„პარიზიენი“ წერს, რომ პსჟ-ს ცენტრალური მცველის ილია ზაბარნის თამაში უკეთესის სურვილს ტოვებს:
„იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო პერიოდის ზეწოლის გამო ზაბარნი იხრჩობა. „ბაიერთან“ ჩემპიონთა ლიგაზე გაძევების შემდეგ, მან ისევ გამოავლინა ნერვიულობის ნიშნები. მაგალითად, მე-17 წუთზე მისი შეცდომის შედეგად მბუპმა მომენტი შექმნა“.
Footmercato აღნიშნავს: „მბუპმა მარჯვე თამაშით ზაბარნი წყობილებიდან გამოიყვანა და შეხვედრის დასაწყისში კინაღამ გაიტანა გოლი. აჟორკიც აქტიურად სარგებლობდა ფიზიკური უპირატესობით, რომლისთვისაც უკრაინელი ხშირად მზად არ იყო. ახლა ილია პსჟ-ში თავდაჯერებულობას კარგავს“.
პროექტის მნიშვნელოვან წევრად მოიაზრება – პსჟ გუნდის ტალანტს კონტრაქტს უხანგრძლივებს
[VIDEO] “როდესაც ჟოაომ ეს პირველად გააკეთა, მთელი ოჯახი ვტიროდით” – ნევეშის ულამაზესმა შეყვარებულმა ახსნა, რას ნიშნავს ფეხბურთელის გოლის სამი თითით აღნიშვნა
2 წელზე მეტი გავიდა – პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
“ბრესტთან” მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას შედევრამდე სულ ცოტა დააკლდა – ქართველმა ჰაკიმის გაატანინა
[VIDEO] ხვიჩას საგოლე პასი, ჰაკიმის დუბლი – პსჟ-მ “ბრესტს” უპრობლემოდ მოუგო
კატასტროფულმა ზაბარნიმ უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ბრესტთან” მატჩში?
კაპიტანი გუნდიდან მიდის? – მარკინიოსის 12-წლიანი პარიზული კარიერა დასასრულს უახლოვდება
ზაბარნის ტრანსფერმა სიტუაცია შეცვალა – კაპიტანი გუნდის დატოვებაზე
[PHOTO] ზაბარნის მეუღლე მისი ქმრის “ბარსელონასთან” მატჩში ცარიელი კარიდან გამოტანილ ბურთს გამოეხმაურა
პროექტის მნიშვნელოვან წევრად მოიაზრება – პსჟ გუნდის ტალანტს კონტრაქტს უხანგრძლივებს
“ზაბარნის ყველაფერში დავეხმარები” – მარკინიოსმა უკრაინელ მცველს თანადგომა აღუთქვა
რას უპირებს ენრიკე ზაბარნის საშინელი მატჩის შემდეგ – კომენტარი ქალთა გუნდის ყოფილმა მცველმაც გააკეთა
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 30-ე ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა აუტსაიდერ ფოთელებს მოუგო, ხოლო თელაველებისა და ქუთაისელების დაპირისპირება ფრედ დასრულდა. ტორპედო ორი ბურთით იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა ხასიათი გამოავლინეს და 2:2…
თელავი 2:2 ტორპედო
ტორპედო სწრაფი გოლით დაწინაურდა. ალეკო ბასილაძე ფელიპე პირესის პასის მერე სწრაფად შევარდა საჯარიმოში და ზუსტადაც დაარტყა. ეს ბასილაძის მეექვსე გოლია მიმდინარე სეზონში.
მე-13 წუთზე ქუთაისელებმა მეორე ბურთიც მიაყოლეს, კერძოდ, ფელიპე პირესმა გამოიყენა ვარლეი და სილვას გადაცემა.
რამდენიმე წუთში კი თელავის ნახევარმცველმა ანდრია დევდარიანმა მარჯვნიდან კარში ჩაახვია ბურთი, რითაც სხვაობა შეამცირა – 1:2.
მე-80 წუთზე კი მასპინძლებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს გატანა: ალეკო ანანიძის შორიდან დარტყმული ბურთი ძელიდან ასხლეტით შევარდა კარში. 2:2. გუნდებს თითო-თითო ფეხბურთელი გაუძევეს და ორივე მეორე გაფრთხილების გამო. ჯერ ვარლეი და სილვა, მერე კი ანდრია დევდარიანი.
ტორპედო მესამე ადგილზე რჩება, თელავი კი ბოლოსწინაზეა.
დინამო თბ 3:1 კოლხეთი 1913
დინამო თბილისმა კოლხეთი 1913-ს აჯობა და ერთი ქულითღა ჩამორჩება მესამე ადგილზე მყოფ ტორპედოს. რაც შეეხებათ ფოთელებს, ბოლო საფეხურზე არიან და 10 ქულით ჩამორჩნენ მეცხრეადგილოსანს.
აქაც სწრაფი გოლი ვნახეთ: თორნიკე მორჩილაძემ პენალტით გაიტანა სეზონში თავისი მეათე გოლი. პენალტი კი გიორგი გვასალიას წაქცევისთვის დაინიშნა.
პირველი ტაიმის შუაში მორჩილაძის ჩაწოდებულს მოჰყვა მათე ვაწაძის თავური და ანგარიში 2:0 გახდა. ტაიმის ბოლოს კი გიორგი ხარაიშვილმა საჯარიმო შეასრუა, საკმაოდ შორიდან, ტექნიკურად. ესეც მესამე გოლი…
მეორე ნახევარში დინამოელებს აღარ გაუტანიათ. ფოთელებმა შეამცირეს სხვაობა, კერძოდ, ეს დიტო ფაჩულიამ მოახერხა და საბოლოოდ, 3:1.
ტური 28 ოქტომბერს დასრულდება. ერთი მატჩი დარჩა:
გარეჯი – სამგურალი
erovnuliliga.ge
ფანცულაია გოლებს აგროვებს; “სამგურალმა”, “გარეჯმა” და “თელავმა” გაიმარჯვეს
ლიდერი ისევ “დილაა”; “ტორპედომ” კი იბერიელებს აჯობა
“ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია” – გიორგი ჭიაბრიშვილი “გარეჯთან” გამარჯვების შემდეგ
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა
ფანცულაია გოლებს აგროვებს; “სამგურალმა”, “გარეჯმა” და “თელავმა” გაიმარჯვეს
ლიდერი ისევ “დილაა”; “ტორპედომ” კი იბერიელებს აჯობა
სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში 23-წლამდელთა თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მერაბ სულეიმანიშვილმა (97კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გადამწყვეტ ბრძოლამდე სულეიმანიშვილმა სამ მეტოქეს სძლია, ფინალში კი იაპონელ არაშ იოშიდასთან 2:12 დამარცხდა.
თორნიკე სამხარაძემ (86 კგ) ბრინჯაოსთვის ბრძოლა აზერბაიჯანელ ალი ცოკაევთან 2:13 წააგო და მედლის გარეშე დარჩა.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ერთადერთი მედლით დაასრულა.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ჭაბუკების 4 მედალი და გუნდური მეორე ადგილი ევროპის ჩემპიონატიდან
თბილისში ჩატარებულ მეორე ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მოლდოვა 3:0 დაამარცხა.
