სკოლის ტერიტორიაზე კაცი დაჭრეს
2 November 2025 at 21:49
“მოზაიკას” ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა.
თვითმხილველის ინფორმაციით, დაზარალებული ცივი იარაღით ყელის არეშია დაჭრილი.
“ორი დღის წინ მოხდა. დაჭრილი ვინც არის, ახლაც ჰოსპიტალში მკურნალობს”.
“მოზაიკას” ინფორმაციით, პოლიციამ ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
The post სკოლის ტერიტორიაზე კაცი დაჭრეს appeared first on გურია ნიუსი.