Normal view

Today — 28 October 2025Main stream

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

28 October 2025 at 16:24

თუკი აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებული პირები შექმნიან ახალ პარტიას ან შეუერთდებიან არსებულ პარტიას და საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, რომ მათი იქ ყოფნა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეს არის ახალი მემკვიდრე პარტია ან არსებული პარტია, მაშინ სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და აკრძალოს ის პარტიაც. ანუ გვერდის ავლის საშუალება არ უნდა იყოს, როცა კრძალავ პარტიას არ უნდა არსებობდეს რაღაც ხვრელები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მან ასევე განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო აკრძალავს „ლელოს“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „კოალიცია ცვლილებებს“, შეეძლებათ თუ არა ამ პარტიის წევრებს სხვა პარტიის შექმნა.
„ზუსტად ამას შეეხება მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რომელიც გულისხმობს შემდეგ რამეს, თუკი არსებობს პარტია და ის მიჩნეულ იქნა, რომ არღვევს კონსტიტუციას და აიკრძალა პარტია, მის წევრებს, მასთან დაკავშირებულ პირებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გვერდი აუარონ ამ გადაწყვეტილებას და იურიდიული ფორმალობით, უბრალოდ ადგენენ და დღეს თუ არის „ნაციონალური მოძრაობა“ და აიკრძალა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ხვალ შექმნან და „ეროვნული მოძრაობა“ დაარქვან, იგივე ხალხი, იგივე მიზნებით შეიკრიბოს. ამიტომ, მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი უზრუნველყოფს – მას შემდეგ, რაც პარტია აიკრძალება დავაკვირდეთ ამ აკრძალული პარტიასთან დაკავშირებული პირები, ხომ არ ცდილობენ, რომ მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები და თუკი ამას დავინახავთ, ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ვთქვათ, აიკრძალა „ნაციონალური მოძრაობა“, მისმა წევრებმა ან მასთან დაკავშირებულმა პირებმა შექმნეს სხვა პარტია, დაარქვეს პირობითად, „ეროვნული მოძრაობა“, თუ ეს მოხდება ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და ვთქვათ, რომ რეალურად, ეს არის იმ პარტიის ასლი, რაც იყო, არის მემკვიდრე პარტია თავის შემადგენლობით, იდეოლოგიით, ორგანიზაციული სტრუქტურით, რეგიონში პარტიული სტრუქტურებით და ა.შ. სხვადასხვა კრიტერიუმები რაც ამაზე მიუთითებს. საკონსტიტუციო სასამართლოში ორკვირიანი ვადა არსებობს იმისათვის, რომ იმსჯელოს და თუ დაადგენს, რომ სინამდვილეში ეს არის ფარსი, პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ თავი დაიძვრინონ და ახალი იურიდიული ფორმა შექმნან, მაშინ ის, როგორც მემკვიდრე პარტია აიკრძალება.
თუკი აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებული პირები შექმნიან ახალ პარტიას ან შეუერთდებიან არსებულ პარტიას და საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, რომ მათი იქ ყოფნა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეს არის ახალი მემკვიდრე პარტია ან არსებული პარტია, თავისი არსით, მემკვიდრე პარტია გახდა, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და აკრძალოს ის პარტიაც. ანუ გვერდის ავლის საშუალება არ უნდა იყოს, როცა კრძალავ პარტიას არ უნდა არსებობდეს რაღაც ხვრელები, რომ გვერდი აუარო და სხვა სახელი დაირქვა. “-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

