Reading view

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქალი მეწარმეებისთვის ელ. კომერციის თემაზე ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, მეწარმე ქალებისთვის ვორკშოპი — „პროდუქტის განთავსების მნიშვნელობა მარკეტფლეისზე“ გაიმართა. ღონისძიებას EXTRA-ს მარკეტინგის დირექტორი, მარიშა გოგოლაური უძღვებოდა.

ვორკშოპის მონაწილეებმა პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე გაიგეს, თუ როგორ ეხმარება მარკეტფლეისი მცირე და საშუალო ბიზნესს ოპერაციული პროცესების გამარტივებაში, დროისა და ხარჯების დაზოგვაში, გაყიდვების ეფექტიანად ზრდაში და ბრენდის სწორი პოზიციონირების უზრუნველყოფაში.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა Buy Box-ის მნიშვნელობაზე ელექტრონულ კომერციაში, გაყიდვების მრავალფეროვან არხებსა და პროდუქტის როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ სივრცეებში  სწორად წარმოჩენის მნიშვნელობაზე.

ღონისძიება ინტერაქციული ფორმატით წარიმართა, რის შედეგადაც მონაწილე მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ექსპერტთან ერთად საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები გაეზიარებინათ და პრაქტიკული რჩევები მიეღოთ.

აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ რესურსს, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიზნით ქმნისმათ შორის საგანმანათლებლო პროგრამებს, შეთავაზებებს, სექტორულ ანალიზებსა და შეხვედრებს.

(R)

 

The post საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქალი მეწარმეებისთვის ელ. კომერციის თემაზე ვორკშოპი გაიმართა appeared first on გურია ნიუსი.

სიახლე მათთვის, ვინც მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობს

პირველი ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით ცვლილებები განხორციელდება – N306 მარშრუტზე ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისი თქმით, N306 მარშრუტი, რომელიც აქამდე მხოლოდ აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთს მოიცავდა, დაგრძელდება და დაფარვის არეალი გაფართოვდება.

„აქამდე აღნიშნულ მარშრუტზე რვა ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი მოძრაობდა, ხოლო განახლებულ მარშრუტზე მგზავრებს 20 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება, რაც გაზრდის ტევადობასა და ბევრად მეტ მგზავრს მოემსახურება. ასევე, შემცირდება მოლოდინის დრო. ახალი სქემის მიხედვით, მარშრუტი ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირამდე გაგრძელდება, შემდეგ კი ავტობუსი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და ემირ ბურჯანაძის ქუჩას დაუკავშირდება. მეორე მხრივ, მარშრუტი აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან დიდ დიღმამდე გაგრძელდება. შესაბამისად, N306 ავტობუსი იმოძრავებს ფარნავაზ მეფის გამზირისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩის გავლით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომელთაც წლების განმავლობაში ავლაბრის მიმართულებით გადაადგილების პრობლემა ჰქონდათ.

გარდა ამისა, კახა კალაძის განცხადებით, ბელიაშვილის ქუჩისა და რობაქიძის გამზირის კვეთაზე, ახალი სატრანსპორტო კვანძიც მოეწყო. შესაბამისად, პირველი ნოემბრიდან N306 მარშრუტის ავტობუსები ამ კვანძზე შუქნიშნის რეგულირების საშუალებით, მარცხნივ მოხვევით, მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმართულებით გადაადგილდებიან.

The post სიახლე მათთვის, ვინც მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობს appeared first on გურია ნიუსი.

29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება _ კობა ფარტენაძე

ხვალ 29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება – დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან იწვიმებს, პერიოდულად იქნება ძლიერი ნალექი, გაძლიერდება დასავლეთის ქარი.

⚠ რეკომენდაცია:
გადახედეთ გეგმებს, მოემზადეთ წვიმისთვის, და ყურადღება მიაქციეთ ქარის გაძლიერებას.
30 ოქტომბერს – შუადღიდან გამოიდარებს და გარძელდება
მშვიდი, თბილი დღეები.
და აქვე ჩემი სურვილები თქვენთვის ამინდის აქცენტით
🌧 თუ წვიმს – დაე, წვიმამ წაიღოს ის, რაც აღარ გვჭირდება და დატოვოს მხოლოდ ის, რაც გვანათებს…
💨 თუ ქარია — დაე, ეს იყოს მოძრაობის სიმბოლო, წაიღოს ძველი ტკივილები და მოიტანოს ახალი სუნთქვა.
🌤 მზის გამონათება – ეს იყოს შვება, შეხსენება რომ ყოველი ღრუბლის მიღმა სინათლეა, და ყოველი დღე ახალი შესაძლებლობა.
❄ თუ ცივა- სითბო ადამიანებში ვიპოვოთ, ერთმანეთის სიტყვებმა გაგვათბოს, როცა ამინდი ამას ვერ ახერხებს.

🌈 და თუ ცისარტყელა გამოჩნდება – ეს იყოს ნიშანი, ნიშანი იმისა, რომ ყველაფერი გადის, რომ სილამაზე ხშირად სწორედ წვიმის შემდეგ ჩნდება… _  წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.

The post 29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება _ კობა ფარტენაძე appeared first on გურია ნიუსი.

„გახარია საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ისინი დღეს გამართულ სასესიო სხდომას დაესწრებიან. მანამდე, ჩანიშნულია პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძის ბრიფინგი.

შეგახსენებთ, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისადმი გამოცხადებული ბოიკოტი შეწყვიტა და მე-11 მოწვევის პარლამენტში, პარტიის 12 წევრით, შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

The post „გახარია საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ appeared first on გურია ნიუსი.

აშშ-ის სანქციების გამო, Lukoil-ი საერთაშორისო აქტივებს გაყიდის

სიდიდით მეორე რუსულმა ნავთობკომპანია Lukoil-მა დააანონსა, რომ უახლოეს მომავალში თავის საერთაშორისო აქტივებს სრულად გაყიდის – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს. Lukoil-ს აშშ-მა ფინანსური სანქციები 2025 წლის 22 ოქტომბერს დაუწესა, ხოლო მის საერთაშორისო აქტივებზე სანქციების ამოქმედების ვადად 21 ნოემბერი განისაზღვრა. ამ თარიღის შემდეგ რუსეთს გარეთ Lukoil-ის ვერცერთი შვილობილი, სადაც ის 50%-ზე მეტს ფლობს საბანკო გადახდებს ვეღარ მიიღებს.

გასულ კვირებში რუსულ ნავთობ გიგანტებს სანქციები არამარტო აშშ-მ, არამედ დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა, თუმცა Lukoil-ისა და Rosneft-ისთვის უმძიმესი მაინც ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

როგორც Lukoil-ში განმარტავენ, საერთაშორისო აქტივების გაყიდვა ამერიკის უცხოური აქტივების კონტროლის დეპარტამენტის ზედამხედველობის ქვეშ, სპეციალური ნებართვით განხორციელდება, კომპანია კი აქტივებიდან გამომუშავებული მოგების მიღებას მხოლოდ ამ ხანმოკლე, სატრანსფერო პერიოდში შეძლებს.

Lukoil-ის 100%-ის საკუთრებაშია “ლუკოილ ჯორჯიაც”, რომლის პრესსამსახურშიც კომპანიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ცნობისთვის, Lukoil-ის გლობალურ პორტფოლიოში შედის ერაყის West Qurna 2-ის ნავთობის საბადოს 75%-იანი წილი, ასევე ნავთობგადასამუშავებელი მსხვილი ობიექტი ბულგარეთის ქალაქ ბურგასში. ამასთან, ნავთობით ვაწრობის უამრავი ქსელი და ლოგისტიკური ცენტრები ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, აფრიკაში და ლათინურ ამერიკაში. ანალიტიკოსების შეფასებით, Lukoil-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსულ ნავთობ-გიგანტს დასავლური ბაზრებიდან კიდევ უფრო გაიყვანს და მათ გავლენას საგრძნობლად შეამცირებს.

