Normal view

Today — 28 October 2025Main stream

“ივანიშვილი არის სუსტი და ეშინია სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის” – “ცვლილებებისთვის”

28 October 2025 at 19:27

კოალიცია “ცვლილებისთვის” პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით “ოცნების” მიერ საკონსტიტუციოში სარჩელის შეტანას აფასებს საგანგებო ბრიფინგზე.
კოალიცია “ცვლილებისთვის” სახელით მინდა, გავაკეთო განცხადება იმ ე.წ. სარჩელზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა წარადგინა საკონსტიტუციო სასამართლოში. რეჟიმმა და ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატულად თქვა, რომ ის არის სუსტი და ეშინია ეროვნული ძალების სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის. 28 ოქტომბერს, 35 წლის წინ, საქართველოში პირველად ჩატარდა მრავალპარტიული კომუნისტური რეჟიმის პირობებში და საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა. ახლა ჩვენ ს რეჟიმის პირობებში ვიბრძვით საქართველოს თავისუფლებისთვის. პარტიები, ეს არის ინსტრუმენტი დემოკრატიისთვის, სხვა შემთხვევაში, ხელისუფლებას და რეჟიმებს ცვლის ხალხი. საქართველოს მილიონამდე ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ “ქართული ოცნება” ვერ იქნება ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენელი. ამიტომ, მნიშნელოვანია, ვიცოდეთ, ჩვენ ყველა ბერკეტს, ყველაფერს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ “ქართული ოცნება” დამარცხდეს და ეროვნული ძალები მოვიდნენ საქართველოს ხელისუფლებაში, ვინაიდან საქართველოს ისე, როგორც არასდროს, სჭირდება ერთიანობა და ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, რომელიც აუცილებლად მოხდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით და საქართველოს რეალური სუვერენიტეტის დაბრუნებით. დღეს თუ ვინმე გვართმევს სუვერენიტეტს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! ბრძოლა იქნება ბოლომდე, საქართველოს გამარჯვებამდე!, – განაცხადეს ბრიფინგზე.

გიგი უგულავა: ამაზე კარგ საქმეს ივანიშვილის ბანდა დღეს ვერ გააკეთებდა. მეგობრებო, არჩევნებია ქვეყანაში გაუქმებული და პარტიის იურიდიული რეგისტრაცია ვის რა ჯანდაბაში სჭირდება

28 October 2025 at 18:59

პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, ოცნების ინიაციატივას, ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე, ეხმაურება და წერს:

ამაზე კარგ საქმეს ივანიშვილის ბანდა დღეს ვერ გააკეთებდა. მეგობრებო, ა ქვეყანაში გაუქმებული და პარტიის იურიდიული რეგისტრაცია ვის რა ჯანდაბაში სჭირდება. პარტია, მისი წესდება, სტრუქტურები არსებობს არჩევნებისთვის და არა პირიქით. მოდით სხვა კუთხიდან შევხედოთ.
პირველი და უკანასკნელი ლეგიტიმური პრეტენზია ოპოზიციის მიმართ არის, რომ ვერც ერთ კრიტიკულ სიტუაციაში ვერ გაერთიანდა. ყველა თავის პარტიულ იდენტობას უფრთხილდებოდა. მრავალფეროვნებაზე ღაღადებდა. ერთმანეთში არ უნდა ავიზილოთ. ვინ მოთვლის “არგუმენტებს”. სინამდვილეში, ყველას თავისი ფორმალური და არაფორმალური თავმჯდომარე ყავდა, ზოგს ორი, ყველას თავის პატარა რაიონული თავმჯდომარეები ყავდა, ვისაც სიაში უნდოდა. გენ მდივნებს, რეგ/პოლიტ/სტრატეგ-დეპებს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეებს და ყველას ურიცხვ მოადგილეებს ვინ მოსთვლის. პარტიის ნომრებზე არაფერს ვამბობ. დღემდე მყარია რწმენა, რომ ნომრით იგებ არჩევნებს. ამ იურიდიული გარსისთვის, გნებავთ ჩონჩხისთვის, აგერ მეცამეტე წელია ვხოცავთ ერთმანეთს, სანამ ყველაფერი არ გამოიშიგნა და გამოშიგნულსაც ვერ ველევით. ამას ყველაფერს აზრი ოდნავ ნორმალურ ქვეყანაში აქვს. მორჩა ხალხნო! არჩევნები აღარაა, პოლიტიკა მოკლა ბიძინამ და ამ გადამხმარ ფუფხს ნუ მივსტირით. დისიდენტების ეპოქა დადგა, თავგანწირული არაფორმალების. აი ისეთების სსრკას ეპოქიდან რომ გვახსოვს და გიჟებს ვეძახდით
ძალიან კარგი, ხვალიდან აღარ იქნება პარტიულ ჩონჩხს მიწეპებული ადამიანები. ვისაც ბრძოლა უნდა, ადამიანებს შეეძლებათ, სუფთა ფურცლიდან იურთიერთოს ერთმანეთთან. ამაზე დიდ საჩუქარს ამ ვითარებაში, ოცნება ვერ გაგვიკეთებდა. სინამდვილეში, ოპოზიციის თვითდაქუცმაცების საუკეთესო ინსტრუნეტს თავად აუქმებს რეჟიმი
ამიტომ დიდი მადლობა ბატონ ბიძინას ცხონებული ღარიბაშვილის ხმით

„ქართული ოცნება“ განმარტავს, რა კრიტერიუმებს ეყრდნობა პარტიების აკრძალვის თაობაზე მათ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი

28 October 2025 at 16:12

გასული წლის საპარლამენტო ს წინ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ამომრჩეველს დავპირდით, რომ ამომრჩევლების მხარდაჭერის შემთხვევაში ვუზრუნველყოფდით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ძირეული პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების პროცესის წარმართვას. ამ დაპირების შესასრულებლად დემოკრატიული მანდატი 1 120 000-მა ამომრჩეველმა მოგვცა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის დროს განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, სარჩელში, „სხვა დარღვევებთან ერთად, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში, უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაოპოლიტიკურ, ისე საგარეოპოლიტიკურ ლეგიტიმაციას”.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ამომრჩეველს დავპირდით, რომ ამომრჩევლების მხარდაჭერის შემთხვევაში ვუზრუნველყოფდით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ძირეული პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების პროცესის წარმართვას. 1 120 000-მა ამომრჩეველმა ამ დაპირების შესასრულებლად მოგვცა მისი დემოკრატიული მანდატი.
ამ სახალხო მანდატის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის და 1 აპრილის დადგენილებებით შეიქმნა „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“, რომელმაც 6 თვიანი მუშაობის პერიოდში, პირდაპირ ეთერში გამართა 64 სხდომა, გამოიკითხა 139 პირი, შეისწავლა მოქალაქეებისგან 778 განცხადება. კომისიის თითქმის 500 გვერდიანი დასკვნის განხილვის საფუძველზე 2025 წლის 3 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება და გაიზიარა კომისიის მიგნებები. ამით, საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკური შეფასება მისცა „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა დაკავშირებული პარტიების ქმედებებს 2003-2025 წლებში.
დღეს კი, ვიწყებთ ჩვენი დაპირების სამართლებრივი ნაწილის შესრულებას. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიგნებების საფუძველზე ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფების „ხალხის ძალა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წევრები ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის მოთხოვნით.
საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობას, „რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.“
ამასთან, პოლიტიკური პარტიის საქმიანობა უშუალოდ და მჭიდროდ დაკავშირებულია თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციაისთანაც, რომლიდან გამომდინარეც, დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის ისეთი საქმიანობა, რომელიც უგულებელყოფს დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას ან საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს რომელიმე ფუძემდებლურ პრინციპს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში სწორედ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანომ პოლიტიკური პარტიის მიერ დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი პოლიტიკის გატარების რისკი სათანადოდ დაადასტურა, სახელმწიფო უფლებამოსილია აღკვეთოს ასეთი პოლიტიკის გატარება.
ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სხვა დარღვევებთან ერთად, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში, უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაოპოლიტიკურ, ისე საგარეოპოლიტიკურ ლეგიტიმაციას. შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას. ამით, აღნიშნული პარტიები აღიარებენ რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს. ჩვენს სარჩელში წარმოდგენილია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური მიზნები სწორედ ამ პოლიტიკურ პარტიებს ამოძრავებს.
სამართლებრივი დასაბუთება –
კონსტიტუციური სარჩელი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შემდეგ დარღვევებს:
· საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა
· ადამიანის უფლებების ხელყოფა
საქართველოს კონსტიტუციური წყობილების განუყოფელი ელემენტია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და ადამიანის ძირითადი უფლებები, რომელთა სისტემური დარღვევა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაა. დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ადამიანის უფლებების ხელყოფა გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და მიიღო სისტემური და სისტემატური ხასიათი, კერძოდ
პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა წამების პრაქტიკის დანერგვით,
მკვლელობებისა და სხვაგვარი ძალადობის პრაქტიკის დანერგვით,
პირთა უკანონო თვალთვალის, უკანონო მიყურადებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-, აუდიო- და ფოტომასალის უკანონოდ შექმნის, შენახვისა და გამოყენების პრაქტიკის დანერგვით,
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საკუთრების ან სხვა უფლების ხელმყოფი პრაქტიკის დანერგვით,
ქონების გამოძალვისა და საკუთრების უფლების ხელყოფის პრაქტიკის დანერგვით.
· საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობები
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები. აღნიშნული არჩევნების შედეგებისა და ამ არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ან თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე მთელ რიგ შემთხვევებში უარი თქვეს და ამ გზით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არაერთი საბოტაჟი აწარმოეს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულმა არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს არჩევნები საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა.
1) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედგა ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადების პირველი მცდელობა, როდესაც არჩევნების არალეგიტიმურობის ყალბი საბაბით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტიც კი გამოუცხადა. თუმცა, მოგვიანებით, ისინი შეუდგნენ საქართველოს პარლამენტში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.
2) 2018 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით მოქმედმა კოალიციამ უარი თქვა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების აღიარებაზე და სცადა ძალადობრივი მეთოდის გამოყენებით საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიის ჩაშლა.
3) 2019 წლის ივნისში „ნაციონალური მოძრაობა“ და მჭიდროდ დაკავშირებული სხვა პოლიტიკური პარტიები საქართველოს პარლამენტის სასახლის შტურმით აღებას შეეცადნენ.
4) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა არალეგიტიმურად შერაცხეს, უარი თქვეს ახალარჩეული პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის შტურმით აღებას შეეცადნენ. თუმცა, მოგვიანებით, ისინი შეუდგნენ საქართველოს პარლამენტში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.
5) 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა არალეგიტიმურ არჩევნებად შერაცხეს, სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები წამოიწყეს და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა განაახლეს. თუმცა, მოგვიანებით, ისინი შეუდგნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.
6) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, უარყვეს ამ არჩევნების შედეგები, უარი თქვეს პარლამენტის წევრის მანდატებზე და ახალარჩეული პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადეს. მეტიც, არჩევნების შემდეგ, არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი შეუწყეს და განახორციელეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მოიცავდა საქართველოს პარლამენტის სასახლეში ძალის გამოყენებით შეჭრას.
ზემოაღნიშნული ქმედებების პარალელურად და მათ გაგრძელებად, არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა 2022-2025 წლებში განახორციელეს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის რამდენიმე მცდელობა.
არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად შერაცხვის პირველი მცდელობა 2016 წელს დაფიქსირდა, 2018 წლიდან ამ მცდელობამ სისტემატური, ხოლო 2020 წლიდან კი სისტემური და უწყვეტი სახე შეიძინა. ამასთან, დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადებას 2019-2025 წლებში ერთვოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის, მთლიანობაში, ექვსი უშუალო მცდელობა, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ მიმართული საქმიანობა, რომელსაც არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები აწარმოებენ ხანგრძლივი, სისტემატური, სისტემური და აქტუალურია, რაც დღეს ამ მიზნის აქტუალურობასაც უტყუარად ცხადყოფს.
ამრიგად, 2004-2012 წლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ამასთანავე, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულმა ყველა არაკონსტიტუციურმა პარტიამ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული დემოკრატიის არსი, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უსაფუძვლოდ უარის თქმასა და დემოკრატიის მიმართ აშკარა და უხეში უპატივცემულობის გამოვლენაში გამოიხატა.
· საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა
· 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენები
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩაიდინა არაერთი ქმედება და ამ მხრივ, აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რამაც დააზიანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივა და ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებას. კერძოდ, 2004-2008 წლებში საომარ რიტორიკასთან და კონფრონტაციულ ქმედებებთან ერთად აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:
· 2004 წელს ქალაქ ცხინვალის მიმართულებით შეიარაღებული დაპირისპირება განხორციელდა.
· 2006 წლის 28 სექტემბერს კოდორის ხეობას საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ეწოდა „ზემო “.
· 2006 წლის ნოემბერში საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში საქართველოს როგორც დე იურე, ისე დე ფაქტო იურისდიქციას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ჩაატარა ალტერნატიული არაკონსტიტუციური არჩევნები, სადაც აირჩა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და მის დაქვემდებარებაში შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა, რომლის წევრებიც მინისტრებად იწოდებოდნენ. ამით საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში სეპარატისტულ არჩევნებს ირიბი ლეგიტიმაცია შესძინა, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღია და უხეში ღალატი იყო.
· 2007 წელს საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და სამართლებრივად აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1990 წელს გაუქმებული საზღვრები.
· აღნიშნული ქმედებების კულმინაცია იყო 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად, რის შემდეგაც საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციას, რომლითაც აღიარა საკუთარი ქმედებებით ესკალაციის ახალ, „ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე“ გადაყვანა, ს სამხედრო ინტერვენციას კი „საპასუხო იერიში“ უწოდა.
ამრიგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2004 წლიდან გეგმაზომიერად და თანამიმდევრულად განახორციელა ქმედებები და ღონისძიებები, რომლებმაც ხელი შეუწყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, არამედ საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებასაც.
· 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ქმედებების ჩადენა 2012 წლის შემდეგაც განაგრძო, რაც უკვე მჭიდროდ დაკავშირებულ სხვა არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად განახორციელა.
· საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანება და საქართველოსა და რუსეთს შორის აქტიური საომარი მოქმედებების გაჩაღების მცდელობა-ხელშეწყობა
2022 წელს ში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კონფლიქტი მაქსიმალურ ნიშნულამდე გაემწვავებინათ. არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები დღემდე ცდილობენ, საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარება გამწვავდეს იგივე ფორმითა და ხარისხით, რა ფორმითა და ხარისხითაც ამას 2008 წლის ომამდე „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა.
· საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელის შეწყობა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანებასა და საქართველოსა და რუსეთს შორის აქტიური საომარი მოქმედებების გაჩაღების მცდელობა-ხელშეწყობასთან ერთად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა სხვა მიმართულებითაც ხორციელდება; კერძოდ, ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, სხვადასხვა საკითხთან მიმართებით უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება, რათა საქართველოს მოქალაქეებში უკმაყოფილება დაგროვდეს, ისინი მათ მიერ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და ეს პროცესები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მექანიზმად და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად იქნეს გამოყენებული. კერძოდ, ეს მცდელობები მოიცავს
· ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებისა და შენარჩუნების საკითხისთვის საზიანო ქმედებებს,
· ევროპის კავშირში საქართველოს გაწევრების მიმართულებით ქვეყნისთვის ხელშემშლელ ქმედებებს,
· საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ხელისუფლებაზე უცხოეთიდან სისტემატური საინფორმაციო თავდასხმებს, სანქციების დაწესების მცდელობებს და ამის ხელშეწყობას.
ამრიგად, 2004-2012 წლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელყო საქართველოს დამოუკიდებლობა და მიზანმიმართულად შექმნა ნიადაგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად, ხოლო 2012 წლის შემდეგ ამ პოლიტიკურმა პარტიამ და სხვა არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა განახორციელეს საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მრავალი მცდელობა.
სასარჩელო მოთხოვნა
ზემოაღნიშნული გარემოებები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების გათვალისწინებით, ერთობლივად ქმნის რამდენიმე არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მყარ კონსტიტუციურ საფუძველს.
ამასთან, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის, მის არაკონსტიტუციურ იდეებთან და ქცევასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ პარტიას, ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ რეალური საფრთხე შეუქმნას კონსტიტუციურ წყობილებას. ამ მხრივ განმსაზღვრელია პარტიის ზომა, სტრუქტურული ორგანიზება, პოლიტიკური გავლენა. ამიტომ, იმ პარტიების განსაზღვრისას, რომელთა აკრძალვასაც კონსტიტუციური სარჩელით ვითხოვთ, ვისარგებლეთ ორი მთავარი კრიტერიუმით:
– რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება,
– რამდენად უქმნის კონკრეტული არაკონსტიტუციური პარტია მისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას.
შესაბამისად, ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია შემდეგი სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა, რომლებმაც საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ. ეს პარტიებია (პარტიების რეესტრში მითითებული მათი იურიდიული დასახელებებით):
− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“,
− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“,
− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია – დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“, რომლებიც სინამდვილეში „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ შემადგენლობაში არიან, თუმცა, ფორმალურად, დამოუკიდებელ პარტიებადაც არიან რეგისტრირებული, აგრეთვე „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად, მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ.
ზემოაღნიშნული პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს შემდეგი გარემოებები:
– აღნიშნული პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელი პირები „ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, ეკავათ სხვადასხვა პარტიული თუ პოლიტიკური თანამდებობა.
– აღნიშნული პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და ერთიან ორგანიზმს და დღესაც ასე მოქმედებენ.
ამავე დროს, ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი არ იქნება არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც დღევანდელი მდგომარეობით, რელევანტური იქნებოდა მხოლოდ პარტია „ლელოს“ სახელით საკრებულოებში გასულ 59 წევრთან დაკავშირებით. ამით, უპირველეს ყოვლისა, გვსურს, პატივი ვცეთ მათ ამომრჩევლებს და განსხვავებით თავად პარტია „ლელოსგან“, რომელმაც მისი ამომრჩევლისგან მინიჭებულ საპარლამენტო მანდატების მიღებაზე უარი თქვა, საკრებულოებში შევინარჩუნოთ ამომრჩევლის მიერ გაცემული მანდატები.
ასევე, ჩვენი სარჩელი არ შეიცავს არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას. როგორც იცით, დღეს კანონმდებლობით განსაზღვრულია მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რომელიც იძლევა უფრო ფართო შესაძლებლობას აკრძალული პარტიებთან დაკავშირებული პირების სამომავლო არაკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობის აღსაკვეთად“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. სრულად

