Normal view

Yesterday — 28 October 2025Main stream

პეკინი: მოვუწოდებთ აშშ-ს, პატივი სცეს “ერთი ჩინეთის პრინციპს” და გამოიჩინოს მეტი წინდახედულება ტაივანის საკითხზე

28 October 2025 at 22:43

აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო უწყების წარმომადგენელი განმარტავს პოზიციებს მომავალი სამიტის ძირითად საკითხებზე, მათ შორის – პეკინის მიერ იშვიათი მინერალების ექსპორტის კონტროლზე.
28 ოქტომბერს, ყოველდღიურ პრეკონფერენციაზე, საგარეო უწყების წარმომადგენელს როიტერსის ჟურნალისტმა ჰკითხა ტაივანზე. კერძოდ, იმის შესახებ, რომ ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინ ჩია-ლანგი დარწმუნებულია, რომ „-ტაივანის ურთიერთობები ძალიან სტაბილურია“ და აშშ-ის პრეზიდენტი არ „მიატოვებს“ ტაივანს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა:
„ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ახლა წარმოადგენს „ტაივანის დამოუკიდებლობის“ ძალების სეპარატისტული მოქმედებები და გარედან მიღებული თანხმობა და მხარდაჭერა. ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება აშშ-სა და ჩინეთის ტაივანის რეგიონს შორის ოფიციალურ ურთიერთობას, ნებისმიერი ფორმით. მოვუწოდებთ აშშ-ს პატივი სცეს ერთი ჩინეთის პრინციპსა და ჩინეთი-აშშ-ის სამ ერთობლივ კომუნიკეს, გამოიჩინოს მეტი წინდახედულება ტაივანის საკითხზე. დემოკრატიულ-პროგრესული პარტიის (DPP) ხელისუფლება კვლავაც ცდილობს მხარდაჭერის მოპოვებას „ტაივანის დამოუკიდებლობისთვის“ და მიმართავს ყველა პლატფორმას სეპარატისტული ნარატივების პოპულარიზაციისთვის, დეზინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის. …ვერაფერი, რასაც DPP-ს ხელისუფლება აცხადებს, ვერასდროს შეცვლის ისტორიულ და იურიდიულ ფაქტს, რომ ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის ნაწილია და მითუმეტეს ვერ შეცვლის ჩინეთის გაერთიანების გარდაუვალობას“.
ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა სამშაბათის პრესკონფერენციაზე უპასუხა შეკითხვას აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტის განცხადებაზე, რომ ჩინეთს „არასდროს დაუწესებია“ კონტროლი იშვიათი მინერალების ექსპორტზე, რაც განაპირობა პრეზიდენტ ტრამპის მუქარამ ჩინეთისთვის 100-პროცენტიანი ტარიფების დაწესებაზე. ჩინელმა დიპლომატმა ჟურნალისტს განუცხადა:
„იშვიათი მინერალების ექსპორტზე პოლიტიკას რაც შეეხება, ჩინეთმა ის არაერთხელ მკაფიოდ გამოხატა. იმ ზომების მიზანი, რომლებსაც მივმართავთ, არის ექსპორტის კონტროლის სისტემის სტანდარტიზაცია და დახვეწა, რაც შეესაბამება ზოგად პრაქტიკას. ჩინეთი ამას აკეთებს იმისათვის, რომ უკეთესად შეინარჩუნოს მსოფლიო მშვიდობა და რეგიონის სტაბილურობა, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები. მზად ვართ, ვიმუშაოთ დანარჩენ მსოფლიოსთან ექსპორტის კონტროლზე დიალოგის გასაძლიერებლად და მოსაზრებების გასაცვლელად იმისთვის, რომ გლობალური ინდუსტრიული და მიწოდების ჯაჭვები იყოს დაცული და სტაბილური“.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ოფიციალურ საიტზე 26 ოქტომბერს გამოქვეყნდა ჩინეთის ვიცეპრემიერისა და აშშ-ის ფინანსთა მინისტრის ორდღიანი მოლაპარაკებების შესახებ განცხადება, რომელშიც აღნიშნულია:
„მხარეებმა იხელმძღვანელეს ორი სახელმწიფოს მეთაურების მიერ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე სატელეფონო საუბრებისას მიღწეული მნიშვნელოვანი კონსენსუსით და ჰქონდათ მოსაზრებების გულწრფელი, სიღრმისეული და კონსტრუქციული გაცვლა ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხებზე, მათ შორის: აშშ-ის [უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის შესახებ] „301-ე ნაწილის“ კანონით გათვალისწინებული ზომები ჩინეთის საზღვაოსნო, ლოჯისტიკისა და გემთმშენებლობის სექტორების მიმართ, ორმხრივი ტარიფების შეჩერების გახანგრძლივება, ფენტანილთან დაკავშირებული ტარიფი და სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობა, სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობა და ექსპორტის კონტროლი“.
გასულ შაბათ-კვირას აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი მალაიზიაში, „სამხრეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის“ (ASEAN) სამიტის კულუარებში შეხვდა ჩინეთის ვაჭრობის სფეროს მაღალჩინოსნებს და შემდეგ რამდენიმე მედიის ეთერში ილაპარაკა ამის შესახებ. მან ABC-ს ეთერში განაცხადა:
„პრეზიდენტმა მომცა მაქსიმალური ბერკეტი, როცა ის დაიმუქრა 100%-იანი ტარიფებით, თუკი ჩინელები დააწესებდნენ იშვიათი მინერალების ექსპორტზე გლობალურ კონტროლს. ასე რომ, ვფიქრობ, ეს თავიდან ავიცილეთ, ტარიფები აცილებულია“, – განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჩინეთის ვიცეპრემიერთან მოლაპარაკებების შედეგებზე საუბრისას. CBS-სთან საუბრისას კი მან აღნიშნა, რომ სწორედ ტრამპის 100%-იანი ტარიფებით მუქარამ გახადა შესაძლებელი ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრამდე შედეგების მიღწევა.
27 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ იის სატელეფონო საუბრის შესახებ:
„მათ იმსჯელეს აშშ-ჩინეთის ურთიერთობისა და პრეზიდენტ ტრამპსა და სახელმწიფოს თავმჯდომარე სის მოახლოებული შეხვედრის მნიშვნელობაზე, ბუსანში, კორეის რესპუბლიკაში“.
გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი და სი ძინპინი ერთმანეთს 30 ოქტომბერს შეხვდებიან.
ფორუმი

