Normal view

Today — 28 October 2025Main stream

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ფრაქცია „საქართველოსთვის” რეგისტრაცია

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით,  საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ფრაქცია „საქართველოსთვის” რეგისტრაცია

“საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია „საქართველოსთვის” რეგისტრაციის თაობაზე შესული განცხადება განიხილა, თანდართულ მასალებთან ერთად და დაადგინა, რომ წარდგენილი მასალები შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ფრაქცია „საქართველოსთვის” რეგისტრაცია.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, ფრაქციაში პარლამენტის ათი წევრი იქნება გაერთიანებული და მას შალვა კერესელიძე უხელმძღვანელებს.

დღევანდელ სხდომაზე დავით მათიკაშვილმა კომიტეტის წევრებს ინფორმაცია გააცნო საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ.

„ამ მოწვევის პარლამენტში მიღებული კანონების გარდამავალი დებულებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების შესახებ მონაცემის შესწავლის მიზნით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სხვადასხვა კომიტეტს 47  შეხსენების წერილი გადაუგზავნა. ამავე მოწვევის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა  პარლამენტის მიერ მიღებული 82 კანონით გათვალისწინებული 182 დავალება გააკონტროლა. ამ დავალებების დიდი ნაწილი შესრულებულია, კერძოდ,  67 კანონით გათვალისწინებული – 131 დავალება, 15 კანონით გათვალისწინებული 51 დავალება კი შესრულების პროცესშია. რაც შეეხება კანონის გარდამავალი დებულებით განსაზღვრულ იმ დავალებებს, რომელთა შესრულება დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება, კომიტეტის მხრიდან კონტროლი სისტემატურად გრძელდება”, – განაცხადა ოფიციალური ინფორმაციით კომიტეტის თავმჯდომარემ.

The post საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ფრაქცია „საქართველოსთვის” რეგისტრაცია appeared first on გურია ნიუსი.

დავით სონღულაშვილი გურიას სტუმრობს- სად იმყოფებოდა და ვის ხვდება გარემოს დაცვის მინისტრი ოფიციალური ინფორმაციით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრი დავით სონღულაშვილი გურიაში იმყოფება.

ოფიციალური ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში მდებარე საკალმახე მეურნეობაში წარმოების პროცესს გაეცნო და მეთევზეობის დარგში ჩართულ ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

შპს „ვაკიჯვრის კალმახი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიამ პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ არაერთხელ ისარგებლა. კომპანიას, რომლის  წარმადობა წელიწადში დაახლოებით 200 ტონა  კალმახის  წარმოებაა, 40  დასაქმებული ჰყავს. ნედლი თევზის რეალიზაცია ქსელური მაღაზიებისა და სუპერმარკეტების საშუალებით  ხდება.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, მეთევზეობის განვითარების მიზნობრიობით  2013 წლიდან   გაცემულია 155 მლნ  ლარზე მეტი ღირებულების 1,694 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება  23 მლნ ლარს აღემატება. მათ შორის, გურიის  რეგიონში გაცემულია  20  მლნ  ლარის ღირებულების სესხები, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება დაახლოებით 2 მლნ ლარია.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, სრულად იქნას გამოყენებული ყველა ის პოტენციალი, რაც აგროწარმოების მიმართულებით არსებობს. მიზნობრივი პროგრამების დანიშნულებაც სწორედ იმ ფერმერების და მეწარმეების მხარდაჭერაა, ვინც სასოფლო-სამეურნეო წარმოების დაწყებას ან გაფართოებას გეგმავს.

გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით,  დავით სონღულაშვილმა ოზურგეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ოფისის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.

გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გურიის ოფისის მშენებლობა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონული ერთეულის – აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს გაძლიერების პროცესის ნაწილია.

„გარემოსდაცვითი კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაძლიერების პროცესი, რომლის შემადგენელი ნაწილია რეგიონული ოფისების მშენებლობა-რეაბილიტაცია. მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება გურიის ოფისის მშენებლობა. კომფორტული სამუშაო გარემო და სხვა შესაბამისი პირობები თანამშრომელთა მოტივაციას კიდევ უფრო აამაღლებს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ გურიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბრაკონიერობასთან და ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვებასთან ბრძოლას. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კი, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შავი ზღვის დაცვაა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გურიის ოფისის მშენებლობა 2024 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტის ღირებულება 970 000 ლარია. ორსართულიან, თანამედროვე სტანდარტების, კეთილმოწყობილ ოფისში გურიის განყოფილების თანამშრომლები განთავსდებიან.

The post დავით სონღულაშვილი გურიას სტუმრობს- სად იმყოფებოდა და ვის ხვდება გარემოს დაცვის მინისტრი ოფიციალური ინფორმაციით appeared first on გურია ნიუსი.

პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 81 ხმით „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“კანონპროექტით საჯარო მოსამსახურის მიერ საჯარო დაწესებულებაში სხვა თანამდებობის დაკავების შეზღუდვის გამონაკლისს ემატება საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის თანამდებობა. ასევე, საჯარო სამსახურში მმართველობითი/სათათბირო ფუნქციის განხორციელებისათვის შექმნილ სხვა კომისიებსა და საბჭოებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა არაანაზღაურებადი საქმიანობა აღარ დაკვალიფიცირდება თანამდებობრივ შეუთავსებლობად.

მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განმარტებით, „დაგროვებითი პენსიის” შესახებ კანონში 2024 წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც, მათ შორის, ფონდის მმართველობითი სტრუქტურის ცვლილებას შეეხო. შედეგად, დღეს ფონდის მმართველობაში წარმოდგენილია მმართველობითი საბჭო, რომელიც შედგება ცხრა წევრისგან, აქედან რვა წევრი არის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული, ხოლო ერთი წევრი წარმოადგენს თანამდებობრივ წევრს. შესაბამისად, განსაზღვრულია ამ წევრის თანამდებობრივი სტატუსი. ასევე, მმართველობით საბჭოს უფლება მიენიჭა საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად აირჩიოს საკუთარ წევრთაგან ერთ-ერთი.

„აღნიშნული წესები გარკვეულწილად კოლიზიაში მოვიდა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტთან, რომელიც კრძალავს საჯარო მოსამსახურის მიერ ერთ საჯარო თანამდებობაზე მეტის დაკავებას, თუმცა „ნორმატიული აქტების შესახებ” ორგანული კანონის უპირატესი ძალით სარგებლობის პრინციპიდან გამომდინარე, აღნიშნული კოლიზია მოგვარებულია პირველ ნოემბრამდე, ვიდრე ახალი ცვლილებები ამოქმედდება.
შესაბამისად, იმისათვის რომ პირველი ნოემბრის შემდგომ პერიოდშიც კოლიზია არ იყოს, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონი და „დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონი ერთმანეთთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება წარმოდგენილი ცვლილება”, – განაცხადა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით,  ირაკლი ნადარეიშვილმა.

 

 

The post პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა appeared first on გურია ნიუსი.

რატომ უნდა აიკრძალოს სამი პოლიტიკური პარტია – რა განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

“ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის თქმით, სამი პოლიტიკური პარტიის ასაკრძალად სასამართლოში სარჩელი შეაქვთ.

“გურია ნიუსი” გთავაზობთ, რა განაცხადა შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე:

“2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ამომრჩეველს დავპირდით, რომ ამომრჩევლების მხარდაჭერის შემთხვევაში უზრუნველყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ძირეული პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების პროცესის წარმართვას. 1 120 000-მა ამომრჩეველმა ამ დაპირების შესასრულებლად მოგვცა მისი დემოკრატიული მანდატი.

