Reading view

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ალექსანდრე ტყებუჩავა გახდა

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ალექსანდრე ტყებუჩავა გახდა. მის კანდიდატურას მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე 25-ვე წევრმა დაუჭირა მხარი. დეპუტატებმა იგი ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩიეს.
თავმჯდომარის მოადგილეებად „ქართული ოცნებიდან“ ს საკრებულოს წევრები მაია დოლბაია, სანდრო ქუშაშვილი და ზურაბ ბერაია აირჩიეს. მათ 24-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა კი თავი შეიკავა.
„დღეს შედგა მე-8 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა. „ქართულმა ოცნებამ“ ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფოთშიც დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვა, აბსოლუტური უმრავლესობით ვართ წარმოდგენილი ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. დღეს არჩეულ იქნენ თანამდებობის პირები, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, ასევე სხვა პოზიციებზე ადამიანები, რომლებიც ქალაქის მერიასთან ერთად შემდეგი 4 წლის მანძილზე ბევრ სასიკეთო ცვლილებას განახორციელებენ ქალაქისთვის”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შალვა სარდალიშვილმა.

❌