პირველ შეხვედრაში ანტმანის შეგირდები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლეს და ფრეს დასჯერდნენ, ამჯერად კი შეტევაში უკეთ გაისარჯენ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
პირველ ტაიმში კუთხურიდან ბებიას ორჯერ ჩაწოდებულ ბურთს ორივეჯერ დანელიამ მეტოქის კარში მიუჩინა ადგილი, ხოლო ამბალიამ მუნტიანუს კარი ლამაზი დრიბლინგის შედეგად დალაშქრა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ბაქრაძე რამდენიმე მცველს გასცდა, თუმცა გატანა ვერ შეძლო, ჩემინავას დარტყმულ ბურთს მეტოქე გადაეღობა და საბოლოოდ – 3:0.
საქართველო – მოლდოვა 3:0
გოლები: 1:0 დანელია (29), 2:0 ამბალია (32), 3:0 დანელია (37)
საქართველო: გაბუნია, ტატუნაშვილი, კალანდაძე, გასვიანი (პასიკაშვილი 72), ქადაგიშვილი (ბუხრიკიძე 62), ამბალია (ხაბურზანია 62), მწყერაშვილი (ჯოჯუა 80), დანელია (ჩხარტიშვილი 72), მეტონიძე (აკობიძე 80), სულაშვილი (ბაქრაძე 62), ბებია (ჩემინავა 62)
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
საქართველოს ქალთა ნაკრები მოლდოვას ფრედ ეთამაშა
WU17 | ყაზახეთი 4:2 საქართველო
საქართველოს ქალთა ნაკრები მალტას დაუპირისპირდება
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
კვიპროსი – საქართველო | ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი
საქართველოს ნაკრებმა ანდორას თამაში შემოუტრიალა
საქართველოს ნაკრები სტუმრად კვიპროსთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრები მოლდოვას ფრედ ეთამაშა
ჩინეთში გამართულ ფიგურული სრიალის გრან-პრის სერიის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზეს ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ – ისინი ტურნირის ჩემპიონები გახდნენ.
მოკლე პროგრამაში ქართულმა წყვილმა 77,77, თავისუფალში კი 139,47 ქულა დაიმსახურა და პირველობა არავის დაუთმო. ორი პროგრამის ჯამში მათ 217,24 ქულა მოაგროვეს და ტურნირი გამარჯვებით დაასრულეს.
ქართული სპორტული წყვილი წელს ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. 2025 წელს მათ ჩემპიონობა იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე და საქართველოში გამართულ ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზეც „თრიალეთის თასი“ მოიპოვეს.
ლა ლიგის მე-10 ტურის ცენტრალურ მატჩში “ელ კლასიკო” გაიმართა, სადაც მადრიდის “რეალმა” შინ “ბარსელონა” 2:1 დაამარცხა.
72-ე წუთზე ჩაბი ალონსომ ვინისიუს ჟუნიორი შეცვალა, ბრაზილიელმა უკმაყოფილება ღიად გამოხატა და მაშინვე გასახდელს მიაშურა, მის ნაცვლად კი თამაშში როდრიგო ჩაერთო.
DAZN-ის ცნობით, ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა მთავარ მწვრთნელს შემდეგი სიტყვები უთხრა: მე?! წადი შენი!“. ალონსომ ბრაზილიელს უპასუხა და მისი დამშვიდება სცადა: “ვინი, დამშვიდდი, დაწყნარდი, გთხოვ”, რაზეც მოთამაშემ უპასუხა: “გა***ი!”. ვინისიუსი გასახდელისკენ გაემართა და თქვა: “მორჩა, გუნდს ვტოვებ!”.
შეხვედრის შემდეგ ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით ვინისიუსს პირადად გაესაუბრებოდა.
მადრიდის “რეალი” 27 ქულით ლა ლიგას ლიდერობს და მეორეადგილოსან “ბარსელონას” 5 ქულით უსწრებს, “სამეფო კლუბი” მორიგ შეხვედრას 2 ნოემბერს, “ვალენსიას” წინააღმდეგ გამართავს.
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
“კარლოს დროს მეტი თავისუფლება გვქონდა” – კარვახალმა ერთმანეთს ანჩელოტი და ალონსო შეადარა
[VIDEO] კრიტიკოსები დაადუმა – ვინისიუსმა “ლევანტეს” “ტრიველა” გაუტანა
“წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი” – ჩაბი ალონსო “ლევანტესთან” მატჩის შემდეგ
ვინისიუსმა “ატლეტიკოს” ფანებს მატჩის შემდეგ მოედანზე “რეალის” მაისური დაუფინა [VIDEO]
“სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, ვინც არ ირბენს, არ ითამაშებს” – ჩაბი ალონსო
“თქვა, რომ ვინისიუსს 10 წამში ნოკაუტში ჩააგდებდა, ბრაზილიელმა კი სიტყვის შესრულება გასახდელში მოსთხოვა” – “რეალის” ვარსკვლავი მორიგ სკანდალში გაეხვია [VIDEO]
“ვინისიუსი გაძევებას არ იმსახურებდა, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ”- კარლო ანჩელოტი
“ფეხბურთი ძალიან მაგრად ესმის” – ალონსომ მბაპე შეაქო
“წინ დიდი გამოცდა გველოდება” – ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
ჰოლანი ვინისიუსის ნაცვლად – ფლორენტინო პერესის გეგმა
კიდევ ერთი ვარსკვლავი – ვის ყიდვას შეეცდება “რეალი”, თუ ვინისიუსი წავა
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 30-ე ტური დაიწყო. ისევ შეიცვალა ლიდერი: იბერია 1999-მა დილას მოუგო. ექვსქულიანს რომ ეძახიან, ასეთი მატჩი იყო. მეორე შეხვედრაში კი გაგრამ დინამო ბათუმი დიდი ანგარიშით დაამარცხა.
იბერია 1999 2:1 დილა
ექვსქულიანს რომ ეძახიან, ამ რანგის მატჩი იყო. პირველ-მეორეზე მყოფი გუნდების დაპირისპირება ვნახეთ.
იბერია 1999 დაწინაურდა გიორგი ჯინჯოლავას ლამაზი გოლით. მარცხენა მცველმა შორიდან გაუტანა დავით კერესელიძეს.
ეს მე-13 წუთზე მოხდა და მალევე, მასპინძლები ათი კაცით დარჩნენ: არბიტრმა ალეკო აფციაურმა VAR-ზე ნახა გურამ გოშთელიანის უხეშობა და წითელი ბარათი უჩვენა.
ტაიმის ბოლოს დილას კარში პენალტი დაინიშნა. არეულობაში, იბერიელთა მცველმა გიორგი ჯგერენაიამ თავით ძელს მოარტყა ბურთი და იმ დარტყმის მომენტში სირილ ედუძის ფეხი მოხვდა თავში. პენალტი არ გავიდა: კესერელიძემ აუღო ლუკა სილაგაძეს.
ზედ შესვენების წინ კი ისევ ჯინჯოლავამ ითამაშა მშვენივრად. კუთხურიდან კარისკენ ჩაახვია და იქ დილას ფეხბურთელ დეო ბასინგასაც შეეხო ბურთი, რის შემდეგაც კარში შევარდა – 2:0.