ამ სახალხო მანდატის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის და 1 აპრილის დადგენილებებით შეიქმნა „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“, რომელმაც 6 თვიანი მუშაობის პერიოდში, პირდაპირ ეთერში გამართა 64 სხდომა, გამოიკითხა 139 პირი, შეისწავლა მოქალაქეებისგან 778 განცხადება. კომისიის თითქმის 500 გვერდიანი დასკვნის განხილვის საფუძველზე 2025 წლის 3 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება და გაიზიარა კომისიის მიგნებები. ამით, საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკური შეფასება მისცა „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა დაკავშირებული პარტიების ქმედებებს 2003-2025 წლებში.

დღეს კი, ვიწყებთ ჩვენი დაპირების სამართლებრივი ნაწილის შესრულებას. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიგნებების საფუძველზე ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფების „ხალხის ძალა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წევრები ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის მოთხოვნით.

საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობას, „რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.“

ამასთან, პოლიტიკური პარტიის საქმიანობა უშუალოდ და მჭიდროდ დაკავშირებულია თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციასთანაც, რომლიდან გამომდინარეც, დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის ისეთი საქმიანობა, რომელიც უგულებელყოფს დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას ან საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს რომელიმე ფუძემდებლურ პრინციპს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში სწორედ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანომ პოლიტიკური პარტიის მიერ დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი პოლიტიკის გატარების რისკი სათანადოდ დაადასტურა, სახელმწიფო უფლებამოსილია აღკვეთოს ასეთი პოლიტიკის გატარება.

ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სხვა დარღვევებთან ერთად, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში, უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას. ამით, აღნიშნული პარტიები აღიარებენ რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს. ჩვენს სარჩელში წარმოდგენილია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური მიზნები სწორედ ამ პოლიტიკურ პარტიებს ამოძრავებს.

სამართლებრივი დასაბუთება

კონსტიტუციური სარჩელი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შემდეგ დარღვევებს:

I. საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა

1. ადამიანის უფლებების ხელყოფა

საქართველოს კონსტიტუციური წყობილების განუყოფელი ელემენტია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და ადამიანის ძირითადი უფლებები, რომელთა სისტემური დარღვევა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაა. დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ადამიანის უფლებების ხელყოფა გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და მიიღო სისტემური და სისტემატური ხასიათი, კერძოდ

  • პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა წამების პრაქტიკის დანერგვით,
  • მკვლელობებისა და სხვაგვარი ძალადობის პრაქტიკის დანერგვით,
  • პირთა უკანონო თვალთვალის, უკანონო მიყურადებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-, აუდიო- და ფოტომასალის უკანონოდ შექმნის, შენახვისა და გამოყენების პრაქტიკის დანერგვით,
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საკუთრების ან სხვა უფლების ხელმყოფი პრაქტიკის დანერგვით,
  • ქონების გამოძალვისა და საკუთრების უფლების ხელყოფის პრაქტიკის დანერგვით.

2. საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობები

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები. აღნიშნული არჩევნების შედეგებისა და ამ არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ან თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე მთელ რიგ შემთხვევებში უარი თქვეს და ამ გზით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არაერთი საბოტაჟი აწარმოვეს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულმა არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს არჩევნები საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა.

1) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედგა ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადების პირველი მცდელობა, როდესაც არჩევნების არალეგიტიმურობის ყალბი საბაბით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტიც კი გამოუცხადა. თუმცა, მოგვიანებით, ისინი შეუდგნენ საქართველოს პარლამენტში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.

2) 2018 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით მოქმედმა კოალიციამ უარი თქვა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების აღიარებაზე და სცადა ძალადობრივი მეთოდის გამოყენებით საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიის ჩაშლა.

3) 2019 წლის ივნისში „ნაციონალური მოძრაობა“ და მჭიდროდ დაკავშირებული სხვა პოლიტიკური პარტიები საქართველოს პარლამენტის სასახლის შტურმით აღებას შეეცადნენ.

4) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა არალეგიტიმურად შერაცხეს, უარი თქვეს ახალარჩეული პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის შტურმით აღებას შეეცადნენ. თუმცა, მოგვიანებით, ისინი შეუდგნენ საქართველოს პარლამენტში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.

5) 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა არალეგიტიმურ არჩევნებად შერაცხეს, სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები წამოიწყეს და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა განაახლეს. თუმცა, მოგვიანებით, ისინი შეუდგნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.

6) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, უარყვეს ამ არჩევნების შედეგები, უარი თქვეს პარლამენტის წევრის მანდატებზე და ახალარჩეული პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადეს. მეტიც, არჩევნების შემდეგ, არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი შეუწყვეს და განახორციელეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მოიცავდა საქართველოს პარლამენტის სასახლეში ძალის გამოყენებით შეჭრას.

ზემოაღნიშნული ქმედებების პარალელურად და მათ გაგრძელებად, არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა 2022-2025 წლებში განახორციელეს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის რამდენიმე მცდელობა.

არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად შერაცხვის პირველი მცდელობა 2016 წელს დაფიქსირდა, 2018 წლიდან ამ მცდელობამ სისტემატური, ხოლო 2020 წლიდან კი სისტემური და უწყვეტი სახე შეიძინა. ამასთან, დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადებას 2019-2025 წლებში ერთვოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის, მთლიანობაში, ექვსი უშუალო მცდელობა, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ მიმართული საქმიანობა, რომელსაც არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები აწარმოებენ ხანგრძლივი, სისტემატური, სისტემური და აქტუალურია, რაც დღეს ამ მიზნის აქტუალურობასაც უტყუარად ცხადყოფს.

ამრიგად, 2004-2012 წლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ამასთანავე, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულმა ყველა არაკონსტიტუციურმა პარტიამ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული დემოკრატიის არსი, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უსაფუძვლოდ უარის თქმასა და დემოკრატიის მიმართ აშკარა და უხეში უპატივცემულობის გამოვლენაში გამოიხატა.

II. საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა

1. 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენები

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩაიდინა არაერთი ქმედება და ამ მხრივ, აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რამაც დააზიანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივა და ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებას. კერძოდ, 2004-2008 წლებში საომარ რიტორიკასთან და კონფრონტაციულ ქმედებებთან ერთად აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:
• 2004 წელს ქალაქ ცხინვალის მიმართულებით შეიარაღებული დაპირისპირება განხორციელდა.
• 2006 წლის 28 სექტემბერს კოდორის ხეობას საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ეწოდა „ზემო აფხაზეთი“.
• 2006 წლის ნოემბერში საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში საქართველოს როგორც დე იურე, ისე დე ფაქტო იურისდიქციას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ჩაატარა ალტერნატიული არაკონსტიტუციური არჩევნები, სადაც აირჩა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და მის დაქვემდებარებაში შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა, რომლის წევრებიც მინისტრებად იწოდებოდნენ. ამით საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში სეპარატისტულ არჩევნებს ირიბი ლეგიტიმაცია შესძინა, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღია და უხეში ღალატი იყო.
• 2007 წელს საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და სამართლებრივად აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1990 წელს გაუქმებული საზღვრები.
• აღნიშნული ქმედებების კულმინაცია იყო 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად, რის შემდეგაც საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციას, რომლითაც აღიარა საკუთარი ქმედებებით ესკალაციის ახალ, „ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე“ გადაყვანა, რუსეთის სამხედრო ინტერვენციას კი „საპასუხო იერიში“ უწოდა.

ამრიგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2004 წლიდან გეგმაზომიერად და თანამიმდევრულად განახორციელა ქმედებები და ღონისძიებები, რომლებმაც ხელი შეუწყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, არამედ საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებასაც.

2. 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ქმედებების ჩადენა 2012 წლის შემდეგაც განაგრძო, რაც უკვე მჭიდროდ დაკავშირებულ სხვა არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად განახორციელა.

• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანება და საქართველოსა და რუსეთს შორის აქტიური საომარი მოქმედებების გაჩაღების მცდელობა-ხელშეწყობა

2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კონფლიქტი მაქსიმალურ ნიშნულამდე გაემწვავებინათ. არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები დღემდე ცდილობენ, საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარება გამწვავდეს იგივე ფორმითა და ხარისხით, რა ფორმითა და ხარისხითაც ამას 2008 წლის ომამდე „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა.

• საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელის შეწყობა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანებასა და საქართველოსა და რუსეთს შორის აქტიური საომარი მოქმედებების გაჩაღების მცდელობა-ხელშეწყობასთან ერთად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა სხვა მიმართულებითაც ხორციელდება; კერძოდ, ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, სხვადასხვა საკითხთან მიმართებით უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება, რათა საქართველოს მოქალაქეებში უკმაყოფილება დაგროვდეს, ისინი მათ მიერ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და ეს პროცესები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მექანიზმად და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად იქნეს გამოყენებული. კერძოდ, ეს მცდელობები მოიცავს

• ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებისა და შენარჩუნების საკითხისთვის საზიანო ქმედებებს,
• ევროპის კავშირში საქართველოს გაწევრების მიმართულებით ქვეყნისთვის ხელშემშლელ ქმედებებს,
• საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ხელისუფლებაზე უცხოეთიდან სისტემატური საინფორმაციო თავდასხმებს, სანქციების დაწესების მცდელობებს და ამის ხელშეწყობას.

ამრიგად, 2004-2012 წლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელყო საქართველოს დამოუკიდებლობა და მიზანმიმართულად შექმნა ნიადაგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად, ხოლო 2012 წლის შემდეგ ამ პოლიტიკურმა პარტიამ და სხვა არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა განახორციელეს საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მრავალი მცდელობა.

სასარჩელო მოთხოვნა

ზემოაღნიშნული გარემოებები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების გათვალისწინებით, ერთობლივად ქმნის რამდენიმე არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მყარ კონსტიტუციურ საფუძველს.

ამასთან, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის, მის არაკონსტიტუციურ იდეებთან და ქცევასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ პარტიას, ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ რეალური საფრთხე შეუქმნას კონსტიტუციურ წყობილებას. ამ მხრივ განმსაზღვრელია პარტიის ზომა, სტრუქტურული ორგანიზება, პოლიტიკური გავლენა. ამიტომ, იმ პარტიების განსაზღვრისას, რომელთა აკრძალვასაც კონსტიტუციური სარჩელით ვითხოვთ, ვისარგებლეთ ორი მთავარი კრიტერიუმით:

1. რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება,
2. რამდენად უქმნის კონკრეტული არაკონსტიტუციური პარტია მისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას.

შესაბამისად, ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია შემდეგი სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა, რომლებმაც საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ. ეს პარტიებია (პარტიების რეესტრში მითითებული მათი იურიდიული დასახელებებით):

− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“,
− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“,
− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია – დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“, რომლებიც სინამდვილეში „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ შემადგენლობაში არიან, თუმცა, ფორმალურად, დამოუკიდებელ პარტიებადაც არიან რეგისტრირებული, აგრეთვე „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად, მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ.

ზემოაღნიშნული პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს შემდეგი გარემოებები:

– აღნიშნული პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელი პირები „ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, ეკავათ სხვადასხვა პარტიული თუ პოლიტიკური თანამდებობა.

– აღნიშნული პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და ერთიან ორგანიზმს და დღესაც ასე მოქმედებენ.

ამავე დროს, ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი არ იქნება არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც დღევანდელი მდგომარეობით, რელევანტური იქნებოდა მხოლოდ პარტია „ლელოს“ სახელით საკრებულოებში გასულ 59 წევრთან დაკავშირებით. ამით, უპირველეს ყოვლისა, გვსურს, პატივი ვცეთ მათ ამომრჩევლებს და განსხვავებით თავად პარტია „ლელოსგან“, რომელმაც მისი ამომრჩევლისგან მინიჭებულ საპარლამენტო მანდატების მიღებაზე უარი თქვა, საკრებულოებში შევინარჩუნოთ ამომრჩევლის მიერ გაცემული მანდატები.

ასევე, ჩვენი სარჩელი არ შეიცავს არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას. როგორც იცით, დღეს კანონმდებლობით განსაზღვრულია მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რომელიც იძლევა უფრო ფართო შესაძლებლობას აკრძალული პარტიებთან დაკავშირებული პირების სამომავლო არაკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობის აღსაკვეთად”.

The post რატომ უნდა აიკრძალოს სამი პოლიტიკური პარტია – რა განაცხადა შალვა პაპუაშვილმა appeared first on გურია ნიუსი.

“სასამართლოს კონკრეტული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით მივმართავთ”- შალვა პაპუაშვილი

“დღეს ვიწყებთ დაპირების სამართლებრივი ნაწილის შესრულებას… პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიგნებების საფუძველზე ფრაქცია ქართული ოცნების, პოლიტიკური ჯგუფების – ხალხის ძალა და ევროპელი სოციალისტების წევრები, ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის მოთხოვნით” ,_  თქვა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

ცნობისთვის, “ოცნების” ხელისუფლება “ნაციონალური მოძრაობის” და სხვა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ უკვე რამდენიმე თვეა საუბრობს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, სარჩელით სამი პარტიის აკრძალვას,  “ნაციონალური მოძრაობა”, კოალიცია “ცვლილებებისთვის”, “ლელო- ძლიერი საქართველო” ითხოვენ.

მისივე თქმით, ამ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც, მათ შორის:

„ელენე ხოშტარია − დროა“

„გირჩი − მეტი თავისუფლება“

„კი ევროპას − სტრატეგია აღმაშენებელი“

„ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“

„ფედერალისტური პარტია“

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია”

თუმცა,  როგორც პაპუაშვილი აცხადებს, ამ სუბიექტებს ამ ეტაპზე, მათი ზომის და ორგანიზაციული სტრუქტურის გამო, საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ აქვთ, შესაბამისად მათი აკრძალვა ამ ეტაპზე აუცილებელი არ ითვლება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მომავალში, თუ პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ.

აღსანიშნავია, რომ პაპუაშვლის თქმით, „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელი პარტია „ლელოს“ 59 წევრზე არ გავრცელდება, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, საკრებულოს წევრები გახდნენ, რაც ამომრჩევლის ნების პატივისცემით ახსნა.

The post “სასამართლოს კონკრეტული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით მივმართავთ”- შალვა პაპუაშვილი appeared first on გურია ნიუსი.

„გახარია საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ისინი დღეს გამართულ სასესიო სხდომას დაესწრებიან. მანამდე, ჩანიშნულია პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძის ბრიფინგი.

შეგახსენებთ, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისადმი გამოცხადებული ბოიკოტი შეწყვიტა და მე-11 მოწვევის პარლამენტში, პარტიის 12 წევრით, შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

The post „გახარია საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ appeared first on გურია ნიუსი.

