Normal view

Today — 28 October 2025Main stream

სალომე ზურაბიშვილი – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ საჭიროა ერთიანი და მკაფიო ხმა ისმოდეს: ეს მიუღებელია – ოპონენტების დევნა, არა მხოლოდ ანგრევს მრავალპარტიულ დემოკრატიას, შლის საზოგადოებას და ანადგურებს სახელმწიფოს

28 October 2025 at 18:57

ვგმობ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, რაც მიზნად ისახავს საქართველოს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმად გადაქცევას, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „რეჟიმი ყოველდღიურად სისტემატურად ახორციელებს ყველაფრის შეზღუდვას, რაც ხელს უშლის სრული ავტორიტარიზმის დამკვიდრებაში და გამყარებაში“.
„დღეს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ საჭიროა ერთიანი და მკაფიო ხმა ისმოდეს საქართველოდან: ეს მიუღებელია!
ოპონენტების ასეთი დევნა, არა მხოლოდ ანგრევს მრავალპარტიულ დემოკრატიას, შლის საზოგადოებას და ანადგურებს სახელმწიფოს.
სოლიდარობა ყველა ოპოზიციურ ძალას, ვისაც ეზღუდება კონსტიტუციური უფლება თავისუფლად გამოხატვისა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის”, – წერს ზურაბიშვილი “ფეისბუქზე“.

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

28 October 2025 at 16:12

ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ჩვენ სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას, არის ზუსტად ის, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია, რომელზეც ვიტყოდით, რომ ესენი არიან პოლიტიკოსები, რომელთაც არ უნდა მიეცეთ საშუალება, პოლიტიკური ცხოვრების ნაწილები იყვნენ, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებულ სავარაუდო გადაწყვეტილებას შეეხებოდა, იმ შემთხვევაში, თუ ის მოინდომებს ახალი პარტიის შექმნას.
ამასთან, კითხვაზე შესაძლოა თუ არა, ს მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნების“ სარჩელის მიხედვით არაკონსტიტუციური პარტიების მემკვიდრე პარტიად იყოს აღქმული, პაპუაშვილის თქმით, „პირველ ეტაპზე ჯერ საკონსტიტუციო სასამართლომ მმართველი გუნდის სარჩელი წარმოებაში უნდა მიიღოს“.
„ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ჩვენ სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას, არის ზუსტად ის, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია, რომელზეც ვიტყოდით, რომ ესენი არიან პოლიტიკოსები, რომელთაც არ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ პოლიტიკური ცხოვრების ნაწილები იყვნენ. არამედ გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ შემდეგ ვამტკიცოთ, მივიჩნიოთ დაკავშირებულად თუ არ მივიჩნიოთ, ჩვენი გადმოსახედიდან. პირველი ეტაპი არის ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა სამ პარტიასთან დაკავშირებით, ვნახოთ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს სარჩელი, იყოს მსჯელობა. მივიდეთ ჯერ პროცესამდე. საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს და ამის შემდეგ ვნახოთ ვინ რა დასკვნას გამოიტანს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

Yesterday — 27 October 2025Main stream

„სალომე ზურაბიშვილი არც თავისი არჩევნების დროს იყო ლეგიტიმურად არჩეული“ – ნინო წილოსანი

27 October 2025 at 01:11

ნინო წილოსანმა ,,იმედზე” სალომე ზურაბიშვილზე განაცხადა:
არც თავისი ს დროს იყო ლეგიტიმურად არჩეული, ვგულისხმობ იმას, რომ პირველ ტურში მან ფაქტობრივად წააგო თავის ოპონენტთან. ის ვერ გახდებოდა პრეზიდენტი, რომ არა მეორე ტური, სადაც „ქართული ოცნება“ დაუდგა მას გვერდით და „ქართული ოცნების“ ხარჯზე გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი არც მაშინ იყო შინაარსობრივად არჩეული პრეზიდენტი, მთლიანი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნოდა და ახლა მით უფრო, როდესაც ის საქართველოს გამყიდველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც თავს აცხადებს მიმდინარე პრეზიდენტად.“

Before yesterdayMain stream

სალომე ზურაბიშვილი: “ერთი წელი გავიდა არჩევნებიდან. ერთი წელია ხელისუფლება არალეგიტიმურია”

