Normal view

Yesterday — 27 October 2025Main stream

საბერძნეთში ქართული გალა კონცერტი – “მუსიკალური ბათუმი ათენში“ გაიმართა

27 October 2025 at 18:41

საბერძნეთში, „მარია კალასის“ სახელობის ისტორიულ თეატრში ქართული გალა კონცერტი – “მუსიკალური ათენში“ გაიმართა.
აჭარის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა, მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით, და სოლისტებმა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების შედევრები ააჟღერეს.
ღონისძიებას 48 ქვეყნის ელჩი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამო ანშლაგით დასრულდა.
გალა კონცერტი მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი ბერძენის, დიდი მაესტროს, ოდისეი დიმიტრიადის ხსოვნას.
პროექტი განხორციელდა აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საბერძნეთში საქართველოს საელჩოსა და ათენის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციის ,,ოპანდა” მხარდაჭერით.

“იბერია 1999” პირველ ადგილზე დაბრუნდა, “გაგრამ” “დინამო ბათუმს” მოუგო

27 October 2025 at 02:41

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 30-ე ტური დაიწყო. ისევ შეიცვალა ლიდერი: იბერია 1999-მა დილას მოუგო. ექვსქულიანს რომ ეძახიან, ასეთი მატჩი იყო. მეორე შეხვედრაში კი გაგრამ დინამო დიდი ანგარიშით დაამარცხა.
იბერია 1999 2:1 დილა
ექვსქულიანს რომ ეძახიან, ამ რანგის მატჩი იყო. პირველ-მეორეზე მყოფი გუნდების დაპირისპირება ვნახეთ.
იბერია 1999 დაწინაურდა გიორგი ჯინჯოლავას ლამაზი გოლით. მარცხენა მცველმა შორიდან გაუტანა დავით კერესელიძეს.
ეს მე-13 წუთზე მოხდა და მალევე, მასპინძლები ათი კაცით დარჩნენ: არბიტრმა ალეკო აფციაურმა VAR-ზე ნახა გურამ გოშთელიანის უხეშობა და წითელი ბარათი უჩვენა.
ტაიმის ბოლოს დილას კარში პენალტი დაინიშნა. არეულობაში, იბერიელთა მცველმა გიორგი ჯგერენაიამ თავით ძელს მოარტყა ბურთი და იმ დარტყმის მომენტში სირილ ედუძის ფეხი მოხვდა თავში. პენალტი არ გავიდა: კესერელიძემ აუღო ლუკა სილაგაძეს.
ზედ შესვენების წინ კი ისევ ჯინჯოლავამ ითამაშა მშვენივრად. კუთხურიდან კარისკენ ჩაახვია და იქ დილას ფეხბურთელ დეო ბასინგასაც შეეხო ბურთი, რის შემდეგაც კარში შევარდა – 2:0.
სხვაობა ბოლოს შემცირდა. 89-ე წუთზე დილას შემტევმა ოთარ ფარულავამ შორიდან დარტყმით გაიტანა. მეტი კი ვეღარ მოახერხეს გორელებმა.
რა ხდება ცხრილში? გუნდები ქულებით გათანაბრდნენ, მაგრამ პირველზე იბერია 1999 გადავიდა. ცნობისთვის: იბერია 1999 და დილა ჩემპიონატს თმაბარი ქულებით თუ დაასრულებენ, ჩემპიონები თბილისელები გახდებიან, რადგან ურთიერთშეხვედრებში სჯობნიან მეტოქეს.
გაგრა 4:1 დინამო ბთ
პირველივე წუთზე, კერძოდ 44-ე წამზე დაწინაურდა გაგრა. გიორგი ხარებაშვილმა ისარგებლა ბათუმელთა მეკარე საბა ისმაილოვის შეცდომით და ცარიელ კარში გაიტანა – 1:0.
მეორე ტაიმის საწყის წუთებში ბათუმელთა ნახევარმცველმა უერდი მარამ ძელს მოარტყა ბურთი. არ გაუმართლა. აი, ამას მოჰყვა გაგრას შეტევა, ილია სკრიპნიკის პასი და ხარებაშვილის ზუსტი დარტყმა. ასე მიითვალა დუბლი ხარებაშვილმა.
მე-60 წუთზე ლუკა წულუკიძემ პენალტის უფლება მოიპოვა, თავადვე დაარტყა და არსენ სიუკაევმა მოიგერია ბურთი.
შემდეგ ვნახეთ რატი არდაზიშვილის გარღვევა, დაბალ კუთხეში დარტყმა და ანგარიშიც 3:0 გახდა.
მალევე, გაგრას კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა. ისევ წულუკიძემ დაარტყა და ამჯერად გაიტანა…
ბოლოს კი გიორგი პაპუაშვილი საბა ზოიძის პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭირვებია – 4:1.
დინამო ბათუმს 10-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, მაგრამ მეხუთე ადგილზე რჩება. გაგრა მეექვსეზეა და ერთი ქულითღა ჩამორჩება ბათუმელებს.
erovnuliliga.ge
ფანცულაია გოლებს აგროვებს; “სამგურალმა”, “გარეჯმა” და “თელავმა” გაიმარჯვეს
ლიდერი ისევ “დილაა”; “ტორპედომ” კი იბერიელებს აჯობა
“გაგრას” ლიუბენოვიჩი ჩაუდგა სათავეში
“ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია” – გიორგი ჭიაბრიშვილი “გარეჯთან” გამარჯვების შემდეგ
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი – 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი… [VIDEO]
ფანცულაია გოლებს აგროვებს; “სამგურალმა”, “გარეჯმა” და “თელავმა” გაიმარჯვეს
ლიდერი ისევ “დილაა”; “ტორპედომ” კი იბერიელებს აჯობა

