Normal view

Before yesterdayMain stream

ბათუმის პორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული განცხადებით,  აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანისა და გავრცელების წინააღმდეგ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, აღკვეთილია ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი მსხვილი ფაქტი. კერძოდ, სამართალდამცავების მიერ, ბათუმის პორტის ტერიტორიაზე შემოსული სატვირთო ავტომობილიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება – 1 კილოგრამი და 167 გრამი „კოკაინი“, 2 000 აბზე მეტი ,,მდმა”,  2 კილოგრამი ,,მდმას” კრისტალები, 2 კილოგრამამდე „კლეფერდრონი“, 1 კილოგრამი „კეტამინი“ და ნარკოტიკული საშუალება ,,ლსდ”-ს (ელ ეს დე) შემცველი მუყაოს ფირფიტები.

“დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ბათუმის პორტის“ ტერიტორიაზე ბულგარეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა. განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერებები სამართალდამცველებმა სპეციალური სკანერის საშუალებით,  სატვირთოს მისაბმელის შემოწმების შედეგად,  ცეცხლმაქრში აღმოაჩინეს.

სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები  აღნიშნულ ნარკოდანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს.

აქვე, გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ სამართალდამცველების მიერ ბოლო 4 თვის განმავლობაში, გამოვლენილ და აღკვეთილი იქნა  ტრანსნაციონალური ნარკოდანაშაულის რამდენიმე ფაქტი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით დაკავებულია რამდენიმე პირი და ამოღებულია 750 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post ბათუმის პორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე appeared first on გურია ნიუსი.

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია.

“ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, კულტივირებისა და ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული დ.ა., 1965 წელს დაბადებული პ.ც და 1983 წელს დაბადებული მ.მ.  და წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1977 წელს დაბადებული შ.კ. და 1982 წელს დაბადებული კ.კ.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის:  „მეთადონი“; „სუბოქსინი“, „მარიხუანა“ და „კანაფი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 265-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა appeared first on გურია ნიუსი.

❌
❌