Normal view

Yesterday — 27 October 2025Main stream

ანა წითლიძე: ეს არის ბიძინას რეკეტი და ამ რეკეტის მიხედვით, ღარიბაშვილი გარეთ სჭირდებათ

27 October 2025 at 22:19

ნებისმიერი სხვა ადამიანი რომ ყოფილიყო იმავე ბრალდებით, რაც ახლა ღარიბაშვილს აქვს, ის ახლა იქნებოდა ციხეში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ციხეში არ სჭირდება.

“მთელი ეს კორუფციული სქემა, რომელზედაც იდგა ღარიბაშვილი და ღარიბაშვილის კლანი, რომლებიც ათეულობით მილიონს ჰპარავდნენ საქართველოს მოქალაქეებს, ასე თუ მიჰყვნენ, შეუძლიათ ჩავიდნენ თითოეულ სამინისტრომდე, უწყებამდე, ინსტიტუციამდე და ადამიანამდე, რომლებიც უშუალოდ იყვნენ პასუხისმგებელი ამ საქმეში. მათ შეიძლება ისე გააფართოონ ეს წრე, რომ მოუწიოთ ათეულობით ადამიანის დაკავება.

თქვენ წარმოიდგინეთ, ნებისმიერი სხვა ადამიანი რომ ყოფილიყო იმავე ბრალდებით, რაც ახლა ღარიბაშვილს აქვს, ის ახლა იქნებოდა ციხეში, მაგრამ ეს, რასაც თვალს ვადევნებთ, არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის ბიძინას რეკეტი და ამ რეკეტის მიხედვით, ღარიბაშვილი გარეთ სჭირდებათ, რომ ის თანხა, რაც მოპარული აქვთ, მიიტანოს უკან და ამიტომ, არ სჭირდება ივანიშვილს ციხეში გამოკეტილი ღარიბაშვილი და არც ლილუაშვილი”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

კახა კალაძე – რა შუაშია რაჟდენ კუპრაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციასთან? მის ბრალეულობას ვერ ვხედავ – თუ ვიღაცამ დეკლარაცია არასწორად შეავსო, რაჟდენ კუპრაშვილს როგორ უნდა დაენახა?

27 October 2025 at 15:11

რა შუაშია რაჟდენ კუპრაშვილი? მე ვერ ვხედავ [მის ბრალეულობას]- ასე პასუხობს თბილისის მერი, ჟურნალისტის კითხვას, ხედავს თუ არა ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის, რაჟდენ კუპრაშვილის ბრალეულობას იმაში, რომ ყოფილი პრემიერის, ს მიერ „წლების განმავლობაში არაკეთილსინდისიერად შევსებულ დეკლარაციაში“ ხარვეზები ვერ აღმოაჩინა.
კალა ხალაძის თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
„რაჟდენ კუპრაშვილს, როგორ უნდა დაენახა,[ღარიბაშვილის მიერ შევსებულ დეკლარაციაში გადაცდომები], ძალიან დიდი ბოდიში? და თუ ვიღაცამ დეკლარაცია არასწორად შეავსო, ეს რაჟდენ კუპრაშვილს, როგორ უნდა…
გამოძიება მიმდინარეობს ამ მიმართულებით და საზოგადოებამ ყველაფერი მოისმინა აღნიშნულთან დაკავშირებით. რა შუაშია რაჟდენ კუპრაშვილი? მე ვერ ვხედავ [მის ბრალეულობას]. არასწორია თქვენი დამოკიდებულება. ცხადია, არა, [არაკეთილსინდისიერად არ ამოწმებდა ღარიბაშვილის დეკლარაციას]“.
ამასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყება მუშაობს. შესაბამისმა უწყებამ გააკეთა განმარტებები. კითხვები რაზე უნდა გასჩენოდა [კუპრაშვილის უწყებას], მოწმენდილ ცაზე ხომ არ გაუჩნდებოდა? საგამოძიებო რეპორტაჟებს რაც შეეხება, თქვენ თუ მელაძის საგამოძიებო რეპორტაჟებზე მეუბნებით, ყველა რეპორტაჟი იყო ტყუილი და სიცრუე. ვიმეორებ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, თქვენ მიერ გაჟღერებული ინფორმაციები რეპორტაჟების სახით და შემდეგ ნახოთ ბრალი, რასთან დაკავშირებით არის. ძალიან მარტივია გააკეთოთ შედარებები“, -განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს სხვა დამატებითი ღონისძიებებიც დაუწესდა. კერძოდ კი, მას პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Before yesterdayMain stream

„ქართული ოცნება“ რაღაც დოზით კორუფციაში რომ იყო ჩართული, ამისი განცდა სულ იყო – რაც მოხდა, დიდად არავის გაჰკვირვებია“ – ეკონომიკის ყოფილი მინისტრი

