გია ხუხაშვილი: პრინციპში, ამ გადაწყვეტილებით, არც თუ შორეულ მომავალში …

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი:
პრინციპში, ამ გადაწყვეტილებით, არც თუ შორეულ მომავალში, ქართული ოცნების აკრძალვას ჩაუყარეს საფუძველი…

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი:
პრინციპში, ამ გადაწყვეტილებით, არც თუ შორეულ მომავალში, ქართული ოცნების აკრძალვას ჩაუყარეს საფუძველი…

პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, ოცნების ინიაციატივას, ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე, ეხმაურება და წერს:
ამაზე კარგ საქმეს ივანიშვილის ბანდა დღეს ვერ გააკეთებდა. მეგობრებო, არჩევნებია ქვეყანაში გაუქმებული და პარტიის იურიდიული რეგისტრაცია ვის რა ჯანდაბაში სჭირდება. პარტია, მისი წესდება, სტრუქტურები არსებობს არჩევნებისთვის და არა პირიქით. მოდით სხვა კუთხიდან შევხედოთ.
პირველი და უკანასკნელი ლეგიტიმური პრეტენზია ოპოზიციის მიმართ არის, რომ ვერც ერთ კრიტიკულ სიტუაციაში ვერ გაერთიანდა. ყველა თავის პარტიულ იდენტობას უფრთხილდებოდა. მრავალფეროვნებაზე ღაღადებდა. ერთმანეთში არ უნდა ავიზილოთ. ვინ მოთვლის “არგუმენტებს”. სინამდვილეში, ყველას თავისი ფორმალური და არაფორმალური თავმჯდომარე ყავდა, ზოგს ორი, ყველას თავის პატარა რაიონული თავმჯდომარეები ყავდა, ვისაც სიაში უნდოდა. გენ მდივნებს, რეგ/პოლიტ/სტრატეგ-დეპებს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეებს და ყველას ურიცხვ მოადგილეებს ვინ მოსთვლის. პარტიის ნომრებზე არაფერს ვამბობ. დღემდე მყარია რწმენა, რომ ნომრით იგებ არჩევნებს. ამ იურიდიული გარსისთვის, გნებავთ ჩონჩხისთვის, აგერ მეცამეტე წელია ვხოცავთ ერთმანეთს, სანამ ყველაფერი არ გამოიშიგნა და გამოშიგნულსაც ვერ ველევით. ამას ყველაფერს აზრი ოდნავ ნორმალურ ქვეყანაში აქვს. მორჩა ხალხნო! არჩევნები აღარაა, პოლიტიკა მოკლა ბიძინამ და ამ გადამხმარ ფუფხს ნუ მივსტირით. დისიდენტების ეპოქა დადგა, თავგანწირული არაფორმალების. აი ისეთების სსრკას ეპოქიდან რომ გვახსოვს და გიჟებს ვეძახდითძალიან კარგი, ხვალიდან აღარ იქნება პარტიულ ჩონჩხს მიწეპებული ადამიანები. ვისაც ბრძოლა უნდა, ადამიანებს შეეძლებათ, სუფთა ფურცლიდან იურთიერთოს ერთმანეთთან. ამაზე დიდ საჩუქარს ამ ვითარებაში, ოცნება ვერ გაგვიკეთებდა. სინამდვილეში, ოპოზიციის თვითდაქუცმაცების საუკეთესო ინსტრუნეტს თავად აუქმებს რეჟიმი
ამიტომ დიდი მადლობა ბატონ ბიძინას ცხონებული ღარიბაშვილის ხმით