28 October 2025 at 16:12

ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ჩვენ სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას, არის ზუსტად ის, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია, რომელზეც ვიტყოდით, რომ ესენი არიან პოლიტიკოსები, რომელთაც არ უნდა მიეცეთ საშუალება, პოლიტიკური ცხოვრების ნაწილები იყვნენ, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებულ სავარაუდო გადაწყვეტილებას შეეხებოდა, იმ შემთხვევაში, თუ ის მოინდომებს ახალი პარტიის შექმნას.
ამასთან, კითხვაზე შესაძლოა თუ არა, ს მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნების“ სარჩელის მიხედვით არაკონსტიტუციური პარტიების მემკვიდრე პარტიად იყოს აღქმული, პაპუაშვილის თქმით, „პირველ ეტაპზე ჯერ საკონსტიტუციო სასამართლომ მმართველი გუნდის სარჩელი წარმოებაში უნდა მიიღოს“.
„ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ჩვენ სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას, არის ზუსტად ის, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია, რომელზეც ვიტყოდით, რომ ესენი არიან პოლიტიკოსები, რომელთაც არ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ პოლიტიკური ცხოვრების ნაწილები იყვნენ. არამედ გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ შემდეგ ვამტკიცოთ, მივიჩნიოთ დაკავშირებულად თუ არ მივიჩნიოთ, ჩვენი გადმოსახედიდან. პირველი ეტაპი არის ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა სამ პარტიასთან დაკავშირებით, ვნახოთ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს სარჩელი, იყოს მსჯელობა. მივიდეთ ჯერ პროცესამდე. საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს და ამის შემდეგ ვნახოთ ვინ რა დასკვნას გამოიტანს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნება“ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, ირაკლი კობახიძეს იბარებს

28 October 2025 at 12:27

ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრს ს იბარებს.
კობახიძის ინტერპელაციის ფორმატში მოსმენა ნოემბრის ბოლო კვირას გაიმართება.
პარლამენტის თავმჯდომარის ს ინფორმაციით, კითხვები, რომელსაც მ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა უპასუხოს, განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.
პარლამენტში პირველი ინტერპელაცია ხვალ გაიმართება. ინტერპელაციის პროცედურით „ქართულმა ოცნებამ“ ინფრასტრუქტურის მინისტრი მოიწვია.

Yesterday — 27 October 2025Main stream

შალვა პაპუაშვილი – გახარიას პარტია ფორმალურადაც გარედან იმართება გიორგი გახარიას მიერ, რომელიც ლენინივით გერმანიიდან ცდილობს აქ რევოლუციების ორგანიზებას

