Normal view

Today — 3 November 2025Main stream

ფესტივალი „ნიკო მაღლივი“ ახალი ქუჩის არტისტების აღმოჩენას აგრძელებს – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი ახალგაზრდების შესაძლებლობების მხარდაჭერას და ხელოვნების სფეროში ახალი ტალანტების აღმოჩენას აგრძელებს.  ბანკი ფესტივალ „ნიკო მაღლივის“  პარტნიორია. ის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ხედვა ურბანულ ხელოვნებაში გარდაქმნან.

ფესტივალის მიზანი ახალბედა ხელოვანების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი ენერგიის ქალაქის ქუჩებთან დაკავშირებაა. პროექტი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და ხელს უწყობს იმ მოძრაობის განვითარებას, რომელიც ქალაქის ქუჩებს ახალ სიცოცხლეს სძენს.

„ნიკო“ მოძრაობაა, რომელიც უკვე ხუთი წელია არაერთ ცნობილ ქართველ და უცხოელ ქუჩის არტისტებს აერთიანებს, მათ შორის: Dante Mdante-ს, მაშოლენდს, მუსია ქებურიას, TAMOONZ-ს და სხვა. ამ მოძრაობის ფარგლებში გაჩნდა ნიკო მაღლივის ფესტივალის იდეაც, რომელიც 2019 წლიდან დღემდე თბილისის ურბანულ გარემოს არაერთი გამორჩეული ქუჩის ტილოთი ამდიდრებს.

ფესტივალი თსუ-სთან თანამშრომლობით ხორციელდება და მის ფარგლებში მაღლივის ბიბლიოთეკის გარე ფასადი (750 კვ.მ ტერიტორია) ახალგაზრდა ქუჩის არტისტების ნამუშევრებით მოიხატება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ახალგაზრდა ხელოვანს, რომელსაც მონუმენტური მხატვრობა აინტერესებს. შესარჩევ ეტაპზე ხელოვანმა უნდა წარადგინოს ესკიზი, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში კედლის ტილოდ აქცევს.

ფესტივალის ისტორიაში პირველად, წლევანდელი მონაწილეები სპეციალურ სასწავლო მოდულს გაივლიან. ახალბედა არტისტებს ესკიზების დახვეწასა და სივრცეზე მორგებაში ხელოვნების ისტორიკოსი და თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი სოფიო კოლხიდაშვილი დაეხმარება, ხოლო მენტორობას პროექტის ერთ-ერთი პირველი მონაწილე, ცნობილი არტისტი პაბლო (გიორგი კალანდარიშვილი) გაუწევს.

ვორქშოფების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან:

  • მასალებთან მუშაობის ტექნიკას;
  • კომპოზიციისა და სიმეტრიის პრინციპებს;
  • მონუმენტურ მხატვრობაზე მუშაობის სპეციფიკას.

იმისთვის, რომ ქართველი ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს, ფესტივალის მიმდინარეობა – ვორქშოფები, ხატვის პროცესი და შეხვედრები  აქტიურად გაშუქდება სოციალურ ქსელებში. ამიტომ, თვალი ადევნეთ ნიკოს ოფიციალურ გვერდებს Facebook-სა და Instagram-ზე.

(R)

The post ფესტივალი „ნიკო მაღლივი“ ახალი ქუჩის არტისტების აღმოჩენას აგრძელებს – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია appeared first on გურია ნიუსი.

სკოლის ტერიტორიაზე კაცი დაჭრეს

“მოზაიკას” ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, დაზარალებული ცივი იარაღით ყელის არეშია დაჭრილი.
ორი დღის წინ მოხდა. დაჭრილი ვინც არის, ახლაც ჰოსპიტალში მკურნალობს”.

“მოზაიკას” ინფორმაციით, პოლიციამ ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

The post სკოლის ტერიტორიაზე კაცი დაჭრეს appeared first on გურია ნიუსი.

Yesterday — 2 November 2025Main stream

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 4 კილომეტრში  მიწისძვრა მოხდა.

როგორც სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.

The post საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა appeared first on გურია ნიუსი.

