Normal view

Today — 28 October 2025Main stream

იუკნევიჩიენე პარტიების აკრძალვაზე: “ქართული ოცნება” ლუკაშენკოს ტყუპისცალი ხდება

28 October 2025 at 19:25

შემაშფოთებელი ამბავი საქართველოდან.

მმართველმა “ქართული ოცნების” პარტიამ სამი ძირითადი ოპოზიციური ძალის – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ლელსა და ახალის, აკრძალვის მიზნით სარჩელი შეიტანა.

“ქართული ოცნება” ლუკაშენკოს ტყუპისცალი ხდება – პირდაპირ პუტინის სახელმძღვანელოდან.

პაპუაშვილი: ლელოს აკრძალვის შემდეგ, საკრებულოში ისინი დამოუკიდებელ დეპუტატებად დარჩებიან

28 October 2025 at 16:10

თუკი საკონსტიტუციო სასამართლო “ოცნების” სარჩელს დააკმაყოფილებს და “ლელოს” აკრძალავს, პარტიის უკვე არჩეული დეპუტატები საკრებულოებში დამოუკიდებელ დეპუტატებად დარჩებიან, – ამის შესახებ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი არ იქნება არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც დღევანდელი მდგომარეობით, რელევანტური იქნებოდა მხოლოდ პარტია „ლელოს“ სახელით საკრებულოებში გასულ 59 წევრთან დაკავშირებით. ამით, უპირველეს ყოვლისა, გვსურს, პატივი ვცეთ მათ ამომრჩევლებს და განსხვავებით თავად პარტია „ლელოსგან“, რომელმაც მისი ამომრჩევლისგან მინიჭებულ საპარლამენტო მანდატების მიღებაზე უარი თქვა, საკრებულოებში შევინარჩუნოთ ამომრჩევლის მიერ გაცემული მანდატები”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ქართულ ოცნებას პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.
პარტიები, რომლებსაც აკრძალვას უპირებენ:

TI: ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა, მათმა ნათესავებმა მერიიდან 24 811 129 ლარი მიიღეს

28 October 2025 at 12:24

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს საქმიანობა შეისწავლა.
ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის დეკემბრიდან დღემდე ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა, მათი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, მხოლოდ ახალციხის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან, ჯამში, 24 811 129 ლარის შესყიდვები მიიღეს.
ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ ინფორმაციას, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციას და ორგანიზაციის დაკვირვებებს.
ანგარიშის მიხედვით:
· ახალციხის საკრებულო საანგარიშო პერიოდში აღმასრულებელ ორგანოზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა.
· საკრებულომ მკვეთრად გააუარესა საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკა.
· საკრებულოს თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის, ეთიკის ნორმების დარღვევის ან ინტერესთა კონფლიქტის ფაქტები არ გამოუვლენია. თუმცა, საკრებულოს დეპუტატებმა, მათი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, მხოლოდ ახალციხის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან, ჯამში, 24,811,129 ლარის შესყიდვები მიიღეს;
· ახალციხის საკრებულოს 22 თანამდებობის პირიდან 17 „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია.
· საანგარიშო პერიოდში, საკრებულომ 50 სხდომა გამართა;
· საკრებულოს 39 დეპუტატიდან 6 ოპოზიციონერ დეპუტატს, ყოველწლიური ანგარიშები არ წარუდგენია.
· საკრებულოში მოქმედი სამი ფრაქციიდან ინიციატივა არცერთს არ წარუდგენია. ფრაქციების საქმიანობაზე, მხოლოდ 2 წელში, ბიუჯეტიდან 678,048 ლარი გაიწერა.
· ახალციხის საკრებულომ 2025 წლის 30 მაისს ისე გააუქმა გენდერული თანასწორობის საბჭო, რომ მას არ განუხორციელებია არც სამართლებრივი აქტების ანალიზი და არც ექსპერტიზა საკანონმდებლო აქტების პროექტებზე.
· საკრებულომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ წარდგენილი ორი პეტიციიდან ერთი შეასრულა, მეორე არ დაარეგისტრირა.
· 2021 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ჩათვლით საკრებულოს ხარჯმა 2,276,392 ლარი შეადგინა. ამ თანხის 89% ხელფასებში, დანამატებსა და ჯილდოებში გაიწერა.
· 2021 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ჩათვლით საკრებულომ 66 835 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 198 889 ლარი შეადგინა. გახარჯული საწვავიდან 20 ტონაზე მეტი საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა სამმა მოადგილემ გახარჯა, – ნათქვამია ანგარიშში.

❌
❌