Normal view

Today — 28 October 2025Main stream

უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაფარვისთვის მზად ვართ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

28 October 2025 at 18:57

უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაფარვისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტოკჰოლმში, ჩრდილოეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ს განცხადებით, ევროკავშირი „გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხს განიხილავს“.
„წინადადება გულისხმობს ამ თანხების გამოყენებით უკრაინისთვის სესხის გაცემას, რომელსაც დაფარავს, თუ რეპარაციებს გადაიხდის. ამიტომ, ეს სამართლებრივად სწორი წინადადებაა. მარტივი არ არის, თუმცა სამართლებრივად სწორია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ევროპულმა საბჭომ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შესაძლო ვარიანტების მომზადება მოითხოვა.
„რუსეთისთვის მთავარი გზავნილი სრულიად ნათელია“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან

28 October 2025 at 16:09

28 ოქტომბერი, 2025 – სელფი მობაილმა აბონენტებისთვის მასშტაბური წამახალისებელი გათამაშება დაიწყო სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ყოველ შევსებულ ₾5 დააგროვონ ბილეთები და მოიგონ 5 000, 10 000, 20 000, 50 000 ან 100 000 ლარი.
გათამაშებაში ჩართვა მარტივია – აბონენტს შეუძლია დაადასტუროს მონაწილეობა ერთ-ერთი გზით:
· აკრიფოს USSD კოდი *2525#
· ჩაერთოს MyCellfie აპლიკაციით
· დარეკოს სელფის სატელეფონო ცენტრში – 110101
ბილეთი ირიცხება ყოველ ჯერზე, როდესაც აბონენტი შეავსებს ბალანსს 5 ლარით. მაგალითად, ₾5 შევსებისას მიიღებთ 1 ბილეთს, ₾10 შევსებისას – 2 ბილეთს და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ ბალანსი ივსება სელფის აპლიკაციით MyCellfie App, ბილეთების რაოდენობა ორმაგდება.
პორტირებული აბონენტები ავტომატურად ერთვებიან გათამაშებაში და საჩუქრად იღებენ 5 ბილეთს.
გათამაშება ტარდება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის და სელფი მობაილის Facebook გვერდის პირდაპირ ეთერში, ყოველ კვირა დღეს, 11:00 საათზე, სადაც ყოველ ჯერზე გამოვლინდება 5 გამარჯვებული და თითოეულს ერგება პრიზად ₾5000. ფინალური ეთერი შედგება 28 დეკემბერს და გათამაშდება:
🏆 3 პრიზი ₾10,000
🏆 1 პრიზი ₾20,000
🏆 1 პრიზი ₾50,000
🏆 მთავარი პრიზი ₾100,000
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ლოიალობის სქემები, ქეშბექები, რომელსაც ბანკები გვთავაზობენ შემცირდება – ექსპერტი საბანკო გადახდების საკომისიოს ზედა ზღვრის დაწესებაზე (bm.ge)

28 October 2025 at 16:09

ლოიალობის სქემები, ქეშბექები, ფასდაკლებები, რომელსაც ემიტენტები, ანუ ბარათის გამომშვები მომხმარებლებს სთავაზობენ, რა თქმა უნდა, შემცირდება – ასე აფასებს BTU-ს ასოცირებულ პროფესორი და საგადახდო სისტემების სპეციალისტი მაია ხელაძე ინიციატივას, რომელიც ბარათით გადახდისას საკომისიოს ზედა ზღვრის 0.5%-მდე შემცირებას ითვალისწინებს.
მისი თქმით, ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში, შესაძლოა, მოთამაშეთა ნაწილს ბაზრის დატოვება მოუხდეს, რადგანაც ხარჯების დაბალანსებას ვერ შეძლებენ. მაია ხელაძე განმარტავს, რომ ამ იდეამ ბანკებს, შესაძლოა, ფინანსური რისკი გაუზარდოს. მისი შეფასებით, თუკი ბარათით გადახდისას საკომისიოს შემცირებას ვიზას, მასტერქარდის, ამექსის თუ სხვა პროვაიდერის მხრიდან გაზრდილი ტრანზაქციები ვერ დააკომპენსირებს, ბანკებისთვის ფიქსირებული საკომისიოს დაწესება გამორიცხული არ არის.
“ჩვენ არ შეგვიძლია ამ საგადახდო სქემებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ გავატარებთ ისეთ ოპერაციებს, როგორიცაა Apple Pay თუ GPay – საერთაშორისო ბარათები, რომლებიც შემოდიან და ჩვენს ქსელში ტრანზაქციებს ასრულებენ. ჩვენ ეს გვჭირდება”, – განმარტავს მაია ხელაძე და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სექტორთან კომუნიკაცია და ბიზნესის აზრის გათვალისწინება.
“ძირითადი, რაც არის, ეს არის საჯარო და კერძო სექტორს შორის კომუნიკაცია. აუცილებელია ძალიან აქტიური კომუნიკაცია ბანკებთან, ამ შემთხვევაში ფინტექებთან, რომელიც შემოვა ამ სისტემაში, იმიტომ, რომ ეროვნულ ბანკს გაჟღერებული აქვს ინიციატივა ადგილობრივი IPS გადახდის სისტემების დანერგვის შესახებ, რომელიც ასევე მომართული იქნება იმაზე, რომ საერთაშორისოდ აღიარებული ტრანზაქციები რაც გვაქვს და რაც ჩვენი მთლიანი ტრანზაქციების 94%-ია, არ წავიდეს ვიზა-მასტერქარდში დასამუშავებლად და ადგილზევე დარეგულირდეს.
ეს მხარე მოსაწესრიგებელი იქნება, რათა ამ ეკოსისტემაში ჩართული მონაწილეების აზრი აუცილებლად იყოს გათვალისწინებული. ასევე, ბიზნესის აზრი – რომელი მტკივნეული ადგილებია მათთვის ისეთი, რომ საკომისიოს ოდენობა დაიწიოს, თუმცა ეს არ/ვერ მოხდება მხოლოდ საკომისიოს დაწევის ეფექტით. მაგალითად, ინდოეთში, სახელმწიფომ სუბსიდირებაც განახორციელა, რომ ეს საკომისიო ზღვარი დაეწესებინა. ამან დადებითი შედეგი გამოიღო, თუმცა ბევრი მოთამაშე გავიდა ბაზრიდან იმიტომ, რომ მათთვის ხარჯი გაიზარდა, შემოსავალი კი იმდენად შემცირდა, რომ ამ ინფრასტრუქტურის მომსახურება არ უღირდათ”, – ამბობს BTU-ს ასოცირებულ პროფესორი და საგადახდო სისტემების სპეციალისტი მაია ხელაძე.
ჯერჯერობით ინიციატივის განხილვა პარლამენტში არ დაწყებულა, შეფასებები არ კეთდება არც საბანკო ასოციაციის მხრიდან. გასულ კვირას საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, რომელიც ამბობს, რომ კომუნიკაცია ექნებათ საბანკო სექტორთან.
bm.ge

Yesterday — 27 October 2025Main stream

საქართველოში შესაძლოა, Alibaba-მ ტერმინალი გააკეთოს

27 October 2025 at 22:13

კომპანია “ვიჯეთის” გენერალური დირექტორის, ლაშა ფეიქრიშვილის შეფასებით, თავისუფლად შეიძლება, საქართველოში Alibaba-მ ტერმინალი გააკეთოს.
როგორც გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” ლაშა ფეიქრიშვილი აღნიშნავს, მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო კომპანია (Alibaba) ქართული ნაწარმის გამოფენას არ შეზღუდავს.
“საერთაშორისო პლატფორმა TEMU საქართველოში შემოვიდა და ჩვენი ქვეყანა ჰაბად იქცა. კერძოდ, ტერმინალები აქ შენდება და ჩვენგან პროდუქციის გარეთ გატანა იგეგმება. შესაბამისად, თავისუფლად შეიძლება, ტერმინალი Alibaba-მაც გააკეთოს, ამ ყველაფერზე აქტიურად ვმუშაობთ, ინტერესი მათი მხრიდან ძალიან მაღალია – მგონია, რომ ყველაფერი გამოვა. ამასთან, Alibaba ქართული ნაწარმის გამოფენას არ ზღუდავს, შესაბამისად, საქართველოში თუ მათი პლატფორმა მოექცა, ქართველებს თავიანთი პროდუქციის ექსპორტზე გატანა ბევრად მეტად შეეძლებათ – პროდუქციას ბევრად მაღალ ღირებულებაში გაყიდიან”, – აღნიშნავს კომპანიის გენერალური დირექტორი.
“ვიჯეთის” წარმომადგენელი Alibaba-სთან ურთიერთობის შესახებ დეტალურად საუბრობს და აღნიშნავს, რომ Alibaba ხარისხის გარანტიაა.
“ჩინეთში Alibaba-ს წარმომადგენლობა ქარხნების დირექტორებთან შეხვედრებს გვიორგანიზებს. შესაბამისად, ჩვენგან წასული მომხმარებლები, როდესაც ჩინეთში ჩადიან, ქარხნებთან შეხვედრები დაორგანიზებული აქვთ. ეს ყველაფერი სრულ პროცესს ამარტივებს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება შეიქმნა და ამ ყველაფერს უვიზო მიმოსვლა დაემატა, დიდი შესაძლებლობა გაჩნდა… ყველა ჩვენგან ჩასული მომხმარებელი კმაყოფილია, რადგან ენობრივი და კულტურული ბარიერი მოვხსენით, ქართველი გიდები უკვე ჩვენს მომხმარებლებს თან დაჰყვებიან. ზოგადად, Alibaba ხარისხის გარანტიაა”, – აცხადებს ლაშა ფეიქრიშვილი.
ცნობისთვის, კომპანია Alibaba Group Holding Limited (ალიბაბა ჯგუფი) — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი ტექნოლოგიური და სავაჭრო კომპანიაა, რომელიც ჩინეთში 1999 წელს დაარსდა.
შეგახსენებთ, რომ “ვიჯეთი” გადამზიდი კომპანიაა, რომლის მიზანი სატრანსპორტო ბაზარზე მომხმარებლებისთვის სერვისის მიწოდებაა.

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

27 October 2025 at 22:13

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისა და ესპანური კლუბის, „ტენერიფეს“ ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.
ოქტომბერში ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში 36 წლის შერმადინი საშუალოდ 18.5 ქულასა და 7 მოხსნას აგროვებდა. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 27 შეადგინა. თვის საუკეთესო კალათბურთელად გიორგი შერმადინი კარიერაში მეთოთხმეტედ აღიარეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
ოქტომბერში „ტენერიფემ“ ოთხივე მატჩი მოიგო, წინ უდანაკარგოდ მიიწევს და ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერია.

,,ამ დროისთვის, საქართველოში 10-12 ათასამდე ელექტრომობილია რეგისტრირებული”- დავით იოსავა

27 October 2025 at 18:23

,,ამ დროისთვის, საქართველოში 10-12 ათასამდე ელექტრომობილია რეგისტრირებული”- დავით იოსავა
საქართველოში ელექტრომობილების ბაზარი სწრაფად იზრდება- E-space-ის გენერალური დირექტორის დავით იოსავას ინფორმაციით, ქვეყანაში უკვე 10-12 ათასამდე ელექტრომობილია რეგისტრირებული, ხოლო მათ აპლიკაციაში 20 ათასამდე მომხმარებელია დარეგისტრირებული, რაც მიუთითებს მზარდ ინტერესზე.
მისი თქმით, წლის ბოლომდე ელექტრომობილების რაოდენობა 15 ათასს მიაღწევს.
,,საქართველოში 10-12 ათასამდე ელექტრომობილია რეგისტრირებული, ჩვენს აპლიკაციაში კი დარეგისტრირებულია დაახლოებით 20 ათასამდე მომხმარებელი. შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ ესენი არიან მომხმარებლები, რომლებიც წინასწარ ცდილობენ ინფორმაციის მოძიებას, ან არის პოტენციური კლიენტი, რომელიც ელექტრომობილებით არის დაინტერესებული. აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, 20 ათასამდე უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ავიდეთ. ყოველწლიურ დინამიკას რომ დავაკვირდეთ, ელექტრომობილების იმპორტის 100%-იანი ზრდა ფიქსირდება. ვფიქრობ, წლის ბოლომდე საქართველოში რეგისტრირებული ელექტრომობილების რაოდენობა 15 ათასს მიუახლოვდება”,- აღნიშნა დავით იოსავამ რადიო “კომერსანტის” ეთერში.
E-space-ის გენერალური დირექტორის თქმით, ქალაქში სწრაფი დამტენების პრობლემა ელექტრომობილების მფლობელებისთვის კვლავ მთავარი გამოწვევაა.
,,მერიის დამტენები, რაც განთავსებულია თბილისში, ნელი დამტენებია და კვლაც რჩება უფასოდ, რაც კონკურენციას ცოტას რთულს ხდის, რადგან უფასო პროდუქტს კონკურენციას ვერ გაუწევ. სწრაფ დამტენებს რაც შეეხება, რაზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა, ეს დამტენები ფასიანია მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი და კონკურენტების ფასი დაახლოებით მსგავსია, თუმცა, ჩვენი აპლიკაცია საშუალებას იძლევა, რომ მომხმარებელს შეუძლია, შეარჩიოს ადგილი, სანამ მივა, ნახოს 1 კილოვატის ღირებულება და გადაწყვიტოს, უღირს თუ არა”,- აღნიშნა space-ის გენერალურმა დირექტორმა დავით იოსავამ.

საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დააკავა, ხოლო შვიდი პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა

27 October 2025 at 18:23

საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დააკავა, ხოლო შვიდი პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად აგრძელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ-სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის სახით გამოყოფილი თანხების მართლზომიერად ხარჯვის კანონიერების შესწავლას და გვსურს წარმოგიდგინოთ შემაჯამებელი ინფორმაცია ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შესახებ“ – ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„საგამოძიებო სამსახურმა 2025 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დააკავა, ხოლო შვიდი პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.
საქმეზე 1000-ზე მეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება ჩატარდა. მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა, მოიპოვეს „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის“ სახელმწიფო პროგრამით დაინტერესებული 219 ბენეფიციარის შესახებ ინფორმაცია, რომელთაც შესთავაზეს პროგრამით გათვალისწინებული გრანტის გარანტირებულად მიღება, სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაციის მოწესრიგება და თანამონაწილეობის თანხით უზრუნველყოფა, სანაცვლოდ კი ბენეფიციარებს მოსთხოვეს და გამოართვეს სააგენტოდან გრანტის სახით ჩარიცხული თანხები.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბენეფიციარებისათვის საქართველოს გარემოს დაცვისა და საოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“-ს მიერ გრანტის სახით გამოყოფილი 12 935 750 ლარიდან, პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 8 824 695 ლარი, ხოლო დანარჩენ 4 111 054 ლარს ორგანიზებული ჯგუფის წევრები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, დამატებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ-სოფლის განვითარების სააგენტოსგან, კიდევ ერთი პროგრამით – სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოს მოწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გრანტის სახით მიიღეს საერთო ჯამში 1 559 739 ლარი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. დანაშაულებრივი ქმედებების სისრულეში მოსაყვანად, ბრალდებულების მიერ დამზადებული და გამოყენებული იქნა ყალბი სასაქონლო ზედნადებები, ინვოისები და აუდიტორული დასკვნები.
დანაშაულებრივი გზით მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა შეიძინეს და მათთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების სახელზე გააფორმეს უძრავი ქონებები და სატრანსპორტო საშუალებები, რაც გამოძიების პროცესში სრულად იქნა მოძიებული და დაყადაღებული.
გამოძიების ამ ეტაპზე უკვე დადასტურებულია ბრალდებულების მხრიდან ბიუჯეტის კუთვნილი 5 670 793,2 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 3 008 906,67 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი. სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ა(ა)იპ-სოფლის განვითარების სააგენტოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება – გამოყენების ფაქტზე, 2025 წლის ივლისსა და აგვისტოს თვეში, დაკავებულია 13 პირი, მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების და ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი და სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი.
ინტენსიურად გრძელდება გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის, მათ მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებრივი ქმედებებისა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის დადგენის მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

გალტ & თაგარტმა ჩინეთში მდგრად ფინანსებზე ADB-ის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

27 October 2025 at 16:01

23–24 ოქტომბერს, პეკინში, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ინოვაციური და მდგრადი ფინანსების თემაზე კონფერენცია გამართა, რომელსაც აზიის, წყნარი ოკეანის და კავკასიის რეგიონების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა წამყვანი საინვესტიციო კომპანიის, ს გენერალური დირექტორის მოადგილე, ქეთევან თოიძე, რომელმაც პანელურ დისკუსიაზე მწვანე დაფინანსების სფეროში კერძო სექტორისა და ფინანსური ინსტიტუტების როლი მიმოიხილა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებმა სხვადასხვა ქვეყნიდან — საქართველოდან, ინდონეზიიდან, აზერბაიჯანიდან, მონღოლეთიდან, ტაილანდიდან, ფილიპინებიდან და ვიეტნამიდან. მათ ინდუსტრიის მთავარი გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც ინვესტორთა მოლოდინებს, რისკების აღქმის მართვას, მონაცემების ხარისხს და ბაზარზე წვდომას უკავშირდება.

“მოხარული ვართ, რომ გვქონდა პატივი, მონაწილეობა მიგვეღო აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ ორდღიან კონფერენციაში, სადაც მდგრად დაფინანსებასთან და კლიმატის ეროვნულ მიზნებთან დაკავშირებული სტრატეგიები მიმოვიხილეთ. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და პარტნიორობა ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიცაა ADB, შესაძლებლობას გვაძლევს, ბაზარზე საუკეთესო პრაქტიკები დავამკვიდროთ და ხელი შევუწყოთ ქვეყნის მდგრადი ეკონომიკის განვითარებას”, – განაცხადა ქეთევან თოიძემ.

ორდღიანი ღონისძიების მიზანი იყო ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება და მდგრადი ფინანსების განვითარების ხელშეწყობა მწვანე ეკონომიკის, ESG სტანდარტების, მწვანე ობლიგაციების ბაზრისა და კერძო კაპიტალის მობილიზების გზით.

თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში

27 October 2025 at 14:59

თიბისი კამპუსი განათლების მიღების განსხვავებული და გამორჩეული პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდების მზარდ ცნობისმოყვარეობას, მუდმივი განვითარების სურვილსა და მიზანსწრაფულობას პასუხობს.

კამპუსში მიღებული ცოდნა სტუდენტებს, არჩეული მიმართულებით, კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებაში და საკუთარი ბიზნესის წარმატებით მართვაში ეხმარება. კამპუსმა, ერთი წლის განმავლობაში, 600-მდე მონაწილე გააერთიანა, მათი 18% კი უკვე წარმატებით დასაქმდა.

კამპუსში, თიბისის გუნდისთვის, კარგად ნაცნობი თანამედროვე და მოთხოვნადი პროფესიები ისწავლება. თიბისის გუნდის წევრები, სფეროს სხვა პროფესიონალების ჩართულობით აზიარებენ მათ საუკეთესო ცოდნას და გამოცდილებას. სწორედ ამიტომ, კამპუსის კურსდამთავრებულებისთვის გაჩნდა ინიციატივა – „ერთი დღე თიბისიში“.

ინიციატივის ფარგლებში კამპუსის 45 კურსდამთავრებული, 22 ოქტომბერს, თიბისის ესტუმრა – ჩაერთნენ მათი კურსის შესაბამისი მიმართულების სამუშაო პროცესში, გაეცნენ რეალურ პროექტებსა და გუნდის წევრებს. სამუშაო დღის ბოლოს კი ჩაუტარდათ მედეა ტაბატაძის ვორქშოფი თემაზე – „როგორ მოვემზადოთ სამუშაო ბაზრისთვის“.

თიბისი კამპუსი სტუდენტებს 9 მოთხოვნადი მიმართულებით სთავაზობს ონლაინ კურსებს: მეწარმეობას და ბიზნესის დაგეგმარება, ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლები, მონაცემთა ანალიზი, UI/UX დიზაინი, IT ბიზნეს ანალიზი, ბაზრის კვლევა, ციფრულ მარკეტინგი, სარეკლამო კონტენტის შექმნა, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია – SEO.

თიბისი ზრუნავს, რომ განათლება ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. კამპუსში სწავლა სრულად უფასოა, ონლაინ ფორმატი კი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მთელი საქართველოდან მიიღონ.

ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.

პროკურატურამ სტუ-ის საჩივრის საფუძველზე “საქართველოს უნივერსიტეტის” წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

27 October 2025 at 11:42

ქართული ოცნების პროკრატურამ ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის ფაქტზე საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გენერალურ პროკურატურას 17 ოქტომბერს მიმართა. სტუ-ის რექტორის დავით გურგენიძის მტკიცებით, საქართველოს უნივერსიტეტის ტერიტორია ს ოჯახმა “მიიტაცა”.
საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია აცხადებს, რომ სამართლებრივად ამ საქმეს არანაირი პერსპექტივა არ აქვს და განმარტავს, რომ ქონება ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნოდა და ის უნივერსიტეტს რამდენიმე მილიონად აქვს ნაყიდი.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით 24 ოქტომბერს დაიწყო
“ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურას ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს განცხადებით მიმართა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული, თბილისში კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებისა და სპორტული მოედნების) შპს ,,საქართველოს უნივერსიტეტზე“ უკანონო პრივატიზების ფაქტებზე მიუთითებდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 24 ოქტომბერს დაიწყო. გამოძიების მიმდინარეობის და შესაბამისი სამართლებრივი შეფასებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მივაწვდით”- ნათქვამია განცხადებაში.

პუტინის თქმით, გამოცადეს “ბირთვული ძრავის მქონე შეუზღუდავი რადიუსის რაკეტა”

27 October 2025 at 11:12

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ გასულ დღეებში ჩატარებული ბირთვული ძალების წვრთნების ფარგლებში წარმატებით გამოცადეს ბირთვული ძრავის მქონე “შეუზღუდავ მანძილზე მფრენი” ფრთოსანი რაკეტა ბურევესტნიკი.
“რაც სწავლებებს, რომლებიც ჩატარდა. მსურს გენერალური შტაბის მეთაურმა მომახსენოს კიდევ ერთ მოვლენაზე, რომელიც მოკლედ ვახსენე გახსნით სიტყვაში. საუბარია შეუზღუდავი მანძილის ბურევესტნიკზე, ბირთვული ენერგეტიკული ძრავით. ვიცი, მაქვს ანგარიში, წარმოების მხრივაც და მთლიანობაშიც, ჩემთვის ცნობილია თავდაცვის სამინისტროს შეფასებაც – ეს არის უნიკალური დანადგარი, რომელიც მსოფლიოში არავის გააჩნია.” – თქვა სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პუტინმა გენშტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან შეხვედრის დროს.
პუტინმა ამ შეხვედრაზე გასულ დღეებში ჩატარებულ წვრთნებზე ისაუბრა და თქვა, რომ გამოცადეს “შეიარაღების პერსპექტიული ნიმუშები”. მან აღნიშნა რომ სწავლებაში მონაწილეობდა სტრატეგიული ბირთვული ძალების სამივე კომპონენტი. პუტინის თქმით, წვრთნებმა “კიდევ ერთხელ დაადასტურა ს ბირთვული ფარის საიმედობა”.
გერასიმოვმა პუტინს მოახსენა, რომ ბურევესტნიკი 21 ოქტომბერს გამოცადეს. მისი თქმით, ეს გამოცდა იმით იყო გამორჩეული, რომ რაკეტა მრავალი საათის განმავლობაში დაფრინავდა. მისი თქმით, რაკეტამ იფრინა 15 საათი და 14 000 კილომეტრი დაფარა. გერასიმოვის თქმით, რაკეტას შეუძლია ამ მანძილზე მეტი რადიუსი დაფაროს. საუბარში პუტინმა და გერასიმოვმა აღნიშნეს, რომ რაკეტა ბირთვული ძრავით დაფრინავდა.
“რაკეტის ტექნიკური მახასიათებლები საშუალებას იძლევა მისი გარანტირებული სიზუსტით გამოყენებას ნებისმიერ მანძილზე მყოფ მაღალი დაცვის მქონე ობიექტების წინააღმდეგ.” – უთხრა გერასიმოვმა პუტინს.
პუტინმა დაამატა, რომ უნდა დადგინდეს ბურევესტნიკის გამოყენების შესაძლო მეთოდები და რაკეტით არმიის შესაიარაღებლად უნდა მომზადდეს ინფრასტრუქტურა.
“ვალერი ვასილევიჩ, უნდა განვსაზღვროთ, შეიარაღების რომელ კლასს ეკუთვნის ეს ახალი სისტემა. უნდა განვსაზღვროთ გამოყენების შესაძლო მეთოდები და დავიწყოთ ინფრასტრუქტურის მზადება ჩვენს შეიარაღებულ ძალებში ამ იარაღის განსათავსებლად.” – თქვა პუტინმა.
პუტინმა ბურევესტინიკზე მუშაობის შესახებ ინფორმაცია პირველად 2018 წელს გაავრცელა. ამერიკული ანალიტიკური ცენტრი Nuclear Threat Initiative-ი წერდა, რომ 2017-2019 წლებში რუსეთმა ბურევესტნიკი, სულ მცირე, 13-ჯერ გამოცადა, თუმცა “ნახევრად წარმატებულად” მხოლოდ ორი გამოცდა დასრულდა. 2019 წელს არხანგელსკის ოლქში, სევეროდვინსკის მახლობლად მდებარე პოლიგონზე მოხდა აფეთქება, რომელსაც როსატომისა და თავდაცვის სამინისტროს 7 თანამშრომელი ემსხვერპლა. შემდეგში რუსეთის ხელისუფლებამ ირიბად აღიარა, რომ აფეთქება რადიაციულ მატერიალებზე მუშაობასთან იყო დაკავშირებული.
2023 წელს პუტინმა განაცხადა, რომ ჩაატარეს ბურევესტნიკის “ბოლო წარმატებული გამოცდა”. 2025 წლის აგვისტოში გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთი ამ რაკეტის კიდევ ერთი გამოცდისთვის ემზადებოდა.
21 ოქტომბერს რუსეთში ვლადიმირ პუტინის მეთაურობით სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები ჩატარდა, მაშინ, როცა -ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უნგრეთში შეხვედრის დაგეგმილი სამიტი გაურკვეველი ვადით გადაიდო. წვრთნების დროს გამოიყენეს ბირთვული ტრიადის ყველა კომპონენტი. რუსეთის გენშტაბის მეთაურმა, ვალერი გერასიმოვმა პუტინს მოახსენა, რომ წვრთნების მიზანი იყო “ბირთვული იარაღის გამოყენების ავტორიზაციის პროცესის” სიმულაცია.
პარალელურად, გასულ დღეებში იმუქრებოდა, რომ თუ , ტომაჰავკის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიღების შემთხვევაში, მათ რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენებს, პასუხი “ძალიან ძლიერი” იქნება.