სხვაობა ბოლოს შემცირდა. 89-ე წუთზე დილას შემტევმა ოთარ ფარულავამ შორიდან დარტყმით გაიტანა. მეტი კი ვეღარ მოახერხეს გორელებმა.
რა ხდება ცხრილში? გუნდები ქულებით გათანაბრდნენ, მაგრამ პირველზე იბერია 1999 გადავიდა. ცნობისთვის: იბერია 1999 და დილა ჩემპიონატს თმაბარი ქულებით თუ დაასრულებენ, ჩემპიონები თბილისელები გახდებიან, რადგან ურთიერთშეხვედრებში სჯობნიან მეტოქეს.
გაგრა 4:1 დინამო ბთ
პირველივე წუთზე, კერძოდ 44-ე წამზე დაწინაურდა გაგრა. გიორგი ხარებაშვილმა ისარგებლა ბათუმელთა მეკარე საბა ისმაილოვის შეცდომით და ცარიელ კარში გაიტანა – 1:0.
მეორე ტაიმის საწყის წუთებში ბათუმელთა ნახევარმცველმა უერდი მარამ ძელს მოარტყა ბურთი. არ გაუმართლა. აი, ამას მოჰყვა გაგრას შეტევა, ილია სკრიპნიკის პასი და ხარებაშვილის ზუსტი დარტყმა. ასე მიითვალა დუბლი ხარებაშვილმა.
მე-60 წუთზე ლუკა წულუკიძემ პენალტის უფლება მოიპოვა, თავადვე დაარტყა და არსენ სიუკაევმა მოიგერია ბურთი.
შემდეგ ვნახეთ რატი არდაზიშვილის გარღვევა, დაბალ კუთხეში დარტყმა და ანგარიშიც 3:0 გახდა.
მალევე, გაგრას კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა. ისევ წულუკიძემ დაარტყა და ამჯერად გაიტანა…
ბოლოს კი გიორგი პაპუაშვილი საბა ზოიძის პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭირვებია – 4:1.
დინამო ბათუმს 10-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, მაგრამ მეხუთე ადგილზე რჩება. გაგრა მეექვსეზეა და ერთი ქულითღა ჩამორჩება ბათუმელებს.
erovnuliliga.ge
ფანცულაია გოლებს აგროვებს; “სამგურალმა”, “გარეჯმა” და “თელავმა” გაიმარჯვეს
ლიდერი ისევ “დილაა”; “ტორპედომ” კი იბერიელებს აჯობა
“გაგრას” ლიუბენოვიჩი ჩაუდგა სათავეში
“ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია” – გიორგი ჭიაბრიშვილი “გარეჯთან” გამარჯვების შემდეგ
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი – 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი… [VIDEO]
ფანცულაია გოლებს აგროვებს; “სამგურალმა”, “გარეჯმა” და “თელავმა” გაიმარჯვეს
ლიდერი ისევ “დილაა”; “ტორპედომ” კი იბერიელებს აჯობა
ესპანეთის ჩემპიონატს 2 ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს – 4-დან 4 გამარჯვების მქონე “ვალენსია” და “ტენერიფე”. ამ უკანასნელის ლიდერი გიორგი შერმადინია, რომელიც სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს. გასულ, მე-4 ტურის მატჩში შერმადინი ისევ გამოირჩა. მან თავისი გუნდის მორიგ, ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაში ტრადიციულად სოლიდური წილი დაიდო.
“ტენერიფემ” ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ “უნიკახას” უმასპინძლა, რომლის დამარცხებაც არ გასჭირვებია – 95:79. მასპინძლებს მარსელო უერტასმა და გიორგი შერმადინმა ულიდერეს. ბრაზილიელმა თამაში 19 ქულით, 2 მოხსნითა და 6 პასით დაასრულა, ქართველმა კი 15 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. შერმადინმა 6-იდან 5 ორქულიანი ჩააგდო და 5-ივე საჯარიმო ზუსტად ისროლა. შერმადინი, რომელსაც სარგებლიანობის კოეფიციენტი ყველაზე მაღალი ჰქონდა (22), მატჩის MVP-ად დასახელდა.
მაღალი ალბათობით, ტენერიფეს 36 წლის ქართველი ცენტრი ლიგა ენდესის ოქტომბრის MVP-ადაც დასახელდება, მისი გუნდი კი მომდევნო ტურში “ბასკონიას” ესტუმრება (2 ნოემბერს). მანამდე კი, 28 ოქტომბერს, შერმადინის გუნდს ჩემპიონთა ლიგაში გასვლაზე ბურსას “ტოფაშთან” ითამაშებს.
FBF.GE
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
[VIDEO] ბოლდუინის პირველი სასტარტო “ბაიერნში” – გერმანულმა გუნდმა “მილანი” დაამარცხა
შენგელია საუკეთესო იყო – “ბარსელონა” სახლში დამარცხდა
გიორგი შერმადინის 25-ე MVP და ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი!
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს – “ტენერიფემ” “მურსია” დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მაგრად იწყებს – ქართველის 28 ქულა, MVP-ის ტიტული და გამარჯვება “მანრესასთან” პირველ ტურში
შერმადინი “ტენერიფეს” უკაპიტნებს | ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 4 ქართველი ითამაშებს
[VIDEO] “ტენერიფე” ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებით იწყებს – შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა
[VIDEO] შერმადინის ზედიზედ 30-ე საშინაო გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში | “ტენერიფემ” “ჰერცლია” დაამარცხა
პორტუგალიის ჩემპიონატის მეცხრე ტურში „სპორტინგმა“ გასვლაზე ერთ-ერთი აუტსაიდერი „ტონდელა“ 3:0 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის მწვრთნელმა რუი ბორჟესმა ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი წინა ორ მატჩში სათადარიგოთა შორის დატოვა, დღეს კი 90-ე წუთზე 18 წლის ჟოაო სიმოეშის ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე.
ჩემპიონატს 22-22 ქულით „პორტუ“ და „სპორტინგი“ ლიდერობენ, თუმცა პორტუელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. მათ 1 ქულით „ბენფიკა“ ჩამორჩება. „სპორტინგი“ მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს გამართავს – თასის მეოთხედფინალში „ალვერკას“ უმასპინძლებს.
