Reading view

„თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა

ზრუნვა უკვე წლებია, “ მოტორსმა” კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის განუყოფელ ნაწილად აქცია. Back to Tegeta – ამ მიმდინარე ინიციატივით შეუერთდა ამჯერად კომპანია ზრუნვის საერთაშორისო დღეს, რომელიც 29 ოქტომბერს აღინიშნა. ზრუნვა იწყება ქმედებით, მათ შორის საკუთარ ავტომობილზე, რომელიც მძღოლის, მგზავრისა თუ ფეხით მოსიარულის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. Back to Tegeta სწორედ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
ზრუნვის დღის ფარგლებში, 29 ოქტომბერს, “ს” სერვისცენტრებში მისულ მომხმარებლებს თემატური, სიმბოლური საჩუქრები დახვდათ. ასევე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ადგილზე გასცნობოდნენ ინფორმაციას ზრუნვის დღის მნიშვნელობის შესახებ, რათა მათთვის თვალსაჩინო იყოს, თუ როგორ გარდაიქმნება ზრუნვა “თეგეტაში” პრაქტიკულ ქმედებად.
თათია ხორბალაძე, “ს” სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: “ზრუნვა “თეგეტა მოტორსის” ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა – ენერგია, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობას, ადამიანურ ურთიერთობებსა და პასუხისმგებლობას აერთიანებს. ზრუნვა იწყება ერთი უბრალო, თუმცა მნიშვნელოვანი ქმედებით – სხვისთვის გზის დათმობით, ავტომობილზე ზრუნვით ან განათლების მხარდაჭერით, თითოეული ასეთი ნაბიჯი კი სამყაროს უკეთესად აქცევს.
“თეგეტა მოტორსში” გვჯერა, რომ ზრუნვისკენ მომართული საზოგადოებისთვის შეუძლებელი არაფერია. ეს მრავალწლიანი პროცესი ჩვენი გზის უწყვეტ ენერგიად იქცა – სტიმულად ცვლილებებისკენ, პასუხისმგებლობისა და პროგრესისკენ”.
“თეგეტა მოტორსში” ზრუნვის დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოხატულება ავტომობილის გამართულობაზე ზრუნვაა. Back to Tegeta – კომპანიამ მიზნად დაისახა საზოგადოებაში აამაღლოს ცნობიერება, რომ ავტომობილის შემოწმება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მაშინ, როდესაც კონკრეტული დეტალები გაცვეთილია ან ტექნიკური ხარვეზი შეინიშნება, არამედ პრევენციის მიზნით, გაუმართაობისა და რისკების თავიდან აცილებისთვის.
ვახტანგ მძინარაშვილი, “თეგეტა მოტორსის” კომერციული და საოპერაციო მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი: “ზრუნვა ავტომობილზე არ მოიაზრებს მხოლოდ პერიოდულ შემოწმებას, ის ყოველდღიურ პასუხისმგებლობად აქცევს უსაფრთხო გადაადგილებას.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, Back to Tegeta ზრუნვის დღესთან დაგვეკავშირებინა, რათა მომხმარებელმა გაითავისოს, რომ ავტომობილის დროული შემოწმება არა მხოლოდ ტექნიკური მოვლაა, არამედ უსაფრთხოების მნიშვნელოვანი მექანიზმია. ეს არ არის ერთჯერადი ქმედება, ეს ყოველდღიური პრაქტიკაა, რომელიც სიღრმისეულად უკავშირდება როგორც მძღოლის, ისე მისი ოჯახისა და გარშემო მყოფთა უსაფრთხოებას”.
ინიციატივას მხარს უჭერს Bridgestone – “თეგეტა მოტორსის” მრავალწლიანი პარტნიორი. საბურავების წამყვანი ბრენდისთვის უსაფრთხოება და პასუხისმგებლობა გადაადგილებისას მთავარი პრიორიტეტია.
შეგახსენებთ, რომ უკეთესი საზოგადოების შექმნაზე ზრუნვა, “თეგეტას” კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიული მიმართულებაა. ზრუნვის პლატფორმა Tegeta.care სწორედ ამ ღირებულების საფუძველზე შეიქმნა. Tegeta.care დონაციის პლატფორმაა, რომელიც სოციალურ და გარემოსდაცვით საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, საქველმოქმედო ფონდებს, სოციალურ საწარმოებსა და პროექტებს აერთიანებს. ვებგვერდის საშუალებით “თეგეტა ჰოლდინგი” ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი წვლილი შეიტანოს იმ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. კომპანია ზრუნვის დღეს კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ პლატფორმის საშუალებით მარტივად შეუძლიათ, გახდნენ სასიკეთო ცვლილებების თანამონაწილეები.
“თეგეტა მოტორსის” შესახებ: “თეგეტა ჰოლდინგში” შემავალი კომპანია “თეგეტა მოტორსი” 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. “თეგეტა მოტორსი” 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

