Normal view

Today — 29 October 2025Main stream

ქართული მაიდანი! – გივი თარგამაძის წერილი ციხიდან

29 October 2025 at 00:27

ბოლო დროს ქოცების მოქმედება ჩვენი, უკვე მიჩვეული გონებისთვისაც კი რთული აღსაქმელი გახდა. ნამეტანი გიჟობაა. ხშირია კითხვები, რატომ აიწყვიტეს ასე ყველა მიმართულებით, რატომ ასეთი ჯირითის რეჟიმში, სად ეჩქარებათ და არის თუ არა ამ მოქმედებაში ეკლექტიკის მიღმა რაიმე მწყობრი სისტემა. ვფიქრობ, ეს აღრევა მეტწილად გამოიწვია ორი სამოქმედო გეგმის ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში განხორციელების მცდელობამ. ერთი გეგმა რუსებისაა, მეორე-ქოცების, უშუალოდ გლუვის (ანუ ბიძინასი). რუსების სამოქმედო გეგმა იმ ქვეყნის მიმართ მოთხოვნების სტანდარტულ პაკეტს მოიცავს, რომლის მთლიანად გადაყლაპვასაც აპირებს. ეს პაკეტი დეტალურად გაასაჯაროეს სთან მიმართებაში და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან საომარი მომქმედებები არ მიმდინარეობს, მოთხოვნები იგივეა. თუ უკრაინაში უკუღმა მოქმედება უწევთ, გეგმის ბოლოდან სათავისკენ, რაც მეტად უჭირთ, ჩვენთან წაღმა მოქმედება გამოსდით, პუნქტობრივად მიყვებიან თავიდან და უფრო უადვილდებათ. მივყვეთ ჩვენც პუნქტობრივად და ვნახოთ, განხორციელების რა სტადიაზეა გეგმა ამჟამად, რა არის შესრულებული და რა არის რიგში. გეგმებში შემდეგი პუნქტებია: ლოიალური ხელისუფლება, დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია, ნეიტრალური სტატუსი. გეგმის სრული შესრულება მიზნად ისახავს ქვეყნის დელეგიტიმაციას, სახელმწიფოებრივი არსებობის ფაქტობრივ შეწყვეტას. გეგმის ყველა პუნქტის განხორციელებას ადგილზე ჰყავს კონკრეტული, პერსონიფიცირებული პასუხისმგებელი, ერთი მთავარი და დამხმარეები. პირველ პუნქტზე პასუხსიმგებელი, ბუნებრივია, თავად გლუვი იყო, მან უზრუნველყო ქვეყნის სათავეში რუსეთის მიმართ სრულად ლოიალური რეჟიმის ჩამოყალიბება და ის არის სტატუს ქვოს შენარჩუნების გარანტორი. ეს პუნქტი სრულად შესრულებულია. შესრულებულია მეორე პუნქტიც -დემილიტარიზაცია. აქ პასუხისმგებელი იყო რუსების მიერ პირდაპირ მოთხოვნილი ყოფილი თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, ღრმად კაგებისტური ოჯახის წარმომადგენელი. მან უზრუნველყო კონტრდაზერვის დეპარტამენტის სრული განადგურება და რუსების მხრიდან მის წარმომადგენლებზე სასტიკი რევანში, ფიზიკური ლიკვიდაციისა და ციხეში ჩასმის ჩათვლით. შემდეგ თავდაცვის სამინისტროში რუსული კადრების გადამწყვეტი დომინაცია დასავლური, მეტწილად ამერიკული ბექგრაუნდის კადრებზე, ადგილზე გენერალურ შტაბში რუსების ფიზიკური შეღწევა და შედეგად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სრული დეგრადაცია. როგორც ვთქვით ეს პუნქტიც სრულადაა შესრულებული.
ამჟამად მიმდინარეობს ყველაზე მოცულობითი, მთავარი, ფუძემდებლური პუნქტის განხორციელება – ესაა დენაციფიკაცია. დენაციფიკაცია დელეგიტიმაციის საფუძველია. ის გულისხმობს ნაციონალური იდეის, ეროვნული თვითშეგნების, იდენტიფიკაციის გაქრობას, ისტორიულ-კულტურული მეხსიერების წაშლას, ისტორიის გადაწერას და არასასურველ პირთა იდენტიფიკაციას. პროცესი, რომლის შეფუთვასაც ქოცები „ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტების აკრძალვის“ გამოცხადებულ ღონისძიებაში ცდილობენ. სინამდვილეში ეს არის ადამიანების პერსონიფიცირებული