რა შემთხევაში თავისუფლდებით მიწაზე ქონების გადასახადისგან – იურისტის განმარტება

თუ თქვენ ცხოვრობთ მაღალმთიან დასახლებაში და გაქვთ სტატუსი, თქვენს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდებით – ამის შესახებ იურისტი დავით ახალბედაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სის თა­ნახ­მად, იმ ოჯა­ხებს, რო­მელ­თა შე­მო­სა­ვა­ლიც 2024 წელს 40 000-ს აღე­მა­ტე­ბო­და და რამე სა­ხის ქო­ნე­ბას ფლო­ბენ, 15 ნო­ემ­ბრამ­დე ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­და უწევთ. მა­ნამ­დე კი, 3 ნო­ემ­ბრამ­დე (ვადა 1 ნოემბერს იწურებოდა, თუმცა რადგან შაბათია, ვადა გახანგრძლივდა მომდევნო სამუშაო დღემდე) დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბაა სა­ჭი­რო.

ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია:

2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. კომლის წევრის ან პირველი/მეორე რიგის მემკვიდრის მიერ აღნიშნული ქონების ჩუქებით/მემკვიდრეობით მიღების შემთხვევებშიც;

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი;

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში;

მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი);

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზე მოწეული მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის) და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად;

2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

და აშ.

თუ წინა საანგარიშო წლის მიხედვით წარდგენილი გაქვთ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაცია, ან დარიცხული გაქვთ გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ და არ იცვლება დეკლარირებული მონაცემები, უფლება გაქვთ არ წარადგინოთ დეკლარაცია. საგადასახადო ორგანო პროგრამულად დაგარიცხავთ ქონების გადასახადს წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით. თუ მიმდინარე წელს აღარ წარმოგეშვათ ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულება, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალიდან შეგიძლიათ წარადგინოთ განაცხადი დეკლარაციის არ წარმოდგენის შესახებ.

რაც შეეხება სანქციებს:

საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა ევალება ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე ფიზიკურ პირს:

თუ, საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი ქონება და ამ პირის ოჯახის წინა წლის შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს;

თუ საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი მიწა, მიუხედავად შემოსავლების ოდენობის.

დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება არაუგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა, ხოლო გადასახადს იხდის არაუგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით.

დეკლარაციის წარდგენა ხდება ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან:

https://eservices.rs.ge/Login.aspx?redirect_url=https://eservices.rs.ge/Login.aspx

თუ ოჯახის ორ ან ორზე მეტ წევრს აქვს დასაბეგრი ქონება, ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან წევრს შეუძლია წარადგინოს ქონების გადასახადის ერთიანი (საოჯახო) წლიური დეკლარაცია, რომელშიც მიეთითება ოჯახის ყველა წევრი და მათი დასაბეგრი ქონება/მიწა.

ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.

ქონების გადასახადი გამოიანგარიშება პირის მიერ წარდგენილ დეკლარაციაში ასახული მონაცემების საფუძველზე.

დეკლარაციაში დასაბეგრი ქონება აისახება საბაზრო ღირებულებით, ხოლო დასაბეგრი მიწა – ფართობის მიხედვით (არასასოფლო-სამეურნეო – კვ.მ-ებში, ხოლო სასოფლო-სამეურნეო – ჰექტრებში).

დასაბეგრი ქონების ღირებულება ფიზიკურმა პირმა შესაძლოა განსაზღვროს თვითონ ქონების შესაძლო სარეალიზაციო ფასიდან გამომდინარე. ინფორმაცია ქონების საბაზრო ფასების შესახებ შეიძლება მოიძიოს ასევე სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან, ან შეაფასებინოს შესაბამის უფლებამოსილ პირს.

პირის და ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსის ქონის შემთხვევაში – მცირე ბიზნესით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი;

ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან; დარიცხული (და არა ხელზე მისაღები) ხელფასი, პენსია და აშ.

რაც შეეხება გზავნილებს, ოჯახის წევრისგან მიღებული გზავნილი თუ ეს ოჯახის წევრი არის საქართველოს მოქალაქე და ამასთან არარეზიდენტი (ანუ პირი რომელიც 183 დღე და მეტი არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე) ამ შემთხვევაში არ შედის 40 000 ლარიან ზღვარში.

