Reading view

„თეთრი პრინცი” მსოფლიო ჩემპიონია!

30  ოქტომბრიდან – 2 ნოემბრის ჩათვლით იტალიაში , რომში კიკბოქსინგში ( K 1) სხვადასხვა წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა.

მსოფლიო პირველობაზე წარმატებით იასპარეზა, ჩემპიონის ტიტულსა და კიდევ ერთ ოქროს ქამარს დაეუფლა ფრიდონ ჩხარტიშვილი ( ,,თეთრი პრინცი” ) ფრიდონმა 14 – 15 წლამდელთა შორის , 50 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა – ️მწვრთნელი – ნიკოლოზ ქაჯაია.

,,მიხარია, რომ ოზურგეთს კიდევ ერთხელ გავახარებ ჩემი ჩემპიონობითა და ოქროს ქამრით. ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდნენ, მაგრამ გამარჯვება და ევროპის ჩემპიონობა მაინც მოვიპოვე. მადლობა მწვრთნელს, ჩემთან ერთად თავდაუზოგავი შრომისთვის და ასევე დიდი მადლობა ფედერაციის პრეზიდენტს, ლაშა ჭურაძეს გვერდში დგომისთვის. ასევე მადლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაებელ დაწესებულებას მხარდაჭერისთვის, ” – ამბობს ფრიდონ ჩხარტიშვილი.

ინფორმაციას ფეისბუქზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.

The post „თეთრი პრინცი” მსოფლიო ჩემპიონია! appeared first on გურია ნიუსი.

ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ ახალი მოადგილეები დანიშნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ, ახალი მოადგილეები დანიშნა.

ახალი მოადგილეები ოზურგეთის მერმა გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, ასევე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს წარუდგინა. ოზურგეთის მერის პირველ მოადგილედ ბექა ჩხიკვიშვილი დაინიშნა,

ოზურგეთის მერის მოადგილე ჯანდაცვის, სოციალურის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით გახდა სოფო რამიშვილი, ოზურგეთის მერის მოადგილე ინფრასტრუქტურის მიმართულებით კი გურამ გოლიაძე.

მერმა ხაზი გაუსვა მოადგილეების მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილებას კერძო და საჯარო სექტორში და აღნიშნა, რომ ისინი იზრუნებენ, რათა მოქალაქეებსა და მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები ეფექტურად განხორციელდეს.

The post ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ ახალი მოადგილეები დანიშნა appeared first on გურია ნიუსი.

დღეს, ოზურგეთის ბაზარში ერთი კილოგრამის “ხამსას” ფასი 12 ლარია

დღეს, ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ერთი კილოგრამი ხამსას ფასი 12 ლარი იყო.

„მაგ 12 ლარს დუუმატებ 12 ლარს და ხორცს ვიყიდი“. – იხუმრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

„მაგ ფასად შენ საყოფ ხორცს სად იყიდი, გამომიარე და მითხარი“ – უპასუხა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

The post დღეს, ოზურგეთის ბაზარში ერთი კილოგრამის “ხამსას” ფასი 12 ლარია appeared first on გურია ნიუსი.

1 ნოემბრიდან ქართული ოცნების მორიგი „კეთილშობილური“ კანონი შედის ძალაში _ ნიკა სიმონიშვილი

იურისტი ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

“1 ნოემბრიდან ქართული ოცნების მორიგი „კეთილშობილური“ კანონი შედის ძალაში.

ეს ცვლილებები საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის პარალელური დასაქმების შესაძლებლობას ზღუდავს, თუმცა მარტივად რომ ვთქვა, ოცნებისადმი ლოიალურად განწყობილ პირებს ორი ან მეტი სამსახურის ქონა შეეძლებათ, ვინც პარტიას არ უერთგულებს, ერთ სამსახურზე მეტს არ აღირსებენ, ხოლო თუ შავ სიაში მოხვდება, სამსახურიდანაც მარტივად გაუშვებენ, თანაც ისე, რომ ფულს აქეთ მიატანინებენ. ამ ცვლილებებს ვრცელი შინაარსი აქვს, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანს შევეხები:

