Normal view

Today — 28 October 2025Main stream

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენაშენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

“საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას 5ფ-მდმბ-პინაკა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება რეალიზაციის მიზნით საჯაროდ ხელმისაწვდომ ადგილას ფარულად განთავსება და ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. სამართალდამცველებმა ამოიღეს უკანონო რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებული, ასევე პირადად შენახული ნარკოტიკული საშუალება.

სამართალდამცავებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 -დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა”,_ აცხადებს პროკურატურა.

The post პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა appeared first on გურია ნიუსი.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავეს.

აღნიშნულ საქმეზე ასევე დაკავებულები იყვნენ ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, რომლებმაც სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ გირაო შეეფარდათ.
როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები.
გამოძიებით დადგენილია, რომ ისინი ფლობდნენ ინფორმაციას, რომ შპს „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი. დასახელებულმა პირებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირთა დადგენის და შესაბამისი რეაგირების მიზნით”,_ აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

The post მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დააკავეს appeared first on გურია ნიუსი.

Yesterday — 27 October 2025Main stream

ავტოსაგზაო შემთხვევა პოლონეთში _ დაღუპული არიან ქართველი ემიგრანტები

პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. პოლონური მედიის ცნობით, დაღუპულები 29 და 35 წლის ქართველი კაცები არიან.
🔴 ახალგაზრდები ოპელის ტიპის მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. შეჯახება კი ავტომაგისტრალზე მოხდა, რომელიც იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.
📍 ერთ-ერთი დაღუპულის ოჯახის წევრების თქმით, ისინი ამჟამად პოლონეთში საქართველოს საკონსულოსთან ერთად, გარდაცვლილების გადმოსვენების პროცედურების მოგვარებას ცდილობენ.

The post ავტოსაგზაო შემთხვევა პოლონეთში _ დაღუპული არიან ქართველი ემიგრანტები appeared first on გურია ნიუსი.

განზრახ მძიმე დაზიანებით სიცოცხლის მოსპობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ბრალდებულმა მეგობარ გოგონასთან არასასურველი კომუნიკაციის და ეჭვიანობის გამო, დაზარალებულს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო. დაზარალებული 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის ჩადენის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანი პირი 19 ოქტომბერს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაზარალებულის გარდაცვალების შემდგომ დაკავებულს ბრალდება დაუმძიმდა და ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) წარედგინა.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, 26 ოქტომბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი არასრულწლოვანი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული) წარედგინა.

პროკურატურა დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”,_ აცხადებს პროკურატურა.

The post განზრახ მძიმე დაზიანებით სიცოცხლის მოსპობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს appeared first on გურია ნიუსი.

მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 3 მილიონამდე ლარს შეადგენს- პროკურატურამ 4 პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე დაკავებულია 4 პირი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 პირის მიმართ. ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 3 მილიონამდე ლარს შეადგენს.

“”შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ტურისტული კომპანიის ,,სმაილ თრეველ ჯორჯია“- წარმომადგენლებმა, 2024-2025 წლებში, საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზების დაპირებით, ფიზიკური პირებისგან მასიურად მოახდინეს დიდი ოდენობით თანხის მობილიზება და 200-მდე დაზარალებულის კუთვნილი, დაახლოებით 1 მილიონი ლარი მოტყუებით მიისაკუთრეს ისე, რომ აღებული ვალდებულება არ შეასრულეს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს ბრალდებულთა მიერ მოტყუებული სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისად დაზარალებულთა რაოდენობა და თაღლითურად დაუფლებული თანხების მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს.

ასევე, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან ერთად გამოვლენილია კონკრეტული იურიდიული პირის 100% წილზე ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლების ფაქტი.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, ,,ზეკარის წყაროების“ წარმომადგენლებს, ფინანსური პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი წილების დათმობა მოითხოვა. ნდობის მოსაპოვებლად, ბრალდებულმა, თავის მხრივ, სხვა დაზარალებულისაგან მოტყუებით დაუფლებული დიდი ოდენობით თანხიდან ნაწილობრივ დაფარა კომპანიის საბანკო დავალიანება და პარტნიორებს, 100%-იანი წილის გადაფორმება მოსთხოვა.