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე:
,,კითხვა მაქვს:
“ყველამ მოუსმინა არაბი ინვესტორის წარმომადგენელს?
(ინტერვიუ “იმედზე” იყო სამიოდე დღის წინ)
რაიმე დაფარა, ღიად არ თქვა, რასაც აპირებენ?!
არაბებმა იყიდეს 550 ჰა თბილისის შემოგარენში,
250 ჰა გონიოს პოლიგონი (ბათუმთან).
ვისთვის ვაშენებთო, ვინ უნდა შემოვიყვანოთო, –
გაუგებარი დარჩა? არაბებმა იყიდეს ოფიციალურად,
მართალია არალეგიტიმური ხელისუფლებისგან, მაგრამ
იყიდეს: ამ “ხელისუფლებამ” დაუშვა უტიფრად და ღიად
უზარმაზარი მიწის ნაკვეთების გაყიდვა.
თუ გონება და გრძნობა ატროფირებული არ არის, –
რაიმე კითხვა დარჩა კიდევ?!
ასე უტიფრად როცა იქცევა ხელისუფლება და მას
მხარდამჭერები ჰყავს, – ერთი მითხარით, რა ჰქვია
ამ მხარდამჭერებს?
კარგად გაიაზრეთ ქართველთა დიდი გაერთიანების
ინიციატორების განცხადებები… თუ არ გნებავთ, მალე
ტრაგედიის წინაშე აღმოვჩნდეთ!
ვითომ პროტესტანტები რომ არიან, –
საერთოდ, ქვეყანაში არსებული უმსგავსოება და/ან
ქვეყნის მიწების გაყიდვა თუ გაუპროტესტებიათ?
არაფორმალური მმართველობა თუ გაუპროესტებიათ? 🙂
აბა, რას აპროტესტებენ?!
“ჩელიაბინსკში” არ უნდათ და “შინ ბრიუსელში” უნდათ,
ხომ? 🙂
ამ პროტესტებს რომ “ოცნების” სასარგებლო შედეგი
მოაქვს, – არ ჩანს? “ოცნება” კი მშვიდად ატყუებს მთელ
ქვეყანას:
ნაციონალურ მოძრაობასთან პრაქტიკულად გაერთიანებული, მხოლოდ აგრესიული ნაცმოძრაობის
მარგინალური ნაწილის “ჩახსნას”/”აკრძალვას” ცდილობს!
ევროპას ამის არაფერი საწინააღმდეგო აქვს: ორივე მხარე
ერთნაირად მარიონეტი და მორჩილი იქნება.
“ოპოზიციურ პარტიებსაც” ჩახსნიან, ვინც ამ ორს ხელს უშლის, რასაც არ ჩახსნიან, მომსახურე პარტიებად აქცევენ,
რაღაც ნამცეცებს გადაუგდებენ.
არაფორმალური მმართველი?
მისთვის სულერთია: დღეს ქუჩას ვინც მართავს და
მოტყუებულ ახალგაზრდებს, ის ახდენს კიდეც შიდა
გადატრიალებას და “კორუფციის” წინააღმდეგ “ძლევამოსილ გამარჯვებას აღწევს”, ცხადია,
“დიიპ სტეიტს” უკვე კუდით ქვა ასროლინეს!
აი, ესაა სურათი!
რაღაც სჭირს ქართველს მასაში, თორემ ასე არ
გაიბითურებდა თავს, თუმცა, გასაკეთებელი მაინც
გაკეთდება, თუ არ გვინდა მალე საერთოდ დაიკარგოს
ეს ქვეყანა!“

ონისე ოქრიაშვილი დგას ოპერასთან, სადაც ქოცებს მასწავლებლის რაღაც ჯილდოს ღონისძიება გაუმართავთ.
ალბათ რამდენიმე ასეული მასწავლებელი იჯდა დარბაზში და მხოლოდ ონისე ამბობს სათქმელს.
რა ფასი აქვს მაგ ჯილდოს?“ — წერს ლევან ღამბაშიძე

წინა ხელისუფლების დროს განხორციელებულ განათლების სისტემის წარმატებულ რეფორმაზე აკეთებს მინიშნებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე:
“ეროვნული გამოცდების დროს მინისტრის და მუშის შვილი ერთნაირი ღელვით ელოდა შედეგებს.
არ გვინდა ასეთი საქართველო?! არსებობდა შევარდნაძის მმართველობის მოდელიც, მხოლოდ დაწინაურებული კლასის შვილებისთვის განათლების მიღების ხელმისაწვდომოდა.
დავუბრუნდეთ წუმპეს, იქნებ ასე მაინც გაიხსენოს ხალხმა საიდან დააღწია თავი ქვეყანამ“, – წერს ეკა ხერხეულიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