25 October 2025 at 18:26

„პრაგმატულად რომ ვთქვა, როგორია ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ვიტყვი, რომ არის უფრო კარგი, ვიდრე ცუდი“ – ასე ეხმაურება საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ ს გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
შეგახსენებთ, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს. პროკურატურის ცნობით, ღარიბაშვილს ბრალი სსკ-ის 194 მუხლის მე-3 ნაწილი “გ” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
გვარაკიძის განცხადებით, ღარიბაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
„ადამიანურად ეს ძალიან მძიმე ფაქტია, მაგრამ პრაგმატულად რომ ვთქვა, როგორია ეს ჩვენი ქვეყნისთვის – კარგი თუ ცუდი, მინდა ვთქვა, რომ არის უფრო კარგი, ვიდრე ცუდი. ახლა ავხსნი რატომ: ცუდია იმიტომ, ამას რომ უყურებს ინვესტორი ან ბიზნესმენი, რომელსაც აქ შემოსვლა უნდა, ან ის, რომელიც უკვე აქ არის, იტყვის, რომ ძალიან ცუდია, რადგან მთელი სისტემა კორუფციაში ყოფილა ჩართული. ქვეყნის რეპუტაციისთვის ეს ძალიან დამაზიანებელია.
რაც შეეხება კარგ ნაწილს – რომ დავფიქრდეთ: ის რომ, „ქართული ოცნება“ და მისი მმართველობა რაღაც დოზით კორუფციაში იყო ჩართული და ამისი განცდა სულ იყო მოსახლეობაში, ამას ვერ უარვყოფთ. რაც მოხდა, დიდად არავის გაჰკვირვებია, უფრო ის გაუკვირდათ, როგორ გასწირეს „თავისიანი“. ანუ, ადამიანები, რომლებსაც სულ ჰქონდათ ასეთი კორუფციის განცდა, იტყვიან, რომ სისტემამ თვითონ აღიარა შეცდომა და დაარტყა თანაგუნდელებს“,- აღნიშნა ექს-მინისტრმა.
გიორგი ქობულიამ პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა.
„ასეთი ძლიერი დარტყმის მერე მთავარი გზავნილი ყველა სახელმწიფო მოხელის მიმართ არის: იცოდეთ, რომ შეხვიდეთ კორუფციულ გარიგებაში, ჩვენც რომ დაგავალოთ, მაინც გაგებინებთ პასუხს.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში“. – განაცხადა მან.

სუსის ყოფილი უფროსის ბიძაშვილს პატიმრობა შეეფარდა

25 October 2025 at 18:07

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილს, ანდრია ლილუაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა შამათავამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ 25 ოქტომბერს, დახურულ სხომაზე მიიღო. სხდომის სრულად დახურვა კი ბრალდების მხარემ მოითხოვა.
პროკურატურის ამ მოთხოვნას არ ეთანხმებოდნენ თავად ბრალდებული და მისი ადვოკატი, თუმცა, მოსამართლე ნანა შამათავამ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და სხდომა როგორც მედიისთვის, ისე სხვა დამსწრეებისათვის დახურა.
დაცვის მხარე ანდრია ლილუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა, სასამართლოს ალტერნატივის სახით 300 ათასი ლარის ოდენობით გირაო შესთავაზა.
ანდრია ლილუაშვილი ბრალდებას არ აღიარებს.
წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს დაინიშნა.
ანდრია ლილუაშვილს გამოძიება ფულის გათეთრებას ედავება. ამ დანაშაულისათვის 9-დან 12 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
ანდრია ლილუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული მესამე ადამიანია, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
22 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ დააკავეს მასთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე, რომლის სახლიდანაც ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული $1 319 300;
სუსმა ძებნა გამოაცხადა გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავზე, ბიჭიკო პაიკიძეზე, რომელიც ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო.
გრიგოლ ლილუაშვილის სახელი ფულის გათეთრების საქმეში პირველად 17 ოქტომბერს გამოჩნდა. ამ დღეს ცნობილი გახდა, რომ სამი ყოფილი მაღალჩინოსნის – ყოფილი პრემიერის, ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის – საცხოვრებელი ბინები გაჩხრიკეს. გამომძიებლებმა ამოიღეს „სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა“.
მეორე დღეს, 18 ოქტომბერს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, ათასობით გვერდი დოკუმენტაცია, 50 მობილური ტელეფონი და 119 ელექტრომოწყობილობა.
24 ოქტომბერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარედგინა. ამავე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მლნ-ლარიანი გირაო შეეფარდა.

❌
❌