შემოსავალში არ შეიტანება:

ოჯახის წევრებისგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება;

ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად თავისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირიდან საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში მიღებული სარგებელი;

მკურნალობის ან/და სამედიცინო მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიღებული სარგებელი;

დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი.

ამასთან, საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება გადასახადის განაკვეთი, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ ნაწილით დადგენილი წლიური საბაზისო განაკვეთის 150 პროცენტს.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:

ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი” – წერს დავით ახალბედაშვილი.

The post რა შემთხევაში თავისუფლდებით მიწაზე ქონების გადასახადისგან – იურისტის განმარტება appeared first on გურია ნიუსი.

ბათუმში ავარიამ ლანჩხუთელი ზურა ჩხაიძის სიცოცხლე შეიწირა

გუშინ, ბათუმში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას ფეისბუქ-ჯგუფი „აჭარლები“ ავრცელებს.

როგორც “გურია თუდეი” იუწყება, გარდაცვლილი ლანჩხუთელი ზურა ჩხაიძეა, რომელიც მოტოციკლეტით მოძრაობდა და როგორც თვითმხილველები წერენ, მას ავტომობილით უკრაინელი გოგონა შეეჯახა.

ზურა ჩოჩხათის თემიდანაა, შრომოსუბნელია.

„22 ნოემბერს ქორწილი ქონდა, დაიფსო ოჯახი, ერთი ბიჭი ყავდა, რა ოჯახისშვილი იყავი, ზურიკო… ეს არის ჩვენი სოფლის მწუხარება. რა სიხარული ჰქონდათ, რძალი მომყავსო, მამაშენი იძახდა, ისე უხაროდა და ეს რა დამართეს. წაგვართვეს ჩვენი ზურა, კეთილი ადამიანი, ნათელი შენს სულს. გუშინ, მამამისს დიდი მანქანა დაეჯახა და სიკვდილს გადარჩა, დღეს მისი შვილი ვერ გადარჩა… დედამისი თუ გადაიტანს, ინფარქტიანია საწყალი, 22-ში ქორწილს ელოდა და ასეთი ტრაგედია მოხდა“, _ წერენ ახლობლები.

The post ბათუმში ავარიამ ლანჩხუთელი ზურა ჩხაიძის სიცოცხლე შეიწირა appeared first on გურია ნიუსი.

IPI: ჟურნალისტებზე თავდასხმა ნებისმიერ ადგილას თავისუფალ საზოგადოებებზე თავდასხმაა

IPI  მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას სასწრაფო და კონკრეტული ნაბიჯები დაუსჯელობის გლობალური კრიზისის დასასრულებლად და შეასრულოს საერთაშორისო სამართლის მიხედვით გათვალისწინებული ვალდებულებები მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად, სისხლისსამართლებრივ დევნაში გასამართლებლად და დასასჯელად.

“ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს 2025 წლის გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომლითაც მოვუწოდებთ სახელმწიფოებს, გამოიჩინონ პოლიტიკური ნება, რომელიც აუცილებელია პრესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც აძლიერებს ავტორიტარიზმს მთელ მსოფლიოში”,_ აცხადებს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI).

„ცხადია, რომ მხოლოდ კანონები და საერთაშორისო შეთანხმებები საკმარისი არ არის: საჭიროა პოლიტიკური ნება და ისეთი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ერთგულნი არიან კანონის უზენაესობის დაცვისადმი – სწამთ თავისუფალი საზოგადოებისა და წესებსა და უფლებებზე დაფუძნებული წესრიგის – მზად არიან პრაქტიკაში დაიცვან ეს ვალდებულებები და პრინციპები. ეს ნიშნავს, რომ მათ უნდა გამოიძიონ, გაასამართლონ და დასაჯონ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, მაშინაც კი, როდესაც სამართლიანობის მიღწევა პოლიტიკური მოკავშირეებისა და გავლენიანი ელიტისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს“,_ აცხადებს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“.

ინფორმაციისთვის, 2 ნოემბერი- ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა დაუსჯელობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.

The post IPI: ჟურნალისტებზე თავდასხმა ნებისმიერ ადგილას თავისუფალ საზოგადოებებზე თავდასხმაა appeared first on გურია ნიუსი.