ექსპორტში 25%-იანი ზრდა გვაქვს, წელს ჯამში 5 მილიონ ბოთლს გავყიდით – „რთველისი“ (bm.ge)

27 October 2025 at 11:12

ღვინის კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ ჯამურ ექსპორტში კლების ფონზე, მათ შემთხვევაში წელს 9 თვეში საზღვარგარეთ პროდუქციის გაყიდვების ზრდა ფიქსირდება.
როგორც BMG-სთან „რთველისში“ აცხადებენ, მათი კომპანიისთვის ძირითადი საექსპორტო ბაზარი აზიის და ევროპის ბაზარია. კომპანიის დირექტორის, თორნიკე ჭიკაძის განცხადებით, „რთველისს“ გაყიდვების 25%-იანი ზრდა აქვს და მოლოდინია, რომ წელს ჯამურად ექსპორტზე 5 მილიონ ბოთლს გაყიდიან.
რაც შეეხება ჯამურად, 9 თვის მონაცემებით, ექსპორტის კლებას, თორნიკე ჭიკაძის განცხადებით, ეს ფაქტი ს ბაზარზე ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის შემოღებითაა გამოწვეული.
“ჩვენი კომპანიის გაყიდვების 80% მოდის აზიასა და ევროპაზე. წელს დაახლოებით 25%-იანი ზრდა აქვს. იცით, რომ ჩვენ არ ვართ მრავალწლიანი კომპანია, მე-5 წელს ითვლის ჩვენი კომპანია. აქედან გამომდინარე, ეს წელი ჩვენთვის როგორც საექსპორტო კუთხით, ისე შიდა ბაზარზე, განვითარებით გამოირჩეოდა. ჯამში, ვფიქრობთ, რომ წელს 20-დან 25%-მდე ზრდით დავხურავთ და 5 მილიონ ბოთლს გავიტანთ ექსპორტზე. ეს არის ჩვენი გეგმა, რაც გვინდა რომ შევასრულოთ.
რაც შეეხება, ჯამურ ციფრებს, ეს რუსეთის ბაზარზე გასულ წელს რეკორდული პროდუქციის გადატვირთვას უკავშირდება. რაც თავის მხრივ სამომავლოდ აქციზის გაძვირებას უკავშირდებოდა. ეს მაჩვენებლები ახლა უბრალოდ თავის ბუნებრივ ნორმებს უბრუნდება”, – განაცხადა თორნიკე ჭიკაძემ.
ცნობისთვის, წელს 9 თვეში საქართველოდან ექსპორტზე სულ 189.8 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც წლიურად 11.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ძირითადი კლება კვლავ რუსეთის ბაზარზე მოდის, სადაც 9 თვეში ექსპორტი თითქმის 17%-ით 120.1 მლნ დოლარამდეა შემცირებული.
bm.ge

ქვეყნები ჰელიუმის უდიდესი მარაგებით (forbs.ge)

27 October 2025 at 00:25

ჰელიუმი ყველაზე მეტად ბუშტებთან ასოცირდება, თუმცა ის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი აირია. იგი აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ინდუსტრიაში — მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატებში ზეგამტარი მაგნიტების გაგრილებიდან დაწყებული კვანტური გამოთვლების კვლევებით დამთავრებული.
Frontiers International-ის მონაცემების გამოყენებით, Visual Capitalist-მა ის ქვეყნები გამოავლინა, რომლებსაც ჰელიუმის უდიდესი მარაგები აქვთ.
როგორც მონაცემები აჩვენებს, 20.6 მილიარდი მ³ ჰელიუმის მარაგით მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. მისი მარაგი ორჯერ მეტია კატარის მარაგზე, რომელიც 10.1 მილიარდი მ³-ით სიაში მეორე პოზიციას იკავებს. ჩამონათვალში ასევე ვხვდებით ალჟირს, რუსეთსა და კანადას, ხოლო მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებზე ჰელიუმის მარაგების შედარებით მცირე წილზე მოდის.
ჰელიუმი უნიკალურია იმით, რომ ის დედამიწაზე არაგანახლებადი რესურსია. იგი რადიოაქტიური დაშლის გზით წარმოიქმნება და ხშირად მოიპოვება ბუნებრივი აირის წარმოების თანმდევი პროდუქტის სახით. ატმოსფეროში გამოყოფის შემდეგ, ჰელიუმი კოსმოსში ხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი აღდგენა ან გადამუშავება ადვილად შეუძლებელია.
ინერტული, ულტრამსუბუქი და უკიდურესად ცივი აირის თვისებებით, ის შეუცვლელია კრიოგენული, ნახევარგამტარული წარმოებისა და აერონავტიკური ტექნოლოგიებისთვის.
მისი მნიშვნელობის მიუხედავად, ჰელიუმის მიწოდების ჯაჭვები კვლავ მყიფეა. ბოლო წლებში, ქარხნების გათიშვის, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და ბაზრის რყევების კომბინაციამ ჰელიუმის დეფიციტი გამოიწვია. გლობალური წარმოება წელიწადში მხოლოდ 0.2 მილიარდი მ³-ია, მომდევნო ათწლეულებში კი მარაგი შეიძლება კიდევ უფრო კრიტიკული გახდეს.
ჰელიუმ-3, იშვიათი იზოტოპი, რომელიც დედამიწაზე უხვად არ გვხვდება, მთვარის ზედაპირზე უფრო დიდი რაოდენობით არსებობს. მეცნიერები და კომპანიები აქტიურად იკვლევენ გზებს, თუ როგორ შეიძლება ჰელიუმ-3-ის მოპოვება ბირთვული შერწყმისთვის პოტენციური გამოყენებისთვის, რამაც შესაძლოა მალე მთვარე სტრატეგიული რესურსების ცენტრად აქციოს.
შენიშვნა: -ის მაჩვენებელი დამოკიდებულია შეფასების მეთოდოლოგიაზე — ცხრილში მოცემულია მონაცემები, რომლებიც მოიცავს როგორც დადასტურებულ, ისე ნაკლებად შესწავლილ მარაგებს.
forbes.ge

ევროპარლამენტმა მართვის მოწმობების გაცემის ახალი წესები დაამტკიცა

26 October 2025 at 23:55

ევროპარლამენტმა მართვის მოწმობის გაცემის ახალი წესები შემოიღო. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირებას, რომლებსაც ევროკავშირში ყოველწლიურად დაახლოებით 20 000 ადამიანი ეწირება.
ახალი დირექტივის თანახმად, მართვის მოწმობის ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის შესახებ უნდა ეცნობოს იმ ქვეყანას, რომელმაც ის გასცა. ეს უზრუნველყოფს ტრანსსასაზღვრო სანქციების დაწესებას ისეთი სერიოზული დანაშაულებისთვის, როგორიცაა ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა, ფატალური შემთხვევის გამოწვევა, ან დაშვებული სიჩქარისთვის 50 კმ/სთ-ით ან უფრო მეტით გადაჭარბება.
ევროპარლამენტში ამ საკითხზე მომხსენებელი, მატეო რიჩი („სოციალისტები“, იტალია) ამბობს: „ამჟამად, იმ მძღოლების თითქმის 40%, ვისაც ლიცენზია ჩამოერთვა ან შეუჩერდა ქვეყანაში, რომელიც მართვის მოწმობის გამცემ ქვეყანას არ წარმოადგენს, დაუსჯელი რჩება. ამიტომ, მონიტორინგის უფრო ძლიერი და ეფექტური სისტემა ავარიების თავიდან აცილებასა და სიცოცხლის გადარჩენაში დაგვეხმარება“.
ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, დაინერგება ციფრული მართვის მოწმობა, რომელიც მობილური ტელეფონის საშუალებით იქნება ხელმისაწვდომი და თანდათან მართვის მოწმობის ძირითადი ფორმა გახდება ევროკავშირში, თუმცა საბარათო ვერსია არ გაუქმდება.
ციფრული ლიცენზიების შესახებ მომხსენებელმა, იუტა პაულუსმა („მწვანეები“, გერმანია) აღნიშნა: „2030 წლისთვის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, არჩევანი ელექტრონულ და ფიზიკურ ბარათებს შორის გააკეთონ“.
ახალი წესები ადგენს ორწლიან გამოსაცდელ პერიოდს ახალბედა მძღოლებისთვის და აწესებს უფრო მკაცრ ჯარიმებს ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის, უსაფრთხოების ღვედის ან ბავშვის სავარძლის არგამოყენებისთვის. ამასთან, ავტომობილის მართვის მოწმობის მიღება შესაძლებელი იქნება 17 წლის ასაკიდან, იმ პირობით, რომ სრულწლოვანებამდე მათ გამოცდილი მძღოლი გაუწევს ზედამხედველობას.
პროფესიონალი მძღოლების დეფიციტის აღმოსაფხვრელად, სატვირთო მანქანის მართვის მოწმობის აღება 18 წლის ასაკში იქნება შესაძლებელი, ხოლო ავტობუსის მართვის მოწმობა – 21 წლის ასაკში, იმ პირობით, რომ დაცული იქნება პროფესიული კომპეტენციის აუცილებელი მოთხოვნები.
ახალი დებულებები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ შევა ძალაში. ამის შემდეგ, წევრ სახელმწიფოებს სამი წელი ექნებათ ამ დებულებების ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოსატანად, პლუს – კიდევ ერთი წელი განხორციელებისთვის მოსამზადებლად.
წყარო: 1 არხი

Before yesterdayMain stream

„მიზანია რკინის ფარდა ევროპასთან“ – პროფესორი განათლების “საოცნებო რეფორმაზე”