27 October 2025 at 15:11

ერთადერთი საინტერესო ნაწილი, რაც გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში მუშაობას შეიძლება ახლდეს, არის ის, რომ შეგვიძლია პირდაპირ ვნახოთ თუ რა დავალებები მოდის გარედან. ეს არის პარტია, რომელიც ფორმალურადაც გარედან იმართება, გიორგი გახარიას მიერ, რომელიც გარეთ ანუ გერმანიაშია და ლენინივით გერმანიიდან ცდილობს აქ რევოლუციების ორგანიზებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს უწევდათ პარლამენტში ჯერ არ შესვლის, ახლა კი შესვლის გადაწყვეტილების გამართლება.
„დღეს გახარიას პარტიიდან რუსუდან თევზაძემ განაცხადა, რომ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატზე. ის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს იყრიდა, როგორც თბილისის ერთ-ერთი რაიონის მაჟორიტარი, სადაც არის 67 ათასი ამომრჩეველი. მან მიიღო 369 ხმა. მისი აქ ყოფნა ან არ ყოფნა რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტისთვის, აქედანაც შეგიძლიათ დაასკვნათ. ასევე, ეს ხალხი საუბრობს ლეგიტიმაციაზე, ვინც 67 ათასი ამომრჩევლისგან აიღო 369 ხმა. მესმის, რომ რთული მდგომარეობაა. წინა პარლამენტშიც იგივე იყო. გახსოვთ ს განცხადება, „პუფი იქნება, ვინც შევაო“, ბოლოს პუფებად შემოვიდნენ. მათაც არ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ აქტიური მუშაობა ჰქონოდათ პარლამენტში. მანდატები არ დათმეს, მაგრამ არც პარლამენტში შემოდგეს ფიზიკურად ფეხი. ახლა უწევთ საპარლამენტო ს აღიარება და არიან რთულ მდგომარეობაში, რომ რაღაც გამართლება მოუძებნონ, მაგრამ უფრო სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს. ჩვენ ვხედავთ, გარე მითითებებიდან გამომდინარე, რა პროცესებიც გვქონდა შარშან ოქტომბერში, როდესაც დამარცხებულს რადიკალურ ოპოზიციას, დამარცხებულ ელჩებთან, უცხოელ პოლიტიკოსებთან ერთად საკუთარი მარცხის აღიარება არ უნდოდათ. დაიწყეს გეგმა „ბე“-ზე მუშაობა იმისთვის, რომ ძალადობრივი გზით ჩამოეშორებინათ ეროვნული და ლეგიტიმური ხელისუფლება და მიეცათ საკუთარი მარიონეტებისთვის. ეს გეგმა ჩავარდა და საბოლოოდ, ჩავარდა 4 ოქტომბერს, როდესაც ხელისუფლების ვერ შემდგარ დამხობას ვუყურებდით. აქვე გავიხსენებ რასა იუკნევიჩიანეს, რომელიც გარედან გულშემატკივრობდა ხელისუფლების დამხობას და პოსტს პოსტზე წერდა იმ მომენტში, როდესაც პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა ხდებოდა. იქიდან გულშემატკივრობდა. შესაბამისად, ახლა უწევთ საკუთარ ამომრჩეველთან რაღაცნაირად გაამართლონ საკუთარი სამარცხვინო ქცევა – ერთი წლის განმავლობაში პარლამენტში რომ არ მუშაობდნენ და ასევე, შემოსვლა საქართველოს პარლამენტში.
ამ მხრივ ერთადერთი საინტერესო ნაწილი, რაც მათ მუშაობას პარლამენტში შეიძლება ახლდეს, არის ის, რომ შეგვიძლია პირდაპირ ვნახოთ თუ რა დავალებები მოდის გარედან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გარედან. ფაქტობრივად, პარტიაა, რომელიც ფორმალურადაც გარედან იმართება, გიორგი გახარიას მიერ, რომელიც გარეთ ანუ გერმანიაშია და ლენინივით გერმანიიდან ცდილობს აქ რევოლუციების ორგანიზებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისადმი გამოცხადებული ბოიკოტი შეწყვიტა და მე-11 მოწვევის პარლამენტში, პარტიის 12 წევრით, შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

შალვა პაპუაშვილი – „ნაცმოძრაობასთან“ ჩახუტებული ქალბატონი რასა იუკნევიჩიანე „ენჯოშნიკების“ საფარქვეშ ევრონესტზე „ნაცებს“ იწვევს, რაც სირცხვილია