საჯარო მოსამსახურეს სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება მხოლოდ მისი ხელმძღვანელის თანხმობით შეეძლება. ეს თანხმობა ერთჯერადია და 1 წლიანი ვადა აქვს. რაც შეეხება უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავებას, ამისთვისაც შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობაა საჭირო, რომელიც გაიცემა კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით;

საჯარო სექტორში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს (მათ შორის, სსიპ-ში, საჯარო ა(ა)იპ-ში ან შპს-ში) შეუძლია პარალელურად დასაქმდეს კერძო სექტროში მხოლოდ მისი ხელმძღვანელის თანხმობით. ეს თანხმობა ერთჯერადია და 1 წლიანი ვადა აქვს;

საჯარო სექტორში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს (მათ შორის, სსიპ-ში, საჯარო ა(ა)იპ-ში ან შპს-ში) არ შეუძლია პარალელურად დასაქმდეს საჯარო სექტროში. გამონაკლისია მხოლოდ მთავრობის დადგენილებით (ლინკს კომენტაში დავდებ) განსაზღვრულ ჩამონათვალში თუა ეს საქმიანობა და თუ დირექტორი გასცემს თახმობას პარალელურ დასაქმებაზე. ეს თანხმობა ერთჯერადია და 1 წლიანი ვადა აქვს.

თუ საჯარო სექტორში დასაქმებული პირი ამ წესებს არღვევს, გათავისუფლდება საჯარო სექტორში დაკავებული ყველა დაკავებული თანამდებობიდან და 2 წლის განმავლობაში ეკრძალება დაიწყოს მუშაობა საჯარო სამსახურში.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ წესების დარღვევისთვის საჯარო სექტორში დასაქმებულ პირს ეკისრება კომპენსაციის გადახდა შესაბამისი დაწესებულების სასარგებლოდ, 1 ნოემბრის შემდეგ მიღებული შრომის ანაზღაურების ოდენობით”, _ წერს ნიკა სიმონიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ხვალიდან ძალაში შედის კანონი, რომლის ამოქმედების შედეგად, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს დამატებითი საქმიანობის განხორციელება და ამ საქმიანობისთვის ანაზღაურების მიღება დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის გარეშე არ შეეძლებათ. ასეთი წერილობითი თანხმობა კი, მხოლოდ ერთი წლის ვადით შეიძლება გაიცეს.

The post 1 ნოემბრიდან ქართული ოცნების მორიგი „კეთილშობილური“ კანონი შედის ძალაში _ ნიკა სიმონიშვილი appeared first on გურია ნიუსი.

„ლელო“ ოზურგეთის საკრებულოში საგამოძიებო კომისიის შექმნას შეეცდება

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ქვილორია საკრებულოს მორიგ სხდომაზე საგამოძიებო ჯგუფის შექმნაზე განცხადებას გააკეთებს.

„გურია ნიუსისთან“ საუბრის დროს, ვლადიმერ ქვილორიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში რომ კორუფცია მაღალ დონეზეა, არაერთხელ გაუჟღერებია ოპოზიციურ პარტიებს თუ კრიტიკულ მედიას.

„ლელო – ძლიერი საქართველო“ აუცილებლად აპირებს საგამოძიებო ჯგუფის შექმნას, რომელიც იმუშავებს და აღმოფხვრის ადგილზე კორიფციულ სიტუაციებს“, _  გვითხრა ვლადიმერ ქვილორიამ.

რამდენად მოახერხებს „ლელო – ძლიერი საქართველოსთვის“ ამ საკითხის ბოლომდე დამტკიცებას იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სამი ოპიზიციური პარტიის გაუქმებას აპირებს, მათ შორის, არის „ლელო“, ვლადიმერ ქვილორიამ ასეთი კომენტარი გააკეთა:

„არამგონია გაუქმდეს. ასე ადვილი არ არის პარტიების გაქრობა და გაუქმება. ყველაფერს აქვს თავისი პროცესი“, _გვითხრა ვლადიმერ ქვილორიამ.

