Normal view

Today — 28 October 2025Main stream

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქალი მეწარმეებისთვის ელ. კომერციის თემაზე ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, მეწარმე ქალებისთვის ვორკშოპი — „პროდუქტის განთავსების მნიშვნელობა მარკეტფლეისზე“ გაიმართა. ღონისძიებას EXTRA-ს მარკეტინგის დირექტორი, მარიშა გოგოლაური უძღვებოდა.

ვორკშოპის მონაწილეებმა პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე გაიგეს, თუ როგორ ეხმარება მარკეტფლეისი მცირე და საშუალო ბიზნესს ოპერაციული პროცესების გამარტივებაში, დროისა და ხარჯების დაზოგვაში, გაყიდვების ეფექტიანად ზრდაში და ბრენდის სწორი პოზიციონირების უზრუნველყოფაში.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა Buy Box-ის მნიშვნელობაზე ელექტრონულ კომერციაში, გაყიდვების მრავალფეროვან არხებსა და პროდუქტის როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ სივრცეებში  სწორად წარმოჩენის მნიშვნელობაზე.

ღონისძიება ინტერაქციული ფორმატით წარიმართა, რის შედეგადაც მონაწილე მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ექსპერტთან ერთად საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები გაეზიარებინათ და პრაქტიკული რჩევები მიეღოთ.

აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ რესურსს, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიზნით ქმნისმათ შორის საგანმანათლებლო პროგრამებს, შეთავაზებებს, სექტორულ ანალიზებსა და შეხვედრებს.

(R)

 

The post საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქალი მეწარმეებისთვის ელ. კომერციის თემაზე ვორკშოპი გაიმართა appeared first on გურია ნიუსი.

სიახლე მათთვის, ვინც მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობს

პირველი ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით ცვლილებები განხორციელდება – N306 მარშრუტზე ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისი თქმით, N306 მარშრუტი, რომელიც აქამდე მხოლოდ აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთს მოიცავდა, დაგრძელდება და დაფარვის არეალი გაფართოვდება.

„აქამდე აღნიშნულ მარშრუტზე რვა ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი მოძრაობდა, ხოლო განახლებულ მარშრუტზე მგზავრებს 20 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება, რაც გაზრდის ტევადობასა და ბევრად მეტ მგზავრს მოემსახურება. ასევე, შემცირდება მოლოდინის დრო. ახალი სქემის მიხედვით, მარშრუტი ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირამდე გაგრძელდება, შემდეგ კი ავტობუსი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და ემირ ბურჯანაძის ქუჩას დაუკავშირდება. მეორე მხრივ, მარშრუტი აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან დიდ დიღმამდე გაგრძელდება. შესაბამისად, N306 ავტობუსი იმოძრავებს ფარნავაზ მეფის გამზირისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩის გავლით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომელთაც წლების განმავლობაში ავლაბრის მიმართულებით გადაადგილების პრობლემა ჰქონდათ.

გარდა ამისა, კახა კალაძის განცხადებით, ბელიაშვილის ქუჩისა და რობაქიძის გამზირის კვეთაზე, ახალი სატრანსპორტო კვანძიც მოეწყო. შესაბამისად, პირველი ნოემბრიდან N306 მარშრუტის ავტობუსები ამ კვანძზე შუქნიშნის რეგულირების საშუალებით, მარცხნივ მოხვევით, მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმართულებით გადაადგილდებიან.

The post სიახლე მათთვის, ვინც მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობს appeared first on გურია ნიუსი.

29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება _ კობა ფარტენაძე

ხვალ 29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება – დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან იწვიმებს, პერიოდულად იქნება ძლიერი ნალექი, გაძლიერდება დასავლეთის ქარი.

⚠ რეკომენდაცია:
გადახედეთ გეგმებს, მოემზადეთ წვიმისთვის, და ყურადღება მიაქციეთ ქარის გაძლიერებას.
30 ოქტომბერს – შუადღიდან გამოიდარებს და გარძელდება
მშვიდი, თბილი დღეები.
და აქვე ჩემი სურვილები თქვენთვის ამინდის აქცენტით
🌧 თუ წვიმს – დაე, წვიმამ წაიღოს ის, რაც აღარ გვჭირდება და დატოვოს მხოლოდ ის, რაც გვანათებს…
💨 თუ ქარია — დაე, ეს იყოს მოძრაობის სიმბოლო, წაიღოს ძველი ტკივილები და მოიტანოს ახალი სუნთქვა.
🌤 მზის გამონათება – ეს იყოს შვება, შეხსენება რომ ყოველი ღრუბლის მიღმა სინათლეა, და ყოველი დღე ახალი შესაძლებლობა.
❄ თუ ცივა- სითბო ადამიანებში ვიპოვოთ, ერთმანეთის სიტყვებმა გაგვათბოს, როცა ამინდი ამას ვერ ახერხებს.

🌈 და თუ ცისარტყელა გამოჩნდება – ეს იყოს ნიშანი, ნიშანი იმისა, რომ ყველაფერი გადის, რომ სილამაზე ხშირად სწორედ წვიმის შემდეგ ჩნდება… _  წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.

The post 29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება _ კობა ფარტენაძე appeared first on გურია ნიუსი.

“მშვიდად განისვენე” _ გიორგი მამარდაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გიორგი მამარდაშვილის მწვრთნელი, ხოსე მანუელ ოჩოტორენა, რომელიც ქართველ მეკარეს ვალენსიაში ავარჯიშებდა, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ლა ლიგის კლუბი ავრცელებს.

მომხდარს სოციალურ ქსელში მამარდაშვილიც გამოეხმაურა:

„ადამიანი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაზე და ცხოვრებაზე, გაქრა. მადლობა ყველაფრისთვის, რაც მასწავლე, მადლობა ნდობისთვის და არამარტო როგორც ფეხბურთელად, ისე ადამიანად გაზრდაში დახმარებისთვის. შენი მემკვიდრეობა სამუდამოდ იცხოვრებს ჩვენში, გვქონდა იღბალი, შენგან გვესწავლა. მშვიდად განისვენე ოჩოტო,“ – წერს მამარდაშვილი.