27 October 2025 at 15:11

პარლამენტის თავმჯდომარის ს განცხადებით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაზე „ენჯეოშნიკების“ კვოტით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ჰყავთ მიწვეული. როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მიწვევა არის სირცხვილი.
„ის ფაქტი, რომ ევრონესტის ამ სხდომაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის მხოლოდ 2 ქვეყანა იქნება წარმოდგენილი, თავად მასპინძელი სომხეთი და მის გარდა, , ესეც თავისთავად აჩვენებს, რომ ევროპარლამენტის მხრიდან რაღაც სწორად არ ხდება, მათ შორის ის ფაქტი, რომ ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა, აზერბაიჯანი და საქართველო ამ სხდომაში არ მონაწილეობს. თავად ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ქცევა არასწორია. რაც შეეხება ევრონესტის სხდომაზე მიწვეულ პოლიტიკოსებს, სინამდვილეში, აქ „ენჯოეშნიკების“ საფარქვეშ მიწვეული ჰყავთ „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „ევროპული საქართველოს“ , „დროას“ პარტიის წევრები. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მიწვეული პირებიდან უმრავლესობა, თითქმის ყველა პოლიტიკოსები, პარტიის წევრები არიან, ქალბატონი ბოკუჩავა და ასე შემდეგ.
სინამდვილეში, ამით ევრონესტის ევროპარლამენტის მხარე გვაჩვენებს და მიუთითებს ქართველებს, თუ ვის თვლიან ისინი საქართველოს წარმომადგენლებად. საქართველოს წარმომადგენლებად „ნაცმოძრაობას“ თვლიან. ევრონესტის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან, ქალბატონი რასა იუკნევიჩიანე და მისი მტრული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ ცნობილია. გასაკვირი არ არის, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ჩახუტებული ქალბატონი რასა იუკნევიჩიანე „ენჯოშნიკების“ საფარქვეშ იწვევს „ნაცებს“ ევრონესტზე, რაც რა თქმა უნდა, სირცხვილია“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, „საქართველოს ხელისუფლება ფარსში მონაწილეობას არ აპირებს“.
„მტრული რიტორიკა აქვს ზოგიერთ ევროპარლამენტარს ქართველი ხალხის მიმართ, რომლებიც არიან ევრონესტის ხელმძღვანელობაში. მტრული რიტორიკა აქვთ ქართველი ხალხის არჩევანის, ქართველი ხალხის ხელისუფლების მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მტრულ რიტორიკას ლეგიტიმაციას ვერ მივცემთ, მათ შორის, ვერ მივიღებთ იმ ფარსში მონაწილეობას, როდესაც „ენჯოეშნიკებად“ გაფორმებული ჰყავთ თინა ბოკუჩავა, გრიგოლ გეგელია და მსგავსი პოლიტიკოსები. ევრონესტი ახდენს საკუთარი თავის იზოლაციას აღმოსავლეთ პარტნიორობისგან. უნდათ, რომ რეგიონული პოლიტიკა მათ პოლიტიკურ გემოვნებაზე აეწყოს“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Before yesterdayMain stream

შალვა პაპუაშვილი: “ნამდვილი საქართველო დაუპირისპირდა ქვეყნის გარეთ ჩაბუდებულ მრუდე ძალებს”