The post „ლელო“ ოზურგეთის საკრებულოში საგამოძიებო კომისიის შექმნას შეეცდება appeared first on გურია ნიუსი.

ვინ შექმნა და ვინ ვერ შექმნა ფრაქცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკრებულოს თავმჯდომარედ უკვე მეოთხედ აირჩიეს დავით დარჩია, რის შემდეგ დაიწყო მისი მოადგილეების არჩევის პროცესი.

სამი მოადგილიდან არცერთი არ არის ქალი.

როგორც „გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის მოადგილე და ახლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნათია გოლიაძე მოიაზრებოდა ერთ-ერთ მოადგილედ.

„გურია ნიუსმა“ დავით დარჩიას კითხვით მიმართა:

_ ბატონო დავით, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ერთ-ერთ მოადგილედ ნათია გოლიაძის კანდიდატურა განიხილებოდა, მაგრამ ის არც დღევანდელ სხდომას ესწრება და არც მოადგილის კანდიდატურად იქნა დასახელებული.

_ არ ვიცი, ვინ რა თქვა, მაგრამ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

მოადგილეების არჩევის შემდეგ ფრაქციების თავმჯდომარეების დასახელების დრო დადგა.

წელს ოზურგეთის საკრებულოში ორი ფრაქცია იფუნქციონირებს. ფრაქცია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის პოსტზე ქეთევან ხომერიკი დასახელდა და დაინიშნა, მას შვიდი მოადგილე ეყოლება _ ნინო ჭანიშვილი, გოჩა მდინარაძე, გოჩა კილაძე, ნინო ნადირაშვილი, ლევან კილაძე, ზურაბ მორჩილაძე და მიხეილ ცქვიტიშვილი .

რაც შეეხება მეორე ფრაქციას ,,ხალხის ძალა” იქნება. ამ ფრაქციაში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის წევრებია გაერთიანებული. სამივე მათგანი მაჟორიტარად იყრიდა კენჭს და იმ სოფლებში „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატები არ დააყენა. როგორც ცნობილია, „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტიაა.

ფრაქცია „ხალხის ძალაში“ საკრებულოს სამი წევრია გაერთიანებული _  ეროდი გორდელაძე, დავით თოიძე და გელა ჩავლეშვილი.

ფრაქციის გარეშე დარჩნენ „ლელოს“ წევრი ვლადიმერ ქვილორია და „გახარია – საქართველოსთვის“ წევრი გიორგი სირაძე.

ვლადიმერ ქვილორიას თქმით, ის აქტიური წევრი იქნება საკრებულოს და ხალხის პრობლემებს გააჟღერებს.

The post ვინ შექმნა და ვინ ვერ შექმნა ფრაქცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში appeared first on გურია ნიუსი.

კიდევ ერთი აუშენებელი საბავშვო ბაღი ოზურგეთში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოხვაურში სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებით საბავშვო ბაღი უნდა აშენებულიყო. ამ დროისთვის მშენებლობის მხოლოდ მცირე ნაწილია დაწყებული.  აბრაზე განთავსებული ინფორმაციით კი, მშენებლობა 2024 წელს უნდა დასრულებულიყო.

„გურია ნიუსმა“ ბაღის მშენებელობის სამომავლო გეგმის შესახებ სოფელ ბოხვაურის დეპუტატს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გელა ჩავლეშვილს ჰკითხა.

„ბოხვაურში საბავშვო ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან მიმართებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს პროექტი ხორციელდება ცენტრალური ბიუჯეტით. კერძოდ, მუნიციპალური განვითარების ფონდის ეგიდით. მშენებლობის ვადების დარღვევის თაობაზე საქმის კურსშია ყველა ინსტანცია. დასახულია შესაბამისი ღონისძიებები. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა უახლოეს მომავალში ბოხვაურს ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი“, _ გვითხრა გელა ჩავლეშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩარიცხული თანხებიდან „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 9 365 000 ლარს. შედეგად, პროექტით გათვალისწინებული 22 საბავშვო ბაღი არ აშენებულა.