აღნიშნული ხერხით, ბრალდებულმა კომპანიის 100 %-იანი წილი ოჯახის წევრზე გადააფორმა, თავად კი არც საწარმოს საკრედიტო ვალდებულებები დაფარა დაორგანიზაციის 100%-იან წილსაც მოტყუებით დაეუფლა. შედეგად, იურიდიული პირის მესაკუთრეებს 1 500 000 ლარზე მეტის, ხოლო კიდევ ერთ დაზარალებულ პირს 163 000 ლარამდე ქონებრივი ზიანი მიადგათ.

ასევე, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაზარალებულს გაუფორმეს ე.წ. მოჩვენებითი ხელშეკრულება ,,სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ.“ შეთანხმებისამებრ, დაზარალებულმა, კონკრეტული სამუშაოებისათვის განკუთვნილი 123 134 ლარი ბრალდებულებს გადასცა. ბრალდებულებმა, არ შეასრულეს ფორმალურად ნაკისრი ვალდებულება და მითითებული დიდი ოდენობის თანხა მიისაკუთრეს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე დაკავებულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3  ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისის პროკურატურაში შეიქმნა თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო.

აღნიშნული დანაყოფი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე საპროცესო ხელმძღვანელობას და შესაბამის სისხლის სამართლის საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას ახორციელებს.

აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თაღლითობის საქმეების ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე გატარდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა დაზარალებულთა კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით”,_ აცხადებს პროკურატურა.

The post მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 3 მილიონამდე ლარს შეადგენს- პროკურატურამ 4 პირი დააკავა appeared first on გურია ნიუსი.

ბათუმის პორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული განცხადებით,  აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანისა და გავრცელების წინააღმდეგ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, აღკვეთილია ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი მსხვილი ფაქტი. კერძოდ, სამართალდამცავების მიერ, ბათუმის პორტის ტერიტორიაზე შემოსული სატვირთო ავტომობილიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება – 1 კილოგრამი და 167 გრამი „კოკაინი“, 2 000 აბზე მეტი ,,მდმა”,  2 კილოგრამი ,,მდმას” კრისტალები, 2 კილოგრამამდე „კლეფერდრონი“, 1 კილოგრამი „კეტამინი“ და ნარკოტიკული საშუალება ,,ლსდ”-ს (ელ ეს დე) შემცველი მუყაოს ფირფიტები.

“დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ბათუმის პორტის“ ტერიტორიაზე ბულგარეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა. განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერებები სამართალდამცველებმა სპეციალური სკანერის საშუალებით,  სატვირთოს მისაბმელის შემოწმების შედეგად,  ცეცხლმაქრში აღმოაჩინეს.

სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები  აღნიშნულ ნარკოდანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს.

აქვე, გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ სამართალდამცველების მიერ ბოლო 4 თვის განმავლობაში, გამოვლენილ და აღკვეთილი იქნა  ტრანსნაციონალური ნარკოდანაშაულის რამდენიმე ფაქტი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით დაკავებულია რამდენიმე პირი და ამოღებულია 750 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post ბათუმის პორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე appeared first on გურია ნიუსი.

Before yesterdayMain stream

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 3 დღის განმავლობაში, შეკრება – მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად,  აქციის  60 მონაწილე – გ.ლ.,ზ.ს., მ.ბ., ვ.ჩ., ბ.ქ., გ.მ., ა.გ., ი.გ., გ.ლ., ნ.ლ., ზ.ც., ნ.ლ., დ.მ., დ.ჭ., ნ.ს., ს.რ., ლ.ს., რ.მ., ლ.ბ., ა.გ., გ.ხ., ნ.გ., ი.კ., ზ.მ., თ.კ., ი.ვ., ლ.ბ., ნ.ნ., ნ.ბ., დ.ა., ი.ხ., ნ.ნ., თ.გ., ვ.გ., გ.ე., მ.ტ., თ.ტ., ლ.შ.,ი.კ., ი.ღ., დ.ტ., ბ.მ., ნ.კ., ი.დ., გ.ჯ., გ.მ., ა.შ., თ.კ., ა.ჯ., ვ.ჯ., ლ.ა., თ.ლ., კ.კ., გ.ს., ნ.შ., შ.ბ., ლ.გ., ა.ლ., ნ.პ. და გ.ს. დააკავეს.

მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდეს, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან მათი რაოდენობა არ იძლეოდა გზის გადაკეტვის კანონიერ უფლებას, დემონსტრანტები სამართალდამცველთა მოწოდებას არ დაემორჩილნენ, კვლავ გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები.