აღწერა-ინვენტარიზაცია, ზედმეტობის დადგენა, იმ ადამიანური ზედმეტობის, რომელიც ასე აწუხებს გლუვს და რომლის აღმოფვრას ცდილობს მუდმივად ხან დაშინებით, ხან ციხეებში გასტუმრებით, ხან ქვეყნის დატოვების შეთავაზებით. პროცესი მიმდინარეობს ბოლშევიკური ინსტრუქციებით, ამიტომ, რასაც ვიღებთ, ბოლშევიკებისვე ლოგიკით, არის ციხეში ჩასმულთა, გადასახლებულთა და დასახვრეტთა სიები. ასე აღმოფხრავდნენ ბოლშევიკები ზედმეტობას. ესაა გლუვის მთავარი პრობლემა და აქ ის ისევ ეჯახება მთავარ მტერს – დროს. როგორც ვერანაირი ბაობაბებით, ნატვრის თვლებით და ბროწეულებით ვერ მოახერხებს ის, თავისი ვაგლახი სიცოცხლე 200 წლამდე გაახანგძლივოს, ასევე ვერ მოახერხებს 21-ე საუკუნეში დედამიწის ამ გეოგრაფიულ ნაწილში ათასობით ადამიანის დახვრეტას, გაქრობას. უბრალოდ ვერ და დამთავრდა! გადაულახავი დაბრკოლებაა. ჩვენი მებრძოლი, შეწირული წინაპრების მთავარი დამსახურება ისაა, რომ ამ დრომდე მოგვატანინეს. დრომდე, როდესაც ვერ გვხრეტენ. ნებისმიერი რაოდენობის ადამიანთა სასამართლოს გარეშე დახვრეტის მანდატის გარეშე ბოლშევიკებიც დამარცხდებოდნენ. რომ შეეძლოთ, დაუფიქრებლად დაგვრეტდნენ. აი ისინი, ამ დღეებში პირბადის გამო ხალხს ვინც აპატიმრებენ – დაუფიქრებლად გამოკრავდნენ ჩახმახს თითს. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობის წინაპრები ნაღდად დახვრეტილები არიან, ისე აქვთ ტვინები გამორეცხილი, რომ თავისიანების დამხვრეტთა ღირსეულ მემკვიდრეებად იქცნენ და მართალ საქმედ სიმართლის დევნა მიაჩნიათ. ესაა უკვე დენაციფიცირებული მასა. ასეთებად უნდათ აქციონ ყველა, ვისაც თავის ჭკუაში აქ ცხოვრების უფლებას მისცემენ, მაგრამ არ გამოვა ეგ ამბავი. ბელორუსში დახვრეტა არსებობს, მაგრამ ლუკაშენკოც კი უკვე წლებია ვერ იყენებს მას. იმიტომ, რომ ამ დროში ვცხოვრობთ, სადაც მე გივი, დახვრეტილ ბაბუა გივიზე უკვე ზუსტად 30 წლით უფროსი ვარ. კი, სცადეს ბომბით, მაგრამ დარწმუნდნენ, რომ ეს საიმედო არაა, ისეთი, როგორც ტყვია კედელთან. გასაკვირი არაა, რომ დენაციფიკაციაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა . მამის აღტკინება გამოყვა, მაგრამ გასაქანი აქვს შეზღუდული. ამ პროცესის შიგნით სხვადასხვა მიმართულებას ასევე ჰყავს თავისი პასუხისმგებელი. წულუკიანის კომისიამ უკვე შეასრულა ისტორიის გადაწერის ფუნქცია, თავისი დასკვნით 200 წლის ომთან დაკავშირებით და საფუძველი შეუქმნა პარტიების, პოლიტიკოსების აკრძალვას. წულუკიანი რელიგიურ ძეგლების განადგურებასაც აკონტროლებს. აქაც პრობლემა აქვთ – მეფის რუსეთის დროს ფრესკებს შეათეთრებდნენ, ბოლშევიკების დროს ტაძრებს ააფეთქებდნენ, დღეს კი უწევთ უმოქმედობის ინიცირება, იმისათვის, რომ ეს მემკვიდრეობა მიწასთან გასწორდეს და დაგვავიწყდეს. საბედნიეროდ, ამდენი დრო არ აქვთ. არასამთავრობოების ამოძირკვაზე მუშაობს რაჟდენ კუპრაშვილი. სავარაუდოდ, ის იქნება თავისუფალ მედიაზე მომავალი გენერალური შეტევის სათავეშიც. აი, განათლების „რეფორმას“, რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძის დედა ხელმძღვანელობს. ისიც, მინდია ჯანელიძის მსგავსად, ძირძველი კაგებისტური საუნივერსიტეტო ოჯახის წარმომადგენელია და მისი უფროსი ბიძა იყო, თავად ის ე.