Normal view

Today — 28 October 2025Main stream

დონალდ ტრამპი იაპონიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

28 October 2025 at 06:26

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის ტოკიოში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ მისი აზრით, ის ერთ-ერთი შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი იქნება.
„დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა ამ პროცესის ასე ადრეულ ეტაპზე. თქვენ იქნებით ერთ-ერთი შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, მიაჩნია, რომ -იაპონიის ურთიერთობა ისეთი მტკიცე იქნება, როგორც არასდროს.
„ეს იქნება ურთიერთობა, რომელიც იმაზე მტკიცე იქნება, ვიდრე ოდესმე და მოუთმენლად ველი თქვენთან და ჩვენი ქვეყნის სახელით მუშაობას. თქვენ ფანტასტიკურ საქმეს გააკეთებთ და ჩვენ გვექნება ფანტასტიკური ურთიერთობა“, – აღნიშნა ტრამპმა.
თავის მხრივ, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა იაპონია-აშშ-ის ალიანსის „ახალი ოქროს ხანის“ დასაწყისი იქნება.
ტრამპმა და ტაკაიჩიმ ხელი მიოაწერეს ორ ახალ შეთანხმებას : აშშ-იაპონიის ურთიერთობების ახალ „ოქროს ხანასთან“ დაკავშირებით და კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმებას.
პირველი შეთანხმება ეხება აშშ-სა და იაპონიას შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფას, კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმება კი ჰქმნის ჩარჩოს იშვიათი მინერალების მიწოდების უზრუნველსაყოფად.
შეგახსენებთ, იაპონიაში აზიური ტურნეს ფარგლებში იმყოფება.

Yesterday — 27 October 2025Main stream

კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის სავარაუდო თარიღი უცნობია, თუმცა მზადყოფნა არსებობს

27 October 2025 at 22:11

ვლადიმერ პუტინისა და ს შეხვედრის სავარაუდო თარიღი უცნობია, თუმცა შეხვედრისთვის მზადყოფნა არსებობს. ამის შესახებ ს პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„ჯერჯერობით კონკრეტული თარიღები უცნობია, თუმცა შეხვედრის ჩასატარებლად მზადყოფნა არსებობს, თუ ექსპერტების მიერ მისი წინასწარ მომზადება მოხდება“, – განაცხადა უშაკოვმა.
მისი თქმით, არ იცის, შეიძლება თუ არა რუსეთისა და -ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა ახალ წლამდე ჩატარდეს.
„ეს არ ვიცი, თუმცა, გახსოვთ რა სწრაფად შევთანხმდით ანკორიჯში შეხვედრის ჩატარების შესახებ“, – აღნიშნა უშაკოვმა.

ანტონიო კოშტა – ჩინეთის პრემიერთან შეხვედრაზე გამოვხატე ევროკავშირის მოლოდინი, რომ ჩინეთი ხელს შეუწყობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის დასრულებას

27 October 2025 at 08:11

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტის ფარგლებში ჩინეთის პრემიერ-მინისტრს, ლი ციანს შეხვდა.
„ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან კონსტრუქციულ და სტაბილურ ურთიერთობებს. გვსურს თანამშრომლობის გაძლიერება გლობალური გამოწვევების მოსაგვარებლად“, – წერს კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ხელახლა დაბალანსების მიზნით კონკრეტული პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.
„გავუზიარე ჩემი ძლიერი შეშფოთება ჩინეთის მიერ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის ექსპორტის კონტროლის გაფართოებასთან დაკავშირებით. მოვუწოდე მას, რაც შეიძლება მალე აღადგინოს მოქნილი, საიმედო და პროგნოზირებადი მიწოდების ჯაჭვები. ასევე გამოვხატე ევროკავშირის მოლოდინი, რომ ჩინეთი ხელს შეუწყობს უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესიის ომის დასრულებას“, – წერს კოშტა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) 47-ე სამიტი მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში მიმდინარეობს. სამიტს მსოფლიო და რეგიონული ლიდერები ესწრებიან, მათ შორის -ის პრეზიდენტი, . სამიტი გუშინ გაიხსნა და 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