28 October 2025 at 16:11

შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. სრულად
ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფების „ხალხის ძალა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წევრების ერთობლივ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა
წინაპირობა
2024 წლის საპარლამენტო ს წინ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ამომრჩეველს დავპირდით, რომ ამომრჩევლების მხარდაჭერის შემთხვევაში უზრუნველყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ძირეული პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების პროცესის წარმართვას. 1 120 000-მა ამომრჩეველმა ამ დაპირების შესასრულებლად მოგვცა მისი დემოკრატიული მანდატი.
ამ სახალხო მანდატის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის და 1 აპრილის დადგენილებებით შეიქმნა „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“, რომელმაც 6 თვიანი მუშაობის პერიოდში, პირდაპირ ეთერში გამართა 64 სხდომა, გამოიკითხა 139 პირი, შეისწავლა მოქალაქეებისგან 778 განცხადება. კომისიის თითქმის 500 გვერდიანი დასკვნის განხილვის საფუძველზე 2025 წლის 3 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება და გაიზიარა კომისიის მიგნებები. ამით, საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკური შეფასება მისცა „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა დაკავშირებული პარტიების ქმედებებს 2003-2025 წლებში.
დღეს კი, ვიწყებთ ჩვენი დაპირების სამართლებრივი ნაწილის შესრულებას. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიგნებების საფუძველზე ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფების „ხალხის ძალა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წევრები ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის მოთხოვნით.
საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობას, „რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.“
ამასთან, პოლიტიკური პარტიის საქმიანობა უშუალოდ და მჭიდროდ დაკავშირებულია თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციასთანაც, რომლიდან გამომდინარეც, დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის ისეთი საქმიანობა, რომელიც უგულებელყოფს დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას ან საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს რომელიმე ფუძემდებლურ პრინციპს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში სწორედ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანომ პოლიტიკური პარტიის მიერ დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი პოლიტიკის გატარების რისკი სათანადოდ დაადასტურა, სახელმწიფო უფლებამოსილია აღკვეთოს ასეთი პოლიტიკის გატარება.
ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სხვა დარღვევებთან ერთად, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში, უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას. ამით, აღნიშნული პარტიები აღიარებენ რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს. ჩვენს სარჩელში წარმოდგენილია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური მიზნები სწორედ ამ პოლიტიკურ პარტიებს ამოძრავებს.
სამართლებრივი დასაბუთება
კონსტიტუციური სარჩელი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შემდეგ დარღვევებს:
I. საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა
1. ადამიანის უფლებების ხელყოფა
საქართველოს კონსტიტუციური წყობილების განუყოფელი ელემენტია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და ადამიანის ძირითადი უფლებები, რომელთა სისტემური დარღვევა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაა. დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ადამიანის უფლებების ხელყოფა გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და მიიღო სისტემური და სისტემატური ხასიათი, კერძოდ
· პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა წამების პრაქტიკის დანერგვით,
· მკვლელობებისა და სხვაგვარი ძალადობის პრაქტიკის დანერგვით,
· პირთა უკანონო თვალთვალის, უკანონო მიყურადებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-, აუდიო- და ფოტომასალის უკანონოდ შექმნის, შენახვისა და გამოყენების პრაქტიკის დანერგვით,
· მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საკუთრების ან სხვა უფლების ხელმყოფი პრაქტიკის დანერგვით,
· ქონების გამოძალვისა და საკუთრების უფლების ხელყოფის პრაქტიკის დანერგვით.
2. საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობები
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები. აღნიშნული არჩევნების შედეგებისა და ამ არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ან თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე მთელ რიგ შემთხვევებში უარი თქვეს და ამ გზით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არაერთი საბოტაჟი აწარმოვეს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულმა არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს არჩევნები საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა.
1) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედგა ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადების პირველი მცდელობა, როდესაც არჩევნების არალეგიტიმურობის ყალბი საბაბით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტიც კი გამოუცხადა. თუმცა, მოგვიანებით, ისინი შეუდგნენ საქართველოს პარლამენტში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.
2) 2018 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით მოქმედმა კოალიციამ უარი თქვა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების აღიარებაზე და სცადა ძალადობრივი მეთოდის გამოყენებით საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიის ჩაშლა.
3) 2019 წლის ივნისში „ნაციონალური მოძრაობა“ და მჭიდროდ დაკავშირებული სხვა პოლიტიკური პარტიები საქართველოს პარლამენტის სასახლის შტურმით აღებას შეეცადნენ.
4) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა არალეგიტიმურად შერაცხეს, უარი თქვეს ახალარჩეული პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის შტურმით აღებას შეეცადნენ. თუმცა, მოგვიანებით, ისინი შეუდგნენ საქართველოს პარლამენტში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.
5) 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა არალეგიტიმურ არჩევნებად შერაცხეს, სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები წამოიწყეს და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა განაახლეს. თუმცა, მოგვიანებით, ისინი შეუდგნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.
6) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, უარყვეს ამ არჩევნების შედეგები, უარი თქვეს პარლამენტის წევრის მანდატებზე და ახალარჩეული პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადეს. მეტიც, არჩევნების შემდეგ, არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი შეუწყვეს და განახორციელეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მოიცავდა საქართველოს პარლამენტის სასახლეში ძალის გამოყენებით შეჭრას.
ზემოაღნიშნული ქმედებების პარალელურად და მათ გაგრძელებად, არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა 2022-2025 წლებში განახორციელეს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის რამდენიმე მცდელობა.
არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად შერაცხვის პირველი მცდელობა 2016 წელს დაფიქსირდა, 2018 წლიდან ამ მცდელობამ სისტემატური, ხოლო 2020 წლიდან კი სისტემური და უწყვეტი სახე შეიძინა. ამასთან, დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადებას 2019-2025 წლებში ერთვოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის, მთლიანობაში, ექვსი უშუალო მცდელობა, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ მიმართული საქმიანობა, რომელსაც არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები აწარმოებენ ხანგრძლივი, სისტემატური, სისტემური და აქტუალურია, რაც დღეს ამ მიზნის აქტუალურობასაც უტყუარად ცხადყოფს.
ამრიგად, 2004-2012 წლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ამასთანავე, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულმა ყველა არაკონსტიტუციურმა პარტიამ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული დემოკრატიის არსი, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უსაფუძვლოდ უარის თქმასა და დემოკრატიის მიმართ აშკარა და უხეში უპატივცემულობის გამოვლენაში გამოიხატა.
II. საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა
1. 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენები
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩაიდინა არაერთი ქმედება და ამ მხრივ, აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რამაც დააზიანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივა და ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებას. კერძოდ, 2004-2008 წლებში საომარ რიტორიკასთან და კონფრონტაციულ ქმედებებთან ერთად აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:
• 2004 წელს ქალაქ ცხინვალის მიმართულებით შეიარაღებული დაპირისპირება განხორციელდა.
• 2006 წლის 28 სექტემბერს კოდორის ხეობას საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ეწოდა „ზემო “.
• 2006 წლის ნოემბერში საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში საქართველოს როგორც დე იურე, ისე დე ფაქტო იურისდიქციას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ჩაატარა ალტერნატიული არაკონსტიტუციური არჩევნები, სადაც აირჩა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და მის დაქვემდებარებაში შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა, რომლის წევრებიც მინისტრებად იწოდებოდნენ. ამით საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში სეპარატისტულ არჩევნებს ირიბი ლეგიტიმაცია შესძინა, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღია და უხეში ღალატი იყო.
• 2007 წელს საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და სამართლებრივად აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1990 წელს გაუქმებული საზღვრები.
• აღნიშნული ქმედებების კულმინაცია იყო 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად, რის შემდეგაც საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციას, რომლითაც აღიარა საკუთარი ქმედებებით ესკალაციის ახალ, „ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე“ გადაყვანა, ს სამხედრო ინტერვენციას კი „საპასუხო იერიში“ უწოდა.
ამრიგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2004 წლიდან გეგმაზომიერად და თანამიმდევრულად განახორციელა ქმედებები და ღონისძიებები, რომლებმაც ხელი შეუწყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, არამედ საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებასაც.
2. 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ქმედებების ჩადენა 2012 წლის შემდეგაც განაგრძო, რაც უკვე მჭიდროდ დაკავშირებულ სხვა არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად განახორციელა.
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანება და საქართველოსა და რუსეთს შორის აქტიური საომარი მოქმედებების გაჩაღების მცდელობა-ხელშეწყობა
2022 წელს ში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კონფლიქტი მაქსიმალურ ნიშნულამდე გაემწვავებინათ. არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები დღემდე ცდილობენ, საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარება გამწვავდეს იგივე ფორმითა და ხარისხით, რა ფორმითა და ხარისხითაც ამას 2008 წლის ომამდე „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა.
• საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელის შეწყობა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანებასა და საქართველოსა და რუსეთს შორის აქტიური საომარი მოქმედებების გაჩაღების მცდელობა-ხელშეწყობასთან ერთად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა სხვა მიმართულებითაც ხორციელდება; კერძოდ, ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, სხვადასხვა საკითხთან მიმართებით უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება, რათა საქართველოს მოქალაქეებში უკმაყოფილება დაგროვდეს, ისინი მათ მიერ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და ეს პროცესები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მექანიზმად და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად იქნეს გამოყენებული. კერძოდ, ეს მცდელობები მოიცავს
• ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებისა და შენარჩუნების საკითხისთვის საზიანო ქმედებებს,
• ევროპის კავშირში საქართველოს გაწევრების მიმართულებით ქვეყნისთვის ხელშემშლელ ქმედებებს,
• საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ხელისუფლებაზე უცხოეთიდან სისტემატური საინფორმაციო თავდასხმებს, სანქციების დაწესების მცდელობებს და ამის ხელშეწყობას.
ამრიგად, 2004-2012 წლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელყო საქართველოს დამოუკიდებლობა და მიზანმიმართულად შექმნა ნიადაგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად, ხოლო 2012 წლის შემდეგ ამ პოლიტიკურმა პარტიამ და სხვა არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა განახორციელეს საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მრავალი მცდელობა.
სასარჩელო მოთხოვნა
ზემოაღნიშნული გარემოებები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების გათვალისწინებით, ერთობლივად ქმნის რამდენიმე არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მყარ კონსტიტუციურ საფუძველს.
ამასთან, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის, მის არაკონსტიტუციურ იდეებთან და ქცევასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ პარტიას, ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ რეალური საფრთხე შეუქმნას კონსტიტუციურ წყობილებას. ამ მხრივ განმსაზღვრელია პარტიის ზომა, სტრუქტურული ორგანიზება, პოლიტიკური გავლენა. ამიტომ, იმ პარტიების განსაზღვრისას, რომელთა აკრძალვასაც კონსტიტუციური სარჩელით ვითხოვთ, ვისარგებლეთ ორი მთავარი კრიტერიუმით:
1. რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება,
2. რამდენად უქმნის კონკრეტული არაკონსტიტუციური პარტია მისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას.
შესაბამისად, ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია შემდეგი სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა, რომლებმაც საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ. ეს პარტიებია (პარტიების რეესტრში მითითებული მათი იურიდიული დასახელებებით):
− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“,
− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“,
− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია – დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“, რომლებიც სინამდვილეში „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ შემადგენლობაში არიან, თუმცა, ფორმალურად, დამოუკიდებელ პარტიებადაც არიან რეგისტრირებული, აგრეთვე „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად, მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ.
ზემოაღნიშნული პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს შემდეგი გარემოებები:
– აღნიშნული პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელი პირები „ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, ეკავათ სხვადასხვა პარტიული თუ პოლიტიკური თანამდებობა.
– აღნიშნული პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და ერთიან ორგანიზმს და დღესაც ასე მოქმედებენ.
ამავე დროს, ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი არ იქნება არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც დღევანდელი მდგომარეობით, რელევანტური იქნებოდა მხოლოდ პარტია „ლელოს“ სახელით საკრებულოებში გასულ 59 წევრთან დაკავშირებით. ამით, უპირველეს ყოვლისა, გვსურს, პატივი ვცეთ მათ ამომრჩევლებს და განსხვავებით თავად პარტია „ლელოსგან“, რომელმაც მისი ამომრჩევლისგან მინიჭებულ საპარლამენტო მანდატების მიღებაზე უარი თქვა, საკრებულოებში შევინარჩუნოთ ამომრჩევლის მიერ გაცემული მანდატები.
ასევე, ჩვენი სარჩელი არ შეიცავს არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას. როგორც იცით, დღეს კანონმდებლობით განსაზღვრულია მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რომელიც იძლევა უფრო ფართო შესაძლებლობას აკრძალული პარტიებთან დაკავშირებული პირების სამომავლო არაკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობის აღსაკვეთად.

