Normal view

Today — 29 October 2025Main stream

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი გადადგა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლაშა ჯოხაძემ თანამდებობა დატოვა.

ინფორმაცია თავდაპირველად Facebook-ში გაავრცელა შსს-სთან აფილირებულმა გვერდმა „ყველაფერი პოლიციის შესახებ“  და დაწერა, რომ ჯოხაძემ „თავისი სურვილით დატოვა თანამდებობა“. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ჯოხაძემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს მის ადგილს.

ლაშა ჯოხაძე თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტზე 2020 წლის აპრილში, ვახტანგ გომელაურის მინისტრობის დროს  დაინიშნა. იგი აქტიურად მონაწილეობდა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების დაკავებაში.

The post თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი გადადგა appeared first on გურია ნიუსი.

❌
❌