“წაქცეულ კაცზე წიხლის დაჭერა არავაჟკაცურ საქციელად მიმაჩნია” _ გია გაჩეჩილაძე ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ

“ირაკლი ღარიბაშვილს ხალხი არ უწამებია. ციხეები არ ამოუვსია, ქართული სული არავისთვის არ ამოუღია, უბრალოდ, კი ბატონო, გეთანხმებით, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო ეს ყველაფერი. მაგრამ, იმასთან შედარებით, რაც საერთოდ ჩვენ გავიარეთ, იმ ხელისუფლების პირობებში – დაწყებული კეზერაშვილით, უგულავათი, როდესაც თბილისის მერი იყო. მილიონი ვიცით ასეთ ელიტარული კორუფციული. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ამ ადამიანის შეცდომებით დაიწყო სერიოზული ბრძოლა კორუფციასთან, რომელიც 30 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. ერთს ვიტყვი, რომ წაქცეულ კაცზე წიხლის დაჭერა არავაჟკაცურ საქციელად მიმაჩნია, ყველანი ადამიანები ვართ და ყველანი ვუშვებ თუ შეცდომებს” _ ამბობს ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი  გია გაჩეჩილაძე, იგივე “უცნობი”.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ღარიბაშვილს სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, 24 ოქტომბერს 1 მილიონი ლარის ღირებულების გირაო შეუფარდა და ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა.

The post “წაქცეულ კაცზე წიხლის დაჭერა არავაჟკაცურ საქციელად მიმაჩნია” _ გია გაჩეჩილაძე ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ appeared first on გურია ნიუსი.

Yesterday — 27 October 2025Main stream

“ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ”- კახა კალაძე

“ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ აგენტურა, მოღალატეები და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან  და ასრულებენ გარე ძალების დავალებას, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ,” – ამის თაობაზე დღეს თბილისის მერიის გავრცელებული ინფორმაციით,  კახა კალაძემ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთანავე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული პოლიტიკა ძალიან მძიმე აღმოჩნდა ქვეყნისთვის და ეს ტრაგედია დღემდე მოუშუშებელია.

„პარტიების აკრძალვას რაც შეეხება, ხედავთ თუ რა პროცესები მიმდინარეობს. ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იმართებიან გარედან, ახორციელებენ გარე დავალებების შესრულებას, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა.

კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, მათ მიერ განხორციელებული პოლიტიკა ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის, უდიდესი ტრაგედია და სიმძიმეა, რომელიც დღესაც არ მოგვიშუშებია, ავიღოთ თუნდაც 2008 წლის ომი.

არსებობს ძალიან ბევრი კითხვა იმ გადაწყვეტილებებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც ეს ადამიანები, ხელისუფლებაში ყოფნისას, ახორციელებდნენ. შესაბამისად, ამ კითხვებს სჭირდება პასუხის გაცემა“, – განაცხადა ოფიციალური ინფორმაციით თბილისის მერმა.

შეკითხვაზე, თუ როდის  შევა შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ როდესაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ამის თაობაზე განცხადება გაკეთდება.

The post “ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ”- კახა კალაძე appeared first on გურია ნიუსი.

საბერძნეთში საპენსიო ასაკი აღარ გაიზრდება – დაანონსებული ცვლილებები გადაიდო

27 October 2025 at 02:40

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, უახლოეს წლებში საპენსიო ასაკი აღარ გაიზრდება. როგორც გაზეთი Kathimerini და ეკონომიკური გამოცემა OT.gr იუწყებიან, მოქმედი კანონით გათვალისწინებული ცვლილებები მინიმუმ 2028 წლამდე გადაიდება, ხოლო საბოლოოდ ზრდა, სავარაუდოდ, მხოლოდ 2030 წლიდან დაიწყება.

მთავრობის გადაწყვეტილება დაკავშირებულია სიცოცხლის ხანგრძლივობის სტატისტიკასთან: პანდემიის შემდეგ საბერძნეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. სწორედ ეს მაჩვენებელი განსაზღვრავს საპენსიო ასაკის ზრდის შესაძლებლობას, რადგან საბერძნეთის კანონმდებლობით ის პირდაპირ არის მიბმული დემოგრაფიულ და სოციალური განვითარების ინდექსებზე: საბერძნეთის კანონმდებლობაში 2021 წლიდან გათვალისწინებულია საპენსიო ასაკის გაზრდის მექანიზმი, რომელიც პენსიაზე გასვლის დროის კორექტირებას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობიდან გამომდინარე მოახდენს.

დემოგრაფიული მაჩვენებლები – საპენსიო ასაკის ზრდის წინააღმდეგ

ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში ხანდაზმულთა წილი მოსახლეობაში თანდათან იზრდება, ხოლო შობადობა დაბალ დონეზე რჩება – დაახლოებით 1,5 ბავშვი ერთ ქალზე. ეს ტენდენცია, ექსპერტების შეფასებით, ქმნის სერიოზულ წნეხს სოციალური დაცვის სისტემაზე, თუმცა ამ დროისთვის არ მოითხოვს მკვეთრ ნაბიჯებს.

მოქმედი კანონის თანახმად, 2027 წლიდან საპენსიო ასაკი უნდა გადაიხედოს ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, დემოგრაფიული მდგომარეობის მიხედვით. თუმცა როგორც Kathimerini წერს, მთავრობის შიდა ანალიტიკური ჯგუფის ანგარიშები ცხადყოფს, რომ ზრდის საჭიროება ჯერ არ დგას. ამ მიზეზით, მოქმედი საპენსიო პარამეტრები მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე უცვლელი დარჩება.

ეტაპობრივი რეფორმის იდეა

თუ ცვლილებები მაინც განხორციელდება, ხელისუფლება გეგმავს, ეს პროცესი იყოს ეტაპობრივი – წელიწადში საპენსიო ასაკის მხოლოდ 3-4-თვიანი მატებით. ასეთი მიდგომა მიზნად ისახავს მომავალი პენსიონერებისთვის დატვირთვის მინიმუმამდე შემსუბუქებას და შრომის ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნებას.

OT.gr-ის ინფორმაციით, ცვლილებებს ყველაზე დიდი გავლენა ექნება 35–55 წლის მოსახლეობაზე, რომლებმაც უკვე დააგროვეს სამუშაო სტაჟი და შესაძლოა საპენსიო ასაკის ზრდის შედეგად პენსიაზე გასვლა რამდენიმე წლით გადაუვადდეთ. ახალგაზრდა თაობისთვის კი, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას, მომავალი საპენსიო სისტემა უფრო მკაცრი პირობებით იქნება განსაზღვრული.

„დროებითი ამოსუნთქვა“ სისტემისთვის

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საპენსიო ასაკის ზრდის გადავადება მხოლოდ დროებითი გადაწყვეტილებაა – „დროებითი ამოსუნთქვა“, რომელიც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, შეაფასოს დემოგრაფიული დინამიკა და შრომის ბაზრის ტენდენციები.

თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში საბერძნეთს მოუწევს რეფორმების გაგრძელება, რადგან მოსახლეობის დაბერება და შობადობის დაბალი დონე უკვე უქმნის წნეხს სისტემას და სოციალური ბალანსის შენარჩუნებას ართულებს.

საპენსიო რეფორმა ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე თემად რჩება: საბერძნეთის მსგავსად, ანალოგიური პრობლემები დგას იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაშიც, სადაც დემოგრაფიული ბალანსის შენარჩუნება სერიოზულ ეკონომიკურ გამოწვევად იქცა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში 2027 წლიდან საპენსიო ასაკის 1,5 წლით გაზრდა გასული წლის აპრილის ბოლოს დაანონსდა.