ტონდელა – სპორტინგი 0:3
გოლები: 0:1 სუარესი (18), 0:2 გონსალვეში (59), 0:3 კენდა (90+2)
ორივე ქართველი სასტარტოში და “მეცის” მორიგი წაგება
კიტეიშვილი შეცვლაზე შევიდა – “შტურმი” “ვოლფსბერგერთან” დამარცხდა
[VIDEO] ლოჩოშვილის მოპოვებული პენალტით “ნიურნბერგმა” “კაიზერსლაუტერნთან” ფრეს მიაღწია
“მისით არ ვინტერესდებით” – “სპორტინგმა” საფონოვთან დაკავშირებული ჭორები უარყო
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს – “სპორტინგი” 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს – “სპორტინგი” “ნაპოლისთან” დამარცხდა
მაღალი შეფასებები – ლომინაძემ პორტუგალიური გუნდის სასტარტოში დაიმკვიდრა ადგილი
დღეს – კვარაცხელია დაბრუნებულ დემბელესთან ერთად, მიქაუტაძე “სიტის” დასამწუხრებლად
“თავი არ დავხაროთ და ამ დაცემაზე ვისწავლოთ!” – ქოჩორაშვილი ესპანეთთან მატჩის შემდეგ
მამარდაშვილი “აინტრახტთან” სასტარტოშია, ქოჩორაშვილი “მარსელთან” სათადარიგოა
ბუდუ ზივზივაძე: პორტუგალიის პრიმეირას გუნდსაც ვუნდივარ
“სპორტინგი” შეიძლება ქოჩორაშვილის უშუალო კონკურენტმა დატოვოს
ქოჩორაშვილი შეცვლაზე და “სპორტინგის” ხელიდან გაშვებული გამარჯვება
‘შავმა ლომმა’ სამხრეთაფრიკულ ტურნეზე Toyota Chellenge-ს ფარგლებში ადგილობრივ ‘ჩიტასთან’ მეორე მატჩი გამართა. ბლუმფონტეინის „ტოიოტა სთედიუმზე“ სტუმრები სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ამით ვერ ისარგებლეს და მასპინძლებმა 24:5 გაიმარჯვეს.
პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, რომელშიც ‘შავმა ლომმა’ 6 ლელო გაიტანა და 39:38 მოიგო, მეორე მწირქულიანი აღმოჩნდა. რიჩარდ ქოქრილის შეგირდები ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ეს ქულებში ვერ ასახეს და კონტრშეტევებზე ლელოები მიიღეს.
საწყისი 25 წუთის განმავლობაში ‘შავი ლომი’ უტევდა, ჯარიმებს კარში არ ურტყამდა და ლელოზე თამაშობდა. ლუკა ცირეკიძეს პასისა და თორნიკე კახოიძეს გარღვევის შემდეგ ლელო გარდაუვალი ჩანდა, თუმცა მცველმა შეძლო შემტევისთვის ხელი გამოკვრა, კონტრშეტევას უკვე ‘ჩიტასის’ ლელო და გარდასახვა მოყვა და რადგან 33-ე წუთზე ცირეკიძემ ჯარიმა ვერ გაიტანა, ტაიმი 7:0 დასრულდა.
მეორე ტაიმიც ჩვენი შეტევებით დაიწყო, ჯარიმა რამდენჯერმე არ დავარტყით, 56-ე წუთზე 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი ავაგორეთ და შალვა მამუკაშვილმა საპასუხო ლელო გაიტანა. 62-ე წუთზე მეტოქის ლელოში მოლით კიდევ ერთხელ შევედით, მაგრამ მამუკაშვილს ბურთი არ დაამიწებინეს.
გამოუყენებელი მომენტების შემდეგ 68-ე წუთზე კონტრშეტევაზე მეორე ლელო მივიღეთ, რამაც ხასიათი წაგვიხდინა, დასკვნით წუთებში კიდევ ორი ლელო გავუშვით და მასპინძლებმა 24:5 გაიმარჯვეს.
‘შავი ლომის’ მოთამაშეთა ნაწილს ნოემბერში სანაკრებო შეხვედრები ელის, რის შემდეგაც გუნდი შეიკრიბება და დეკემბრიდან ჩელენჯ თასში ჩაერთვება.
Toyota Chellenge. 26 ოქტომბერი.
სამხრეთ აფრიკა. ბლუმფონტეინი. „ტოიოტა სთედიუმი“
ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) – შავი ლომი (საქართველო) 24:5 (7:0)
შავი ლომი
ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13.თორნიკე კახოიძე, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. ოთარ მეტრეველი, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. ლაშა ციხისთავი, 21. გიორგი კერვალიშვილი; 22. გიორგი სპანდერაშვილი, 23. ალექსანდრე თოდუა.
1 ლელო: მამუკაშვილი
Rugby.ge
“შავი ლომი” | დავით აბდუშელიშვილი – თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
“შავი ლომი” | არის რევანში – “ჩიტასი” დამარცხებულია
“შავი ლომი” | ქოქრილმა “ჩიტასთან” პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
“შავი ლომი” | “ჩიტასთან” ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებლად
“შავი ლომი” | ქოქრილმა “ჩიტასთან” პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
“შავი ლომი” | დავით აბდუშელიშვილი – თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
“შავი ლომი” – სამხრეთ აფრიკაში “ჩიტასთან” ორი ტესტისთვის
“შავი ლომი” | არის რევანში – “ჩიტასი” დამარცხებულია
“შავი ლომი” | სამხრეთ აფრიკაში 32 მორაგბით
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Équipe-ის ინფორმაციით, პსჟ გუნდის 19 წლის შემტევ სენი მაიულუსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და შეთანხმებასაც სავარაუდოდ, მალე მიაღწევს.
პარიზული გრანდი ახალგაზრდა ფეხბურთელს პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წევრად მიიჩნევს და ახალ შრომით ხელშეკრულებასაც ამიტომ სთავაზობს.
მოქმედი კონტრაქტით მაიულუ “პარკ დე ფრანსზე” 2027 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩეს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა.
[VIDEO] “როდესაც ჟოაომ ეს პირველად გააკეთა, მთელი ოჯახი ვტიროდით” – ნევეშის ულამაზესმა შეყვარებულმა ახსნა, რას ნიშნავს ფეხბურთელის გოლის სამი თითით აღნიშვნა
2 წელზე მეტი გავიდა – პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
ლუის ენრიკემ დონარუმას კრიტიკოსებს მკვლელები უწოდა – კომენტარი ნასრიმ გააკეთა
[VIDEO] ხვიჩას საგოლე პასი, ჰაკიმის დუბლი – პსჟ-მ “ბრესტს” უპრობლემოდ მოუგო
[VIDEO] “როდესაც ჟოაომ ეს პირველად გააკეთა, მთელი ოჯახი ვტიროდით” – ნევეშის ულამაზესმა შეყვარებულმა ახსნა, რას ნიშნავს ფეხბურთელის გოლის სამი თითით აღნიშვნა
პრემიერლიგის მეცხრე ტურში „ლივერპული“ გასვლაზე „ბრენტფორდთან“ 2:3 დამარცხდა.
მასპინძლები დებიუტშივე უატარამ დააწინაურა, რომელმაც მამარდაშვილის კარი ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმით დალაშქრა. საპასუხო შეტევისას ვირტცმა ბურთი ძელს გაარტყა. „ბრენტფორდმა“ თანდათან ინივიატივა დაიბრუნა, დამსგორს გიორგიმ არ გაატანინინა. შემდეგ შადე პირისპირ გავიდა ქართველთან და მეორე გოლი გაუტანა, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი კერკეზმა ანგარიში შეამცირა და მატჩს ინტრიგა დაუბრუნა.
აღსანიშნავია, რომ მსაჯმა ჰუპერმა ტრავმა მიიღო და შესვენებაზე ის რობინსონმა შეცვალა. „ბრენტფორდმა“ ზეწოლა გააძლიერა, მამარდაშვილმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. შემდეგ ვან დეიკმა უატარა წააქცია და ტიაგომ პენალტი გაიტანა. „ლივერპული“ იერიშებზე გადავიდა, სალაჰმა სხვაობა შეამცირა და საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.
