Normal view

Yesterday — 27 October 2025Main stream

პროკურატურამ სტუ-ის საჩივრის საფუძველზე “საქართველოს უნივერსიტეტის” წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

27 October 2025 at 11:42

ქართული ოცნების პროკრატურამ ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის ფაქტზე საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გენერალურ პროკურატურას 17 ოქტომბერს მიმართა. სტუ-ის რექტორის დავით გურგენიძის მტკიცებით, საქართველოს უნივერსიტეტის ტერიტორია ს ოჯახმა “მიიტაცა”.
საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია აცხადებს, რომ სამართლებრივად ამ საქმეს არანაირი პერსპექტივა არ აქვს და განმარტავს, რომ ქონება ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნოდა და ის უნივერსიტეტს რამდენიმე მილიონად აქვს ნაყიდი.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით 24 ოქტომბერს დაიწყო
“ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურას ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს განცხადებით მიმართა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული, თბილისში კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებისა და სპორტული მოედნების) შპს ,,საქართველოს უნივერსიტეტზე“ უკანონო პრივატიზების ფაქტებზე მიუთითებდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 24 ოქტომბერს დაიწყო. გამოძიების მიმდინარეობის და შესაბამისი სამართლებრივი შეფასებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მივაწვდით”- ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს უნივერსიტეტის შენობის საქმეზე

27 October 2025 at 11:40

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურას ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს განცხადებით მიმართა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული, თბილისში კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებისა და სპორტული მოედნების) შპს ,,საქართველოს უნივერსიტეტზე“ უკანონო პრივატიზების ფაქტებზე მიუთითებდა.
“საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 24 ოქტომბერს დაიწყო.
გამოძიების მიმდინარეობის და შესაბამისი სამართლებრივი შეფასებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მივაწვდით”, – აცხადებენ პროკურატურაში.
საქართველოს უნივერსიტეტის თანადამფუძნებელია ს დედა გიული ალასანია. ეს უნივერსიტეტი ბოლო პერიოდია ვერბალური შეტევების ობიექტია მმართველი პარტიიდან.
დავით გურგენიძემ მისი ქონებიც დაყადაღებაც მოითხოვა.
საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, კონსტანტინე თოფურია გამოეხმაურა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიერ მათი უნივერსიტეტის ქონების დაყადაღებისა და ჩამორთმევის მოთხოვნას.
თოფურიას თქმით, ამ საქმეს სამართლებრივად არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია.
„ფორმულასთან“ კომენტარში უნივერსიტეტის რექტორმა ისაუბრა საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ არსებულ კამპანიაზე, რომელიც დაარსების დღიდან არსებობს.
მისი განცხადებით, არსებული ქონება საქართველოს უნივერსიტეტმა ეკონომიკის სამინისტროსგან შეიძინა.
„სამართლებრივად ამ საქმეს არანაირი პერსპექტივა აქვს იმიტომ, რომ, როგორც გახსოვთ, ბატონი გურგენიძე ამბობდა, რომ სამართლებრივად ვერაფერს გავხდებითო. საქართველოს უნივერსიტეტს ყველაფერი კანონიერად აქვს შეძენილი ეკონომიკის სამინისტროდან და თვითონ გურგენიძე, წულუკიანის კომისიაზე ითხოვდა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღოთ.
რაც შეეხება ახლა შეძენას, ეს არის უტიფარი ტყუილი, რომელიც წლების განმავლობაში მეორდება. ჩვენ არაერთხელ სასამართლოში შევიტანეთ, გავასაჩივრეთ ეს, თუმცა რა თქმა უნდა, რეაგირება ამას არ ჰქონია. ეს ქონებები, თვითონ გურგენიძეც აღიარებს და მისი პრორექტორი კოპალიანიც აღიარებს, რომ იყო თავის დროზე რამდენიმე მილიონად შეძენილი. როცა საუბრობენ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს კაპიკი არ მიუღიაო, ეს ლოგიკურია. წულუკიანმაც განუმარტა, რომ ეს ქონებები ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა და შემდეგ ფული შეუვიდა ეკონომიკის სამინისტროს.
ეს ქონებები იყო არა ტექნიკური უნივერსიტეტის საკუთრება, არამედ ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება, ეს იყო დაუმთავრებელი მშენებლობები, აქ არასოდეს “გეპეი” არ ახორციელებდა სასწავლო საქმიანობას, არც კვლევით საქმიანობას, ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს დაუმთავრებელი მშენებლობები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაყიდა და საქართველოს უნივერსიტეტმა რამდენიმე მილიონად შეიძინა.
საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ კამპანია არის დაწყებული პრაქტიკულად უნივერსიტეტის დაარსების მომენტიდან, ეს “ერთი ლარის თემა” სულ ისმოდა წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, მერეც. ბოლო ერთი თვეა უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა ეს კამპანია, თუმცა მანამდეც არ ვიყავით განებივრებული მათი უყურადღებობით.
ზოგადად, როგორც ვთქვი, სამართლებრივად არანაირი პერსპექტივა ამ საქმეს არ გააჩნია. პოლიტიკურად და ზოგადად წინასწარ შეფასებას ვერ ვიტყვი, მაგრამ საქართველოს [უნივერსიტეტის] პოზიციები არის ძალიან მყარი, სამართლებრივად არის ძალიან მყარი. ეს ქონებები თავის დროზე -ის დახმარებით იქნა გარემონტებული და რეაბილიტირებული, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი საქართველოში, წარმოიდგინეთ, ეს იყო ცარიელი კარკასები, აქ არაფერი იყო და დღეს არის შექმნილი საუკეთესო უნივერსიტეტი.
ტექნიკურ უნივერსიტეტს რომ გადასცემოდა ეს ქონებები, ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი ბევრი ქონება აქვს, რომელიც ასევე მოუვლელია და გუშინ პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, რომ ძალიან სავალალო მდგომარეობაში არის უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა. ჯერ იმ შენობებს მოუარონ, რაც ჩაჰბარდათ, რაც გადასცა ეკონომიკის სამინისტრომ მათ და მერე იფიქრონ მიშენებებზე”,- განუცხადა კონსტანტინე თოფურიამ „ფორმულას“.

პროკურატურამ გიული ალასანიას უნივერსიტეტზე გამოძიება დაიწყო

27 October 2025 at 11:25

პროკურატურამ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ პროკურატურას 17 ოქტომბერს მიმართა. გურგენიძის თქმით, „წინა ხელისუფლების დროს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების დიდი ნაწილი მიიტაცა ყოფილი პრეზიდენტის [ს] ოჯახმა“. მან გიული ალასანიას უნივერსიტეტისთვის (საქართველოს უნივერსიტეტი) ქონების დაყადაღება და შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტისთვის გადაცემა მოითხოვა.
პროკურატურის განცხადების თანახმად, გურგენიძე განცხადებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული, თბილისში კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებისა და სპორტული მოედნების) შპს ,,საქართველოს უნივერსიტეტზე“ უკანონო პრივატიზების ფაქტებზე მიუთითებდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 24 ოქტომბერს დაიწყო.
ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტების საკითხი მოხვდა „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნაშიც, რომელსაც ხელმძღვანელობდა. დასკვნის წარდგენისას თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყანაში დამკვიდრებული „არაჯანსაღი მართვის მოდელი კორუმპირებული იყო“.
წულუკიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი მმართველობის განმავლობაში ადგილი ჰქონდა კანონგარეშე პროცესებს, რომელთა მიზანსაც ბიზნესისა და სხვა კერძო მესაკუთრეების რეკეტი და ტერორი წარმოადგენდა. ამ კონტექსტში წულუკიანმა ისაუბრა ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტების ქონებებზე. მისი თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო ქონება სააკაშვილის და მისი გარემოცვის წყალობით, გიული ალასანიამ ხელში ჩაიგდო.
„ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას ტექნიკური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა 1 ლარად, „თავხედურად“ გადაეცა და საინტერესო იქნება გამოძიების მიერ ამ საკითხის შესწავლა.
საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის, კონსტანტინე თოფურიას განცხადებით, ამ საქმეს სამართლებრივად არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. მისი თქმით, საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ კამპანია დაარსების დღიდან არსებობს და სინამდვილეში არსებული ქონება საქართველოს უნივერსიტეტმა ეკონომიკის სამინისტროსგან შეიძინა.

