Normal view

Before yesterdayMain stream

ჩინეთის ახალი ხუთწლიანი გეგმა: როგორ აპირებს პეკინი ეკონომიკის ზრდის სტიმულირებას და შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებას

25 October 2025 at 14:26

ციფრები თავად მეტყველებენ: მესამე კვარტალში ჩინეთის ეკონომიკის ზრდა მხოლოდ 4.8% იყო, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ჩინეთი აღარ იმყოფება 2000-იანი წლების ტრიუმფალური ექსპანსიის ფაზაში. ზრდა, რომელიც ოდესღაც ორნიშნა ციფრებით გამოხატებოდა, ოფიციალური პროგნოზების თანახმად, 2026 წლისთვის 5-6 პროცენტის დონეზე დასტაბილურდება.
მოხმარების მთავარი ინდიკატორი – საცალო გაყიდვები – მესამე კვარტალში მხოლოდ 3%-ით გაიზარდა, ხოლო სამრეწველო წარმოება – 6.5%-ით,რაც დინამიურ სამრეწველო მიწოდებასა და სტაგნაციაში მყოფ შიდა მოთხოვნას შორის არსებული დისბალანსის ნიშანია.
სამომხმარებლო ფასები სექტემბერში კვლავ დაეცა, უძრავი ქონების კრიზისი კი, რომელიც 2020 წელს რამდენიმე მსხვილი დეველოპერის, მაგალითად, Evergrande-ის გაკოტრებით დაიწყო, შინამეურნეობების ნდობაზე ისევ აისახება. მშენებლობაში წლიური ინვესტიციები თითქმის 14%-ით შემცირდა.
ფრთხილი ჩინური შინამეურნეობები, მოხმარების ნაცვლად, დანაზოგს აკეთებენ. ახალგაზრდებს შორის უმუშევრობა 14%-ს აჭარბებს და შობადობის კოეფიციენტიც მკვეთრად ეცემა.
ჩინეთის ეკონომიკის გასაცოცხლებლად რამდენიმე ფაქტორი მოიაზრება. პირველი, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტის ხედვის მთავარი ნაწილია, არის შიდა ბაზარზე ფოკუსირება. ჩინელები ბევრს ზოგავენ და ცოტას მოიხმარენ. ამიტომ, გეგმის ერთ-ერთი მიზანი მოხმარების წახალისება იქნება. ამის მისაღწევად, პეკინს სურს გააუმჯობესოს ქალაქის მოსახლეობის ცხოვრების დონე, უზრუნველყოს განათლებასა და ზე უკეთესი ხელმისაწვდომობა და შიდა ბაზარი ზრდის მთავარ მამოძრავებლად აქციოს.
გეგმის კიდევ ერთი პრიორიტეტი ინოვაციაა. ქვეყანა უკვე ხარჯავს თავისი მშპ-ს 2.6%-ს კვლევასა და განვითარებაზე, რაც ევროკავშირის დონეს უახლოვდება. პეკინი აპირებს გაამყაროს თავისი ლიდერობა ელექტრომობილების, დრონებისა და ს სფეროებში და დაძლიოს ჩამორჩენა ნახევარგამტარების სტრატეგიულ სექტორში, სადაც შეერთებულმა შტატებმა გარკვეულ საკვანძო ტექნოლოგიებზე წვდომა შეუწყვიტა.
მიზანი ნათელია: ქვეყანა უნდა გახდეს თვითკმარი და უზრუნველყოს მიწოდების ჯაჭვები, რათა დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს, რომელიც სენსიტიურ ტექნოლოგიებზე სულ უფრო მეტ შეზღუდვას აწესებს. ეს არის ომი ჩიპებისთვის, მიკროპროცესორებისა და იშვიათმიწა ლითონებისთვის, რომელიც ჩინეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს.
ჩინეთის მე-15 ხუთწლედის გეგმა, რომელიც ოფიციალურად 2026 წელს, ეროვნული სახალხო კონგრესის სესიაზე განხილვისა და დამტკიცების შემდეგ გამოქვეყნდება, ასევე მიზნად ისახავს ჩინეთის სტრატეგიული ალიანსების გადახედვას და გლობალურ სამხრეთზე მეტ ფოკუსირებას, რათა უკეთ დაუპირისპირდეს ს ამერიკას და კონკურენტი ინდოეთი დაჩრდილოს. ის ითვალისწინებს პარტნიორობას აფრიკასთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ლათინურ ამერიკასთან იმის ფონზე, როდესაც ჩინეთის ექსპორტს გეოპოლიტიკური სირთულეები ემუქრება.
ბაზრების დამშვიდება, ნდობისა და ზრდის სტიმულირება ვალის გაზრდის გარეშე, მრეწველობის მოდერნიზება და გარე დაძაბულობის შეკავება – მე-15 ხუთწლედის გეგმამ ეს ყველაფერი ერთდროულად უნდა მოაგვაროს, თანაც – პარტიის კონტროლის შესუსტების გარეშე.