წ. „პრემიერის“ უფროსია ახლაც, ისევე, როგორც მისი მამის უფროსი იყო ყოველთვის. განათლების სისტემის განადგურების ხელმძღვანელობის შანსს ის არ გაუშვებდა ხელიდან, ამიტომაც მგონია მისი პროდუქტი. მოკლედ, დენაციფიკაციის პუნქტი პაკეტის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია, მაგრამ ამავე დროს, ყველაზე პრობლემატურიცაა, ამიტომ მის ბოლომდე შესრულებას ვერ დაელოდებიან და პარალელურად დაიწყებენ ბოლო, ნეიტრალიტეტის პუნქტის შესრულებას. ვფიქრობ, ამ მხრივ რუსები მაქსიმალურად აჩქარებენ და აწვებიან, უკრაინაში მათი შანსების გაურესებიდან გამომდინარე, რათა იქ წარუმატებლობის შემთხვევაში აქ მაინც შერჩეთ ფორმალიზირებული, ასე ვთქვათ ბეჭდიანი გამარჯვება, რაც ნეიტრალური სტატუსის შესახებ საკოინსტიტუციო ჩანაწერს გულისხმობს, რომელიც ჩაანაცვლებს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური არჩევანის შესახებ კონსტიტუციის 78-ე მუხლს. პროცესის დაწყებაზე რუსების დავალება უკვე მიღებულია, რადგან უკვე გამოჩნდნენ ოკუპანტთა მესინჯერები ამ მოთხოვნით. მათი გამოჩენა, ფაქტობრივად, ხმოვანი სიგნალია – კრემლიდან დეპეშა მოვიდა. ამ დეპეშებს ისინი რეჟიმისთვის მიწერილი პერსონალური წერილების სახეს აძლევენ, რომელთა საფუძველზეც რეჟიმი დაუყონებლივ იწყებს მოქედებას. გვახსოვს, ასეთი წერილი მისწერეს ნანა კაკაბაძემ და გელა ნიკოლაიშვილმა რეჟიმს წულუკიანის კომისიის შექმნის აუცილებლობაზე და კომისია, არა მხოლოდ მყისვე შეიქმნა, არამედ უკვე მუშაობაც დაასრულა მოღალატეობრივი აქტით. ვატო შაქარიშვილმა მისწერა წერილი არასამთავროების განადგურების აუცილებლობის შესახებ და მყისვე რაჟდენ კუპრაშვილი აღიჭურვა შესაბამისი დავალებით, უფლებამოსილებით და დაიწყო მოქმედება. ამჟამად ეს პერსონები ერთ ნაგვის გროვად გაფორმდნენ, დაირქვეს „ერთიანი, ნეიტრალური საქართველო“ და მოითხოვეს ამ საკითხის რეფერენდუმზე გატანა. ამ მოთხოვნას მყისვე აყვა ქაქის გარნირი – ხაინდრავები, უცნობები და მსგავსები. რეფერენდუმს, ვფიქრობ, ვერ გარისკავენ, აი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების გზით კი აუცილებლად წავლენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ პარტიების გაუქმების შემდეგ რეჟიმი უკვე გაზაფხულზე დანიშნავს საპარლამენტო არჩევნებს. ვფიქრობ, ირაკლი კობახიძის ციკლი ამ რუსული პაკეტის ბოლომდე შესრულების ვადით შემოისაზღვრება. ხსენებული კაგებისტური წარმომავლობის გამო, არ გამოვრიცხავ, ის პრემიერად რუსების მხრიდან, მინდია ჯანელიძისავით მოთხოვნილი თუ არა, მხარდაჭერილი კადრი მაინც არის. ვფიქრობ, ამ არჩევნებზე ქოცებს სწორედ ის გაიყვანს. ჩემი აზრით ს შემდეგ მას პარლამენტში დააბრუნებენ, რათა უშუალოდ უხელმძღვანელოს პროცესის დასრულებას – საკონსტიტუციო ჩანაწერის მიღებას, რის შემდგომაც მისი მისია ამოიწურება და გლუვს შეეძლება ჩირად გამოაშროს, ვინმეს აჩუქოს ან სათავსოში შეინახოს. ჩემი აზრით სწორედ ასეთ განვითარებას მოითხოვენ რუსები და კარგი იქნება, ამ თემაზე, საგაზაფხულო საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში მოქმედების ერთიანი ხედვაზე დისკუსია ახლავე დაიწყოს, მერე ისევ ცაიტნოტში, რომ არ მივიღოთ აქეთა ნაპირიდან ისევ რადიკალურად საპირისპირო მოქმედებები, მით უფრო, რომ მაგ დროისთვის ახალი მოთამაშეები გამოჩნდებიან პოლიტიკურ ველზე. რაც შეეხება გლუვის დღის წესრიგს – ის ორი მიმართულებით ვითარდება. ერთი შიდა ამბებია და აქ რაიმე მწყობრი გეგმის ძიება სრულიად ფუჭია. ეს არის მისი, გლუვის, ნახევარი ნაოჭის მუდმივი ანთების, ეჭვიანობის, ბრაზის, წყენის