Normal view

Today — 28 October 2025Main stream

თბილისის მერია – ვარკეთილის III მასივის მე-10 კვარტალში 4-სართულიანი ავარიული სახლის ნაცვლად, 10-სართულიანი, თანამედროვე საცხოვრებელი სახლი შენდება

28 October 2025 at 12:27

თბილისის განვითარების ფონდი, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივის მე-10 კვარტალში მდებარე მე-9 კორპუსის ჩანაცვლებას იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა მ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ მისამართზე სადემონტაჟო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ტერიტორიიდან სამშენებლო ნარჩენების გატანა, რის შემდეგაც ავარიული, 4-სართულიანი სახლის ნაცვლად, 10-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა-ნაგებობა აშენდება.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ავარიული სახლების ჩანაცვლება გახლავთ. აღნიშნული პროგრამა რამდენიმე წელია წარმატებით მუშაობს. ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ამ მიმართულებას, რადგან დღეს, თბილისში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლები ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ჩვენი გამგეობების თანამშრომლებს ყოველთვის აქვთ კომუნიკაცია იმ ოჯახებთან, რომლებიც ასეთ საცხოვრებელ სახლებში ცხოვრობენ. ვუკეთებთ კონკრეტულ შეთავაზებას, რომ მათი ჩართულობითა და თანამშრომლობით მოვახდინოთ ასეთი საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი და მათ ახალ კორპუსებში გადავცეთ გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული ბინები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობას არასდროს გაუწყვეტია კომუნიკაცია ამ ადამიანებთან მაშინ, როდესაც ოპოზიციას ეს თემა მხოლოდ ს წინ, სპეკულაციის მიზნით ახსენდება.
„ოპოზიციას მხოლოდ არჩევნებზე ახსენდება ასეთი შენობა-ნაგებობები, იქ მცხოვრები ოჯახები და ყოველთვის მიმართავენ სპეკულაციებსა და სოცრუეს, თითქოს აღნიშნული თემა არ გვაინტერესებს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. პირიქით, ძალიან ბევრს აკეთებს მუნიციპალიტეტი, რომ რაც შეიძლება მეტი ასეთი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდეს და მის მაგივრად ახალი საცხოვრებელი კორპუსები ავაშენოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურია სამგორის რაიონი.
აღნიშნულ მისამართზე აშენდება 4 905 კვ.მ ფართობის შენობა, სადაც განთავსდება 90 ბინა. აქედან სრულად გარემონტებული საცხოვრებელი სახლი გადაეცემა 44 ოჯახს, ხოლო დანარჩენი 46 ბინა ნატურით ანგარიშსწორებაში მონაწილეობს.
ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

Yesterday — 27 October 2025Main stream

კახა კალაძე – რა შუაშია რაჟდენ კუპრაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციასთან? მის ბრალეულობას ვერ ვხედავ – თუ ვიღაცამ დეკლარაცია არასწორად შეავსო, რაჟდენ კუპრაშვილს როგორ უნდა დაენახა?

27 October 2025 at 15:11

რა შუაშია რაჟდენ კუპრაშვილი? მე ვერ ვხედავ [მის ბრალეულობას]- ასე პასუხობს თბილისის მერი, ჟურნალისტის კითხვას, ხედავს თუ არა ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის, რაჟდენ კუპრაშვილის ბრალეულობას იმაში, რომ ყოფილი პრემიერის, ს მიერ „წლების განმავლობაში არაკეთილსინდისიერად შევსებულ დეკლარაციაში“ ხარვეზები ვერ აღმოაჩინა.
კალა ხალაძის თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
„რაჟდენ კუპრაშვილს, როგორ უნდა დაენახა,[ღარიბაშვილის მიერ შევსებულ დეკლარაციაში გადაცდომები], ძალიან დიდი ბოდიში? და თუ ვიღაცამ დეკლარაცია არასწორად შეავსო, ეს რაჟდენ კუპრაშვილს, როგორ უნდა…
გამოძიება მიმდინარეობს ამ მიმართულებით და საზოგადოებამ ყველაფერი მოისმინა აღნიშნულთან დაკავშირებით. რა შუაშია რაჟდენ კუპრაშვილი? მე ვერ ვხედავ [მის ბრალეულობას]. არასწორია თქვენი დამოკიდებულება. ცხადია, არა, [არაკეთილსინდისიერად არ ამოწმებდა ღარიბაშვილის დეკლარაციას]“.
ამასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყება მუშაობს. შესაბამისმა უწყებამ გააკეთა განმარტებები. კითხვები რაზე უნდა გასჩენოდა [კუპრაშვილის უწყებას], მოწმენდილ ცაზე ხომ არ გაუჩნდებოდა? საგამოძიებო რეპორტაჟებს რაც შეეხება, თქვენ თუ მელაძის საგამოძიებო რეპორტაჟებზე მეუბნებით, ყველა რეპორტაჟი იყო ტყუილი და სიცრუე. ვიმეორებ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, თქვენ მიერ გაჟღერებული ინფორმაციები რეპორტაჟების სახით და შემდეგ ნახოთ ბრალი, რასთან დაკავშირებით არის. ძალიან მარტივია გააკეთოთ შედარებები“, -განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს სხვა დამატებითი ღონისძიებებიც დაუწესდა. კერძოდ კი, მას პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

“ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ”- კახა კალაძე

“ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ აგენტურა, მოღალატეები და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან  და ასრულებენ გარე ძალების დავალებას, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ,” – ამის თაობაზე დღეს თბილისის მერიის გავრცელებული ინფორმაციით,  კახა კალაძემ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთანავე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული პოლიტიკა ძალიან მძიმე აღმოჩნდა ქვეყნისთვის და ეს ტრაგედია დღემდე მოუშუშებელია.

„პარტიების აკრძალვას რაც შეეხება, ხედავთ თუ რა პროცესები მიმდინარეობს. ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იმართებიან გარედან, ახორციელებენ გარე დავალებების შესრულებას, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა.

კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, მათ მიერ განხორციელებული პოლიტიკა ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის, უდიდესი ტრაგედია და სიმძიმეა, რომელიც დღესაც არ მოგვიშუშებია, ავიღოთ თუნდაც 2008 წლის ომი.

არსებობს ძალიან ბევრი კითხვა იმ გადაწყვეტილებებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც ეს ადამიანები, ხელისუფლებაში ყოფნისას, ახორციელებდნენ. შესაბამისად, ამ კითხვებს სჭირდება პასუხის გაცემა“, – განაცხადა ოფიციალური ინფორმაციით თბილისის მერმა.

შეკითხვაზე, თუ როდის  შევა შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ როდესაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ამის თაობაზე განცხადება გაკეთდება.

The post “ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ”- კახა კალაძე appeared first on გურია ნიუსი.

❌
❌