Normal view

Today — 28 October 2025Main stream

“სასამართლოს კონკრეტული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით მივმართავთ”- შალვა პაპუაშვილი

“დღეს ვიწყებთ დაპირების სამართლებრივი ნაწილის შესრულებას… პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიგნებების საფუძველზე ფრაქცია ქართული ოცნების, პოლიტიკური ჯგუფების – ხალხის ძალა და ევროპელი სოციალისტების წევრები, ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის მოთხოვნით” ,_  თქვა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

ცნობისთვის, “ოცნების” ხელისუფლება “ნაციონალური მოძრაობის” და სხვა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ უკვე რამდენიმე თვეა საუბრობს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, სარჩელით სამი პარტიის აკრძალვას,  “ნაციონალური მოძრაობა”, კოალიცია “ცვლილებებისთვის”, “ლელო- ძლიერი საქართველო” ითხოვენ.

The post “სასამართლოს კონკრეტული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით მივმართავთ”- შალვა პაპუაშვილი appeared first on გურია ნიუსი.

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენაშენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

“საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას 5ფ-მდმბ-პინაკა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება რეალიზაციის მიზნით საჯაროდ ხელმისაწვდომ ადგილას ფარულად განთავსება და ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. სამართალდამცველებმა ამოიღეს უკანონო რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებული, ასევე პირადად შენახული ნარკოტიკული საშუალება.

სამართალდამცავებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 -დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა”,_ აცხადებს პროკურატურა.

The post პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა appeared first on გურია ნიუსი.

მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში- საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge

ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 350-ზე მეტი სტიპენდიატი. შეავსე განაცხადი და გახდი შემდეგი შენ.

რა უნდა იცოდე, საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ?

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდია ერთწლიანია, თუმცა, შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს ყოველწლიურად შეავსონ განაცხადი და კვლავ მოიპოვონ დაფინანსება.

  • სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრიატის ნებისმიერ საფეხურზე მყოფ სტუდენტს შეუძლია; მათ შორის მათაც, ვისაც მიღებული აქვს სახელმწიფო გრანტი, თუმცა, კერძო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად დამატებითი ფინანსები სჭირდება;
  • საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტის ფარგლებში, სტიპენდიატების შერჩევა მათი აკადემიური მოსწრების (GPA) და სამოტივაციო წერილის მიხედვით ხდება;
  • საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტში 21 ადგილობრივი უნივერსიტეტია ჩართული, რომელთა ნახვა ვებგვერდზე არის შესაძლებელი.

გამოგზავნე განაცხადი 30 ნოემბრამდე და განათლების გზაზე არ გაჩერდე. 

ინფორმაციისთვის, ეს საქართველოს ბანკის მიერ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტის ახორციელებს და უჭერს მხარს, რომელთა მეშვეობით 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების, საკუთარი პოტენციალის გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობას. საქართველოს ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშსა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკებისაქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

(R)

The post მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში- საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი appeared first on გურია ნიუსი.

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA) D ბლოკთან პარტნიორობით, შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო. რომლის ფარგლებში 25 ოქტომბერს Meetups Horizons-ის პირველი შეხვედრა გაიმართა.

Meetups შეხვედრები რეგულარულად იმართება და შეკრებების მიზანია მონაწილეების ცნობიერების ამაღლება, ინსპირაცია და პრაქტიკული იდეების გაცვლა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაინერგოს AI ტექნოლოგიები ბიზნესში, ადამიანებმა კი შეძლონ სწორი კომპტენეციების განვითარება სწრაფად ცვალებად პერიოდში.

GAIA-ს მითაფები ორ ფორმატში ტარდება – Tech და Horizons. Horizons-ის ყოველთვიურ მითაფებზე სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები განიხილავენ, როგორ ცვლის AI მათ ინდუსტრიებს, როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი უკეთესად თავის საქმეში და რა სიახლეებია AI-ის მიმართულებით.

GAIA Meetups Horizons პირველ შეხვედრაზე InSource-ის მმართველი პარტნიორი, მედეა ტაბატაძემ ისაუბრა  AI-ის როლზე თანამედროვე სამყაროში, შრომის ბაზარზე და პროფესიებში და იმ უნარებზე,  რომელიც მომავალში კარიერული თუ პიროვნული წარმატებისთვისაა საჭირო.

„ხელოვნური ინტელექტი არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ინსტრუმენტი –  ეს არის ცვლილება და შესაძლებლობა, რომელიც გავლენას ახდენს ყველა სფეროზე. მნიშვნელოვანია, ადამიანები იყვნენ ღია ახალი ცოდნისადმი და შეძლონ სწორი უნარების განვითარება, რათა AI-ის შესაძლებლობები პირად და პროფესიულ განვითარებაში გამოიყენონ. Meetups Horizons სწორედ ამ მიზანს ემსახურება – გააღვიძოს ინტერესი, გაზარდოს ცნობიერება და მისცეს მონაწილეებს პრაქტიკული ხედვა მომავლისკენ“ – მედეა ტაბატაძე.

GAIA-სთან თანამშრომლობით, თიბისი აგრძელებს იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს AI-ისა და მონაცემთა მეცნიერების სფეროში განათლების ხელმისაწვდომობას, ცოდნის გაზიარებას და პროფესიული ეკოსისტემის გაძლიერებას. ხელოვნური ინტელექტის სფეროში მთავარია გჯეროდეს, იკვლიო, ისწავლო და შექმნა ახალი.

(R)

The post AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა appeared first on გურია ნიუსი.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავეს.

აღნიშნულ საქმეზე ასევე დაკავებულები იყვნენ ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, რომლებმაც სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ გირაო შეეფარდათ.
როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები.
გამოძიებით დადგენილია, რომ ისინი ფლობდნენ ინფორმაციას, რომ შპს „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი. დასახელებულმა პირებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირთა დადგენის და შესაბამისი რეაგირების მიზნით”,_ აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

The post მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დააკავეს appeared first on გურია ნიუსი.

Yesterday — 27 October 2025Main stream

განათლების შესაძლებლობები მოსწავლეებისთვის – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ადამიანებს, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი. ამ პროცესში კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას განათლებას ანიჭებს. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები 11 რეგიონის 25 სკოლაში

მეხუთე წელია, რაც ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საქართველოს ბანკი რეგიონების სკოლებში ინოვაციურ ბიბლიოთეკებს – იდეათეკებს ხსნის, რომელთა მეშვეობით, 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის შემეცნებისა და ახალი აღმოჩენების სივრცეს.

ყოველი იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი, 2000-მდე წიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით – კომპიუტერებით, პროექტორებით და STEM კუთხით. საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკების რაოდენობა კიდევ გაიზრდება და უფრო მეტ ახალგაზრდას მისცემს წვდომას უსაზღვრო აღმოჩენების სივრცეზე.

საქართველოს ბანკი ხელს უწყობს ქვეყანაში მომავლის პროფესიების განვითარებას

STEM ოლიმპიადა – მოსწავლეების მომავლის პროფესიებით დაინტერესების მიზნით, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, STEM ოლიმპიადას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში კი შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები. პროექტში მონაწილეობა 200-ზე მეტი სკოლის 1500-მდე მოსწავლემ უკვე მიიღო.

STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს და 30 ნოემბერს დასრულდება. ოლიმპიადის ფარგლებში, გამარჯვებული სკოლის გუნდს 10 000 ლარი გადაეცემა.

ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორაცია იხილეთ ვებგვერდზე stem.school.ge

ამასთან, საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან ერთად  STEM სკოლის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება.

STEM სკოლაში გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში ტარდება, რაც საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად დაესწრონ გაკვეთილებს და მიიღონ ხარისხიანი განათლება. ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 90 სტიპენდიატს ასახელებს და მათ სწავლის ხარჯებს უფინანსებს – 60 მოსწავლეს სრულად, ხოლო 30-ს ნაწილობრივ.

