“რაც მოხდა, დიდად არავის გაჰკვირვებია, უფრო ის გაუკვირდათ, როგორ გასწირეს “თავისიანი” – “ქართული ოცნების” ექსმინისტრი ღარიბაშვილის ბრალზე
“პრაგმატულად რომ ვთქვა, როგორია ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ვიტყვი, რომ არის უფრო კარგი, ვიდრე ცუდი“ – ასე ეხმაურება საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “მონეტიზაცია“ ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
“ადამიანურად ეს ძალიან მძიმე ფაქტია, მაგრამ პრაგმატულად რომ ვთქვა, როგორია ეს ჩვენი ქვეყნისთვის – კარგი თუ ცუდი, მინდა ვთქვა, რომ არის უფრო კარგი, ვიდრე ცუდი. ახლა ავხსნი რატომ: ცუდია იმიტომ, ამას რომ უყურებს ინვესტორი ან ბიზნესმენი, რომელსაც აქ შემოსვლა უნდა, ან ის, რომელიც უკვე აქ არის, იტყვის, რომ ძალიან ცუდია, რადგან მთელი სისტემა კორუფციაში ყოფილა ჩართული. ქვეყნის რეპუტაციისთვის ეს ძალიან დამაზიანებელია.
რაც შეეხება კარგ ნაწილს – რომ დავფიქრდეთ: ის რომ, „ქართული ოცნება“ და მისი მმართველობა რაღაც დოზით კორუფციაში იყო ჩართული და ამისი განცდა სულ იყო მოსახლეობაში, ამას ვერ უარვყოფთ. რაც მოხდა, დიდად არავის გაჰკვირვებია, უფრო ის გაუკვირდათ, როგორ გასწირეს „თავისიანი“. ანუ, ადამიანები, რომლებსაც სულ ჰქონდათ ასეთი კორუფციის განცდა, იტყვიან, რომ სისტემამ თვითონ აღიარა შეცდომა და დაარტყა თანაგუნდელებს“,- აღნიშნა ექს-მინისტრმა…განაგრძეთ კითხვა
The post “რაც მოხდა, დიდად არავის გაჰკვირვებია, უფრო ის გაუკვირდათ, როგორ გასწირეს “თავისიანი” – “ქართული ოცნების” ექსმინისტრი ღარიბაშვილის ბრალზე appeared first on გურია ნიუსი.