The post “მშვიდად განისვენე” _ გიორგი მამარდაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს appeared first on გურია ნიუსი.

Yesterday — 27 October 2025Main stream

რუმინეთში მსოფლიოში უდიდესი მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა (ვიდეო)

27 October 2025 at 22:41

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში კვირას, 26 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა მსოფლიოში უდიდესი მართლმადიდებლური ეკლესია – ერის ხსნის საკათედრო ტაძარი. ტაძრის გახსნაზე მთელი მსოფლიოდან ათასობით მომლოცველი ჩავიდა, – წერს სააგენტო AP.

ეკლესიის ფრესკების კურთხევის ცერემონია კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომე I-მა და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა დანიელმა ჩაატარეს. ღონისძიებაში 65 იერარქი, 70 მღვდელი და 12 დიაკვანი მონაწილეობდა. ათასობით ადამიანი ტაძრის გახსნას ტელევიზიით ადევნებდა თვალყურს.

წირვას რუმინეთის პრეზიდენტი ნიშორ დანი და პრემიერ-მინისტრი ილიე ბოლოშანი დაესწრნენ. მაღალი რანგის სტუმრებს შორის იყო მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.

ბუქარესტის ერის ხსნის საკათედრო ტაძრის სიმაღლე 125 მეტრზე მეტია (შედარებისთვის: თბილისის სამების საკათედრო ტაძრის სიმაღლე 87 მეტრია). ის 5000-მდე ადამიანს იტევს. Associated Press-ის ცნობით, ტაძარი 15 წელი შენდებოდა და მის მშენებლობაზე დაახლოებით 270 მლნ ევრო დაიხარჯა, რომლის უმეტესი ნაწილი საზოგადოებრივი ფონდებიდან შევიდა. საკათედრო ტაძრის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მოზაიკებისა და ხატების საერთო ფართობი 17 800 კვადრატული მეტრია. რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალ საკათედრო ტაძარს „ეროვნული იდენტობის სიმბოლო“ უწოდა.

ოპონენტები აცხადებენ, რომ ახალი ტაძრის მშენებლობაზე დახარჯული თანხები შეიძლებოდა სკოლებისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის გამოეყენებინათ. როგორც ცნობილია, რუმინეთის ბიუჯეტის დეფიციტი ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია.

ნინო ხოშტარია

ვიდეო: ბუქარესტის ერის ხსნის საკათედრო ტაძრის გახსნის საზეიმო ცერემონია.

თხილის გული 1,20 ლარი ღირს_ წლის სიახლე

2025 წლის თხილის სეზონი დასასრულს მიუახლოვდა.   თხილის პლანტაციებში„ ველურა ჯიშებად“ ცნობილი  მოსავალიც მილია.

ხალხი წლევანდელი მოსავლის ფასიტ კვლავ უკმაყოფილოა , ღირებულების ხშირი ცვლის გამო.

ერთგვარი სიახლეა პრიმიტიული მეთოდით, გატეხვით თხილის ფასის  დადგენა,  ერთი ცალი თხილის გულის ფასი ახლა 1,20 ლარი ღირს.

_უფრო რომ დაგიკონკრეტოთ, „ბერძნულას“ გული ერთი ცალი ღირს 1,20 ლარი.  „გულშიშველას“ კი ერთი ლარი. ახლახან მოქალაქემ მოიტანა კარგი „ბერძნულა“. ცხრა ლარი გადავუხადეთ ერთ კილოგრამში . თითქმის ყველა გატეხილი ათ ცალიდან, 7-8 ცალი საღი იყო, _ გვითხრა ერთ-ერთმა თხილის მიმღებმა ოპერატორმა.

თუ შევადარებთ გასულ სეზონს, მაშინ თხილის გულის ერთლარიან ფასი  მომდევნო ანუ 2025 წლის თებერვლიდან გახდა ცნობილი.
_ამჯერად თუ ეს წინსვლად შეიძლება ჩაითვალოს, ფასი გაუმჯობესებულია. თუმცა რა? ახლა თხილი შენახული მხოლოდ მათ ექნებათ, ვინც  ჩაბარების დაწყებისთანავე თავად ყიდულობს. რაც შეეხება უშუალოდ თხილის პლანტაციების მფლობელებს , მათგან ძალზე მცირე ნაწილს თუ აქვს თხილი შემონახული.   

The post თხილის გული 1,20 ლარი ღირს_ წლის სიახლე appeared first on გურია ნიუსი.

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7152 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7241 ლარი იყო. 

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1610 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1638 ლარს შეადგენდა.

The post რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ appeared first on გურია ნიუსი.

ოზურგეთში „ხამსა“ 8 ლარი ღირს: „იაფია, შარშანაც ასე ღირდა…“

ოზურგეთის ბაზარში, ოროდე დღეა,  დახლებზე თუ პირდაპირ ვედროთი დადგმული, ქაფშია გამოჩნდა გასაყიდად.

_„ხამსა“ რვა ლარად, აბა, ინებეთ, რჩეული, დიდები და კარგები,_ გაისმა დილაადრიან.

_რა ამბავია,  სულ არ შევჭამ, ვისაც მოენატროს…_ შეეპასუხა  მომხმარებლის ხმა.

გამყიდველმაც მაშინვე დააწია  პასუხი, შარშანაც ას ღირდა და იაფიცაა. გაიხედე, შარშანდელი ფასი რომელ პროდუქტს აქვს, ყველაფერი გაძვირებულიაო.

თუმცა, შარშან გარჩეული და საყიდლად გამზადებული „ხამსა“, იგივე ქაფშია ღირდა ერთი კილოგრამი 8 ლარი. გაურჩეველის ფასი კი 5-6 ლარი იყო პირველ ეტაპზე. მერე ცოტათი დაიკლო.

ასე რომ  წლევანდელი ფასი კიდევ უფრო მაღალია და „ხამსა“ პურს თუ ზეთს არ ჩამორჩა გაძვირების  თვალსაზრისით.