საქართველოს ყველაზე მოგებიანი ავტომოვაჭრეების რეიტინგი

წარმოგიდგენთ 2022-2023 წლების მიხედვით, ყველაზე მოგებიანი ავტომობილებით მოვაჭრე კომპანიების ათეულს.
შესავალი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკუთარი ავტოწარმოება არ გააჩნია, ავტომობილები ერთ-ერთი მსხვილი საიმპორტო და საექსპორტო საქონელია. ბოლო პერიოდში მთლიანი იმპორტის 15%-ს სწორედ მსუბუქი ავტომობილები შეადგენს, აქედან ნახევარზე მეტი რეექსპორტია, რაც ჯამური ექსპორტის 36%-ია.

1. ჯი-თი მოტორსი
მარჟა: 20.1%
მოგება: ₾ 59.2 მლნ
ამონაგები: ₾ 307.6 მლნ
აქტივები: ₾ 176.6მლნ
„ჯი-თი მოტორსი“ 2007 წლიდან ოპერირებს საავტომობილო ინდუსტრიის სფეროში და საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს BMW-ს, MINI-ს, Ford-ს, Land Rover-ს, Jaguar-ს და Suzuki-ის ბრენდებს. შპს „ჯი-თი მოტორსს“ თანაბრად ფლობენ გიორგი გველესიანი, გიორგი თავდიშვილი და თემურ უსტიაშვილი. 2023 წელს „ჯი-თი მოტორსის“ შემოსავლები 68.9%-ით გაიზარდა, ხოლო ამ პერიოდში მოგების 55.7%-იანი მატება იყო.
2. ფრანს ავტო
მარჟა: 19.2%
მოგება: ₾ 5.7 მლნ
ამონაგები: ₾ 29.4 მლნ
აქტივები: ₾ 19.0 მლნ
სს „ფრანს ავტოს“ 95.24%-იან წილს საფრანგეთში რეგისტირებული საზოგადოების საშუალებით გიორგი ცნობილაძე ფლობს. კომპანია საქართველოში „რენოს“ მარკის ავტომობილების იმპორტსა და რეალიზებას ახორციელებს. 2023 წელს კომპანიის ფულადი ნაკადების მოკრძალებული ზრდა იყო. ამ პერიოდში ამონაგები 27.8%-ით გაიზარდა, ხოლო მოგების მოცულობა – 31.8%-ით.
3. ავტო ცენტრი თბილისი
მარჟა: 15.7%
მოგება: ₾ 5.5 მლნ
ამონაგები: ₾ 36.1 მლნ
აქტივები: ₾ 14.3 მლნ
შპს „ავტო ცენტრი თბილისი“ საქართველოში „შკოდას“ ბრენდს წარმოადგენს, რომელიც ქართული ბაზრის კორპორაციულ სეგმენტზეა ფოკუსირებული. კომპანიას 50-50%-იან წილს ზურაბ ტუკვაძე და დავით გოგორიშვილი ფლობენ. გასული წლები კომპანიისთვის სახარბიელო არ ყოფილა. 2023 წელს შპს „ავტო ცენტრი თბილისის“ შემოსავლები მხოლოდ 3%-ით გაიზარდა, ხოლო წლის მოგება 3.1%-ით შემცირდა.
4. კია მოტორსი
მარჟა: 15.4%
მოგება: ₾ 9.9 მლნ
ამონაგები: ₾ 57.0 მლნ
აქტივები: ₾ 31.9 მლნ
კორეული საავტომობილო ბრენდი KIA-ს ოფიციალური დისტრიბუტორი და დილერი საქართველოში შპს „კია საქართველოა“, რომლის 20-20%-ს ზურაბ ტუკვაძე და დავით გოგორიშვილი ფლობენ. კომპანიის დანარჩენი წილის მფლობელები ზურაბ კორძაძე (21%), ირაკლი გიორგობიანი (15%), ეკატერინე თხინვალელი (12%) და რატი კოვზირიძე (12%) არიან. 2023 წელს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამ პერიოდში მოგება 64.7%-ით გაიზარდა.
5. მერსედეს ბენცი
მარჟა: 15.1%
მოგება: ₾ 33.6 მლნ
ამონაგები: ₾ 212.3 მლნ
აქტივები: ₾ 93.5 მლნ
ამ სახელის უკან 1996 წელს დაფუძნებული შპს „აკა“ არის, რომლის საქმიანობა „მერსედეს-ბენცის“ ავტომობილებით ვაჭრობასა და მათ მომსახურებას უკავშირდება. შპს „აკას“ 46%-იან წილს ლუიზა თავართქილაძე ფლობს, ხოლო 27-27%-ს მაკა და სალომე ასათიანები. კომპანიისთვის 2023 წელი წარმატებული გამოდგა, რადგან წინა წელთან შედარებით მოგება 78.2%-ით გაიზარდა. შემოსავლების ზრდა კი 61.3%-იანი იყო.
6. ტოიოტა ცენტრი (თბილისი)