თბილისის მერია – ვარკეთილის III მასივის მე-10 კვარტალში 4-სართულიანი ავარიული სახლის ნაცვლად, 10-სართულიანი, თანამედროვე საცხოვრებელი სახლი შენდება

28 October 2025 at 12:27

თბილისის განვითარების ფონდი, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივის მე-10 კვარტალში მდებარე მე-9 კორპუსის ჩანაცვლებას იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა მ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ მისამართზე სადემონტაჟო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ტერიტორიიდან სამშენებლო ნარჩენების გატანა, რის შემდეგაც ავარიული, 4-სართულიანი სახლის ნაცვლად, 10-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა-ნაგებობა აშენდება.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ავარიული სახლების ჩანაცვლება გახლავთ. აღნიშნული პროგრამა რამდენიმე წელია წარმატებით მუშაობს. ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ამ მიმართულებას, რადგან დღეს, თბილისში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლები ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ჩვენი გამგეობების თანამშრომლებს ყოველთვის აქვთ კომუნიკაცია იმ ოჯახებთან, რომლებიც ასეთ საცხოვრებელ სახლებში ცხოვრობენ. ვუკეთებთ კონკრეტულ შეთავაზებას, რომ მათი ჩართულობითა და თანამშრომლობით მოვახდინოთ ასეთი საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი და მათ ახალ კორპუსებში გადავცეთ გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული ბინები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობას არასდროს გაუწყვეტია კომუნიკაცია ამ ადამიანებთან მაშინ, როდესაც ოპოზიციას ეს თემა მხოლოდ ს წინ, სპეკულაციის მიზნით ახსენდება.
„ოპოზიციას მხოლოდ არჩევნებზე ახსენდება ასეთი შენობა-ნაგებობები, იქ მცხოვრები ოჯახები და ყოველთვის მიმართავენ სპეკულაციებსა და სოცრუეს, თითქოს აღნიშნული თემა არ გვაინტერესებს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. პირიქით, ძალიან ბევრს აკეთებს მუნიციპალიტეტი, რომ რაც შეიძლება მეტი ასეთი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდეს და მის მაგივრად ახალი საცხოვრებელი კორპუსები ავაშენოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურია სამგორის რაიონი.
აღნიშნულ მისამართზე აშენდება 4 905 კვ.მ ფართობის შენობა, სადაც განთავსდება 90 ბინა. აქედან სრულად გარემონტებული საცხოვრებელი სახლი გადაეცემა 44 ოჯახს, ხოლო დანარჩენი 46 ბინა ნატურით ანგარიშსწორებაში მონაწილეობს.
ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

„გახარია საქართველოსთვის“ – ვიწყებთ „ოცნების” მოძალადე რეჟიმთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რისთვისაც გამოვიყენებთ პარლამენტის ტრიბუნას – პარლამენტში ჩვენი შემოსვლა არ ნიშნავს ლეგიტიმაციის მიცემას ან არ მიცემას

28 October 2025 at 12:27

დღეს ჩვენ პოლიტიკური ძალა „გახარია საქართველოსთვის” ვიწყებთ „ოცნების” მოძალადე რეჟიმთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რისთვისაც, ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ ჩვენთვის მონიჭებულ იმ პოლიტიკურ პლატფორმას, რასაც საქართველოს პარლამენტის ტრიბუნა ჰქვია – ჩვენი პარლამენტი შემოსვლა არ ნიშნავს ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის მიცემას ან არ მიცემას, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის და განსხვავებული ხმა, რომელიც აქამდე საქართველოს პარლამენტში არ ისმოდა, ამ დარბაზსა და ტრიბუნაზე გაახმოვანონ.
„რა თქმა უნდა, „ოცნებას” 2024 წლის საპარლამენტო ს გაყალბების შემდეგ ჩადენილი უამრავი დანაშაულის გამო, პირველ რიგში, საქართველოს ევროპულ მომავალზე უარის თქმის გამო, ანტიდემოკრატიული, ადამიანის უფლებების შემლახველი კანონების მიღების გამო, მოქალაქეებზე ძალადობის გამო, ჰქონდა ლეგიტიმაციის პრობლემა, მაგრამ სამწუხაროდ, მას შემდეგ რაც ტოტალური კამპანია დაიწყო მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტის სასარგებლოდ და 4 ოქტომბრის სრულიად უპასუხისმგებლო პროვოკაციით, ამან „ოცნებას”, სამწუხაროდ, მისცა საბაბი, დაეძლია ლეგიტიმაციის კრიზისიც, დაებრუნებინა ამომრჩეველი და გადაელახა ის კრიზისიც, რომლის წინაშეც ის ამ წლის დასაწყისში იდგა. ამიტომ, როდესაც საუბარია იმაზე და ისმის კითხვა ვინ აძლევს ლეგიტიმაციას ამ პარლამენტს, ეს კითხვა პირველ რიგში, იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს უნდა დაუსვან, რომელიც ჩართული იყვნენ 4 ოქტომბრის პროვოკაციის მოწყობასა და იმ მძიმე შედეგების დადგომაში, რის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ და რამაც რეალურად, კიდევ უფრო დაამძიმებინა ოცნებას ავტოკრატიული რეჟიმი, რასაც, რა თქმა უნდა, აქამდეც აკეთებდა, მაგრამ დამატებით მისცა საბაბი, საკუთარ ამომრჩეველში გაემართლებინა ავტორიტარიზმის დამძიმება“, – აღნიშნა შარაშიძემ.
მისივე თქმით, მათი პარლამენტში შესვლა რეალობისთვის თვალის გასწორებას ნიშნავს.
„ჩვენი პარლამენტი შემოსვლა არ ნიშნავს ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის მიცემას ან არ მიცემას. ეს ნიშნავს რეალობისთვის თვალის გასწორებას. იმ რეალობისთვის, რომლითაც დღეს ქვეყანა “ოცნების” მიერ იმართება. “ოცნების” მიერ მიღებული კანონებით დღეს უამრავი ადამიანი არის დაჭერილი, რაც ყოველდღიურად გრძელდება. ამიტომ, ჩვენთვის პარლამენტში შემოსვლა პირველ რიგში, ქართველი ხალხის ხმის და განსხვავებული აზრის პარლამენტში დაბრუნებას ემსახურება, რომელიც არ ეკუთვნის არავის – არც “ოცნებას” და არც რომელიმე სხვა პარტიას; ნიშნავს ამ ორი რადიკალური ძალის, რასაც “ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ნაცმოძრაობის” ქვეშ მყოფი პარტიების მიერ შექმნილი დაპირისპირებისა და რადიკალიზაციის სპირალიდან ქვეყნის გამოყვანის მცდელობას; და რა თქმა უნდა, გვიშავს ძალიან მწვავე პრინციპულ, მაგრამ ამავე დროს, გონიერ, ზომიერ და თანმიმდევრულ პოლიტიკას “ოცნების” წინააღმდეგ”, – განაცხადა შარაშიძემ.
შეგახსენებთ, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისადმი გამოცხადებული ბოიკოტი შეწყვიტა და მე-11 მოწვევის პარლამენტში, პარტიის 12 წევრით, შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

