სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია
დაჯილდოების ცერემონიაში, რომელიც 27 ოქტომბერს ქალაქ თბილისში გაიმართება, სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან საბა ნაცვლიშვილი მიიღებს მონაწილეობას.
![]()
ტარიელ ჩაჩუას სახელობის სოფელ დაბლა გომის მეხუთე კლასის მოსწავლის, საბა ნაცვლიშვილის ნახატმა ,,თხა და გიგო” ფინალში გასული ექვსი გამარჯვებული ნამუშევრიდან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა.
გამარჯვებულებს ეროვნული სასახლისგან საჩუქრად ქართველი საბავშვო მწერლების წიგნები გადაეცემათ.
იაკობ გოგებაშვილის შემოქმედების თემაზე გამართული კონკურსი ქართული საბავშვო წიგნის დღეს მიეძღვნა. მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები და საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კონკურსმა 6 საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა. სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილის ,,თხა და გიგომ” კი პირველი ადგილი დაიკავა.
The post სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია appeared first on გურია ნიუსი.