Before yesterdayMain stream

დონალდ ტრამპი კანადურ საქონელზე ტარიფებს 10%-ით ზრდის

26 October 2025 at 14:57

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადურ საქონელზე ტარიფების კიდევ 10%-ით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
-ის პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი კანადის მიერ რონალდ რეიგანის გამოსვლის ვიდეო ჩანაწერის გამოყენებით თაღლითური რეკლამის გამოქვეყნებაა.
ტრამპის მტკიცებით, რეკლამა ყალბია და ის რეიგანის რადიო მიმართვის მნიშვნელობას ამახინჯებს.
„ფაქტების სერიოზული დამახინჯებისა და მტრული ქმედების გამო, კანადას ტარიფებს 10%-ით ვუზრდი“, – წერს ტრამპი.
საუბარია კანადის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ რეკლამაზე, რომელშიც აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის გამოსვლის ამონარიდებია წარმოდგენილი. ვიდეო ჩანაწერში რეიგანი ტარიფებს აკრიტიკებს და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს იცავს.
ტრამპის გადაწყვეტილებას კანადის ვაჭრობის მინისტრი, დომინიკ ლებლანკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მზად არიან ბოლო კვირების განმავლობაში ამერიკელ კოლეგებთან კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული პროგრესის გამოყენებით.
„ჩვენ კვლავაც ორიენტირებულები ვიქნებით იმ შედეგების მიღწევაზე, რომლებიც სარგებელს მოუტანს როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე კანადაში მუშებსა და ოჯახებს და ეს პროგრესი საუკეთესოდ მიიღწევა აშშ-ის ადმინისტრაციასთან პირდაპირი თანამშრომლობით“, – აღნიშნა მინისტრმა.

ტრამპი: პუტინს შევხვდები მხოლოდ მაშინ, თუ ეს უკრაინაზე შეთანხმებას მოიტანს

26 October 2025 at 00:36

აშშ-ის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ ს პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ ეცოდინება, რომ ეს შეხვედრა მოიტანს ში მშვიდობის შესახებ შეთანხმებას. “არ ვაპირებ დრო ტყუილუბრალოდ ვფლანგო” – თქვა ტრამპმა.
ტრამპი ამ განცხადებით ჟურნალისტებთან გამოვიდა, საპრეზიდენტო თვითმფრინავის, Air Force One-ის ბორტზე, როცა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტურნეს წინ. ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინაში ომის და რუსეთზე ზეწოლის განხორციელების შესაძლებლობის საკითხებს წამოჭრის დაგეგმილ შეხვედრაზე ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან. ტრამპი ამბობს, რომ აპირებს ჩინეთის ლიდერს დაელაპარაკოს რუსეთის ნავთობის შესყიდვის შეზღუდვაზე.
ტრამპი კითხვებს პასუხობდა კატარის ამირასთან, თამიმ ბინ ჰამად ალ-თანისთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ – რომელიც თვითმფრინავის ბორტზე გაიმართა, როცა ხომალდი საწვავის შესავსებად კატარში იყო გაჩერებული. განხილულ თემებს შორის იყო ღაზის სექტორის მომავალიც. კატარი ერთ-ერთი შუამავალი ქვეყანა იყო ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის პროცესში.
ტრამპის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო ძალების საკითხი ღაზაში წესრიგის მხარდასაჭერად. -ის პრეზიდენტი ამბობს, რომ კატარმა მზადყოფნა გამოთქვა ამგვარ მისიაში მონაწილეობა მიიღოს საჭიროების შემთხვევაში.
ტრამპმა მიმდინარე კვირაში გამოაცხადა, რომ გაუქმდა პუტინთან ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა, თუმცა თქვა, რომ შეხვედრა, შესაძლოა, მომავალში გაიმართოს. პუტინმა განაცხადა, რომ შეხვედრა უფრო გადაიდო, ვიდრე გაუქმდა. ამასთან, აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას. ეს მოხდა მას მერე, რაც მოსკოვმა ფაქტობრივად უარყო ტრამპის ბოლო ინიციატივა, რომელსაც უკრაინა დაეთანხმა – რომ ცეცხლი ფრონტის მიმდინარე ხაზზე უნდა შეწყდეს.
პარალელურად, აშშ-ში ვიზიტით მყოფი პუტინის საგანგებო წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი კვლავ ირწმუნება, რომ კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტა უფრო მოახლოებულია.