რესტორან „ქვევრის” მფლობელი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ მისმა მეგობარმა ამიკო ჯანელიძემ გაავრცელა. მოგვიანებით კი სამწუხარო ინფორმაცია დადასტურდა.
ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გავრცელებული ინფორმაციით კი იგი გულის შეტევით გარდაიცვალა.
ბასლანძეს სოციალურ ქსელში მეგობრები და ოჯახის წევრები ემშვიდობებიან
ზურა ხაჩიძე:ღმერთო ეს რა უბედურება დაგვატყდა თავს,ეს რა სასჯელია,ვინც გვიყვარს ასე ნაადრევად რომ მიგყავს შენთან! უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი სადაც მართალნი განისვენებენ!ამინ ძალიან მაგარი ბიჭი აღარ გვყავს ბასლა!
ლალი მოროშკინა: მოვრჩეთ ამდენ შუღლს, ბოღმას, დაპირისპირებას! მერამდენე ბიჭს უსკდება გული! არ მჯერა მინდა ტყუილი იყოს კარგით რა…
ნოე სულაბერიძე: დაუჯერებელი ტრაგედიაა! ნათელში იყოს შენი სული ლაშა.
ნატო გელაშვილი: ჩემო გულიანო და კარგო ბიჭო რა დავწერო. დამადუმა შენმა გარდაცვალებამ.
ნინი შერმადინი: შენ მოგიკვდი მე! ჩემო სიკეთის ბიჭო! მე რომ მშობლები დამეღუპა, მარიამი თბილისში დამრჩა, უვიზოდ, უმეურვეოდ, ლაშა ბიძამისის პანაშვიდებიდან დარბოდა ჩემთვის ბავშვის საბუთების მოსაგვარებლად, ჩემი ტკივილი უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის ვიდრე თავისი. ლაშას დედას კიდევ მილიონი მადლობა ყველა იმ დახმარებისთვის რაც მე ვიცი და არ ჩამოვთვლი. დავანებოთ სალომეს თავი,რომ ის ჩემი დაქალია, ლაშა ჩემო ძამიკო, მეგობარო, ამაგიანო და გულიანო ბიჭო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის! რანაირად მატკინე გული სალომე ბაკურაძე, როგორ მოვიდე ან რით განუგეშო არ ვიცი, სანტის და ელენეს რა ვუთხრა.
ცნობისთვის, ლაშა ბასლანძე პროდიუსერი და რესტორან „ქვევრის” მფლობელი გახლდათ. ლაშას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ელენე ჰყავს, რომელთან ერთადაც იტალიაში წინა დღეებში მოგზაურობდა. როგორც ირკვევა იგი სამშობლოში დილით ჩამოფრინდა. მისი მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა.
მათ ერთი საერთო შვილი, 9 წლის სანი ჰყავთ.




ნებისმიერი სხვა ადამიანი რომ ყოფილიყო იმავე ბრალდებით, რაც ახლა ღარიბაშვილს აქვს, ის ახლა იქნებოდა ციხეში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში არ სჭირდება.
“მთელი ეს კორუფციული სქემა, რომელზედაც იდგა ღარიბაშვილი და ღარიბაშვილის კლანი, რომლებიც ათეულობით მილიონს ჰპარავდნენ საქართველოს მოქალაქეებს, ასე თუ მიჰყვნენ, შეუძლიათ ჩავიდნენ თითოეულ სამინისტრომდე, უწყებამდე, ინსტიტუციამდე და ადამიანამდე, რომლებიც უშუალოდ იყვნენ პასუხისმგებელი ამ საქმეში. მათ შეიძლება ისე გააფართოონ ეს წრე, რომ მოუწიოთ ათეულობით ადამიანის დაკავება.
თქვენ წარმოიდგინეთ, ნებისმიერი სხვა ადამიანი რომ ყოფილიყო იმავე ბრალდებით, რაც ახლა ღარიბაშვილს აქვს, ის ახლა იქნებოდა ციხეში, მაგრამ ეს, რასაც თვალს ვადევნებთ, არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის ბიძინას რეკეტი და ამ რეკეტის მიხედვით, ღარიბაშვილი გარეთ სჭირდებათ, რომ ის თანხა, რაც მოპარული აქვთ, მიიტანოს უკან და ამიტომ, არ სჭირდება ივანიშვილს ციხეში გამოკეტილი ღარიბაშვილი და არც ლილუაშვილი”, – განაცხადა ანა წითლიძემ.


