დავით მჟავანაძე: არ ვაპირებთ ამ ბრძოლიდან გასვლას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირების შესრულება დაიწყო. სულ მალე მოხდება “ნაციონალური მოძრაობის”, კოალიცია “ცვლილებებისთვის”, “ლელო- ძლიერი საქართველოს“ გაუქმება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ის თავის მეგობრებთან ერთად არ აპირებს გაჩერებას და აქტიურ პოლიტიკაში ყოფნას აანონსებს.
„ჩვენთვის რაც დღეს პაპუაშვილმა განაცხადა არ ყოფილა მოულოდნელი. მისი და „ქართული ოცნების“ სურვილია ქვეყანაში არ ისმოდეს გასხვავებული აზრი და არ უნდათ იყოს ქვეყანაში პარტიები, რომლებიც ხელს შეუშლიან მმართველ პარტიას მავნებლობის გაკეთებაში. პირადად ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა აქვს, რას იზამს ბიძინა ივანიშვილი და მისი დამქაშები… მე, დავით მჟავანაძე, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად არ ვაპირებთ ამ ბრძოლიდან გასვლას. უფრო მეტსაც გავაკეთებთ იმისთვის, რომ ოლიგარქიული რეჟიმი საქართველოში დამთავრდეს და ჩვენს შვილებს არ მოუწიოს რუსეთში ცხოვრება“ , – გვითხრა დავით მჟავანაძემ.
_ რამდენიმე დღეში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება. ოზურგეთში მხოლოდ ორი დეპუტატია ოპოზიციური პარტიიდან დანარჩენი „ქართული ოცნების“ პარტიის წევრები არიან. როგორ შეაფასებდით ამ მოვლენას? – ამ კითხვაზე დავით მჟავანაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა.
„ამ საკრებულოზე მოხდება ბიძინა ივანიშვილის სურვილების დაკმაყოფილება მხოლოდ და მეტი არაფერი. მინდა გითხრათ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ჯერ ქვეყანაში რიგ გარეშე საპარლამენტო არჩევნები და შემდეგ თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. მანამდე იქ შეკრებილ პირებს მოუწევს ბიძინა ივანიშვილის რუსული ოცნებების შესრულება.“ – გვითხრა დავით მჟავანაძემ.
The post დავით მჟავანაძე: არ ვაპირებთ ამ ბრძოლიდან გასვლას appeared first on გურია ნიუსი.