26 October 2025 at 22:09

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას 2024 წლის საპარლამენტო აჩენებიდან გასული ერთი ერთი წელი შეაჯამა.
“26 ოქტომბრიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. ერთი წელია ხელისუფლება არალეგიტიმურია და ვერაფრით მოიპოვა ლეგიტიმურობა მცდელობებით, რომ ვიღაცებს ხელი ჩამოართვან, ვერც იმით, რომ ვიღაცები შეიყვანეს პარლამენტში, ან აპირებენ შეიყვანონ პარლამენტში”, – განაცხადა ზურაბიშვილმა, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს რუსული სცენარი უწოდა ისევე როგორც – 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებს:
“ერთი წელი გავიდა, ერთი რუსული სცენარიდან მეორე რუსულ სცენარამდე. 4 ოქტომბერს რეჟიმმა სცადა ხალხი შეეტყუებინა აბსურდულ სცენარში, რომელიც მხოლოდ რუსული სპეცსამსახურების ტვინში შეიძლება ყოფილიყო მოხარშული. ქართველი ხალხი ბრძენია, იცის, როგორ უნდა მიიყვანოს ეს ერთწლიან ბრძოლა ბოლომდე. რა გამოჩნდა ერთი წლის განმავლობაში? გამოჩნდა, რომ ქართველი ხალხის მხარეს არის არნახული სოლიდარობა. საკმარისია ნახოთ, რა სისწრაფით გროვდება დახმარება ჯარიმებისთვის, რათა არავინ დარჩეს დაუცველი ამ უსამართლობის წინაშე. საკმარისია ნახოთ ყოველივე სასამართლოზე ადამიანები, რომლებიც იქ დგანან, მიდიან, არავის ტოვებენ მარტო. სამაგიეროდ, ამ რეჟიმის წარმომადგენლები როდესაც არიან ციხის წინ და სასამართლოზე, მარტო არიან, არავინ დგება მათ გვერდთ. არავინ უცხადებს სოლიდარობას, თუნდაც „ფეისბუქ“ პოსტებით. მარტო არიან, საზოგადოების მხარეს არის სოლიდარობა, თანაგრძნობა, რომელიც რეჟიმმა გამოაცხადა, როგორ არალეგალური, ნულოვანი თანაგრძნობაა. ხალხში არის ერთიანი ბრძოლა”.
სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება დაუთმო ჟურნალისტებს, რომლებიც, მისი თქმით, ბოლომდე იბრძვიან ძალიან დიდი საფრთხეების წინაშე და ციხეშიც ხვდებიან.
“მზია ამაღლობელის სახელი, ყველა ჩვენი ჟურნალისტების სახელით საზღვრებს იქით გავიდა. არამხოლოდ ჟურნალისტები, ადვოკატები და იურისტები 1 წლის განმავლობაში სრულიად უანგაროდ ემსახურებიან სხვებს, ადამიანებს, რომლებიც უსამართლობის მსხვერპლი არიან. ეს არის ძალა საზოგადოების. პატრიოტიზმი ამ ხალხის მხარეს არის, რომელიც აქ დგას, ამ დროშების უკან. რეჟიმი არის ს მხარე, რომელსაც შემოჰყავს რუსული სანქცირებული გემი, შემოაქვს რუსული ნავთობი გადასამუშავებლად“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას.
ფორუმი

სალომე ზურაბიშვილი – რეჟიმი და მისი უკანასკნელი წარმომადგენლები ტოტალურ კორუფციაში არიან, რეჟიმმა უკვე წააგო, მისი დღეები დათვლილია, კიდევ ცოტა გავუძლოთ – არ დავუთმოთ რუსებს, თუნდაც ქართულ ტანსაცმელში გადაცმულს

26 October 2025 at 21:56

ერთი წლის თავზე ყველაფერი გაშიშვლდა. საზოგადოება იხდის ჯარიმებს, ბიუჯეტს ავსებს და რეჟიმი და მისი უკანასკნელი წარმომადგენლები ტოტალურ კორუფციაში არიან -კიდევ ცოტას გაუძლოს ჩვენმა გულმა, მალე იქნება ნამდვილი, ბოლომდე გამარჯვება, ახალი , ახალი საზოგადოება, ახალი პოლიტიკური სივრცე, რომელიც გვჭირდება,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის რეჟიმი, რომელიც ყიდის და ასხვისებს საქართველოს მიწებს.
„ერთი წლის თავზე, ყველაფერი გაშიშვლდა. ეს საზოგადოება იხდის ჯარიმებს, ბიუჯეტს ავსებს და რეჟიმი და მისი უკანასკნელი წარმომადგენლები ტოტალურ კორუფციაში არიან. ტოტალურში, რომლის ასეთი მასშტაბი არსად გამიგონია. ვეღარ ვითვლით ასეულ მილიონებს, სად მიდის. ეს არის რეჟიმი, რომელიც ყიდის და ასხვისებს საქართველოს მიწებს. აქვეა გახსნილი ახალი სამშენებლო ოფისი, მაგრამ ასევე მიწების გარიგების გაერთიანებულ არაბთა ემირატებთან. ვითომ კინო რუსთაველი ვერ დარჩებოდა რუსთველზე. ეს არის ამ რეჟიმის ქმედებები. ამ რეჟიმმა უკვე წააგო, აღარ აქვს არანაირი საფუძველი რომ გააგრძელოს, მისი დღეები დათვლილია! ჩვენ, ვალდებულები ვართ, კიდევ ცოტა გავუძლოთ. მინდა ვუთხრა პოლიტიკური პატიმრების მშობლებს: მე მესმის, როდესაც ვამბობ: “ცოტა კიდევ გავუძლოთ” მარტივი სიტყვები არ არის. ამას როდესაც ვამბობ მარტივი სიტყვები არაა იმ აქტივისტებისთვისაც, რომლებიც ყოველ დღე აქ დგანან და საკუთარ თავზე იღებენ ამ მოძრაობის უწყვეტობას. ვიცი, არაფერი არასდროს არის ადვილი, როდესაც საუბარია, რომ ეს ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, რუსებს არ დავუთმოთ, თუნდაც ქართულ ტანსაცმელში გადაცმულს.
აქ, უკვე ჩვენი, თქვენი გამარჯვებაა. კიდევ ცოტას გაუძლოს ჩვენმა გულმა, მალე იქნება ნამდვილი, ბოლომდე გამარჯვება, ახალი არჩევნები, ახალი საზოგადოება, ახალი პოლიტიკური სივრცე, რომელიც გვჭირდება. ეს არის ჩვენი მომავალი და ჩვენ ამ მომავლისთვის ყველა ერთად ვდგავართ“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

❌
❌