ანარეკლი. ეს ყველაფერი გროვდება, ერთმანეთს ედება და ბოლოს გამოხეთქავს, ოღონდ, როდის და რა მიმართულებით, კაცმა არ იცის. ამ უკვე გამოხეთქილზე გლუვის აგრესიის მიმართულების კორექცია შესაძლებელია ჭორების და ყურში ჩაჩურჩულების გზით, რასაც მიხვდა და ცდილობს ეს ფაზა სათავისოდ გამოიყენოს. გამომწვევ მიზეზებს რაც შეეხება, მაგალითად, ლილუაშვილზე, ერთმანეთს მიეწყო ამერიკაში გლუვის მესიჯის ვერ მიტანა, თანაც, გლუვმა გადაწყვიტა, რომ ლილუაშილმა მისი საქმეები ვერ დაალაგა, თავისი კი მოაკვარახჭინა და სანქციებს ასცდა. მერე მთავარი ბიტკოინმტრის ქვეყნიდან გასვლა, ბოლოს ჯანგველაძის მკვლელობა და ეგაა. ღარიბაშვილმა, როგორც ჩანს, მაქსიმალური აჭრილობის, დროს, აი კალაძესთან გინებნარევი ურთიერთგადაძახილისას, კობახიძისთვის დარტყმის და მყისვე ყაველაშვილის, მდინარაძის და კობახიძისგან მაგარი ცემის დროს, თავი ვერ შეიკავა და გლუვიც მოიხსენია. საკმარისზე მეტია. ფარცხალაძე-რომანოვი მთლად ჯანგველაძის ამბავია. მერე ეს გლუვში ისევე, როგორც ყოველივე, კონვერტირდება კონკრეტულ თანხებში – რადგან ვერ გაამართლეს, რაც აკეთეს დააბრუნონ. ამის უზრუნველსაყოფად ვიღაცები ციხეში, ესენი ტყვეობაში, წაღებულის პატარა ნაწილი ბიუჯეტში, დიდი – გლუვთან. თავისუფლებაზე ჩემი მეზობელი მილიონიანი გირაოთი და შიდა სატუსაღოში, აქაური ჩემი მეზობელი კი, მისი რომეო და ჯუ-ლეიტა არა-ანშური – სევდაში. გლუვის დღის წესრიგის მეორე პუნქტი და მისი მუდმივი ვერ შესრულება მნიშვნელოვნად იწვევს პირველ პუნქტსაც და ზოგადად, გიჟურ აფეთქებებს ნახევარ ნაოჭში. ამ პუნქტს გლუვი ვერ ერევა და ვერც მოერევა. ესაა პროტესტი და რუსთაველი. მერწმუნეთ, ეს ერთი პუნქტი გადაიყოლებს საბოლოოდ რუსული დღის წესრიგის მთელ პაკეტს. მასობრივი გადასახლებისა და დახვრეტების გარეშე ეს პუნქტი ვერ შესრულდება და სულ რომ ყირაზე დადგეს, გამოვლენილ ზედმეტობას გლუვი ვერ მოერევა, რადგან სწორედ ეს მისთვის და რუსებისთვის ზედმეტობა არის საქართველო და ეს ზედმეტობა იბრძვის, არ ნებდება და არც დანებდება. რუსები და ქოცები ხშირად წუხან – ესენი მაიდნის ორგანიზებას ცდილობენო. არადა, ჩვენ, აქეთა ნაპირზე, ჯერ ბოლომდე ვერ ვხდებით, რომ უკვე ერთი წელია გვაქვს ქართული მაიდანი. მე ოთხი შემდგარი მშვიდობიანი რევოლუციის დაგეგმვასა და განხორციელებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული და არც ერთი მათგანი არ იყო მეორეს იდენტური. საერთო მდგენელის – მშვიდობიანი ცვლილებების – მიღმა, ყველა განსხვავებული იყო. აქაც ასეა – აუცილებელი არაა საბურავები იწვოდეს და ნამდვილი ტყვიები დაფრინავდეს. უკრაინული მაიდანი ხომ არ იყო დაკავებული სამთავრობო შენობები, რეჟიმის დატყვევებული წევრები. ეს იყო კონკრეტული ტერიტორია ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში, რომელიც დაიკავეს თავისუფლებისთვის მებრძოლებმა და შეინარჩუნეს მანამ, სანამ რეჟიმი არ გატყდა. ასე, რომ ჩვენ გვაქვს ლოკაციაც – რუსთაველი, პროცესიც – ერთწლიანი პროტესტი და მიზანიც – გაძლება. ჯარიმებს უკვე გავუძელით, პატიმრობებსაც ვუძლებთ. უკრაინელებმა ნამდვილ ტყვიებს გაუძლეს, ჩვენ სასტიკ დარბევებს. პატიმრობა მძიმეა, მაგრამ არა გამოუსწორებელი, ამიტომ გავუძლებთ. მითუმეტეს, როდესაც ქუჩაში მთავარ სიტყვად სოლიდარობა იქცა. სოლიდარობა უზრუნველყოფს პროტესტის უწყვეტობას, უწყვეტობა კი გამარჯვებას!