“…მე ამის დედა რო ვატირე.. წესიერმა კაცმა უბრალო კაფეში და რესტორანში დასაჯდომი ფული ვერ გაიჩინა ჯიბეშ
..გაცვდნენ, დარდით ჩამობერდნენ და ცხოვრება გაიმწარეს ამ იპოთეკის, სიძვირისა და ვალების გამო
..თქვენ კი ამ მუქთად ნაშოვნი ფულის ხაპვით რა ვერ დაძეხით?
..რა გადაგვაყოლეთ თქვენი გოიმი ცოლების დაბადების დღეებს და ოჯახის წევრების სახელმწიფოს ხარჯზე ჩარტერებით პროწიალს?
გაგიჟდა ხალხი რა იფიქრონ და ვის იმედად იყონ აღარ იციან![]()
..თუმცა სადაც დოიმ შექმნა შექსპირი..წუნკალმა დრომ გრიგორიადისი გმირად და ეს,,ვივამედელი”ჩირქიანი ჩათლახი ,,დემოკრატიის შუქურად.. აბა,რაღა უნდა გაგ ვიკვირდეს?მეკი ვიცი რო ტაბურეტკა ნასროლია უკვე და აი, ვის მოხვდება იმან იდარდოს.. ამ ჩვენს ფირფიტას კიდო
..თფუი, იობ თვაიუ მათ![]()
” -წერს ოცნების ყოფილი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. [სტილი დაცულია]


“ირაკლი ლომოური – სახე ღირსეული და მებრძოლი ქართველი კაცისა!” – წერს თინათინ მოსიაშვილი სოციალურ ქსელში და საპროტესტო მსვლელობიდან ვიდეოს აქვეყნებს.

პუბლიცისტი და მხატვარი მაია ორჯონიკიძე:
დედაჩემი ვერ მოესწრო, მაგრამ მე მოვესწრები იმ დროს, რაზეც ის ამ ინტერვიუს ბოლოში წერს. იზას “ფანი” წულუკიანი დათაგეთ ვინმემ.


ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტი საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჰაბის ნაწილი იქნება, სადაც უკვე ფუნქციონირებს მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტი და ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტი. ჰაბი ინტერდისციპლინური კვლევითი სივრცეა, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა მიმართულების მეცნიერთა ძალისხმევას ინოვაციური აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური განვითარების მიზნით. სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობა ორიენტირებული იქნება მოლეკულურ ინჟინერიაზე, გენომურ მოდიფიკაციებსა და ბიოტექნოლოგიურ ინოვაციებზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის კვლევითი პოტენციალის გაფართოებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.
ინსტიტუტში ამჟამად ექვსი მეცნიერ თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც ცოტნე ჯავახიშვილის მოწაფეები არიან. ისინი იზიარებენ ცოტნე ჯავახიშვილის სამეცნიერო პრინციპებს და განაგრძობენ საქმიანობას მისი ხედვის შესაბამისად.
ცოტნე ჯავახიშვილი გამორჩეული ქართველი მეცნიერი, ბიოტექნოლოგი და მოლეკულური ბიოლოგია, რომლის სამეცნიერო საქმიანობა მოიცავდა გენომურ ტექნოლოგიებს და სინთეტური ბიოლოგიის მიმართულებით ახალი მიდგომების განვითარებას. იგი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოში მეცნიერთა ბიოქიმიის ინსტიტუტში, მოგვიანებით კი კარიერა გააგრძელა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც იყო რამდენიმე წამყვანი კვლევითი ცენტრის მკვლევარი და მეცნიერ-მენტორი. 2025 წელს პროფესორი საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერების გუნდს შემოუერთდა და სინთეტური ბიოლოგიის მიმართულების განვითარება ჩაიბარა.
რამდენიმე თვის წინ პროფესორი ჯავახიშვილი თვითმფრინავით ფრენისას ოკეანის თავზე დაიკარგა. მიუხედავად საერთაშორისო მაშველთა ინტენსიური ძალისხმევისა, მისი პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
ინსტიტუტის დაარსება უზრუნველყოფს მისი სახელისა და სამეცნიერო მემკვიდრეობის შენარჩუნებას და გაგრძელებას. მისი სახელობის სამეცნიერო პრემია კი გახდება სიმბოლო ინოვაციის, გამბედაობისა და სამეცნიერო აღიარების. პრემია ყოველ სამ წელიწადში ერთხელ გადაეცემა მეცნიერებს ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის მიმართულებით და იქნება აღიარება იმ მეცნიერების, რომელთა საქმიანობაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამეცნიერო პროგრესისა და საზოგადოების კეთილდღეობაში.
ინსტიტუტის გახსნა და პრემიის დაარსება საქართველოს უნივერსიტეტისთვის მეცნიერების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, ამავდროულად, აღნიშნული ინიციატივა გამოხატავს პატივისცემას ადამიანის მიმართ, რომლის სიცოცხლე და მოღვაწეობა ემსახურებოდა ცოდნის გაფართოებას და მომავლის მეცნიერების შექმნას.
მის: ქავთარაძის #21ა, ჩიხი 4, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა



