Normal view

Before yesterdayMain stream

თხილის გული 1,20 ლარი ღირს_ წლის სიახლე

2025 წლის თხილის სეზონი დასასრულს მიუახლოვდა.   თხილის პლანტაციებში„ ველურა ჯიშებად“ ცნობილი  მოსავალიც მილია.

ხალხი წლევანდელი მოსავლის ფასიტ კვლავ უკმაყოფილოა , ღირებულების ხშირი ცვლის გამო.

ერთგვარი სიახლეა პრიმიტიული მეთოდით, გატეხვით თხილის ფასის  დადგენა,  ერთი ცალი თხილის გულის ფასი ახლა 1,20 ლარი ღირს.

_უფრო რომ დაგიკონკრეტოთ, „ბერძნულას“ გული ერთი ცალი ღირს 1,20 ლარი.  „გულშიშველას“ კი ერთი ლარი. ახლახან მოქალაქემ მოიტანა კარგი „ბერძნულა“. ცხრა ლარი გადავუხადეთ ერთ კილოგრამში . თითქმის ყველა გატეხილი ათ ცალიდან, 7-8 ცალი საღი იყო, _ გვითხრა ერთ-ერთმა თხილის მიმღებმა ოპერატორმა.

თუ შევადარებთ გასულ სეზონს, მაშინ თხილის გულის ერთლარიან ფასი  მომდევნო ანუ 2025 წლის თებერვლიდან გახდა ცნობილი.
_ამჯერად თუ ეს წინსვლად შეიძლება ჩაითვალოს, ფასი გაუმჯობესებულია. თუმცა რა? ახლა თხილი შენახული მხოლოდ მათ ექნებათ, ვინც  ჩაბარების დაწყებისთანავე თავად ყიდულობს. რაც შეეხება უშუალოდ თხილის პლანტაციების მფლობელებს , მათგან ძალზე მცირე ნაწილს თუ აქვს თხილი შემონახული.   

The post თხილის გული 1,20 ლარი ღირს_ წლის სიახლე appeared first on გურია ნიუსი.

ოზურგეთში „ხამსა“ 8 ლარი ღირს: „იაფია, შარშანაც ასე ღირდა…“

ოზურგეთის ბაზარში, ოროდე დღეა,  დახლებზე თუ პირდაპირ ვედროთი დადგმული, ქაფშია გამოჩნდა გასაყიდად.

_„ხამსა“ რვა ლარად, აბა, ინებეთ, რჩეული, დიდები და კარგები,_ გაისმა დილაადრიან.

_რა ამბავია,  სულ არ შევჭამ, ვისაც მოენატროს…_ შეეპასუხა  მომხმარებლის ხმა.

გამყიდველმაც მაშინვე დააწია  პასუხი, შარშანაც ას ღირდა და იაფიცაა. გაიხედე, შარშანდელი ფასი რომელ პროდუქტს აქვს, ყველაფერი გაძვირებულიაო.

თუმცა, შარშან გარჩეული და საყიდლად გამზადებული „ხამსა“, იგივე ქაფშია ღირდა ერთი კილოგრამი 8 ლარი. გაურჩეველის ფასი კი 5-6 ლარი იყო პირველ ეტაპზე. მერე ცოტათი დაიკლო.

ასე რომ  წლევანდელი ფასი კიდევ უფრო მაღალია და „ხამსა“ პურს თუ ზეთს არ ჩამორჩა გაძვირების  თვალსაზრისით.

The post ოზურგეთში „ხამსა“ 8 ლარი ღირს: „იაფია, შარშანაც ასე ღირდა…“ appeared first on გურია ნიუსი.

❌
❌