„გურია ნიუსი“ ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ვრცლად სტატიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

The post კიდევ ერთი აუშენებელი საბავშვო ბაღი ოზურგეთში appeared first on გურია ნიუსი.

ვინ ჩაიბარა კომისიის თავმჯდომარეობა ოზურგეთის საკრებულოში

დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს სხდომა გაიმართა.

საკრებულოს სხდომის ბოლო ნაწილში კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი კომიტეტი იქნება _ სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილი იქნება;

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრატრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ დავით ჭაკნელიძე აირჩიეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გელა ჩავლეშვილი გახდა.

აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე ბექა თოიძე იქნება.

განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული საქმეთა, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეობა ტატა ბარამიძეს ჩააბარეს.

The post ვინ ჩაიბარა კომისიის თავმჯდომარეობა ოზურგეთის საკრებულოში appeared first on გურია ნიუსი.

ვინ არიან წარდგენილი საკრებულოს კომიტეტის თავმჯდომარეობაზე?

ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიების თავმჯდომარეების არჩევის პროცესი მიმდინარეობს.

სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკიდ კომისიის თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილი იქნება.

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრატრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ დავით ჭაკნელიძის კანდიდატურა დასახელდა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გელა ჩავლეშვილის კანდიდატურა დასახელდა.
აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნსებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე ბექა თოიძის კანდიდატურა დაასახელა ახალარჩეულმა საკრებულოს თავმჯდომარემ და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული საქმეთა, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის კანდიდატად ტატა ბარამიძე დასახელდა.
ხუთივე მათგანის დამტკიცების პროცედურა უკვე დაიწყო.

The post ვინ არიან წარდგენილი საკრებულოს კომიტეტის თავმჯდომარეობაზე? appeared first on გურია ნიუსი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი ფრაქცია იარსებებს.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ფრაქციის თავმჯდომარე ქეთევან ხომერიკი იქნება, მას შვიდი მოადგილე ეყოლება. მეორე ფრაქცია იქნება “ხალხის ძალას” თავმჯდომარე ეროდი გორდელაძე იქნება. ფრაქციაში სულ სამი ადამიანია.

The post ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა appeared first on გურია ნიუსი.

“წარმატებები ჩვენს გუნდს” – დავით დარჩია

ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა მიმდინარებს. მეოთხედ, საკრებულოს თავმჯდომარედ დავით დარჩია გახდება.

მან უკვე მისცა ხმა მის კანდიდატურას და ურნაში ბარათის ჩაგდების დროს თქვა: წარმატებები ჩვენს გუნდს.

” წარმატებები ბატონო დავით” – მიუგო მისმა ერთ-ერთმა თანაგუნდელმა.

The post “წარმატებები ჩვენს გუნდს” – დავით დარჩია appeared first on გურია ნიუსი.

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილესაც ხელფასს დაუნიშნავენ

საქართველოს პარლამენტში, დაჩქარებული წესით  მიმდინარეობს პროცესი “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შესატანად.

განმარტებითი ბარათიდან ვიგებთ, რომ კანონპროექტი გამომდინარეობს საქართველოს ორგანულ კანონში _ “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტიდან და მიზნად ისახავს “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონის #4 დანართის #4.2 ცხრილით დადგენილი თანამდებობის პირთა ჩამონათვალს დაემატოს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა.”

აქედან გამომდინარე, კანონში ცვლილებების შემდეგ, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეობა თანამდებობა იქნება და ანაზღაურებადი ხდება.

კანონპროექტის მოსალოდნელ შედეგად მითითებულია: “კანონპროექტის მიღების შედეგად, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეები, როგორც თანამდებობის პირები მოექცევიან “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონით დადგენილ რეგულაციებში”, _ აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

სავარაუდოდ, “ქართული ოცნება” ასე, ბიუჯეტის ხარჯზე ცდილობს, რაც შეიძლება მეტ მომხრეს დაუნიშნოს მაღალი ხელფასი იმისდა მიუხედავად, რომ საჯარო მოხელეთა ანაზღაურება საქართველოს ბიუჯეტისთვის ყველაზე მძიმე ტვირთია.

