Reading view

ისრაელმა ჰამასი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და ღაზის სექტორი დაბომბა

ისრაელის არმიის ავიაციამ გასულ ღამით ღაზის სექტორი დაბომბა. მანამდე ისრაელმა პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა, ს, -ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასი საზავო შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
28 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ჰამასმა ცეცხლი გაუხსნა ისრაელის არმიის სამხედროებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმა ქალაქ რაფაჰის მახლობლად მოხდა. ჰამასმა თავდასხმა უარყო.
გარდა ამისა, ისრაელის მთავრობის თანახმად, ჰამასმა გადასცა არა კიდევ ერთი, მე-16 მძევლის ცხედარი, როგორც ეს 28 ოქტომბერს განაცხადა, არამედ სხვა მოკლული მძევლის, ოფირ ცარფატის ცხედრის ნაშთები, რაც ექსპერტიზის შედეგად გაირკვა. ცარფატის ცხედრის ნაწილები ღაზის სექტორიდან ისრაელში პირველად დაახლოებით ორი წლის წინ გადაასვენეს.
28 ოქტომბერს, გვიან საღამოს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ს ოფისმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციების შემდეგ მან სამხედროებს უბრძანა, დაუყოვნებლივ დაარტყან ღაზის სექტორს.
ჰამასის მიერ კონტროლირებული სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ქალაქ ღაზაზე და კიდევ რამდენიმე რაიონზე ისრაელის ავიადარტყმების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა.
ისრაელმა და ჰამასმა ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად შეერთებული შტატების პრეზიდენტ ს მიერ ინიციირებული სამშვიდობო გეგმის საფუძველზე შეთანხმებას 10 ოქტომბერს ეგვიპტეში მიაღწიეს აშშ-ის, ეგვიპტის, კატარის და თურქეთის შუამავლობით.
ჰამასმა გაათავისუფლა ისრაელიდან ორი წლის წინ გატაცებული ადამიანებიდან ცოცხლად დარჩენილი ოცივე მძევალი. თავის მხრივ ისრაელმა გაათავოსუფლა 2000-მდე პალესტინელი პატიმარი და ღაზის სექტორზე შეტევა შეწყვიტა. ჰამასმა ეტაპობრივად დაიწყო ისრაელისთვის 28 დაღუპული მძევლის ცხედრების გადაცემაც. საზავო შეთანხმების დარღვევის შესახებ იუწყებოდნენ 19 და 25 ოქტომბერსაც.
დღეს, 29 ოქტომბერს იაპონიიდან სამხრეთ კორეისკენ მიმავალ დონალდ ტრამპს ჟურნალისტებმა პრეზიდენტის თვითმფრინავში ჰკითხეს, მიღწეულ შეთანხმებას საფრთხეს ხომ არ უქმნის ღაზის სექტორზე ავიადარტყმები. ტრამპმა უპასუხა, რომ შეთანხმებას საფრთხე არ ემუქრება. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელი ვალდებული იყო საპასუხო იერიში მიეტანა მას შემდეგ, რაც 28 ოქტომბერს ერთი ჯარისკაცი მოუკლეს. ტრამპმა ისევ გაიმეორა მუქარა, რომ თუ ჰამასი შეთანხმებას არ დაემორჩილება, მას იოლად გაანადგურებენ.
· ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას და ისრაელზე მასირებულ სარაკეტო შეტევას.
· მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი დაიღუპა. ჰამასის ტყვეობაში დარჩენილი იყო 50-მდე მძევალი. მათგან 20 ცოცხალი.
· ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 67 ათასზე მეტი ადამიანი.
ფორუმი

ღაზას სამოქალაქო თავდაცვის სააგენტო – ისრაელის მხრიდან განხორციელებულ დარტყმებს 9 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელმა ღაზას სექტორის ტერიტორიაზე ახალი დარტყმები დაიწყო მას შემდეგ, რაც მხარეებმა ერთმანეთი ზავის დარღვევაში დაადანაშაულეს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, იერიში მას შემდეგ განხორციელდა რაც ს პრემიერ-მინისტრმა, მ მძლავრი დარტყმების ბრძანება გასცა.
მანამდე, ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ორშაბათს „ჰამასის“ მიერ გადაცემული ცხედარი არა კიდევ ერთი გარდაცვლილი მძევლის ცხედარი იყო, არამედ ოფირ ცარფატის ნეშტი, რომლის ცხედარიც ისრაელის ძალებმა 2023 წლის ბოლოს იპოვეს.
„ჰამასის“ მიერ მართული სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

❌