STEM სკოლაში უკვე 1000-ზე მეტმა მოსწავლემ ისწავლა, მათგან 200-ზე მეტი კი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდა. პროექტში მონაწილეობის მსურველებისთვის კი მიღება წელიწადში ორჯერ ცხადდება.

CODE-IT

მომავლის პროფესიების კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკი სხვადასხვა პროექტს უჭერს მხარს. მათ შორის ერთ-ერთი Code-IT-ია, რომელიც საქართველოს ბანკის, Lineate-ისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით შეიქმნა.

პროექტი პროგრამირებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს 8 ტექნოპარკში – ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, კასპში, გურჯაანში, თელავში, ახმეტასა და თბილისში (და დამატებით 5 ლოკაციაზე) დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს.

ევერესტის ოლიმპიადა

ამასთან, საქართველოს ბანკი საქართველოში ყველაზე მასშტაბური ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია.

ყოველწლიურად პროექტში მონაწილეობას 17 000-ზე მეტი  II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლე იღებს.

ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების მხოლოდ ნაწილია. ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge

(R)

The post განათლების შესაძლებლობები მოსწავლეებისთვის – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი appeared first on გურია ნიუსი.

განზრახ მძიმე დაზიანებით სიცოცხლის მოსპობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ბრალდებულმა მეგობარ გოგონასთან არასასურველი კომუნიკაციის და ეჭვიანობის გამო, დაზარალებულს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო. დაზარალებული 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის ჩადენის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანი პირი 19 ოქტომბერს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაზარალებულის გარდაცვალების შემდგომ დაკავებულს ბრალდება დაუმძიმდა და ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) წარედგინა.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, 26 ოქტომბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი არასრულწლოვანი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული) წარედგინა.

პროკურატურა დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”,_ აცხადებს პროკურატურა.

The post განზრახ მძიმე დაზიანებით სიცოცხლის მოსპობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს appeared first on გურია ნიუსი.

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7152 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7241 ლარი იყო. 

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1610 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1638 ლარს შეადგენდა.

The post რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ appeared first on გურია ნიუსი.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდა

“მედიაჩეკერის” ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი ხელმეორედ გამოაცხადა.

პირველად კონკურსი 12 აგვისტოს გამოცხადდა, თუმცა სამეურვეო საბჭომ 17 სექტემბრის სხდომაზე „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორი ვერ აირჩია და   კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადა. მასში ორი კანდიდატი ნიკოლოზ მეგრელიშვილი და აკაკი ბერიძე მონაწილეობდნენ, თუმცა კენჭისყრის დროს ამ კანდიდატებმა სამეურვეო საბჭოს წევრების ვერცერთი ხმა ვერ მიიღეს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორობის მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტები ამჯერად 23 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ. კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარულ დღეში სამეურვეო საბჭო დირექტორობის კანდიდატთა სიას ტელევიზიის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს და მომდევნო 7 დღის განმავლობაში დირექტორს დანიშნავს. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორს თანამდებობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით ნიშნავს.

ტელევიზიის ბოლო დირექტორი ვლადიმერ ტატიშვილია, რომელმაც თანამდებობა 1 სექტემბერს, მის ადგილზე კონკურსის გამოცხადების შემდეგ, დატოვა. ტატიშვილს დირექტორობის ვადა მიმდინარე წლის ნოემბერში ეწურებოდა.

The post აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდა appeared first on გურია ნიუსი.

TI: ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელია დაკავებული.

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც ფაქტობრივად კრძალავს მოქალაქეთა თავისუფალ შეკრებას და ლახავს მანიფესტაციის ფუნდამენტურ უფლებას, ბოლო 10 დღეშიდამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, 1 ჟურნალისტს კი – მცირე დროით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთესბოლო 1 წლის განმავლობაში25-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მკაცრად გმობს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების მასობრივ დევნასა და დაკავებებს და აღნიშნულს მედიის მიმართ „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებად, ასევე თავისუფალი სიტყვის ჩახშობისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად მიიჩნევს.

დაკავებლთა შორის არიან:

ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი და ჟურნალისტი ვახო სანაია. მოსამართლემ მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდამან საპატიმრო უკვე დატოვა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი და ჟურნალისტიქეთა ციცქიშვილი5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, მან საპატიმრო უკვე დატოვა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ სოციალური მედიის მენეჯერიცირა ჟვანია. მას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ჟურნალისტი ირაკლი წულაია. მოსამართლემ მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრი და ჟურნალისტი – ლიკა ბასილაია-შავგულიძე. მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული.

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტიაფგან სადიგოვი. მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებული ჟურნალისტი და წამყვანი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ჟურნალისტი მაიკო ბოკერია. იგი 5 000-ლარიანი ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლეს. მაიკო ბოკერია მეუღლესთან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად დააკავეს.

ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი და რეჟისორიგიორგი ლიფონავა. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მან იზოლატორი უკვე დატოვა.

მწერალირედაქტორი და ტელეკომპანია „ფორმულას წამყვანიზვიად კვარაცხელია. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფერდეს. კვარაცხელიამ იზოლატორი უკვე დატოვა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროების“ ოპერატორინიკა პატარაია. მას 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ასევე, 24 ოქტომბერს, შინაგან საქეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ონლაინგამოცება „პუბლიკას“ ჟურნალისტსბასტი მგალობლიშვილს. გათავისუფლებისას, მას უთხრეს, რომ იგი სხვა პირში აერიათ.

The post TI: ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს appeared first on გურია ნიუსი.

თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში

იბისი კამპუსი განათლების მიღების განსხვავებული და გამორჩეული პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდების მზარდ ცნობისმოყვარეობას, მუდმივი განვითარების სურვილსა და მიზანსწრაფულობას პასუხობს.

თიბისი კამპუსში მიღებული ცოდნა სტუდენტებს, არჩეული მიმართულებით, კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებაში და საკუთარი ბიზნესის წარმატებით მართვაში ეხმარება. კამპუსმა, ერთი წლის განმავლობაში, 600-მდე მონაწილე გააერთიანა, მათი 18% კი უკვე წარმატებით დასაქმდა.

კამპუსში, თიბისის გუნდისთვის, კარგად ნაცნობი თანამედროვე და მოთხოვნადი პროფესიები ისწავლება. თიბისის გუნდის წევრები, სფეროს სხვა პროფესიონალების ჩართულობით აზიარებენ მათ საუკეთესო ცოდნას და გამოცდილებას. სწორედ ამიტომ, კამპუსის კურსდამთავრებულებისთვის გაჩნდა ინიციატივა – „ერთი დღე თიბისიში“.

ინიციატივის ფარგლებში კამპუსის 45 კურსდამთავრებული, 22 ოქტომბერს, თიბისის ესტუმრა – ჩაერთნენ მათი კურსის შესაბამისი მიმართულების სამუშაო პროცესში, გაეცნენ რეალურ პროექტებსა და გუნდის წევრებს. სამუშაო დღის ბოლოს კი ჩაუტარდათ მედეა ტაბატაძის ვორქშოფი თემაზე – „როგორ მოვემზადოთ სამუშაო ბაზრისთვის“.

თიბისი კამპუსი სტუდენტებს 9 მოთხოვნადი მიმართულებით სთავაზობს ონლაინ კურსებს: მეწარმეობას და ბიზნესის დაგეგმარება, ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლები, მონაცემთა ანალიზი, UI/UX დიზაინი, IT ბიზნეს ანალიზი, ბაზრის კვლევა, ციფრულ მარკეტინგი, სარეკლამო კონტენტის შექმნა, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია – SEO.

თიბისი ზრუნავს, რომ განათლება ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. კამპუსში სწავლა სრულად უფასოა, ონლაინ ფორმატი კი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მთელი საქართველოდან მიიღონ.

ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.

(R)

The post თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში appeared first on გურია ნიუსი.

სითი მოლი 14 წლისაა – ისარგებლეთ პირველად საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით და მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი

საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანია სითი მოლი 14 წლის ხდება. ამ დღესთან დაკავშირებით, ბანკმა ერთგულ მომხმარებლებს, ნაწილ-ნაწილ გადახდისას, სპეციალური შეთავაზება მოუმზადა.

შეთავაზების ფარგლებში, ის მომხმარებლები, რომლებიც პირველად ისარგებლებენ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით, სითი მოლში შოპინგისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ (მაქსიმუმ 100 ₾).

აღნიშნული აქცია მხოლოდ 29 ოქტომბერს მოქმედებს და ვრცელდება როგორც სითი მოლი საბურთალოს, ასევე, სითი მოლი გლდანის ყველა პარტნიორ მაღაზიაში, სადაც ხელმისაწვდომია ნაწილ-ნაწილით გადახდა.

ინფორმაციისთვის, მომხმარებლებს ქეშბექის აქციით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ. თანხა კი, 3 სამუშაო დღეში ჩაერიცხებათ.

გარდა ამისა, საქართველოს ბანკმა მომხმარებლებს სხვა წამახალისებელი შეთავაზებებიც მოუმზადა. მათ შორის:

  • 30 ოქტომბერსSOLO Mastercard World Eliteბარათით გადახდისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ დახარჯული თანხის 30% დაიბრუნონ;
  • ხოლო, 31 ოქტომბერსPLUS ბარათით, მინ. 50 ლარის გადახდისას მომხმარებლები 5-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ (მაქსიმუმ 20 000 ქულა).

ინფორმაციისთვის, ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის ახალი მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი სასურველი ნივთი იყიდონ ან მიიღონ მომსახურება დღესვე. ღირებულება კი 4 თვეზე თანაბრად გადაანაწილონ ისე, რომ ნივთის ჯამური ფასი არ გაუძვირდეთ. (ეფექტური 0%). ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ თანხის ნაწილი გადაიხადონ, დარჩენილი კი მომდევნო თვეებზე გადაანაწილონ. ამრიგად, ნაწილ-ნაწილ გადაიხდით ზუსტად იმდენს,  რასაც ერთიანად გადაიხდიდით.

(R)

The post სითი მოლი 14 წლისაა – ისარგებლეთ პირველად საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით და მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი appeared first on გურია ნიუსი.

მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 3 მილიონამდე ლარს შეადგენს- პროკურატურამ 4 პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე დაკავებულია 4 პირი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 პირის მიმართ. ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 3 მილიონამდე ლარს შეადგენს.

“”შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ტურისტული კომპანიის ,,სმაილ თრეველ ჯორჯია“- წარმომადგენლებმა, 2024-2025 წლებში, საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზების დაპირებით, ფიზიკური პირებისგან მასიურად მოახდინეს დიდი ოდენობით თანხის მობილიზება და 200-მდე დაზარალებულის კუთვნილი, დაახლოებით 1 მილიონი ლარი მოტყუებით მიისაკუთრეს ისე, რომ აღებული ვალდებულება არ შეასრულეს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს ბრალდებულთა მიერ მოტყუებული სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისად დაზარალებულთა რაოდენობა და თაღლითურად დაუფლებული თანხების მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს.

ასევე, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან ერთად გამოვლენილია კონკრეტული იურიდიული პირის 100% წილზე ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლების ფაქტი.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, ,,ზეკარის წყაროების“ წარმომადგენლებს, ფინანსური პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი წილების დათმობა მოითხოვა. ნდობის მოსაპოვებლად, ბრალდებულმა, თავის მხრივ, სხვა დაზარალებულისაგან მოტყუებით დაუფლებული დიდი ოდენობით თანხიდან ნაწილობრივ დაფარა კომპანიის საბანკო დავალიანება და პარტნიორებს, 100%-იანი წილის გადაფორმება მოსთხოვა.

აღნიშნული ხერხით, ბრალდებულმა კომპანიის 100 %-იანი წილი ოჯახის წევრზე გადააფორმა, თავად კი არც საწარმოს საკრედიტო ვალდებულებები დაფარა დაორგანიზაციის 100%-იან წილსაც მოტყუებით დაეუფლა. შედეგად, იურიდიული პირის მესაკუთრეებს 1 500 000 ლარზე მეტის, ხოლო კიდევ ერთ დაზარალებულ პირს 163 000 ლარამდე ქონებრივი ზიანი მიადგათ.

ასევე, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაზარალებულს გაუფორმეს ე.წ. მოჩვენებითი ხელშეკრულება ,,სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ.“ შეთანხმებისამებრ, დაზარალებულმა, კონკრეტული სამუშაოებისათვის განკუთვნილი 123 134 ლარი ბრალდებულებს გადასცა. ბრალდებულებმა, არ შეასრულეს ფორმალურად ნაკისრი ვალდებულება და მითითებული დიდი ოდენობის თანხა მიისაკუთრეს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე დაკავებულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3  ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისის პროკურატურაში შეიქმნა თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო.

აღნიშნული დანაყოფი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე საპროცესო ხელმძღვანელობას და შესაბამის სისხლის სამართლის საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას ახორციელებს.

აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თაღლითობის საქმეების ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე გატარდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა დაზარალებულთა კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით”,_ აცხადებს პროკურატურა.

The post მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 3 მილიონამდე ლარს შეადგენს- პროკურატურამ 4 პირი დააკავა appeared first on გურია ნიუსი.

“ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ”- კახა კალაძე

“ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ აგენტურა, მოღალატეები და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან  და ასრულებენ გარე ძალების დავალებას, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ,” – ამის თაობაზე დღეს თბილისის მერიის გავრცელებული ინფორმაციით,  კახა კალაძემ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთანავე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული პოლიტიკა ძალიან მძიმე აღმოჩნდა ქვეყნისთვის და ეს ტრაგედია დღემდე მოუშუშებელია.

„პარტიების აკრძალვას რაც შეეხება, ხედავთ თუ რა პროცესები მიმდინარეობს. ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იმართებიან გარედან, ახორციელებენ გარე დავალებების შესრულებას, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა.

კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, მათ მიერ განხორციელებული პოლიტიკა ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის, უდიდესი ტრაგედია და სიმძიმეა, რომელიც დღესაც არ მოგვიშუშებია, ავიღოთ თუნდაც 2008 წლის ომი.

არსებობს ძალიან ბევრი კითხვა იმ გადაწყვეტილებებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც ეს ადამიანები, ხელისუფლებაში ყოფნისას, ახორციელებდნენ. შესაბამისად, ამ კითხვებს სჭირდება პასუხის გაცემა“, – განაცხადა ოფიციალური ინფორმაციით თბილისის მერმა.

შეკითხვაზე, თუ როდის  შევა შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ როდესაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ამის თაობაზე განცხადება გაკეთდება.

The post “ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ”- კახა კალაძე appeared first on გურია ნიუსი.

ბათუმის პორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული განცხადებით,  აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანისა და გავრცელების წინააღმდეგ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, აღკვეთილია ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი მსხვილი ფაქტი. კერძოდ, სამართალდამცავების მიერ, ბათუმის პორტის ტერიტორიაზე შემოსული სატვირთო ავტომობილიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება – 1 კილოგრამი და 167 გრამი „კოკაინი“, 2 000 აბზე მეტი ,,მდმა”,  2 კილოგრამი ,,მდმას” კრისტალები, 2 კილოგრამამდე „კლეფერდრონი“, 1 კილოგრამი „კეტამინი“ და ნარკოტიკული საშუალება ,,ლსდ”-ს (ელ ეს დე) შემცველი მუყაოს ფირფიტები.

“დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ბათუმის პორტის“ ტერიტორიაზე ბულგარეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა. განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერებები სამართალდამცველებმა სპეციალური სკანერის საშუალებით,  სატვირთოს მისაბმელის შემოწმების შედეგად,  ცეცხლმაქრში აღმოაჩინეს.

სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები  აღნიშნულ ნარკოდანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს.