“წელს ციტრუსის მოსავალი ძალიან ცუდია” – „აგრო ინვესტ სერვისი”

„აგრო ინვესტ სერვისის“ დირექტორი, ვაჟა მკურნალიძე ამბობს, რომ წელს ციტრუსის მოსავალი ძალიან ცუდია. როგორც მან BM.GE-სთან განაცხადა, ნაყოფის სიმწიფის პარალელურად, სულ უფრო იჩენს თავს ხარისხის პრობლემა, რაც შემდგომში მის რეალიზაციასა და ფასზეც ახდენს გავლენას.

„მოსავალი წელს ძალიან ცუდია. რაც უფრო გაყვითლდება მანდარინი, მით უფრო გამოჩნდება პრობლემა – ნაყოფი ლაქიანია, ზოგ შემთხვევაში გაშავებული. ეს არ არის სოკოვანი დაავადება; ეს, ჩემი აზრით, გამოწვეულია ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატებით, რომელთა გამოყენება ბოლო ორი წელია აქტიურად დაიწყო. მანდარინი პრაქტიკულად სასაქონლო სახეს კარგავს”, – ამბობს მკურნალიძე.

მისივე თქმით, ასეთი ხარისხის მანდარინი ბაზარზე ვერ გაიყიდება.

საწარმო, რომელსაც აქვს ტექნოლოგია მანდარინის გასარეცხად და გასაწმენდად, აჭარაში მხოლოდ ერთია. ის შეძლებს იმდენის დამუშავებას, რამდენსაც თვითონ შეისყიდის ექსპორტისთვის. ფერმერებისთვის, რომლებიც რეალიზაციას თავად ახორციელებენ, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება ასეთი პროდუქციის გაყიდვა.

საექსპორტოდ ვარგისი პროდუქციის ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ეს მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა მოსავალი მთლიანად დაიკრიფება და ნაყოფი სრულად მომწიფდება“, – დასძენს მკურნალიძე.

მისი თქმით, ახლა მანდარინის ფასი 2–2.5 ლარია, თუმცა ეს ეხება მხოლოდ მცირე რაოდენობის, შერჩევით მოკრეფილ ადრემწიფებად ნაყოფს.

„მასობრივი კრეფის დაწყების შემდეგ, დაახლოებით 15 ნოემბრიდან, ფასი დასტაბილურდება. ჩემი პროგნოზით, ხარისხიანი, სტანდარტული მანდარინის ფერმერისგან შესასყიდი ფასი 1–1.20 ლარის ფარგლებში იქნება, რადგან წელს განსაკუთრებით დეფიციტურია დაუზიანებელი და ვიზუალურად ხარისხიანი ნაყოფი“, – ამბობს ვაჟა მკურნალიძე.

The post “წელს ციტრუსის მოსავალი ძალიან ცუდია” – „აგრო ინვესტ სერვისი” appeared first on გურია ნიუსი.

“სისასტიკით მოკლა 2 ძაღლი”- პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, რამაც მათი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. ყვარელში 31 ოქტომბერს და 01 ნოემბერს ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა 2 ძაღლი.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია – 2 ეპიზოდი), წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,_ აცხადებს პროკურატურა.

The post “სისასტიკით მოკლა 2 ძაღლი”- პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა appeared first on გურია ნიუსი.

“მე მაინც ვფიქრობ, ზურა გირჩი ჯაფარიძესავით შარვალჩახდილი უნდა დამდგარიყო”- ნინო წილოსანი

“მე მაინც ვფიქრობ, ზურა გირჩი ჯაფარიძესავით შარვალჩახდილი უნდა დამდგარიყო ამ მანქანის წინ ))
რეალურად კი , ასეთი აბსურდული და სასაცილოდ პათეტიკურია ამათი ბრძოლა ოკუპაციასთან.. მაშინ როცა ქვეყნის არევით და ომში ჩართვით სწორედ რუსულ საქმეს აკეთებენ, საკუთარ კლასტერს ასეთი იაფფასიანი სცენებით კვებავენ !!”_ წერს სოციალურ ქსელში ნინო წილოსანი და დიპლომატ გიორგი წიქარიშვილის ფოტოს აქვეყნებს.