ნინო ბაჯელიძე

Before yesterdayMain stream

“რაც მოხდა, დიდად არავის გაჰკვირვებია, უფრო ის გაუკვირდათ, როგორ გასწირეს “თავისიანი” – “ქართული ოცნების” ექსმინისტრი ღარიბაშვილის ბრალზე

“პრაგ­მა­ტუ­ლად რომ ვთქვა, რო­გო­რია ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, ვი­ტყვი, რომ არის უფრო კარ­გი, ვიდ­რე ცუდი“ – ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, გი­ორ­გი ქო­ბუ­ლია “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “მო­ნე­ტი­ზა­ცია“ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს.

“ადა­მი­ა­ნუ­რად ეს ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტია, მაგ­რამ პრაგ­მა­ტუ­ლად რომ ვთქვა, რო­გო­რია ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის – კარ­გი თუ ცუდი, მინ­და ვთქვა, რომ არის უფრო კარ­გი, ვიდ­რე ცუდი. ახლა ავ­ხსნი რა­ტომ: ცუ­დია იმი­ტომ, ამას რომ უყუ­რებს ინ­ვეს­ტო­რი ან ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მელ­საც აქ შე­მოს­ვლა უნდა, ან ის, რო­მე­ლიც უკვე აქ არის, იტყვის, რომ ძა­ლი­ან ცუ­დია, რად­გან მთე­ლი სის­ტე­მა კო­რუფ­ცი­ა­ში ყო­ფი­ლა ჩარ­თუ­ლი. ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ის­თვის ეს ძა­ლი­ან და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა კარგ ნა­წილს – რომ დავ­ფიქ­რდეთ: ის რომ, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და მისი მმარ­თვე­ლო­ბა რა­ღაც დო­ზით კო­რუფ­ცი­ა­ში იყო ჩარ­თუ­ლი და ამი­სი გან­ცდა სულ იყო მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, ამას ვერ უარ­ვყოფთ. რაც მოხ­და, დი­დად არა­ვის გაჰ­კვირ­ვე­ბია, უფრო ის გა­უკ­ვირ­დათ, რო­გორ გას­წი­რეს „თა­ვი­სი­ა­ნი“. ანუ, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სულ ჰქონ­დათ ასე­თი კო­რუფ­ცი­ის გან­ცდა, იტყვი­ან, რომ სის­ტე­მამ თვი­თონ აღი­ა­რა შეც­დო­მა და და­არ­ტყა თა­ნა­გუნ­დე­ლებს“,- აღ­ნიშ­ნა ექს-მი­ნის­ტრმა…გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

The post “რაც მოხდა, დიდად არავის გაჰკვირვებია, უფრო ის გაუკვირდათ, როგორ გასწირეს “თავისიანი” – “ქართული ოცნების” ექსმინისტრი ღარიბაშვილის ბრალზე appeared first on გურია ნიუსი.

იმიგრანტები აძლიერებენ იტალიის ეკონომიკას და დემოგრაფიას – Leone Moressa-ს 2025 წლის ანგარიში

26 October 2025 at 01:17

იტალიას იმიგრანტების გარეშე ძალიან გაუჭირდებოდა როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე დემოგრაფიული მდგომარეობისა და სამუშაო ძალის მხრივ. Leone Moressa-ს ფონდის ახალი ანგარიშის თანახმად, რომელიც ორგანიზაციამ 20 ოქტომბერს წარადგინა CNEL-ში (დამსაქმებელთა ნაციონალური კონფერენციების ეროვნული საბჭო) და დეპუტატთა პალატაში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში (2014–2024) იმიგრანტი მეწარმეების რაოდენობა 24%-ით გაიზარდა, ხოლო იტალიელი მეწარმეების რაოდენობა 5%-ზე მეტით შემცირდა. დღეს უცხოელთა წვლილი ქვეყნის მშპ-ში 9%-ია, განსაკუთრებით მაღალია მათი წვლილი სოფლის მეურნეობაში (18%) და მშენებლობაში (16.4%). ამის შესახებ ilsole24ore წერს.

„ახალი იტალიელები“ ​​და დემოგრაფიული ზამთარი

2024 წელს იტალიაში 5.3 მლნ უცხოელი ცხოვრობდა (მთლიანი მოსახლეობის 8.9%), თუმცა საზღვარგარეთ დაბადებულთა რიცხვი 6.7 მილიონამდე გაიზარდა (11.3%). ეს სხვაობა, ძირითადად, განპირობებულია იტალიის მოქალაქეობის მიღებით (წელიწადში 200 000-ზე მეტი). იტალიის მოსახლეობას იმიგრაციული წარსულით კვლავაც დადებითი წვლილი შეაქვს იტალიის დემოგრაფიულ მონაცემებში, შობადობის უფრო მაღალი მაჩვენებლით (9.9 ახალშობილი ათას მოსახლეზე; იტალიელებში – 6.1) და სიკვდილიანობის უფრო დაბალი მაჩვენებლით (2.1 გარდაცვლილი ყოველ ათას მოსახლეზე; იტალიელთა შორის – 12.3). შობადობის მაღალი მაჩვენებლის წყალობით მიგრანტები, ფაქტობრივად, ხელს უშლიან იტალიის დემოგრაფიულ კოლაფსს. მაგალითად, 2023 წელს იტალიის მოსახლეობის რაოდენობა 385 000-ით შემცირდა, ხოლო იმიგრანტების – 375 000-ით გაიზარდა. იმიგრანტთა შორის მხოლოდ 6% არის 64 წელზე მეტი ასაკის, ხოლო იტალიელებს შორის ეს მაჩვენებელი 26%-ს აღწევს. ეს ნიშნავს, რომ იმიგრანტები საზოგადოების ახალგაზრდა, აქტიური ნაწილია, რომლებიც დღეს ბაზრებსა და გადასახადებს კვებავენ და ხვალ საპენსიო სისტემის მზარდ დეფიციტს აანაზღაურებენ.

სამუშაო ძალაზე მზარდი მოთხოვნა – იმიგრანტები შეუცვლელები არიან

დემოგრაფიული ტენდენციების გაგრძელება თავისთავად განაპირობებს სამუშაო ძალის მზარდ მოთხოვნას. Unioncamere – Excelsior-ის პროგნოზით, 5-წლიან პერიოდში – 2024-იდან 2028 წლამდე იტალიურ კომპანიებს დასჭირდებათ 3 მლნ ახალი მუშაკი (საჯარო სექტორის გამოკლებით), რომელთაგან 264 ათასი იმიგრანტი იქნება (21,3%). სამუშაო ძალაზე მოთხოვნა იტალიაში დამოკიდებული იქნება 80%-ით კადრების გადინებაზე დასაქმებულთა პენსიაზე გასვლის გამო და მხოლოდ 20%-ით – ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე. ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში იმიგრანტების წილი ოთხოვნილ მუშახელზე 25%-ს აჭარბებს, პიკი კი 31%-ია – ტოსკანასა და ტრენტინო-ალტო-ადიჯეში.

იმიგრანტ მეწარმეთა რაოდენობა კვლავ იზრდება

იმიგრანტი მეწარმეების რაოდენობა კვლავ იზრდება და 2024 წელს 787 000-ს მიაღწია (საერთო რაოდენობის 10.6%). ბოლო ათი წლის განმავლობაში (2014-2024) იმიგრანტ მეწარმეთა რაოდენობა გაიზარდა (+24.4%), ხოლო იტალიელ მეწარმეთა რაოდენობა შემცირდა (-5.7%). ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთის რეგიონებშია, დარგების მიხედვით კი – მშენებლობის, ვაჭრობისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში. იმ ქვეყნების დემოგრაფიულ გაჯანსაღებასა და ეკონომიკის ზრდაში შეტანილი წვლილის გარდა, სადაც ამჟამად ცხოვრობენ, მიგრანტები ხელს უწყობენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნების განვითარებასაც, მათ შორის, ფულის გაგზავნით. 2024 წელს იტალიაში მცხოვრებმა იმიგრანტებმა 8.3 მილიარდი ევრო გაგზავნეს თავიანთი წარმოშობის ქვეყნებში საკუთარი ოჯახებისა და ახლობლების დასახმარებლად, რაც თვეში დაახლოებით 130 ევროს შეადგენს ერთ სულ მოსახლეზე.

