Reuters – დონალდ ტრამპი მომავალ კვირას ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს შეხვდება
29 October 2025 at 13:26
დონალდ ტრამპი მომავალ კვირას ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს შეხვდება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტსა და უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის ლიდერებს შორის შეხვედრა 6 ნოემბერს თეთრ სახლში გაიმართება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ, რომელიც უზბეკეთში ვიზიტით იმყოფება, განაცხადა, რომ უზბეკეთის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი ვაშინგტონს მომავალ კვირას ეწვევა.
ამასთან, ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა დონალდ ტრამპს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამიტში მონაწილეობას მიიღებს.