თაკო ჩარკვიანი: ალო? ე მანდ “ხელისუფლებაში”როგორ ხართ, როგორ?! ის დროა იფიქროთ, ივანიშვილმაც და ივანიშვილის კარზეც, რადგან თქვენზე უფრო სანდო კადრიც მოიძებნება პუტინისთვის, დიდი ღალატისთვის რომ არის მზად მუდამ
29 October 2025 at 16:23
პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი, თაკო ჩარკვიანი: ყურადღება! ყველას გახსოვთ, როგორ მწვავედ დავუპირისპირდი ბურჯანაძეს, მუდამ ვამხელდი მის ღიად ღალატს და ვახსენებდი საზოგადოებას, მის შავრაზმულ ღალატს საქართველოს წინააღმდეგ, მაშინ ზოგიერთი მეუბნებოდა “ვიცით რომ მოღალატეა, მაგრამ ეგ უკვე “გვამია პოლიტიკურიო” და მერე, ეს “პოლიტგვამი” ოპოზიციამ მაგიდასთან დაისვა ბოკერიას და მელიას ძალისხმევით “გაცოცხლების” მცდელობით. ახლა ხომ ხვდებით რატომაც? ვის რაში და რატომ სჭირდებოდა ოპოს მაგიდასთან პუტინის “პოლიტგვამი”?!
ხომ ზუსტ ინფორმაციას გაწვდით ხოლმე ჩემო მეგობრებო, ჰოდა ახლა გეუბნებით, არ არსებობს “ეფესბეს პოლიტგვამი”, რაოდენ “გვამიც” არ უნდა იყოს პოლიტიკურად გახრწნილი, “ ასამყრალებლად” მუდამ იყენებს ყველას რუსეთი, მართალია შემცირებულია “პოლიტგვამების” კადრი მაგრამ სხვა რა დარჩათ?!
ახლა იქნებ გაახსენდეს ზოგიერთ “მაღალჩინოსანს” და ოლიგარქს ჩემი გაფრთხილება, (უეჭველად ახსოვთ) აბა ახლა როგორ ხართ, ხომ გეუბნებოდით პუტინს თქვენს გარდა “სხვებიც” ჰყავს უკვე აპრობირებული ღალატით თქო, მხოლოდ თქვენ არ გენდობათ თქო, გითხარით თუ არა?!
ჰოდა, ახლა, ის დროა იფიქროთ, ივანიშვილმაც და ივანიშვილის კარზეც, რადგან თქვენზე უფრო სანდო კადრიც მოიძებნება პუტინისთვის, დიდი ღალატისთვის რომ არის მზად მუდამ და წლებია, მაგალითად 1989 წელს 8 აპრილს რუსის ჯარის შემომყვანი ნ.ფოფხაძის “კადრი” .
ჯერ კიდევ როდის ვთქვი ხომ გახსოვთ ?! ამოჩემებული კი არ მყავდა ვინმე, ან მათთვის კი არ ვარ მოცლილი კაცო
, ნაღდს ვამბობ, ნამდვილს, რადგან პუტინის კადრს (ნარჩენიც და “გვამიც” რომ იყოს) უკიდურესად საშიშად მივიჩნევ ჩემი პატარა და გაწვალებული ქვეყნისთვის.
ალო? ე მანდ “ხელისუფლებაში”როგორ ხართ, როგორ?!
არ ვიტყვი მე ისე არაფერს “პაივცემულებო”!
“ასეა ეს მუშნი”!!!!!
ცნობისათვის, ნინო ბურჯანაძე მინსკში ევრაზიის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა, სადაც ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა – ვიდეო, რომელსაც რუსული ტელეგრამ არხი ავრცელებს, ჩანს, როგორ ართმევს ხელს ბურჯანაძე ლუკაშენკოს.
,,მადლობა, რომ ყურადღებით მისმენდით”… – ეუბნება ლუკაშენკო ბურჯანაძეს, რომელიც პასუხობს ,,თქვენ არაჩვეულებრივი ორატორი ხართ”…
,,ჩამოდით, ჩამოდით… ბევრი თემაა განსახილველი” – ეუბნება ლუკაშენკო ბურჯანაძეს.
,,მადლობა, რომ ყურადღებით მისმენდით”… – ეუბნება ლუკაშენკო ბურჯანაძეს, რომელიც პასუხობს ,,თქვენ არაჩვეულებრივი ორატორი ხართ”…
,,ჩამოდით, ჩამოდით… ბევრი თემაა განსახილველი” – ეუბნება ლუკაშენკო ბურჯანაძეს.