ფისკალური წვლილი

იტალიაში 4.9 მილიონი იმიგრანტი გადასახადის გადამხდელია (საერთო რაოდენობის 11.5%). 2024 წელს მათი დეკლარირებული შემოსავალი 80.4 მილიარდი ევრო იყო, ხოლო 11.6 მილიარდი ევრო პირადი საშემოსავლო გადასახადის სახით გადაიხადეს იტალიის სახელმწიფო ბიუჯეტში. იტალიელებსა და იმიგრანტებს შორის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის სხვაობა კვლავ მაღალია (წლიურად თითქმის 9 000 ევრო), რაც დასაქმების სტრუქტურის პირდაპირი შედეგია.

სახელმწიფო ხარჯებზე გავლენა

იმიგრანტები, ძირითადად, შრომისუნარიანი, სამუშაო ასაკის ადამიანები არიან და მცირე გავლენა აქვთ სახელმწიფო ხარჯებზე (3%). გარდა ამისა, სახელმწიფო შემოსავლების (დასაქმებულთა მიერ გადახდილი გადასახადები და სოციალური უზრუნველყოფის შენატანები) სახელმწიფოს მიერ სოციალური მიზნით გაწეულ ხარჯებთან შედარებით, იმიგრანტების ბალანსი დადებითია (+1.2 მილიარდი ევრო ანუ უფრო მეტი შენატანი შეაქვთ გადასახადების სახით, ვიდრე სახელმწიფოსგან იღებენ სოციალურ თანხებს – მათ მცირე გავლენა აქვთ სახელმწიფო ხარჯების ძირითად პუნქტებზე, როგორიცაა ჯანდაცვა და პენსიები).

ამ ფონზე სახელმწიფოს გამოწვევაა იმიგრანტების ეფექტიანი ინტეგრაცია, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორია იტალიური სკოლა, თუმცა ასევე საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან კიდევ გაძლიერებული ძალისხმევა – ენობრივი პროგრამების განვითარება, ოჯახების მხარდაჭერა, დიალოგი და ჩართულობა.

ნინო ხოშტარია

სანქციები და მოგზაურობის აკრძალვა “ოცნების” წევრებს- ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა რეზოლუცია მიიღო

“ფორმულას” ინფორმაციით, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა (ALDE Party) კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები, მათ შორის მოგზაურობის აკრძალვაზე ქართული ოცნების ყველა დონის თანამდებობის პირების წინააღმდეგ.

ტექსტში მოწოდებებია ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და სინდისის პატიმრების გათავისუფლებაზე. დოკუმენტში ქართული ოცნების მთავრობა მოხსენიებულია რეჟიმად.

დოკუმენტი გმობს მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას.

რეზოლუციაში ასევე მოწოდებებია დასავლეთის მიმართ, მხარი დაუჭირონ სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას.

დოკუმენტში ასევე საუბარია 2025 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე და ნათქვამია, რომ ის ჩატარდა საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე, ცენზურის პირობებში.

The post სანქციები და მოგზაურობის აკრძალვა “ოცნების” წევრებს- ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა რეზოლუცია მიიღო appeared first on გურია ნიუსი.

„ფედერალისტების“ წევრი გიორგი სიხარულიძე დააკავეს

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „ფედერალისტების“ წევრი გიორგი სიხარულიძე დააკავეს.

პოლიციამ გიორგი სიხარულიძე, დაახლოებით, 1 საათის წინ მის საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

სავარაუდოდ, ის რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით არის დაკავებული.

The post „ფედერალისტების“ წევრი გიორგი სიხარულიძე დააკავეს appeared first on გურია ნიუსი.

BBC ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს

BBC ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგა დიდი მასშტაბის ფულის გათეთრების ბრალდებით – ეს შოკისმომგვრელი ცვლილებაა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირისთვის, რომელიც ფართოდ არის მიჩნეული, როგორც საქართველოს დე ფაქტო ლიდერი.

პროკურორების თქმით, როდესაც გამომძიებლებმა მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს ამ თვის დასაწყისში, მათ აღმოაჩინეს 6.5 მილიონი დოლარი (4.9 მილიონი ფუნტი სტერლინგი) ნაღდი ფული.

43 წლის ღარიბაშვილი ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის დროს – პირველად 2013-15 წლებში და შემდეგ კვლავ 2021 წლიდან გასული წლის იანვრამდე.

ახლა მან აღიარა დანაშაული კორუფციის ბრალდებებში, რაც შეიძლება 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდეს და მას ერთი მილიონი ლარის (368,000 ფუნტი სტერლინგი) ოდენობის გირაო შეეფარდა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ყოფილი მთავრობის წარმომადგენლების დაკავების სერიის უახლესი შემთხვევაა.

თუმცა, ღარიბაშვილის წინააღმდეგ წაყენებული საქმე საქართველოს მმართველი ელიტის მაღალი რანგის წევრის წინააღმდეგ პირველი სისხლისსამართლებრივი დევნაა და ის მმართველი პარტიის დასავლეთისგან ავტორიტარული გადახრის ფონზე ხდება.

2019-2024 წლებში თავდაცვის მინისტრის, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისას, მას ბრალად ედება „ფარულად და ფარულად ჩართულიყო სხვადასხვა სახის ბიზნეს საქმიანობაში და მიიღო უკანონო წარმოშობის განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავალი“.

მას ბრალი ედება ამ შემოსავლის გათეთრებასა და ოჯახის წევრებისგან საჩუქრად ფულის ცრუ დეკლარაციაში.

მისმა ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა, დაადასტურა, რომ მისი კლიენტი ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა.

„სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ბატონი ირაკლი ეთანხმება ბრალდებებს, არ იმალება გამოძიებისგან და თანამშრომლობს“, – განუცხადა მან BBC-ს.

კორუფციის საქმე დრამატულ დაცემას აღნიშნავს პოლიტიკოსისთვის, რომელიც ივანიშვილის კომპანიებში მუშაობდა, სანამ 2011 წელს პოლიტიკაში შევიდოდა მილიარდერის პარტია „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში, რომელიც ხელისუფლებაშია 2012 წლიდან.

2014 წლის თებერვალში მან ხელი მოაწერა საქართველოს ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან.

თუმცა, ბოლო წლებში მან სათავეში ჩაუდგა საქართველოს ევროკავშირიდან დაშორებას. მან მჭიდრო კავშირები დაამყარა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან და განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება უკრაინაში ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.

ქართველი პოლიტიკური ანალიტიკოსის, გია ნოდიას თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაცემა ასახავს ბიძინა ივანიშვილის უნდობლობას მისი ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ.

„ივანიშვილი სინამდვილეში მამოძრავებელი ძალაა, მან რატომღაც გადაწყვიტა, რომ მის გუნდში რაღაც ღალატია“, – თქვა ნოდიამ.

ამ ეტაპზე ის ენდობა [მოქმედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი] კობახიძეს, მაგრამ შეწყვიტა ენდობა თავის უახლოეს ლეიტენანტს, არა მხოლოდ ღარიბაშვილს, არამედ [ყოფილ უშიშროების უფროსს] ლილუაშვილს და სხვებსაც“.

ამასობაში, საქართველოში პოლიტიკური არეულობა გრძელდება, ერთი წლის შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ სადავო საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, რომელთა აღიარებაზეც მაშინდელმა პრეზიდენტმა უარი თქვა.