ჩინეთის ახალი ხუთწლიანი გეგმა: როგორ აპირებს პეკინი ეკონომიკის ზრდის სტიმულირებას და შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებას

25 October 2025 at 14:26

ციფრები თავად მეტყველებენ: მესამე კვარტალში ჩინეთის ეკონომიკის ზრდა მხოლოდ 4.8% იყო, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ჩინეთი აღარ იმყოფება 2000-იანი წლების ტრიუმფალური ექსპანსიის ფაზაში. ზრდა, რომელიც ოდესღაც ორნიშნა ციფრებით გამოხატებოდა, ოფიციალური პროგნოზების თანახმად, 2026 წლისთვის 5-6 პროცენტის დონეზე დასტაბილურდება.
მოხმარების მთავარი ინდიკატორი – საცალო გაყიდვები – მესამე კვარტალში მხოლოდ 3%-ით გაიზარდა, ხოლო სამრეწველო წარმოება – 6.5%-ით,რაც დინამიურ სამრეწველო მიწოდებასა და სტაგნაციაში მყოფ შიდა მოთხოვნას შორის არსებული დისბალანსის ნიშანია.
სამომხმარებლო ფასები სექტემბერში კვლავ დაეცა, უძრავი ქონების კრიზისი კი, რომელიც 2020 წელს რამდენიმე მსხვილი დეველოპერის, მაგალითად, Evergrande-ის გაკოტრებით დაიწყო, შინამეურნეობების ნდობაზე ისევ აისახება. მშენებლობაში წლიური ინვესტიციები თითქმის 14%-ით შემცირდა.
ფრთხილი ჩინური შინამეურნეობები, მოხმარების ნაცვლად, დანაზოგს აკეთებენ. ახალგაზრდებს შორის უმუშევრობა 14%-ს აჭარბებს და შობადობის კოეფიციენტიც მკვეთრად ეცემა.
ჩინეთის ეკონომიკის გასაცოცხლებლად რამდენიმე ფაქტორი მოიაზრება. პირველი, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტის ხედვის მთავარი ნაწილია, არის შიდა ბაზარზე ფოკუსირება. ჩინელები ბევრს ზოგავენ და ცოტას მოიხმარენ. ამიტომ, გეგმის ერთ-ერთი მიზანი მოხმარების წახალისება იქნება. ამის მისაღწევად, პეკინს სურს გააუმჯობესოს ქალაქის მოსახლეობის ცხოვრების დონე, უზრუნველყოს განათლებასა და ზე უკეთესი ხელმისაწვდომობა და შიდა ბაზარი ზრდის მთავარ მამოძრავებლად აქციოს.
გეგმის კიდევ ერთი პრიორიტეტი ინოვაციაა. ქვეყანა უკვე ხარჯავს თავისი მშპ-ს 2.6%-ს კვლევასა და განვითარებაზე, რაც ევროკავშირის დონეს უახლოვდება. პეკინი აპირებს გაამყაროს თავისი ლიდერობა ელექტრომობილების, დრონებისა და ს სფეროებში და დაძლიოს ჩამორჩენა ნახევარგამტარების სტრატეგიულ სექტორში, სადაც შეერთებულმა შტატებმა გარკვეულ საკვანძო ტექნოლოგიებზე წვდომა შეუწყვიტა.
მიზანი ნათელია: ქვეყანა უნდა გახდეს თვითკმარი და უზრუნველყოს მიწოდების ჯაჭვები, რათა დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს, რომელიც სენსიტიურ ტექნოლოგიებზე სულ უფრო მეტ შეზღუდვას აწესებს. ეს არის ომი ჩიპებისთვის, მიკროპროცესორებისა და იშვიათმიწა ლითონებისთვის, რომელიც ჩინეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს.
ჩინეთის მე-15 ხუთწლედის გეგმა, რომელიც ოფიციალურად 2026 წელს, ეროვნული სახალხო კონგრესის სესიაზე განხილვისა და დამტკიცების შემდეგ გამოქვეყნდება, ასევე მიზნად ისახავს ჩინეთის სტრატეგიული ალიანსების გადახედვას და გლობალურ სამხრეთზე მეტ ფოკუსირებას, რათა უკეთ დაუპირისპირდეს ს ამერიკას და კონკურენტი ინდოეთი დაჩრდილოს. ის ითვალისწინებს პარტნიორობას აფრიკასთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ლათინურ ამერიკასთან იმის ფონზე, როდესაც ჩინეთის ექსპორტს გეოპოლიტიკური სირთულეები ემუქრება.
ბაზრების დამშვიდება, ნდობისა და ზრდის სტიმულირება ვალის გაზრდის გარეშე, მრეწველობის მოდერნიზება და გარე დაძაბულობის შეკავება – მე-15 ხუთწლედის გეგმამ ეს ყველაფერი ერთდროულად უნდა მოაგვაროს, თანაც – პარტიის კონტროლის შესუსტების გარეშე.