საინტერესოა, როგორ “აფასებს” კოეფიციენტების მიხედვით მმართველი ხელისუფლება მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას სახელფასო კოეფიციენტებით;   მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) პოლიტიკური თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტი ასეთი იქნება:  აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი _ 6.0, საკრებულოს თავმჯდომარე _ 6.0, აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის პირველი მოადგილე _ 5.0, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე _ 5.0, აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე _ 4.5, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე _ 4.5, საკრებულოს კომისიის/ფრაქციის თავმჯდომარე _ 4.5, საკრებულოს კომისიის/ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე _ 2.5.

განმარტებით ბარათს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://www.parliament.ge/legislation/31338.

The post საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილესაც ხელფასს დაუნიშნავენ appeared first on გურია ნიუსი.

„არავის არ გვინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც „სასამართლო“, უბრალოდ, წარწერაა შენობის აბრაზე“

ათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში პროცესი 28 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა, მაგრამ წინა დღით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხდომა გადაიდო.

 გთავაზობთ „ბათუმელების“ რედაქტორთან ნანა კვაჭაძესთან ინტერვიუს.

_ ნანა, რა სიახლეები არის მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით?

_ამ დროისათვის ველოდებით სააპელაციო სასამართლო სხდომას, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს, ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც გვაღელვებს ახლა, მზიას მხედველობას უკავშირდება.

როგორც იცით, მისი მხედველობა მნიშვნელოვნად დაზიანდა ციხეში ყოფნისას, პენიტენციური დაწესებულების მიერ ჩატარებულ სამედიცინო კვლევის თანახმად, მან, ფაქტობრივად, დაკარგა მხედველობა ერთ თვალში, მეორეში კი მხოლოდ 10% დარჩა.

გასული კვირის ბოლოს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი პინა პიჩერნო გამოეხმაურა განცხადებით ამ თემას. მან X-ზე მოუწოდა საქართველოს მთავრობას მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ, მანამ, სანამ მხედველობის შენარჩუნება შესაძლებელია მკურნალობით.

_ რა მოლოდინები გაქვთ სააპელაციო სასამართლოსგან. როგორ ფიქრობთ, მოსამართლე გაითვალისწინებთ ადვოკატის მოთხოვნებს?

_ არსებულ პოლიტიკურ რეალობაში, როცა ციხეში არიან სინდისის პატიმრები, როცა ადმინისტრაციული წესით დააკავეს ასზე მეტი ადამიანი და მოქალაქეებს აკავებენ ყოველდღე, ძალიან რთულია გქონდეს სამართლიანობის მიღწევის იმედი.

თუმცა, ყოველ ჯერზე უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად პოლიტიკური ზეწოლისა, მიუხედავად სასამართლო სისტემაში კლანის არსებობისა, ყოველ მოსამართლეს შეუძლია სასამართლო იყოს ადგილი, სადაც სამართლიანობის მიღწევა შესაძლებელია. არა მხოლოდ „ოცნება“ და კლანი, არამედ ინდივიდუალურად ყოველი მოსამართლე პასუხისმგებელია თავის მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

მაინც, მე ყოველ ჯერზე მაქვს იმედი. არავის არ გვინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც „სასამართლო“ უბრალოდ წარწერაა შენობის აბრაზე და არა ადგილი, სადაც სამართლიანობის მიღწევა შესაძლებელია.

_ როგორ აგრძელებს მუშაობასბათუმელების“ დანეტგაზეთის“ ჟურნალისტები, თანამშრომლები მზიას დაკავების შემდეგ?

_ მუშაობას ვაგრძელებთ, ვცდილობთ, არ დაგვრჩეს უყურადღებოდ არც ერთი საკითხი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მედიას შეუძლია, ესაა საკუთარი პროფესიული საქმიანობის შესრულება. ასეთ დროს მედია განსაკუთრებით საჭიროა.