Lukoil-ში არ გამორიცხავენ, რომ უცხოური აქტივების გაყიდვის პროცესში შტატების შესაბამისი დეპარტამენტისაგან ლიცენზიის გახანგლივების მოთხოვნა მოუწიოთ, რადგან პოტენციურ მყიდველებთან მიმდინარე მოლაპარაკებები შესაძლოა დათქმულ დროში ვერ დასრულდეს.

The post აშშ-ის სანქციების გამო, Lukoil-ი საერთაშორისო აქტივებს გაყიდის appeared first on გურია ნიუსი.

,, რას აპროტესტებენ?! “ჩელიაბინსკში” არ უნდათ და “შინ ბრიუსელში” უნდათ, ხომ?” – დემურ გიორხელიძე

,,კითხვა მაქვს: “ყველამ მოუსმინა არაბი ინვესტორის წარმომადგენელს? (ინტერვიუ “იმედზე” იყო სამიოდე დღის წინ)

რაიმე დაფარა, ღიად არ თქვა, რასაც აპირებენ?! არაბებმა იყიდეს 550 ჰა თბილისის შემოგარენში, 250 ჰა გონიოს პოლიგონი (ბათუმთან).

ვისთვის ვაშენებთო, ვინ უნდა შემოვიყვანოთო, – გაუგებარი დარჩა? არაბებმა იყიდეს ოფიციალურად, მართალია არალეგიტიმური ხელისუფლებისგან, მაგრამ იყიდეს: ამ “ხელისუფლებამ” დაუშვა უტიფრად და ღიად უზარმაზარი მიწის ნაკვეთების გაყიდვა.

თუ გონება და გრძნობა ატროფირებული არ არის, – რაიმე კითხვა დარჩა კიდევ?! ასე უტიფრად როცა იქცევა ხელისუფლება და მას მხარდამჭერები ჰყავს, – ერთი მითხარით, რა ჰქვია ამ მხარდამჭერებს?

კარგად გაიაზრეთ ქართველთა დიდი გაერთიანების ინიციატორების განცხადებები… თუ არ გნებავთ, მალე ტრაგედიის წინაშე აღმოვჩნდეთ!

ვითომ პროტესტანტები რომ არიან, – საერთოდ, ქვეყანაში არსებული უმსგავსოება და/ან
ქვეყნის მიწების გაყიდვა თუ გაუპროტესტებიათ?
არაფორმალური მმართველობა თუ გაუპროესტებიათ? 🙂

აბა, რას აპროტესტებენ?!
“ჩელიაბინსკში” არ უნდათ და “შინ ბრიუსელში” უნდათ, ხომ? 🙂

ამ პროტესტებს რომ “ოცნების” სასარგებლო შედეგი
მოაქვს, – არ ჩანს? “ოცნება” კი მშვიდად ატყუებს მთელ
ქვეყანას:

ნაციონალურ მოძრაობასთან პრაქტიკულად გაერთიანებული, მხოლოდ აგრესიული ნაცმოძრაობის
მარგინალური ნაწილის “ჩახსნას”/”აკრძალვას” ცდილობს!
ევროპას ამის არაფერი საწინააღმდეგო აქვს: ორივე მხარე
ერთნაირად მარიონეტი და მორჩილი იქნება.

“ოპოზიციურ პარტიებსაც” ჩახსნიან, ვინც ამ ორს ხელს უშლის, რასაც არ ჩახსნიან, მომსახურე პარტიებად აქცევენ,
რაღაც ნამცეცებს გადაუგდებენ.

არაფორმალური მმართველი?
მისთვის სულერთია: დღეს ქუჩას ვინც მართავს და
მოტყუებულ ახალგაზრდებს, ის ახდენს კიდეც შიდა
გადატრიალებას და “კორუფციის” წინააღმდეგ “ძლევამოსილ გამარჯვებას აღწევს”, ცხადია,
“დიიპ სტეიტს” უკვე კუდით ქვა ასროლინეს!

აი, ესაა სურათი!

რაღაც სჭირს ქართველს მასაში, თორემ ასე არ გაიბითურებდა თავს, თუმცა, გასაკეთებელი მაინც გაკეთდება, თუ არ გვინდა მალე საერთოდ დაიკარგოს
ეს ქვეყანა!“ _   წერს სოციალურ ქსელში ეკონომისტი დემურ გიორხელიძე.

The post ,, რას აპროტესტებენ?! “ჩელიაბინსკში” არ უნდათ და “შინ ბრიუსელში” უნდათ, ხომ?” – დემურ გიორხელიძე appeared first on გურია ნიუსი.

“წაქცეულ კაცზე წიხლის დაჭერა არავაჟკაცურ საქციელად მიმაჩნია” _ გია გაჩეჩილაძე ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ

“ირაკლი ღარიბაშვილს ხალხი არ უწამებია. ციხეები არ ამოუვსია, ქართული სული არავისთვის არ ამოუღია, უბრალოდ, კი ბატონო, გეთანხმებით, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო ეს ყველაფერი. მაგრამ, იმასთან შედარებით, რაც საერთოდ ჩვენ გავიარეთ, იმ ხელისუფლების პირობებში – დაწყებული კეზერაშვილით, უგულავათი, როდესაც თბილისის მერი იყო. მილიონი ვიცით ასეთ ელიტარული კორუფციული. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ამ ადამიანის შეცდომებით დაიწყო სერიოზული ბრძოლა კორუფციასთან, რომელიც 30 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. ერთს ვიტყვი, რომ წაქცეულ კაცზე წიხლის დაჭერა არავაჟკაცურ საქციელად მიმაჩნია, ყველანი ადამიანები ვართ და ყველანი ვუშვებ თუ შეცდომებს” _ ამბობს ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი  გია გაჩეჩილაძე, იგივე “უცნობი”.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ღარიბაშვილს სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, 24 ოქტომბერს 1 მილიონი ლარის ღირებულების გირაო შეუფარდა და ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა.

The post “წაქცეულ კაცზე წიხლის დაჭერა არავაჟკაცურ საქციელად მიმაჩნია” _ გია გაჩეჩილაძე ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ appeared first on გურია ნიუსი.

“მშვიდად განისვენე” _ გიორგი მამარდაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გიორგი მამარდაშვილის მწვრთნელი, ხოსე მანუელ ოჩოტორენა, რომელიც ქართველ მეკარეს ვალენსიაში ავარჯიშებდა, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ლა ლიგის კლუბი ავრცელებს.

მომხდარს სოციალურ ქსელში მამარდაშვილიც გამოეხმაურა:

„ადამიანი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაზე და ცხოვრებაზე, გაქრა. მადლობა ყველაფრისთვის, რაც მასწავლე, მადლობა ნდობისთვის და არამარტო როგორც ფეხბურთელად, ისე ადამიანად გაზრდაში დახმარებისთვის. შენი მემკვიდრეობა სამუდამოდ იცხოვრებს ჩვენში, გვქონდა იღბალი, შენგან გვესწავლა. მშვიდად განისვენე ოჩოტო,“ – წერს მამარდაშვილი.

The post “მშვიდად განისვენე” _ გიორგი მამარდაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს appeared first on გურია ნიუსი.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში _ ჩამოინგრა შენობები

თურქეთში ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 23:00 საათზე, ბალიქესირის პროვინციაში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები სტამბოლსა და რამდენიმე მიმდებარე პროვინციაში იგრძნობოდა.
ცნობილია, რომ შენობების ნაწილი ჩამოინგრა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, ერთ-ერთ შენობაში მაღაზია იყო განთავსებული.

მისივე იცნობით, დაღუპულების ან ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

The post ძლიერი მიწისძვრა თურქეთში _ ჩამოინგრა შენობები appeared first on გურია ნიუსი.