Before yesterdayMain stream

ნიკა გვარამია: როცა დიქტატურის მოახლოებული წაქცევის ამდენი ინდიკატორია სახეზე, წლებზე აღარ მიდის თვლა, არამედ – თვეებზე

26 October 2025 at 12:00
 “ახალის” ლიდერი :
წინა კვირის რამდენიმე საკითხს გამოვეხმაურები:
1. დავიწყებ ჩემი მხარდაჭერით ახალი პოლიტპატიმრების მიმართ. ყველას და, მათ შორის, ჩემს მეგობრებს ვახო სანაიას, ქეთა ციცქიშვილს და ნინო სვანიძეს სრულ სოლიდარობას ვუცხადებ. პოლიტიკურ პატიმრებზე (თან ამ რაოდენობით) უტყუარი ინდიკატორი იმისა, რომ დიქტატურა წაქცევის პირასაა, ბუნებაში არ არსებობს.
2. დიქტატურის წაქცევის მეორე ინდიკატორიც სახეზეა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა და ქართული ონცებისთვისაც კი გამორჩეული სიგიჟე, პოლიტიკოსების (ინდივიდების) აკრძალვა 🙂
3. დიქტატურის წაქცევის მესამე ინდიკატორიც სახეზეა: პოლიტიკური გამოხატვის (საპროტესტო აქცია, მაგალითად) კრიმინალიზაცია და მთლად გაუგონარი, პოლიტიკური აზრის აკრძალვა. პოლიტიკური აზრის აკრძალვაა სწორედ პასიური საარჩევნო უფლების ანტიკონსტიტუციური ჩამორთმევა პოლიტიკური პარტიის წევრობისა თუ მხარდაჭერის გამო.
4. დიქტატურის წაქცევის მეოთხე ინდიკატორიც სახეზეა: საკუთარი შვილების ჭამა, როგორც მათ გარანტირებულად, ისე სხვების შესაშინებლად. ბევრს არ შევყოვნდები ამ საკითხზე, არ ვიმარჩიელებ ღარიბაშვილი-ლილუაშვილი-ფარცხალაძის საკითხზე. ფაქტი ერთია: ასე გულისამრევად ივანიშვილი არავის არ მოქცევია, ს გარდა. ჩამორთმეული ბავშვების ლეპტოპები (სტიკერებზე ჩანდა, რომ შილების იყო), ცოლების, დედებისა და დების სამკაულები, ყოფილი თანამდებობის პირების საათები. რომელი არ გვქონდა აქედან ნანახი? ან რა 7 მილიონი, რატომ 70-ჯერ 7 არ აქვს თითოეულს, ვინ არ იცის ეს ქოცებში? მეტიც, რიგითი ქოცები, ამომრჩეველიც კი იმ ჭკუაზეა, რომ როცა ,,გაიზრდება” კორუმპირებული გამოვიდეს და ფული იშოვნოს:) ან რომელ კორუფციაზე ლაპარაკობს პარტია, რომელმაც თბილისის მერად მესამე ვადით კალაძე წამოაყენა? კორუფციას რომ ერთეული ჰქონდეს, ის კალაძეში გაიზომებოდა 🙂 ბიძინა კორუმპირებული არაა, ის მატერიალიზებადი კორუფციაა. მაგალითად, წლებია ვითხოვთ ამ კაცის მიერ გადახდილი გადასახადები გამოაქვეყნონ. არ არსებობს ასეთი რამ! ივანიშვილი არც ერთ იურისდიქციაში არც ერთ გადასახადს არ იხდის ყველაფერ დანარჩენს რომ შევეშვათ, ამაზე მეტი კორუფცია შეუძლებელია სახელმწიფოს მიმტაცებლის მხრიდან. ათობით მილიარდ ლარზე ვლაპარაკობთ რომ გვესმოდეს.