Yesterday — 28 October 2025Main stream

„ქართული ოცნება“ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, ირაკლი კობახიძეს იბარებს

28 October 2025 at 12:27

ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრს ს იბარებს.
კობახიძის ინტერპელაციის ფორმატში მოსმენა ნოემბრის ბოლო კვირას გაიმართება.
პარლამენტის თავმჯდომარის ს ინფორმაციით, კითხვები, რომელსაც მ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა უპასუხოს, განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.
პარლამენტში პირველი ინტერპელაცია ხვალ გაიმართება. ინტერპელაციის პროცედურით „ქართულმა ოცნებამ“ ინფრასტრუქტურის მინისტრი მოიწვია.

Before yesterdayMain stream

პროკურატურამ გიული ალასანიას უნივერსიტეტზე გამოძიება დაიწყო

27 October 2025 at 11:25

პროკურატურამ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ პროკურატურას 17 ოქტომბერს მიმართა. გურგენიძის თქმით, „წინა ხელისუფლების დროს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების დიდი ნაწილი მიიტაცა ყოფილი პრეზიდენტის [ს] ოჯახმა“. მან გიული ალასანიას უნივერსიტეტისთვის (საქართველოს უნივერსიტეტი) ქონების დაყადაღება და შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტისთვის გადაცემა მოითხოვა.
პროკურატურის განცხადების თანახმად, გურგენიძე განცხადებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული, თბილისში კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებისა და სპორტული მოედნების) შპს ,,საქართველოს უნივერსიტეტზე“ უკანონო პრივატიზების ფაქტებზე მიუთითებდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 24 ოქტომბერს დაიწყო.
ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტების საკითხი მოხვდა „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნაშიც, რომელსაც ხელმძღვანელობდა. დასკვნის წარდგენისას თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყანაში დამკვიდრებული „არაჯანსაღი მართვის მოდელი კორუმპირებული იყო“.
წულუკიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი მმართველობის განმავლობაში ადგილი ჰქონდა კანონგარეშე პროცესებს, რომელთა მიზანსაც ბიზნესისა და სხვა კერძო მესაკუთრეების რეკეტი და ტერორი წარმოადგენდა. ამ კონტექსტში წულუკიანმა ისაუბრა ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტების ქონებებზე. მისი თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო ქონება სააკაშვილის და მისი გარემოცვის წყალობით, გიული ალასანიამ ხელში ჩაიგდო.
„ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას ტექნიკური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა 1 ლარად, „თავხედურად“ გადაეცა და საინტერესო იქნება გამოძიების მიერ ამ საკითხის შესწავლა.
საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის, კონსტანტინე თოფურიას განცხადებით, ამ საქმეს სამართლებრივად არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. მისი თქმით, საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ კამპანია დაარსების დღიდან არსებობს და სინამდვილეში არსებული ქონება საქართველოს უნივერსიტეტმა ეკონომიკის სამინისტროსგან შეიძინა.