ავტოსაგზაო შემთხვევა პოლონეთში _ დაღუპული არიან ქართველი ემიგრანტები

პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. პოლონური მედიის ცნობით, დაღუპულები 29 და 35 წლის ქართველი კაცები არიან.
🔴 ახალგაზრდები ოპელის ტიპის მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. შეჯახება კი ავტომაგისტრალზე მოხდა, რომელიც იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.
📍 ერთ-ერთი დაღუპულის ოჯახის წევრების თქმით, ისინი ამჟამად პოლონეთში საქართველოს საკონსულოსთან ერთად, გარდაცვლილების გადმოსვენების პროცედურების მოგვარებას ცდილობენ.

The post ავტოსაგზაო შემთხვევა პოლონეთში _ დაღუპული არიან ქართველი ემიგრანტები appeared first on გურია ნიუსი.

„დასავლეთში სასწავლებლად წასვლა გახდება პრაქტიკულად შეუძლებელი“ – ზურაბ ჯაფარიძე

პატიმრობაში მყოფი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერილს ავრცელებს ციხიდან.

„ძალიან არასერიოზულია შეწუხებული სახეებით არგუმენტირებული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ქართული სირცხვილის მიერ დაანონსებული ე.წ განათლების რეფორმა თურმე არ გააუმჯობესებს განათლების ხარისხს ქვეყანაში, თურმე პირიქით, გააუარესებს ამიტომ და ამიტომ.

ამ დისკუსიაში შესვლა ნიშნავს, რომ უშვებთ ალბათობას, თითქოს რუსებმა აქ შეიძლება კარგი და სასურველი რეფორმა გაატარონ განათლების სისტემაში.

Come on! რაზე ლაპარაკობთ საერთოდ? ისევ ვერ ხვდებით სად ვართ?

რასაც აპირებენ, მაგის მოკლევადიანი მიზანია გაწმინდონ კრიტიკული აზრისგან სისტემა და მოკლან ბოლო თავისუფალი სივრცე (რამდენიმე უნივერსიტეტი), ხოლო გრძელვადიანი – დატოვონ მომავალი თაობები კრიტიკული აზროვნების უნარის გარეშე, რომ ვერ შეძლონ მტრის და მოყვრის გარჩევა.

მაგრამ ამის ლაპარაკსაც არ აქვს დიდი აზრი, რადგან ვისაც ესმის სად ვართ, იმას ესეც ესმის.

რაც უნდა ითქვას ხშირად და ყველგან არის ის, რომ დასავლეთში სასწავლებლად წასვლა გახდება პრაქტიკულად შეუძლებელი. ეს უნდა მივიდეს იმ ყველა მშობლის ყურამდე, ვინც დღეს გაყურსულია და იმედი აქვს, რომ მისი შვილები აქედან გააღწევენ, სასწავლებლად წავლენ სადმე.

ესაა ასახსნელი ბევრჯერ და ყველგან.

ცოტა ხანში სასწავლებლად წასასვლელად ახალგაზრდას დასჭირდება ჯერ ვიზაზე რიგში დგომა რომელიმე საელჩოში, თავისი აპლიკაციების შევსებით და ფოტოების გადაღებით, მერე მე-12 სასწავლო წლის სადმე დასრულება, მერე ხელახლა ვიზაზე და ა.შ ანუ 100-დან 5 თუ წავიდა, კარგი შედეგი იქნება.

ამაზეა სალაპარაკო და არა იმაზე, როგორი ცუდია თითო ფაკულტეტი თითო უნივერსიტეტში და იმაზე, რომ ამას რუსეთი აკეთებს.

და ბარემ, რადგან ვიზები ვახსენე, უნდა მორჩეს ეს ღლაბუცი – „ჩვენ ვთხოვეთ, რომ ქართველი ხალხი არ დაისაჯოს და მარტო რეჟიმის საყრდენები დასანქცირდნენ“. რას აკეთებთ? ქულებს იწერთ ხალხის თვალში, რომ უვიზოს გადარჩენას ჩალიჩობთ? ანუ ხვეწნაზეა? ხვეწნის გამო მოგვცეს თავის დროზე? და რომ შეაჩერებენ, მერე რას იტყვით, არ გაითვალისწინეს ჩვენი ხვეწნა მაგ ჩათლახებმაო? თქვენ თუ არ იტყვით, „იმედი“ ხომ იტყვის ამას?

გააუქმებენ. დღეს არა, ხვალ. რუსეთია აქ. და შენგენის ზონას არ აქვს რუსეთთან უვიზო მიმოსვლა. იქ €ლე არავინ არაა. ზუსტად ესმით, რომ როცა საქართველოს პასპორტიანი რუსი ვიღაცას პოლინიუმს შეურყევს ჩაიში გერმანიაში ან ‘ნავიჩოკს’ შეაზელს პიჯაკის სახელოში საფრანგეთში, უკვე ძალიან გვიან იქნება.

ამიტომ მორჩით ამ მაიმუნობასაც, please. აღარ არის ასეთების დრო“ – წერს ზურაბ ჯაფარიძე [სტილი დაცულია].

The post „დასავლეთში სასწავლებლად წასვლა გახდება პრაქტიკულად შეუძლებელი“ – ზურაბ ჯაფარიძე appeared first on გურია ნიუსი.

“როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა” _ ევროპარლამენტარი “ოცნებას”

„ქართული ოცნების“ დელეგაცია ერევანში ევრონესტზე არ გამოცხადდა. გასაკვირი არ არის – როდესაც თქვენი 2024 წლის „არჩევნები“ გაყალბებულია და თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა, – ასე ეხმაურება პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის წერილს, რომელშიც ის განმარტავს, რატომ შეიკავა თავი საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან.

„ისინი ჩვენ „მტრულებს“ გვეძახიან იმის გამო, რომ ქართველ ხალხს გვერდით ვდგავართ. სინამდვილეში, სწორედ დემოკრატიისა და ევროპის მიმართ მათივე მტრობაა ის, რაც მათ იზოლაციაში აყენებს. მე ერევანში ვარ, რათა წარმოვადგინო ის ღირებულებები, რომლის მიმართ რწმენაც საქართველოს მოქალაქეები დღემდე აქვთ – თავისუფლება, სიმართლე და ევროპული მომავალი“, – წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილით მიმართა, სადაც განმარტავს, რატომ შეიკავა თავი საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. როგორც მახაშვილი აღნიშნავს, მმართველი გუნდი „შეშფოთებულია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართული ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ისევე, როგორც მთლიანად ევროპარლამენტის ქმედებით, რომელთა მტრული რიტორიკა და ნაბიჯები ეწინააღმდეგება პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს“.

The post “როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა” _ ევროპარლამენტარი “ოცნებას” appeared first on გურია ნიუსი.

“ანუ აღიარებენ რომ არჩევნების გამყალბებლები არიან ხოო?” – ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, ქართული ოცნების წევრის, ნინო წილოსანის განცხადებას ეხმაურება და წერს:

“ამათმა, საჯაროდ ჩვენებების მიცემა დაიწყეს?
ანუ აღიარებენ რომ არჩევნების გამყალბებლები არიან ხოო?” _ წერს ფოფხაძე.

ინფორმაციისთვის, პარლამენტარმა ნინო წილოსანმა ,,იმედზე” სალომე ზურაბიშვილზე განაცხადა:

„სალომე ზურაბიშვილი არც თავისი არჩევნების დროს იყო ლეგიტიმურად არჩეული, ვგულისხმობ იმას, რომ პირველ ტურში მან ფაქტობრივად წააგო თავის ოპონენტთან. ის ვერ გახდებოდა პრეზიდენტი, რომ არა მეორე ტური, სადაც „ქართული ოცნება“ დაუდგა მას გვერდით და „ქართული ოცნების“ ხარჯზე გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი არც მაშინ იყო შინაარსობრივად არჩეული პრეზიდენტი, მთლიანი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნოდა და ახლა მით უფრო, როდესაც ის საქართველოს გამყიდველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც თავს აცხადებს მიმდინარე პრეზიდენტად.“

The post “ანუ აღიარებენ რომ არჩევნების გამყალბებლები არიან ხოო?” – ფოფხაძე appeared first on გურია ნიუსი.

სარფი–ფოთის მიმართულებით მოძრაობა იზღუდება _ გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი (ასაქცევი)–სარფის საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრზე, მდინარე საჩინოს სახიდე გადასასვლელზე მიმდინარეობს სადეფორმაციო ნაკერის გადაუდებელი დროებითი შეკეთების სამუშაოები.

მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობის გამო 2025 წლის 27 ოქტომბრის 12:00 საათიდან 29 ოქტომბრის 15:00 საათამდე პერიოდში აღნიშნული სახიდე გადასასვლელის მარცხენა სამოძრაო ზოლზე (სარფი–ფოთის მიმართულება) შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„აღნიშნულ პერიოდში სარფი–ფოთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვის სატრანსპორტო კვანძის გავლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი–შეკვეთილი–ქობულეთი–ჩაქვი–მახინჯაურის (გვირაბის შემოსასვლელი) გზის გამოყენებით.

The post სარფი–ფოთის მიმართულებით მოძრაობა იზღუდება _ გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს appeared first on გურია ნიუსი.

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ განახლებული პროგნოზი

27 ოქტომბერს, ქუთაისში უნალექო ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი.

მზეა ოზურგეთშიც, დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმში. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში ნავარაუდევი, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიანი ამინდია, ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც უნალექო დღეა, +20 ქნება დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც მზიანი ამინდი იქნება, დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით +12, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავშიც, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღეა მოსალოდნელი რუსთავში, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

The post როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ განახლებული პროგნოზი appeared first on გურია ნიუსი.

ზეთისხილის გავლენა ჯანმრთელობაზე

ზეთისხილში თავმოყრილია:

მონოუჯერი ცხიმები – ე.წ. „კარგი ცხიმები“, რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინის დონეს და აძლიერებენ გულს.

ანტიოქსიდანტები – პოლიფენოლები, რომლებიც ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს და ანელებენ ორგანიზმის დაბერებას.

ვიტამინები A, E და K – კანის, მხედველობისა და ძვლების გასაძლიერებლად.

რკინა და ბოჭკო – ენერგიისთვის და ჯანსაღი მონელებისთვის.

კვლევების მიხედვით, მონოუჯერი ცხიმები ამცირებენ მაღალი წნევის და ინსულტის რისკს.

ზეთისხილი შეიცავს ბუნებრივ ანტიბაქტერიულ კომპონენტებს, რომლებიც მავნე ბაქტერიებს ებრძვიან.

მიუხედავად იმისა, რომ კალორიულია, ზეთისხილი სიჭარბის განცდას იწვევს და ხელს უწყობს ნაკლები ჭამას.

ზეთისხილის ზეთი საუკეთესო ბუნებრივი კოსმეტიკური საშუალებაა — ატენიანებს, იცავს და კვებავს.

The post ზეთისხილის გავლენა ჯანმრთელობაზე appeared first on გურია ნიუსი.

კოკა-კოლა და ადამიანის ჯანმრთელობა

საინტერესოა, რომ არსებობს რამდენიმე დადებითი ასპექტი, რომლებიც კოკა-კოლას შემთხვევაში შეიძლება სასარგებლო იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

კოკა-კოლა შეიცავს შაქარსა და კოფეინს, რაც სწრაფად ზრდის ენერგიის დონეს. ეს შეიძლება სასარგებლო იყოს მათთვის, ვისაც დაღლილობა აწუხებს ან დროებით გლუკოზის დონის აწევა სჭირდება. მაგალითად, სპორტსმენებისთვის ან დაბალი შაქრის მქონე ადამიანებისთვის კოკა-კოლა შეიძლება მოკლევადიანი გამოსავალი იყოს.

კოკა-კოლაში არსებული კოფეინი ხელს უწყობს სისხლძარღვების შევიწროებას, რაც ზოგჯერ ამსუბუქებს თავის ტკივილს, განსაკუთრებით კი კოფეინის დეფიციტით გამოწვეულ მიგრენებს. ზოგი ადამიანი მას მცირე დოზებით იყენებს თავის ტკივილის საწინააღმდეგოდ.

გაზიანი სასმელები, მათ შორის კოკა-კოლა, ზოგჯერ გამოიყენება საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. მცირე რაოდენობით მიღებისას ის ხელს უწყობს კუჭის მჟავიანობის რეგულაციას, რაც შეიძლება დაეხმაროს კუჭის სიმძიმის შეგრძნებას ან საკვების გადამუშავებას.

არსებობს მონაცემები, რომ ოთახის ტემპერატურაზე დამდგარი კოკა-კოლა ზოგჯერ გამოიყენება გულისრევის შესამცირებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის გამოწვეულია მსუბუქი საკვების მოუნელებლობით.

დიაბეტიანი ადამიანებისთვის, რომლებიც განიცდიან ჰიპოგლიკემიას (სისხლში შაქრის საშიშ დაბალ დონეს), კოკა-კოლა სწრაფი ნახშირწყლების წყაროა. სასმელი სწრაფად შეიწოვება ორგანიზმში და სისხლში შაქრის დონის სწრაფ ზრდას იწვევს.

The post კოკა-კოლა და ადამიანის ჯანმრთელობა appeared first on გურია ნიუსი.

სელის თესლის სასარგებლო თვისებები 

სელის თესლი არის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მნიშვნელოვანი წყარო, რომლებიც აუცილებელია გულის ჯანმრთელობისთვის და გულის დაავადებების რისკის შესამცირებლად. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობენ ქოლესტერინის დონეს, ვენების ჯანმრთელობას და ასევე ხელს უწყობენ იმუნური სისტემის გაძლიერებას.

სელის თესლში შემავალი ბოჭკოვანი ნივთიერებები არის ძლიერი საჭმლის მომნელებელი ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის რეგულირებას და ჯანმრთელობას. ეს ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის სისტემას, ხელს უშლის შეკრულობას, და ხელს უწყობს მის სწორად მოქმედებას.

სელის თესლი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, როგორიცაა ლიგნანები, რომლებიც ეხმარება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მუშაობას. ისინი ხელს უწყობენ სისხლში ბალანსის შენარჩუნებას, ხელს უშლიან თავისუფალი რადიკალების დამანგრეველ ზეგავლენას და ამცირებენ ინფლამაციებს.

სელის თესლი შეიცავს შთამბეჭდავი რაოდენობით პროტეინს, რაც მას გამორჩეულ საკვებად ხდის მცენარეული დიეტის დროს. პროტეინი ეხმარება უჯრედების რეგენერაციას, სხეულის აღდგენასა და სხვა მრავალ ფიზიოლოგიურ პროცესს.

ლიგნანების არსებობა სელის თესლში მას მდიდარ ანტიოქსიდანტურ თვისებებს აძლევს. ისინი ასევე მოქმედებენ როგორც ბუნებრივი ფიტოესტროგენები, რომლებიც ასტიმულირებენ ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებას და ამცირებენ გარკვეული ტიპის კიბოს რისკს.

მიუხედავად იმისა, რომ სელის თესლი საკმაოდ დაბალი კალორიების შემცველია, მისი ცილებისა და მჟავების მაღალი შემცველობა საშუალებას იძლევა, რომ ის იყოს დაბალანსებული ნივთიერებების კარგი წყარო. ამის გარდა, ის დაეხმარება გაჯანსაღებულ წონას და მეტაბოლიზმს.

