ხანძარს სავაჭრო ცენტრში 23 ადამიანი ემსხვერპლა (უცხოეთი)
2 November 2025 at 11:47
APNEWS-ის ინფორმაციით, მექსიკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარსა და აფეთქებას სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. 12 ადამიანი კი დაშავდა.
სონორას შტატის დედაქალაქ ერმოსილიოს ცენტრში ხანძარი გაჩნდა, განაცხადა სონორას გუბერნატორმა ალფონსო დურაზომ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
სონორას გენერალურმა პროკურორმა გუსტავო სალას ჩავესმა დაღუპულთა რიცხვი დაადასტურა და თქვა, რომ დაშავებულები ერმოსილიოს ექვს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სალას ჩავესმა განაცხადა, რომ წინასწარი გამოძიების თანახმად, სიკვდილიანობა „ტოქსიკური აირების შესუნთქვამ“ გამოიწვია.
The post ხანძარს სავაჭრო ცენტრში 23 ადამიანი ემსხვერპლა (უცხოეთი) appeared first on გურია ნიუსი.