„ლივერპულმა” ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა, ჯერჯერობით 15 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს ჩაატარებს – თასის მერვედფინალში „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს.
ბრენტფორდი – ლივერპული 3:2
გოლები: 1:0 უატარა (5), 2:0 შადე (45), 2:1 კერკეზი (45+5), 3:1 ტიაგო (60, პენ), 3:2 სალაჰი (89)
· საშინელი დაცვა ლივერი ვალენსიას ემსგავსება. მამარდა თამაშობს გუნდი აგებს.
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა “ბრენტფორდთან” მატჩში?
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა “ბრენტფორდთან” მატჩში?
პრემიერლიგის მეცხრე ტურში „ლივერპული“ გასვლაზე „ბრენტფორდთან“ 2:3 დამარცხდა. „წითლების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი გუნდი.
ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 6.8, whoscored 6.4, sofascore 6.0.
“ლივერპული” საშინელ ფორმაშია, ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა და ფაქტია, მამარდაშვილს ძალიან მძიმე სიტუაციაში უწევს თამაში და გუნდში დამკვიდრება.
მამარდაშვილის ეფექტური მოგერიებები – “ლივერპული” “ბრენტფორდთან” დამარცხდა
მამარდაშვილის ეფექტური მოგერიებები – “ლივერპული” “ბრენტფორდთან” დამარცხდა
პრემიერლიგის მეცხრე ტურში „ლივერპული“ გასვლაზე „ბრენტფორდთან“ 2:3 დამარცხდა.
მასპინძლები დებიუტშივე უატარამ დააწინაურა, რომელმაც მამარდაშვილის კარი ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმით დალაშქრა. საპასუხო შეტევისას ვირტცმა ბურთი ძელს გაარტყა. „ბრენტფორდმა“ თანდათან ინივიატივა დაიბრუნა, დამსგორს გიორგიმ არ გაატანინინა. შემდეგ შადე პირისპირ გავიდა ქართველთან და მეორე გოლი გაუტანა, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი კერკეზმა ანგარიში შეამცირა და მატჩს ინტრიგა დაუბრუნა.
აღსანიშნავია, რომ მსაჯმა ჰუპერმა ტრავმა მიიღო და შესვენებაზე ის რობინსონმა შეცვალა. „ბრენტფორდმა“ ზეწოლა გააძლიერა, მამარდაშვილმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. შემდეგ ვან დეიკმა უატარა წააქცია და ტიაგომ პენალტი გაიტანა. „ლივერპული“ იერიშებზე გადავიდა, სალაჰმა სხვაობა შეამცირა და საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.
„ლივერპულმა” ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა, ჯერჯერობით 15 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს ჩაატარებს – თასის მერვედფინალში „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს.
ბრენტფორდი – ლივერპული 3:2
გოლები: 1:0 უატარა (5), 2:0 შადე (45), 2:1 კერკეზი (45+5), 3:1 ტიაგო (60, პენ), 3:2 სალაჰი (89)
დავითაშვილის კაცნაკლული “სენტ-ეტიენი” “ანსისთან” განადგურდა
“ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ” – გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
“მაშინ დავკარგე ფეხბურთელი, რომელთან მუშაობაც კიდევ 10 წლით მსურდა” – კლოპმა კოუტინიოს “ბარსელონაში” ტრანსფერი გაიხსენა
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
“ტოტენჰემს” ახალი მწვრთნელი ჰყავს – ლონდონელებმა პოსტეკოღლუს შემცვლელი მალევე იპოვნეს
მამარდაშვილი “აინტრახტთან” სასტარტოშია, ქოჩორაშვილი “მარსელთან” სათადარიგოა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ – მამარდაშვილის “ლივერპულმა” “აინტრახტი” დაჯაბნა
კლუბები შეთანხმდნენ – “იუნაიტედი” “ბრენტფორდის” შემტევს 70 მილიონ ევროდ იმატებს
რატომ ჩაითვალა მამარდაშვილის კარში პირველი გოლი – VAR-ის გადაწყვეტილების მიზეზი სადავო ეპიზოდზე
“ვილიარეალი” 30 მილიონს იხდის, მაგრამ ბოლოს შესაძლოა, პრემიერლიგაში აღმოჩნდეს” – რას წერს ცნობილი ფრანგული გამოცემა მიქაუტაძეზე
[VIDEO] “რა დაემართა ჩვენს გუნდს?! ეს სასაცილო აღარაა!” – “მანჩესტერ იუნაიტედთან” მარცხის შემდეგ გაბრაზებულმა ალექსანდერ-არნოლდის ძმამ მიმართვა გაავრცელა
ლა ლიგის მეათე ტურში „ვილიარეალმა“ გასვლაზე „ვალენსიას“ 2:0 სძლია.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 79 წუთი გაატარა. აღსანიშნავია, რომ “ყვითელი წყალქვეშა ნავის” მეორე გოლი სწორედ ქართველი ფორვარდის აქტიურობას მოჰყვა, მან მეტოქე ეფექტურად ჩამოიშორა და ბურთი კარში გადაგზავნა, თუმცა არ გაუმართლა და მისმა თანაგუნდელმა კომესანიამ ცარიელ კარში გაიტანა.
„ვილიარეალი“ 20 ქულით ჯერჯერობით მე-3 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 30 ოქტომბერს ჩაატარებს – თასის 1/64-ფინალში კორდობაში ქვედა ლიგის „სიუდად დე ლუსენას“ შეხვდება.
ვალენსია – ვილიარეალი 0:2
გოლები: 0:1 მორენო (45), 0:2 კომესანია (57)
[VIDEOS] გოგასგან და სანდროსგან მეტს ველით – ქართველების გუნდები დამარცხდნენ
“იამალი თუ გიულერი?” – კასანომ არჩევანი გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში?
“ვილიარეალთან” თამაში ძალიან რთულია, რადგან ტოპ გუნდია” – გვარდიოლას კომენტარი გამარჯვების შემდეგ
დღეს – კვარაცხელია დაბრუნებულ დემბელესთან ერთად, მიქაუტაძე “სიტის” დასამწუხრებლად
“ვალენსია” ჩაკვეტაძის ტრანსფერზე “უოტფორდს” დაუკავშირდა
“მიქაუტაძესთან დაკავშირებით საშიშროება არსებობდა” – “სიტისთან” მატჩამდე მარსელინომ ქართველზე ისაუბრა
[PHOTO] “სიტისთან” მატჩამდე მიქაუტაძე ძველ მეგობარს შეხვდა
გადადის ჩაკვეტაძე “ვალენსიაში”? – მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება
“ვალენსიამ” მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
ორივე ქართველი სასტარტოშია. კვარაცხელია “ბაიერს” შეუტევს, მიქაუტაძე კი – “სიტის”
“დრო არ ითმენს – “ვალენსიას” ჩაკვეტაძის სასწრაფოდ დამატება სჭირდება” – ესპანური მედია
[VIDEO] სასიამოვნო კადრები – როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი “ვილიარეალი” სიტის” მატჩამდე
ჩაკვეტაძის “ვალენსიაში” გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება – როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
მიქაუტაძის 66 წუთი – “მანჩესტერ სიტიმ” “ვილიარეალი” უშანსოდ დაამარცხა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი – ჩაკვეტაძის “ვალენსიაში” ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სერია A-ს მერვე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ინტერს“ 3:1 მოუგო და ამით შეწყდა ყველა ტურნირზე მილანური გუნდის შვიდმატჩიანი გამარჯვებათა სერია.