26 October 2025 at 22:09

„ასლან აბაშიძის კეთილ ნებაზე რომ იყო დამოკიდებული, ვის დააფინანსებდა და ვის არა, აი, ამ დროში გვაბრუნებენ, აქეთკენ მიჰყავთ ყველაფერი, რომ ერთ ადამიანზე იყოს ჩამოკიდებული განათლების სისტემა ფინანსურადაც და სტრუქტურულადაც“-ამბობს ლალი ანთიძე, ს რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
„ბათუმელები“ ლალი ანთიძეს „ოცნების“ მთავრობის მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე ესაუბრა.
· ქალბატონო ლალი, როგორ შეაფასებთ კობახიძის მიერ დაანონსებულ საუნივერსიტეტო რეფორმას და თქვენი აზრით, რა დარჩება თუნდაც ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან თუ ეს ცვლილებები განხორციელდა, თუ დარჩა ბსუ ერთი ფაკულტეტით და უცხოელი სტუდენტების გარეშე?
ჯერ დავიწყოთ იმით, რომ დაანონსებული ცვლილებები არის ძალიან ბუნდოვანი. უბრალოდ ისიც მწყინს, ასეთ სიბრიყვეებზე რომ მიწევს კომენტარების გაკეთება.
· რა გეჩვენებათ სიბრიყვედ დაანონსებულ რეფორმაში?
ფაქტობრივად, ამ რეფორმის ყველა პუნქტი გამოიწვევს იმას, რომ განათლების სისტემა მთლიანად დასამარდება ქვეყანაში. რაღაც ისტორიული მოცემულობის გათვალისწინების დეკლარირებაც ძალიან ბუნდოვანია. არ მგონია ამ ისტორიულ მოცემულობაში გელათის და იყალთოს აღდგენას გულისხმობდნენ. ერთ-ერთი ვარიანტია, რომ ამ „ისტორიულის“ ქვეშ იგულისხმება საბჭოთა, რადგან საბჭოთა პერიოდში იყო ასე, ერთი უნივერსიტეტი გვქონდა ქვეყანაში.
თუ ამ კონტექსტში შევხედავთ, ეს „ისტორიული“ ნიშნავს, რომ ისევ საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით და მაშინ გამოდის, რომ საბჭოთა ბათუმში ჩვენი უნივერსიტეტი პედაგოგიური ინსტიტუტი იყო და პედაგოგიურად უნდა გადაგვაქციონ? – ეს ლეგიტიმური კითხვა ჩნდება.
თუ ადამიანმა წერა-კითხვა იცის და ორი წიგნი წაუკითხავს, ყველა ხვდება, რომ დღეს „ოცნების“ ხელისუფლება აბსოლუტური იზოლაციონიზმის პრინციპს ადგას და საერთოდ გვმიჯნავს ევროპისგან. როდესაც ეს პირდაპირ და ღიად ვერ გააკეთეს, ასეთი შეფარული რეფორმებით აკეთებენ. ფაქტობრივად, ჩვენს სტუდენტებსაც გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობა ესპობათ და ჩვენს მოსწავლეებსაც ესპობათ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
· კობახიძის რეფორმით უნივერსიტეტებს ეზღუდებათ უცხოელი სტუდენტების მიღებაც. მაგალითად ბსუ-ს, 700-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი ჰყავს და ეს არის უნივერსიტეტისთვის დამატებითი შემოსავალი. რას დაკარგავს ამით ბათუმის უნივერსიტეტი?
არა მარტო ბსუ-ს, სხვა უნივერსიტეტებსაც ჰყავთ უცხოელი სტუდენტები და ესეც იმის ნაწილია, რომ საბოლოოდ დაიმორჩილონ უნივერსიტეტები და მთლიანად დამოკიდებული გახადონ სახელმწიფოზე. აბსოლუტურად კლავენ უნივერსიტეტის ავტონომიას.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო უნივერსიტეტი გვქვია, მაინც არ ვართ სახელმწიფო დოტაციაზე და სტუდენტების შემოსავლებით ვარსებობთ. ერთადერთი, რაშიც სახელმწიფო გვეხმარება, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტებია, მაგალითად ლეონიძეზე სტუდენტური საცხოვრებელი ააშენეს და კიდევ სხვა საამშენებლო პროექტებიც განახორციელეს. სხვა მხრივ, უნივერსიტეტი საზრდოობს სტუდენტების შემოსავლებით, ამიტომ, აბსოლუტურად შეიცვლება არსებული მოდელი და დაფინანსება ხელისუფლების მიმართ მორჩილების ხარისხით განისაზღვრება.
· რამდენი ფაკულტეტი ფუნქციონირებს დღეს თქვენთან და რამდენად წარმოგიდგენიათ ბსუ ერთი ფაკულტეტით?
სადღაც 7 თუ 8 ფაკულტეტია დღეს უნივერსიტეტში და სიმართლე გითხრათ, ვერანაირად ვერ წარმომიდგენია უნივერსიტეტი ერთი ფაკულტეტით. მგონია, რომ რაღაც გვეშველება და ვარსკვლავები ისე დალაგდება საიმისოდ, რომ ასეთი დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებას ვერ მოასწრებს ეს ხელისუფლება. შინაგანად მჯერა ამის.
თუ მაინც გააკეთეს, ძალიან ბევრი პროფესორი წავა ალბათ სამსახურებიდან და ბუნებრივია, უმუშევრობა გაიზრდება.
იმ სტუდენტებს, რომლებიც დღეს სწავლობენ, ალბათ მისცემენ დამთავრების საშუალებას და მერე გადავლენ ახალ მოდელზე. ახლა, ამ მოცემულობაში ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ეს ძალიან დიდ რყევებს გამოიწვევს და სად უნდა წაიყვანონ ამდენი სტუდენტი?
მაშინ თვითონ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს მათი სხვადასხვა ქალაქებში გადანაწილება, მათი იქ ცხოვრება და ასე შემდეგ.
· სტუდენტები რას ამბობენ ამ მოსალოდნელ ცვლილებებზე, გააზრებული აქვთ რა ტიპის სისტემაში მოუწევთ განათლების მიღება?
ყველა ტიპის სტუდენტი არსებობს დღეს. ისეთი, ვისაც მხოლოდ ნიშანი და დიპლომის ფურცელი უნდა, ვისთვისაც მხოლოდ ის არის მთავარი, რომ „ნაჭამი ვიყო“, როგორც ეს თქვა ერთ-ერთმა იმ ვიდეოში, რომელიც ამ დღეებში გავრცელდა და ვნახეთ ყველამ და არიან ისეთებიც, რომლებიც მართლა აზროვნებენ და სხვანაირად უდგებიან ამ პროცესს და რეაქციებიც განსხვავებული აქვთ.
· პროფესორები რა აზრზე არიან? ჯერ-ჯერობით მათი შეფასებები არ მოგვისმენია ამ საკითხზე.
სიმართლე გითხრათ, ისე ვარ დაკავებული ლექციებით, მათთან სალაპარაკოდ არ მომიცლია და მე მგონი, არც ვუყურებთ ამ რეფორმას სერიოზულად, რადგან რაღაც წარმოუდგენელი ამბავი მგონია, რადგან ამ მთავრობამ ბევრი რამ დააანონსა და მერე მიხვდნენ, რომ ვერ ახორციელებდნენ. ახლაც მაგის იმედი გვაქვს.
უდავოდ განუხორციელებელი პროექტია, ასე ერთი ხელის დაკვრით – მით უმეტეს. ბევრი საკითხი რჩება ღიად, თუნდაც სახელმწიფო გრანტის საკითხი. თუ კერძო უნივერსიტეტში ჩაირიცხება სტუდენტი მერე რა ხდება, ესეც გაუგებარია. ასევე გაუგებარია კერძო უნივერსიტეტების ბედი.
· ხომ თქვეს, რომ მხოლოდ უნივერსიტეტები დაფინანსდება. გამოდის გრანტის სისტემა გაუქმდება.
იმიტომ, რომ უნივერსიტეტის დაფინანსება გაცილებით იოლად მართვადს გახდის უნივერსიტეტს.
არცერთი პუნქტი მისაღები არ არის ჩემთვის, აბსოლუტურად არცერთი. არსად არ არსებობს მსგავსი სისტემა. არცერთი ქვეყნის მოდელში არ ჯდება. ალბათ უფრო რუსულთან არის ახლოს და სავარაუდოდ რუსულს დაუახლოვდება.
· ფიქრობთ, რომ ამ რეფორმის მიზანიც ქვეყნის იზოლაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია?
სრული, აბსოლუტური იზოლაციონიზმია მიზანი, ანუ რკინის ფარდა. ეს ერთი და მეორეა ის, რომ უნდათ სამუშაოს მიმცემები და დამსაქმებელი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო და ყველა სხვა წყაროს ჭრიან.
თვითონ მათ ექნებათ ოფშორებიდან შემოსავლები, სხვებს კი დატოვებენ დაფინანსების წყაროს გარეშე. როგორც არასამთავრობოებს და მედიას გადაუკეტეს შემოსავლის წყარო, ისე მოხდება უნივერსიტეტების შემთხვევაშიც. საზოგადოებას ართმევენ რესურსებს.
ასლან აბაშიძის კეთილ ნებაზე რომ იყო დამოკიდებული ვის დააფინანსებდა და ვის არა, ამ დროში გვაბრუნებენ, აქეთკენ მიჰყავთ ყველაფერი, რომ ერთადერთ ადამიანზე იყოს ჩამოკიდებული ფინანსურადაც და სტრუქტურულადაც მთელი განათლების სისტემა.
ყველა კარგად ვხედავდით, რომ ასეთი სისტემაში განვითარება არ ხდებოდა.

გერმანიის კანცლერი მასობრივ დეპორტაციებს ამართლებს

26 October 2025 at 18:38

გერმანიის კანცლერის ამ სიტყვების მოსმენისას, ორი გარემოება უნდა გავითვალისწინოთ. პირველი – მომავალ წელს ხუთ ფედერალურ მხარეში ადგილობრივი ტარდება. მეორე – გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მზარდი პოპულარობა, რომელსაც აღმოსავლეთ გერმანიის ორ რეგიონში უპრეცედენტო, 40-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.
20 ოქტომბერს, ჟურნალისტმა გერმანიის კანცლერს ჰკითხა, თავის პოზიციებზე რჩებოდა თუ ბოდიშს მოიხდიდა იმისთვის, რომ გასულ კვირას დიდი ქალაქებიდან მიგრანტების ფართომასშტაბიან დეპორტაციას დაუჭირა მხარი.
ფრიდრიხ მერცმა საკუთარი პოზიცია დაიცვა და დასძინა: „რაღაც უნდა შევცვალოთ“.
„არ ვიცი, გყავთ თუ არა თქვენ ვაჟები ან ქალიშვილები (…). ჰკითხეთ თქვენს ქალიშვილებს, ეჭვი მაქვს, ძალიან მკაფიო პასუხს მიიღებთ. უკან არაფერი მიმაქვს; პირიქით, ხაზს ვუსვამ: რაღაც უნდა შევცვალოთ“, – უპასუხა კანცლერმა ჟურნალისტს.
გასულ კვირას კანცლერმა მიანიშნა, რომ გერმანიის ქალაქებში პრობლემა თავად მრავალფეროვნებაშია.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ეს პრობლემა ურბანულ ლანდშაფტში და ამიტომ, შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი ახლა მუშაობს იმაზე, რომ დაუშვას და განახორციელოს ფართომასშტაბიანი გამოსახლებები“, – აღნიშნა მან ბერლინის გარეუბანში, ბრანდენბურგის მხარეში ვიზიტის დროს.
ასეთი განცხადებებისთვის კრიტიკოსებმა გერმანიის კანცლერი მიგრაციის შესახებ „საშიში“ რიტორიკის გამოყენებაში დაადანაშაულეს.
ფრიდრიხ მერცს რამდენიმე ოპოზიციონერი გამოეპასუხა. მაგალითად, „მწვანეთა პარტიის“ დეპუტატმა, რიკარდა ლანგმა მას პატერნალიზმსა და ახალგაზრდების რეალური პრობლემების უგულებელყოფაში დასდო ბრალი.
„შესაძლოა, „ქალიშვილებსაც“ მობეზრდათ, რომ ფრიდრიხ მერცი მათ უფლებებსა და უსაფრთხოებაზე მხოლოდ მაშინ ზრუნავს, როცა სურს, ისინი თავისი სრულიად ჩამორჩენილი პოლიტიკის გასამართლებლად გამოიყენოს“, – დაწერა მან „X“ პლატფორმაზე.
ბრანდენბურგის „მწვანეების“ ლიდერმა მერცი რასობრივი ცრურწმენების გაღვივებაშიც დაადანაშაულა. „საშიშია, როდესაც მმართველი პარტიები ცდილობენ, ადამიანებს იარლიყი მათი გარეგნობის ან წარმოშობის მიხედვით მიაკერონ“, – აცხადებს ლანგი.
„სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი, ნატალი პავლიკი კი ამბობს, რომ „მიგრაცია არ უნდა გახდეს გაკიცხვისა და პოპულისტური განცხადებების სამიზნე – ეს კიდევ უფრო ყოფს საზოგადოებას“.
ფრიდრიხ მერცმა კანცლერის თანამდებობა მიმდინარე წლის მაისში AfD-ის აღზევებასთან ბრძოლის დაპირებით დაიკავა.
თებერვლის საყოველთაო არჩევნებში, კონსერვატიულმა ბლოკმა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი / ქრისტიან-სოციალური კავშირი“ (ქდკ/ქსკ) 28.5 პროცენტი მიღო, მაშინ როდესაც AfD-მ მისთვის რეკორდული, 20.8 პროცენტი მოიპოვა.
მას შემდეგ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქდკ/ქსკ-ს კოალიციას გაუთანაბრდა და, ზოგიერთი გამოკითხვის თანახმად, უკვე გაუსწრო კიდეც.
ეს საგანგაშო ნიშანია ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატებისთვის“, რომლებიც კვირასა და ორშაბათს მომავალი წლის ხუთი ფედერალური მხარის არჩევნების სტრატეგიის განსასაზღვრად შეიკრიბნენ.
გერმანელი პოლიტიკური ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ტრადიციული პარტიები, როგორიცაა, მაგალითად, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“, ულტრამემარჯვენეებს მედიის დღის წესრიგის განსაზღვრის საშუალებას აძლევენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი უნებლიედ ახდენენ AfD-ს ქსენოფობიური და რასისტული იდეების ლეგიტიმაციასა და გავრცელებას.
წყარო: 1 არხი

რატომ არ არის ცნობილი, რა თანხას გამოიმუშავებენ ამჟამად ტრამპები? (forbes.ge)