ბიზნესი კლინიკების მართვაში სახელმწიფოს ჩამოშორებას ცდილობს, რასაც სპეციალისტები უპირისპირდებიან

25 October 2025 at 14:09

ბიზნესი კლინიკების მართვაში სახელმწიფოს ჩამოშორებას ცდილობს, რასაც სპეციალისტები მკვეთრად უპირისპირდებიან. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ჰოსპიტალური სექტორის პერსპექტივას სახელმწიფოს როლის გაძლიერებაში ხედავენ. ბიზნესის ინტერესებს ისინი ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ და ირწმუნებიან, რომ კერძო ინვესტორები კლინიკების მართვის პროცესს უნდა ჩამოშორდნენ, რადგან მათთვის ავადმყოფი ხდება უბრალოდ კლიენტი და ასეთი მიდგომა დარგის დასასრულს მოასწავებს.
შედეგიც სახეზეა. წლებია საქართველოში ვერ ვითარდება და ამ თუ იმ ავადმყოფობასთან გასამკლავებლად მოქალაქეები მეზობელ ქვეყნებში გარბიან. დღეს საქართველოში სამედიცინო სექტორი კერძო ბიზნესმა მოიცვა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დაწესებულები ფუნქციონირებს, კერძო სექტორი მას საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს და ხშირ შემთხვევაში ჩაგრავს კიდეც. სპეციალისტების აზრით, დაუშვებელია ჯანდაცვა გახდეს ბიზნესი, რადგან საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება.
სამედიცინო სფეროს ექსპერტის მარინე ბერაძე აღნიშნავს, რომ დღეს ბიზნესს აწყობს ის, რომ სფეროში თავად იყვნენ დომინანტები. ისინი ისედაც ფლობენ დიდ ქსელსა და სისტემას.
,,არ არსებობს ისეთი განვითარებული ქვეყანა, სადაც სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებები უმრავლესობაში არ იყოს. იქ 80%-ზე მეტი სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებს უჭირავს. წარმოუდგენელია, სახელმწიფო კლინიკები არ იყოს, რომელიც უზრუნველყოფს ასევე, დამწყები ექიმების განათლებას. ეს ახალგაზრდისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ის კერძო კლინიკებში ამას ვერ მოახერხებს, თანაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. აუცილებელია ჯანდაცვის სფეროში ყველაზე აქტიური სახელმწიფო იყოს. გვახსოვს 100 ახალი საავადმყოფოს პროექტი, რომელიც სრულად ჩავარდა. სწორედ მაშინ მოხდა ყველა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული კლინიკების კერძო სტრუქტურებისთვის გადაცემა.
ორივე უნდა არსებობდეს, მაგრამ აუცილებელია სახელმწიფო დომინანტი იყოს, რადგან მთავარი გადამხდელი სამედიცინო მომსახურებაში ხომ სწორედ ისაა,” – განაცხადა მარინე ბერაძემ და დასძინა, რომ ქვეყანაში თითქმის ყველა კლინიკა კერძოა. თანხებსაც ისინი ინაწილებენ. ამიტომაც მთლიანობაში, პაციენტი, ექიმი და ექთანი, ყველა უკმაყოფილოა.
რაც შეეხება გამოსავალს, ბერაძე მიიჩნევს, რომ აუცილებლია სისტემაში ცვლილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში სფერო უფრო დიდ კრიზისში ჩაეფლობა.