Yesterday — 27 October 2025Main stream

შალვა პაპუაშვილი – გახარიას პარტია ფორმალურადაც გარედან იმართება გიორგი გახარიას მიერ, რომელიც ლენინივით გერმანიიდან ცდილობს აქ რევოლუციების ორგანიზებას

27 October 2025 at 15:11

ერთადერთი საინტერესო ნაწილი, რაც გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში მუშაობას შეიძლება ახლდეს, არის ის, რომ შეგვიძლია პირდაპირ ვნახოთ თუ რა დავალებები მოდის გარედან. ეს არის პარტია, რომელიც ფორმალურადაც გარედან იმართება, გიორგი გახარიას მიერ, რომელიც გარეთ ანუ გერმანიაშია და ლენინივით გერმანიიდან ცდილობს აქ რევოლუციების ორგანიზებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს უწევდათ პარლამენტში ჯერ არ შესვლის, ახლა კი შესვლის გადაწყვეტილების გამართლება.
„დღეს გახარიას პარტიიდან რუსუდან თევზაძემ განაცხადა, რომ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატზე. ის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს იყრიდა, როგორც თბილისის ერთ-ერთი რაიონის მაჟორიტარი, სადაც არის 67 ათასი ამომრჩეველი. მან მიიღო 369 ხმა. მისი აქ ყოფნა ან არ ყოფნა რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტისთვის, აქედანაც შეგიძლიათ დაასკვნათ. ასევე, ეს ხალხი საუბრობს ლეგიტიმაციაზე, ვინც 67 ათასი ამომრჩევლისგან აიღო 369 ხმა. მესმის, რომ რთული მდგომარეობაა. წინა პარლამენტშიც იგივე იყო. გახსოვთ ს განცხადება, „პუფი იქნება, ვინც შევაო“, ბოლოს პუფებად შემოვიდნენ. მათაც არ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ აქტიური მუშაობა ჰქონოდათ პარლამენტში. მანდატები არ დათმეს, მაგრამ არც პარლამენტში შემოდგეს ფიზიკურად ფეხი. ახლა უწევთ საპარლამენტო ს აღიარება და არიან რთულ მდგომარეობაში, რომ რაღაც გამართლება მოუძებნონ, მაგრამ უფრო სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს. ჩვენ ვხედავთ, გარე მითითებებიდან გამომდინარე, რა პროცესებიც გვქონდა შარშან ოქტომბერში, როდესაც დამარცხებულს რადიკალურ ოპოზიციას, დამარცხებულ ელჩებთან, უცხოელ პოლიტიკოსებთან ერთად საკუთარი მარცხის აღიარება არ უნდოდათ. დაიწყეს გეგმა „ბე“-ზე მუშაობა იმისთვის, რომ ძალადობრივი გზით ჩამოეშორებინათ ეროვნული და ლეგიტიმური ხელისუფლება და მიეცათ საკუთარი მარიონეტებისთვის. ეს გეგმა ჩავარდა და საბოლოოდ, ჩავარდა 4 ოქტომბერს, როდესაც ხელისუფლების ვერ შემდგარ დამხობას ვუყურებდით. აქვე გავიხსენებ რასა იუკნევიჩიანეს, რომელიც გარედან გულშემატკივრობდა ხელისუფლების დამხობას და პოსტს პოსტზე წერდა იმ მომენტში, როდესაც პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა ხდებოდა. იქიდან გულშემატკივრობდა. შესაბამისად, ახლა უწევთ საკუთარ ამომრჩეველთან რაღაცნაირად გაამართლონ საკუთარი სამარცხვინო ქცევა – ერთი წლის განმავლობაში პარლამენტში რომ არ მუშაობდნენ და ასევე, შემოსვლა საქართველოს პარლამენტში.
ამ მხრივ ერთადერთი საინტერესო ნაწილი, რაც მათ მუშაობას პარლამენტში შეიძლება ახლდეს, არის ის, რომ შეგვიძლია პირდაპირ ვნახოთ თუ რა დავალებები მოდის გარედან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გარედან. ფაქტობრივად, პარტიაა, რომელიც ფორმალურადაც გარედან იმართება, გიორგი გახარიას მიერ, რომელიც გარეთ ანუ გერმანიაშია და ლენინივით გერმანიიდან ცდილობს აქ რევოლუციების ორგანიზებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისადმი გამოცხადებული ბოიკოტი შეწყვიტა და მე-11 მოწვევის პარლამენტში, პარტიის 12 წევრით, შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ნატალი ლუაზო – ერთი წელია ქართველები ყოველდღიურად, რეპრესიების მიუხედავად, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის მშვიდობიან დემონსტრაციებს მართავენ

27 October 2025 at 08:38

ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო აცხადებს, რომ ქართველი ხალხი გასული წლის საპარლამენტო ს შემდეგ მშვიდობიან დემონსტრაციებს ყოველ დღე მართავს.
„ზუსტად ერთი წლის წინ, ვაკვირდებოდი საქართველოში საკანონმდებლო არჩევნებს. ვნახე, როგორ მოიპარა მმართველმა პარტიამ ხალხის ხმა. მას შემდეგ, დაუღალავად, რეპრესიების მიუხედავად, ქართველები ყოველდღიურად მშვიდობიან დემონსტრაციებს მართავენ“, – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

„სალომე ზურაბიშვილი არც თავისი არჩევნების დროს იყო ლეგიტიმურად არჩეული“ – ნინო წილოსანი

27 October 2025 at 01:11

ნინო წილოსანმა ,,იმედზე” სალომე ზურაბიშვილზე განაცხადა:
არც თავისი ს დროს იყო ლეგიტიმურად არჩეული, ვგულისხმობ იმას, რომ პირველ ტურში მან ფაქტობრივად წააგო თავის ოპონენტთან. ის ვერ გახდებოდა პრეზიდენტი, რომ არა მეორე ტური, სადაც „ქართული ოცნება“ დაუდგა მას გვერდით და „ქართული ოცნების“ ხარჯზე გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი არც მაშინ იყო შინაარსობრივად არჩეული პრეზიდენტი, მთლიანი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნოდა და ახლა მით უფრო, როდესაც ის საქართველოს გამყიდველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც თავს აცხადებს მიმდინარე პრეზიდენტად.“

Before yesterdayMain stream

სალომე ზურაბიშვილი: “ერთი წელი გავიდა არჩევნებიდან. ერთი წელია ხელისუფლება არალეგიტიმურია”

26 October 2025 at 22:09

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას 2024 წლის საპარლამენტო აჩენებიდან გასული ერთი ერთი წელი შეაჯამა.
“26 ოქტომბრიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. ერთი წელია ხელისუფლება არალეგიტიმურია და ვერაფრით მოიპოვა ლეგიტიმურობა მცდელობებით, რომ ვიღაცებს ხელი ჩამოართვან, ვერც იმით, რომ ვიღაცები შეიყვანეს პარლამენტში, ან აპირებენ შეიყვანონ პარლამენტში”, – განაცხადა ზურაბიშვილმა, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს რუსული სცენარი უწოდა ისევე როგორც – 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებს:
“ერთი წელი გავიდა, ერთი რუსული სცენარიდან მეორე რუსულ სცენარამდე. 4 ოქტომბერს რეჟიმმა სცადა ხალხი შეეტყუებინა აბსურდულ სცენარში, რომელიც მხოლოდ რუსული სპეცსამსახურების ტვინში შეიძლება ყოფილიყო მოხარშული. ქართველი ხალხი ბრძენია, იცის, როგორ უნდა მიიყვანოს ეს ერთწლიან ბრძოლა ბოლომდე. რა გამოჩნდა ერთი წლის განმავლობაში? გამოჩნდა, რომ ქართველი ხალხის მხარეს არის არნახული სოლიდარობა. საკმარისია ნახოთ, რა სისწრაფით გროვდება დახმარება ჯარიმებისთვის, რათა არავინ დარჩეს დაუცველი ამ უსამართლობის წინაშე. საკმარისია ნახოთ ყოველივე სასამართლოზე ადამიანები, რომლებიც იქ დგანან, მიდიან, არავის ტოვებენ მარტო. სამაგიეროდ, ამ რეჟიმის წარმომადგენლები როდესაც არიან ციხის წინ და სასამართლოზე, მარტო არიან, არავინ დგება მათ გვერდთ. არავინ უცხადებს სოლიდარობას, თუნდაც „ფეისბუქ“ პოსტებით. მარტო არიან, საზოგადოების მხარეს არის სოლიდარობა, თანაგრძნობა, რომელიც რეჟიმმა გამოაცხადა, როგორ არალეგალური, ნულოვანი თანაგრძნობაა. ხალხში არის ერთიანი ბრძოლა”.
სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება დაუთმო ჟურნალისტებს, რომლებიც, მისი თქმით, ბოლომდე იბრძვიან ძალიან დიდი საფრთხეების წინაშე და ციხეშიც ხვდებიან.
“მზია ამაღლობელის სახელი, ყველა ჩვენი ჟურნალისტების სახელით საზღვრებს იქით გავიდა. არამხოლოდ ჟურნალისტები, ადვოკატები და იურისტები 1 წლის განმავლობაში სრულიად უანგაროდ ემსახურებიან სხვებს, ადამიანებს, რომლებიც უსამართლობის მსხვერპლი არიან. ეს არის ძალა საზოგადოების. პატრიოტიზმი ამ ხალხის მხარეს არის, რომელიც აქ დგას, ამ დროშების უკან. რეჟიმი არის ს მხარე, რომელსაც შემოჰყავს რუსული სანქცირებული გემი, შემოაქვს რუსული ნავთობი გადასამუშავებლად“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას.
ფორუმი