ნიკა გვარამია: როცა დიქტატურის მოახლოებული წაქცევის ამდენი ინდიკატორია სახეზე, წლებზე აღარ მიდის თვლა, არამედ – თვეებზე

26 October 2025 at 12:00
 “ახალის” ლიდერი :
წინა კვირის რამდენიმე საკითხს გამოვეხმაურები:
1. დავიწყებ ჩემი მხარდაჭერით ახალი პოლიტპატიმრების მიმართ. ყველას და, მათ შორის, ჩემს მეგობრებს ვახო სანაიას, ქეთა ციცქიშვილს და ნინო სვანიძეს სრულ სოლიდარობას ვუცხადებ. პოლიტიკურ პატიმრებზე (თან ამ რაოდენობით) უტყუარი ინდიკატორი იმისა, რომ დიქტატურა წაქცევის პირასაა, ბუნებაში არ არსებობს.
2. დიქტატურის წაქცევის მეორე ინდიკატორიც სახეზეა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა და ქართული ონცებისთვისაც კი გამორჩეული სიგიჟე, პოლიტიკოსების (ინდივიდების) აკრძალვა 🙂
3. დიქტატურის წაქცევის მესამე ინდიკატორიც სახეზეა: პოლიტიკური გამოხატვის (საპროტესტო აქცია, მაგალითად) კრიმინალიზაცია და მთლად გაუგონარი, პოლიტიკური აზრის აკრძალვა. პოლიტიკური აზრის აკრძალვაა სწორედ პასიური საარჩევნო უფლების ანტიკონსტიტუციური ჩამორთმევა პოლიტიკური პარტიის წევრობისა თუ მხარდაჭერის გამო.
4. დიქტატურის წაქცევის მეოთხე ინდიკატორიც სახეზეა: საკუთარი შვილების ჭამა, როგორც მათ გარანტირებულად, ისე სხვების შესაშინებლად. ბევრს არ შევყოვნდები ამ საკითხზე, არ ვიმარჩიელებ ღარიბაშვილი-ლილუაშვილი-ფარცხალაძის საკითხზე. ფაქტი ერთია: ასე გულისამრევად ივანიშვილი არავის არ მოქცევია, ს გარდა. ჩამორთმეული ბავშვების ლეპტოპები (სტიკერებზე ჩანდა, რომ შილების იყო), ცოლების, დედებისა და დების სამკაულები, ყოფილი თანამდებობის პირების საათები. რომელი არ გვქონდა აქედან ნანახი? ან რა 7 მილიონი, რატომ 70-ჯერ 7 არ აქვს თითოეულს, ვინ არ იცის ეს ქოცებში? მეტიც, რიგითი ქოცები, ამომრჩეველიც კი იმ ჭკუაზეა, რომ როცა ,,გაიზრდება” კორუმპირებული გამოვიდეს და ფული იშოვნოს:) ან რომელ კორუფციაზე ლაპარაკობს პარტია, რომელმაც თბილისის მერად მესამე ვადით კალაძე წამოაყენა? კორუფციას რომ ერთეული ჰქონდეს, ის კალაძეში გაიზომებოდა 🙂 ბიძინა კორუმპირებული არაა, ის მატერიალიზებადი კორუფციაა. მაგალითად, წლებია ვითხოვთ ამ კაცის მიერ გადახდილი გადასახადები გამოაქვეყნონ. არ არსებობს ასეთი რამ! ივანიშვილი არც ერთ იურისდიქციაში არც ერთ გადასახადს არ იხდის ყველაფერ დანარჩენს რომ შევეშვათ, ამაზე მეტი კორუფცია შეუძლებელია სახელმწიფოს მიმტაცებლის მხრიდან. ათობით მილიარდ ლარზე ვლაპარაკობთ რომ გვესმოდეს.
5. დიქტატურის წაქცევის მეხუთე ინდიკატორიც სახეზეა: სისტემური ოპოზიცია. სწორედ დღეს იქცა გახარია სრულფასოვან სისტემურ ოპოზიციად. სხვა არაფერი ქვია პარლამენტში მის დაბრუნებას. პოლიტიკა მოკვდა პარლამენტში ოპოზიციის არ შესვლის გამოო, ხშირად ისმის ცალკეული ექსპერტების, პოლიტიკოსების თუ ჟურნალისტებისგან. კი არ მოკვდა, პოლიტიკა გაცოცხლდა მანდატებზე უარით. ჩვენი ციხეში ჯდომა მილიონჯერ უფრო აზიანებს რეჟიმს, ვიდრე ჩვენი პარლამენტში ჯდომა დააზიანებდა. აღარაფერს ვამბობ იმათზე, ვინც გარეთაა და იბრძვის. პროტესტიც