Before yesterdayMain stream

„მიზანია რკინის ფარდა ევროპასთან“ – პროფესორი განათლების “საოცნებო რეფორმაზე”

26 October 2025 at 22:09

„ასლან აბაშიძის კეთილ ნებაზე რომ იყო დამოკიდებული, ვის დააფინანსებდა და ვის არა, აი, ამ დროში გვაბრუნებენ, აქეთკენ მიჰყავთ ყველაფერი, რომ ერთ ადამიანზე იყოს ჩამოკიდებული განათლების სისტემა ფინანსურადაც და სტრუქტურულადაც“-ამბობს ლალი ანთიძე, ს რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
„ბათუმელები“ ლალი ანთიძეს „ოცნების“ მთავრობის მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე ესაუბრა.
· ქალბატონო ლალი, როგორ შეაფასებთ კობახიძის მიერ დაანონსებულ საუნივერსიტეტო რეფორმას და თქვენი აზრით, რა დარჩება თუნდაც ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან თუ ეს ცვლილებები განხორციელდა, თუ დარჩა ბსუ ერთი ფაკულტეტით და უცხოელი სტუდენტების გარეშე?
ჯერ დავიწყოთ იმით, რომ დაანონსებული ცვლილებები არის ძალიან ბუნდოვანი. უბრალოდ ისიც მწყინს, ასეთ სიბრიყვეებზე რომ მიწევს კომენტარების გაკეთება.
· რა გეჩვენებათ სიბრიყვედ დაანონსებულ რეფორმაში?
ფაქტობრივად, ამ რეფორმის ყველა პუნქტი გამოიწვევს იმას, რომ განათლების სისტემა მთლიანად დასამარდება ქვეყანაში. რაღაც ისტორიული მოცემულობის გათვალისწინების დეკლარირებაც ძალიან ბუნდოვანია. არ მგონია ამ ისტორიულ მოცემულობაში გელათის და იყალთოს აღდგენას გულისხმობდნენ. ერთ-ერთი ვარიანტია, რომ ამ „ისტორიულის“ ქვეშ იგულისხმება საბჭოთა, რადგან საბჭოთა პერიოდში იყო ასე, ერთი უნივერსიტეტი გვქონდა ქვეყანაში.
თუ ამ კონტექსტში შევხედავთ, ეს „ისტორიული“ ნიშნავს, რომ ისევ საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით და მაშინ გამოდის, რომ საბჭოთა ბათუმში ჩვენი უნივერსიტეტი პედაგოგიური ინსტიტუტი იყო და პედაგოგიურად უნდა გადაგვაქციონ? – ეს ლეგიტიმური კითხვა ჩნდება.
თუ ადამიანმა წერა-კითხვა იცის და ორი წიგნი წაუკითხავს, ყველა ხვდება, რომ დღეს „ოცნების“ ხელისუფლება აბსოლუტური იზოლაციონიზმის პრინციპს ადგას და საერთოდ გვმიჯნავს ევროპისგან. როდესაც ეს პირდაპირ და ღიად ვერ გააკეთეს, ასეთი შეფარული რეფორმებით აკეთებენ. ფაქტობრივად, ჩვენს სტუდენტებსაც გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობა ესპობათ და ჩვენს მოსწავლეებსაც ესპობათ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