სალომე ზურაბიშვილი – რეჟიმი და მისი უკანასკნელი წარმომადგენლები ტოტალურ კორუფციაში არიან, რეჟიმმა უკვე წააგო, მისი დღეები დათვლილია, კიდევ ცოტა გავუძლოთ – არ დავუთმოთ რუსებს, თუნდაც ქართულ ტანსაცმელში გადაცმულს

26 October 2025 at 21:56

ერთი წლის თავზე ყველაფერი გაშიშვლდა. საზოგადოება იხდის ჯარიმებს, ბიუჯეტს ავსებს და რეჟიმი და მისი უკანასკნელი წარმომადგენლები ტოტალურ კორუფციაში არიან -კიდევ ცოტას გაუძლოს ჩვენმა გულმა, მალე იქნება ნამდვილი, ბოლომდე გამარჯვება, ახალი , ახალი საზოგადოება, ახალი პოლიტიკური სივრცე, რომელიც გვჭირდება,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის რეჟიმი, რომელიც ყიდის და ასხვისებს საქართველოს მიწებს.
„ერთი წლის თავზე, ყველაფერი გაშიშვლდა. ეს საზოგადოება იხდის ჯარიმებს, ბიუჯეტს ავსებს და რეჟიმი და მისი უკანასკნელი წარმომადგენლები ტოტალურ კორუფციაში არიან. ტოტალურში, რომლის ასეთი მასშტაბი არსად გამიგონია. ვეღარ ვითვლით ასეულ მილიონებს, სად მიდის. ეს არის რეჟიმი, რომელიც ყიდის და ასხვისებს საქართველოს მიწებს. აქვეა გახსნილი ახალი სამშენებლო ოფისი, მაგრამ ასევე მიწების გარიგების გაერთიანებულ არაბთა ემირატებთან. ვითომ კინო რუსთაველი ვერ დარჩებოდა რუსთველზე. ეს არის ამ რეჟიმის ქმედებები. ამ რეჟიმმა უკვე წააგო, აღარ აქვს არანაირი საფუძველი რომ გააგრძელოს, მისი დღეები დათვლილია! ჩვენ, ვალდებულები ვართ, კიდევ ცოტა გავუძლოთ. მინდა ვუთხრა პოლიტიკური პატიმრების მშობლებს: მე მესმის, როდესაც ვამბობ: “ცოტა კიდევ გავუძლოთ” მარტივი სიტყვები არ არის. ამას როდესაც ვამბობ მარტივი სიტყვები არაა იმ აქტივისტებისთვისაც, რომლებიც ყოველ დღე აქ დგანან და საკუთარ თავზე იღებენ ამ მოძრაობის უწყვეტობას. ვიცი, არაფერი არასდროს არის ადვილი, როდესაც საუბარია, რომ ეს ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, რუსებს არ დავუთმოთ, თუნდაც ქართულ ტანსაცმელში გადაცმულს.
აქ, უკვე ჩვენი, თქვენი გამარჯვებაა. კიდევ ცოტას გაუძლოს ჩვენმა გულმა, მალე იქნება ნამდვილი, ბოლომდე გამარჯვება, ახალი არჩევნები, ახალი საზოგადოება, ახალი პოლიტიკური სივრცე, რომელიც გვჭირდება. ეს არის ჩვენი მომავალი და ჩვენ ამ მომავლისთვის ყველა ერთად ვდგავართ“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ლევან ცუცქირიძე: “გადადგეს ბანდიტების მთავრობა! გათავისუფლდნენ უდანაშაულო ადამიანები! ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები!”

26 October 2025 at 21:55

„თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ 26 ოქტომბერს გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეებს შემდეგი “დემოკრატიული რიტუალის” ჯიუტად შესრულება შესთავაზა:
„ჩვენ გვჭირდება, რომ საქართველოს მოქალაქეების კიდევ უფრო დიდმა რაოდენობამ გადაწყვიტოს, რომ ჩვენ აღარ და ვეღარ ვიცხოვრებთ ძველებურად მანამ, სანამ არ აღვადგენთ დემოკრატიას ამ ქვეყანაში, არ გავათავისუფლებთ უდანაშაულოდ დაპატიმრებულ ადამიანებს და არ ჩავატარებთ ნამდვილად თავისუფალ არჩევნებს. ამისთვის მინდა შემოგთავაზოთ, რომ თითოეულმა მოქალაქემ დაამკვიდროს ერთგვარი ახალი, დემოკრატიული რიტუალი, რომელსაც ჯიუტად შევასრულებთ მანამ, სანამ ჩვენი მიზნები არ იქნება მიღწეული. შემიძლია ამ რიტუალისთვის სამი რამ შემოგთავაზოთ:
I. თითოეულმა მოქალაქემ კვირაში ერთი დღე მაინც აუცილებლად გაატაროს რუსთაველზე, საპროტესტო კერაზე ან სხვა ქალაქებში;
II. მხარი დაუჭირონ და დავაფინანსოთ ის მამაცი ადვოკატები, იურისტები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებიც იცავენ მართალ ადამიანებს და მათი ბრძოლის წყალობით მართალი სიტყვა ჯერ კიდევ ისმის ქვეყანაში;
III. შევუერთდეთ და გავაძლიეროთ დემოკრატიული, პატრიოტული, სამოქალაქო და პოლიტიკური ძალები იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი დემოკრატიის ფუნდამენტი ახლავე ჩავყაროთ და ის ისეთი ძლიერი იყოს, რომ ვერცერთმა ავტოკრატმა ვეღარ შეარყიოს“
ლევან ცუცქირიძის თქმით, საზოგადოება ერთი წლის განმავლობაში ითხოვდა ელემენტარულს – თავისუფალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. დღეს კი, მისი თქმით, საპროტესტო შეკრების მონაწილეები შეიკრიბნენ იმისთვის, რომ ყველამ ერთად, მათ შორის დაპატიმრებული ადამიანების სახელით, თქვან:
“გადადგეს ეს ბანდიტების მთავრობა! გათავისუფლდნენ უდანაშაულო ადამიანები! ჩატარდეს თავისუფალი ! ჩვენ ყველამ ერთისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ და ერთმაც უნდა იბრძოლოს ყველასათვის. მინდა გთხოვოთ გავიმეოროთ ჩვენი ბრძოლის ახალი წესი: ერთი ყველასათვის, ყველა ერთისთვის, გამარჯვებისთვის, ბოლომდე გამარჯვებისთვის!“.
ფორუმი

