Normal view

Today — 31 October 2025Main stream

ტრამპმა ლტოლვილთა დასაშვები რაოდენობა განსაზღვრა სარეკორდოდ დაბალი მონაცემით, 7500 ადამიანით

31 October 2025 at 01:07

აშშ-ის პრეზიდენტის, ს ადმინისტრაცია მომავალ წელს -ში დაშვებული ლტოლვილების მაქსიმალურ რაოდენობად განსაზღვრავს 7500 ადამიანს, პრიორიტეტული იქნება თეთრკანიანი პირები სამხრეთ აფრიკიდან. ეს ნაბიჯი ნაწილია ძალისხმევისა შეიცვალოს ლტოლვილებთან მიმართებით გატარებული პოლიტიკა, როგორც აშშ-ში, ისე გლობალურად.
ამ მონაცემით, რომელიც ხუთშაბათს გამოცხადდა, მნიშვნელოვნად მცირდება წინა პრეზიდენტის, ს მიერ დაწესებული ზედა ზღვარი, 125 000 ადამიანი. ახალი ნიშნული სარეკორდოდ დაბალია.
30 სექტემბრით დათარიღებულ, ლტოლვილთა შესახებ ყოველწლიურ დოკუმენტში ტრამპი ამბობს, რომ პრიორიტეტი მიენიჭება სამხრეთ აფრიკის თეთრკანიანი უმცირესობის, ე.წ. აფრიკანელების წარმომადგენლებს. ტრამპი მიიჩნევს, რომ ეს ჯგუფი რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლია ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობაც შავკანიანია. სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება ამას უარყოფს.
ტრამპმა იანვარში შეაჩერა ლტოლვითა დაშვება და განაცხადა, რომ ის განახლდებოდა მაშინ, თუკი დადგინდებოდა რომ შეესაბამება აშშ-ის ინტერესებს.
ფორუმი

❌
❌