26 October 2025 at 18:25

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე წელს სოლიდური თანხა გამოიმუშავა. ეს, წესით, საიდუმლო არავისთვის არ უნდა იყოს, რადგან ტრამპისა და მისი ოჯახის საკუთრებაში რამდენიმე კერძო კომპანია ირიცხება. დამატებით კი, კრიპტოვალუტაში ინვესტიციაც მილიარდერისთვის ბოლო პერიოდში შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდაა ქცეული. მაგრამ რეალურად არავინ იცის, თუ კონკრეტულად რა თანხა გამოიმუშავა ტრამპმა მეორე ვადით არჩევის შემდეგ და ამის მიზეზი არც ისაა, რომ პრეზიდენტი საგადასახადო დეკლარაციებს არ აქვეყნებს. მთავარი მიზეზი ერთი საიდუმლო შეთანხმებაა, რომელიც ინაუგურაციის პერიოდში გამოჩნდა.
ამერიკული Forbes-ის ცნობებით, წლის დასაწყისში ტრამპი კომპანია DT Marks Defi LLC-ის 70%-ს ფლობდა. აღნიშნული კომპანია კი, თავის მხრივ, კრიპტოპროექტ World Liberty Financial-ის 75%-იანი წილის მფლობელია. პრეზიდენტის ფინანსური დეკლარაციის ანგარიშში ტრამპის ოჯახის სხვა წევრები (რომლებიც დოკუმენტში დასახელებულნი არ არიან) დარჩენილი 30%-ის მფლობელებად არიან მოხსენიებულნი. ამერიკული Forbes-ის ინფორმაციით, ეს წილი, სავარაუდოდ, ტრამპის სამ ვაჟს შორის თანაბრად ნაწილდებოდა.
თუმცა Trump Organization-ის წარმომადგენელმა გაამხილა, რომ ოჯახი ერთ-ერთი კომპანიის წილს ყიდდა. ეს კომპანია კი, სავარაუდოდ, DT Marks Defi იყო, რაც ნიშნავს, რომ წლის დასაწყისის შემდეგ, ფირმის სტრუქტურა შესაძლოა მნიშვნელოვნად იყოს შეცვლილი – თუმცა ეს ვარაუდი ამ დრომდე დაზუსტებული არაა.
ტრამპმა თავისი ფინანსური ანგარიში ივნისის თვეში წარადგინა, რომელიც პრეზიდენტის აქტივების მოკლე მიმოხილვას წარმოგვიდგენს, მაგრამ მხოლოდ 1-ელი იანვრის მდგომარეობით. გარიგების შესახებ ინფორმაციას არც Trump Organization-ი ავრცელებს. შესაბამისად, უცნობია, კომპანიის აქციების რამდენი პროცენტი გაყიდა ტრამპის ოჯახმა, ვინ შეისყიდა წილი ან, საერთოდ, გაფორმდა თუ არა შეთანხმება.
ერთი რამ ცხადია: DT Marks Defi LLC თანხას გამოიმუშავებს, თან იმაზე მეტს, ვიდრე ტრმპის ბიზნესიმპერიაში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპანია. ინვესტორების ნაწილმა, იანვრიდან მარტამდე პერიოდში, World Liberty-ის დაახლოებით 440 მილიონი დოლარის ღირებულების ტოკენები შეიძინა. ამ თანხის 75%, თითქმის $330 მილიონი, DT Marks Defi-ს გადაეცა. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.
აპრილში კომპანია DWF Labs-მა $25 მილიონის ტოკენები შეიძინა, საიდანაც ტრამპის კომპანიას დაახლოებით $19 მილიონი ერგო. რამდენიმე კვირის შემდეგ ერიკ ტრამპი ზაკ ვიტკოფთან, ტრამპის სპეციალური ელჩის, სტივ ვიტკოფის შვილთან ერთად, დუბაიში კრიპტოკონფერენციაზე გაემგზავრა. ღონისძიებაზე უმცროსმა ვიტკოფმა გაამხილა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის საინვესტიციო ფირმა USD1-ის საშუალებით კრიპტობირჟაზე $2 მილიარდის დაბანდებისთვის ემზადებოდა. ეს შეთანხმება World Liberty-ს არსებითად რამდენიმე მილიარდი დოლარის დეპოზიტს ჰპირდებოდა, რომლის გამოყენებაც მას ყოველწლიურად ათობით მილიონი პროცენტის გენერირებისთვის შეეძლო.
Forbes-მა ტრამპის ოჯახის მიერ DT Marks Defi-ში წილის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია პირველად ივნისში გაავრცელა. რამდენიმე კვირის თავზე კი World Liberty-ის $100 მილიონის ღირებულების ტოკენის შეძენაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების კიდევ ერთმა ფირმამ განაცხადა. წესით, ამ თანხიდან $75 მილიონი ტრამპის კომპანიის საკუთრებაში უნდა გადასულიყო.
თუმცა ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას მალევე პრეზიდენტი ტრამპი თავადვე გამოეხმაურა და ამერიკული გამოცემა მკაცრად გააკრიტიკა. „Forbes-ი არც კი ცდილობს რამის სწორად გაგებას, – დაწერა მან Truth Social-ზე. – მათ ფაქტები არ სურთ, ყველაფერში არაზუსტები არიან (განზრახ!), მეგონა, რომ Forbes-ი უკვე მკვდარი იყო, მაგრამ ის საშინელი დაავადებასავით კვლავ არსებობს“.
შემდგომ უკვე აგვისტოში, ტრამპის კომპანიამ ტოკენების ყველაზე დიდი რაოდენობის გაყიდვის შესახებ განაცხადა. ეს კი Alt5 Sigma-თან პარტნიორობის წყალობით მოხდა, რომელმაც დაახლოებით 717 მილიონი აშშ დოლარი World Liberty Financial-ის ტოკენების პირდაპირ შესაძენად გამოიყენა. ამ თანხიდან $500 მილიონზე მეტი ტრამპების ოჯახის კომპანიას გადაეცა. ამერიკული Forbes-ის გამოთვლით გამოდის, რომ ამ დროის მონაცემებით პრეზიდენტის კომპანიამ 2025 წელს დაახლოებით $1 მილიარდი მიიღო.
თუმცა ამერიკული Forbes-ის მოპოვებული მონაცემებისა და შეფასებების მიუხედავად, ოფიციალური ინფორმაცია კომპანიის გარიგებების, გაყიდვის და მათ შორის, არც ტრამპის აქციათა რაოდენობის შესახებ ცნობილი არაა. პასუხები შესაძლოა 2026 წლის მაისამდე ვერც მივიღოთ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი თავის ახალ ფინანსურ ანგარიშს წარადგენს. მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმის ალბათობასაც, რომ ტრამპი დეტალების ნაწილს კვლავ საზოგადოებისთვის მიუწვდომელს დატოვებს.
forbes.ge

2024 წელს გლობალურად 10 მილიონზე მეტი ელექტრომობილი გაიყიდა – ლიდერობს ნორვეგია (bm.ge)

26 October 2025 at 15:08

მრავალ ქვეყანაში გაყიდვების ზრდის ფონზე, ბატარეებზე მომუშავე ელექტრომობილების (BEV) გლობალურმა ბაზარმა 2024 წელს პირველად გადააჭარბა წლიური გაყიდვების 10 მილიონიან მაჩვენებელს, რაც 2023 წელთან შედარებით თითქმის 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია – ამის შესახებ Statista-ს პუბლიკაციაშია საუბარი.
სუფთა ტრანსპორტის საერთაშორისო საბჭოს (ICCT) მონაცემებით, ნიშანსვეტური იყო ჩინეთის მიღწევა, სადაც ერთ თვეში ერთ მილიონზე მეტი ელექტრომობილი გაიყიდა.
მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვების მოცულობით გლობალურ ბაზარზე ჩინეთი დომინირებს, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა კვლავ ლიდერობს ელექტრომობილებზე ადაპტირების კუთხით, ახალი ავტომობილების გაყიდვებში ბატარეებზე მომუშავე ელექტრომობილების წილის გათვალისწინებით.
ამ მაჩვენებლით, უკვე რამდენიმე წელია, ნორვეგია სიის სათავეში გვხვდება: 2025 წლის პირველ ნახევარში, PwC-ის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, ამ ქვეყანაში ახლად რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების 90%-ზე მეტი ელექტრო იყო, რაც რეკორდულია.
ჩრდილოეთ ევროპაში მსუბუქი ავტომობილების სრულ გაყიდვებში მაღალ წილს იკავებენ და ნიდერლანდებიც, შესაბამისად, 63.5% და 35%-ით.
ევროპის გარეთ, გაყიდვებში ელექტრომობილების წილის მხრივ, ჩინეთი ლიდერობს, სადაც ეს თანაფარდობა 70.2/29.8-ზეა. შედარებისთვის, შეერთებულ შტატებში ელექტრომობილების წილი მსუბუქი ავტომობილის სრულ გაყიდვებში 7.3%-ია.
მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიის მიერ მიღებული ზომები როგორებიცაა ელექტრომობილების გადასახადებისგან გათავისუფლება და სხვა შეღავათები, მათი პოპულარიზაციისთვის ძალიან ეფექტური აღმოჩნდა, ნორვეგიული მოდელის სხვა ქვეყნებში მარტივად დანერგვა თითქმის შეუძლებელია. ნორვეგია ავტომობილების იმპორტსა და რეგისტრაციაზე მაღალ გადასახადებს აწესებს, რაც შიდა წვის ძრავიან მანქანებს მნიშვნელოვნად აძვირებს, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით. ელექტრომობილებისთვის გადასახადების გაუქმებით, ნორვეგია ფაქტობრივად სუბსიდირებას უკეთებს ელექტრომობილების შესყიდვას. ამასთან, ნორვეგიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში საშუალო შემოსავალი, გადასახადების შემდეგ, 2025 წელს დაახლოებით 64,000 დოლარი იყო, რაც თითქმის უტოლდება -ის მაჩვენებელს, მაგრამ მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირის საშუალო ანაზღაურებას.
bm.ge

რომელ ქვეყნებს ჰყავს ყველაზე განათლებული მოსახლეობა? (forbes.ge)

26 October 2025 at 00:08

მოსახლეობაში განათლების მაღალი დონე ხშირად ასოცირდება ინოვაციურობასთან, ეკონომიკურ ზრდასთან და უკეთეს სამუშაო შესაძლებლობებთან. თუმცა, როგორც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2025 წლის ანგარიშიდან ირკვევა, ეს ყოველთვის არ ნიშნავს უფრო კარგ ეკონომიკურ შედეგს.
აღნიშნულ კვლევაში 45 ქვეყნის სამუშაო ასაკის მოსახლეობის განათლების დონეა შეფასებული და იგი სამ კატეგორიად იყოფა:
· საშუალო სკოლის დონეზე ქვემოთ;
· საშუალო სკოლა ან დიპლომი (მაგ; სკოლის ატესტატი, პროფესიული სასწავლებლის დიპლომი და ა.შ.),
· კოლეჯის ან უნივერსიტეტის ხარისხი.
რეიტინგის სათავეში კანადაა, სადაც მოსახლეობის თითქმის 65% ფლობს კოლეჯის ან უნივერსიტეტის დიპლომს. მას მოსდევს ირლანდია და სამხრეთი კორეა. ამ ქვეყნებმა განათლების ხელმისაწვდომობასა და ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაში ბოლო პერიოდში დიდი ინვესტიციები ჩადეს.
OECD-ის მონაცემებით, უმაღლესი განათლების მქონე პირები, როგორც წესი, ორჯერ მეტ შემოსავალს იღებენ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებმაც საშუალო განათლების საფეხური ვერ დაასრულეს.
ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ავსტრია და გერმანია, უმაღლეს და პროფესიულ განათლებას შორის უფრო დაბალანსებულ განაწილებით გამოირჩევიან. მაგალითად, გერმანია ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლით მსოფლიოში მე-19 ადგილზეა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 34%-ს აქვს უნივერსიტეტის ხარისხი.
ქვეყანას სტაჟირების გამართული სისტემა აქვს, სადაც სტუდენტები პრაქტიკულ ტრენინგს თეორიულ სწავლებასთან ერთად გადიან. ეს მათ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დასაქმების მაღალ შანსს აძლევს.
განათლების დონე მსოფლიოს 45 ქვეყანაში, 2024 წლის მდგომარეობით:
forbes.ge

განქორწინების ნეგატივი დემოგრაფიასა და ეკონომიკაზე – ანალიზი

25 October 2025 at 21:27

საქართველოში ახალშექმნილი სამი ოჯახიდან ორი ინგრევა. მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება და მატულობს განქორწინებათა რიცხვი. ბევრიც არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ურთიერთობაშია. ცალკე თავსატეხია დაქორწინების ასაკის გადაწევა. პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ ქვეყნის ეკონომიკაზეც მკვეთრად ნეგატიური გავლენა აქვს, რადგან განქორწინება მოქალაქეების მდგომარეობაზე ცუდად მოქმედებს, ხარჯები იზრდება და დანაზოგი ვერ კეთდება.
მდგომარეობის სიმძიმეს ასახავს ოფიციალური სტატისტიკაც, ,,საქსტატის” მომაცემის მიხედვით, 2025 წლის ექვს თვეში საქართველოში 9925 – ქორწინება და 6256 განქორწინება დარეგისტრირდა, რაც სავალალო მაჩვენებელია.
განქორწინების ფაქტების გავლენა შეაფასეს სპეციალისტებმა და ისაუბრეს იმ მიზეზებზეც, რამაც უარყოფითი ტენდენცია გამოიწვია. დემოგრაფ ანზორ სახვაძის თქმით, შექმნილ სიტუაციაში მნიშვნელოვანია დემოგრაფიული პოლიტიკა გადაიხედოს და ოჯახის სიმტკიცისაკენ მიმართული ღონისძიებები გატარდეს.
“ნამდვილად დამაფიქრებელი გარემოებაა, თუმცა საბჭოთა კავშირის დროსაც იყო მსგავსი ფაქტები. უნდა ვიცოდეთ ფაქტორები, რამ განაპირობა ასეთი ცვლილება. ეს შეიძლება იყოს განპირობებული ასაკობრივი სტრუქტურითაც, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს როგორც ქორწინებების, ასევე განქორწინების რაოდენობას. ამიტომაც საჭიროა უფრო სიღრმისეული ანალიზი.
ერთი შეხედვით კი ნამდვილად რთული მოცემულობაა, რაც უარყოფით შედეგებს იწვევს. პირველ რიგში, იკლებს შობადობის მაჩვენებელი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა განუწყვეტლივ მცირდება, ოჯახების გახლეჩა უდავოდ არასასურველი ფაქტია.განქორწინება სიმპტომია, მაგრამ რიგი გამომწვევი საკითხები უნდა იქნას შესწავლილი. სამწუხაროდ, მშრალი სტატისტიკა ამის ანალიზს შესაძლებლობას არ იძლევა”, – აღნიშნა დემოგრაფმა.
იგი ადასტურებს, რომ განქორწინება ოჯახის წევრთა ეკონომიურ მდგომარეობას ართულებს.
,,განქორწინებულებს სჭირდებათ არა ერთი, არამედ 2 ბინა, შესაბამისად, ოჯახში ხარჯები იზრდება და ახალი საცხოვრისის გაჩენის აუცილებლობა ჩნდება. ბინით უზრუნველყოფის საკითხი დგება წინა პლანზე, თავისთავად განქორწინება ნეგატიურად მოქმედებს ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზეც. ამისი გამოსწორებისათვის საჭიროა მთლიანად პოლიტიკა გადაიხედოს და სადაც საჭიროა, ახალი ღონისძიებები იქნას გატარებული, რომელიც ოჯახის სიმტკიცისაკენ იქნება მიმართული.
როდესაც ოჯახში ცხოვრების საკმარისი პირობები არ არის, ამან შეიძლება უკმაყოფილება წარმოშვას და განქორწინების საბაბიც გახდეს. ამიტომ საჭიროა სახელმწიფომ შეიმუშაოს ისეთი ღონისძიებები, რომელიც ახალგაზრდა ოჯახებს მისცემს საშუალებას თავიანთი შემოსავლებით ნორმალურ პირობებში იცხოვრონ”, – ამბობს ანზორ სახვაძე.
სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ სტატისტიკით გადმოცემული მონაცემები პირდაპირ კავშირშია ე.წ. თანამედროვეობასთან და ლიბერალურ პოლიტიკასთან. დემოგრაფმა თამარ ჩიბურდანიძემ ქართული ტრადიციის უგულებელყოფასა და მიგრაციის ნეგატიურ გავლენაზე გაამახვილა ყურადღება.
,,განქორწინებასთან დაკავშირებული სტატისტიკა ე.წ. თანამედროვეობასთან და ლიბერალურ პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირშია. ამის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ახალგაზრდები ერთმანეთთან თანაცხოვრების თავისუფალ რეჟიმს ამჯობინებენ, ვიდრე დაქორწინებას. რამდენიმე წელი ისინი თანაცხოვრების პროცესში არიან, ოღონდ არ ქორწინდებიან. ტრადიციული ღირებულებები მეორეხარისხოვანი გახდა. ეს არის უმთავრესი მიზეზი.
შობადობაც შემცირებულია და აქაც ერთ-ერთი განმსაზღვრელი ისააა, რომ პირველი შვილის გაჩენის მაჩვენებელი დაკლებულია. ეს ნიშნავს, რომ ახალდაქორწინებული წყვილები შვილის ყოლის გადავადებას ახდენენ.
ქორწინებაზე იმოქმედა მიგრაციამაც, ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. 90-იანი წლებიდან მუდმივად გაედინება მოსახლეობა ქვეყნიდან. ძირითადი მიზეზი მაინც ისააა, რომ ახალგაზრდები გვიან ასაკში შედიან ოფიციალურ ქორწინებაში.
განქორწინებათა რაოდენობის ზრდა პირდაპირ მიუთითებს, თუ რამდენად დეგრადირებულია ოჯახური ღირებულებები ახალგაზრდებში. თუკი ჩვენს თაობაში ოჯახი იყო ღირებულებათა სისტემა, დღეს ეს დაიკარგა. ცოლქმრობა ვალდებულებაა იმისა, რომ ოჯახი შეინაჩუნო.
გაეროს მონაცემის მიხედვით, ყველა განვითარებულ სახელმწიფოს აქვს დემოგრაფიული პრობლემები, ხოლო განუვითარებელ ქვეყნებში მოსახლეობის რაოდენობა კატასტროფულად იზრდება. ის, რომ ვიღაცას ეკონომიკური კრიზისი აქვს და ოჯახი ენგრევა, ეს არის ტყუილი”, – აღნიშნა თამარ ჩიბურდანიზემ და მომავალი თაობის მენტალურ პრობლემაზეც დასძინა.
,,მარტოხელა მშობელი, დედაც და მამაც, სახელმწფოს კისერზეა. ასეთი ადამიანი შეიძლება სოციალური სტატუსის მქონე გახდეს, ზოგიერთმაც შვილი დატოვოს და უცხოეთში წავიდეს, რაც ძალიან მძჳმედ აისახება ბავშვის ფსიქიკაზე, უდედოდ გაზრდილ თაობას ვუყურებთ, ეს ტრაგედიაა.
ლიბერალურმა პოლიტიკამ საქართველოს ახალგაზრდობა გაანადგურა, ვერ ხვდებიან, რომ მოქალაქეობა სახელმწიფოს მხრიდან არის ვალდებულება. მოქალაქემ და სახელმწიფო, ორივე ურთიერთვალდებული უნდა იყოს ერთმანეთის წინაშე. ძალიან მარტივად ელევიან თანაცხოვრებას და ანგრევენ ოჯახებს. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდების ცნობიერებაშია პრობლემა”, – დასძინა თამარ ჩიბურდანიძემ.
საქსტატის ცნობით, 2025 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -4 999 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ თბილისსა (406) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (296) დაფიქსირდა.
resonancedaily.com