2024 წლის ნოემბერში მთავრობის მიერ ევროკავშირთან წევრობის მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განცხადების შემდეგ ყოველდღიური საპროტესტო აქციები იმართება და ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა ამჟამად ციხეშია.

ახალი კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციის მომხრე მედიას ესხმის თავს, ხოლო ჟურნალისტები და აქტივისტები დაპატიმრებულები არიან.

„როგორც ჩანს, ივანიშვილი ალყაშია“,_ ამბობს გია ნოდია. „ის სჯერა ამ გიჟური ღრმა სახელმწიფო შეთქმულებების, რომელთა განადგურებაც დასავლეთს სურს საქართველოში ამ უწყვეტი საპროტესტო აქციების მეშვეობით“.

The post BBC ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს appeared first on გურია ნიუსი.

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორებში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული 32 პირი მოინახულეს.

დაკავებული პირებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ მიღებულ თითოეულ შემთხვევაზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სახალხო დამცველმა შესაბამის ორგანოებს მიმართა.
სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს დაკავებულების მონახულების პროცესს და საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.

უფლებადარღვევის ფაქტების შესახებ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ნომერზე – 1481″,_ აცხადებს სახალხო დამცველი.

The post სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს appeared first on გურია ნიუსი.

პაველ ჰერჩინსკი: ძალიან დასანანია, რომ ევროკავშირზე შეტევა გრძელდება და თავდასხმამ იმატა კიდეც, ჩვენ არსად მივდივართ, ვრჩებით აქ

არის პერსონალური თავდასხმები ჩემზე და ევროკავშირის სხვა ელჩებზე, თუმცა, სულ მცირე, ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ ამას პიროვნულად არ ვიღებ, მარტივად, ვცდილობ, ჩემი საქმე იმდენად კარგად გავაკეთო, რამდენადაც შემიძლია, – ამის შესახებ  “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ აღნიშნა.

მისი თქმით, ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა 2023 წლის დეკემბრის შემდეგ, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ საქართველო, როგორც ფორმალურად კანდიდატი ქვეყანა, ევროკავშირს დაახლოებოდა, ის მას დასცილდა.

„მე არ გავაკეთებ კომენტარს კომენტარებზე, რომლებსაც აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკოსი. ეს ჩემი საქმე არ არის. ჩემი საქმეა, წარმოვადგინო ევროკავშირის პოზიცია. ძალიან დასანანია, რომ ევროკავშირზე შეტევა გრძელდება და სინამდვილეში თავდასხმამ იმატა კიდეც. ეს ძალიან დასანანია, მაგრამ ჩვენ არსად მივდივართ, ჩვენ ვრჩებით აქ. ჩვენი კარი ღიაა საქართველოსთვის 2023 წლის დეკემბრიდან მოყოლებული. საქართველო ფორმალურად არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომ მან გაიაროს ამ კარში. იმ ისტორიული მომენტის შემდეგ, როდესაც საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ჩვენ ვაკვირდებით სრულიად საწინააღმდეგოს – იმის ნაცვლად, რომ საქართველო კიდევ უფრო დაგვიახლოვდეს, საქართველო გვშორდება. დიახ, ეს ძალიან სამწუხაროა. არის პერსონალური თავდასხმები ჩემზე და ევროკავშირის სხვა ელჩებზე, თუმცა, სულ მცირე, ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ ამას პიროვნულად არ ვიღებ, მარტივად ვცდილობ, ჩემი საქმე იმდენად კარგად გავაკეთო, რამდენადაც შემიძლია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

The post პაველ ჰერჩინსკი: ძალიან დასანანია, რომ ევროკავშირზე შეტევა გრძელდება და თავდასხმამ იმატა კიდეც, ჩვენ არსად მივდივართ, ვრჩებით აქ appeared first on გურია ნიუსი.

მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა ბელარუს ანდჟეი პოჩობუტთან ერთად

23 October 2025 at 01:31

ევროპარლამენტმა ოთხშაბათს, 22 ოქტომბერს ანდრეი სახაროვის სახელობის პრემიის „აზრის თავისუფლებისთვის“ ლაურეატები დაასახელა – ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ევროკავშირის ეს უმაღლესი ჯილდო წელს ორ პატიმარ ჟურნალისტს მიენიჭა: 50 წლის მზია ამაღლობელს საქართველოდან და 52 წლის ანდჟეი პოჩობუტს ბელარუსიდან.

მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის პირველი ლაურეატია საქართველოდან.

„ორივე ჟურნალისტი ამჟამად ციხეშია ყალბი ბრალდებებით – მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თავიანთ სამუშაოს ასრულებდნენ და უსამართლობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, – განაცხადა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ რობერტა მეცოლამ, რომელმაც პლენარულ სესიაზე სახაროვის პრემიის წლევანდელი ლაურეატები დაასახელა. – მათმა სიმამაცემ ისინი თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლის სიმბოლოებად აქცია. ეს პარლამენტი მათ მხარეზეა და ყველა იმ ადამიანის მხარეზე, რომელიც აგრძელებს თავისუფლების მოთხოვნას“.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და რედაქტორი მზია ამაღლობელი ამჟამად ორწლიან პატიმრობას იხდის რუსთავის ქალთა №5 კოლონიაში აჭარის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის. ჟურნალისტი თავდაპირველად მიმდინარე წლის 11 იანვრის ღამეს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 12 იანვარს კი ხელმეორედ დააკავეს უკვე სისხლის სამართლის წესით პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რისთვისაც მას 4-იდან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. მოგვიანებით მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალდება გადააკვალიფიცირა და 6 აგვისტოს ჟურნალისტს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

საპროცესო შეთანხმებაზე მზია ამაღლობელმა უარი განაცხადა: „უსამართლობასთან შერიგება ჩემთვის ცოცხლად დამარხვის ტოლფასია“, – წერდა იგი წერილში, რომელშიც ევროპას საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.

სახაროვის პრემია ამაღლობელისთვის პირველი საერთაშორისო ჯილდო არ არის. იგი 2025 წელს „მსოფლიოში პრესის თავისუფლების გმირად“ დასახელდა. ოქტომბრის დასაწყისში მან პრაღაში მიიღო Forum 2000-ის საერთაშორისო ჯილდო გამბედაობისა და პასუხისმგებლობისთვის (მას ვაცლავ ჰაველის ჯილდოსაც უწოდებენ), ხოლო უფრო ადრე – პრესტიჟული „თავისუფალი მედიის ჯილდო“, რომელსაც ნორვეგიული ორგანიზაცია The Fritt Ord Foundation-ი ანიჭებს.

ჯილდოს გადაცემის ცერემონია, რომელიც 50 000 ევროს (($58,000) ოდენობის ფულად პრიზსაც მოიცავს, 16 დეკემბერს გაიმართება სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ვინაიდან მზია ამაღლობელი და ანდჟეი პოჩობუტი ამჟამად ციხეში იმყოფებიან, პრიზს, სავარაუდოდ, მათი სახელით მათი რომელიმე ახლობელი ან ნათესავი მიიღებს.

ევროკავშირის უმაღლესი პრემია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში 1988 წელს დაარსდა საბჭოთა მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პატივსაცემად. ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემათ ფიზიკურ პირებს ან ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის სფეროში შეტანილი წვლილისთვის.

სახაროვის პრემიის ლაურეატობის კანდიდატებს წარადგენენ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები, აგრეთვე, ცალკეული ევროპარლამენტარები. მზია ამაღლობელი პრემიაზე „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრმა, ლიტველმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ და კიდევ 60-მა ევროპარლამენტარმა წარადგინეს, ანდჟეი პოჩობუტი კი ევროპარლამენტარების – „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ ჯგუფმა, რომელშიც სხვებთან ერთად შედის პოლონური პარტია „კანონი და სამართლიანობა“.

