მიხაკი
ეს არის მრავალმხრივ სასარგებლო სანელებელი, რომელიც გთავაზობთ უამრავ სასიკეთო თვისებას. მიხაკი გამოირჩევა ევგენოლის ზეთის შემცველობით, რომელიც ხასიათდება ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით. გარდა ამისა, ის მდიდარია C და K ვიტამინებით, მანგანუმით, ასევე მცირე რაოდენობით კალციუმით და მაგნიუმით.
მიხაკი შეიცავს სასარგებლო ნუტრიენტებს, ბოჭკოს, ვიტამინებსა და მინერალებს, ამიტომ მთლიანი ან დაფქული მიხაკის გამოყენება ჩაის ან საკვებს, არა მხოლოდ გემოს მატებს, არამედ შეუძლია უზრუნველყოს რამდენიმე ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერება. მიხაკის გამოყენებამ შესაძლოა გაგიუმჯობესოთ ღვიძლის ჯანმრთელობა, თავიდან აგარიდოთ კიბოს წარმოქმნა, დაამარცხოს არასასურველი ბაქტერიები, დაარეგულიროს სისხლში სქრის შემცველობა, გაგიუმჯობესოთ ძვლების სიმტკიცე, შეამციროს კუჭის წყლულის და სხვა დაავადებათა რისკი.
დარიჩინი
დარიჩინი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, აქვს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, შეუძლია დაგიცვათ გულის დაავადებებისგან, ამცირებს ნეიროდეგენერაციული დაავადებების რისკს, როგორიცაა ალცჰეიმერი და პარკინსონი, შეუძლია დაგიცვათ კიბოს წარმოქმნისგან. ასევე არეგულირებს სისხლში შაქარს და წნევას.
ის ამცირებს დიაბეტის და ჰიპერტენზიის რისკს. ეს ორი უკანასკნელი წარმოადგენს მდგომარეობას, რომელიც ხელს უწყობს არტერიების დახშობას. დარიჩინი ხელს უწყობს ანთებითი პროცესების ჩაქრობას, ინსულინის გააქტიურებას, აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას და იცავს ინფექციებისგან.
ჯანჯაფილი
ჯანჯაფილი შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებენ და ხელს უშლიან დიაბეტს, გულის დაავადებებს, ჰიპერტენზიას და ინსულტს. ასევე, ებრძვის გაციებას, ხსნის გულისრევას, ხელს უწყობს შაკიკისა და ძლიერი თავის ტკივილის მოხსნას და წონის დაკლებას. ჯანჯაფილს შეიძლება ჰქონდეს მრავალი სარგებელი ჯანმრთელობისთვის მისი ანთების საწინააღმდეგო, გულისრევის საწინააღმდეგო და სხვა თვისებების გამო. ის დაგეხმარებათ ართრიტის მართვაში, მენსტრუალური სიმპტომების შემცირებაში, გაცივების და ვირუსების დაძლევაში და სხვა.
ანისის თესლი
ანისის თესლი მდიდარია რკინით და სხვა მნიშვნელოვანი მინერალებით, როგორიცაა მანგანუმი, კალციუმი და ვიტამინი A.
ჯანმრთელობისთვის მის მრავალ სარგებელს შორის გამოირჩევა: დეპრესიის სიმპტომების შემცირება, კუჭის წყლულისგან დაცვა, სოკოების და ბაქტერიების პრევენცია, მენოპაუზის სიმპტომების დაძლევა, შაქრის დონის დაბალანსება და ანთების შემცირება.
კარდამონი
კარდამონი არის A და C ვიტამინების, კალიუმის, მაგნიუმის და დიეტური ბოჭკოების წყარო. სანელებელს აქვს გამორჩეული გემო და არომატი.
კარდამონი ამარაგებს ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით, დაგეხმარებათ ცხიმის წვისა და წონის კლების პროცესების სტიმულირებაში, წმენდს ნაწლავებს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას და აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.
The post სიცოცხლისათვის აუცილებელი სანელებლები appeared first on გურია ნიუსი.