Normal view

Today — 30 October 2025Main stream

„არავის არ გვინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც „სასამართლო“, უბრალოდ, წარწერაა შენობის აბრაზე“

ათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში პროცესი 28 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა, მაგრამ წინა დღით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხდომა გადაიდო.

 გთავაზობთ „ბათუმელების“ რედაქტორთან ნანა კვაჭაძესთან ინტერვიუს.

_ ნანა, რა სიახლეები არის მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით?

_ამ დროისათვის ველოდებით სააპელაციო სასამართლო სხდომას, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს, ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც გვაღელვებს ახლა, მზიას მხედველობას უკავშირდება.

როგორც იცით, მისი მხედველობა მნიშვნელოვნად დაზიანდა ციხეში ყოფნისას, პენიტენციური დაწესებულების მიერ ჩატარებულ სამედიცინო კვლევის თანახმად, მან, ფაქტობრივად, დაკარგა მხედველობა ერთ თვალში, მეორეში კი მხოლოდ 10% დარჩა.

გასული კვირის ბოლოს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი პინა პიჩერნო გამოეხმაურა განცხადებით ამ თემას. მან X-ზე მოუწოდა საქართველოს მთავრობას მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ, მანამ, სანამ მხედველობის შენარჩუნება შესაძლებელია მკურნალობით.

_ რა მოლოდინები გაქვთ სააპელაციო სასამართლოსგან. როგორ ფიქრობთ, მოსამართლე გაითვალისწინებთ ადვოკატის მოთხოვნებს?

_ არსებულ პოლიტიკურ რეალობაში, როცა ციხეში არიან სინდისის პატიმრები, როცა ადმინისტრაციული წესით დააკავეს ასზე მეტი ადამიანი და მოქალაქეებს აკავებენ ყოველდღე, ძალიან რთულია გქონდეს სამართლიანობის მიღწევის იმედი.

თუმცა, ყოველ ჯერზე უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად პოლიტიკური ზეწოლისა, მიუხედავად სასამართლო სისტემაში კლანის არსებობისა, ყოველ მოსამართლეს შეუძლია სასამართლო იყოს ადგილი, სადაც სამართლიანობის მიღწევა შესაძლებელია. არა მხოლოდ „ოცნება“ და კლანი, არამედ ინდივიდუალურად ყოველი მოსამართლე პასუხისმგებელია თავის მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

მაინც, მე ყოველ ჯერზე მაქვს იმედი. არავის არ გვინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც „სასამართლო“ უბრალოდ წარწერაა შენობის აბრაზე და არა ადგილი, სადაც სამართლიანობის მიღწევა შესაძლებელია.

_ როგორ აგრძელებს მუშაობასბათუმელების“ დანეტგაზეთის“ ჟურნალისტები, თანამშრომლები მზიას დაკავების შემდეგ?

_ მუშაობას ვაგრძელებთ, ვცდილობთ, არ დაგვრჩეს უყურადღებოდ არც ერთი საკითხი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მედიას შეუძლია, ესაა საკუთარი პროფესიული საქმიანობის შესრულება. ასეთ დროს მედია განსაკუთრებით საჭიროა.

_ მედიის კუთხით ძალიან მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონულ მედიაში…

_ რეგიონული მედია, ფაქტობრივად, გაქრობის წინაშეა. ეს საფრთხე ისე რეალურია, როგორც არასდროს. ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ მედია, მათ შორის რეგიონული მედია გააქრონ ამ ქვეყნიდან, მაგრამ რაც მთავარია, მედია არ აჩვენებს არც ერთ ნიშანს, რომ მუშაობის შეწყვეტას აპირებს.

The post „არავის არ გვინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც „სასამართლო“, უბრალოდ, წარწერაა შენობის აბრაზე“ appeared first on გურია ნიუსი.

Yesterday — 29 October 2025Main stream

“მე დავბრუნდი, მე გადავრჩი”

ფოთელი კონსტანტინე მესხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„მე დავბრუნდი, მე გადავრჩი, მე ახალი სიცოცხლე მაჩუქა სამყარომ.  მადლიერი ვარ თქვენი უკიდეგანოდ, თქვენ რომ არა, მე იქ არ ვიქნებოდი, სადაც ახლა ვარ. გისურვებთ ისეთივე ბედნიერებას, როგორი ბედნიერიც ახლა ვარ, რადგან არაფერია იმაზე ძვირფასი და ღირებული, ვიდრე სიცოცხლე, რომელიც მერთმეოდა… ისევ ვაგრძელებ ბრძოლას დრო მჭირდება ჯერ კიდევ, რომ ჩვეული ცხოვრების რიტმს დავუბრუნდე, თუმცა ყველაფერი წინაა. ისევ შევხვდებით მეგობრებო.“ – წერს ის ფეისბუქში.

The post “მე დავბრუნდი, მე გადავრჩი” appeared first on გურია ნიუსი.

ხვალ, ოზურგეთში ენერგოეფექტური ღუმელების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

ქალაქ ოზურგეთში, (გურიის ქუჩაზე, უნივერმაღის მიმდებარედ)  30 ოქტომბერს,  11:00 საათიდან  საქართველოში წარმოებული ენერგოეფექტური ღუმელების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

გამოფენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 7 მწარმოებლის მიერ დამზადებული ენერგოეფექტური ღუმელის 19 მოდელი, რომელთა ენერგოეფექტურობა დადასტურებულია  ევროკომისიის მიერ აღიარებულ აკრედიტებულ ლაბორატორიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალტემპერატურული თბოფიზიკური პროცესების სამეცნიერო-საინჟინრო ცენტრის მიერ.

აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს მიზნობრივი პროგრამები ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს, მხარდაჭერა მოიცავს როგორც  მწარმოებლების, ასევე მომხმარებლების ფინანსურ დახმარებას.

სოფლის განვითარების სააგენტო,  „ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში აფინანსებს ენერგოეფექტური ღუმელის ღირებულების 50%-ს, არაუმეტეს 300 ლარს.  75%-იანი თანადაფინანსება განსაზღვრულია იმ შემთხვევაში თუ ღუმელი განთავსდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ან მყიდველი არის სოციალური მომსახურების სააგენტოს, ან დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ბენეფიციარი.

„ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში მარკეტინგული აქტივობები ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა – „ECO.Georgia” ფარგლებში.

The post ხვალ, ოზურგეთში ენერგოეფექტური ღუმელების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება appeared first on გურია ნიუსი.

„ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს ოზურგეთის პროკურორი ილია ჯალაღანია ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის გუბერნატორად დანიშნა

“ნაცïიონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ოზურგეთის პროკურორი ილია ჯალაღანია ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის გუბერნატორად დანიშნა. ჯალაღანიას სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

ოფიციალური ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ილია ჯალაღანიას წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა სახელმწიფო რწმუნებულის როლს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელების პროცესში.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტების ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში შესრულებასთან ერთად, პრიორიტეტულია მოსახლეობის საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებზე დროული რეაგირება, რასაც სახელმწიფო რწმუნებულმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს. შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი დაესწრო.

ცნობისთვის, ილია ჯალაღანია „ნაცმოძრაობის“ დროს ოზურგეთის პროკურორი იყო და მის სახელს არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება.

ილია ჯალაღანია პროფესიით იურისტია. ის დღემდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი და პირველი მოადგილე იყო. აქვს სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ჯალაღანია 2021 წლის თებერვლიდან 2022 წლის იანვრამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე იყო, 2016 წლიდან 2021 წლის თებერვლამდე კი – სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი. 2012-2016 წლებში მას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2005-2010 წლებში ჯალაღანია ოზურგეთის რაიონული პროკურორი იყო.

The post „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს ოზურგეთის პროკურორი ილია ჯალაღანია ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის გუბერნატორად დანიშნა appeared first on გურია ნიუსი.

Before yesterdayMain stream

დავით მჟავანაძე: არ ვაპირებთ ამ ბრძოლიდან გასვლას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირების შესრულება დაიწყო. სულ მალე მოხდება  “ნაციონალური მოძრაობის”, კოალიცია “ცვლილებებისთვის”, “ლელო- ძლიერი საქართველოს“ გაუქმება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ის თავის მეგობრებთან ერთად არ აპირებს გაჩერებას და აქტიურ პოლიტიკაში ყოფნას აანონსებს.

„ჩვენთვის რაც დღეს პაპუაშვილმა განაცხადა არ ყოფილა მოულოდნელი. მისი და „ქართული ოცნების“ სურვილია ქვეყანაში არ  ისმოდეს გასხვავებული აზრი და არ უნდათ იყოს ქვეყანაში პარტიები,  რომლებიც ხელს შეუშლიან მმართველ პარტიას მავნებლობის გაკეთებაში. პირადად ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა აქვს,  რას იზამს ბიძინა ივანიშვილი და მისი დამქაშები… მე, დავით მჟავანაძე, ჩემს  მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად არ ვაპირებთ ამ ბრძოლიდან გასვლას. უფრო მეტსაც გავაკეთებთ  იმისთვის,  რომ ოლიგარქიული რეჟიმი საქართველოში დამთავრდეს და ჩვენს შვილებს არ მოუწიოს რუსეთში ცხოვრება“ , – გვითხრა დავით მჟავანაძემ.

_ რამდენიმე დღეში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება. ოზურგეთში მხოლოდ ორი დეპუტატია ოპოზიციური პარტიიდან დანარჩენი „ქართული ოცნების“ პარტიის წევრები არიან. როგორ შეაფასებდით ამ მოვლენას? – ამ კითხვაზე დავით მჟავანაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა.

 „ამ საკრებულოზე მოხდება ბიძინა ივანიშვილის სურვილების დაკმაყოფილება მხოლოდ და მეტი არაფერი. მინდა გითხრათ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ჯერ ქვეყანაში რიგ გარეშე საპარლამენტო არჩევნები და შემდეგ  თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. მანამდე იქ შეკრებილ პირებს მოუწევს ბიძინა ივანიშვილის რუსული ოცნებების შესრულება.“ – გვითხრა დავით მჟავანაძემ.

The post დავით მჟავანაძე: არ ვაპირებთ ამ ბრძოლიდან გასვლას appeared first on გურია ნიუსი.

საფრანგეთში ქართველი ქალი ქმარმა მოკლა

საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში ქმარმა ცოლი მოკლა. ახალგაზრდა ქალი ლელა ტოროშელიძეა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედიდან არის.

როგორც ცნობილი ხდება ქმარმა ცოლს სამსახურში მიაკითხა და ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები.

“სიტყვებს ვერ ვალაგებ, რომ გავიგე, ჩემი ბავშობის ნაწილი აღარ დადის ამ ქვეყანაზე. როგორი მწარე და რთულია, როცა იმას გაიგებ, რომ შენი ცროვრებაში იყო ისეთი თბილი და ტკბილი გოგო, როგორიც შენ იყავი, ლე. უფალმა ნათელი და ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს იმიერში.

მიყვარხარ და ასე გაგძელდება მუდამ.” _ წერს ფეისბუქზე ლელა ტოროშელიძის ახლობელი.

გურია ნიუსი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.

The post საფრანგეთში ქართველი ქალი ქმარმა მოკლა appeared first on გურია ნიუსი.

❌
❌