სელის თესლში არსებული ფიტოესტროგენები ხელს უწყობენ ჰორმონალურ ბალანსის შენარჩუნებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობისთვის. ეს ხელს უწყობს მენოპაუზის სიმპტომების განმუხტვას, რაც შესაძლოა სელის თესლის ყოველდღიურ გამოყენებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი უპირატესობა იყოს.

სელის თესლის ანტიოქსიდანტები, ისეთი კომპონენტებით როგორიცაა ფენოლები და ლიგნანები, ეხმარებიან სხეულს ბრძოლაში ანთების საწინააღმდეგოდ. ეს თვისებები განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ თეთრი სისხლის უჯრედების აქტივობას და ანთების პროცესებს ამცირებთ.

 

The post სელის თესლის სასარგებლო თვისებები  appeared first on გურია ნიუსი.

სიცოცხლისათვის აუცილებელი სანელებლები

მიხაკი

ეს არის მრავალმხრივ სასარგებლო სანელებელი, რომელიც გთავაზობთ უამრავ სასიკეთო თვისებას. მიხაკი გამოირჩევა ევგენოლის ზეთის შემცველობით, რომელიც ხასიათდება ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით. გარდა ამისა, ის მდიდარია C და K ვიტამინებით, მანგანუმით, ასევე მცირე რაოდენობით კალციუმით და მაგნიუმით.

მიხაკი შეიცავს სასარგებლო ნუტრიენტებს, ბოჭკოს, ვიტამინებსა და მინერალებს, ამიტომ მთლიანი ან დაფქული მიხაკის გამოყენება ჩაის ან საკვებს, არა მხოლოდ გემოს მატებს, არამედ შეუძლია უზრუნველყოს რამდენიმე ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერება. მიხაკის გამოყენებამ შესაძლოა გაგიუმჯობესოთ ღვიძლის ჯანმრთელობა, თავიდან აგარიდოთ კიბოს წარმოქმნა, დაამარცხოს არასასურველი ბაქტერიები, დაარეგულიროს სისხლში სქრის შემცველობა, გაგიუმჯობესოთ ძვლების სიმტკიცე, შეამციროს კუჭის წყლულის და სხვა დაავადებათა რისკი.

დარიჩინი

დარიჩინი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, აქვს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, შეუძლია დაგიცვათ გულის დაავადებებისგან, ამცირებს ნეიროდეგენერაციული დაავადებების რისკს, როგორიცაა ალცჰეიმერი და პარკინსონი, შეუძლია დაგიცვათ კიბოს წარმოქმნისგან. ასევე არეგულირებს სისხლში შაქარს და წნევას.

ის ამცირებს დიაბეტის და ჰიპერტენზიის რისკს. ეს ორი უკანასკნელი წარმოადგენს მდგომარეობას, რომელიც ხელს უწყობს არტერიების დახშობას. დარიჩინი ხელს უწყობს ანთებითი პროცესების ჩაქრობას, ინსულინის გააქტიურებას, აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას და იცავს ინფექციებისგან.

ჯანჯაფილი

ჯანჯაფილი შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებენ და ხელს უშლიან დიაბეტს, გულის დაავადებებს, ჰიპერტენზიას და ინსულტს. ასევე, ებრძვის გაციებას, ხსნის გულისრევას, ხელს უწყობს შაკიკისა და ძლიერი თავის ტკივილის მოხსნას და წონის დაკლებას. ჯანჯაფილს შეიძლება ჰქონდეს მრავალი სარგებელი ჯანმრთელობისთვის მისი ანთების საწინააღმდეგო, გულისრევის საწინააღმდეგო და სხვა თვისებების გამო. ის დაგეხმარებათ ართრიტის მართვაში, მენსტრუალური სიმპტომების შემცირებაში, გაცივების და ვირუსების დაძლევაში და სხვა.

ანისის თესლი

ანისის თესლი მდიდარია რკინით და სხვა მნიშვნელოვანი მინერალებით, როგორიცაა მანგანუმი, კალციუმი და ვიტამინი A.

ჯანმრთელობისთვის მის მრავალ სარგებელს შორის გამოირჩევა: დეპრესიის სიმპტომების შემცირება, კუჭის წყლულისგან დაცვა, სოკოების და ბაქტერიების პრევენცია, მენოპაუზის სიმპტომების დაძლევა, შაქრის დონის დაბალანსება და ანთების შემცირება.

კარდამონი

კარდამონი არის A და C ვიტამინების, კალიუმის, მაგნიუმის და დიეტური ბოჭკოების წყარო. სანელებელს აქვს გამორჩეული გემო და არომატი.

კარდამონი ამარაგებს ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით, დაგეხმარებათ ცხიმის წვისა და წონის კლების პროცესების სტიმულირებაში, წმენდს ნაწლავებს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას და აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.

The post სიცოცხლისათვის აუცილებელი სანელებლები appeared first on გურია ნიუსი.

როგორი იქნება 27 ოქტომბერი – 2 ნოემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის

გასული კვირის განმავლობაში შესაძლოა, ემოციურ არასტაბილურობას გრძნობდით და საქმეებზე კონცენტრირება გიჭირდათ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მიმდინარე კვირა ბევრად უფრო მშვიდი და ჰარმონიული აღმოჩნდება და ბევრი ადამიანი შინაგანი კონფლიქტების გადაჭრასა და სხვადასხვა საკითხის მოგვარებას მოახერხებს.

უფრო კონკრეტულად, გაგიზიარებთ, როგორი იქნება 2025 წლის 27 ოქტომბერი – 2 ნოემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის:

ვერძი

მიმდინარე კვირა ურთიერთობების დალაგების თვალსაზრისით, თქვენთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება. შესანიშნავი დროა იმისათვის, რომ საკუთარი გრძნობები გამოხატოთ და თქვათ ის, რისი თქმაც დიდი ხანია, გინდათ, მაგრამ აქამდე ვერ მოახერხეთ. გამარტივებული კომუნიკაცია სხვადასხვა ტიპის დავის მოგვარებასა და საკითხების გადაჭრაში დაგეხმარებათ.

მიმდინარე კვირის განმავლობაში იგრძნობთ, რომ ყურადღების ცენტრში ხართ. არ არის გამორიცხული, ამ კვირის განმავლობაში რაიმე ახალი როლი მოგანიჭონ ან წარსულის მიღწევები დაგიფასონ. მთავარია, პასუხისმგებლობების აღების არ შეგეშინდეთ და სიახლეებზე უარი არ თქვათ. ეს პერიოდი კარგ შანსს გაძლევთ, რომ დაწინაურდეთ და თქვენთვის ხელსაყრელ პოზიციაზე მოხვდეთ.

ტყუპები

ეს კვირა მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ჩაერთოთ იმ საქმეებში, რომლებიც აქამდე არასდროს გაგიკეთებიათ, ან კიდევ შესაძლოა, დაიწყეთ, თუმცა განვითარებას ვერ ხედავდით. ეს არის პერიოდი, როდესაც ახალი აღმოჩენები განვითარებაშიც დაგეხმარებათ და ამავდროულად, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისთვისაც გამოგადგებათ. ის, რასაც ახლა დაიწყებთ, შეისწავლით, გაამრავალფეროვნებთ, მომავალში იმაზე მეტ წარმატებას მოგიტანთ, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ.

კირჩხიბი

ამ კვირის განმავლობაში ცვლილებების სურვილს განსაკუთრებით იგრძნობთ. თითქოს, უკვე ძალიან ბევრი გაკვეთილი, გამოცდილება დააგროვეთ და დრო მოვიდა, მოძველებულ ურთიერთობებს, კავშირებს, საქმეებს საბოლოოდ გადახედოთ და ახალი ეტაპი დაიწყოთ. ეს პერიოდი მოგცემთ შესაძლებლობას, საკუთარ ღირებულებებს გადახედოთ და რეალური სურვილებისა და მიზნების ამოცნობა დაიწყოთ.

ლომი

მიმდინარე კვირის განმავლობაში მომატებულ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ახალი საქმეების დაწყებასა და ცხოვრების წესის ცვლილებაზე იფიქროთ. თანდაყოლილი ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობითა და აქტიურობით, ამ კვირაში ბევრი ადამიანის ყურადღებას მიიპყრობთ, გექნებათ შანსი, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოთ და პოზიტიური ცვლილებებიც მიიღოთ.

განაგრძეთ კითხვა

The post როგორი იქნება 27 ოქტომბერი – 2 ნოემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის appeared first on გურია ნიუსი.

2 თვის განმავლობაში, უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის 629 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში, უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის 629 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 2 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 235 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში. 82 სამართალდარღვევაა გამოვლენილი გურიაში, 77 – იმერეთში, 56 – ქვემო ქართლში, 48 – მცხეთა-მთიანეთში, 45 – შიდა ქართლში, 37 – აჭარაში, 22 – სამცხე-ჯავახეთში, 13 – კახეთში, 5 ფაქტი კი დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.
სამართალდარღვევა გამოვლენილია დედაქალაქშიც – 2025 წლის 23 აგვისტოდან 23 ოქტომბრის ჩათვლით, 9 ფაქტია აღკვეთილი.
 გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 566 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია. 32 შემთხვევაში სამართალდამრღვევებს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდათ გადახდილი, 22 შემთხვევაში მოქალაქეები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ, 7 კი, ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია.
დაფიქსირდა უკანონო საშუალებით – ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობით (ე.წ. მანოკი) ნადირობის ფაქტებიც. სეზონის დაწყებიდან 2 თვეში ამოღებულია 558 „მანოკი“.
ამავე პერიოდში ასევე გამოვლენილია „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობების, მაგალითად დათვისა და არჩვის უკანონო მოპოვების ფაქტებიც. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 1 დათვი, 1 არჩვი, 3 ხოხობი, 3 ქედანი და 9 მწყერი.

უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის განმავლობაში (მომდევნო წლის 1 მარტამდე), საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ. დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

The post 2 თვის განმავლობაში, უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის 629 ფაქტი გამოავლინეს appeared first on გურია ნიუსი.

ზოდიაქოს 2 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ნოემბერში განსაკუთრებული წარმატება ელოდება

როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2025 წლის ნოემბერი ბევრ ადამიანს ახალ შესაძლებლობებსა და საინტერესო ცვლილებებს ჰპირდება. თუმცა, ზოდიაქოს ქვემოთ ჩამოთვლილი 2 ნიშანი განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწევს.

კერძოდ, ვერძისა და კუროს ნიშნის წარმომადგენლები პოზიტიური ცვლილებებისა და საკუთარი გეგმების რეალიზებისთვის უნდა მოემზადნენ.

ვერძებს ნოემბერში გაზრდილი აქტივობისა და პროდუქტიულობის პერიოდი ელის. ძალიან დიდ მოტივაციას იგრძნობთ და მომატებული თავდაჯერებულობა, ენერგია და შემართება დაგეხმარებათ, რომ ახალი ჰორიზონტები დაიპყროთ. ნოემბერში გექნებათ შანსი, ის საქმეებიც კი, რომლებიც აქამდე რთულად გეჩვენებოდათ, მარტივად მოაგვაროთ და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში წარმატებას მიაღწიოთ.

თვის განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა, პროფესიულად დაწინაურდეთ, ახალი შეთავაზებები მიიღოთ, თქვენი სახელი, ავტორიტეტი განამტკიცოთ და უკეთეს პოზიციაზე აღმოჩნდეთ. ფინანსური თვალსაზრისითაც, საკმაოდ ხელსაყრელი პერიოდი გელით. თქვენი მთავარი ამოცანაა, რომ ახალი პასუხისმგებლობების აღების არ შეგეშინდეთ და სიახლეებზე უარი არ თქვათ.

განაგრძეთ კითხვა

The post ზოდიაქოს 2 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ნოემბერში განსაკუთრებული წარმატება ელოდება appeared first on გურია ნიუსი.

ვიდრე პუტინი ხელისუფლებაშია, ომი უკრაინაში შეიძლება სამუდამოდ გაგრძელდეს – დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი არ ელის მდგრად მშვიდობას უკრაინაში, ვიდრე ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად რჩება.

ტუსკის თქმით, ომი უკრაინაში შესაძლოა „სამუდამო“ გახდეს.

„მთავარი კითხვა ახლა არის, კიდევ რამდენი მსხვერპლი იქნება“, – განუცხადა პოლიტიკოსმა ბრიტანულ გაზეთ The Sunday Times-ს.

„რუსებს უზარმაზარი უპირატესობა აქვთ დასავლეთთან და განსაკუთრებით ევროპასთან შედარებით: ისინი მზად არიან საბრძოლველად. […] ომის დროს ეს აბსოლუტურად გადამწყვეტი ფაქტორია“, – აღნიშნა ტუსკმა.

ამასთან, პოლონეთის მთავრობის მეთაურმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა „გადარჩება როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო“.

მისი თქმით, რუსეთს შეუძლია ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქამდე, ლონდონის ჩათვლით, მიაღწიოს თავისი ბალისტიკური რაკეტებით, რომელსაც თან ახლავს ბირთვული ქობინები.

მან ასევე მიუთითა რუსეთის მიმდინარე კიბერთავდასხმებზე.

„ისინი მზად არიან, გაანადგურონ ჩვენი რკინიგზის, ჩვენი საავადმყოფოების ციფრული ინფრასტრუქტურა პოლონეთში“, – გააფრთხილა ტუსკმა.

The post ვიდრე პუტინი ხელისუფლებაშია, ომი უკრაინაში შეიძლება სამუდამოდ გაგრძელდეს – დონალდ ტუსკი appeared first on გურია ნიუსი.

“ბიჭოო, ეს რა თავზარდამცემი ამბავი გავიგე” _ ჩოხატაურში ახალგაზრდა მოულოდნელად გარდაიცვალა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში ახალგაზრდა კაცი მოულოდნელად გარდაიცვალა.

“სახლში მივიდა, წამოვწვები, ცოტას დავისვენებო, უთქვამს… ვეღარ გაიღვიძა… გარდაცვლილი ნახეს. სავარაუდოდ, თრომბით დაიღუპა”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” გარდაცვლილი ბათურა სიხარულიძის ახლობელი.

“სიტყვები უძლურია, როცა სიცოცხლე ასე მოულოდნელად ჩერდება…

ამ დროს სიჩუმე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები — ის სიჩუმე, სადაც დარჩა მისი სითბო, ღიმილი და ყველა დაუმთავრებელი ოცნება.

უფალს ებარებოდე, ბათურა…
ძალიან დამენანე და გული დამწყვიტე…
ვიზიარებ ამირან სიხარულიძის და მთელი ოჯახის ამ უდიდეს მწუხარებას…

ვერაფრით რომ ვერ ანუგეშებ ადამიანს და რამის თქმაც რომ გეუხერხულება ისაა…”,

“წამოვწვები, დავისვენებო და ერთ საათში აღარ იყავი…

წახვედი ჩუმად, უხმოდ, უენოდ…

როგორი ჩუმი და მოკრძალებულიც იყავი, ისე ჩუმად წაგიყვანა ულმობელმა სიკვდილმა…

დედის სიკვდილის შემდეგ ჩუმი, ისედაც ჩუმი გახდი, რაღაცნაირად გულჩათხრობილი… არავის აწუხებდი.

რამდენი რამე გტკიოდა, ალბათ…

ძალიან კეთილი იყავი, სხვანაირად დამნახავი სხვისი სიკეთის…”

“ბიჭოო, ეს რა თავზარდამცემი ამბავი გავიგე. რა დაგემართა ბათურა”; _ წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ბიჭის ახლობლები.

 

The post “ბიჭოო, ეს რა თავზარდამცემი ამბავი გავიგე” _ ჩოხატაურში ახალგაზრდა მოულოდნელად გარდაიცვალა appeared first on გურია ნიუსი.

„ქვეყნის მძარცველები სახლში, გულანთებული ხალხი _ ციხეში. მაგარია!“ _ ლანჩხუთელი მღვდელმსახური

ლანჩხუთელი მღვდელმსახური გიორგი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ქვეყანაში არსებულ ვითარებას აფასებს:

„სამართლის ოკუპაციაც არსებობს, როგორც ჩანს. შენს ხელშია – მიაწექი, როგორც გინდა ჭერი და კერე, სანამ შენც დაგიჭერენ და შეგიკერავენ.

ქვეყანას თუ გაძარცვავ, გადაიხდი და გამოხვალ, თუ პროტესტი გაქვს და გამოხატავ, იჯდები და ვერსად ვერ გამოხვალ.

ქვეყნის მძარცველები სახლში, გულანთებული ხალხი ციხეში.

მაგარია!

ერთხელ მკითხეს, რას შოულობ ასეთს ლანჩხუთის ერთ-ერთი სოფლის ტაძარში, მაქ რომ მსახურობ და არ მიდიხარო. არ ვიცი თუ იყო სასაცილო, მაგრამ გამეცინა. რას იზამ, ასე აზროვნებს ხალხის კატეგორია ალბათ.

რადგან ესე აზროვნებთ და ვინც ასე აზროვნებთ, თქვენივე აზროვნების კატეგორიით გკითხავთ: რა არის თქვენი ბენეფიტი ამ უსამართლობაში, რომ გიღირთ?

მე კი ვიცი, მაგრამ საკუთარ თავს უპასუხეთ. ოღონდ, როგორც დაგვარიგეს, ჯერ კითხვა უნდა დაუსვათ რომ უპასუხოთ“ _ წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მამა გიორგი ცქიტიშვილი.

წყარო: guriatoday.ge

The post „ქვეყნის მძარცველები სახლში, გულანთებული ხალხი _ ციხეში. მაგარია!“ _ ლანჩხუთელი მღვდელმსახური appeared first on გურია ნიუსი.

რუსებმა კიევს დაარტყეს, არის მსხვერპლი

26 ოქტომბრის ღამეს, რუსებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს დაარტყეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მაშველები დესნიანსკის რაიონში მუშაობენ, სადაც დრონის დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა და 9 და 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია ქალაქში, ობოლონსკის რაიონში მდებარე მაღალსართულიან შენობაზე დრონის დარტყმის შესახებ.

თავდასხმის შედეგად დაშავებულ 29 ადამიანს შორის 7 ბავშვია.

The post რუსებმა კიევს დაარტყეს, არის მსხვერპლი appeared first on გურია ნიუსი.

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 3 დღის განმავლობაში, შეკრება – მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად,  აქციის  60 მონაწილე – გ.ლ.,ზ.ს., მ.ბ., ვ.ჩ., ბ.ქ., გ.მ., ა.გ., ი.გ., გ.ლ., ნ.ლ., ზ.ც., ნ.ლ., დ.მ., დ.ჭ., ნ.ს., ს.რ., ლ.ს., რ.მ., ლ.ბ., ა.გ., გ.ხ., ნ.გ., ი.კ., ზ.მ., თ.კ., ი.ვ., ლ.ბ., ნ.ნ., ნ.ბ., დ.ა., ი.ხ., ნ.ნ., თ.გ., ვ.გ., გ.ე., მ.ტ., თ.ტ., ლ.შ.,ი.კ., ი.ღ., დ.ტ., ბ.მ., ნ.კ., ი.დ., გ.ჯ., გ.მ., ა.შ., თ.კ., ა.ჯ., ვ.ჯ., ლ.ა., თ.ლ., კ.კ., გ.ს., ნ.შ., შ.ბ., ლ.გ., ა.ლ., ნ.პ. და გ.ს. დააკავეს.

მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდეს, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან მათი რაოდენობა არ იძლეოდა გზის გადაკეტვის კანონიერ უფლებას, დემონსტრანტები სამართალდამცველთა მოწოდებას არ დაემორჩილნენ, კვლავ გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები.

The post შსს განცხადებას ავრცელებს appeared first on გურია ნიუსი.

9 თვეში სანქციებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესულმა თანხამ 319.3 მლნ ლარი შეადგინა

წელს, იანვარ-სექტემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით სანქციებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა თითქმის 18 მლნ ლარით გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2025 წლის 9 თვეში სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა 319 321 042 ლარი შეადგინა, მაშინ, როცა 2024 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 301 403 752 ლარი იყო.

მონაცემების მიხედვით, წელს იანვარ-სექტემბერში ბიუჯეტში შესული 319.3 მლნ ლარიდან 264.099 მლნ ლარზე მეტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოწერილ ჯარიმებზე მოდის. შედარებისთვის, წინა წელს იგივე მუხლით, ბიუჯეტში 255.250 მლნ ლარი შევიდა.

ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც.

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 188 423 861ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში კი 172 717 601 ლარი.

წყარო

The post 9 თვეში სანქციებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესულმა თანხამ 319.3 მლნ ლარი შეადგინა appeared first on გურია ნიუსი.

“ვისაც გგონიათ ან გაგვაჩუმეს, ან გადაგვასახლეს, ან სულაც მოვკვდით, იმედი უნდა გაგიცრუოთ” – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მიმართვას ავრცელებს:

,,ყურადღება! ყურადღება! იმათ გასაგონად ვისაც გგონიათ ან გაგვაჩუმეს, ან შეგვაშინეს, ან გადაგვასახლეს , ან სულაც მოვკვდით, იმედი უნდა გაგიცრუოთ .მთლად ჯანმრთელად არა მარა ცოცხლები ვართ და ველოდებით უფლის ნებას. დაილოცოს შეუცნობელი გზანი უფლისანი! ორმა კინკილა განადგურებულმა ადამიანმა ამხელა მონსტრის( სისტე მის)წინააღმდეგ ვერაფერი რომ ვერ გავაწყეთ (ძალა აღმართს რო ხნავდა) , მორწმუნე ადამიანების კეთილი რჩევების გათვალისწინებით მივენდეთ უფალს.

და ჰოი საოცრებავ, ძლიერნი ამა სოფლისანი სულ არ ყოფილან ძლიერები ღმერთის წინაშე. ( შემოქმედს ვერ მოისყიდი, მის წინაშე ვერ გააყალბებ, თვალებში ნაცარს ვერ შეაყრი და ბოლობოლო უბრალოდ ვერც მოატყუებ და ვერ იმართლებ თავს). გესლიანი და ბოროტი ხალხის საყურადღებოდ პროცესი დაწყებულია და ის შეუქცევადია.

მე მჯერა უფლის სამართლის, რამეთუ ჩემი ღიმილა შვილის ცოდვას არავის შეარჩენს. მადლობა უფალო! სამართალი მაინც იზეიმებს მავანს უნდა თუ არა ეს!“

ინფორმაციისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც. 2020 წლის 17 დეკემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაული არ ჩადენილა, მან თავი მოიკლა და საქმე ამ დასკვნით დაიხურა.

The post “ვისაც გგონიათ ან გაგვაჩუმეს, ან გადაგვასახლეს, ან სულაც მოვკვდით, იმედი უნდა გაგიცრუოთ” – თამარ ბაჩალიაშვილის დედა appeared first on გურია ნიუსი.