„ნაპოლი“ 18 ქულით ლიდერია და 28 ოქტომბერს „ლეჩეს“ ესტუმრება, ინტერი“ კი 15 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება და 29 ოქტომბერს „ფიორენტინას“ უმასპინძლებს.
– ნეაპოლურმა გუნდმა “ინტერი” 2023 მაისის შემდეგ პირველად დაამარცხა – იქამდე ორჯერ წააგო და სამჯერ ფრედ ეთამაშა.
– მასპინძელთა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო და მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა.
ნაპოლი – ინტერი 3:1
გოლები: 1:0 დე ბრუინი (33, პენ), 2:0 მაკტომინეი (54), 2:1 ჩალჰანოღლუ (59, პენ), 3:1 ანგისა (66)
ყველა დროის ანტი-რეკორდი – იტალიაში 20-მა გუნდმა მხოლოდ 11 გოლი გაიტანა
ლუჩიანო სპალეტი შესაძლოა, სერია A-ში სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს
პირველი შეხვედრა უკვე შედგა – “იუვენტუსმა” შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს
[VIDEO] ლივერპულმა” კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა – “ბაიერნმა” და “ინტერმაც” მოგებებით დაიწყეს
“ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს” – კონტემ “ნაპოლის” მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად – სიმეონემ “ტორინოს” “ნაპოლისთან” გამარჯვება მოუპოვა
ვიერიმ “სან სიროს” დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
“არსენალის” და “ინტერის” დამაჯერებელი გამარჯვებები და “ნაპოლის” განადგურება პსვ-სთან
“მილანსა” და “ინტერს” ახალი სტადიონი ექნებათ – 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ “სან სიროზე” აღარ ითამაშებენ
კანტე ევროპაში ბრუნდება? – ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
[VIDEO] ჩემპიონთა ლიგა: “ატლეტიკომ”, “ჩელსიმ”, “ინტერმა”, “მარსელმა” და “ბაიერნმა” გაიმარჯვეს – “ტოტენჰემმა” “ბოდო გლიმტთან” ფრეს მიაღწია
გიჟური მატჩი და საოცარი სილამაზის გოლები ტურინში – “იუვენტუსმა” “ინტერს” თამაში ბოლო წუთებზე შემოუტრიალა
“სალაჰი, ტოტი, კვარაცხელია…” – სპალეტიმ სიმბოლური ნაკრები შეადგინა
“ასეთ პირობებზე ვერ დავრჩებოდი” – სპალეტიმ “ნაპოლის” დატოვების მიზეზი დაასახელა
ლიგა 2-ის მეთერთმეტე ტურში „სენტ-ეტიენი“, რომელიც მე-13 წუთზე იგორ მილადინოვიჩის გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, გასვლაზე „ანსისთან“ 0:4 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა 74-ე წუთამდე ითამაშა.
„სენტ-ეტიენმა“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 20 ქულით მეოთხე ადგილზეა და 28 ოქტომბერს „პოს“ უმასპინძლებს.
ანსი – სენტ-ეტიენი 4:0
გოლები: 1:0 ლაროზი (6), 2:0 პარიზი (67), 3:0 ტურე (71), 4:0 რამბო (90+1)
გაძევება: მილადინოვიჩი (13, სენტ-ეტიენი)
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ბრესტთან” მატჩში?
[VIDEO] ხვიჩას საგოლე პასი, ჰაკიმის დუბლი – პსჟ-მ “ბრესტს” უპრობლემოდ მოუგო
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო – “ჰამბურგი” სახლში “ვოლფსბურგთან” დამარცხდა
[VIDEO] დავითაშვილმა დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
დავითაშვილის “სენტ-ეტიენმა” შინ მარცხი განიცადა
დავითაშვილის სრული მატჩი – “სენტ-ეტიენმა” კვლავ გაიმარჯვა
დავითაშვილი შეცვალეს – “სენტ-ეტიენი” სახლში “გენგამთან” დამარცხდა
თურქული გრანდი დავითაშვილის შესაძენად ფულს არ დაზოგავს
[VIDEO] ზურიკოს დუბლით “სენტ-ეტიენი” “მონპელიეს” ამარცხებს
ჩინეთში გამართულ ფიგურული სრიალის გრან-პრის სერიის მეორე ეტაპზე ქართულმა წყვილმა ბრწყინვალედ იასპარეზა. ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ გრან-პრიზე გამარჯვება მოიპოვეს.
მოკლე პროგრამაში ქართულმა წყვილმა 77.77 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა, თავისუფალ პროგრამაში კი პირველობა კვლავ არავის დაუთმეს და საერთო ჯამში 217.14 ქულით გაიმარჯვეს.
ტურნირზე მეორე ადგილი იტალიურმა წყვილმა 209.88 ქულით დაიკავა.
გუბანოვამ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა
საქართველო პირველად უმასპინძლებს ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირს
ისტორიაში პირველად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
უკრაინელმა ფიგურულმა მოციგურავეებმა საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილს ხელი არ ჩამოართვეს [VIDEO]
მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლებს დაეუფლა
ქართულმა წყვილმა იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა
ისტორიული მიღწევა – მეტელკინა-ბერულავას წყვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია [VIDEO]
მეტელკინამ და ბერულავამ ოლიმპიადის ლიცენცია მოიპოვეს
ქართველმა მოციგურავეებმა ფიგურული სრიალის საერთაშორისო ტურნირი მოიგეს
ქართულმა წყვილმა იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
ლიგა 1-ის მეცხრე ტურში პსჟ-მ გასვლაზე „ბრესტი“ 3:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი მიმდინარე ტურნირზე პირველი საგოლე მოქმედება მიითვალა.
სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ და ჰაკიმიმ დააწინაურა. შემდეგ კვარაცხელიამ ლამაზი ფინტით მცველი ჩამოიშორა, მისი დარტყმული მეკარე მაიეცკიმ მოიგერია, თუმცა გადაცემა ჰაკიმის გაუკეთა და პარიზულმა გუნდმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო.
მეორე ტაიმის დასაწყისში ბურთი საჯარიმოში ხელზე ლის მოხვდა, მსაჯმა ვიდეოარბიტრთან ხანგრძლივი განხილვის შედეგად პენალტი ჯერ არ დანიშნა, მაგრამ მერე მონიტორთან თავად მივიდა, გადაწყვეტილება შეცვალა და დელ კასტილიომ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ბურთი ტრიბუნაზე გაგზავნა. „პარი სენ ჟერმენის“ მორიგი იერიშისას ხვიჩას გატანა მაეცკიმ ისევ არ დაანება და ლუის ენრიკემ 70-ე წუთზე ქართველი დუეთი შეცვალა, რომელმაც მეტოქის კარი კომპენსირებულ დროში დალაშქრა და პსჟ-მ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
პსჟ 20 ქულით ამ მომენტისთვის ლიდერია და 29 ოქტომბერს სტუმრად „ლორიენს“ დაუპირისპირდება.