The post შსს განცხადებას ავრცელებს appeared first on გურია ნიუსი.

“ვისაც გგონიათ ან გაგვაჩუმეს, ან გადაგვასახლეს, ან სულაც მოვკვდით, იმედი უნდა გაგიცრუოთ” – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მიმართვას ავრცელებს:

,,ყურადღება! ყურადღება! იმათ გასაგონად ვისაც გგონიათ ან გაგვაჩუმეს, ან შეგვაშინეს, ან გადაგვასახლეს , ან სულაც მოვკვდით, იმედი უნდა გაგიცრუოთ .მთლად ჯანმრთელად არა მარა ცოცხლები ვართ და ველოდებით უფლის ნებას. დაილოცოს შეუცნობელი გზანი უფლისანი! ორმა კინკილა განადგურებულმა ადამიანმა ამხელა მონსტრის( სისტე მის)წინააღმდეგ ვერაფერი რომ ვერ გავაწყეთ (ძალა აღმართს რო ხნავდა) , მორწმუნე ადამიანების კეთილი რჩევების გათვალისწინებით მივენდეთ უფალს.

და ჰოი საოცრებავ, ძლიერნი ამა სოფლისანი სულ არ ყოფილან ძლიერები ღმერთის წინაშე. ( შემოქმედს ვერ მოისყიდი, მის წინაშე ვერ გააყალბებ, თვალებში ნაცარს ვერ შეაყრი და ბოლობოლო უბრალოდ ვერც მოატყუებ და ვერ იმართლებ თავს). გესლიანი და ბოროტი ხალხის საყურადღებოდ პროცესი დაწყებულია და ის შეუქცევადია.

მე მჯერა უფლის სამართლის, რამეთუ ჩემი ღიმილა შვილის ცოდვას არავის შეარჩენს. მადლობა უფალო! სამართალი მაინც იზეიმებს მავანს უნდა თუ არა ეს!“

ინფორმაციისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც. 2020 წლის 17 დეკემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაული არ ჩადენილა, მან თავი მოიკლა და საქმე ამ დასკვნით დაიხურა.

The post “ვისაც გგონიათ ან გაგვაჩუმეს, ან გადაგვასახლეს, ან სულაც მოვკვდით, იმედი უნდა გაგიცრუოთ” – თამარ ბაჩალიაშვილის დედა appeared first on გურია ნიუსი.

26 წლის მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს _ შსს-ს განცხადება

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო 26 წლის მას­წავ­ლებ­ლის გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2008 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.გ. ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი თბი­ლის­ში, თემ­ქის და­სახ­ლე­ბა­ში, ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 1997 წელს და­ბა­დე­ბულ გ.ა. -ს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და და ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ა.გ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს.

და­შა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი კრი­ტი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა უტარ­დე­ბო­და , თუმ­ცა მომ­დევ­ნო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და და ის 24 ოქ­ტომ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა.

The post 26 წლის მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს _ შსს-ს განცხადება appeared first on გურია ნიუსი.

ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც არასრულწლოვნებმა სცემეს, გარდაიცვალა

ახალგაზრდა მასწავლებელი გიგა ავალიანი გარდაიცვალა.

ის 3 ოქტომბერს, არასრულწლოვნებმა სცემეს და თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს.
შემთხვევა თემქაზე მოხდა
ბიჭი კომაზოტურ მდგომარეობაში იყო და ექიმები მის გადარჩენას გუშინდელ დღემდე ცდილობდნენ.
გარდაცვლილის დედა მომხდარში ადანაშაულებს არასრულწლოვან გოგონას და მის შეყვარებულს, ასევე კიდევ ერთ პირს, რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა.
როგორც დედა ამბობს, გოგონამ მისი შეყვარებული აეჭვიანა მიმოწერით, რომელიც მის აწგარდაცვლილ შვილთან ჰქონდა.
მიმოწერა კი ეხებოდა მხოლოდ გაკვეთილების ცხრილს და ამ თემაზე საუბარს, რომელიც მეგობრული მოკითხვით იწყებოდა
დედის თქმითვე, სწორედ ეს მიმოწერა გახდა მისი შვილის მკვლელობის მიზეზი.

არასრულწლოვნები გიგა ავალიანს რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, როგორც კი მარტო მიმავალი დაინახეს, მაშინვე დაესხნენ თავს და სასტიკად გაუსწორდნენ.

