ეკა ბესელიას სკანდალური განცხადება: ივანიშვილს ოპოზიციაშიც გავლენები აქვს (ვიდეო)
31 October 2025 at 00:14
					
ეკა ბესელია “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციაშიც გავლენები აქვს.
პოლიტიკოსი კონკრეტული გვარ-სახელების დასახელებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ახლა, ამაზე საუბარი, როცა ისედაც დაძაბული ვითარებაა, მისი მხრიდან სწორი არ იქნება – “ყველაფერს თავისი დრო აქვს”.
ბესელიას თქმით, საკმარისი ინფორმაცია აქვს იმისთვის, რომ ამ კონკრეტულ ოპოზიციონერებს არ ენდოს.
“ამ გავლენების გამო ბევრი პროცესი დაზიანდა” – აცხადებს პოლიტიკოსი და ხაზგასმით აცხადებს, რომ ასეთ მორალურ კომპრომისზე ივანიშვილთან წასვლა არ შეიძლება.