26 October 2025 at 11:41

„ქართული ოცნების“ სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის თავმჯდომარე, 2025 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს წლისთავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ვრცელი სტატუსით, რომელშიც ის კიდევ ერთხელ იმეორებს “ქართული ოცნების” თითქმის ყველა პროპაგანდისტულ კლიშეს, მათ შორის ომში ჩათრევას, დასავლეთის შეთქმულებას და აგენტ-აკაცუკებთან ბრძოლას.
“26 ოქტომბრის არჩევნები იყო ნამდვილი, ხელშესახები საქართველოს განმსაზღვრელი მომენტი, – წერს პაპუაშვილი, – ჩვენ, ჩვენს ნამდვილ ამომრჩევლებთან ერთად დავუპირისპირდით არა მხოლოდ შიდა, რევანშისტულ და დესტრუქციულ ძალებს, ნაცმოძრაობის იდეოლოგიით გაჟღენთილ მრუდე ოპოზიციას, არამედ მათ წარმმართველ, საგარეო გლობალისტურ ძალებს, რომელთაც საქართველოსთვის, გეოპოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე, შესაწირი პაიკის როლი დიდი ხნის დაწერილი აქვთ. ამ ძალებმა, ადგილობრივ მოკავშირეებთან ერთად განგვიცხადეს, რომ უკეთ იციან, რა სჯობს საქართველოსთვის, მისი მომავლისთვის, რა გვაქვს სამეცადინო და ჩასაბარებელი, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი და სად არის ჩვენი ადგილი. სამიათასწლოვან სახელმწიფოს სიბრძნე და გონიერება დაგვიწუნეს და უფსკრულის პირისკენ გვიბიძგეს. სწორედ ესაა ის გამრუდებული რეალობა, რომელსაც ჯიუტად და უხეშად გვახვევენ თავს. როდესაც საშიშროებასა და რისკებზე ვლაპარაკობდით, ზოგს არ სჯეროდა, რომ ამგვარი ძალები მართლაც არსებობდნენ. უმცირესობაში მყოფმა სკეპტიკოსებმა დაქსაქსულ ოპოზიციას მხარი დაუჭირა. მყარად მდგომმა უმრავლესობამ კი „ქართული ოცნება“ და სამშობლოს ეროვნული ინტერესები აირჩია”.
შალვა პაპუაშვილი ასევე ეხება არჩევნების გაყალბების ბრალდებას. საპროტესტო აქციებსა და მის მიერ სამშობლოს მტრებად გამოცხადებული ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს:
“26 ოქტომბრის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა, სამართლიანი არჩევნების სრულიად უსაფუძვლოდ გაყალბებულად გამოცხადებამ, საპროტესტო ტალღის მორიგ ჯერზე ხელოვნურად აგორებამ, მარიონეტი ოპოზიციონერების მიერ ბოიკოტის გამოცხადებამ და პოლიტიკური პროცესის საბოტაჟმა ოპოზიციის ამომრჩეველთა უმრავლესობა თავის შეცდომაში დაარწმუნა. ოპოზიციის რჩეულმა პარტიებმა ელექტორატი გააბრიყვეს, მოატყუეს, გამოცხადებული ნდობა და მიღებული მანდატები წყალს გაატანეს. როგორც შემდგომმა პროცესმა გვაჩვენა, ხელისუფლებამ გამოიჩინა სიმტკიცე და გონიერება, სამშობლოს მტრები და დამაქცევრები კი საკუთარ მანდატებს იმავე წყალთან ერთად გაჰყვნენ”.
შალვა პაპუაშვილი თავის განცხადებაში ტრადიციულად არ ივიწყებს ევროპის ქვეყნებსა და მათ დიპლომატიურ მისიებს.
“განვლილ წელიწადში, სიახლე და უპრეცედენტო მოვლენა გახლდათ გარკვეული დასავლური ქვეყნებისა და მათი დიპლომატიური მისიების სრულიად უხეში, მზაკვრული და დესტრუქციული ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ გაიხსნა ყველაფერი, რაც იყო დაფარული და როგორ გაცხადდა ის გეგმა, რაც საქართველოსთან მიმართებით არსებობდა. ეს გეგმა არ ეხებოდა არც საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას, არც ხალხის ნების გამოვლენას, მის გაძლიერებას თუ შემდგომ ინტეგრაციას. ეს გეგმა შეიცავდა ნებისმიერ ფასად ეროვნული ხელისუფლების შეცვლის სურვილს, რომლის ჩავარდნის შემთხვევაში ერთდროულად უნდა ამოქმედებულიყო ყველა ძალა, გავლენის ყველა აგენტი, ღია თუ ფარული, ყველა მედია თუ ენჯეო, უსარგებლო აკაცუკი თუ სასარგებლო იდიოტი”.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო უპირისპირდება ქვეყნის გარეთ ჩაბუდებულ მრუდე ძალებს, რომელთათვისაც საქართველო, მისი თქმით, მათი კონკრეტული ინტერესების სათამაშოა.
“ამ ბრძოლაში ფრონტის ხაზი ჩვენს მოქალაქეებზე გადის. ხალხების გონებისთვის მიმდინარე ომში სწორედ ისინი არიან მთავარი სამიზნე – მათი აზრები, ფიქრები, რწმენა და ქცევა. ზუსტად გათვლილი ფსიქოლოგიური იერიშით, როგორც ბოროტ ძალას სჩვევია, მოწყვლადი პირები დაარწმუნეს, რომ ეროვნული ხელისუფლება თითქოს რუსულია, რომ ომი არ არსებობს, რომ დამარცხებული გამარჯვებულია, ქველმოქმედება ქვეყნის ნგრევაა, ეკონომიკური აღმავლობა კი სიღარიბე”.
პაპუაშვილის თქმით, 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებულმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა წერტილი დაუსვა ყოველგვარ სპეკულაციას, სიცრუეს და სიმრუდეს.
“სწორედ ამიტომ, დღევანდელ დღეს, მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, ნამდვილ პატრიოტებს. მადლობა ეკუთვნის ასევე ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოში განვითარებას უჭერს მხარს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, რომელიც აფასებს მშვიდობას, ახსოვს ისტორიის მწარე გაკვეთილები და უკეთესი ხვალინდელი დღე ეიმედება. ჩვენ კი, ჩვენს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ქვეყნის წინაშე არ გავაცრუებთ, არ ვუღალატებთ, ზურგს არ შევაქცევთ. ნამდვილების და მრუდეების ჭიდილში, ჩვენ დავიცავთ ნამდვილ საქართველოს მთელი შეძლებით, ცოდნით და მონდომებით, ყველა ხილული თუ უხილავი მტრისაგან და გავასწორებთ ყოველგვარ სიმრუდეს, უსამართლობას და ძალდატანებას“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.
ფორუმი