ბრესტი – პსჟ 0:3
გოლები: 0:1 ჰაკიმი (29), ჰაკიმი (39), 0:3 დუე (90+6)
გამოუყენებელი პენალტი: დელ კასტილიო (58, ბრესტი)
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო – “ჰამბურგი” სახლში “ვოლფსბურგთან” დამარცხდა
ზივზივაძის ერთი ტაიმი და “ჰაიდენჰაიმის” მორიგი წაგება
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა – “უდინეზემ” გაიმარჯვა და მერვე ადგილზე გადავიდა
ლიგა 1-ის მეცხრე ტურში პსჟ გასვლაზე “ბრესტს” დაუპირისპირდება. პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა:
შევალიე, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ზაირ-ემერი, ვიტინია, დუე, კვარაცხელია, ბარკოლა, მეილიუ.
მატჩი “ფრანსის ლე ბლეზე” თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
კვარაცხელია: მეგონა, ბურთი კარს ავაცილე და ცოტა შემეშინდა
“ნაპოლი” ფრანგულ “ბრესტთან” დამარცხდა
[VIDEO] დავითაშვილის მე-14 საგოლე მოქმედება და “სენტ-ეტიენის” საბრძოლო ფრე “ბრესტთან”
რას ნიშნავს კვარაცხელიას გოლის აღნიშვნა? – Le Parisien-ი განმარტავს
“ბრესტის” მწვრთნელი: პსჟ-მ ჩემზე “ბარსაზე” დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
ფონსეკას გაძევება და შეუცვლელი მიქაუტაძე – “ლიონმა” ლაკაზეტის დუბლით “ბრესტს” მოუგო [VIDEO]
“კვარა” – ზღაპრის გმირობა, რწმენა და ლიგის ზედიზედ მოგება
სიომინი: პსჟ-ს ბრწყინვალე სამეული ჰყავს და ჩემპიონთა ლიგაზე სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია
კატასტროფულმა ზაბარნიმ უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა
რას უპირებს ენრიკე ზაბარნის საშინელი მატჩის შემდეგ – კომენტარი ქალთა გუნდის ყოფილმა მცველმაც გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში?
მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში კრივის 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. მოკრივე ლენე ქარჩავამ (48 კგ) ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. მან ფინალში ირლანდიელი მასიე ოკონორ დაფი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ინფრმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია. ბრინჯაოს პრიზიორები თორნიკე სიმონიშვილი (40 კგ), საბა კერძევაძე (44 კგ) და ჯონი ხაბურზანია (46 კგ) გახდნენ.
ახალგაზრდა მოკრივეები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
“სანტოსის” შემტევმა ნეიმარმა შესაძლოა, კარიერა MLS-ში კერძოდ, მაიამის “ინტერში” გააგრძელოს, ამის შესახებ ინფორმაციას Diario Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ნეიმარის მიზანი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაა და ფიქრობს, რომ ბრაზილიის ჩემპიონატის დატოვებით, მისი ნაკრებში მოხვედრის შანსები გაიზრდება.
გამოცემის ინფორმაციით, გამოცდილი შემტევი ელოდებოდა, რომ მისით ევროპის კლუბები დაინტერესდებოდნენ, თუმცა მისთვის სამწუხაროდ, წარსულში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევის დამატებით მხოლოდ მაიამის “ინტერი” ინტერესდება.
ცნობისთვის, ნეიმარი მოედანზე ბოლოს 14 სექტემბერს გამოჩნდა, მას შემდეგ კი ტრავმირებულია. ბრაზილიის ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ ნეიმარმა “სანტოსის” მაისურით გამართულ 21 მატჩში თავი 6 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
“რეალის” ფეხბურთელები იამალის კომენტარით აღშფოთებულები არიან – კარვახალი ლამინს პირადად გაესაუბრება
“ინტერის” სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] მესის ბენეფისი – “მაიამის ინტერმა” ნიუ იორკ სიტი” გაანადგურა
“ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ” – დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
“ამისთვის ფიზიკური მონაცემებია აუცილებელი” – ანჩელოტიმ ნეიმარის ფლანგზე თამაში გამორიცხა
[VIDEO] მსგავსს ხშირად ვერ ნახავთ – ნეიმარი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
ახალი კონტრაქტი – ნეიმარი კვლავ “სანტოსში” ითამაშებს
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია – მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი “ნეშვილთან”
ნეიმარს COVID-19 დაუდასტურდა
“კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს” – ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
კონტე, ნეიმარი და დე ბრუინი — გადაწყვეტილება, რომელმაც ნაპოლის მომავალი განსაზღვრა
“ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე” – მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
დღეში 11 საათი ვარჯიშობს – “სანტოსი” ნეიმარს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
“მატჩიდან მატჩამდე დროს აჩერებს” – მასკერანომ მესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა
სერხიო ბუსკეტსმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა
[PHOTO] დააღწევს თავს გაჭირვებას – უცნობმა ადამიანმა ნეიმარს მილიარდი დოლარი უანდერძა
რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი “ბარსელონაში” დაბრუნებაზე დაერწმუნებინა
დღეს ლიგა 1-ის მეცხრე ტურში პსჟ გასვლაზე „ბრესტს“ დაუპირისპირდება და დაკარგული ლიდერობის დაბრუნებას შეეცდება, ყოველ შემთხვევაში დროებით მაინც, ვიდრე „მარსელი“ „ლანსს“ ესტუმრება.
„პარიზიენის“ ცნობით, პარიზული გუნდი მოედანზე ისევ შეცვლილი შემადგენლობით გავა. მწვრთნელი ლუის ენრიკე თავიდანვე არ დააწყებინებს თამაშს დეზირე დუეს, ილია ზაბარნი მარკინიოსთან და ჟოაო ნევეშთან ერთად სათადარიგოთა შორის იქნება, ხვიჩა კვარაცხელია კი ისევე როგორც უსმან დემბელე და ბრედლი ბარკოლა – სასტარტოში.
პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა: შევალიე, ჰაკიმი, ბერალდო, პაჩო, მენდეში, ზაირ-ემერი, ვიტინია, ლი, კვარაცხელია, ბარკოლა, დემბელე.
მატჩი „ფრანსის ლე ბლეზე“ თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
იქამდე მამარდაშვილი ითამაშებს – სლოტმა ალისონის დაბრუნებაზე კომენტარი გაკეთა
კვარაცხელია: მეგონა, ბურთი კარს ავაცილე და ცოტა შემეშინდა
“ნაპოლი” ფრანგულ “ბრესტთან” დამარცხდა
[VIDEO] დავითაშვილის მე-14 საგოლე მოქმედება და “სენტ-ეტიენის” საბრძოლო ფრე “ბრესტთან”
რას ნიშნავს კვარაცხელიას გოლის აღნიშვნა? – Le Parisien-ი განმარტავს
ფონსეკას გაძევება და შეუცვლელი მიქაუტაძე – “ლიონმა” ლაკაზეტის დუბლით “ბრესტს” მოუგო [VIDEO]
“კვარა” – ზღაპრის გმირობა, რწმენა და ლიგის ზედიზედ მოგება
სიომინი: პსჟ-ს ბრწყინვალე სამეული ჰყავს და ჩემპიონთა ლიგაზე სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია
კატასტროფულმა ზაბარნიმ უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა
ხვიჩა კვარაცხელია: ჩვენ პსჟ ვართ – რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია
[VIDEO] “როდესაც ჟოაომ ეს პირველად გააკეთა, მთელი ოჯახი ვტიროდით” – ნევეშის ულამაზესმა შეყვარებულმა ახსნა, რას ნიშნავს ფეხბურთელის გოლის სამი თითით აღნიშვნა
[VIDEO] 2:7. “კვარას” გოლი პლუს საგოლე პასი, ორი გაძევება, ორი პენალტი და პსჟ-ს მიერ “ბაიერის” განადგურება
“ბრესტის” მწვრთნელი: პსჟ-მ ჩემზე “ბარსაზე” დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
რას უპირებს ენრიკე ზაბარნის საშინელი მატჩის შემდეგ – კომენტარი ქალთა გუნდის ყოფილმა მცველმაც გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში?