ევროკომისიის დასკვნით, „ტიკტოკი“ და „მეტა“ გამჭვირვალობის მოთხოვნებს არღვევენ

25 October 2025 at 20:56

ევროკომისიის დასკვნით, „ტიკტოკი“ და „მეტა“ გამჭვირვალობის მოთხოვნებს არღვევენ.
ევროკომისიის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ციფრული პლატფორმები „ტიკტოკი“ და „მეტა“ არ აკმაყოფილებენ ევროკავშირის განახლებულ კანონმდებლობას მკვლევარებისთვის მონაცემებზე ადეკვატური წვდომის უზრუნველყოფის ვალდებულებებთან დაკავშირებით.
ევროკომისიამ წინასწარ დაასკვნა, რომ ორივე ციფრული პლატფორმა არ შეესაბამება ციფრული სერვისების შესახებ კანონის მოთხოვნებს მკვლევარების მონაცემებზე წვდომის შესახებ, ასევე ვალდებულებებს, უზრუნველყონ მომხმარებლებისთვის უკანონო კონტენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მარტივი ინსტრუმენტები და მოდერატორების გადაწყვეტილებების გასაჩივრების ინსტრუმენტები.
ევროკომისიის გუნდის განცხადებით, „ფეისბუქმა“, „ინსტაგრამმა“ და „ტიკტოკმა“ მონაცემების მოპოვების მსურველი მკვლევარებისთვის ზედმეტად რთული პროცედურები შექმნეს და ეს მათ შესაძლებლობებს ზღუდავს, მათ შორის, შემოწმებას, სათანადოდ არიან თუ არა მომხმარებლები, განსაკუთრებით არასრულწლოვნები, დაცულნი უკანონო შინაარსისგან.
ევროკომისია მიიჩნევს, რომ არც „ფეისბუქი“ და არც „ინსტაგრამი“ მომხმარებლებს არ სთავაზობენ მავნე შინაარსის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მარტივ და გასაგებ ინსტრუმენტს.
საგამოძიებო ჯგუფი ასევე მიიჩნევს, რომ „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ მომხმარებლებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ ახსნა-განმარტებები ან მტკიცებულებები მათი შეტყობინებების დაბლოკვის გასაჩივრებისთვის.
ამ დასკვნების შემდეგ „მეტას“ და „ტიკტოკს“ შეუძლიათ, ევროკომისიას წერილობითი პასუხი გაუგზავნონ ან ნაბიჯები გადადგან ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად. გამოძიების წინასწარი დასკვნები თუ შემდგომში დადასტურდება, ევროკომისიამ, შეიძლება, გამოაცხადოს ციფრული სერვისების შესახებ კანონის შეუსრულებლობა, რაც გლობალური წლიური ბრუნვის ექვს პროცენტამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
ევროკომისია ასევე იძიებს, როგორ მოქმედებენ Snapchat-ი და YouTube-ი არასრულწლოვნების დასაცავად.

საქართველოში მყოფი ბელარუსის მოქალაქეების 22.7% უკვე საქართველოს რეზიდენტებად ითვლებიან

25 October 2025 at 18:26

საქართველოში მყოფი ბელარუსის მოქალაქეების 22.7% შეფასებულია, როგორც საქართველოს რეზიდენტები, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.
„2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოში მყოფი ბელარუსის მოქალაქეების 22.7% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი ან აპირებენ საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენას, თანახმად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიისა ისინი არიან საქართველოს რეზიდენტები და მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში,“ აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისათვის, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან 1.666 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, შარშან მესამე კვარტალში შემოსავალმა 1.563 მლრდ დოლარი შეადგინა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მე-3 კვარტალში ბელარუსის მოქალაქეებმა საქართველოში მოგზაურობისას 36.9 მლნ ლარი დახარჯეს.
რაც შეეხება 2025 წლის 1-ელი 9 თვის მაჩვენებლებს, სებ-ის მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში ტურიზმიდან შემოსავლებმა 3.637 მლრდ ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 3.461 მლრდ ლარი იყო

„ქართული ოცნება“ რაღაც დოზით კორუფციაში რომ იყო ჩართული, ამისი განცდა სულ იყო – რაც მოხდა, დიდად არავის გაჰკვირვებია“ – ეკონომიკის ყოფილი მინისტრი

25 October 2025 at 18:26

„პრაგმატულად რომ ვთქვა, როგორია ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ვიტყვი, რომ არის უფრო კარგი, ვიდრე ცუდი“ – ასე ეხმაურება საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ ს გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
შეგახსენებთ, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს. პროკურატურის ცნობით, ღარიბაშვილს ბრალი სსკ-ის 194 მუხლის მე-3 ნაწილი “გ” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
გვარაკიძის განცხადებით, ღარიბაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
„ადამიანურად ეს ძალიან მძიმე ფაქტია, მაგრამ პრაგმატულად რომ ვთქვა, როგორია ეს ჩვენი ქვეყნისთვის – კარგი თუ ცუდი, მინდა ვთქვა, რომ არის უფრო კარგი, ვიდრე ცუდი. ახლა ავხსნი რატომ: ცუდია იმიტომ, ამას რომ უყურებს ინვესტორი ან ბიზნესმენი, რომელსაც აქ შემოსვლა უნდა, ან ის, რომელიც უკვე აქ არის, იტყვის, რომ ძალიან ცუდია, რადგან მთელი სისტემა კორუფციაში ყოფილა ჩართული. ქვეყნის რეპუტაციისთვის ეს ძალიან დამაზიანებელია.
რაც შეეხება კარგ ნაწილს – რომ დავფიქრდეთ: ის რომ, „ქართული ოცნება“ და მისი მმართველობა რაღაც დოზით კორუფციაში იყო ჩართული და ამისი განცდა სულ იყო მოსახლეობაში, ამას ვერ უარვყოფთ. რაც მოხდა, დიდად არავის გაჰკვირვებია, უფრო ის გაუკვირდათ, როგორ გასწირეს „თავისიანი“. ანუ, ადამიანები, რომლებსაც სულ ჰქონდათ ასეთი კორუფციის განცდა, იტყვიან, რომ სისტემამ თვითონ აღიარა შეცდომა და დაარტყა თანაგუნდელებს“,- აღნიშნა ექს-მინისტრმა.
გიორგი ქობულიამ პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა.
„ასეთი ძლიერი დარტყმის მერე მთავარი გზავნილი ყველა სახელმწიფო მოხელის მიმართ არის: იცოდეთ, რომ შეხვიდეთ კორუფციულ გარიგებაში, ჩვენც რომ დაგავალოთ, მაინც გაგებინებთ პასუხს.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში“. – განაცხადა მან.

მარცვლეული – საკვები თუ საწვავი? ხორბლის ფასების დაცემასთან ერთად, ზოგიერთი ლიეტუველი ფერმერი მოსავალს წვავს