“რაც მოხდა, დიდად არავის გაჰკვირვებია, უფრო ის გაუკვირდათ, როგორ გასწირეს “თავისიანი” – “ქართული ოცნების” ექსმინისტრი ღარიბაშვილის ბრალზე

“პრაგ­მა­ტუ­ლად რომ ვთქვა, რო­გო­რია ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, ვი­ტყვი, რომ არის უფრო კარ­გი, ვიდ­რე ცუდი“ – ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, გი­ორ­გი ქო­ბუ­ლია “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “მო­ნე­ტი­ზა­ცია“ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს.

“ადა­მი­ა­ნუ­რად ეს ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტია, მაგ­რამ პრაგ­მა­ტუ­ლად რომ ვთქვა, რო­გო­რია ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის – კარ­გი თუ ცუდი, მინ­და ვთქვა, რომ არის უფრო კარ­გი, ვიდ­რე ცუდი. ახლა ავ­ხსნი რა­ტომ: ცუ­დია იმი­ტომ, ამას რომ უყუ­რებს ინ­ვეს­ტო­რი ან ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მელ­საც აქ შე­მოს­ვლა უნდა, ან ის, რო­მე­ლიც უკვე აქ არის, იტყვის, რომ ძა­ლი­ან ცუ­დია, რად­გან მთე­ლი სის­ტე­მა კო­რუფ­ცი­ა­ში ყო­ფი­ლა ჩარ­თუ­ლი. ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ის­თვის ეს ძა­ლი­ან და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა კარგ ნა­წილს – რომ დავ­ფიქ­რდეთ: ის რომ, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და მისი მმარ­თვე­ლო­ბა რა­ღაც დო­ზით კო­რუფ­ცი­ა­ში იყო ჩარ­თუ­ლი და ამი­სი გან­ცდა სულ იყო მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, ამას ვერ უარ­ვყოფთ. რაც მოხ­და, დი­დად არა­ვის გაჰ­კვირ­ვე­ბია, უფრო ის გა­უკ­ვირ­დათ, რო­გორ გას­წი­რეს „თა­ვი­სი­ა­ნი“. ანუ, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სულ ჰქონ­დათ ასე­თი კო­რუფ­ცი­ის გან­ცდა, იტყვი­ან, რომ სის­ტე­მამ თვი­თონ აღი­ა­რა შეც­დო­მა და და­არ­ტყა თა­ნა­გუნ­დე­ლებს“,- აღ­ნიშ­ნა ექს-მი­ნის­ტრმა…გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

The post “რაც მოხდა, დიდად არავის გაჰკვირვებია, უფრო ის გაუკვირდათ, როგორ გასწირეს “თავისიანი” – “ქართული ოცნების” ექსმინისტრი ღარიბაშვილის ბრალზე appeared first on გურია ნიუსი.

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

26 ოქტომბერს, ქვეყნის უმეტეს რეგიონში, წვიმიანი ან ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი.

გაგრა +17 – წვიმა

სოხუმი +17 – წვიმა

ზუგდიდი +15 – წვიმა

მესტია +7 – წვიმა

ფოთი +16 – წვიმა

ბათუმი +17 – წვიმა

ოზურგეთი +16 – წვიმა

ქუთაისი +15 – წვიმა

ამბროლაური +14 – წვიმა

ახალციხე +14 – წვიმა

ბორჯომი +12 – წვიმა

ბაკურიანი +11 – წვიმა

გორი +16 – წვიმა

ცხინვალი +14 – წვიმა

სტეფანწმინდა +9 – წვიმა

გუდაური +5 – წვიმა

თელავი +19 – წვიმა

რუსთავი +21 – უმეტესად ღრუბლიანი

თბილისი +20 – უმეტესად ღრუბლიანი

The post როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით appeared first on გურია ნიუსი.

26 წლის მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს _ შსს-ს განცხადება

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო 26 წლის მას­წავ­ლებ­ლის გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2008 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.გ. ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი თბი­ლის­ში, თემ­ქის და­სახ­ლე­ბა­ში, ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 1997 წელს და­ბა­დე­ბულ გ.ა. -ს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და და ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ა.გ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს.

და­შა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი კრი­ტი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა უტარ­დე­ბო­და , თუმ­ცა მომ­დევ­ნო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და და ის 24 ოქ­ტომ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა.

The post 26 წლის მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს _ შსს-ს განცხადება appeared first on გურია ნიუსი.

თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, მიწისძვრა მოხდა

24 ოქტომბერს, დილის 07:07 საათზე (თბილისის დროით 11:07), თურქეთის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 108 კილომეტრში, დაფიქსირდა მიწისძვრა 3.5 მაგნიტუდით (ML).

მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა 39809 გრძედზე და 41.072 განედზე, ხოლო სიღრმე იყო დაახლოებით 0 კილომეტრი, რაც მიუთითებს ზედაპირულ ბიძგზე.

სეისმური ბიძგები შესაძლოა სუსტად აღქმული ყოფილიყო საქართველოს სამხრეთ რეგიონებში, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთსა და აჭარის მაღალმთიან ზონაში.

The post თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, მიწისძვრა მოხდა appeared first on გურია ნიუსი.

ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც არასრულწლოვნებმა სცემეს, გარდაიცვალა

ახალგაზრდა მასწავლებელი გიგა ავალიანი გარდაიცვალა.

ის 3 ოქტომბერს, არასრულწლოვნებმა სცემეს და თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს.
შემთხვევა თემქაზე მოხდა
ბიჭი კომაზოტურ მდგომარეობაში იყო და ექიმები მის გადარჩენას გუშინდელ დღემდე ცდილობდნენ.
გარდაცვლილის დედა მომხდარში ადანაშაულებს არასრულწლოვან გოგონას და მის შეყვარებულს, ასევე კიდევ ერთ პირს, რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა.
როგორც დედა ამბობს, გოგონამ მისი შეყვარებული აეჭვიანა მიმოწერით, რომელიც მის აწგარდაცვლილ შვილთან ჰქონდა.
მიმოწერა კი ეხებოდა მხოლოდ გაკვეთილების ცხრილს და ამ თემაზე საუბარს, რომელიც მეგობრული მოკითხვით იწყებოდა
დედის თქმითვე, სწორედ ეს მიმოწერა გახდა მისი შვილის მკვლელობის მიზეზი.

არასრულწლოვნები გიგა ავალიანს რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, როგორც კი მარტო მიმავალი დაინახეს, მაშინვე დაესხნენ თავს და სასტიკად გაუსწორდნენ.

The post ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც არასრულწლოვნებმა სცემეს, გარდაიცვალა appeared first on გურია ნიუსი.

ოზურგეთის მერია წმინდა გიორგის ქუჩაზე წიწვოვანი ხეების მოჭრის ნებართვის გაცემას არ ადასტურებს

სოციალურ ქსელში გაზეთ „ალიონის“ რედაქტორმა ნუგზარ ასათიანმა რამდენიმე დღის წინ დადო ფოტოები, რომელიც ქ. ოზურგეთში, წმ. გიორგის ქუჩის დასაწყისში წიწვოვანი ხეების მოჭრას ასახავდა.

აღნიშნულზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ბახტაძემ გამომცემლობას უპასუხა:

“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მომართა, წმინდა გიორგის ქუჩაზე მცხოვრებმა არჩილ კვერღელიძემ, რომელსაც სურდა საკუთარ მფლობელობაში არსებული წიწვოვანი ხეების მოჭრის შესახებ მიეღო ოზურგეთის მერიიდან ნებართვის ცნობა.

მუნიციპალიტეტი კერძო  საკუთრებაში მყოფ ხეებთან დაკავშირებით არ გასცემს ცნობას. ვინაიდან, აღნიშნული საკითხი არ გახლავთ ოზურგეთის მერიის კომპეტენცია.“უთხრა “ალიონს” ნინო ბახტაძემ.

The post ოზურგეთის მერია წმინდა გიორგის ქუჩაზე წიწვოვანი ხეების მოჭრის ნებართვის გაცემას არ ადასტურებს appeared first on გურია ნიუსი.

❌