The post “მე მაინც ვფიქრობ, ზურა გირჩი ჯაფარიძესავით შარვალჩახდილი უნდა დამდგარიყო”- ნინო წილოსანი appeared first on გურია ნიუსი.

სალომე ზურაბიშვილი: საქმე გვაქვს არა ერთ კონკრეტულ რუსულ კანონთან, რომლის მიზანია საქართველოს ძირეულად სახე უცვალოს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

“ერთი კანონით როგორ მიაღწიო მრავალ შედეგს ?! ამის მაგალითია ახალი საჯარო სამსახურის კანონი. ახალი კანონი აწესებს საჯარო მოხელესი სრულ დაქვემდებარებას ბიუროკრატიულ იერარქიაზე, რაც ნიშნავს საჯარო სამსახურის ტოტალურ პოლიტიზირებას. მეორეს მხრივ კანონი აწესებს პედაგოგიური საქმიანობის შეზღუდვას იმათთვის, ვინც პოლიტიკურ სანდო პირად არ მიიჩნევა ზემდგომ პირების თვალში. თავისუფალ თუ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე ფინანსურ ახალ ზეწოლას გამოიწვევს მეორე სამსახურის აკრძალვა. და ბოლოს ასეთი შერჩევითი წესი აკადემიურ თავისუფლების კიდევ ერთ შეზღუდვას ემსახურება.

ასეთ მავნებლურ კანონებს ერთისმეორეს მიყოლებით ორ-სამ დღეში რომ ინიცირებენ და ამტკიცებენ, ყოველგვარ დისკუსიის გარეშე, ხომ არ გგონიათ,  რომ რომელიმე იყოს თბილისში მოფიქრებული ან თუნდაც დაწერილი. გადაწერილი კი ბატონო!

ჩვენ დღეს საქმე გვაქვს არა ერთ კონკრეტულ რუსულ კანონთან, არამედ რუსულ კანონმდებლობის სრულ ერთობლიობასთან, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოს ძირეულად სახე უცვალოს და ჩრდილოეთ მეზობლის ანარეკლად იქცეს.

არა რუსულ კანონებს! 

პს. ცხადია,  განათლების კანონი თუ რეპრესიულ კანონთა მთელი რიგი ამავე ჭრილში იკითხება!“_ წერს სალომე ზურაბიშვილი.

The post სალომე ზურაბიშვილი: საქმე გვაქვს არა ერთ კონკრეტულ რუსულ კანონთან, რომლის მიზანია საქართველოს ძირეულად სახე უცვალოს appeared first on გურია ნიუსი.

სამი მედალი – ქართველმა მოჭადრაკეებმა წარმატებით იასპარეზეს სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე

ქართველმა მოჭადრაკეებმა  სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე, იტალიის ქალაქ გალიპოლოში   სამი მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

გამორჩეული შედეგები: მიხეილ კეკელიძე — (+50 კატეგორია) 11 ტურიდან 9 ქულით დაიკავა მეორე ადგილი!
ზურაბ სტურუა — (+65 კატეგორია), 11 ტურიდან 8.5 ქულა, გაინაწილა I–VI ადგილები და დამატებითი მაჩვენებლებით მოიპოვა ვერცხლის მედალი!
ნონა გაფრინდაშვილი — (+65 ქალთა კატეგორია) 11-იდან 7,5 ქულა და ბრინჯაოს მედალი!

ჩემპიონატის შესახებ:

მსოფლიო ჩემპიონატი სენიორთა შორის გაიმართა ორ ასაკობრივ კატეგორიაში — +50 და +65.

ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით, 11 ტურად.

მონაწილეობდა 64 ქვეყნის 458 მოჭადრაკე!

The post სამი მედალი – ქართველმა მოჭადრაკეებმა წარმატებით იასპარეზეს სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე appeared first on გურია ნიუსი.

ალპებში ზვავის ჩამოწოლას მთამსვლელები ემსხვერპლნენ (უცხოეთი)

იტალიის ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ხუთი გერმანელი მთამსვლელი დაიღუპა, განაცხადა reuters-ის ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კვირას.