,,ჩვენთან არიან ძალიან კარგი ექიმები, მაგრამ თუ სისტემა არ იმუშავებს სწორად ისინი ვერ შეძლებენ ჰიპოკრატეს ფიცის შესრულებას. პაციენტს ნდობა უნდა ჰქონდეს თავისი ექიმის და არ გარბოდეს საზღვარგარეთ. რა გვჭირს, რომ არ ვაგზავნიდეთ ამ რაოდენობის პაციენტებს უცხოეთში”, – აღნიშნა მარინე ბერაძემ.
ამავე მოსაზრებას იზიარებს დარგის სპეციალისტი რევაზ კარანაძე. მისთვის მიუღებელია სახელმწიფო კლინიკების არარსებობა. ჯანდაცვა არის ადამიანის უფლება და მასზე ხელმისაწვდომობა პაციენტისათვის აუცილებელია, გარანტი კი, სახელმწიფო უნდა იყოს.
,,სამწუხაროდ, დღეს კერძო ჯანდაცვამ მოგვიტანა ის რომ, საავადმყოფოების 50%-ზე მეტი არის “ს” მფლობელობაში ,,ევექსის” სახით. ხარისხმა ვერსად აიწია, ფულის დიდი ნაწილი მხოლოდ მოგებაში წავიდა. ექიმების, ექთნებისა და სხვა მედპერსონალების ხელფასები კატასტრუფულად დაბალია. შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს 4-ჯერ უფრო ნაკლები ექთანი გვყავს, ვიდრე საჭიროა.
განკერძოებამ და მასობრივმა პრივატიზებამ ის შედეგები ვერ მოგვიტანა, რასაც 90-იანი წლებიდან ველოდით. კვალიფიციური მედპერსონალი აღარ გვყავს. ექთნები მუდმივად ტოვებენ ქვეყანას და მიდიან მომვლელებად უცხოეთში. ვინც დარჩა 3-4 სამსახურში ერთდროულად მუშაობს და საკმარისი ანაზღაურება მაინც არ აქვთ”, – განაცხადა რევაზ კარანაძემ.
მისი აზრით, კერძო ჯანდაცვამ მოგვცა მხოლოდ გალამაზებული ინფრასტრუქტურა. სხვა მხრივ წინსვლა არ შეინიშნება, მათ შორის არ ხდება კადრების გადაკვალიფიცირება.
,,მთელი დარგი ფულის საჭრელ მანქანად გადაიქცა. როცა პაციენტები მეზობელ ქვეყანაში გარბიან სამკურნალოდ, ეს ნორმალური არაა. საწყენია ამ გზით რომ მივდივართ. როცა ხედავ შედეგს, რომ ეს დამოკიდებულება არ მუშაობს და კიდევ ამის გაღრმავებას ახდენ, ვფიქრობ, სულ ცოტა, კითხვის ნიშნების დასმის უფლება მაინც გვაქვს”, – განაცხადა კარანაძემ.
ცნობისთვის, “ავერსის” დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი პაატა კურტანიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო კლინიკები საერთოდ არ უნდა არსებობდეს, რადგან ამ მიმართულებით კერძო ინვესტორების მხრიდან ინტერესი არის. სახელმწიფო კი მაკონტროლებლის ფუნქციით უნდა იყოს წარმოდგენილი.
“რატომ უნდა დახარჯოს სახელმწიფომ კლინიკის აშენება-აღჭურვაზე ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარი, თუ კერძო ინვესტორები არიან მზად ფული დახარჯონ? ლიცენზიას გასცემს სახელმწიფო, აწესებს ფასებს, ლიცენზიის პირობების შესრულებას, სამედიცინო სერვისების ხარისხს აკონტროლებს. სახელმწიფომ იმ ფულით უნდა შეასრულოს ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელშიც კერძო ინვესტორი ვერ ჩადებს ფულს. თუ კლინიკებს აშენებენ კერძო ინვესტორები, ფასით დაწყებული ყველაფერს აწესებს და აკონტროლებს სახელმწიფო, რა საჭიროა, რომ ამაში სახელმწიფომ ფული დახარჯოს”, – აღნიშნა კურტანიძემ.
წყარო: resonancedaily.com

❌
❌