ამერიკულ პასპორტთან შედარებით, იტალიური პასპორტი უვიზოდ უფრო მეტ ქვეყანაში შესვლის უფლებას იძლევა. ეს ყოველწლიურმა Henley Passport Index-მა აჩვენა, რომელიც საერთაშორისო მობილობის გლობალურ ცვლილებებს ასახავს.
Henley & Partners-ის მიერ შედგენილ ახალ გლობალურ პასპორტების რეიტინგში იტალია მეოთხე ადგილზე გავიდა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მაღალი საერთაშორისო სტატუსი. შეერთებული შტატები კი – რომელიც ამ რეიტინგში აქამდე მუდმივი ლიდერი იყო – 20 წლის განმავლობაში პირველად „გავარდა“ პირველი ათეულიდან და მეთორმეტე ადგილი დაიკავა.
რეიტინგის ლიდერები
წელს სიის სათავეში სინგაპურია, რომლის პასპორტით ვიზის გარეშე 193 ქვეყანაში მოგზაურობაა შესაძლებელი. მას მოსდევს სამხრეთ კორეა და იაპონია, მათი მოქალაქეებისთვის უვიზოდ, შესაბამისად, 190 და 189 ქვეყანაში შესვლაა ხელმისაწვდომი.
იტალია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეოთხე ადგილზეა და ამ პოზიციას ინაწილებს გერმანიასთან, ლუქსემბურგთან, ესპანეთთან და შვეიცარიასთან ერთად 188 ქვეყანაში უვიზოდ შესვლის უფლებით. პირველ ხუთეულს ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, ირლანდია და ნიდერლანდები ასრულებენ, – ამ ქვეყნების მოქალაქეებს უვიზოდ 187 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა. საბერძნეთის პასპორტსაც ძლიერი პოზიცია აქვს – ის მეექვსე ადგილზეა (უნგრეთთან, ახალ ზელანდიასთან, პორტუგალიასთან, ნორვეგიასა და შვედეთთან ერთად) 186 ქვეყანაში უვიზოდ შესვლის უფლებით.
რატომ გამოეთიშა აშშ პირველ ათეულს
შეერთებული შტატები, რომლის პასპორტით ამჟამად 180 ქვეყანაში მოგზაურობაა შესაძლებელი, მე-12 ადგილზე „ჩამოქვეითდა“. ეს მნიშვნელოვანი კლება, უპირველესად, იმით არის განპირობებული, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ გააუქმა ან შეზღუდა უვიზო მიმოსვლა ამერიკის მოქალაქეებისთვის ორმხრივი სავიზო ლიბერალიზაციის არარსებობის გამო: საქმე ისაა, რომ აშშ მკაცრ სავიზო მოთხოვნებს ინარჩუნებს რიგი ქვეყნებისთვის და არ ჩქარობს მათ შემსუბუქებას.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს საერთაშორისო დიპლომატიის დონეზე „რბილი ძალის“ განაწილების სიღრმისეული ცვლილებების სიმპტომია. იწყება მრავალპოლუსიანი ერა, რომელშიც გლობალური ძალებიც კი კარგავენ უნივერსალურ პრივილეგიებს.
როგორ დგება რეიტინგი
Henley Passport Index-ი უკვე 15 წელზე მეტია ყოველწლიურად ქვეყნდება და ეფუძნება საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) მონაცემებს, რომელიც აანალიზებს 199 ქვეყნის პასპორტის მფლობელებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში უვიზო შესვლას.
პასპორტის „სიძლიერე“ განისაზღვრება იმ ქვეყნების რაოდენობით, რომელთა მონახულებაც მოქალაქეს შეუძლია უვიზოდ ან ვიზის ჩასვლისთანავე მიღებით. დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა დანიშნულების ადგილას მოგზაურობას ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე, „ძლიერად“ ითვლება, რადგან ის საქმიან, ტურისტულ თუ ოჯახურ მოგზაურობას ამარტივებს.
რატომ რჩება იტალიის პასპორტი „ძლიერი“
იტალიური პასპორტი თავის ძლიერ პოზიციას რამდენიმე ძირითადი ფაქტორის წყალობით ინარჩუნებს:
ევროკავშირში წევრობა ევროზონის ყველა ქვეყანაში და მათ პარტნიორ ქვეყნებში გადაადგილების თავისუფლების გარანტიას იძლევა;
სტაბილური დიპლომატიური ურთიერთობები მრავალ ქვეყანასთან;
ქვეყნის მიმართ მაღალი ნდობა გლობალურ დონეზე;
იტალიის მოქალაქეების, როგორც საიმედო მოგზაურების იმიჯი, რომლებიც მიგრაციულ საფრთხეს არ წარმოადგენენ;
იტალიის მოქალაქეებს არა მხოლოდ შეუძლიათ იმოგზაურონ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, არამედ უფრო ადვილად მიიღონ გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა, სწავლის ნებართვა და სამუშაო ნებართვა საზღვარგარეთ.
საქართველო რეიტინგში ბოლო მონაცემებით 46-ე ადგილზეა – მის მოქალაქეებს უვიზოდ ან ჩასვლისთანავე ვიზის მიღებით 123 ქვეყანაში შეუძლიათ შესვლა.
ეს მაჩვენებელი საქართველოსთვის პოზიტიურია, თუმცა ყოველდღიური მოგზაურობისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ ისიც, თუ რომელი ქვეყნებია ხელმისაწვდომი – ევროპის, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის, ლათინური ამერიკის თუ სხვა.
რატომ არის მნიშვნელოვანი პასპორტის „სიძლიერე“?
პასპორტი აღარ არის მხოლოდ საბუთი საზღვრის გადასალახად – ის ქვეყნის გლობალური ნდობისა და დიპლომატიური აქტიურობის ერთგვარი საზომია.
მოქალაქისთვის, რომელსაც პასპორტი ბევრ ქვეყანაში უვიზოდ ან ჩასვლისთანავე ვიზის მიღებით უხსნის გზას, მოგზაურობა, საქმიანი ვიზიტები, სწავლა და დასაქმება ბევრად მარტივდება.
შესაბამისად, პასპორტის „სიძლიერე“ ინდიკატორია – თუ რამდენად „ღიაა მსოფლიო“ კონკრეტული ქვეყნისთვის.