გავრცელებული ინფორმაციით, ზვავი მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე ჩამოწვა.

The post ალპებში ზვავის ჩამოწოლას მთამსვლელები ემსხვერპლნენ (უცხოეთი) appeared first on გურია ნიუსი.

“წელს უფრო თბილი ნოემბერი იქნება, ვიდრე გვახსოვს”- მეტეოროლოგი

“მიუხედავად იმისა, რომ კალენდარულად ნოემბერი დაგვიდგა, წელს ის უფრო თბილი იქნება, ვიდრე გვახსოვს.ნალექების რაოდენობა მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.

რა თქმა უნდა, ცალკეული დღეები შეიძლება იყოს ცივი, წვიმაც შეგვახსენებს თავს და სიცივეც, მაგრამ უმეტესად მზე და სითბო გვექნება- დღის ტემპერატურებით +22, +24 გრადუსთან ახლოს დასავლეთში და +17, +19 გრადუსით აღმოსავლეთში.

ეს იქნება ის ნოემბერი, რომელიც არ ჩქარობს აცივებას, უბრალოდ გვაჩუქებს უამრავ მშვიდ და თბილ დღეს, სანამ ზამთარი შემოაბიჯებს”,_ წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.

The post “წელს უფრო თბილი ნოემბერი იქნება, ვიდრე გვახსოვს”- მეტეოროლოგი appeared first on გურია ნიუსი.

სუიციდი და სუიციდის მცდელობები გურიაში (სტატისტიკა)

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, წელს, იანვარი-ივნისის პერიოდში გურიაში სუიციდის 4, ხოლო სუიციდის მცდელობის 3  შემთხვევა დაფიქსირდა.

იმ ადამანებს შორის ვინც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა სხვადასხვა ასაკის 3 კაცი და 1 ქალია. ხოლო სუიციდი სხვადასხვა ასაკის 2-მა ქალმა და ერთმა კაცმა სცადა.

The post სუიციდი და სუიციდის მცდელობები გურიაში (სტატისტიკა) appeared first on გურია ნიუსი.

რამდენი ვიდეოჯარიმა გამოიწერა გურიაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად. წელს, იანვრიდან 15 ოქტომბრამდე პერიოდში, გურიაში 90863 ვიდეოჯარიმა გამოიწერა. ვიდეოჯარიმების სახით დარიცხულმა თანხამ 5790220 ლარი შეადგინა.

ამავე სტატისტიკის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში 20%-იანი შეღავათით სარგებლობა 45330 ვიდეოჯარიმის შემთხვევაში მოხდა. 20%-იანი შეღავათით სარგებლობის შედეგად გადახდილმა თანხამ 2129178.5 ლარი შეადგინა.

The post რამდენი ვიდეოჯარიმა გამოიწერა გურიაში appeared first on გურია ნიუსი.

რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად (სტატისტიკა)

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, იანვარი-სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, გურიაში 99 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

ამავე სტატისტიკის თანახმად, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს 10 ადამიანი ემსხვერპლა, 153 კი დაშავდა.

The post რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად (სტატისტიკა) appeared first on გურია ნიუსი.

პარტია “დროას” წევრი თათა ფერაძე დააკავეს

პარტია “დროას” წევრი თათა ფერაძე დააკავეს.­

“რამდენიმე წუთის წინ, დააკავეს პარტია “დროას” წევრი, თათა ფერაძე. გადაჰყავთ დიდუბის პოლიციაში”,_ აცხადებენ პარტიაში.

რა გახდა ფერაძის დაკავების მიზეზი, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

The post პარტია “დროას” წევრი თათა ფერაძე დააკავეს appeared first on გურია ნიუსი.

ხანძარს სავაჭრო ცენტრში 23 ადამიანი ემსხვერპლა (უცხოეთი)

APNEWS-ის ინფორმაციით, მექსიკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარსა და აფეთქებას სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. 12  ადამიანი კი  დაშავდა.