_ მედიის კუთხით ძალიან მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონულ მედიაში…

_ რეგიონული მედია, ფაქტობრივად, გაქრობის წინაშეა. ეს საფრთხე ისე რეალურია, როგორც არასდროს. ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ მედია, მათ შორის რეგიონული მედია გააქრონ ამ ქვეყნიდან, მაგრამ რაც მთავარია, მედია არ აჩვენებს არც ერთ ნიშანს, რომ მუშაობის შეწყვეტას აპირებს.

The post „არავის არ გვინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც „სასამართლო“, უბრალოდ, წარწერაა შენობის აბრაზე“ appeared first on გურია ნიუსი.

“მე დავბრუნდი, მე გადავრჩი”

ფოთელი კონსტანტინე მესხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„მე დავბრუნდი, მე გადავრჩი, მე ახალი სიცოცხლე მაჩუქა სამყარომ.  მადლიერი ვარ თქვენი უკიდეგანოდ, თქვენ რომ არა, მე იქ არ ვიქნებოდი, სადაც ახლა ვარ. გისურვებთ ისეთივე ბედნიერებას, როგორი ბედნიერიც ახლა ვარ, რადგან არაფერია იმაზე ძვირფასი და ღირებული, ვიდრე სიცოცხლე, რომელიც მერთმეოდა… ისევ ვაგრძელებ ბრძოლას დრო მჭირდება ჯერ კიდევ, რომ ჩვეული ცხოვრების რიტმს დავუბრუნდე, თუმცა ყველაფერი წინაა. ისევ შევხვდებით მეგობრებო.“ – წერს ის ფეისბუქში.

The post “მე დავბრუნდი, მე გადავრჩი” appeared first on გურია ნიუსი.

ხვალ, ოზურგეთში ენერგოეფექტური ღუმელების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

ქალაქ ოზურგეთში, (გურიის ქუჩაზე, უნივერმაღის მიმდებარედ)  30 ოქტომბერს,  11:00 საათიდან  საქართველოში წარმოებული ენერგოეფექტური ღუმელების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

გამოფენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 7 მწარმოებლის მიერ დამზადებული ენერგოეფექტური ღუმელის 19 მოდელი, რომელთა ენერგოეფექტურობა დადასტურებულია  ევროკომისიის მიერ აღიარებულ აკრედიტებულ ლაბორატორიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალტემპერატურული თბოფიზიკური პროცესების სამეცნიერო-საინჟინრო ცენტრის მიერ.

აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს მიზნობრივი პროგრამები ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს, მხარდაჭერა მოიცავს როგორც  მწარმოებლების, ასევე მომხმარებლების ფინანსურ დახმარებას.

სოფლის განვითარების სააგენტო,  „ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში აფინანსებს ენერგოეფექტური ღუმელის ღირებულების 50%-ს, არაუმეტეს 300 ლარს.  75%-იანი თანადაფინანსება განსაზღვრულია იმ შემთხვევაში თუ ღუმელი განთავსდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ან მყიდველი არის სოციალური მომსახურების სააგენტოს, ან დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ბენეფიციარი.

„ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში მარკეტინგული აქტივობები ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა – „ECO.Georgia” ფარგლებში.

The post ხვალ, ოზურგეთში ენერგოეფექტური ღუმელების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება appeared first on გურია ნიუსი.

„ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს ოზურგეთის პროკურორი ილია ჯალაღანია ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის გუბერნატორად დანიშნა

“ნაცïიონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ოზურგეთის პროკურორი ილია ჯალაღანია ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის გუბერნატორად დანიშნა. ჯალაღანიას სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

ოფიციალური ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ილია ჯალაღანიას წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა სახელმწიფო რწმუნებულის როლს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელების პროცესში.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტების ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში შესრულებასთან ერთად, პრიორიტეტულია მოსახლეობის საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებზე დროული რეაგირება, რასაც სახელმწიფო რწმუნებულმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს. შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი დაესწრო.

ცნობისთვის, ილია ჯალაღანია „ნაცმოძრაობის“ დროს ოზურგეთის პროკურორი იყო და მის სახელს არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება.

