„ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს ოზურგეთის პროკურორი ილია ჯალაღანია ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის გუბერნატორად დანიშნა
“ნაცïიონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ოზურგეთის პროკურორი ილია ჯალაღანია ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის გუბერნატორად დანიშნა. ჯალაღანიას სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
ოფიციალური ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ილია ჯალაღანიას წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა სახელმწიფო რწმუნებულის როლს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელების პროცესში.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტების ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში შესრულებასთან ერთად, პრიორიტეტულია მოსახლეობის საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებზე დროული რეაგირება, რასაც სახელმწიფო რწმუნებულმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს. შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი დაესწრო.
ცნობისთვის, ილია ჯალაღანია „ნაცმოძრაობის“ დროს ოზურგეთის პროკურორი იყო და მის სახელს არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება.
ილია ჯალაღანია პროფესიით იურისტია. ის დღემდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი და პირველი მოადგილე იყო. აქვს სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ჯალაღანია 2021 წლის თებერვლიდან 2022 წლის იანვრამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე იყო, 2016 წლიდან 2021 წლის თებერვლამდე კი – სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი. 2012-2016 წლებში მას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2005-2010 წლებში ჯალაღანია ოზურგეთის რაიონული პროკურორი იყო.
The post „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს ოზურგეთის პროკურორი ილია ჯალაღანია ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის გუბერნატორად დანიშნა appeared first on გურია ნიუსი.