The post ოზურგეთში „ხამსა“ 8 ლარი ღირს: „იაფია, შარშანაც ასე ღირდა…“ appeared first on გურია ნიუსი.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდა

“მედიაჩეკერის” ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი ხელმეორედ გამოაცხადა.

პირველად კონკურსი 12 აგვისტოს გამოცხადდა, თუმცა სამეურვეო საბჭომ 17 სექტემბრის სხდომაზე „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორი ვერ აირჩია და   კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადა. მასში ორი კანდიდატი ნიკოლოზ მეგრელიშვილი და აკაკი ბერიძე მონაწილეობდნენ, თუმცა კენჭისყრის დროს ამ კანდიდატებმა სამეურვეო საბჭოს წევრების ვერცერთი ხმა ვერ მიიღეს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორობის მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტები ამჯერად 23 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ. კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარულ დღეში სამეურვეო საბჭო დირექტორობის კანდიდატთა სიას ტელევიზიის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს და მომდევნო 7 დღის განმავლობაში დირექტორს დანიშნავს. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორს თანამდებობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით ნიშნავს.

ტელევიზიის ბოლო დირექტორი ვლადიმერ ტატიშვილია, რომელმაც თანამდებობა 1 სექტემბერს, მის ადგილზე კონკურსის გამოცხადების შემდეგ, დატოვა. ტატიშვილს დირექტორობის ვადა მიმდინარე წლის ნოემბერში ეწურებოდა.

The post აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდა appeared first on გურია ნიუსი.

TI: ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელია დაკავებული.

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც ფაქტობრივად კრძალავს მოქალაქეთა თავისუფალ შეკრებას და ლახავს მანიფესტაციის ფუნდამენტურ უფლებას, ბოლო 10 დღეშიდამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, 1 ჟურნალისტს კი – მცირე დროით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთესბოლო 1 წლის განმავლობაში25-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მკაცრად გმობს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების მასობრივ დევნასა და დაკავებებს და აღნიშნულს მედიის მიმართ „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებად, ასევე თავისუფალი სიტყვის ჩახშობისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად მიიჩნევს.

დაკავებლთა შორის არიან:

ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი და ჟურნალისტი ვახო სანაია. მოსამართლემ მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდამან საპატიმრო უკვე დატოვა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი და ჟურნალისტიქეთა ციცქიშვილი5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, მან საპატიმრო უკვე დატოვა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ სოციალური მედიის მენეჯერიცირა ჟვანია. მას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ჟურნალისტი ირაკლი წულაია. მოსამართლემ მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრი და ჟურნალისტი – ლიკა ბასილაია-შავგულიძე. მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული.

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტიაფგან სადიგოვი. მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებული ჟურნალისტი და წამყვანი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ჟურნალისტი მაიკო ბოკერია. იგი 5 000-ლარიანი ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლეს. მაიკო ბოკერია მეუღლესთან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად დააკავეს.

ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი და რეჟისორიგიორგი ლიფონავა. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მან იზოლატორი უკვე დატოვა.

მწერალირედაქტორი და ტელეკომპანია „ფორმულას წამყვანიზვიად კვარაცხელია. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფერდეს. კვარაცხელიამ იზოლატორი უკვე დატოვა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროების“ ოპერატორინიკა პატარაია. მას 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ასევე, 24 ოქტომბერს, შინაგან საქეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ონლაინგამოცება „პუბლიკას“ ჟურნალისტსბასტი მგალობლიშვილს. გათავისუფლებისას, მას უთხრეს, რომ იგი სხვა პირში აერიათ.

The post TI: ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს appeared first on გურია ნიუსი.

„დასავლეთში სასწავლებლად წასვლა გახდება პრაქტიკულად შეუძლებელი“ – ზურაბ ჯაფარიძე

პატიმრობაში მყოფი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერილს ავრცელებს ციხიდან.

„ძალიან არასერიოზულია შეწუხებული სახეებით არგუმენტირებული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ქართული სირცხვილის მიერ დაანონსებული ე.წ განათლების რეფორმა თურმე არ გააუმჯობესებს განათლების ხარისხს ქვეყანაში, თურმე პირიქით, გააუარესებს ამიტომ და ამიტომ.

ამ დისკუსიაში შესვლა ნიშნავს, რომ უშვებთ ალბათობას, თითქოს რუსებმა აქ შეიძლება კარგი და სასურველი რეფორმა გაატარონ განათლების სისტემაში.

Come on! რაზე ლაპარაკობთ საერთოდ? ისევ ვერ ხვდებით სად ვართ?

რასაც აპირებენ, მაგის მოკლევადიანი მიზანია გაწმინდონ კრიტიკული აზრისგან სისტემა და მოკლან ბოლო თავისუფალი სივრცე (რამდენიმე უნივერსიტეტი), ხოლო გრძელვადიანი – დატოვონ მომავალი თაობები კრიტიკული აზროვნების უნარის გარეშე, რომ ვერ შეძლონ მტრის და მოყვრის გარჩევა.

მაგრამ ამის ლაპარაკსაც არ აქვს დიდი აზრი, რადგან ვისაც ესმის სად ვართ, იმას ესეც ესმის.

რაც უნდა ითქვას ხშირად და ყველგან არის ის, რომ დასავლეთში სასწავლებლად წასვლა გახდება პრაქტიკულად შეუძლებელი. ეს უნდა მივიდეს იმ ყველა მშობლის ყურამდე, ვინც დღეს გაყურსულია და იმედი აქვს, რომ მისი შვილები აქედან გააღწევენ, სასწავლებლად წავლენ სადმე.

ესაა ასახსნელი ბევრჯერ და ყველგან.

ცოტა ხანში სასწავლებლად წასასვლელად ახალგაზრდას დასჭირდება ჯერ ვიზაზე რიგში დგომა რომელიმე საელჩოში, თავისი აპლიკაციების შევსებით და ფოტოების გადაღებით, მერე მე-12 სასწავლო წლის სადმე დასრულება, მერე ხელახლა ვიზაზე და ა.შ ანუ 100-დან 5 თუ წავიდა, კარგი შედეგი იქნება.