5. დიქტატურის წაქცევის მეხუთე ინდიკატორიც სახეზეა: სისტემური ოპოზიცია. სწორედ დღეს იქცა გახარია სრულფასოვან სისტემურ ოპოზიციად. სხვა არაფერი ქვია პარლამენტში მის დაბრუნებას. პოლიტიკა მოკვდა პარლამენტში ოპოზიციის არ შესვლის გამოო, ხშირად ისმის ცალკეული ექსპერტების, პოლიტიკოსების თუ ჟურნალისტებისგან. კი არ მოკვდა, პოლიტიკა გაცოცხლდა მანდატებზე უარით. ჩვენი ციხეში ჯდომა მილიონჯერ უფრო აზიანებს რეჟიმს, ვიდრე ჩვენი პარლამენტში ჯდომა დააზიანებდა. აღარაფერს ვამბობ იმათზე, ვინც გარეთაა და იბრძვის. პროტესტიც და რეჟიმის დეგრადაცია დგას პარლამენტის არალეგიტიმურობაზე და რამდენიც არ უნდა იყვიროს მავანმა, რომ არა მანდატებზე უარი, ბედნიერად იქნებოდა ‘’ოცნება” 2028-მდე. უცხოელებიც გააგრძელებდნენ ცხოვრებას ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე და არც პროტესტი იარსებებდა და მი უფრო 1 წლიანი (დღეის მდგომარეობით). ამის მტკიცედ მწამს და კიდევ იმის, რომ პოლიტიკოსები ფუნდამენტური გადაწყვეტილებების მიღებისას ამომრჩეველს უნდა ემორჩილებოდნენ. ვისაც არ სჯერა, იმავე გახარიას 3% იხილოს ე.წ. ადგილობრივ არჩევნებზე.
6. დიქტატურის წაქცევის მეექვსე ინდიკატორიც სახეზეა: სოციალური ინჟინერია. ზუსტად ახალი სოციალური კასტების გაფართოვების ანონსია განათლების კონტრ-რეფორმა, რომელიც მ წარმოადგინა. 11+3+1 სისტემა არის განაცხადი, რომ საქართველოში ღარიბი ოჯახის შვილს არავითარი შანსი არ აქვს სოციალურ კიბეზე ზემოთ ანაცვლების, რა გინდ ნიჭიერი, შრომისმოყვარე და სწორი ღირებულებებისა არ იყოს. ეს არის განაცხადი, რომ საქართველო უბრალოდ პატარა სოფელი კი არაა, არამედ უამბიციოთა, ღარიბთა და გაუნათლებელთა პატარა სოფელი, საიდანაც ყველა გაიქცევა, ვინც საშუალო კლასს წარმოადგენს და ამის მინიმალური შესაძლებლობა აქვს. დიახ, ამ სოციალური მოდელირების მთავარი მიზანი საშუალო კლასის მკვლელობაა, იმათი, ვისზეც დგას ყველგან და ყოველთვის ცვლილებების მოთხოვნა, პროტესტი, წინააღმდეგობა და ზოგადად ყველანაირი პროგრესი. ივანიშვილის საქართველო მისი ამომრჩეველია: ძალიან ღარიბები (80%), მისი მოხელეები (19%) და ძალიან მდიდრები (1%). ზუსტად ასეთი უნდა იყოს მთელი საზოგადოება, თუ არ არის – ასეთად გახდეს, ესაა ამ კონტრ-რეფორმის მოკლე შინაარსი.
7. დიქტატურის წაქცევის მეშვიდე ინდიკატორიც სახეზეა: დაუმორჩილებელი ელიტების განადგურება. 1 ფაკულტეტი – 1 ქალაქი და 3+1 უმაღლეს განათლებაში, ცხადია, ილიაუნის განადგურების ღია განაცხადია, ასევე, რეორგანიზაციის გამოცხადებით, ყველა „არასაჭირო“ პროფესორის სისტემიდან დათხოვნის, ისევე როგორც და სხვათა შორის, მასწავლებლების სისტემიდან გაშვებას მოიტანს 11 წლიანი სასკოლო ანტირეფორმა. დაისჯება სამედიცინო ელიტაც – უცხოელი სტუდენტების აკრძალვა სამედიცინო უნივერსიტეტის ფინანსური თვითკმარობის განადგურებაა. მასაც თსუ-ს შეუერთებენ, ან გადაიტანენ, ვთქვათ, თელავში ან ქუთაისში. დაისჯება არტისტული ელიტა – ათჯერ ახსენეს სახელოვნებო სასწავლებლები. დაისჯება, აბა რა ?! ამდენი მსახიობი და რეჟისორი მიტინგზე, რა ამბავია?! ლოგიკით 😊 პლიუს მშვენიერი შენობა რუსთაველზე.
