Reading view

ზელენსკი: ვისურვებდით, ჩინეთმა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რომ დაასრულოს ეს ომი და არ ეხმარებოდეს მის გაგრძელებაში

„ძალიან ვისურვებდით, ჩინეთმა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რომ დაასრულოს ეს ომი და არანაირი ფორმით არ ეხმარებოდეს მის გაგრძელებაში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მ 28 ოქტომბერს, როცა ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ზელენსკიმ ილაპარაკა ს ენერგორესურსების შესყიდვის შემცირების მნიშვნელობაზე კრემლზე რეალური ზეწოლის მოსახდენად. მისი თქმით, ომი რომ არ იყოს, ცხადია, ცალკეული ქვეყნის საქმე იქნებოდა, ვისგან იყიდიდნენ ენერგორესურსებს, თუმცა, დღეს, მისი თქმით, რუსეთის ენერგორესურსების შესყიდვა უკრაინის, ევროპისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას უკავშირდება. ამ კონტექსტში მან კიდევ ერთხელ გაიმეორა: „ტრამპი თუ მოახერხებდა ჩინეთის პრეზიდენტის დაყოლიებას, რომ შეამციროს რუსეთის ენერგორესურსების შესყიდვა, ყველას დაგვეხმარებოდა“.
რაც შეეხება ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს, დევიდ ვან ვილმა გამოხატა აღტაცება უკრაინის მედეგობით და აღნიშნა: „მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია როგორი სამშვიდობო შეთანხმება იქნება მისთვის მისაღები“. ვან ვილის ვიზიტის დღის წესრიგში იყო უკრაინის ენერგოსექტორისთვის დახმარება (25 მილიონი ევრო) და ში რუსეთის რუსეთის მიერ ჩადენილი აგრესიის დანაშაულის განსასჯელად ევროსაბჭოს ეგიდით საგანგებო ტრიბუნალის შექმნა ჰააგაში. ამ ინიციატივის ძლიერი მხარდამჭერია , რომლის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნა 28 ოქტომბერს ასევე იმყოფებოდა უკრაინის დედაქალაქში. გარდა ამისა ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა:
„გამოვაცხადე 9 მილიონი ევროს გამოყოფა პროექტისთვის „უკრაინაში ღირსებისა და სამართლიანობის აღდგენა“. ამ კონტრიბუციით მხარს ვუჭერთ უკრაინის მიერ საერთაშორისო დანაშაულების გამოძიებას მისივე მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებით. ეს არის უმნიშვნელოვანესი პასუხისგების მისაღწევად.
ნიდერლანდები მოწადინებულია დაეხმაროს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებაში. დღეს გამოვაცხადეთ აგრეთვე 1 მილიონი ევროთი მხარდაჭერა უკრაინაში ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს რეფორმირებისთვის, რომელიც არის უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის წინა ხაზზე“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ვან ვილთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის პარასკევს ან შაბათს გაიმართება უკრაინისა და ევროპის ქვეყნების ლიდერების მრჩეველთა შეხვედრა, რომელზეც იმსჯელებენ ომის დასრულების გეგმის შტრიხებზე. 27 ოქტომბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა და ევროპის ლიდერები შეიმუშავებენ ცეცხლის შეწყვეტის გეგმას ერთ კვირაში ან ათ დღეში. „აქსიოსისთვის“ მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ გეგმა უნდა იყოს მოკლე და ბევრი დეტალის გარეშე.
უკრაინისა და ევროპის სახელმწიფოების ომის დასრულების გეგმაზე მუშაობის შესახებ ინფორმაცია ერთი კვირის წინ გაავრცელა „ბლუმბერგმა“.
ფორუმი