ამაზეა სალაპარაკო და არა იმაზე, როგორი ცუდია თითო ფაკულტეტი თითო უნივერსიტეტში და იმაზე, რომ ამას რუსეთი აკეთებს.

და ბარემ, რადგან ვიზები ვახსენე, უნდა მორჩეს ეს ღლაბუცი – „ჩვენ ვთხოვეთ, რომ ქართველი ხალხი არ დაისაჯოს და მარტო რეჟიმის საყრდენები დასანქცირდნენ“. რას აკეთებთ? ქულებს იწერთ ხალხის თვალში, რომ უვიზოს გადარჩენას ჩალიჩობთ? ანუ ხვეწნაზეა? ხვეწნის გამო მოგვცეს თავის დროზე? და რომ შეაჩერებენ, მერე რას იტყვით, არ გაითვალისწინეს ჩვენი ხვეწნა მაგ ჩათლახებმაო? თქვენ თუ არ იტყვით, „იმედი“ ხომ იტყვის ამას?

გააუქმებენ. დღეს არა, ხვალ. რუსეთია აქ. და შენგენის ზონას არ აქვს რუსეთთან უვიზო მიმოსვლა. იქ €ლე არავინ არაა. ზუსტად ესმით, რომ როცა საქართველოს პასპორტიანი რუსი ვიღაცას პოლინიუმს შეურყევს ჩაიში გერმანიაში ან ‘ნავიჩოკს’ შეაზელს პიჯაკის სახელოში საფრანგეთში, უკვე ძალიან გვიან იქნება.

ამიტომ მორჩით ამ მაიმუნობასაც, please. აღარ არის ასეთების დრო“ – წერს ზურაბ ჯაფარიძე [სტილი დაცულია].

The post „დასავლეთში სასწავლებლად წასვლა გახდება პრაქტიკულად შეუძლებელი“ – ზურაბ ჯაფარიძე appeared first on გურია ნიუსი.

სარფი–ფოთის მიმართულებით მოძრაობა იზღუდება _ გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი (ასაქცევი)–სარფის საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრზე, მდინარე საჩინოს სახიდე გადასასვლელზე მიმდინარეობს სადეფორმაციო ნაკერის გადაუდებელი დროებითი შეკეთების სამუშაოები.

მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობის გამო 2025 წლის 27 ოქტომბრის 12:00 საათიდან 29 ოქტომბრის 15:00 საათამდე პერიოდში აღნიშნული სახიდე გადასასვლელის მარცხენა სამოძრაო ზოლზე (სარფი–ფოთის მიმართულება) შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„აღნიშნულ პერიოდში სარფი–ფოთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვის სატრანსპორტო კვანძის გავლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი–შეკვეთილი–ქობულეთი–ჩაქვი–მახინჯაურის (გვირაბის შემოსასვლელი) გზის გამოყენებით.

The post სარფი–ფოთის მიმართულებით მოძრაობა იზღუდება _ გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს appeared first on გურია ნიუსი.

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ განახლებული პროგნოზი

27 ოქტომბერს, ქუთაისში უნალექო ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი.

მზეა ოზურგეთშიც, დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმში. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში ნავარაუდევი, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიანი ამინდია, ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც უნალექო დღეა, +20 ქნება დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც მზიანი ამინდი იქნება, დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით +12, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავშიც, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღეა მოსალოდნელი რუსთავში, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

The post როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ განახლებული პროგნოზი appeared first on გურია ნიუსი.

საფრანგეთში ქართველი ქალი ქმარმა მოკლა

საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში ქმარმა ცოლი მოკლა. ახალგაზრდა ქალი ლელა ტოროშელიძეა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედიდან არის.

როგორც ცნობილი ხდება ქმარმა ცოლს სამსახურში მიაკითხა და ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები.

“სიტყვებს ვერ ვალაგებ, რომ გავიგე, ჩემი ბავშობის ნაწილი აღარ დადის ამ ქვეყანაზე. როგორი მწარე და რთულია, როცა იმას გაიგებ, რომ შენი ცროვრებაში იყო ისეთი თბილი და ტკბილი გოგო, როგორიც შენ იყავი, ლე. უფალმა ნათელი და ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს იმიერში.

მიყვარხარ და ასე გაგძელდება მუდამ.” _ წერს ფეისბუქზე ლელა ტოროშელიძის ახლობელი.

გურია ნიუსი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.

The post საფრანგეთში ქართველი ქალი ქმარმა მოკლა appeared first on გურია ნიუსი.

2 თვის განმავლობაში, უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის 629 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში, უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის 629 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 2 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 235 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში. 82 სამართალდარღვევაა გამოვლენილი გურიაში, 77 – იმერეთში, 56 – ქვემო ქართლში, 48 – მცხეთა-მთიანეთში, 45 – შიდა ქართლში, 37 – აჭარაში, 22 – სამცხე-ჯავახეთში, 13 – კახეთში, 5 ფაქტი კი დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.
სამართალდარღვევა გამოვლენილია დედაქალაქშიც – 2025 წლის 23 აგვისტოდან 23 ოქტომბრის ჩათვლით, 9 ფაქტია აღკვეთილი.
 გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 566 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია. 32 შემთხვევაში სამართალდამრღვევებს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდათ გადახდილი, 22 შემთხვევაში მოქალაქეები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ, 7 კი, ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია.
დაფიქსირდა უკანონო საშუალებით – ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობით (ე.წ. მანოკი) ნადირობის ფაქტებიც. სეზონის დაწყებიდან 2 თვეში ამოღებულია 558 „მანოკი“.
ამავე პერიოდში ასევე გამოვლენილია „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობების, მაგალითად დათვისა და არჩვის უკანონო მოპოვების ფაქტებიც. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 1 დათვი, 1 არჩვი, 3 ხოხობი, 3 ქედანი და 9 მწყერი.

უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის განმავლობაში (მომდევნო წლის 1 მარტამდე), საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ. დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

The post 2 თვის განმავლობაში, უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის 629 ფაქტი გამოავლინეს appeared first on გურია ნიუსი.

Before yesterdayMain stream

“ბიჭოო, ეს რა თავზარდამცემი ამბავი გავიგე” _ ჩოხატაურში ახალგაზრდა მოულოდნელად გარდაიცვალა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში ახალგაზრდა კაცი მოულოდნელად გარდაიცვალა.

“სახლში მივიდა, წამოვწვები, ცოტას დავისვენებო, უთქვამს… ვეღარ გაიღვიძა… გარდაცვლილი ნახეს. სავარაუდოდ, თრომბით დაიღუპა”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” გარდაცვლილი ბათურა სიხარულიძის ახლობელი.

“სიტყვები უძლურია, როცა სიცოცხლე ასე მოულოდნელად ჩერდება…

ამ დროს სიჩუმე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები — ის სიჩუმე, სადაც დარჩა მისი სითბო, ღიმილი და ყველა დაუმთავრებელი ოცნება.

უფალს ებარებოდე, ბათურა…
ძალიან დამენანე და გული დამწყვიტე…
ვიზიარებ ამირან სიხარულიძის და მთელი ოჯახის ამ უდიდეს მწუხარებას…

ვერაფრით რომ ვერ ანუგეშებ ადამიანს და რამის თქმაც რომ გეუხერხულება ისაა…”,

“წამოვწვები, დავისვენებო და ერთ საათში აღარ იყავი…

წახვედი ჩუმად, უხმოდ, უენოდ…

როგორი ჩუმი და მოკრძალებულიც იყავი, ისე ჩუმად წაგიყვანა ულმობელმა სიკვდილმა…

დედის სიკვდილის შემდეგ ჩუმი, ისედაც ჩუმი გახდი, რაღაცნაირად გულჩათხრობილი… არავის აწუხებდი.

რამდენი რამე გტკიოდა, ალბათ…

ძალიან კეთილი იყავი, სხვანაირად დამნახავი სხვისი სიკეთის…”

“ბიჭოო, ეს რა თავზარდამცემი ამბავი გავიგე. რა დაგემართა ბათურა”; _ წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ბიჭის ახლობლები.

 

The post “ბიჭოო, ეს რა თავზარდამცემი ამბავი გავიგე” _ ჩოხატაურში ახალგაზრდა მოულოდნელად გარდაიცვალა appeared first on გურია ნიუსი.

„ქვეყნის მძარცველები სახლში, გულანთებული ხალხი _ ციხეში. მაგარია!“ _ ლანჩხუთელი მღვდელმსახური

ლანჩხუთელი მღვდელმსახური გიორგი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ქვეყანაში არსებულ ვითარებას აფასებს:

„სამართლის ოკუპაციაც არსებობს, როგორც ჩანს. შენს ხელშია – მიაწექი, როგორც გინდა ჭერი და კერე, სანამ შენც დაგიჭერენ და შეგიკერავენ.

ქვეყანას თუ გაძარცვავ, გადაიხდი და გამოხვალ, თუ პროტესტი გაქვს და გამოხატავ, იჯდები და ვერსად ვერ გამოხვალ.

ქვეყნის მძარცველები სახლში, გულანთებული ხალხი ციხეში.

მაგარია!

ერთხელ მკითხეს, რას შოულობ ასეთს ლანჩხუთის ერთ-ერთი სოფლის ტაძარში, მაქ რომ მსახურობ და არ მიდიხარო. არ ვიცი თუ იყო სასაცილო, მაგრამ გამეცინა. რას იზამ, ასე აზროვნებს ხალხის კატეგორია ალბათ.

რადგან ესე აზროვნებთ და ვინც ასე აზროვნებთ, თქვენივე აზროვნების კატეგორიით გკითხავთ: რა არის თქვენი ბენეფიტი ამ უსამართლობაში, რომ გიღირთ?

მე კი ვიცი, მაგრამ საკუთარ თავს უპასუხეთ. ოღონდ, როგორც დაგვარიგეს, ჯერ კითხვა უნდა დაუსვათ რომ უპასუხოთ“ _ წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მამა გიორგი ცქიტიშვილი.

წყარო: guriatoday.ge

The post „ქვეყნის მძარცველები სახლში, გულანთებული ხალხი _ ციხეში. მაგარია!“ _ ლანჩხუთელი მღვდელმსახური appeared first on გურია ნიუსი.

“საშინელება ტრიალებს” _ აბაშაში ავარიას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

აბაშაში მომხდარ ავარიას 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„საშინელება ტრიალებს… ჩვენი ბაჩო დაიღუპა — 19 წლის, სიცოცხლით სავსე ბიჭი. ახლახან შექმნა ოჯახი, ცოლი კი ამ დრომდე საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის იბრძვის,“ — გვითხრა ოჯახის ახლობელმა.

შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს აბაშაში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა. სამს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია, შვიდი კი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

სამწუხაროდ, ერთი დაშავებული – ბაჩო ლასარეიშვილი – ექიმებმა ვეღარ გადაარჩინეს.

The post “საშინელება ტრიალებს” _ აბაშაში ავარიას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა appeared first on გურია ნიუსი.

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

26 ოქტომბერს, ქვეყნის უმეტეს რეგიონში, წვიმიანი ან ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი.

გაგრა +17 – წვიმა

სოხუმი +17 – წვიმა

ზუგდიდი +15 – წვიმა

მესტია +7 – წვიმა

ფოთი +16 – წვიმა

ბათუმი +17 – წვიმა

ოზურგეთი +16 – წვიმა

ქუთაისი +15 – წვიმა

ამბროლაური +14 – წვიმა

ახალციხე +14 – წვიმა

ბორჯომი +12 – წვიმა

ბაკურიანი +11 – წვიმა

გორი +16 – წვიმა

ცხინვალი +14 – წვიმა

სტეფანწმინდა +9 – წვიმა

გუდაური +5 – წვიმა

თელავი +19 – წვიმა

რუსთავი +21 – უმეტესად ღრუბლიანი

თბილისი +20 – უმეტესად ღრუბლიანი

The post როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით appeared first on გურია ნიუსი.

თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, მიწისძვრა მოხდა

24 ოქტომბერს, დილის 07:07 საათზე (თბილისის დროით 11:07), თურქეთის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 108 კილომეტრში, დაფიქსირდა მიწისძვრა 3.5 მაგნიტუდით (ML).

მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა 39809 გრძედზე და 41.072 განედზე, ხოლო სიღრმე იყო დაახლოებით 0 კილომეტრი, რაც მიუთითებს ზედაპირულ ბიძგზე.

სეისმური ბიძგები შესაძლოა სუსტად აღქმული ყოფილიყო საქართველოს სამხრეთ რეგიონებში, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთსა და აჭარის მაღალმთიან ზონაში.

The post თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, მიწისძვრა მოხდა appeared first on გურია ნიუსი.

იმერეთში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

იმერეთში 4 წლის თ.კ.  გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი გლანდების ოპერაციის შემდეგ განვითარებული გართულებები გახდა.

ახლობლების თქმით, ოპერაცია ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში ჩატარდა.

The post იმერეთში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა appeared first on გურია ნიუსი.

“ეს 5 დღე მარტო იმაზე ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ბრძოლა კიდევ სხვანაირად გავაგრძელო”

ფორმულას ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ქეთა ციცქიშვილმა დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვა. იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ პატიმრობისას მისი მთავარი საფიქრალი საპროტესტო აქციებზე არსებული მდგომარეობა იყო.

“რაც მაქვს სათქმელი ისაა, რომ ეს 5 დღე მარტო იმაზე ვფიქრობდი, რომ როგორ შეიძლება ბრძოლა კიდევ სხვანაირად გავაგრძელო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სისხლის სამართლის წესით არიან დაკავებული და რომლებიც უკანონოდ სხედან ციხეში თითქმის ერთი წელია და კიდევ ემატებიან ადამიანები. აქ ყოფნა არაფერს არ ნიშნავდა, ირონიულია, მაგრამ მადლობა რეჟიმს რომ ის ძალიან ძლიერი ქალები გამაცნო, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში. ყოველი დღე თენდებოდა იმით, რომ ნეტა გუშინ რუსთაველი ხომ გადაიკეტა და იქ რა ხდება. სხვებზე უფრო ვნერვიულობდით, ვიდრე საკუთარ თავზე,”- თქვა ციცქიშვილმა.

დროებითი დაკავების იზოლატორს დღეს დღის მეორე ნახევარში დატოვებს ფორმულას კიდევ ერთი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია. 24 ოქტომბერს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, რეჟისორ გიორგი ლიფონავას და ასევე, ფორმულას წამყვანს ზვიად კვარაცხელიას.

პატიმრობაში რჩება ფორმულას სოციალური მედიის ჟურნალისტი ცირა ჟვანია. მას 10-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

The post “ეს 5 დღე მარტო იმაზე ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ბრძოლა კიდევ სხვანაირად გავაგრძელო” appeared first on გურია ნიუსი.

მზია ამაღლობელს მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადასცეს

“ბათუმელების” ინფორმაციით, დღეს, 24 ოქტომბერს, ვენაში, IPI-ის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მსოფლიო კონგრესზე ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და მედია მენეჯერს, უკანონო პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელს მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადასცეს.

ჯილდო მზია ამაღლობელის სახელით ბათუმელები/ნეტგაზეთის დირექტორის მოადგილემ, თამარ რუხაძემ აიღო.

ჯილდო საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის IPI-IMS-ის მიერაა დაწესებული. მზია ამაღლობელთან ერთად ჯილდო 6 სხვა ჟურნალისტს გადაეცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

„შვიდი გამორჩეული ჟურნალისტი საქართველოდან, აშშ-დან, ღაზას სექტორიდან, პერუდან, ჰონგ-კონგიდან, უკრაინიდან და ეთიოპიიდან 2025 წლის IPI-IMS-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირებად დასახელდა თავისუფალი მედიისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული გამბედაობისა და გამძლეობისთვის.

ბევრმა განიცადა პატიმრობა, რეპრესიები და დაუნდობელი მცდელობები მათი საქმიანობის გასაჩუმებლად, მაგრამ ისინი აგრძელებდნენ რეპორტაჟების მომზადებას შესანიშნავი გამძლეობითა და ჟურნალისტიკისადმი ერთგულებით.

დაჯილდოვებულთაგან ორი, ორივე ქალი, დაიღუპა ომის ზონებიდან მსოფლიოსთვის ახალი ამბების მიწოდებისას. ეს ჯილდო პატივს მიაგებს მათ მემკვიდრეობას.

კიდევ ორი ​​დაჯილდოვებული ამჟამად ციხეშია პრესისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ფონზე,“ – ნათქვამია IPI-IMS-ის მიერ გავრცელებულ რელიზში.

მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო, რომელსაც ყოველწლიურად გასცემს საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) საერთაშორისო მედიის მხარდაჭერ (IMS-სთან) პარტნიორობით, აღიარებს ჟურნალისტებს, რომლებმაც გამოავლინეს ურყევი ერთგულება პრესის თავისუფლების მიმართ.

IPI აჯილდოებს იმ ადამიანებს, რომლებიც განასახიერებენ უშიშარი ჟურნალისტიკის სულისკვეთებას და თავისუფალი გამოხატვისთვის მუდმივ ბრძოლას.

2025 წლის ჯილდოს მფლობელები, რომლებიც IPI-IMS-ის საერთაშორისო შერჩევის კომიტეტმა შეარჩია, არიან: მზია ამაღლობელი საქართველოდან, მარტინ ბარონი აშშ-დან, მარიამ აბუ დაგა პალესტინიდან (ჯილდო გადაეცა სიკვდილის შემდეგ), გუსტავო გორიტი პერუდან, ჯიმი ლაი ჰონგ კონგიდან, ვიქტორია როშჩინა უკრაინიდან (ჯილდო გადაეცა სიკვდილის შემდეგ), ტესფალემ ვალდიესი ეთიოპიიდან.