· კობახიძის რეფორმით უნივერსიტეტებს ეზღუდებათ უცხოელი სტუდენტების მიღებაც. მაგალითად ბსუ-ს, 700-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი ჰყავს და ეს არის უნივერსიტეტისთვის დამატებითი შემოსავალი. რას დაკარგავს ამით ბათუმის უნივერსიტეტი?
არა მარტო ბსუ-ს, სხვა უნივერსიტეტებსაც ჰყავთ უცხოელი სტუდენტები და ესეც იმის ნაწილია, რომ საბოლოოდ დაიმორჩილონ უნივერსიტეტები და მთლიანად დამოკიდებული გახადონ სახელმწიფოზე. აბსოლუტურად კლავენ უნივერსიტეტის ავტონომიას.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო უნივერსიტეტი გვქვია, მაინც არ ვართ სახელმწიფო დოტაციაზე და სტუდენტების შემოსავლებით ვარსებობთ. ერთადერთი, რაშიც სახელმწიფო გვეხმარება, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტებია, მაგალითად ლეონიძეზე სტუდენტური საცხოვრებელი ააშენეს და კიდევ სხვა საამშენებლო პროექტებიც განახორციელეს. სხვა მხრივ, უნივერსიტეტი საზრდოობს სტუდენტების შემოსავლებით, ამიტომ, აბსოლუტურად შეიცვლება არსებული მოდელი და დაფინანსება ხელისუფლების მიმართ მორჩილების ხარისხით განისაზღვრება.
· რამდენი ფაკულტეტი ფუნქციონირებს დღეს თქვენთან და რამდენად წარმოგიდგენიათ ბსუ ერთი ფაკულტეტით?
სადღაც 7 თუ 8 ფაკულტეტია დღეს უნივერსიტეტში და სიმართლე გითხრათ, ვერანაირად ვერ წარმომიდგენია უნივერსიტეტი ერთი ფაკულტეტით. მგონია, რომ რაღაც გვეშველება და ვარსკვლავები ისე დალაგდება საიმისოდ, რომ ასეთი დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებას ვერ მოასწრებს ეს ხელისუფლება. შინაგანად მჯერა ამის.
თუ მაინც გააკეთეს, ძალიან ბევრი პროფესორი წავა ალბათ სამსახურებიდან და ბუნებრივია, უმუშევრობა გაიზრდება.
იმ სტუდენტებს, რომლებიც დღეს სწავლობენ, ალბათ მისცემენ დამთავრების საშუალებას და მერე გადავლენ ახალ მოდელზე. ახლა, ამ მოცემულობაში ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ეს ძალიან დიდ რყევებს გამოიწვევს და სად უნდა წაიყვანონ ამდენი სტუდენტი?
მაშინ თვითონ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს მათი სხვადასხვა ქალაქებში გადანაწილება, მათი იქ ცხოვრება და ასე შემდეგ.
· სტუდენტები რას ამბობენ ამ მოსალოდნელ ცვლილებებზე, გააზრებული აქვთ რა ტიპის სისტემაში მოუწევთ განათლების მიღება?