ილია ჯალაღანია პროფესიით იურისტია. ის დღემდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი და პირველი მოადგილე იყო. აქვს სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ჯალაღანია 2021 წლის თებერვლიდან 2022 წლის იანვრამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე იყო, 2016 წლიდან 2021 წლის თებერვლამდე კი – სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი. 2012-2016 წლებში მას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2005-2010 წლებში ჯალაღანია ოზურგეთის რაიონული პროკურორი იყო.

The post „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს ოზურგეთის პროკურორი ილია ჯალაღანია ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის გუბერნატორად დანიშნა appeared first on გურია ნიუსი.

დავით მჟავანაძე: არ ვაპირებთ ამ ბრძოლიდან გასვლას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირების შესრულება დაიწყო. სულ მალე მოხდება  “ნაციონალური მოძრაობის”, კოალიცია “ცვლილებებისთვის”, “ლელო- ძლიერი საქართველოს“ გაუქმება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ის თავის მეგობრებთან ერთად არ აპირებს გაჩერებას და აქტიურ პოლიტიკაში ყოფნას აანონსებს.

„ჩვენთვის რაც დღეს პაპუაშვილმა განაცხადა არ ყოფილა მოულოდნელი. მისი და „ქართული ოცნების“ სურვილია ქვეყანაში არ  ისმოდეს გასხვავებული აზრი და არ უნდათ იყოს ქვეყანაში პარტიები,  რომლებიც ხელს შეუშლიან მმართველ პარტიას მავნებლობის გაკეთებაში. პირადად ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა აქვს,  რას იზამს ბიძინა ივანიშვილი და მისი დამქაშები… მე, დავით მჟავანაძე, ჩემს  მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად არ ვაპირებთ ამ ბრძოლიდან გასვლას. უფრო მეტსაც გავაკეთებთ  იმისთვის,  რომ ოლიგარქიული რეჟიმი საქართველოში დამთავრდეს და ჩვენს შვილებს არ მოუწიოს რუსეთში ცხოვრება“ , – გვითხრა დავით მჟავანაძემ.

_ რამდენიმე დღეში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება. ოზურგეთში მხოლოდ ორი დეპუტატია ოპოზიციური პარტიიდან დანარჩენი „ქართული ოცნების“ პარტიის წევრები არიან. როგორ შეაფასებდით ამ მოვლენას? – ამ კითხვაზე დავით მჟავანაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა.

 „ამ საკრებულოზე მოხდება ბიძინა ივანიშვილის სურვილების დაკმაყოფილება მხოლოდ და მეტი არაფერი. მინდა გითხრათ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ჯერ ქვეყანაში რიგ გარეშე საპარლამენტო არჩევნები და შემდეგ  თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. მანამდე იქ შეკრებილ პირებს მოუწევს ბიძინა ივანიშვილის რუსული ოცნებების შესრულება.“ – გვითხრა დავით მჟავანაძემ.

The post დავით მჟავანაძე: არ ვაპირებთ ამ ბრძოლიდან გასვლას appeared first on გურია ნიუსი.

საფრანგეთში ქართველი ქალი ქმარმა მოკლა

საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში ქმარმა ცოლი მოკლა. ახალგაზრდა ქალი ლელა ტოროშელიძეა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედიდან არის.

როგორც ცნობილი ხდება ქმარმა ცოლს სამსახურში მიაკითხა და ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები.

“სიტყვებს ვერ ვალაგებ, რომ გავიგე, ჩემი ბავშობის ნაწილი აღარ დადის ამ ქვეყანაზე. როგორი მწარე და რთულია, როცა იმას გაიგებ, რომ შენი ცროვრებაში იყო ისეთი თბილი და ტკბილი გოგო, როგორიც შენ იყავი, ლე. უფალმა ნათელი და ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს იმიერში.

მიყვარხარ და ასე გაგძელდება მუდამ.” _ წერს ფეისბუქზე ლელა ტოროშელიძის ახლობელი.

გურია ნიუსი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.

The post საფრანგეთში ქართველი ქალი ქმარმა მოკლა appeared first on გურია ნიუსი.

❌