ნანა ძნელაძე

ფრთოსანი რაკეტა „ტომაჰავკი“ – ამერიკული საბრძოლო იარაღი, რომლის მიღებაც ვოლოდიმირ ზელენსკის სურს

18 October 2025 at 01:01

ტომაჰაუკები იქნება მთავარი თემა ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპის ვაშინგტონში დაგეგმილი შეხვედრის დროს პარასკევს. კიევი ცდილობს შეიძინოს ეს შორი მოქმედების რაკეტები რუსეთის შეტევების გახშირების ფონზე, რაც განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო დღეებში.

ექვსი მეტრის სიგრძის ფრთოსანი რაკეტა, რომელიც თითქმის ტონა-ნახევარს იწონის… სწორედ ასეთ იარაღს – „ტომაჰაუკს“ ესწრაფვის ვოლოდიმირ ზელენსკი. ის დიდად განსხვავდება ამერიკელ ინდიელთა ცნობილი საბრძოლო ცულისგან, რომელსაც ეს სახელი თავდაპირველად ერქვა. უკრაინის არმიისთვის ამ ამერიკული რაკეტების შესაძლო მიწოდება იქნება მთავარი თემა ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაზე, რომელიც პარასკევს, 17 ოქტომბერს ვაშინგტონში გაიმართება.

2500 კილომეტრამდე სიშორე და მაღალი სიზუსტე

BGM-109 ტიპის „ტომაჰაუკს“ შეუძლია დაარტყას მიზანს 2500 კილომეტრამდე მანძილზე, რაც უკრაინას საშუალებას მისცემდა, რუსეთის სიღრმეში მდებარე ობიექტებზეც მიეტანა დარტყმა, მათ შორის, ურალის მთებამდე. ეს რაკეტა რთულად შესამჩნევია: იგი დაბალ სიმაღლეზე დაფრინავს და საათში დაახლოებით 880 კმ სიჩქარით მოძრაობს.

„ტომაჰაუკი“ აღჭურვილია კამერით, რომელიც რეალურ დროში გადასცემს მიყენებულ ზიანს. მას შეუძლია გარკვეული დროით ერთ ზონაში გაჩერება, მოძრავი სამიზნის აღმოჩენა და მისი დადევნება. ეს არის იარაღი, რომელსაც უზარმაზარი ზიანი შეუძლია მიაყენოს დიდ მანძილზე, თუმცა მისი ფასი ასევე მაღალია – უახლესი მოდელები ორ მილიონ ევრომდე ღირს.

ბრძოლის ისტორია

„ტომაჰაუკები“ პირველად 1991 წელს, სპარსეთის ყურის ომის დროს გამოიყენეს. მას შემდეგ 2300-ზე მეტი ასეთი რაკეტა გაუშვეს სხვადასხვა საბრძოლო ოპერაციაში. 2014 წელს ისინი დიდი მხარდაჭერა გახდა ამერიკული არმიისთვის ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციებში.

მნიშვნელოვანი დახმარება

„ტომაჰაუკების“ მიღება უკრაინისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ უპირატესობას ნიშნავს – ეს რაკეტები საშუალებას მისცემდა მას, არა მხოლოდ მოიგერიოს, არამედ თავადაც განახორციელოს შეტევები. ბოლო თვეებში კიევმა ყურადღება გადაიტანა რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე დრონებით დარტყმებზე და სწორედ ასეთი ოპერაციებისთვის „ტომაჰაუკები“ სრულიად შესაფერისია.

ომის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, ამ იარაღით უკრაინას საშუალება ექნებოდა, სამიზნეში ამოეღო 1945 რუსული სამხედრო ობიექტი, მათ შორის, 76 საჰაერო ბაზა და ერთ-ერთი უდიდესი დრონების ქარხანა რუსეთში. როგორც ერთ-ერთმა უკრაინიელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, კიევი აპირებს, შეიძინოს იმდენი „ტომაჰაუკი“, „რომ პუტინმა ეს იგრძნოს“. ერთი რაკეტის ფასი მილიონ ევროზე მეტია.

ISW continues to assess that the Kremlin is waging a reflexive control campaign to deter the United States from authorizing the sale of Tomahawk missiles to Ukraine by threatening a deterioration in US-Russian relations.

ISW assesses that the US provisioning of Tomahawk missiles… https://t.co/g9u0WzR4IB pic.twitter.com/TomWt9peX1

— Institute for the Study of War (@TheStudyofWar) October 16, 2025

ISW-ის ინფორმაციით, კრემლი აწარმოებს კამპანიას, რათა შეერთებულმა შტატებმა უარი თქვას უკრაინისთვის „ტომაჰაუკის“ ტიპის რაკეტების მიყიდვაზე და ამას აშშ-რუსეთის ურთიერთობების გაუარესების მუქარით ცდილობს.

ტრამპის ეჭვები და პუტინის გაფრთხილება

დონალდ ტრამპი იდეას კატეგორიულად არ ეწინააღმდეგება, თუმცა გარიგების დადების გარანტიასაც არ იძლევა. „თუ ეს ომი არ დასრულდება, შესაძლოა გავრისკო „ტომაჰაუკების“ გაგზავნა. ეს საოცარი იარაღია, ძალიან შემტევი. მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა – რუსეთს ეს არ სჭირდება“, – განაცხადა მან.

თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა გააფრთხილა ტრამპი, რომ ამერიკასა და უკრაინას შორის ასეთი შეთანხმება იქნება „ახალი ესკალაცია“ და სერიოზულად დააზიანებს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებს.

ნათარგმნია ხელოვნური ინტელექტის მიერ

სტატიის ორიგინალი: franceinfo.fr

p. s. „ტომაჰავკები“ ძალიან საშიში იარაღია. ისინი წარმოუდგენელი იარაღია. ეს შეიძლება ნიშნავდეს დიდ ესკალაციას და ბევრ ცუდ რამეს. ჩვენც გვჭირდება „ტომაჰავკები“. ჩვენ არ გვინდა იმის გადაცემა, რაც ჩვენი ქვეყნის დასაცავად გვჭირდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს შესთავაზა, რომ „ტომაჰავკების“ სანაცვლოდ უკრაინა ამერიკას საკუთარი წარმოების ათასობით უპილოტო საფრენ აპარატს მიაწვდის. მისი თქმით, ასეთი თანამშრომლობა ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება.

ტრამპს შეთავაზებაზე დადებითი პასუხი არ გაუცია, თუმცა თქვა, რომ „ისინი [უკრაინა] ძალიან კარგ დრონებს აწარმოებენ“.

მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა „ენბისი ნიუსს“  ინტერვიუ მისცა და „ტომაჰავკების“ საკითხზე ისაუბრა.

„კარგია, რომ „ტომაჰავკებთან“ დაკავშირებით პრეზიდენტმა ტრამპმა არ თქვა „არა“, მაგრამ არც „დიახ“ უთქვამს…“ – აღნიშნა ზელენსკიმ და იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხზე დიალოგი გაგრძელდება.

„… ვფიქრობ, პუტინს ეშინია, რომ შეერთებული შტატები „ტომაჰავკებს“ მოგვაწვდის და ვფიქრობ, მას ნამდვილად ეშინია, რომ მათ გამოვიყენებთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, „ტომაჰავკის“ რაკეტებით შეიარაღებული უკრაინული ჯარი ვლადიმირ პუტინისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

მოამზადა ნანა ძნელაძე

❌
❌