25 October 2025 at 14:26

ლიეტუველმა ფერმერებმა სოციალურ ქსელებში ხორბლის, როგორც საწვავი საშუალების, რეკლამირება დაიწყეს. როგორც ზოგიერთი მათგანი აცხადებს, მარცვლეულის ფასი იმდენად დაეცა, რომ ახლა უფრო გონივრულია ხორბლის საწვავად და არა საკვებად გამოყენება.
ნატურალისტმა მინდაუგას რაილამ ფეისბუქზე იმ ფერმერის პოსტი გააზიარა, რომელიც საწვავად ხორბლის გამოყენების რეკომენდაციას იძლევა. რეკლამის თანახმად, ხორბლით გათბობა უფრო ეკონომიურია, ვიდრე ამ მიზნით გრანულების ან შეშის გამოყენება; ერთი ტონა ხორბლის ფასი დაახლოებით 140 ევროა, გრანულების კი – 260 ევრო.
როგორც „ლიეტუვის საზოგადოებრივ რადიოს“ რაილამ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი პროდუქტი ისე გამოიყენონ, როგორც სურთ, საკითხი არც ისე მარტივია, რადგან ხორბლის მოყვანა ევროკავშირის მიერ სუბსიდირდება. მისი მტკიცებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კულტურების საწვავად გაყიდვა ეთიკურად მიუღებელია, რადგან ამ ხარჯს, საბოლოო ჯამში, გადასახადის გადამხდელები ფარავენ.
„რომ დაფიქრდე, ეს, უბრალოდ, არასწორია და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს, მარცვლეულის სიჭარბე გვაქვს. შესაძლოა, ეს მარკეტინგია და ფერმერს მხოლოდ ყურადღების მიქცევა სურს, მაგრამ რეკლამა მაინც ცუდად ჟღერს“, – ამბობს რაილა.
მისი თქმით, პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირის გადასახადის გადამხდელები მარცვლეულის წარმოებას საკვების გასაიაფებლად აფინანსებენ, მაგრამ საბოლოო პროდუქტი სრულიად სხვა რამისთვის გამოიყენება.
„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ აშკარად ვხედავთ ჭარბწარმოებას. ფასები იმდენად დაეცა, რომ ხალხს ახლა შეუძლია ხორბალი იმისთვის გამოიყენოს, რისთვისაც არასდროს ყოფილა განკუთვნილი“, – განმარტა მან.
მიუხედავად იმისა, რომ ბიომასის დაწვა თავისთავად საზიანო არ არის, რაილა ამბობს, რომ მარცვლეულის მოყვანა ხელს უწყობს ნიადაგისა და წყლის დაბინძურებას, ასევე ეროზიას.
„გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, ეს ნორმალური არ არის. ხორბლის მოყვანის პროცესი გულისხმობს სასუქებისა და პესტიციდების გამოყენებას, რაც გავლენას ახდენს გარემოზე“, – აღნიშნა მან.
ლიეტუვის ფერმერთა კავშირის ხელმძღვანელის მოადგილის, მარტინას პუიდოკასის თქმით, მარცვლეულის ბაზარი მივიდა იმ წერტილამდე, როდესაც გასაყიდი ფასები წარმოების ხარჯებსაც კი ვერ ფარავს.
„ეს, რა თქმა უნდა, საკვების ფასებზე არ აისახება. ფერმერებს არ შეუძლიათ საცალო ფასებზე გავლენის მოხდენა – მას შუამავლები აკონტროლებენ“, – ამბობს პუიდოკასი.
მისივე თქმით, ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, თითქოს, ფერმერები „ბუნებას ანადგურებენ“ ან სუბსიდიებით ცხოვრობენ.
„ევროკავშირის სუბსიდიები გაიცემა ფერმერთა შემოსავლების დასასტაბილურებლად და ხელმისაწვდომი, უსაფრთხო საკვების უზრუნველსაყოფად. რეალური პრობლემა ბაზრის მძიმე პირობებია – მარცვლეულის წარმოება ძვირი და შრომატევადია, თუმცა მომგებიანი აღარ არის“, – აღნიშნა მან.
პუიდოკასის თქმით, შექმნილ ვითარებას სასუქების მაღალი ფასები და წარმოების საერთო ხარჯები განაპირობებს.
„გვინდა, ამაზე მთავრობის ყურადღება გავამახვილოთ – ეს სრულიად არალოგიკურია და ფასების ასეთი კოლაფსი ძალიან იშვიათია“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
„ლიეტუვის საზოგადოებრივ რადიოსთვის“ გაგზავნილ ელექტრონულ წერილში, ლიეტუვის მეღორეობის ასოციაციის ხელმძღვანელი, ალგის ბარავიკასი ამბობს, რომ ხორბლის დაწვა ეთიკურ კითხვებს აჩენს, ისევე როგორც მისი სხვა მიზნებით გამოყენება, მაგალითად, მისგან სპირტის გამოხდა.
„ფერმერები აღარ ზრდიან ღორებს ან ფრინველს, ამიტომ მათ საკვებზე ნაკლები მოთხოვნაა. თვრამეტი წლის წინ, „ლიეტუვის საზოგადოებრივ რადიოში“ გავიდა რეპორტაჟი გერმანიაში ხორბლის დასაწვავი ღუმელების შესახებ – 2007 წელს ასეთი რამ მარცვლეულის სიჭარბის გამო მოხდა“, – დასძინა მან.
ბარავიკასი მიიჩნევს, რომ საბაზრო პირობები ზოგჯერ მარცვლეულის სიჭარბეს ან მოთხოვნის ნაკლებობას იწვევს და მათი მაღალი ენერგეტიკული ღირებულების გათვალისწინებით, გათბობის წყაროდ მარცვლეულის გამოყენება შესაძლებელია.
„შეგიძლიათ დაწვათ ხორბალი, რაფსი ან ჭვავი – მათ მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვთ და შეშაზე ნაკლებ შესანახ ადგილს იკავებენ“, – ამბობს ის.
მიუხედავად ამისა, რაილა ამტკიცებს, რომ სუბსიდირებული ხორბალი ამ მიზნებისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული.
„არსებობს ბიოსაწვავი, რომელიც სპეციალურად გასათბობად მოჰყავთ, მაგალითად, ტირიფი. ის ნაკლებად აბინძურებს გარემოს და უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე ხორბალი. თუ ევროპას მარცვლეულის სიჭარბე აქვს, მაშინ მისი სუბსიდირება არ უნდა მოხდეს და ბაზარი ბუნებრივად უნდა დაბალანსდეს“, – მოითხოვს რაილა.
პუიდოკასი მას ეთანხმება იმაში, რომ არანორმალურია, როდესაც სასურსათო კულტურების დაწვა უფრო იაფია, ვიდრე მათი საკვებად გამოყენება, თუმცა, ხაზგასმით აცხადებს, რომ ხორბლის დაწვა იშვიათად ხდება და ეს უფრო გამონაკლისი შემთხვევებია, ვიდრე ტენდენცია.

ინგუშეთში რუსეთ საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით რუსეთ-საქართვრლოს ახალგაზრდული ფორუმი იმართება

25 October 2025 at 14:26

საქართველოდან ახალგაზრდული დელეგაცია ინგუშეთში რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდულ ფორუმზე დასასწრებად ჩავიდა – ინფორმაციას Telegram-არხი “მსოფლიო პოლიტიკა” ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, საქართველოდან და ს სხვა რეგიონებიდან ჩამოსული სტუმრები კავკასიის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილს – უძველეს თაბა-იერდის ტაძარს – და 1994 წელს „მეგობრობის გზის“ მშენებლობაზე დაღუპული ქართველი მშენებლების მემორიალს ეწვივნენ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორუმი ხელს შეუწყობს ჩვენი ერების ახალგაზრდებს შორის ურთიერთობებისა და კავშირების დამყარებას, რათა მათ შეძლონ საინტერესო და ამბიციური ახალგაზრდული პროექტების განხორციელება, რომლებიც მიზნად ისახავს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებას“, – განაცხადა რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა დავით ცეცხლაძემ.
ინგუშეთში რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული ფორუმი 24- 25 ოქტომბერს, რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით იმართება და მას 100-მდე მონაწილე ჰყავს

ჩინეთის ახალი ხუთწლიანი გეგმა: როგორ აპირებს პეკინი ეკონომიკის ზრდის სტიმულირებას და შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებას

25 October 2025 at 14:26

ციფრები თავად მეტყველებენ: მესამე კვარტალში ჩინეთის ეკონომიკის ზრდა მხოლოდ 4.8% იყო, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ჩინეთი აღარ იმყოფება 2000-იანი წლების ტრიუმფალური ექსპანსიის ფაზაში. ზრდა, რომელიც ოდესღაც ორნიშნა ციფრებით გამოხატებოდა, ოფიციალური პროგნოზების თანახმად, 2026 წლისთვის 5-6 პროცენტის დონეზე დასტაბილურდება.
მოხმარების მთავარი ინდიკატორი – საცალო გაყიდვები – მესამე კვარტალში მხოლოდ 3%-ით გაიზარდა, ხოლო სამრეწველო წარმოება – 6.5%-ით,რაც დინამიურ სამრეწველო მიწოდებასა და სტაგნაციაში მყოფ შიდა მოთხოვნას შორის არსებული დისბალანსის ნიშანია.
სამომხმარებლო ფასები სექტემბერში კვლავ დაეცა, უძრავი ქონების კრიზისი კი, რომელიც 2020 წელს რამდენიმე მსხვილი დეველოპერის, მაგალითად, Evergrande-ის გაკოტრებით დაიწყო, შინამეურნეობების ნდობაზე ისევ აისახება. მშენებლობაში წლიური ინვესტიციები თითქმის 14%-ით შემცირდა.
ფრთხილი ჩინური შინამეურნეობები, მოხმარების ნაცვლად, დანაზოგს აკეთებენ. ახალგაზრდებს შორის უმუშევრობა 14%-ს აჭარბებს და შობადობის კოეფიციენტიც მკვეთრად ეცემა.
ჩინეთის ეკონომიკის გასაცოცხლებლად რამდენიმე ფაქტორი მოიაზრება. პირველი, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტის ხედვის მთავარი ნაწილია, არის შიდა ბაზარზე ფოკუსირება. ჩინელები ბევრს ზოგავენ და ცოტას მოიხმარენ. ამიტომ, გეგმის ერთ-ერთი მიზანი მოხმარების წახალისება იქნება. ამის მისაღწევად, პეკინს სურს გააუმჯობესოს ქალაქის მოსახლეობის ცხოვრების დონე, უზრუნველყოს განათლებასა და ზე უკეთესი ხელმისაწვდომობა და შიდა ბაზარი ზრდის მთავარ მამოძრავებლად აქციოს.
გეგმის კიდევ ერთი პრიორიტეტი ინოვაციაა. ქვეყანა უკვე ხარჯავს თავისი მშპ-ს 2.6%-ს კვლევასა და განვითარებაზე, რაც ევროკავშირის დონეს უახლოვდება. პეკინი აპირებს გაამყაროს თავისი ლიდერობა ელექტრომობილების, დრონებისა და ს სფეროებში და დაძლიოს ჩამორჩენა ნახევარგამტარების სტრატეგიულ სექტორში, სადაც შეერთებულმა შტატებმა გარკვეულ საკვანძო ტექნოლოგიებზე წვდომა შეუწყვიტა.
მიზანი ნათელია: ქვეყანა უნდა გახდეს თვითკმარი და უზრუნველყოს მიწოდების ჯაჭვები, რათა დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს, რომელიც სენსიტიურ ტექნოლოგიებზე სულ უფრო მეტ შეზღუდვას აწესებს. ეს არის ომი ჩიპებისთვის, მიკროპროცესორებისა და იშვიათმიწა ლითონებისთვის, რომელიც ჩინეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს.
ჩინეთის მე-15 ხუთწლედის გეგმა, რომელიც ოფიციალურად 2026 წელს, ეროვნული სახალხო კონგრესის სესიაზე განხილვისა და დამტკიცების შემდეგ გამოქვეყნდება, ასევე მიზნად ისახავს ჩინეთის სტრატეგიული ალიანსების გადახედვას და გლობალურ სამხრეთზე მეტ ფოკუსირებას, რათა უკეთ დაუპირისპირდეს ს ამერიკას და კონკურენტი ინდოეთი დაჩრდილოს. ის ითვალისწინებს პარტნიორობას აფრიკასთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ლათინურ ამერიკასთან იმის ფონზე, როდესაც ჩინეთის ექსპორტს გეოპოლიტიკური სირთულეები ემუქრება.
ბაზრების დამშვიდება, ნდობისა და ზრდის სტიმულირება ვალის გაზრდის გარეშე, მრეწველობის მოდერნიზება და გარე დაძაბულობის შეკავება – მე-15 ხუთწლედის გეგმამ ეს ყველაფერი ერთდროულად უნდა მოაგვაროს, თანაც – პარტიის კონტროლის შესუსტების გარეშე.

ბიზნესი კლინიკების მართვაში სახელმწიფოს ჩამოშორებას ცდილობს, რასაც სპეციალისტები უპირისპირდებიან

