზე, რომელიც ყველას ათბობს ირგვლივ და გვახსენებს, რომ გულით დანახულ სამყაროში განსხვავება უბრალოდ სილამაზეა”.

„გაიცანით იკო – მზის შვილი, და მისი ბებია ლია, რომელიც მის გვერდით დგას მუდამ. მათი მეგობრობა, ნდობა და უსაზღვრო სიყვარული, შთააგონებს ყველას, ვინც მათ ისტორიას ნახავს.

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციაა – „ქალები ქალებისთვის – საინიციატივო შეხვედრები გურიაში“

პროექტის მხარდამჭერები არიან – ბახვი ჰესი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა

The post „ერთად გავბედეთ და შევძელით“ _ სიყვარული, რომელიც გვათბობს appeared first on გურია ნიუსი.

❌