განათლების კონტრ-რეფორმა მეცნიერების მკვლელობაცაა – ანუ, მომავლის. 11+3+1 ყველაფერთან ერთად, და ყველაზე მეტად, გამორიცხავს სადოქტორო და პოსტსადოქტორო პროგრამებს და კვლევებს. რა ვიცი, საქართველოში შესაძლებელი თუა მაღალტექნოლოგიური დარგების კვლევითი განვითარება და მე არ ვიცი, გამიხარდება, ან მარტო ფილოლოგები, იურისტები და ისტორიკოსები თუ გვჭირდება, ok. აი აკადემიური თვალსაზრისით ზუსტად ესაა პატარა სოფელი.
8. დიქტატურის წაქცევის მერვე ინდიკატორიც სახეზეა: სრული საერთაშორისო იზოლაცია, ამჟამად უკვე ფორმალურიც. დიახ, პირველად ევროსტრუქტურების დატოვებაზე ოფიციალური განაცხადი, შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ ეს კონტრ-რეფორმაა. 11+3+1 სამივე კომპონენტში გამორიცხავს ბოლონიის პროცესის ნაწილად საქართველოს მოაზრებას და სრულად ჩამოაშორებს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს. ბოლონიის პროცესი აკადემიური სამყაროსთვის ზუსტადაც რომ ევროსტრუქტურად შეგვიძლია ჩავთვალოთ, თან უმაღლესად. ეგაა განათლების ევროკავშირიც, ევროსაბჭოც და გაეროც. და ჩვენ ფორმალურადაც გავდივართ ამ ყველაფრიდან. გერმანიის ელჩის ფაქტობრივი გაწვევასაც თუ დავამატებთ, ფინეთის საგარეო მინისტრის (და ეუთოს თავმჯდომარის) დაჯარიმებას და იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ -ს ელჩიც არ გვყავს კარგა ხანია, იზოლაციაა, თან უღრმესი. ხო, მართლა, 11 წლიან ატესტატს ვინ აღიარებს (სხვათა შორის, მათივე შიდა კანონმდებლობის დარღვევით)? გამოიცანით – . ასე რომ, სრული აკადემიური იზოლაცია არ გვემუქრება 😊 საჭირო კარი ღია რჩება 😊
9. დიქტატურის წაქცევის მეცხრე ინდიკატორიც სახეზეა: ქოცებს ფული უჭირთ, ბიუჯეტის შევსების პრობლემა აქვთ. ამაზე საუბარი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ბიძინამ ფულის ამოღება დაიწყო საკუთარი ჩინოვნიკებისგან. ამაზე აღარ შევჩერდები. თუმცა, განათლების კონტრ-რეფორმის ერთ-ერთ ხაზგასმული მიზეზიც სრულიად პროზაულია: ფულის ეკონომია. თუ დავაჯამებთ გამოთავისუფლებულ სახსრებს, ასევე გამოთავისუფლებული შენობების გაყიდვით მიღებულ შემოსავალს, ჯამში მილიარდ ლარზე ავალთ უახლოეს 2 წელიწადში. განათლების ხარჯზე საბიუჯეტო ეკონომია კი უკვე ფისკალურ ენაზეა პატარა სოფელი. არ გამოვა ეგ ამბავი, ისევე როგორც მთელი ეს კონტრ-რეფორმა რადგან ზემოთ ნათქვამი “უახლოესი 2 წელი” ქოცებს არ აქვთ. როცა დიქტატურის მოახლოებული წაქცევის ამდენი ინდიკატორია სახეზე, წლებზე აღარ მიდის თვლა, არამედ – თვეებზე.
❌
❌