და რეჟიმის დეგრადაცია დგას პარლამენტის არალეგიტიმურობაზე და რამდენიც არ უნდა იყვიროს მავანმა, რომ არა მანდატებზე უარი, ბედნიერად იქნებოდა ‘’ოცნება” 2028-მდე. უცხოელებიც გააგრძელებდნენ ცხოვრებას ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე და არც პროტესტი იარსებებდა და მი უფრო 1 წლიანი (დღეის მდგომარეობით). ამის მტკიცედ მწამს და კიდევ იმის, რომ პოლიტიკოსები ფუნდამენტური გადაწყვეტილებების მიღებისას ამომრჩეველს უნდა ემორჩილებოდნენ. ვისაც არ სჯერა, იმავე გახარიას 3% იხილოს ე.წ. ადგილობრივ არჩევნებზე.
6. დიქტატურის წაქცევის მეექვსე ინდიკატორიც სახეზეა: სოციალური ინჟინერია. ზუსტად ახალი სოციალური კასტების გაფართოვების ანონსია განათლების კონტრ-რეფორმა, რომელიც მ წარმოადგინა. 11+3+1 სისტემა არის განაცხადი, რომ საქართველოში ღარიბი ოჯახის შვილს არავითარი შანსი არ აქვს სოციალურ კიბეზე ზემოთ ანაცვლების, რა გინდ ნიჭიერი, შრომისმოყვარე და სწორი ღირებულებებისა არ იყოს. ეს არის განაცხადი, რომ საქართველო უბრალოდ პატარა სოფელი კი არაა, არამედ უამბიციოთა, ღარიბთა და გაუნათლებელთა პატარა სოფელი, საიდანაც ყველა გაიქცევა, ვინც საშუალო კლასს წარმოადგენს და ამის მინიმალური შესაძლებლობა აქვს. დიახ, ამ სოციალური მოდელირების მთავარი მიზანი საშუალო კლასის მკვლელობაა, იმათი, ვისზეც დგას ყველგან და ყოველთვის ცვლილებების მოთხოვნა, პროტესტი, წინააღმდეგობა და ზოგადად ყველანაირი პროგრესი. ივანიშვილის საქართველო მისი ამომრჩეველია: ძალიან ღარიბები (80%), მისი მოხელეები (19%) და ძალიან მდიდრები (1%). ზუსტად ასეთი უნდა იყოს მთელი საზოგადოება, თუ არ არის – ასეთად გახდეს, ესაა ამ კონტრ-რეფორმის მოკლე შინაარსი.
7. დიქტატურის წაქცევის მეშვიდე ინდიკატორიც სახეზეა: დაუმორჩილებელი ელიტების განადგურება. 1 ფაკულტეტი – 1 ქალაქი და 3+1 უმაღლეს განათლებაში, ცხადია, ილიაუნის განადგურების ღია განაცხადია, ასევე, რეორგანიზაციის გამოცხადებით, ყველა „არასაჭირო“ პროფესორის სისტემიდან დათხოვნის, ისევე როგორც და სხვათა შორის, მასწავლებლების სისტემიდან გაშვებას მოიტანს 11 წლიანი სასკოლო ანტირეფორმა. დაისჯება სამედიცინო ელიტაც – უცხოელი სტუდენტების აკრძალვა სამედიცინო უნივერსიტეტის ფინანსური თვითკმარობის განადგურებაა. მასაც თსუ-ს შეუერთებენ, ან გადაიტანენ, ვთქვათ, თელავში ან ქუთაისში. დაისჯება არტისტული ელიტა – ათჯერ ახსენეს სახელოვნებო სასწავლებლები. დაისჯება, აბა რა ?! ამდენი მსახიობი და რეჟისორი მიტინგზე, რა ამბავია?! ლოგიკით 😊 პლიუს მშვენიერი შენობა რუსთაველზე.
განათლების კონტრ-რეფორმა მეცნიერების მკვლელობაცაა – ანუ, მომავლის. 11+3+1 ყველაფერთან ერთად, და ყველაზე მეტად, გამორიცხავს სადოქტორო და პოსტსადოქტორო პროგრამებს და კვლევებს. რა ვიცი, საქართველოში შესაძლებელი თუა მაღალტექნოლოგიური დარგების კვლევითი განვითარება და მე არ ვიცი, გამიხარდება, ან მარტო ფილოლოგები, იურისტები და ისტორიკოსები თუ გვჭირდება, ok. აი აკადემიური თვალსაზრისით ზუსტად ესაა პატარა სოფელი.