The post მზია ამაღლობელს მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადასცეს appeared first on გურია ნიუსი.

ქარელის საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე გარდაიცვალა

მოზაიკას” ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე ილია ქელეხსაშვილი გარდაიცვალა.

“სიმსივნე ჰქონდა, საფრანგეთში მკურნალობდა. 3 თვე იქნება რაც დაბრუნდა. გუშინ გარდაცვლილა”, – ამბობენ მისი ახლობლები.
ილია ქელეხსშვილი ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო. ახალი მოწვევის საკრებულოში ის სიის მეორე ნომერი იყო.

The post ქარელის საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე გარდაიცვალა appeared first on გურია ნიუსი.

“შეშფოთებას გამოვთქვამთ”- ჩივნინგის და ჯონ სმიტის სტიპენდიანტები ნიკოლოზ შურღაიას დაკავების შესახებ

22 ოქტომბერს პარლამენტის შენობასთან დაკავებული ფინანსისტის ნიკოლოზ შურღაიას მხარდამჭერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ცნობისთვის, ნიკოლოზ შურღაია  ერთ-ერთი პირველი სტიპენდიანტია ბრიტანეთის მთავრობის.

“ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი ჩივნინგის და ჯონ სმიტის სტიპენდიანტები, ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ ფინანსისტისა და სამოქალაქო აქტივისტის, ნიკოლოზ შურღაიას დაკავების გამო, რომელიც 2025 წლის 22 ოქტომბერს თბილისში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს.

ნიკოლოზ შურღაია ცნობილია თავისი პრინციპული პოზიციით საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებით. 22 ოქტომბრის დემონსტრაციაში მონაწილეობა ჟურნალისტებთან, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან და მოქალაქეებთან ერთად, იყო მშვიდობიანი შეკრების უფლების ლეგიტიმური განხორციელება.

მისი დაკავების მოტივად დასახელებული „ტრანსპორტის მოძრაობის ხელის შეშლა” გადაჭარბებულ და პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებად მიგვაჩნია, განსაკუთრებით 2025 წელს საქართველოში არსებული რეპრესიების ფონზე.

ჩვენ ღრმად გვაშფოთებს აქტივისტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი ხმების მიმართ თვითნებური დაკავებების, სასამართლო დევნისა და სადამსჯელო ზომების გამოყენების მზარდი ტენდენცია. ნიკოლოზ შურღაიას, ისევე როგორც სხვა გამოჩენილი პირების, მათ შორის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება, მიუთითებს დემოკრატიული სტანდარტების დარღვევასა და განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობაზე.

როგორც ლიდერობის პროგრამების კურსდამთავრებულები, რომლებიც დემოკრატიულ მმართველობას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას ემსახურებიან, სოლიდარობას ვუცხადებთ ნიკოლოზ შურღაიას და ყველა იმ პირს, ვინც მშვიდობიანი პროტესტის გამო უკანონოდ არის დაკავებული. მოვუწოდებთ 

საქართველოს ხელისუფლებას:

– დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ნიკოლოზ შურღაია და მშვიდობიანი დემონსტრაციის ყველა დაკავებული მონაწილე;

– უზრუნველყოს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესებში;

– შეასრულოს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში.

მოვუწოდებთ დიპლომატიურ მისიებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კურსდამთავრებულთა ქსელებს, ყურადღებით დააკვირდნენ ამ საქმეს და დაიცვან სამოქალაქო სივრცე საქართველოში. ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების სანდოობა და მისი ევროპული მისწრაფებები დამოკიდებულია მოქალაქეთა სამართლიან და კანონიერ მოპყრობაზე”,_ წერია განცხადებაში.

ხელმომწერები:

მორეტა ბობოხიძე

ირაკლი ლაითაძე

ლელი ჭელიძე

ოლესია ვართანიან

თამარ ხუნწარია

დავით მაღრაძე (Chevening 2007-2008, John Smith Fellow 2004)

ქეთა ბადაშვილი

იდა ბახტურიძე

სერგო ვაშაყმაძე

ეკატერინე სხილაძე

ნინი გოგიბერიძე

ნინო ორჯონიკიძე

მარიამ უბერი

გიორგი ონიანი

ანა ქებაძე

ნინო სარიშვილი

ეთუნა მუნჯიშვილი

მარიამ ზაბახიძე

ქეთევან მურუსიძე

ნათია ჭანკვეტაძე

ლინა ღვინიანიძე

ლევან ფავლენიშვილი (Chevening Fellow 2020/2021)

მაკა გურეშიძე

ირინა მამულაშვილი

გვანცა მელაძე

კახა ხიმშიაშვილი (Chevening 1994-1995)

ეკატერინე მაჭავარიანი

ნინო ნანიტაშვილი (Chevening 2019-2020)

ლუკა ხიმშიაშვილი (Chevening 2021-2022)

ნინო ლეკიშვილი ( chevening 202-23)

The post “შეშფოთებას გამოვთქვამთ”- ჩივნინგის და ჯონ სმიტის სტიპენდიანტები ნიკოლოზ შურღაიას დაკავების შესახებ appeared first on გურია ნიუსი.

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

25 ოქტომბერს, ქვეყნის უმეტეს რეგიონში წვიმიანი, ან ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +19 – წვიმა

სოხუმი +20 – წვიმა

ზუგდიდი +21 – წვიმა

მესტია +10 – წვიმა

ფოთი +21 – წვიმა

ბათუმი +22 – ღრუბლიანი

ოზურგეთი +23 – ღრუბლიანი

ქუთაისი +22 – წვიმა

ამბროლაური +19 – წვიმა

ახალციხე +11 – ღრუბლიანი

ბორჯომი +11 – ღრუბლიანი

ბაკურიანი +13 – უმეტესად ღრუბლიანი

გორი +21 – უმეტესად ღრუბლიანი

ცხინვალი +18 – უმეტესად ღრუბლიანი

სტეფანწმინდა +12 – ღრუბლიანი

გუდაური +7 – ღრუბლიანი

თელავი +21 – უმეტესად ღრუბლიანი

რუსთავი +23 – უმეტესად ღრუბლიანი

თბილისი +23 – უმეტესად ღრუბლიანი

The post როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით appeared first on გურია ნიუსი.