The post ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც არასრულწლოვნებმა სცემეს, გარდაიცვალა appeared first on გურია ნიუსი.

პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამი მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე  ცდილობდა რადიოაქტიური ნივთიერება ურანის შეძენას, რომელიც ასევე მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას და რომელიც უნდა გაეტანათ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ბრალდებულებს რადიოაქტიური ნივთიერების შესაძენად უნდა გადაეხადათ 400 000 აშშ დოლარი. გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად სამივე მათგანი დაკავებული იქნა ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობისას.  მათ ბრალდება რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელად 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო პირის იდენტიფიცირების მიზნით”,_ აცხადებს პროკურატურა.

The post პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა appeared first on გურია ნიუსი.

ფერადი ლითონის ჩამბარებელი პუნქტი გაძარცვეს

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით,  რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე ფერადი ლითონს ჩამბარებელ პუნქტში ძარცვა მოხდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო იუწყება,   40 წლამდე კაცი დაწესებულებაში მუქარით შეიჭრა და 3000 ლარამდე გაიტაცა.

ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიცისთვიის, სამართალდამცავებმა კაცი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

The post ფერადი ლითონის ჩამბარებელი პუნქტი გაძარცვეს appeared first on გურია ნიუსი.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7 -დღიანი პატიმრობა, ხოლო მის მეუღლეს 5 000 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა

მედიაჩეკერის” ინფორმაციით, ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა, გზის გადაკეტვის საბაბით, 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მის მეუღლეს, ჟურნალისტ მაიკო ბოკერიას კი ამავე საბაბით, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 5 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. 

ადმინისტრაციულ კოდექსში შესული ცვლილებით, აქციაზე სახის დაფარვა და გზის ხელოვნურად გადაკეტვა 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. ამ სამართალდარღვევის ხელმეორედ ჩადენა სისხლის სამართლის დანაშაულია და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯარიმა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გამოიყენება, მათ შორის მაშინ, როცა სამართალდამრღვევად მიჩვენული პირი 12-წლამდე შვილის დედაა.

 

The post ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7 -დღიანი პატიმრობა, ხოლო მის მეუღლეს 5 000 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა appeared first on გურია ნიუსი.

შსს: გახსნილია 43 ავტომობილის გაქურდვის ფაქტი – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გაანცხადებით, სამართალდამცველებმა 43 ავტომობილის გაქურდვის ფაქტი გახსნეს – დაკავებულია 5 პირი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს  ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 5 პირი –  2004 წელს დაბადებული ა.კ., 2006 წელს დაბადებული ლ.ჭ., 2005 წელს დაბადებული ა.ი., 2008 წელს დაბადებული ს.კ. და 2003 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ს. დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, გვიან ღამით ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიაზე 43 ავტომობილის საქარე მინა დააზიანეს, რის შედეგადაც ავტომობილებში არსებულ პირად ნივთებს, ელექტრომოწყობილობებსა და სხვადასხვა ოდენობის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ხუთივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად მოპარული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების ,,ა“ და „ბ“  ქვეპუნქტებით მიმდინარეობს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post შსს: გახსნილია 43 ავტომობილის გაქურდვის ფაქტი – დაკავებულია 5 პირი appeared first on გურია ნიუსი.

ქრთამის აღების ფაქტზე ტყის მცველი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფასანაურის უბნის ტყის მცველი შ. გ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სამსახურებრივად, საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ევალება სატყეო ტერიტორიის დაცვა, პირადი მატერიალური გამორჩენისა და სარგებლის მიღების მიზნით, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, ტყეში კემპინგის მოწყობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 900 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მომავალშიც გაატარებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი”,_ აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

The post ქრთამის აღების ფაქტზე ტყის მცველი დააკავეს appeared first on გურია ნიუსი.

სუს-მა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა – ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

“დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

The post სუს-მა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა appeared first on გურია ნიუსი.

პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები –  1998 წელს დაბადებული მ.თ.,  1993  წელს დაბადებული ო.უ. და  1975 წელს დაბადებული ი.  ქ. დააკავეს.

თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ,  მ.თ. განზრახ მკვლელობის,   ო.უ. ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის,  ხოლო  ი.ქ.  ნარკოტიკების ან მასტიმულირებელი ნივთიერებების კომერციალიზაციის/გაყიდვის ან მიწოდების ბრალდებით  ინტერპოლის წითელი ცირკულარით  იძებნებოდნენ.

დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე  ძებნა გამოცხადდებოდა.

სამართალდამცველებმა  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე მათგანი  ბათუმში,  სხვადასხვა დროს  დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულების  მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა appeared first on გურია ნიუსი.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული ა.ს. თეთრიწყაროს რაიონში დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად,  1 კილო და 300 გრამი გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო appeared first on გურია ნიუსი.

მძიმე ავარია აბაშაში – დაშავებულია ათი პირი

აბაშასთან რამდენიმე წუთის წინ უმძიმესი ავარია მოხდა _ თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს, სავარაუდოდ, ოთხი ავტომობილი შეეჯახა.

“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, დაშავდა ათი პირი, მათგან შვიდი ამ წუთებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს სხვადასხვა კლინიკაში გადაჰყავთ, სამს კი დახმარება ადგილზე გაეწია.

სხვა დეტალები უცნობია.

The post მძიმე ავარია აბაშაში – დაშავებულია ათი პირი appeared first on გურია ნიუსი.

ერთ-ერთ სოფელში ავტომობილი დაწვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ავტომობილი დაწვეს. Aktual.ge-ის მიერ მიღებული ინფორმაციით, შემთხვევა 22 ოქტომბრის საღამოს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, კრიმინალური სამყაროს წევრებმა ავტომობილის მფლობელისგან 50 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოითხოვეს.   უარის მიღების  შემდეგ, 22 ოქტომბრის საღამოს, მისი კუთვნილი „Ford Sprinter“ მარკის ავტომობილი დაწვეს, რის შედეგადაც  მანქანა სრულად განადგურდა.

The post ერთ-ერთ სოფელში ავტომობილი დაწვეს appeared first on გურია ნიუსი.

5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, ლიკა ბასილაია-შავგულიძეს

“”ბათუმელების” ინფორმაციით, მოსამართლე ნინო ენუქიძემ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, ლიკა ბასილაია-შავგულიძეს.

შსს ჟურნალისტს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის შეურაცხყოფას ედავება. ეს მუხლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით პატიმრობის გარდა ჯარიმასაც ითვალისწინებს, თუმცა შსს-ს მოთხოვნა იყო, რომ მის მიმართ უმკაცრესი ზომა, პატიმრობა გამოყენებულიყო.

„რა თქმა უნდა სასურველია, რომ არ დამაკავოთ, მაგრამ თუ დამაკავებთ, ეს არ შეცვლის ჩემს შინაგან განგაშს, როგორ მოცოცავს ოკუპანტი და რა უსუსურ მდგომარეობაში ვართ. თქვენც გეყოლებათ შვილი. მე მინდა, რომ ჩვენი შვილები დემოკრატიულ, რუსებისგან თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობდნენ“, — თქვა ლიკამ, სანამ მოსამართლე სათათბიროდ გავიდოდა.

შსს-ს თქმით, ლიკა შავგულიძე „უმისამართოდ იგინებოდა“ და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს. კერძოდ, მიმართავდა სიტყვებით: „თავხედებო, რუსებო, მოღალატეებო“.

ლიკა ბასილაია-შავგულიძე 22 ოქტომბერს დააკავეს რუსთაველზე. ძალადობრივად, ათობით სხვა ადამიანთან ერთად. იმას, რომ ძალადობრივად არის დაკავებული, მოწმობს მისი შემოხეული ქურთუკიც, რაც სასამართლოშიც აჩვენა მოსამართლეს.

The post 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, ლიკა ბასილაია-შავგულიძეს appeared first on გურია ნიუსი.

პროკურატურამ ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 22 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ტაქსის მძღოლს სახის არეში დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაზიანება მიიღო.

ასევე ბრალდებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს, თავს დაესხა შსს საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, ავიდა მის სახურავზე და ფეხების დარტყმით განზრახ დააზიანა. ბრალდებულის ქმედებამ 3300 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,_ აცხადებს პროკურატურა.

The post პროკურატურამ ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა appeared first on გურია ნიუსი.

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია.

“ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, კულტივირებისა და ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული დ.ა., 1965 წელს დაბადებული პ.ც და 1983 წელს დაბადებული მ.მ.  და წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1977 წელს დაბადებული შ.კ. და 1982 წელს დაბადებული კ.კ.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის:  „მეთადონი“; „სუბოქსინი“, „მარიხუანა“ და „კანაფი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 265-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა appeared first on გურია ნიუსი.

❌
❌