Normal view

Yesterday — 28 October 2025Main stream

World Justice Project-ის ანგარიშის მიხედვით, კანონის უზენაესობის მსოფლიო რეიტინგში, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა

28 October 2025 at 22:45

World Justice Project-ის ანგარიშის მიხედვით, კანონის უზენაესობის მსოფლიო რეიტინგში, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა
World Justice Project-ის ანგარიშის მიხედვით, კანონის უზენაესობის მსოფლიო რეიტინგში, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კანონის უზენაესობის მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, საქართველოს 143 ქვეყანას შორის 52-ე ადგილზეა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო გლობალურ რეიტინგში შარშანდელთან შედარებით ორი ადგილით ჩამოქვეითდა, თუმცა აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა.
საქართველოს მინიჭებული აქვს 0,58 ქულა. რეიტინგის ავტორების შეფასებით, საქართველო საშუალოზე მაღალი ჯგუფის ქვეყნებს შორის მოხვდა. ამ ჯგუფში ის მეექვსე ადგილს იკავებს.
გლობალურ რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება ევროკავშირის წევრი ბულგარეთი, უნგრეთი, ასევე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები – მოლდოვა, , ალბანეთი, მონტენეგრო, სერბეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა. რეიტინგში 105-ე ადგილზეა ბელარუსი, თურქეთი 118-ე პოზიციაზეა.
რეიტინგის შედგენა ხდება რვა ფაქტორის შეფასებით. ესენია: მთავრობის ძალაუფლების შეკავება, კორუფციის არსებობა, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, რეგულირება, სამოქალაქო სამართლის სისტემა, სისხლის სამართლის სისტემა.
2025 წლის რეიტინგის მიხედვით, სისხლის სამართლის სისტემის, რეგულირების აღსრულების, ღია მთავრობისა და კორუფციის არსებობის ფაქტორებში საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა.
ფაქტორებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს აქვს „წესრიგსა და უსაფრთხოებაში“ – 0,78 ქულა. ეს ფაქტორი აფასებს, რამდენად კარგად არის დაცული პიროვნებისა და ქონების უსაფრთხოება.
ყველაზე დაბალი ქულა, 0,50 კი საქართველოს აქვს „სისხლის სამართალის სისტემის“ ფაქტორში, რომელიც ამ სისტემას აფასებს.
საერთო ჯამში, კანონის უზენაესობის 2025 წლის მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, ევროკავშირი ქვეყნების ორ მესამედში ვითარება გაუარესებულია. ყველაზე დიდი უკუსვლა აქვთ სლოვაკეთსა და უნგრეთს.
ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი შეფასება აქვს უნგრეთსა და ბულგარეთს. ყველაზე მაღალი შეფასება მიიღეს – მ, ნორვეგიამ, ფინეთმა, ახალმა ზელანდიამ, გერმანიამ, შვედეთმა და ირლანდიამ.
World Justice Project არის 2006 წელს დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მსოფლიოში კანონის უზენაესობის განმტკიცების საკითხზე. ორგანიზაციის სათავო ოფისი მდებარეობს ვაშინგტონში. ორგანიზაცია კანონის უზენაესობის მსოფლიო რეიტინგს ადგენს როგორც საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და იურიდიულ საკითხთა ექსპერტების გამოკითხვის საფუძველზე.

Before yesterdayMain stream

2024 წელს გლობალურად 10 მილიონზე მეტი ელექტრომობილი გაიყიდა – ლიდერობს ნორვეგია (bm.ge)

26 October 2025 at 15:08

მრავალ ქვეყანაში გაყიდვების ზრდის ფონზე, ბატარეებზე მომუშავე ელექტრომობილების (BEV) გლობალურმა ბაზარმა 2024 წელს პირველად გადააჭარბა წლიური გაყიდვების 10 მილიონიან მაჩვენებელს, რაც 2023 წელთან შედარებით თითქმის 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია – ამის შესახებ Statista-ს პუბლიკაციაშია საუბარი.
სუფთა ტრანსპორტის საერთაშორისო საბჭოს (ICCT) მონაცემებით, ნიშანსვეტური იყო ჩინეთის მიღწევა, სადაც ერთ თვეში ერთ მილიონზე მეტი ელექტრომობილი გაიყიდა.
მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვების მოცულობით გლობალურ ბაზარზე ჩინეთი დომინირებს, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა კვლავ ლიდერობს ელექტრომობილებზე ადაპტირების კუთხით, ახალი ავტომობილების გაყიდვებში ბატარეებზე მომუშავე ელექტრომობილების წილის გათვალისწინებით.
ამ მაჩვენებლით, უკვე რამდენიმე წელია, ნორვეგია სიის სათავეში გვხვდება: 2025 წლის პირველ ნახევარში, PwC-ის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, ამ ქვეყანაში ახლად რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების 90%-ზე მეტი ელექტრო იყო, რაც რეკორდულია.
ჩრდილოეთ ევროპაში მსუბუქი ავტომობილების სრულ გაყიდვებში მაღალ წილს იკავებენ და ნიდერლანდებიც, შესაბამისად, 63.5% და 35%-ით.
ევროპის გარეთ, გაყიდვებში ელექტრომობილების წილის მხრივ, ჩინეთი ლიდერობს, სადაც ეს თანაფარდობა 70.2/29.8-ზეა. შედარებისთვის, შეერთებულ შტატებში ელექტრომობილების წილი მსუბუქი ავტომობილის სრულ გაყიდვებში 7.3%-ია.
მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიის მიერ მიღებული ზომები როგორებიცაა ელექტრომობილების გადასახადებისგან გათავისუფლება და სხვა შეღავათები, მათი პოპულარიზაციისთვის ძალიან ეფექტური აღმოჩნდა, ნორვეგიული მოდელის სხვა ქვეყნებში მარტივად დანერგვა თითქმის შეუძლებელია. ნორვეგია ავტომობილების იმპორტსა და რეგისტრაციაზე მაღალ გადასახადებს აწესებს, რაც შიდა წვის ძრავიან მანქანებს მნიშვნელოვნად აძვირებს, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით. ელექტრომობილებისთვის გადასახადების გაუქმებით, ნორვეგია ფაქტობრივად სუბსიდირებას უკეთებს ელექტრომობილების შესყიდვას. ამასთან, ნორვეგიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში საშუალო შემოსავალი, გადასახადების შემდეგ, 2025 წელს დაახლოებით 64,000 დოლარი იყო, რაც თითქმის უტოლდება -ის მაჩვენებელს, მაგრამ მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირის საშუალო ანაზღაურებას.
bm.ge

❌
❌