მარჟა: 12.6%
მოგება: ₾ 25.2 მლნ
ამონაგები: ₾ 254.0 მლნ
აქტივები: ₾ 51.0 მლნ
შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ 1997 წელს დაფუძნდა. 1998 წლიდან, საქართველოში, კომპანია „ტოიოტას“ ავტორიზებული ცენტრი, „ტოიოტას“ პირველი ოფიციალური დილერი გახდა. „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ დავით ტაკიძე (33.3%), ირაკლი გურჩიანი (29.2%), თეონა ტაკიძე (12.5%), ლაშა გულიაშვილი (12.5%) და გიორგი გულიაშვილი (12.5%) ფლობენ. 2023 წელს კომპანიის შემოსავლები 35.1%-ით გაიზარდა, მაგრამ მოგება 12%-ით შემცირდა.
7. იბერია ავტო
მარჟა: 12.2%
მოგება: ₾ 12.9 მლნ
ამონაგები: ₾ 92.3 მლნ
აქტივები: ₾ 57.5 მლნ
შპს იბერია ავტო ცენტრი საქართველოში აუდის მარკის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანიის წილებს დავით ხეჩიკაშვილი (40%), დავით ფერაძე (35%), თამარ გვაზავა (15%), სნეჟანა კოტოვა (5%) და ზურაბ ტუკვაძე (5%). 2023 წელს იბერია ავტოს შემოსავლების და მოგების 15.7% და 56%%-იანი ზრდები ჰქონდა.
8. ელ თი
მარჟა: 10.3%
მოგება: ₾ 27.9 მლნ
ამონაგები: ₾ 243.4 მლნ
აქტივები: ₾ 25.3 მლნ
შპს ელ თი 2017 წელს დაფუძნებული კომპანიია, რომლის 100%-იან წილს შევიცარიის მოქალაქე რაუფ ხალილოვი ფლობს. კომპანია წარმოადგენს საქართველოში ლექსუსის ოფიციალურ დილერს. 2022-23 წლები კომპანიისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმჩნდა. 2023 წელს შპს ელ თის შემოსავლები 119.7% გაიზარდა, ხოლო ამ პერიოდში მოგების 174.3%-იანი მატება დაფიქსრდა.
9. ჰიუნდაი ავტო
მარჟა: 10.2%
მოგება: ₾ 14.1 მლნ
ამონაგები: ₾ 100.3 მლნ
აქტივები: ₾ 58.0 მლნ
სს ჰიუნდაი ავტო საქართველოს აქციების 100%-ის მფლობელი დავით გიორგობიანია. კომპანია საქართველოში კორეულ ჰიუნდაის ბრენდს წარმოადგენს და მისი ძირითადი საქმიანობა ავტომობილებით ვაჭრობაა. 2023 წელს კომპანიის შემოსავლების 6%-იანი კლება იყო, მაგრამ ამის მიუხედავად მოგება წლის მანძილზე 109.8%-ით გაიზარდა.
10. მოტორსი
მარჟა: 5.1%
მოგება: ₾ 81.1 მლნ
ამონაგები: ₾ 1378.2 მლნ
აქტივები: ₾ 958.8 მლნ
კომპანია ბაზარზე 2001 წლიდან არის წამოდგენილი და მის 92.2%-იან წილს თემურ კოხოძე ფლობს. კომპანიაში 2.6 ათაზე მეტი ადამიანი დასაქმებული. შპს რამდენიმე შვილობილ კომპანიას ართიანებს, რომლის საშუალებით ოპერიებს საავტომიბილო სექტორში. 2023 წელს კომპანის შემოსავლების 45%-იანი ზრდის ფონზე მოგება 97.8%-ით გაიზარდა.
მეთოდოლოგია
ავტომობილებით მოვაჭრე კომპანიების რეიტინგისთვის გამოყენებულია 2023 წლის ფინანსური მაჩვენებლები, რომელთა წყარო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშების პორტალში წარმოდგენილი ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებებია. მოგების მარჟა ნაჩვენებია დამეგვრამდე მოგების შემოსავლებთან ფარდობით. რეიტინგისთვის გამოყენებულია 2022 და 2023 წლის საშუალო მაჩვენებელი.
კლინიკების შერჩევისთვის გამოყენებულია I, II და III კატეგორიის საწარმოების 2023 წლის ხელმისაწვდომი ანგარიშები (reportal.ge-ზე 24.09.2025 მდგომარეობით). რეიტინგის შედგენისთვის შერჩევაში მოხვდა კომპანიები, რომელთა ძირითადი საქმიანობა ავტომობილებით ვაჭრობაა.
forbes.ge

❌