აქვე, გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ სამართალდამცველების მიერ ბოლო 4 თვის განმავლობაში, გამოვლენილ და აღკვეთილი იქნა  ტრანსნაციონალური ნარკოდანაშაულის რამდენიმე ფაქტი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით დაკავებულია რამდენიმე პირი და ამოღებულია 750 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post ბათუმის პორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე appeared first on გურია ნიუსი.

გალტ & თაგარტმა ჩინეთში მდგრად ფინანსებზე ADB-ის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

23–24 ოქტომბერს, პეკინში, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ინოვაციური და მდგრადი ფინანსების თემაზე კონფერენცია გამართა, რომელსაც აზიის,  წყნარი ოკეანის და კავკასიის რეგიონების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა წამყვანი საინვესტიციო კომპანიის, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილე, ქეთევან თოიძე, რომელმაც პანელურ დისკუსიაზე მწვანე დაფინანსების სფეროში კერძო სექტორისა და ფინანსური ინსტიტუტების როლი მიმოიხილა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებმა სხვადასხვა ქვეყნიდან — საქართველოდან, ინდონეზიიდან, აზერბაიჯანიდან, მონღოლეთიდან, ტაილანდიდან, ფილიპინებიდან და ვიეტნამიდან. მათ ინდუსტრიის მთავარი გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც ინვესტორთა მოლოდინებს, რისკების აღქმის მართვას, მონაცემების ხარისხს და ბაზარზე წვდომას უკავშირდება.

“მოხარული ვართ, რომ გვქონდა პატივი, მონაწილეობა მიგვეღო აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ ორდღიან კონფერენციაში, სადაც მდგრად დაფინანსებასთან და კლიმატის ეროვნულ მიზნებთან დაკავშირებული სტრატეგიები მიმოვიხილეთ. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და პარტნიორობა ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიცაა ADB, შესაძლებლობას გვაძლევს, ბაზარზე საუკეთესო პრაქტიკები დავამკვიდროთ  და ხელი შევუწყოთ ქვეყნის მდგრადი ეკონომიკის განვითარებას”, – განაცხადა ქეთევან თოიძემ.

ორდღიანი ღონისძიების მიზანი იყო ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება და მდგრადი ფინანსების განვითარების ხელშეწყობა მწვანე ეკონომიკის, ESG სტანდარტების, მწვანე ობლიგაციების ბაზრისა და კერძო კაპიტალის მობილიზების გზით.

(R)

The post გალტ & თაგარტმა ჩინეთში მდგრად ფინანსებზე ADB-ის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო appeared first on გურია ნიუსი.

Before yesterdayMain stream

ნივთიერებები, რომლებიც თქვენი კბილებისთვის საზიანოა

კბილების გათეთრების პროცედურა

კბილების გათეთრების პროცედურას აქვს თავისი შედეგები. ღიმილი მხოლოდ მცირე ხნით ხდება თოვლივით თეთრი, რის შემდეგაც ის უფრო უფერულდება, ვიდრე პროცედურამდე იყო. საუბარია სპეციალურ ძლიერ ხსნარებზე, რომლებიც ვიზუალურად ათეთრებენ მინანქარს, მაგრამ რეალურად გავლენას ახდენენ მის გაღიზიანებასა და განადგურებაზე. მას შემდეგ რაც გააკეთებთ, მუდმივად მოგიწევთ სტომატოლოგთან ვიზიტი და კორექტირების გაკეთება.

პირის ღრუს სავლები სითხეები

განკუთვნილია იმისათვის, რომ სწრაფად გაიწმინდოს პირი და გაახალისოს თქვენი სუნთქვა. ისინი ძალიან პოპულარულია და ძალიან ეხმარებიან გრძელი მოგზაურობის დროს. მაგრამ ბევრი პირის ღრუს სავლები საშუალება შეიცავს ქლორჰექსიდინის გლუკონატს, რომელიც რეაგირებს კბილებს შორის ჩარჩენილ საკვების ნაწილაკებთან, რაც იწვევს კბილებზე ყავისფერ ლაქებს.

ბარბექიუს სოუსი

ცხარე ბარბექიუს სოუსი ასევე შეიძლება საზიანო იყოს თქვენი კბილების ჯანმრთელობისთვის. ის კარგად აღწევს მინანქარში და ყავაზე უარესად იცვლის ფერს. ამიტომ, პიკნიკის შემდეგ, სასურველია კბილების კარგად გახეხვა ან გაწმენდა.

კენკრა

ჟოლო, მოცვი, მაყვალი, შავი მოცხარი – რა გემრიელი და ჯანსაღია ისინი! მართალია, მათ შემდეგ ენა და კბილები ხშირად იძენენ ვარდისფერ ან მეწამულ ელფერს. ეს არ არის პრობლემა, თუ კენკრას ხშირად არ მიირთმევთ, მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ დამატებითი ჰიგიენა ხასხასა ფერის კენკრის ჭამის შემდეგ.

მედიკამენტები

მედიკამენტების მიღებისას ბევრს ეჭვიც კი არ ეპარება, რომ ისინი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც კბილებს აზიანებენ. მათ შორისაა ხველის სიროფი, ანტიბიოტიკები და ყელის საწუწნი კანფეტები.

სასმელები

თოვლივით თეთრი ღიმილის ნამდვილი მტრები არიან ყველაზე მრავალფეროვანი სასმელები, რომლებიც ძალიან უყვარს ბევრს. მათ შორისაა ყავა, ჩაი, წითელი ღვინო, სპორტული სასმელები და გამაგრილებელი სასმელები.

არაქისის კარაქი

არაქისის კარაქი რა თქმა უნდა, გემრიელი და ჯანსაღია სხეულისთვის, მაგრამ მაინც საზიანოა კბილებისთვის. კბილების ნებისმიერი საკვებით შეღებვის თავიდან ასაცილებლად, თქვენ უნდა გამოიყენოთ კბილის საწმენდი ძაფი ან რაიმე უსაფრთხო სავლები.

 

The post ნივთიერებები, რომლებიც თქვენი კბილებისთვის საზიანოა appeared first on გურია ნიუსი.

სანქციები და მოგზაურობის აკრძალვა “ოცნების” წევრებს- ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა რეზოლუცია მიიღო

“ფორმულას” ინფორმაციით, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა (ALDE Party) კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები, მათ შორის მოგზაურობის აკრძალვაზე ქართული ოცნების ყველა დონის თანამდებობის პირების წინააღმდეგ.

ტექსტში მოწოდებებია ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და სინდისის პატიმრების გათავისუფლებაზე. დოკუმენტში ქართული ოცნების მთავრობა მოხსენიებულია რეჟიმად.

დოკუმენტი გმობს მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას.

რეზოლუციაში ასევე მოწოდებებია დასავლეთის მიმართ, მხარი დაუჭირონ სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას.

დოკუმენტში ასევე საუბარია 2025 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე და ნათქვამია, რომ ის ჩატარდა საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე, ცენზურის პირობებში.

The post სანქციები და მოგზაურობის აკრძალვა “ოცნების” წევრებს- ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა რეზოლუცია მიიღო appeared first on გურია ნიუსი.

„ფედერალისტების“ წევრი გიორგი სიხარულიძე დააკავეს

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „ფედერალისტების“ წევრი გიორგი სიხარულიძე დააკავეს.

პოლიციამ გიორგი სიხარულიძე, დაახლოებით, 1 საათის წინ მის საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

სავარაუდოდ, ის რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით არის დაკავებული.

The post „ფედერალისტების“ წევრი გიორგი სიხარულიძე დააკავეს appeared first on გურია ნიუსი.

პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამი მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე  ცდილობდა რადიოაქტიური ნივთიერება ურანის შეძენას, რომელიც ასევე მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას და რომელიც უნდა გაეტანათ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ბრალდებულებს რადიოაქტიური ნივთიერების შესაძენად უნდა გადაეხადათ 400 000 აშშ დოლარი. გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად სამივე მათგანი დაკავებული იქნა ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობისას.  მათ ბრალდება რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელად 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო პირის იდენტიფიცირების მიზნით”,_ აცხადებს პროკურატურა.

The post პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა appeared first on გურია ნიუსი.

ფერადი ლითონის ჩამბარებელი პუნქტი გაძარცვეს

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით,  რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე ფერადი ლითონს ჩამბარებელ პუნქტში ძარცვა მოხდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო იუწყება,   40 წლამდე კაცი დაწესებულებაში მუქარით შეიჭრა და 3000 ლარამდე გაიტაცა.

ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიცისთვიის, სამართალდამცავებმა კაცი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

The post ფერადი ლითონის ჩამბარებელი პუნქტი გაძარცვეს appeared first on გურია ნიუსი.

BBC ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს

BBC ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგა დიდი მასშტაბის ფულის გათეთრების ბრალდებით – ეს შოკისმომგვრელი ცვლილებაა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირისთვის, რომელიც ფართოდ არის მიჩნეული, როგორც საქართველოს დე ფაქტო ლიდერი.

პროკურორების თქმით, როდესაც გამომძიებლებმა მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს ამ თვის დასაწყისში, მათ აღმოაჩინეს 6.5 მილიონი დოლარი (4.9 მილიონი ფუნტი სტერლინგი) ნაღდი ფული.

43 წლის ღარიბაშვილი ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის დროს – პირველად 2013-15 წლებში და შემდეგ კვლავ 2021 წლიდან გასული წლის იანვრამდე.

ახლა მან აღიარა დანაშაული კორუფციის ბრალდებებში, რაც შეიძლება 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდეს და მას ერთი მილიონი ლარის (368,000 ფუნტი სტერლინგი) ოდენობის გირაო შეეფარდა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ყოფილი მთავრობის წარმომადგენლების დაკავების სერიის უახლესი შემთხვევაა.

თუმცა, ღარიბაშვილის წინააღმდეგ წაყენებული საქმე საქართველოს მმართველი ელიტის მაღალი რანგის წევრის წინააღმდეგ პირველი სისხლისსამართლებრივი დევნაა და ის მმართველი პარტიის დასავლეთისგან ავტორიტარული გადახრის ფონზე ხდება.

2019-2024 წლებში თავდაცვის მინისტრის, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისას, მას ბრალად ედება „ფარულად და ფარულად ჩართულიყო სხვადასხვა სახის ბიზნეს საქმიანობაში და მიიღო უკანონო წარმოშობის განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავალი“.

მას ბრალი ედება ამ შემოსავლის გათეთრებასა და ოჯახის წევრებისგან საჩუქრად ფულის ცრუ დეკლარაციაში.

მისმა ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა, დაადასტურა, რომ მისი კლიენტი ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა.

„სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ბატონი ირაკლი ეთანხმება ბრალდებებს, არ იმალება გამოძიებისგან და თანამშრომლობს“, – განუცხადა მან BBC-ს.

კორუფციის საქმე დრამატულ დაცემას აღნიშნავს პოლიტიკოსისთვის, რომელიც ივანიშვილის კომპანიებში მუშაობდა, სანამ 2011 წელს პოლიტიკაში შევიდოდა მილიარდერის პარტია „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში, რომელიც ხელისუფლებაშია 2012 წლიდან.

2014 წლის თებერვალში მან ხელი მოაწერა საქართველოს ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან.

თუმცა, ბოლო წლებში მან სათავეში ჩაუდგა საქართველოს ევროკავშირიდან დაშორებას. მან მჭიდრო კავშირები დაამყარა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან და განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება უკრაინაში ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.

ქართველი პოლიტიკური ანალიტიკოსის, გია ნოდიას თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაცემა ასახავს ბიძინა ივანიშვილის უნდობლობას მისი ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ.

„ივანიშვილი სინამდვილეში მამოძრავებელი ძალაა, მან რატომღაც გადაწყვიტა, რომ მის გუნდში რაღაც ღალატია“, – თქვა ნოდიამ.

ამ ეტაპზე ის ენდობა [მოქმედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი] კობახიძეს, მაგრამ შეწყვიტა ენდობა თავის უახლოეს ლეიტენანტს, არა მხოლოდ ღარიბაშვილს, არამედ [ყოფილ უშიშროების უფროსს] ლილუაშვილს და სხვებსაც“.

ამასობაში, საქართველოში პოლიტიკური არეულობა გრძელდება, ერთი წლის შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ სადავო საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, რომელთა აღიარებაზეც მაშინდელმა პრეზიდენტმა უარი თქვა.

2024 წლის ნოემბერში მთავრობის მიერ ევროკავშირთან წევრობის მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განცხადების შემდეგ ყოველდღიური საპროტესტო აქციები იმართება და ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა ამჟამად ციხეშია.

ახალი კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციის მომხრე მედიას ესხმის თავს, ხოლო ჟურნალისტები და აქტივისტები დაპატიმრებულები არიან.

„როგორც ჩანს, ივანიშვილი ალყაშია“,_ ამბობს გია ნოდია. „ის სჯერა ამ გიჟური ღრმა სახელმწიფო შეთქმულებების, რომელთა განადგურებაც დასავლეთს სურს საქართველოში ამ უწყვეტი საპროტესტო აქციების მეშვეობით“.

The post BBC ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს appeared first on გურია ნიუსი.

ავარიას 19 ადამიანი ემსხვერპლა (უცხოეთი)

BBC- ის ინფორმაციით, ინდოეთში, ანდრა-პრადეშის შტატში, გზატკეცილზე ავარიის შედეგად, სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

მოტოციკლი ავტობუსის ქვეშ გაიჭედა, საწვავის ავზი გასკდა და აფეთქება მოხდა. პარასკევს, დილით, ბანგალორის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი, რომელშიც დაახლოებით 40 მგზავრი იმყოფებოდა, რამდენიმე წუთში ცეცხლში გაეხვა.

თვითმხილველების ცნობით, მათ გაიგეს მგზავრების ყვირილი, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ, როდესაც ადგილობრივები გადარჩენილების გამოსაყვანად მიდიოდნენ. ზოგიერთმა მათგანმა საავარიო გასასვლელის ფანჯრიდან გაქცევა მოახერხა.

ავტობუსის მძღოლი და დამლაგებელი შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო საწვავის შესაძლო გაჟონვისა და დაუდევარი მართვის ფაქტზე.

The post ავარიას 19 ადამიანი ემსხვერპლა (უცხოეთი) appeared first on გურია ნიუსი.

ტურისტი პანთეონში დაცემის შედეგად გარდაიცვალა (უცხოეთი)

BBC- ის ინფორმაციით,  69 წლის იაპონელი ტურისტი რომში, პანთეონის პერიმეტრის კედლიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.

როგორც ამბობენ, მორიმასა ჰიბინო დაახლოებით შვიდი მეტრის (22.9 ფუტი) სიმაღლიდან ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:50 საათზე (19:50 GMT) გადმოვარდა. ადგილობრივი გაზეთის, „ლა რეპუბბლიკას“ ცნობით, გამვლელმა მღვდელმა პოლიციას შეატყობინა, როდესაც თხრილში მწოლიარე მამაკაცი დაინახა.

როგორც ამბობენ, სასწრაფო დახმარების სამსახურებს და მეხანძრეებს ძველი რომაული ტაძრის გარეთ კარიბჭის გაღება მოუწიათ, სანამ მამაკაცი თხრილში გარდაცვლილს იპოვიდნენ.

გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

The post ტურისტი პანთეონში დაცემის შედეგად გარდაიცვალა (უცხოეთი) appeared first on გურია ნიუსი.

მოკრივე ელენე ქარჩავა ევროპის ჩემპიონია

მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში კრივის 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. მოკრივე ლენე ქარჩავამ (48 კგ) ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. მან ფინალში ირლანდიელი მასიე ოკონორ დაფი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ინფრმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია. ბრინჯაოს პრიზიორები თორნიკე სიმონიშვილი (40 კგ), საბა კერძევაძე (44 კგ) და ჯონი ხაბურზანია (46 კგ) გახდნენ.

ახალგაზრდა მოკრივეები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

The post მოკრივე ელენე ქარჩავა ევროპის ჩემპიონია appeared first on გურია ნიუსი.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7 -დღიანი პატიმრობა, ხოლო მის მეუღლეს 5 000 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა

მედიაჩეკერის” ინფორმაციით, ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა, გზის გადაკეტვის საბაბით, 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მის მეუღლეს, ჟურნალისტ მაიკო ბოკერიას კი ამავე საბაბით, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 5 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. 

ადმინისტრაციულ კოდექსში შესული ცვლილებით, აქციაზე სახის დაფარვა და გზის ხელოვნურად გადაკეტვა 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. ამ სამართალდარღვევის ხელმეორედ ჩადენა სისხლის სამართლის დანაშაულია და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯარიმა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გამოიყენება, მათ შორის მაშინ, როცა სამართალდამრღვევად მიჩვენული პირი 12-წლამდე შვილის დედაა.

 

The post ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7 -დღიანი პატიმრობა, ხოლო მის მეუღლეს 5 000 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა appeared first on გურია ნიუსი.

“ეს 5 დღე მარტო იმაზე ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ბრძოლა კიდევ სხვანაირად გავაგრძელო”

ფორმულას ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ქეთა ციცქიშვილმა დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვა. იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ პატიმრობისას მისი მთავარი საფიქრალი საპროტესტო აქციებზე არსებული მდგომარეობა იყო.

“რაც მაქვს სათქმელი ისაა, რომ ეს 5 დღე მარტო იმაზე ვფიქრობდი, რომ როგორ შეიძლება ბრძოლა კიდევ სხვანაირად გავაგრძელო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სისხლის სამართლის წესით არიან დაკავებული და რომლებიც უკანონოდ სხედან ციხეში თითქმის ერთი წელია და კიდევ ემატებიან ადამიანები. აქ ყოფნა არაფერს არ ნიშნავდა, ირონიულია, მაგრამ მადლობა რეჟიმს რომ ის ძალიან ძლიერი ქალები გამაცნო, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში. ყოველი დღე თენდებოდა იმით, რომ ნეტა გუშინ რუსთაველი ხომ გადაიკეტა და იქ რა ხდება. სხვებზე უფრო ვნერვიულობდით, ვიდრე საკუთარ თავზე,”- თქვა ციცქიშვილმა.

დროებითი დაკავების იზოლატორს დღეს დღის მეორე ნახევარში დატოვებს ფორმულას კიდევ ერთი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია. 24 ოქტომბერს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, რეჟისორ გიორგი ლიფონავას და ასევე, ფორმულას წამყვანს ზვიად კვარაცხელიას.

პატიმრობაში რჩება ფორმულას სოციალური მედიის ჟურნალისტი ცირა ჟვანია. მას 10-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

The post “ეს 5 დღე მარტო იმაზე ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ბრძოლა კიდევ სხვანაირად გავაგრძელო” appeared first on გურია ნიუსი.

მზია ამაღლობელს მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადასცეს

“ბათუმელების” ინფორმაციით, დღეს, 24 ოქტომბერს, ვენაში, IPI-ის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მსოფლიო კონგრესზე ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და მედია მენეჯერს, უკანონო პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელს მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადასცეს.

ჯილდო მზია ამაღლობელის სახელით ბათუმელები/ნეტგაზეთის დირექტორის მოადგილემ, თამარ რუხაძემ აიღო.

ჯილდო საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის IPI-IMS-ის მიერაა დაწესებული. მზია ამაღლობელთან ერთად ჯილდო 6 სხვა ჟურნალისტს გადაეცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

„შვიდი გამორჩეული ჟურნალისტი საქართველოდან, აშშ-დან, ღაზას სექტორიდან, პერუდან, ჰონგ-კონგიდან, უკრაინიდან და ეთიოპიიდან 2025 წლის IPI-IMS-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირებად დასახელდა თავისუფალი მედიისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული გამბედაობისა და გამძლეობისთვის.

ბევრმა განიცადა პატიმრობა, რეპრესიები და დაუნდობელი მცდელობები მათი საქმიანობის გასაჩუმებლად, მაგრამ ისინი აგრძელებდნენ რეპორტაჟების მომზადებას შესანიშნავი გამძლეობითა და ჟურნალისტიკისადმი ერთგულებით.

დაჯილდოვებულთაგან ორი, ორივე ქალი, დაიღუპა ომის ზონებიდან მსოფლიოსთვის ახალი ამბების მიწოდებისას. ეს ჯილდო პატივს მიაგებს მათ მემკვიდრეობას.

კიდევ ორი ​​დაჯილდოვებული ამჟამად ციხეშია პრესისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ფონზე,“ – ნათქვამია IPI-IMS-ის მიერ გავრცელებულ რელიზში.

მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო, რომელსაც ყოველწლიურად გასცემს საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) საერთაშორისო მედიის მხარდაჭერ (IMS-სთან) პარტნიორობით, აღიარებს ჟურნალისტებს, რომლებმაც გამოავლინეს ურყევი ერთგულება პრესის თავისუფლების მიმართ.

IPI აჯილდოებს იმ ადამიანებს, რომლებიც განასახიერებენ უშიშარი ჟურნალისტიკის სულისკვეთებას და თავისუფალი გამოხატვისთვის მუდმივ ბრძოლას.

2025 წლის ჯილდოს მფლობელები, რომლებიც IPI-IMS-ის საერთაშორისო შერჩევის კომიტეტმა შეარჩია, არიან: მზია ამაღლობელი საქართველოდან, მარტინ ბარონი აშშ-დან, მარიამ აბუ დაგა პალესტინიდან (ჯილდო გადაეცა სიკვდილის შემდეგ), გუსტავო გორიტი პერუდან, ჯიმი ლაი ჰონგ კონგიდან, ვიქტორია როშჩინა უკრაინიდან (ჯილდო გადაეცა სიკვდილის შემდეგ), ტესფალემ ვალდიესი ეთიოპიიდან.

The post მზია ამაღლობელს მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადასცეს appeared first on გურია ნიუსი.

ქარელის საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე გარდაიცვალა

მოზაიკას” ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე ილია ქელეხსაშვილი გარდაიცვალა.

“სიმსივნე ჰქონდა, საფრანგეთში მკურნალობდა. 3 თვე იქნება რაც დაბრუნდა. გუშინ გარდაცვლილა”, – ამბობენ მისი ახლობლები.
ილია ქელეხსშვილი ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო. ახალი მოწვევის საკრებულოში ის სიის მეორე ნომერი იყო.

The post ქარელის საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე გარდაიცვალა appeared first on გურია ნიუსი.

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორებში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული 32 პირი მოინახულეს.

დაკავებული პირებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ მიღებულ თითოეულ შემთხვევაზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სახალხო დამცველმა შესაბამის ორგანოებს მიმართა.
სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს დაკავებულების მონახულების პროცესს და საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.

უფლებადარღვევის ფაქტების შესახებ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ნომერზე – 1481″,_ აცხადებს სახალხო დამცველი.

The post სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს appeared first on გურია ნიუსი.

აშშ სამხრეთ ამერიკაში ავიამზიდს აგზავნის

euronews- ის ინფორმაციით, პენტაგონმა პარასკევს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები სამხრეთ ამერიკის სანაპიროსთან ავიამზიდს აგზავნის, რაც რეგიონში სამხედრო ძალების ესკალაციისა და გაზრდის უახლესი ეტაპების შედეგია.

საომარი მოქმედებების მდივანმა პიტ ჰეგსეთმა უბრძანა USS Gerald R. Ford-ს და მის დამრტყმელ ჯგუფს, განლაგდნენ აშშ-ის სამხრეთ სარდლობაში, რათა „გააძლიერონ აშშ-ის შესაძლებლობები უკანონო აქტორებისა და საქმიანობის აღმოსაჩენად, მონიტორინგისა და ჩაშლისთვის, რომლებიც საფრთხეს უქმნიან შეერთებული შტატების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას“, – განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა შონ პარნელმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში.

USS Ford, რომლის დამრტყმელ ჯგუფში ხუთი გამანადგურებელია, ამჟამად ხმელთაშუა ზღვაშია განლაგებული.

ავიამზიდის განლაგება სამხედრო ძალის მნიშვნელოვანი ესკალაციაა რეგიონში, სადაც უკვე შეინიშნება უჩვეულოდ დიდი აშშ-ის სამხედრო ძალების განლაგება კარიბის ზღვასა და ვენესუელას სანაპიროსთან წყლებში.

The post აშშ სამხრეთ ამერიკაში ავიამზიდს აგზავნის appeared first on გურია ნიუსი.

შსს: გახსნილია 43 ავტომობილის გაქურდვის ფაქტი – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გაანცხადებით, სამართალდამცველებმა 43 ავტომობილის გაქურდვის ფაქტი გახსნეს – დაკავებულია 5 პირი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს  ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 5 პირი –  2004 წელს დაბადებული ა.კ., 2006 წელს დაბადებული ლ.ჭ., 2005 წელს დაბადებული ა.ი., 2008 წელს დაბადებული ს.კ. და 2003 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ს. დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, გვიან ღამით ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიაზე 43 ავტომობილის საქარე მინა დააზიანეს, რის შედეგადაც ავტომობილებში არსებულ პირად ნივთებს, ელექტრომოწყობილობებსა და სხვადასხვა ოდენობის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ხუთივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად მოპარული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების ,,ა“ და „ბ“  ქვეპუნქტებით მიმდინარეობს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post შსს: გახსნილია 43 ავტომობილის გაქურდვის ფაქტი – დაკავებულია 5 პირი appeared first on გურია ნიუსი.

ქრთამის აღების ფაქტზე ტყის მცველი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფასანაურის უბნის ტყის მცველი შ. გ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სამსახურებრივად, საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ევალება სატყეო ტერიტორიის დაცვა, პირადი მატერიალური გამორჩენისა და სარგებლის მიღების მიზნით, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, ტყეში კემპინგის მოწყობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 900 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მომავალშიც გაატარებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი”,_ აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

The post ქრთამის აღების ფაქტზე ტყის მცველი დააკავეს appeared first on გურია ნიუსი.

სუს-მა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა – ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

“დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

The post სუს-მა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა appeared first on გურია ნიუსი.

“შეშფოთებას გამოვთქვამთ”- ჩივნინგის და ჯონ სმიტის სტიპენდიანტები ნიკოლოზ შურღაიას დაკავების შესახებ

22 ოქტომბერს პარლამენტის შენობასთან დაკავებული ფინანსისტის ნიკოლოზ შურღაიას მხარდამჭერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ცნობისთვის, ნიკოლოზ შურღაია  ერთ-ერთი პირველი სტიპენდიანტია ბრიტანეთის მთავრობის.

“ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი ჩივნინგის და ჯონ სმიტის სტიპენდიანტები, ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ ფინანსისტისა და სამოქალაქო აქტივისტის, ნიკოლოზ შურღაიას დაკავების გამო, რომელიც 2025 წლის 22 ოქტომბერს თბილისში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს.

ნიკოლოზ შურღაია ცნობილია თავისი პრინციპული პოზიციით საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებით. 22 ოქტომბრის დემონსტრაციაში მონაწილეობა ჟურნალისტებთან, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან და მოქალაქეებთან ერთად, იყო მშვიდობიანი შეკრების უფლების ლეგიტიმური განხორციელება.

მისი დაკავების მოტივად დასახელებული „ტრანსპორტის მოძრაობის ხელის შეშლა” გადაჭარბებულ და პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებად მიგვაჩნია, განსაკუთრებით 2025 წელს საქართველოში არსებული რეპრესიების ფონზე.

ჩვენ ღრმად გვაშფოთებს აქტივისტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი ხმების მიმართ თვითნებური დაკავებების, სასამართლო დევნისა და სადამსჯელო ზომების გამოყენების მზარდი ტენდენცია. ნიკოლოზ შურღაიას, ისევე როგორც სხვა გამოჩენილი პირების, მათ შორის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება, მიუთითებს დემოკრატიული სტანდარტების დარღვევასა და განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობაზე.

როგორც ლიდერობის პროგრამების კურსდამთავრებულები, რომლებიც დემოკრატიულ მმართველობას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას ემსახურებიან, სოლიდარობას ვუცხადებთ ნიკოლოზ შურღაიას და ყველა იმ პირს, ვინც მშვიდობიანი პროტესტის გამო უკანონოდ არის დაკავებული. მოვუწოდებთ 

საქართველოს ხელისუფლებას:

– დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ნიკოლოზ შურღაია და მშვიდობიანი დემონსტრაციის ყველა დაკავებული მონაწილე;

– უზრუნველყოს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესებში;

– შეასრულოს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში.

მოვუწოდებთ დიპლომატიურ მისიებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კურსდამთავრებულთა ქსელებს, ყურადღებით დააკვირდნენ ამ საქმეს და დაიცვან სამოქალაქო სივრცე საქართველოში. ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების სანდოობა და მისი ევროპული მისწრაფებები დამოკიდებულია მოქალაქეთა სამართლიან და კანონიერ მოპყრობაზე”,_ წერია განცხადებაში.

ხელმომწერები:

მორეტა ბობოხიძე

ირაკლი ლაითაძე

ლელი ჭელიძე

ოლესია ვართანიან

თამარ ხუნწარია

დავით მაღრაძე (Chevening 2007-2008, John Smith Fellow 2004)

ქეთა ბადაშვილი

იდა ბახტურიძე

სერგო ვაშაყმაძე

ეკატერინე სხილაძე

ნინი გოგიბერიძე

ნინო ორჯონიკიძე

მარიამ უბერი

გიორგი ონიანი

ანა ქებაძე

ნინო სარიშვილი

ეთუნა მუნჯიშვილი

მარიამ ზაბახიძე

ქეთევან მურუსიძე

ნათია ჭანკვეტაძე

ლინა ღვინიანიძე

ლევან ფავლენიშვილი (Chevening Fellow 2020/2021)

მაკა გურეშიძე

ირინა მამულაშვილი

გვანცა მელაძე

კახა ხიმშიაშვილი (Chevening 1994-1995)

ეკატერინე მაჭავარიანი

ნინო ნანიტაშვილი (Chevening 2019-2020)

ლუკა ხიმშიაშვილი (Chevening 2021-2022)

ნინო ლეკიშვილი ( chevening 202-23)

The post “შეშფოთებას გამოვთქვამთ”- ჩივნინგის და ჯონ სმიტის სტიპენდიანტები ნიკოლოზ შურღაიას დაკავების შესახებ appeared first on გურია ნიუსი.

პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები –  1998 წელს დაბადებული მ.თ.,  1993  წელს დაბადებული ო.უ. და  1975 წელს დაბადებული ი.  ქ. დააკავეს.

თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ,  მ.თ. განზრახ მკვლელობის,   ო.უ. ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის,  ხოლო  ი.ქ.  ნარკოტიკების ან მასტიმულირებელი ნივთიერებების კომერციალიზაციის/გაყიდვის ან მიწოდების ბრალდებით  ინტერპოლის წითელი ცირკულარით  იძებნებოდნენ.

დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე  ძებნა გამოცხადდებოდა.

სამართალდამცველებმა  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე მათგანი  ბათუმში,  სხვადასხვა დროს  დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულების  მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა appeared first on გურია ნიუსი.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული ა.ს. თეთრიწყაროს რაიონში დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად,  1 კილო და 300 გრამი გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო appeared first on გურია ნიუსი.

დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ კომპანია ვოლტთან ერთად მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა.

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში  Wolt+ იმ მომხმარებლებს, რომლებიც Wolt-ზე 100 ლარზე მეტს დახარჯავენ და საქართველოს ბანკის ბარათით PLUS ბარათით გადაიხდიან, Wolt-ის ბალანსზე 30 ლარი დაუბრუნდებათ.

აქცია 17 ოქტომბერს დაიწყო და 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მომხმარებლები ყოველკვირეულად სხვადასხვა შეთავაზებს მიიღებენ.

შეთავაზების მეორე კვირის ფარგლებში, 25 და 26 ოქტომბერს მომხმარებლები აღნიშნული აქციით  სარგებლობას  8000 მოსავლის, Pharmadepot – სა და Carrefour – ის პროდუქციის შეძენისას შეძლებენ.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული აქციით სარგებლობა შესაძლებელია კვირაში ერთხელ.

საქართველოს ბანკის შეთავაზებებს სრულად ნახავთ აქ.

(R)

The post დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას appeared first on გურია ნიუსი.

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

25 ოქტომბერს, ქვეყნის უმეტეს რეგიონში წვიმიანი, ან ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +19 – წვიმა

სოხუმი +20 – წვიმა

ზუგდიდი +21 – წვიმა

მესტია +10 – წვიმა

ფოთი +21 – წვიმა

ბათუმი +22 – ღრუბლიანი

ოზურგეთი +23 – ღრუბლიანი

ქუთაისი +22 – წვიმა

ამბროლაური +19 – წვიმა

ახალციხე +11 – ღრუბლიანი

ბორჯომი +11 – ღრუბლიანი

ბაკურიანი +13 – უმეტესად ღრუბლიანი

გორი +21 – უმეტესად ღრუბლიანი

ცხინვალი +18 – უმეტესად ღრუბლიანი

სტეფანწმინდა +12 – ღრუბლიანი

გუდაური +7 – ღრუბლიანი

თელავი +21 – უმეტესად ღრუბლიანი

რუსთავი +23 – უმეტესად ღრუბლიანი

თბილისი +23 – უმეტესად ღრუბლიანი

The post როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით appeared first on გურია ნიუსი.

ერთ-ერთ სოფელში ავტომობილი დაწვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ავტომობილი დაწვეს. Aktual.ge-ის მიერ მიღებული ინფორმაციით, შემთხვევა 22 ოქტომბრის საღამოს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, კრიმინალური სამყაროს წევრებმა ავტომობილის მფლობელისგან 50 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოითხოვეს.   უარის მიღების  შემდეგ, 22 ოქტომბრის საღამოს, მისი კუთვნილი „Ford Sprinter“ მარკის ავტომობილი დაწვეს, რის შედეგადაც  მანქანა სრულად განადგურდა.

The post ერთ-ერთ სოფელში ავტომობილი დაწვეს appeared first on გურია ნიუსი.

5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, ლიკა ბასილაია-შავგულიძეს

“”ბათუმელების” ინფორმაციით, მოსამართლე ნინო ენუქიძემ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, ლიკა ბასილაია-შავგულიძეს.

შსს ჟურნალისტს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის შეურაცხყოფას ედავება. ეს მუხლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით პატიმრობის გარდა ჯარიმასაც ითვალისწინებს, თუმცა შსს-ს მოთხოვნა იყო, რომ მის მიმართ უმკაცრესი ზომა, პატიმრობა გამოყენებულიყო.

„რა თქმა უნდა სასურველია, რომ არ დამაკავოთ, მაგრამ თუ დამაკავებთ, ეს არ შეცვლის ჩემს შინაგან განგაშს, როგორ მოცოცავს ოკუპანტი და რა უსუსურ მდგომარეობაში ვართ. თქვენც გეყოლებათ შვილი. მე მინდა, რომ ჩვენი შვილები დემოკრატიულ, რუსებისგან თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობდნენ“, — თქვა ლიკამ, სანამ მოსამართლე სათათბიროდ გავიდოდა.

შსს-ს თქმით, ლიკა შავგულიძე „უმისამართოდ იგინებოდა“ და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს. კერძოდ, მიმართავდა სიტყვებით: „თავხედებო, რუსებო, მოღალატეებო“.

ლიკა ბასილაია-შავგულიძე 22 ოქტომბერს დააკავეს რუსთაველზე. ძალადობრივად, ათობით სხვა ადამიანთან ერთად. იმას, რომ ძალადობრივად არის დაკავებული, მოწმობს მისი შემოხეული ქურთუკიც, რაც სასამართლოშიც აჩვენა მოსამართლეს.

The post 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, ლიკა ბასილაია-შავგულიძეს appeared first on გურია ნიუსი.

ვალუტის გაცვლის ახალი კურსი ცნობილია

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7241 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7200 ლარი იყო.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1638 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1522 ლარს შეადგენდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

The post ვალუტის გაცვლის ახალი კურსი ცნობილია appeared first on გურია ნიუსი.

პროკურატურამ ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 22 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ტაქსის მძღოლს სახის არეში დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაზიანება მიიღო.

ასევე ბრალდებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს, თავს დაესხა შსს საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, ავიდა მის სახურავზე და ფეხების დარტყმით განზრახ დააზიანა. ბრალდებულის ქმედებამ 3300 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,_ აცხადებს პროკურატურა.

The post პროკურატურამ ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა appeared first on გურია ნიუსი.

პაველ ჰერჩინსკი: ძალიან დასანანია, რომ ევროკავშირზე შეტევა გრძელდება და თავდასხმამ იმატა კიდეც, ჩვენ არსად მივდივართ, ვრჩებით აქ

არის პერსონალური თავდასხმები ჩემზე და ევროკავშირის სხვა ელჩებზე, თუმცა, სულ მცირე, ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ ამას პიროვნულად არ ვიღებ, მარტივად, ვცდილობ, ჩემი საქმე იმდენად კარგად გავაკეთო, რამდენადაც შემიძლია, – ამის შესახებ  “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ აღნიშნა.

მისი თქმით, ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა 2023 წლის დეკემბრის შემდეგ, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ საქართველო, როგორც ფორმალურად კანდიდატი ქვეყანა, ევროკავშირს დაახლოებოდა, ის მას დასცილდა.

„მე არ გავაკეთებ კომენტარს კომენტარებზე, რომლებსაც აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკოსი. ეს ჩემი საქმე არ არის. ჩემი საქმეა, წარმოვადგინო ევროკავშირის პოზიცია. ძალიან დასანანია, რომ ევროკავშირზე შეტევა გრძელდება და სინამდვილეში თავდასხმამ იმატა კიდეც. ეს ძალიან დასანანია, მაგრამ ჩვენ არსად მივდივართ, ჩვენ ვრჩებით აქ. ჩვენი კარი ღიაა საქართველოსთვის 2023 წლის დეკემბრიდან მოყოლებული. საქართველო ფორმალურად არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომ მან გაიაროს ამ კარში. იმ ისტორიული მომენტის შემდეგ, როდესაც საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ჩვენ ვაკვირდებით სრულიად საწინააღმდეგოს – იმის ნაცვლად, რომ საქართველო კიდევ უფრო დაგვიახლოვდეს, საქართველო გვშორდება. დიახ, ეს ძალიან სამწუხაროა. არის პერსონალური თავდასხმები ჩემზე და ევროკავშირის სხვა ელჩებზე, თუმცა, სულ მცირე, ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ ამას პიროვნულად არ ვიღებ, მარტივად ვცდილობ, ჩემი საქმე იმდენად კარგად გავაკეთო, რამდენადაც შემიძლია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

The post პაველ ჰერჩინსკი: ძალიან დასანანია, რომ ევროკავშირზე შეტევა გრძელდება და თავდასხმამ იმატა კიდეც, ჩვენ არსად მივდივართ, ვრჩებით აქ appeared first on გურია ნიუსი.

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია.

“ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, კულტივირებისა და ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული დ.ა., 1965 წელს დაბადებული პ.ც და 1983 წელს დაბადებული მ.მ.  და წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1977 წელს დაბადებული შ.კ. და 1982 წელს დაბადებული კ.კ.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის:  „მეთადონი“; „სუბოქსინი“, „მარიხუანა“ და „კანაფი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 265-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა appeared first on გურია ნიუსი.

❌
❌