8. დიქტატურის წაქცევის მერვე ინდიკატორიც სახეზეა: სრული საერთაშორისო იზოლაცია, ამჟამად უკვე ფორმალურიც. დიახ, პირველად ევროსტრუქტურების დატოვებაზე ოფიციალური განაცხადი, შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ ეს კონტრ-რეფორმაა. 11+3+1 სამივე კომპონენტში გამორიცხავს ბოლონიის პროცესის ნაწილად საქართველოს მოაზრებას და სრულად ჩამოაშორებს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს. ბოლონიის პროცესი აკადემიური სამყაროსთვის ზუსტადაც რომ ევროსტრუქტურად შეგვიძლია ჩავთვალოთ, თან უმაღლესად. ეგაა განათლების ევროკავშირიც, ევროსაბჭოც და გაეროც. და ჩვენ ფორმალურადაც გავდივართ ამ ყველაფრიდან. გერმანიის ელჩის ფაქტობრივი გაწვევასაც თუ დავამატებთ, ფინეთის საგარეო მინისტრის (და ეუთოს თავმჯდომარის) დაჯარიმებას და იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ -ს ელჩიც არ გვყავს კარგა ხანია, იზოლაციაა, თან უღრმესი. ხო, მართლა, 11 წლიან ატესტატს ვინ აღიარებს (სხვათა შორის, მათივე შიდა კანონმდებლობის დარღვევით)? გამოიცანით – . ასე რომ, სრული აკადემიური იზოლაცია არ გვემუქრება 😊 საჭირო კარი ღია რჩება 😊
9. დიქტატურის წაქცევის მეცხრე ინდიკატორიც სახეზეა: ქოცებს ფული უჭირთ, ბიუჯეტის შევსების პრობლემა აქვთ. ამაზე საუბარი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ბიძინამ ფულის ამოღება დაიწყო საკუთარი ჩინოვნიკებისგან. ამაზე აღარ შევჩერდები. თუმცა, განათლების კონტრ-რეფორმის ერთ-ერთ ხაზგასმული მიზეზიც სრულიად პროზაულია: ფულის ეკონომია. თუ დავაჯამებთ გამოთავისუფლებულ სახსრებს, ასევე გამოთავისუფლებული შენობების გაყიდვით მიღებულ შემოსავალს, ჯამში მილიარდ ლარზე ავალთ უახლოეს 2 წელიწადში. განათლების ხარჯზე საბიუჯეტო ეკონომია კი უკვე ფისკალურ ენაზეა პატარა სოფელი. არ გამოვა ეგ ამბავი, ისევე როგორც მთელი ეს კონტრ-რეფორმა რადგან ზემოთ ნათქვამი “უახლოესი 2 წელი” ქოცებს არ აქვთ. როცა დიქტატურის მოახლოებული წაქცევის ამდენი ინდიკატორია სახეზე, წლებზე აღარ მიდის თვლა, არამედ – თვეებზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტ ბილალ ერდოღანს შეხვდა

25 October 2025 at 18:07

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტ ბილალ ერდოღანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტ ბილალ ერდოღანს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, სტრატეგიულ პარტნიორობას და სპორტის სფეროში თანამშრომლობას შეეხო.
განიხილეს თბილისში ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობა. ბილალ ერდოღანმა პრემიერ-მინისტრს ჩემპიონატის მასპინძლობისა და მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
ბილალ ერდოღანი საქართველოში საქართველოს სპორტის სამინისტროს მოწვევით, ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით იმყოფება.
ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ჩემპიონატი 25 ოქტომბერს გაიმართება. გამარჯვებულები აბსოლუტურ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან.

❌
❌