შალვა პაპუაშვილი – ის, რომ შვედი დეპუტატი ისევ ბედავს საქართველოზე საუბარს, იმის ბრალია, რომ ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გამო ბოდიში არ მოუხდია – მის დღევანდელ ვიდეომიმართვასაც იგივე მიზანი აქვს, რაც შარშან მაიდნისკენ მოწოდებას

25 October 2025 at 21:07

ის, რომ შვედი დეპუტატი ისევ ბედავს საქართველოზე საუბარს, იმის ბრალია, რომ არც მას, არც შვედეთის მთავრობას და არც შვედეთის საელჩოს ბოდიში არ მოუხდიათ, შარშან, მის მიერ, მაიდნის სცენარის განხორციელებით ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გამო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ეხმაურება შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ერიკ ოტოსონის განცხადებას, რომ „ერთი წლის წინ, 26 ოქტომბერს, ქართველ ხალხს დემოკრატია და ევროპისკენ გზა მოჰპარეს“.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, შვედი პარლამენტარის „დღევანდელ ვიდეომიმართვასაც იგივე მიზანი აქვს, რაც მაიდნისკენ მის მოწოდებას“.
„ის, რომ ეს შვედი დეპუტატი ისევ ბედავს საქართველოზე საუბარს, იმის ბრალია, რომ არც მას, არც შვედეთის მთავრობას და არც შვედეთის საელჩოს ბოდიში არ მოუხდიათ, შარშან, მის მიერ, მაიდნის სცენარის განხორციელებით ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გამო.
მის დღევანდელ ვიდეომიმართვასაც იგივე მიზანი აქვს, რაც შარშან მაიდნისკენ მის მოწოდებას“,- წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ერიკ ოტოსონის განცხადებით, „ერთი წლის წინ, 26 ოქტომბერს, ქართველ ხალხს დემოკრატია და ევროპისკენ გზა მოჰპარეს“.
„გვსურს კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპაში მომავლისკენ ქართველი ხალხის სწრაფვის მიმართ. რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს საქართველოს მომავლისთვის იმედის შუქურად მივიჩნევთ და ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ერიკ ოტოსონმა.

შალვა პაპუაშვილი – 3 კვირაა, ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს არ გმობს – სირცხვილია

25 October 2025 at 10:26

3 კვირაა ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს არ გმობს – სირცხვილია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე “ფეისბუქზე” წერს.
მისი თქმით, ძალადობის არდაგმობა ძალადობის მხარდაჭერაა.
“3 კვირაა ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს არ გმობს.
ძალადობის არდაგმობა ძალადობის მხარდაჭერაა.
სირცხვილია”- წერს შალვა პაპუაშვილი.

❌
❌