ყველა ტიპის სტუდენტი არსებობს დღეს. ისეთი, ვისაც მხოლოდ ნიშანი და დიპლომის ფურცელი უნდა, ვისთვისაც მხოლოდ ის არის მთავარი, რომ „ნაჭამი ვიყო“, როგორც ეს თქვა ერთ-ერთმა იმ ვიდეოში, რომელიც ამ დღეებში გავრცელდა და ვნახეთ ყველამ და არიან ისეთებიც, რომლებიც მართლა აზროვნებენ და სხვანაირად უდგებიან ამ პროცესს და რეაქციებიც განსხვავებული აქვთ.
· პროფესორები რა აზრზე არიან? ჯერ-ჯერობით მათი შეფასებები არ მოგვისმენია ამ საკითხზე.
სიმართლე გითხრათ, ისე ვარ დაკავებული ლექციებით, მათთან სალაპარაკოდ არ მომიცლია და მე მგონი, არც ვუყურებთ ამ რეფორმას სერიოზულად, რადგან რაღაც წარმოუდგენელი ამბავი მგონია, რადგან ამ მთავრობამ ბევრი რამ დააანონსა და მერე მიხვდნენ, რომ ვერ ახორციელებდნენ. ახლაც მაგის იმედი გვაქვს.
უდავოდ განუხორციელებელი პროექტია, ასე ერთი ხელის დაკვრით – მით უმეტეს. ბევრი საკითხი რჩება ღიად, თუნდაც სახელმწიფო გრანტის საკითხი. თუ კერძო უნივერსიტეტში ჩაირიცხება სტუდენტი მერე რა ხდება, ესეც გაუგებარია. ასევე გაუგებარია კერძო უნივერსიტეტების ბედი.
· ხომ თქვეს, რომ მხოლოდ უნივერსიტეტები დაფინანსდება. გამოდის გრანტის სისტემა გაუქმდება.
იმიტომ, რომ უნივერსიტეტის დაფინანსება გაცილებით იოლად მართვადს გახდის უნივერსიტეტს.
არცერთი პუნქტი მისაღები არ არის ჩემთვის, აბსოლუტურად არცერთი. არსად არ არსებობს მსგავსი სისტემა. არცერთი ქვეყნის მოდელში არ ჯდება. ალბათ უფრო რუსულთან არის ახლოს და სავარაუდოდ რუსულს დაუახლოვდება.
· ფიქრობთ, რომ ამ რეფორმის მიზანიც ქვეყნის იზოლაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია?
სრული, აბსოლუტური იზოლაციონიზმია მიზანი, ანუ რკინის ფარდა. ეს ერთი და მეორეა ის, რომ უნდათ სამუშაოს მიმცემები და დამსაქმებელი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო და ყველა სხვა წყაროს ჭრიან.
თვითონ მათ ექნებათ ოფშორებიდან შემოსავლები, სხვებს კი დატოვებენ დაფინანსების წყაროს გარეშე. როგორც არასამთავრობოებს და მედიას გადაუკეტეს შემოსავლის წყარო, ისე მოხდება უნივერსიტეტების შემთხვევაშიც. საზოგადოებას ართმევენ რესურსებს.
ასლან აბაშიძის კეთილ ნებაზე რომ იყო დამოკიდებული ვის დააფინანსებდა და ვის არა, ამ დროში გვაბრუნებენ, აქეთკენ მიჰყავთ ყველაფერი, რომ ერთადერთ ადამიანზე იყოს ჩამოკიდებული ფინანსურადაც და სტრუქტურულადაც მთელი განათლების სისტემა.
ყველა კარგად ვხედავდით, რომ ასეთი სისტემაში განვითარება არ ხდებოდა.

❌
❌