ვოლოდიმირ ზელენსკი – მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინისთვის დამატებითი Mirage-ის მოიერიშე თვითმფრინავების და საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, მისი ქვეყანა კიდევ უფრო მეტ Mirage-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს მიიღებს.
„მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მიმართ: საფრანგეთმა მიიღო გადაწყვეტილება, ს მიაწოდოს დამატებითი Mirage-ის გამანადგურებლები და საჰაერო თავდაცვის რაკეტები, ხოლო გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს დახმარებას საჰაერო თავდაცვაში რაკეტების მიწოდებით და უპილოტო საფრენი აპარატების მოსაგერიებელი დრონების წარმოებით – მადლობა ამისთვის“, – წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ამასთან, მისი ინფორმაციით, ასევე, ფინეთმა და ესპანეთმა მიიღეს ახალი გადაწყვეტილებები ამერიკული იარაღის, მათ შორის Patriot-ებისთვის რაკეტების შესყიდვის მექანიზმში – PURL ინიციატივაში – მონაწილეობის შესახებ.
„ამაზე სრული ფოკუსირებით ვმუშაობთ და ევროპელ პარტნიორებთან ჩვენი თავდაცვის შეთანხმებები აშკარად მუშაობს. ვამზადებთ ახალ პროექტებს – იქნება მეტი ერთობლივი იარაღის წარმოება“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, იმისათვის, რომ მსოფლიომ რუსეთს ძალის პოზიციიდან მიმართოს, უკრაინა თავად უნდა იდგეს მყარად.
„მნიშვნელოვანია, ყოველთვის შევადაროთ ის, რისი გაკეთება და როდის ჰქონდათ რუსებს ნაბრძანები, იმას, რაც მათ რეალურად შეძლეს. უკრაინის წინააღმდეგობა ნამდვილად გმირულია“, – აცხადებს ზელენსკი.

ზელენსკი: უკრაინის წინააღმდეგობა ჭეშმარიტად გმირულია

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კიევში დასრულდა მრავალსაათიანი სამაშველო საქმიანობა:
„დასრულდა სამაშველო სამუშაოები კიევში, საცხოვრებელ შენობაზე ს „შაჰედის“ დარტყმის ადგილას. მაშველები ღამის შემდეგ მუშაობდნენ და დიდი დრო დასჭირდა სახანძრო ძალისხმევას.
მხოლოდ დღეს, მარტო კიევში, სამი ადამიანია მოკლული რუსეთის თავდასხმის შედეგად, 31 დაშავდა, მათ შორის 7 ბავშვია”.
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენეს “თითქმის 1200 მოიერიშე დრონი და სხვადასხვა ტიპის 50 რაკეტა – უმრავლესობა, ბალისტიკური. ასეთი საფრთხისგან დაცვა მხოლოდ კოლექტიური ძალისხმევით არის შესაძლებელი – მსოფლიოში არც ერთი სახელმწიფო უნდა დარჩეს მარტო ამის წინაშე”.
ზელენსკი ჩამოთვლის ბოლოდროინდელ კომუნიკაციას ევროპელ ლიდერებთან:
“ვესაუბრე გერმანიის კანცლერს და გვაქვს კომუნიკაცია სხვა ევროპელ პარტნიორებთან „პატრიოტებთან“ დაკავშირებით. განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მიმართ: მიღებულია გადაწყვეტილება საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის დამატებითი „მირაჟის“ მოიერიშე თვითმფრინავებისა და საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდებაზე. გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს ჩვენს დახმარებას საჰაერო თავდაცვის კუთხით: რაკეტების მოწოდებითა და გადამტაცი დრონების წარმოებით. ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს ფინეთმა და ესპანეთმა PURL-ის ინიციტივის ფარგლებში წვლილის შეტანით – ეს არის ამერიკული იარაღის შეძენის მექანიზმი, მათ შორის „პატრიოტებისთვის“ საჭირო რაკეტების”.
ზელენსკის ინფორმაციით, მზადდება ახალი პროექტები:
“იქნება მეტი იარაღის ერთობლივი წარმოება. იმისთვის, რომ მსოფლიო რუსეთს ძლიერის პოზიციიდან ელაპარაკოს, ჩვენ ში უნდა ვიდგეთ ძლიერად. უმნიშვნელოვანესია იმის შედარება – რას და რამდენ ხანში გეგმავდნენ რუსები, იმასთან – რა მოახერხეს სინამდვილეში”.
უკრაინის პრეზიდენტი ლაპარაკობს ფრონტზე არსებულ ვითარებაზეც. მათ შორის, პოკროვსკზე ამბობს:
“ქალაქში არიან მტრის სადაზვერვო და დივერსიული ჯგუფები. ლოჯისტიკა კვლავაც რთულია. თუმცა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ოკუპანტის განადგურება; უნდა გავაგრძელოთ მაქსიმალური დანაკარგების მიყენება რუსებისთვის”.
25 ოქტომბერს ღამით რუსეთმა დრონებით მიიტანა იერიში კიევზე.
ს მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, კიევის დესნიანსკის რაიონში, “შაჰედის” ნამსხვრევები მოხვდა ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას, რის შედეგადაც გაჩენილმა ხანძარმა მოიცვა რამდენიმე სართული. დრონების იერიშის შედეგად ასევე დაზიანდა კიდვ ერთი ცხრასართულიანი შენობის ფასადი და ზედა სართულების გადახურვა.
ფორუმი