ტრამპს იმედი აქვს, რომ ჩინეთი დაეხმარება უკრაინაში ომის დასრულებაში

25 October 2025 at 10:10

აშშ-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ჩინეთის ლიდერ სი ძინ პინთან მოახლოებული შეხვედრის დროს ში ომის დასრულების გზებზე ისაუბრებს.
ტრამპი ჟურნალისტებს ესაუბრა პრეზიდენტის თვითმფრინავში, რომელიც აზიისკენ მიემართებოდა. -ის პრეზიდენტი ხუთ დღეს გაატარებს რეგიონში. ის ეწვევა მალაიზიას, იაპონიას და სამხრეთ კორეას, აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის შეხვედრაში, რომელიც კვირას კუალა-ლუმპურში დაიწყება.
ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, ელის თუ არა ის ჩინეთის დახმარებას რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირების საკითხში.
„გვინდა, რომ ჩინეთი დაგვეხმაროს რუსეთთან დაკავშირებით“, – უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს და დასძინა: „ჩვენ ძალიან მკაცრი სანქციები დავაწესეთ ს მიმართ. ვფიქრობ, ამ სანქციებს ექნება სერიოზული ძალა. მაგრამ მსურს, რომ ჩინეთიც დაგვეხმაროს“.
ჩინეთი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ომის საკითხში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, თუმცა ის არ უერთდება დასავლურ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ, აგრძელებს ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდებას და რუსული ნავთობის დიდი რაოდენობით შეძენას.
ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიუსელის სამიტზე, უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ ჩინეთს არ აინტერესებს ს გამარჯვება და მოსკოვის დამარცხება.
ჟურნალისტებმა ტრამპს ასევე ჰკითხეს, ხომ არ შიშობს, რომ მის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გამოიწვევს ესკალაციას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხრიდან.
„არ ვფიქრობ ასე. ის ხომ ამბობდა, რომ მათ [სანქციებს] დიდი გავლენა არ ექნებათ. ასე ამბობს. მე არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ის მართალია. ვნახოთ, რა იქნება. ვფიქრობ, მასაც სურს ამ ყველაფრის დასრულება“, – უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტებს.
კვირის ბოლოს ტრამპმა სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უდიდეს ნავთობკომპანიას – „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“. ამ გადაწყვეტილებაზე საუბრისას, პუტინმა განაცხადა, რომ ეს სერიოზული ნაბიჯია, რომელიც ზიანს აყენებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს, თუმცა ის რუსეთის ეკონომიკაზე დიდ გავლენას არ მოახდენს.
ფორუმი

❌
❌