ოზურგეთის მერია წმინდა გიორგის ქუჩაზე წიწვოვანი ხეების მოჭრის ნებართვის გაცემას არ ადასტურებს

სოციალურ ქსელში გაზეთ „ალიონის“ რედაქტორმა ნუგზარ ასათიანმა რამდენიმე დღის წინ დადო ფოტოები, რომელიც ქ. ოზურგეთში, წმ. გიორგის ქუჩის დასაწყისში წიწვოვანი ხეების მოჭრას ასახავდა.

აღნიშნულზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ბახტაძემ გამომცემლობას უპასუხა:

“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მომართა, წმინდა გიორგის ქუჩაზე მცხოვრებმა არჩილ კვერღელიძემ, რომელსაც სურდა საკუთარ მფლობელობაში არსებული წიწვოვანი ხეების მოჭრის შესახებ მიეღო ოზურგეთის მერიიდან ნებართვის ცნობა.

მუნიციპალიტეტი კერძო  საკუთრებაში მყოფ ხეებთან დაკავშირებით არ გასცემს ცნობას. ვინაიდან, აღნიშნული საკითხი არ გახლავთ ოზურგეთის მერიის კომპეტენცია.“უთხრა “ალიონს” ნინო ბახტაძემ.

The post ოზურგეთის მერია წმინდა გიორგის ქუჩაზე წიწვოვანი ხეების მოჭრის ნებართვის გაცემას არ ადასტურებს appeared first on გურია ნიუსი.

ვალუტის გაცვლის ახალი კურსი ცნობილია

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7241 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7200 ლარი იყო.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1638 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1522 ლარს შეადგენდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

The post ვალუტის გაცვლის ახალი კურსი ცნობილია appeared first on გურია ნიუსი.

ევროპარლამენტმა მართვის მოწმობების გაცემის ახალი წესები დაამტკიცა

23 October 2025 at 22:32

ევროპარლამენტმა მართვის მოწმობის გაცემის ახალი წესები შემოიღო. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირებას, რომლებსაც ევროკავშირში ყოველწლიურად დაახლოებით 20 000 ადამიანი ეწირება.

ახალი დირექტივის თანახმად, მართვის მოწმობის ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის შესახებ უნდა ეცნობოს იმ ქვეყანას, რომელმაც ის გასცა. ეს უზრუნველყოფს ტრანსსასაზღვრო სანქციების დაწესებას ისეთი სერიოზული დანაშაულებისთვის, როგორიცაა: ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა, ფატალური შემთხვევის გამოწვევა ან დაშვებული სიჩქარისთვის 50 კმ/სთ-ით ან უფრო მეტით გადაჭარბება.

ევროპარლამენტში ამ საკითხზე მომხსენებელი მატეო რიჩი („სოციალისტები“, იტალია) ამბობს: „ამჟამად, იმ მძღოლების თითქმის 40%, რომლებსაც ლიცენზია ჩამოერთვათ ან შეუჩერდათ ქვეყანაში, რომელიც მართვის მოწმობის გამცემ ქვეყანას არ წარმოადგენს, დაუსჯელი რჩება. ამიტომ მონიტორინგის უფრო ძლიერი და ეფექტიანი სისტემა ავარიების თავიდან აცილებასა და სიცოცხლის გადარჩენაში დაგვეხმარება“.

ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, დაინერგება ციფრული მართვის მოწმობა, რომელიც მობილური ტელეფონის საშუალებით იქნება ხელმისაწვდომი და თანდათან მართვის მოწმობის ძირითადი ფორმა გახდება ევროკავშირში, თუმცა საბარათო ვერსია არ გაუქმდება.

ციფრული ლიცენზიების შესახებ მომხსენებელმა იუტა პაულუსმა („მწვანეები“, გერმანია) აღნიშნა: „2030 წლისთვის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ელექტრონულ და ფიზიკურ ბარათებს შორის არჩევანი გააკეთონ“.

რა იცვლება?

ახალი წესები ადგენს ორწლიან გამოსაცდელ პერიოდს ახალბედა მძღოლებისთვის და აწესებს უფრო მკაცრ ჯარიმებს ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის, უსაფრთხოების ღვედის ან ბავშვის სავარძლის არგამოყენებისთვის. ამასთან, ავტომობილის მართვის მოწმობის მიღება შესაძლებელი იქნება 17 წლის ასაკიდან, იმ პირობით, რომ სრულწლოვანებამდე მათ გამოცდილი მძღოლი გაუწევს ზედამხედველობას.

პროფესიონალი მძღოლების დეფიციტის აღმოსაფხვრელად სატვირთო მანქანის მართვის მოწმობის აღება 18 წლის ასაკში იქნება შესაძლებელი, ხოლო ავტობუსის მართვის მოწმობა – 21 წლის ასაკში, იმ პირობით, რომ დაცული იქნება პროფესიული კომპეტენციის აუცილებელი მოთხოვნები.

ახალი დებულებები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ შევა ძალაში. ამის შემდეგ, წევრ სახელმწიფოებს სამი წელი ექნებათ ამ დებულებების ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოსატანად, პლუს – კიდევ ერთი წელი განხორციელებისთვის მოსამზადებლად.

წყარო: EPT news

თარგმნილია ხელოვნური ინტელექტის მიერ

შეგახსენებთ, რომ ქართული ეროვნული მართვის მოწმობის გაცვლა ადგილობრივ მართვის მოწმობაში შესაძლებელია ევროკავშირის ქვეყნებში – ირლანდიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში, იტალიასთან კი ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებაა მიღწეული.

დაკავშირებულ თემაზე: უკვე შესაძლებელია ქართული ეროვნული მართვის მოწმობის ბერძნულში გადაცვლა და პირიქით

❌
❌