სონორას შტატის დედაქალაქ ერმოსილიოს ცენტრში ხანძარი გაჩნდა, განაცხადა სონორას გუბერნატორმა ალფონსო დურაზომ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

სონორას გენერალურმა პროკურორმა გუსტავო სალას ჩავესმა დაღუპულთა რიცხვი დაადასტურა და თქვა, რომ დაშავებულები ერმოსილიოს ექვს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სალას ჩავესმა განაცხადა, რომ წინასწარი გამოძიების თანახმად, სიკვდილიანობა „ტოქსიკური აირების შესუნთქვამ“ გამოიწვია.

The post ხანძარს სავაჭრო ცენტრში 23 ადამიანი ემსხვერპლა (უცხოეთი) appeared first on გურია ნიუსი.

მეწყერს 21 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულებს ეძებენ (უცხოეთი)

BBC- ის ინფორმაციით, კენიაში  ძლიერი წვიმების შედეგად მეწყერი ჩამოწვა, რასაც  21 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც კენიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კიპჩუმბა მურკომენმა განაცხადა, 30-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება მას შემდეგ, რაც მათმა ოჯახებმა დაკარგულად განაცხადეს, ხოლო 25 მძიმედ დაშავებული ადამიანი ვერტმფრენით გადაიყვანეს დამატებითი სამედიცინო დახმარების მისაღებად.

კენიის წითელი ჯვარი, რომელიც სამაშველო სამუშაოების კოორდინაციას უწყობს ხელს, აცხადებს, რომ ყველაზე დაზარალებულ რაიონებში მეწყერისა და წყალდიდობის გამო ჯერ კიდევ მიუწვდომელია გზა.

The post მეწყერს 21 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულებს ეძებენ (უცხოეთი) appeared first on გურია ნიუსი.

მატარებელში თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა (უცხოეთი)

დიდ ბრიტანეთში დანით თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, თავდასხმა კემბრიჯშირში, მატარებელში მოხდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა, მათგან ცხრა ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ორი ეჭვმიტანილი დააკავა.

ბრიტანეთის პოლიციის ცნობით, „თავდასხმის გარემოებებისა და მოტივაციის დასადგენად“ გამოძიება კონტრტერორისტულ სამსახურთან ერთად მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრის ფილიპმა, X-ზე დაწერა, რომ მისი ფიქრები „ყველა დაშავებულთან და დაზარალებულთანაა“ და პოლიციასა და მთავრობას ინციდენტთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაციის მიწოდებისკენ მოუწოდა.

კონსერვატორი პარლამენტის წევრი, კევინ ჰოლინრეიკი, მის სიტყვებს იმეორებს და წერს, რომ მისი ფიქრები „ჰანტინგდონში მომხდარი საშინელი სცენების“ შემდეგ დაზარალებულებთანაა.

The post მატარებელში თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა (უცხოეთი) appeared first on გურია ნიუსი.

ქურდობის ფაქტი – მაღაზიიდან კაცი ალკოჰოლურ სასმელს იპარავდა

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე, ერთ-ერთი ქსელური მაღაზიიდან, 25 წლამდე კაცი ძვირადღირებულ ალკოჰოლურ სასმელს სისტემატიურად იპარავდა.

ფაქტის შესხაებ ცნობილი გახდა სამართალდამცავებისთვის, პოლიციამ მოახდინა პირის იდენტიფიცირება.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

The post ქურდობის ფაქტი – მაღაზიიდან კაცი ალკოჰოლურ სასმელს იპარავდა appeared first on გურია ნიუსი.

აქცის დროს გზის განმეორებით გადაკეტვა- პოლიციამ ზურაბ მენთეშაშვილი დააკავა

პოლიციამ ზურაბ მენთეშაშვილი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“2025 წლის 31 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ  დაკავებულ იქნა მოქალაქე ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც იმხილება საპროტესტო აქციის დროს გზის განმეორებით გადაკეტვაში.

აღნიშნული პირი, 2025 წლის 24 ოქტომბერს ანალოგიური ქმედებისთვის დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით და სახდელის სახით შვიდდღიანი პატიმრობა შეეფარდა.

შესაბამისად, ქმედების განმეორებით ჩადენის გამო, მის მიმართ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post აქცის დროს გზის განმეორებით გადაკეტვა- პოლიციამ ზურაბ მენთეშაშვილი დააკავა appeared first on გურია ნიუსი.

❌
❌