გერმანიის კანცლერი მასობრივ დეპორტაციებს ამართლებს

26 October 2025 at 18:38

გერმანიის კანცლერის ამ სიტყვების მოსმენისას, ორი გარემოება უნდა გავითვალისწინოთ. პირველი – მომავალ წელს ხუთ ფედერალურ მხარეში ადგილობრივი ტარდება. მეორე – გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მზარდი პოპულარობა, რომელსაც აღმოსავლეთ გერმანიის ორ რეგიონში უპრეცედენტო, 40-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.
20 ოქტომბერს, ჟურნალისტმა გერმანიის კანცლერს ჰკითხა, თავის პოზიციებზე რჩებოდა თუ ბოდიშს მოიხდიდა იმისთვის, რომ გასულ კვირას დიდი ქალაქებიდან მიგრანტების ფართომასშტაბიან დეპორტაციას დაუჭირა მხარი.
ფრიდრიხ მერცმა საკუთარი პოზიცია დაიცვა და დასძინა: „რაღაც უნდა შევცვალოთ“.
„არ ვიცი, გყავთ თუ არა თქვენ ვაჟები ან ქალიშვილები (…). ჰკითხეთ თქვენს ქალიშვილებს, ეჭვი მაქვს, ძალიან მკაფიო პასუხს მიიღებთ. უკან არაფერი მიმაქვს; პირიქით, ხაზს ვუსვამ: რაღაც უნდა შევცვალოთ“, – უპასუხა კანცლერმა ჟურნალისტს.
გასულ კვირას კანცლერმა მიანიშნა, რომ გერმანიის ქალაქებში პრობლემა თავად მრავალფეროვნებაშია.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ეს პრობლემა ურბანულ ლანდშაფტში და ამიტომ, შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი ახლა მუშაობს იმაზე, რომ დაუშვას და განახორციელოს ფართომასშტაბიანი გამოსახლებები“, – აღნიშნა მან ბერლინის გარეუბანში, ბრანდენბურგის მხარეში ვიზიტის დროს.
ასეთი განცხადებებისთვის კრიტიკოსებმა გერმანიის კანცლერი მიგრაციის შესახებ „საშიში“ რიტორიკის გამოყენებაში დაადანაშაულეს.
ფრიდრიხ მერცს რამდენიმე ოპოზიციონერი გამოეპასუხა. მაგალითად, „მწვანეთა პარტიის“ დეპუტატმა, რიკარდა ლანგმა მას პატერნალიზმსა და ახალგაზრდების რეალური პრობლემების უგულებელყოფაში დასდო ბრალი.
„შესაძლოა, „ქალიშვილებსაც“ მობეზრდათ, რომ ფრიდრიხ მერცი მათ უფლებებსა და უსაფრთხოებაზე მხოლოდ მაშინ ზრუნავს, როცა სურს, ისინი თავისი სრულიად ჩამორჩენილი პოლიტიკის გასამართლებლად გამოიყენოს“, – დაწერა მან „X“ პლატფორმაზე.
ბრანდენბურგის „მწვანეების“ ლიდერმა მერცი რასობრივი ცრურწმენების გაღვივებაშიც დაადანაშაულა. „საშიშია, როდესაც მმართველი პარტიები ცდილობენ, ადამიანებს იარლიყი მათი გარეგნობის ან წარმოშობის მიხედვით მიაკერონ“, – აცხადებს ლანგი.
„სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი, ნატალი პავლიკი კი ამბობს, რომ „მიგრაცია არ უნდა გახდეს გაკიცხვისა და პოპულისტური განცხადებების სამიზნე – ეს კიდევ უფრო ყოფს საზოგადოებას“.
ფრიდრიხ მერცმა კანცლერის თანამდებობა მიმდინარე წლის მაისში AfD-ის აღზევებასთან ბრძოლის დაპირებით დაიკავა.
თებერვლის საყოველთაო არჩევნებში, კონსერვატიულმა ბლოკმა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი / ქრისტიან-სოციალური კავშირი“ (ქდკ/ქსკ) 28.5 პროცენტი მიღო, მაშინ როდესაც AfD-მ მისთვის რეკორდული, 20.8 პროცენტი მოიპოვა.
მას შემდეგ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქდკ/ქსკ-ს კოალიციას გაუთანაბრდა და, ზოგიერთი გამოკითხვის თანახმად, უკვე გაუსწრო კიდეც.
ეს საგანგაშო ნიშანია ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატებისთვის“, რომლებიც კვირასა და ორშაბათს მომავალი წლის ხუთი ფედერალური მხარის არჩევნების სტრატეგიის განსასაზღვრად შეიკრიბნენ.
გერმანელი პოლიტიკური ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ტრადიციული პარტიები, როგორიცაა, მაგალითად, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“, ულტრამემარჯვენეებს მედიის დღის წესრიგის განსაზღვრის საშუალებას აძლევენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი უნებლიედ ახდენენ AfD-ს ქსენოფობიური და რასისტული იდეების ლეგიტიმაციასა და გავრცელებას.
წყარო: 1 არხი

გიგი წერეთელი: რამდენი პატრიოტიც არ უნდა გაუშვან ციხეში ან სხვაგვარად დააშინონ, ამ მიზანს და რწმენას ვერ გააქრობენ, ამას ყოველდღიურად ვხედავთ რუსთაველზე

26 October 2025 at 12:06
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი:
მიტაცებული დან წელიწადი გავიდა და ვხედავთ, თითქოს ერთ დიდ სასამართლოდ თუ საპატიმროდ გადაიქცა ქვეყანა. რეპრესიული სისტემის მიერ ძალადობის, დამცირების, დაშინების მთავარ ინსტრუმენტად გამოყენებას უპირისპირდება ათასობით მოქალაქის მშვიდობიანი პროტესტი, თავისუფლებისთვის და დემოკრატიული მომავლისთვის უპრეცედენტო სიმტკიცე, საკუთარი სამშობლოს სიყვარული, მისი ევროპული და არა რუსული პერსპექტივის გადარჩენის იმედი!
უამრავი ახალგაზრდა თუ უფროსი თაობის პატრიოტი ისევ გამოაჩინა ამ პროცესმა, ვინც ვერ შეეგუება ჩვენი ქვეყნის კორუმპირებულ ავტოკრატიად გადაქცევას, კონსტიტუციის გათელვას და დამოუკიდებლობის დაკარგვას.
ყველამ, ვინც თითქმის ერთი წელია ქუჩაში აპროტესტებს ოცნების ხელისუფლების ქმედებებს, ზუსტად იცის, რომ ეს საზოგადოებრივი წინააღმდეგობა, ამ ქვეყნის მომავლისთვისაა, სადაც რეპრესიები პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო საზოგადოების,თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, მხოლოდ მძიმე მოგონებად დარჩება, სადაც კანონი იკანონებს და სასამართლოს ნდობა ექნება, სადაც იქნება დემოკრატიული არჩევნები და არ იქნება ერთპარტიული პარლამენტი, სადაც ვერავინ მიიტაცებს ხელისუფლებას ძალით, ადამიანები დაცულად იგრძნობენ თავს და საკუთარი სამშობლოდან გაქცევაზე არ იფიქრებენ…
ამიტომ, ეს პროცესი, აუცილებლად ამ ხალხის და თავისუფლების იდეის გამარჯვებით დასრულდება. რამდენი პატრიოტიც არ უნდა გაუშვან ციხეში ან სხვაგვარად დააშინონ, ამ მიზანს და რწმენას ვერ გააქრობენ, ამას ყოველდღიურად ვხედავთ რუსთაველზე, ვხედავთ, თუ როგორ ღირსეულად ხვდებიან ჩვენი მეგობრები და თანამოაზრეები პოლიტიკური სასამართლოს გადაწყვეტილებებს და კიდევ უფრო მეტი სიმტკიცით აგრძელებენ ბრძოლას დემოკრატიისთვის.
ჩვენი მხარდაჭერა და მადლიერება თითოეულ მათგანს!🙏✌
როგორც ერთმა დიდმა მოაზროვნემ თქვა- „იდეა, რომლის დროც დადგა, ყველაზე ძლევამოსილ არმიაზე ძლიერია“ ასეთია საქართველოს თავისუფლების იდეაც!

შალვა პაპუაშვილი: “ნამდვილი საქართველო დაუპირისპირდა ქვეყნის გარეთ ჩაბუდებულ მრუდე ძალებს”