25 October 2025 at 14:09

ბიზნესი კლინიკების მართვაში სახელმწიფოს ჩამოშორებას ცდილობს, რასაც სპეციალისტები მკვეთრად უპირისპირდებიან. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ჰოსპიტალური სექტორის პერსპექტივას სახელმწიფოს როლის გაძლიერებაში ხედავენ. ბიზნესის ინტერესებს ისინი ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ და ირწმუნებიან, რომ კერძო ინვესტორები კლინიკების მართვის პროცესს უნდა ჩამოშორდნენ, რადგან მათთვის ავადმყოფი ხდება უბრალოდ კლიენტი და ასეთი მიდგომა დარგის დასასრულს მოასწავებს.
შედეგიც სახეზეა. წლებია საქართველოში ვერ ვითარდება და ამ თუ იმ ავადმყოფობასთან გასამკლავებლად მოქალაქეები მეზობელ ქვეყნებში გარბიან. დღეს საქართველოში სამედიცინო სექტორი კერძო ბიზნესმა მოიცვა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დაწესებულები ფუნქციონირებს, კერძო სექტორი მას საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს და ხშირ შემთხვევაში ჩაგრავს კიდეც. სპეციალისტების აზრით, დაუშვებელია ჯანდაცვა გახდეს ბიზნესი, რადგან საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება.
სამედიცინო სფეროს ექსპერტის მარინე ბერაძე აღნიშნავს, რომ დღეს ბიზნესს აწყობს ის, რომ სფეროში თავად იყვნენ დომინანტები. ისინი ისედაც ფლობენ დიდ ქსელსა და სისტემას.
,,არ არსებობს ისეთი განვითარებული ქვეყანა, სადაც სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებები უმრავლესობაში არ იყოს. იქ 80%-ზე მეტი სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებს უჭირავს. წარმოუდგენელია, სახელმწიფო კლინიკები არ იყოს, რომელიც უზრუნველყოფს ასევე, დამწყები ექიმების განათლებას. ეს ახალგაზრდისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ის კერძო კლინიკებში ამას ვერ მოახერხებს, თანაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. აუცილებელია ჯანდაცვის სფეროში ყველაზე აქტიური სახელმწიფო იყოს. გვახსოვს 100 ახალი საავადმყოფოს პროექტი, რომელიც სრულად ჩავარდა. სწორედ მაშინ მოხდა ყველა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული კლინიკების კერძო სტრუქტურებისთვის გადაცემა.
ორივე უნდა არსებობდეს, მაგრამ აუცილებელია სახელმწიფო დომინანტი იყოს, რადგან მთავარი გადამხდელი სამედიცინო მომსახურებაში ხომ სწორედ ისაა,” – განაცხადა მარინე ბერაძემ და დასძინა, რომ ქვეყანაში თითქმის ყველა კლინიკა კერძოა. თანხებსაც ისინი ინაწილებენ. ამიტომაც მთლიანობაში, პაციენტი, ექიმი და ექთანი, ყველა უკმაყოფილოა.
რაც შეეხება გამოსავალს, ბერაძე მიიჩნევს, რომ აუცილებლია სისტემაში ცვლილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში სფერო უფრო დიდ კრიზისში ჩაეფლობა.
,,ჩვენთან არიან ძალიან კარგი ექიმები, მაგრამ თუ სისტემა არ იმუშავებს სწორად ისინი ვერ შეძლებენ ჰიპოკრატეს ფიცის შესრულებას. პაციენტს ნდობა უნდა ჰქონდეს თავისი ექიმის და არ გარბოდეს საზღვარგარეთ. რა გვჭირს, რომ არ ვაგზავნიდეთ ამ რაოდენობის პაციენტებს უცხოეთში”, – აღნიშნა მარინე ბერაძემ.
ამავე მოსაზრებას იზიარებს დარგის სპეციალისტი რევაზ კარანაძე. მისთვის მიუღებელია სახელმწიფო კლინიკების არარსებობა. ჯანდაცვა არის ადამიანის უფლება და მასზე ხელმისაწვდომობა პაციენტისათვის აუცილებელია, გარანტი კი, სახელმწიფო უნდა იყოს.
,,სამწუხაროდ, დღეს კერძო ჯანდაცვამ მოგვიტანა ის რომ, საავადმყოფოების 50%-ზე მეტი არის “ს” მფლობელობაში ,,ევექსის” სახით. ხარისხმა ვერსად აიწია, ფულის დიდი ნაწილი მხოლოდ მოგებაში წავიდა. ექიმების, ექთნებისა და სხვა მედპერსონალების ხელფასები კატასტრუფულად დაბალია. შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს 4-ჯერ უფრო ნაკლები ექთანი გვყავს, ვიდრე საჭიროა.
განკერძოებამ და მასობრივმა პრივატიზებამ ის შედეგები ვერ მოგვიტანა, რასაც 90-იანი წლებიდან ველოდით. კვალიფიციური მედპერსონალი აღარ გვყავს. ექთნები მუდმივად ტოვებენ ქვეყანას და მიდიან მომვლელებად უცხოეთში. ვინც დარჩა 3-4 სამსახურში ერთდროულად მუშაობს და საკმარისი ანაზღაურება მაინც არ აქვთ”, – განაცხადა რევაზ კარანაძემ.
მისი აზრით, კერძო ჯანდაცვამ მოგვცა მხოლოდ გალამაზებული ინფრასტრუქტურა. სხვა მხრივ წინსვლა არ შეინიშნება, მათ შორის არ ხდება კადრების გადაკვალიფიცირება.
,,მთელი დარგი ფულის საჭრელ მანქანად გადაიქცა. როცა პაციენტები მეზობელ ქვეყანაში გარბიან სამკურნალოდ, ეს ნორმალური არაა. საწყენია ამ გზით რომ მივდივართ. როცა ხედავ შედეგს, რომ ეს დამოკიდებულება არ მუშაობს და კიდევ ამის გაღრმავებას ახდენ, ვფიქრობ, სულ ცოტა, კითხვის ნიშნების დასმის უფლება მაინც გვაქვს”, – განაცხადა კარანაძემ.
ცნობისთვის, “ავერსის” დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი პაატა კურტანიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო კლინიკები საერთოდ არ უნდა არსებობდეს, რადგან ამ მიმართულებით კერძო ინვესტორების მხრიდან ინტერესი არის. სახელმწიფო კი მაკონტროლებლის ფუნქციით უნდა იყოს წარმოდგენილი.
“რატომ უნდა დახარჯოს სახელმწიფომ კლინიკის აშენება-აღჭურვაზე ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარი, თუ კერძო ინვესტორები არიან მზად ფული დახარჯონ? ლიცენზიას გასცემს სახელმწიფო, აწესებს ფასებს, ლიცენზიის პირობების შესრულებას, სამედიცინო სერვისების ხარისხს აკონტროლებს. სახელმწიფომ იმ ფულით უნდა შეასრულოს ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელშიც კერძო ინვესტორი ვერ ჩადებს ფულს. თუ კლინიკებს აშენებენ კერძო ინვესტორები, ფასით დაწყებული ყველაფერს აწესებს და აკონტროლებს სახელმწიფო, რა საჭიროა, რომ ამაში სახელმწიფომ ფული დახარჯოს”, – აღნიშნა კურტანიძემ.
წყარო: resonancedaily.com

ტყეში კემპინგის მოწყობის სანაცვლოდ ქრთამის სახით $900 აიღო – ფასანაურის უბნის ტყის მცველი დააკავეს

25 October 2025 at 14:09

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქრთამის აღებისთვის ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ფასანაურის უბნის ტყის მცველმა შ.გ.-მ, რომელსაც სამსახურებრივად, საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში სატყეო ტერიტორიის დაცვა ევალება, პირადი მატერიალური გამორჩენისა და სარგებლის მიღების მიზნით, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, ტყეში კემპინგის მოწყობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 900 დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება”. – წერს საგამოძიებო სამსახური.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აშშ-მ ვენესუელის სანაპიროსკენ ავიამზიდი GERALD FORD გაგზავნა

25 October 2025 at 09:55

პენტაგონის მეთაურის, პიტ ჰეგსეტის ბრძანებით, კარიბის ზღვაში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ავიამზიდი USS Gerald Ford გაიგზავნა.
“საერთაშორისო კრიმინალურ დაჯგუფებების ლიკვიდაციისა და ნარკოტერორიზმისგან -ს დაცვის შესახებ გაკეთებული პრეზიდენტის ბრძანების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა ავიამზიდების ჯგუფი გაგზავნა, რომელსაც USS Gerald Ford მეთაურობს”. – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, შონ პარნელმა.
პარნელის განმარტებით მსგავსი გადაადგილება იმ პირებისთვის ხელის შესაშლელად კეთდება, რომლებიც აშშ-სა და დასავლეთ ნახევარსფეროს უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აგდებენ.
ბოლო მონაცემებით, ავიამზიდი, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში იმყოფებოდა, ხორვატიის სანაპიროდან დაიძრა.
კარიბის ზღვაში აშშ-მ მსხვილ სამხედრო ძალას მოუყარა თავი. ავიამზიდის გარდა, პუერტო-რიკოს ტერიტორიაზე განთავსებულია F-35B-ს ტიპის 10 ავიაგამანადგურებელი, AV-8B Harrier ტიპის 6 ავიაგამანადგურებელი, 7 მოიერიშე დრონი MQ 9 Reaper და 13 ვერტმფრენი.
გარდა ამისა, ვენესუელის ჩრდილოეთით კრეისერისგან, ოთხი სარაკეტო ნაღმმზიდისა და სანაპირო ზონის საბრძოლო გემისგან შემდგარი ჯგუფი კურსირებს. თითოეულ სამხედრო ხომალდს 32 Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტის გადატანა შეუძლია.
მიმდინარე წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრაპმა ნარკოკარტელების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ნებართვა გასცა.
ბოლო ორი თვის განმავლობაში, აშშ-ს სამხედრო ძალებმა როგორც ატლანტიკურ, ისე წყნარ ოკეანეში 9 ხომალდი გაანადგურა, რომელსაც სავარაუდოდ ნარკოტიკი გადაჰქონდა.
“ეს იერიშები ყოველდღიურად გაგრძელდება. ისინი უბრალოდ ნარკოტიკების გადამტანები არ არიან, ისინი არიან ნარკოტერორისტები, რომლებსაც ჩვენს ქალაქებში სიკვდილი და განადგურება მოაქვთ”, – განაცხადა ჰეგსეთმა მე-9 ხომალდის განადგურების შემდეგ.
tabula.ge

პირველად ხუთი საუკუნის შემდეგ: ბრიტანეთის მეფე რომის პაპთან ერთად ილოცებს

25 October 2025 at 09:41

პირველად ხუთი საუკუნის შემდეგ: ბრიტანეთის მეფე რომის პაპთან ერთად ილოცებს
მეფე ჩარლზ III ოთხშაბათს ვატიკანში სახელმწიფო ვიზიტით გაემგზავრა, სადაც ის პაპ ლეო XIV-ს შეხვდება და ისტორიაში შევა, როგორც ანგლიკანური ეკლესიის პირველი მეთაური, რომელიც 500 წლის წინ ეკლესიებს შორის მომხდარი განხეთქილების (სქიზმის) შემდეგ, პონტიფიკოსთან ერთად საჯაროდ ილოცებს. ვიზიტი ბრიტანეთის მეფისთვის დელიკატურ დროს ემთხვევა – ახალი სკანდალური ცნობები გავრცელდა მისი ძმის, პრინც ენდრიუს შესახებ, რომელიც გარდაცვლილი ამერიკელი სექსუალური მოძალადის, ჯეფრი ეპშტეინის გარშემო ატეხილ სკანდალშია გახვეული. ჩარლზი და დედოფალი კამილა ლეოს პირველად შეხვდებიან მას შემდეგ, რაც მან მაისში გარდაცვლილი პაპი ფრანცისკე შეცვალა. ხუთშაბათს, ჩარლზი და ლეო ერთად ილოცებენ. ეს პირველი ასეთი საჯარო რელიგიური რიტუალი იქნება მას შემდეგ, რაც ჰენრი VIII კათოლიკურ ეკლესიას გამოეყო. საეკლესიო განხეთქილების მიზეზი კი ის გახდა, რომ მაშინდელმა პაპმა ესპანელ პრინცესა კატალინა არაგონელთან მისი ქორწინების ანულირებაზე უარი თქვა.
მეფე ჩარლზის დედა, გარდაცვლილი დედოფალი ელისაბედ II 1961 წელს გახდა პირველი ბრიტანელი მონარქი, რომელიც XVI საუკუნეში მომხდარი განხეთქილების შემდეგ წმინდა საყდარს ეწვია. „მეფის ორდღიანი ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან მომენტს კათოლიკურ და ინგლიკანურ ეკლესიებს შორის ურთიერთობებში, რომლის უზენაესი მმართველიც მისი უდიდებულესობაა“, –ნათქვამია ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ხუთშაბათის ეკუმენური მსახურება სიქსტეს კაპელაში, მიქელანჯელოს ნახატებით შემკულ ბრწყინვალე ჭერქვეშ გაიმართება. მისი მთავარი თემა გარემოს დაცვა და შენარჩუნებაა – ეს არის საქმე, რომელსაც ჩარლზმა მთელი თავისი მოღვაწეობა მიუძღვნა.
ბრიტანელი მეფის რომის პაპთან სტუმრობისას, კათოლიკური და ანგლიკანური ტრადიციები გაერთიანდა – რიტუალში მონაწილეობენ როგორც სიქსტეს ტაძრის კაპელას მომღერალთა გუნდი, ასევე დიდი ბრიტანათის მეფე-დედოფლის ერთ-ერთი რეზიდენციის, უინძორის სასახლეში მდებარე სენტ ჯორჯის სამლოცველოს გუნდი.
„ეს ისტორიული მოვლენაა, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მეფე ინგლისის ეკლესიის უზენაესი მმართველია და კანონით მოეთხოვება, იყოს პროტესტანტი“, – ამბობს „ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტის“ თეოლოგიის პროფესორი, უილიამ გიბსონი. „1536-დან 1914 წლამდე, გაერთიანებულ სამეფოსა და წმინდა საყდარს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობდა და მისია საელჩოს დონეზე მხოლოდ 1982 წელს ამაღლდა“, – განუცხადა მან სააგენტო „ფრანს პრესს“. ჩარლზი და დედოფალი კამილა ასევე მონაწილეობას მიიღებენ რომის კედლებს მიღმა წმინდა პავლეს ბაზილიკაში (Basilica of Saint Paul Outside the Walls) გამართულ ეკუმენურ რელიგიურ მსახურებაში. ეს ამ ვიზიტის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია და მის მიზანს ანგლიკანურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის კავშირების ხაზგასმა წარმოადგენს. ვატიკანში ვიზიტის დროს, მეფე ოფიციალურად გახდება ბაზილიკის მიმდებარე სააბატოს „სამეფო კონფრატერი“ (Royal Confrater). ეს წარმოადგენს ჟესტი, რომელიც ბუკინგემის სასახლემ აღწერა, როგორც ორ კონფესიას შორის „სულიერი ზიარების“ აღიარება.
ბაზილიკაში ჩარლზ III-სთვის სპეციალურად შექმნილი სავარძელი დამონტაჟდება და ის ვიზიტის შემდეგაც შენარჩუნდება, რათა მომავალში ბრიტანელი მონარქების სტუმრობის დროს გამოიყენონ. ვიზიტი ემთხვევა კათოლიკური ეკლესიის საიუბილეო წლისთვის მზადებას, რომელიც ყოველ 25 წელიწადში ერთხელ იმართება და მილიონობით პილიგრიმს იზიდავს ვატიკანში. ის ასევე ეწყობა აწ გარდაცვლილი ვირჯინია ჯუფრეს მემუარების გამოქვეყნებიდან ერთი დღის შემდეგ, რომელშიც ნათქვამია, რომ ეპშტეინის მიერ განხორციელებული ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო და აიძულეს, სამჯერ ჰქონოდა სექსი მეფის უმცროს ძმასთან, პრინც ენდრიუსთან, მათ შორის ორჯერ, როდესაც მხოლოდ 17 წლის იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ენდრიუმ პარასკევს, ჩარლზის ზეწოლის ქვეშ, გამოაცხადა, რომ იორკის ჰერცოგის ტიტულზე უარს იტყვის. აღსანიშნავია, მან 2019 წელსაც დაიხია უკან სამეფო მოვალეობებისგან.
პარალელურად, 76 წლის მეფე აგრძელებს კიბოს მკურნალობას, რომლის შესახებაც საჯაროდ 2024 წლის დასაწყისში გახდა ცნობილი. მონარქისთვის უცხო ადგილი არ არის, ის წარსულში რამდენჯერმე ეწვია წმინდა საყდარს. ჩარლზი და კამილა 9 აპრილს, პონტიფიკოსის გარდაცვალებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, იტალიაში სახელმწიფო ვიზიტის დროს, პირადად შეხვდნენ პაპ ფრანცისკეს.
წყარო: 1 არხი

❌
❌