ტრამპს იმედი აქვს, რომ ჩინეთი დაეხმარება უკრაინაში ომის დასრულებაში

აშშ-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ჩინეთის ლიდერ სი ძინ პინთან მოახლოებული შეხვედრის დროს ში ომის დასრულების გზებზე ისაუბრებს.
ტრამპი ჟურნალისტებს ესაუბრა პრეზიდენტის თვითმფრინავში, რომელიც აზიისკენ მიემართებოდა. -ის პრეზიდენტი ხუთ დღეს გაატარებს რეგიონში. ის ეწვევა მალაიზიას, იაპონიას და სამხრეთ კორეას, აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის შეხვედრაში, რომელიც კვირას კუალა-ლუმპურში დაიწყება.
ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, ელის თუ არა ის ჩინეთის დახმარებას რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირების საკითხში.
„გვინდა, რომ ჩინეთი დაგვეხმაროს რუსეთთან დაკავშირებით“, – უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს და დასძინა: „ჩვენ ძალიან მკაცრი სანქციები დავაწესეთ ს მიმართ. ვფიქრობ, ამ სანქციებს ექნება სერიოზული ძალა. მაგრამ მსურს, რომ ჩინეთიც დაგვეხმაროს“.
ჩინეთი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ომის საკითხში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, თუმცა ის არ უერთდება დასავლურ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ, აგრძელებს ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდებას და რუსული ნავთობის დიდი რაოდენობით შეძენას.
ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიუსელის სამიტზე, უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ ჩინეთს არ აინტერესებს ს გამარჯვება და მოსკოვის დამარცხება.
ჟურნალისტებმა ტრამპს ასევე ჰკითხეს, ხომ არ შიშობს, რომ მის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გამოიწვევს ესკალაციას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხრიდან.
„არ ვფიქრობ ასე. ის ხომ ამბობდა, რომ მათ [სანქციებს] დიდი გავლენა არ ექნებათ. ასე ამბობს. მე არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ის მართალია. ვნახოთ, რა იქნება. ვფიქრობ, მასაც სურს ამ ყველაფრის დასრულება“, – უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტებს.
კვირის ბოლოს ტრამპმა სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უდიდეს ნავთობკომპანიას – „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“. ამ გადაწყვეტილებაზე საუბრისას, პუტინმა განაცხადა, რომ ეს სერიოზული ნაბიჯია, რომელიც ზიანს აყენებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს, თუმცა ის რუსეთის ეკონომიკაზე დიდ გავლენას არ მოახდენს.
ფორუმი

❌