26 October 2025 at 11:41

„ქართული ოცნების“ სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის თავმჯდომარე, 2025 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს წლისთავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ვრცელი სტატუსით, რომელშიც ის კიდევ ერთხელ იმეორებს “ქართული ოცნების” თითქმის ყველა პროპაგანდისტულ კლიშეს, მათ შორის ომში ჩათრევას, დასავლეთის შეთქმულებას და აგენტ-აკაცუკებთან ბრძოლას.
“26 ოქტომბრის არჩევნები იყო ნამდვილი, ხელშესახები საქართველოს განმსაზღვრელი მომენტი, – წერს პაპუაშვილი, – ჩვენ, ჩვენს ნამდვილ ამომრჩევლებთან ერთად დავუპირისპირდით არა მხოლოდ შიდა, რევანშისტულ და დესტრუქციულ ძალებს, ნაცმოძრაობის იდეოლოგიით გაჟღენთილ მრუდე ოპოზიციას, არამედ მათ წარმმართველ, საგარეო გლობალისტურ ძალებს, რომელთაც საქართველოსთვის, გეოპოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე, შესაწირი პაიკის როლი დიდი ხნის დაწერილი აქვთ. ამ ძალებმა, ადგილობრივ მოკავშირეებთან ერთად განგვიცხადეს, რომ უკეთ იციან, რა სჯობს საქართველოსთვის, მისი მომავლისთვის, რა გვაქვს სამეცადინო და ჩასაბარებელი, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი და სად არის ჩვენი ადგილი. სამიათასწლოვან სახელმწიფოს სიბრძნე და გონიერება დაგვიწუნეს და უფსკრულის პირისკენ გვიბიძგეს. სწორედ ესაა ის გამრუდებული რეალობა, რომელსაც ჯიუტად და უხეშად გვახვევენ თავს. როდესაც საშიშროებასა და რისკებზე ვლაპარაკობდით, ზოგს არ სჯეროდა, რომ ამგვარი ძალები მართლაც არსებობდნენ. უმცირესობაში მყოფმა სკეპტიკოსებმა დაქსაქსულ ოპოზიციას მხარი დაუჭირა. მყარად მდგომმა უმრავლესობამ კი „ქართული ოცნება“ და სამშობლოს ეროვნული ინტერესები აირჩია”.
შალვა პაპუაშვილი ასევე ეხება არჩევნების გაყალბების ბრალდებას. საპროტესტო აქციებსა და მის მიერ სამშობლოს მტრებად გამოცხადებული ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს:
“26 ოქტომბრის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა, სამართლიანი არჩევნების სრულიად უსაფუძვლოდ გაყალბებულად გამოცხადებამ, საპროტესტო ტალღის მორიგ ჯერზე ხელოვნურად აგორებამ, მარიონეტი ოპოზიციონერების მიერ ბოიკოტის გამოცხადებამ და პოლიტიკური პროცესის საბოტაჟმა ოპოზიციის ამომრჩეველთა უმრავლესობა თავის შეცდომაში დაარწმუნა. ოპოზიციის რჩეულმა პარტიებმა ელექტორატი გააბრიყვეს, მოატყუეს, გამოცხადებული ნდობა და მიღებული მანდატები წყალს გაატანეს. როგორც შემდგომმა პროცესმა გვაჩვენა, ხელისუფლებამ გამოიჩინა სიმტკიცე და გონიერება, სამშობლოს მტრები და დამაქცევრები კი საკუთარ მანდატებს იმავე წყალთან ერთად გაჰყვნენ”.
შალვა პაპუაშვილი თავის განცხადებაში ტრადიციულად არ ივიწყებს ევროპის ქვეყნებსა და მათ დიპლომატიურ მისიებს.
“განვლილ წელიწადში, სიახლე და უპრეცედენტო მოვლენა გახლდათ გარკვეული დასავლური ქვეყნებისა და მათი დიპლომატიური მისიების სრულიად უხეში, მზაკვრული და დესტრუქციული ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ გაიხსნა ყველაფერი, რაც იყო დაფარული და როგორ გაცხადდა ის გეგმა, რაც საქართველოსთან მიმართებით არსებობდა. ეს გეგმა არ ეხებოდა არც საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას, არც ხალხის ნების გამოვლენას, მის გაძლიერებას თუ შემდგომ ინტეგრაციას. ეს გეგმა შეიცავდა ნებისმიერ ფასად ეროვნული ხელისუფლების შეცვლის სურვილს, რომლის ჩავარდნის შემთხვევაში ერთდროულად უნდა ამოქმედებულიყო ყველა ძალა, გავლენის ყველა აგენტი, ღია თუ ფარული, ყველა მედია თუ ენჯეო, უსარგებლო აკაცუკი თუ სასარგებლო იდიოტი”.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო უპირისპირდება ქვეყნის გარეთ ჩაბუდებულ მრუდე ძალებს, რომელთათვისაც საქართველო, მისი თქმით, მათი კონკრეტული ინტერესების სათამაშოა.
“ამ ბრძოლაში ფრონტის ხაზი ჩვენს მოქალაქეებზე გადის. ხალხების გონებისთვის მიმდინარე ომში სწორედ ისინი არიან მთავარი სამიზნე – მათი აზრები, ფიქრები, რწმენა და ქცევა. ზუსტად გათვლილი ფსიქოლოგიური იერიშით, როგორც ბოროტ ძალას სჩვევია, მოწყვლადი პირები დაარწმუნეს, რომ ეროვნული ხელისუფლება თითქოს რუსულია, რომ ომი არ არსებობს, რომ დამარცხებული გამარჯვებულია, ქველმოქმედება ქვეყნის ნგრევაა, ეკონომიკური აღმავლობა კი სიღარიბე”.
პაპუაშვილის თქმით, 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებულმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა წერტილი დაუსვა ყოველგვარ სპეკულაციას, სიცრუეს და სიმრუდეს.
“სწორედ ამიტომ, დღევანდელ დღეს, მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, ნამდვილ პატრიოტებს. მადლობა ეკუთვნის ასევე ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოში განვითარებას უჭერს მხარს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, რომელიც აფასებს მშვიდობას, ახსოვს ისტორიის მწარე გაკვეთილები და უკეთესი ხვალინდელი დღე ეიმედება. ჩვენ კი, ჩვენს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ქვეყნის წინაშე არ გავაცრუებთ, არ ვუღალატებთ, ზურგს არ შევაქცევთ. ნამდვილების და მრუდეების ჭიდილში, ჩვენ დავიცავთ ნამდვილ საქართველოს მთელი შეძლებით, ცოდნით და მონდომებით, ყველა ხილული თუ უხილავი მტრისაგან და გავასწორებთ ყოველგვარ სიმრუდეს, უსამართლობას და ძალდატანებას“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.
ფორუმი

ირლანდიის პრეზიდენტად აირჩიეს მემარცხენე პოლიტიკოსი, კეტრინ კონოლი

26 October 2025 at 00:36

ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა მემარცხენე შეხედულებების მქონე პოლიტიკოსმა, კეტრინ კონოლიმ – რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრიდა კენჭს. ს საბოლოო შედეგი ჯერჯერობით არ არის დათვლილი, თუმცა წინასწარი მონაცემებით კონოლი თითქმის ორჯერ უსწრებს თავის ერთადერთ მეტოქეს – მმართველი პარტია “ფინე გელის” კანდიდატ ჰეზერ ჰემფრის.
წინასწარი მონაცემებით, კონოლი იღებს ხმათა 60 პროცენტზე მეტს, ჰემფრისი – 30 პროცენტზე ნაკლებს. დანარჩენი ხმები ერგო არჩევნებიდან მოხსნილ ჯიმ გევისს, ამომრჩეველთა დაახლოებით 10-მა პროცენტმა ბიულეტენები განზრახ გააფუჭა – როგორც წესი, ესენი არიან მემარჯვენე შეხედულებების მოქალაქეები, რომლებსაც არ მოსწონთ ქვეყნის მიგრაციული პოლიტიკა და ვერ ხედავენ მათთვის მისაღებ კანდიდატს.
68 წლის კონოლის მხარს უჭერდა შვიდი ოპოზიციური პარტიის კოალიცია, რომელსაც ხელმძღვანელობს უმსხვილესი მემარცხენე ძალა “შინ ფეინი”. ანალიტიკოსების შეფასებით, რიგ საკითხებთან მიმართებით კონოლის პოზიციები ბევრად უფრო რადიკალურად მემარცხენეა, ვიდრე ევროპული პოლიტიკის მეინსტრიმული ძალების. იგი, მათ შორის, აკრიტიკებს ევროკავშირის გადაიარაღების გეგმას, უკრაინისთვის საომარი დახმარების გაწევას, მწვავედ აკრიტიკებს -ს, ნატოს და ისრაელს, ღაზაში მისი ომის გამო.
ირლანდიაში პრეზიდენტს უწინარესად ცერემონიული ფუნქციები აქვს და მთავრობის პოლიტიკაზე გავლენას არ ახდენს. კაბინეტის ხელმძღვანელმა, მიჰოლ მარტინმა კონოლის გამარჯვება მიულოცა და მასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

25 October 2025 at 21:24

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეების პარლამენტის წინ, ტროტუარზე არიან შეკრებილები.
პროტესტის 332-ე დღესაც აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო და გათავისუფლდნენ აქციის ფარგლებში დაკავებულები.

24 ოქტომბრის ღამეს მოსამართლეებმა რამდენიმე დემონსტრანტი გაუშვეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში

25 October 2025 at 10:27

თბილისის საქალაქო სასამართლოში 24 ოქტომბერს, დილის 3 საათამდე გაგრძელდა რუსთაველის გამზირზე, გზის გადაკეტვისათვის დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო სხდომები.
ზვიად კვარაცხელიას, მწერალს, გამომცემელსა და პუბლიცისტს, მოსამართლემ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა დააკისრა:
„გზა მე კი არა, ოლიგარქიულმა რეჟიმმა გადაკეტა. ამის გასაპროტესტებლად გამოვდივარ რუსთაველის გამზირზე“, – თქვა მან სასამართლო სხდომაზე.
რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა დააკისრა მოსამართლე ნინო ენუქიძემ რეჟისორ გიორგი ლიფონავასაც. მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება გამთენიის 3 საათისთვის გამოაცხადა.
პოლიტპატიმრად მიჩნეული ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე კი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 7 დღით გაუშვა ადმინისტრაციულ პატიმრობაში. მის პატიმრობას მოითხოვდა და აღნიშნავდა, რომ ის „45-ჯერ არის დაჯარიმებული“. ზურაბ ცეცხლაძე აცხადებდა, რომ მის მიმართ გამოწერილი ყველა ჯარიმა გასაჩივრებულია და გზის სავალ ნაწილზე მხოლოდ მას შემდეგ გადადიოდა, როცა საპატრულო ეკიპაჟს ჩაკეტილი ჰქონდა ხოლმე მოძრაობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი მორიგი საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემდეგ გამკაცრებული კანონის აღსრულება 19 ოქტომბერს დაიწყო.
გასულ კვირას სადავო პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ორ დღეში გაამკაცრა კანონები, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის უფლებას.
კანონის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ:
· მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
· თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.
ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა არის გათვალისწინებული:
· აქციაზე ნიღბის ტარების გამო;
· ცრემლმდენი საშუალების ფლობის გამო;
· გზის გადაკეტვისთვის.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე და საქართველოს რამდენიმე ქალაქში გასული წლის ნოემბრის ბოლოდან აქციები იმართება ხელახალი საპარლამენტო ს დანიშვნის მოთხოვნით, რასაც მოგვიანებით დემონსტრაციების დაშლისას დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნა დაემატა. მათ პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ.
დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გაამკაცრა კანონი – შეზღუდა ლაზერისა და პიროტექნიკის გამოყენება, სახის დაფარვა. გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისთვის და დააწესა ადმინისტრაციული პატიმრობა. ამის მიუხედავად, დემონსტრაციები არ წყდება.
ფორუმი

❌
❌