ირაკლი ფავლენიშვილი – სასაცილოა, მკრძალავს ადამიანი, რომელიც 2012 წლამდე „ნაცების“ მეხოტბე იყო, მე კი ვსწავლობდი სკოლაში, წყალბურთს ვთამაშობდი – ჩვენ უნდა დავრჩეთ აქტიურები, ვიმუშაოთ წერტილოვან სანქციებზე, პროტესტის გაღვივებაზე და დიდი კერების გაჩენაზე

28 October 2025 at 22:42

ლოგიკა რაშია, ვერ ვხვდები, 2012 წლამდე ის ადამიანი, რომელიც ამ „სისხლიანი რეჟიმის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო (მათივე ლოგიკით), კრძალავს პარტიას, რომლის მთავარი სპიკერების უმეტესობას 2012 წლამდე პოლიტიკასთან არავითარი შეხება არ აქვს , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, სწორედ ის ადამიანები კრძალავენ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გავლენიანი ფიგურები იყვნენ.
„ძალიან სასაცილოა, მე, პირადად, ირაკლი ფავლენიშვილს მკრძალავს ადამიანი, რომელიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსანი 2012 წლამდე, ან ფულს სწირავდა ან მაღალ თანამდებობაზე იყო, ან „ნაცების“ მეხოტბე იყო, მაგ დროს მე ვსწავლობდი სკოლაში, წყალბურთს ვთამაშობდი, სხვა ცხოვრება მქონდა. ლოგიკა რაშია, ვერ ვხვდები, 2012 წლამდე ის ადამიანი, რომელიც ამ „სისხლიანი რეჟიმის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო (მათივე ლოგიკით), კრძალავს პარტიას, რომლის მთავარი სპიკერების უმეტესობას 2012 წლამდე პოლიტიკასთან არავითარი შეხება არ აქვს.
ეს ხალხი აგვკრძალეს ადამიანებმა, რომლებიც უფრო მეტად იყვნენ გავლენიანი ფიგურები იმ პერიოდში“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ აიკრძალება, როგორ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესები, ირაკლი ფავლენიშვილმა უპასუხა, რომ მხოლოდ ხელის შემშლელი ფაქტორები გაჩნდება, რადგან მანამდე პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო პროცესი მოკლეს და საქართველოში აღარ ტარდება.
„ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, გახლავთ ის, რომ უფრო მეტი ხელის შემშლელი ფაქტორი შეიძლება გამოჩნდეს, თორემ არსებითად არაფერი არ იცვლება იმიტომ, რომ პარტიების კლასიკური ფორმით არსებობა მიესადაგება საარჩევნო დემოკრატიას. როცა ქვეყანაში საარჩევნო დემოკრატიაა დამყარებული, იქ, რა თქმა უნდა, პარტიები ფუნქციონირებენ ჩვეულებრივი კონსტრუქციული დემოკრატიული წესით – არჩევნები ტარდება, შენ გაქვს პარტიული ინფრასტრუქტურა, იღებ დაფინანსებას და ა.შ. ჩვენთან ეს პროცესი ხომ მოკლეს ისედაც, აღარ არის საარჩევნო პროცესი.
სინამდვილეში, როდესაც ჩვენ ე.წ. არჩევნებზე ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ საქართველოში არჩევნები არ ტარდება, იმიტომ, რომ მართლა არ იყო არჩევნები ის, რაც ხდებოდა. მაშინ მუნიციპალურ არჩევნებშიც მივიღებდით მონაწილეობას. ამ ხალხმა საარჩევნო პროცესი მოკლა, ისედაც დისიდენტურ ფაზაში გადავედით, ადამიანებს აკავებენ ქუჩაში დგომის გამო, ამიტომ ჩვენ ისედაც ამ კლასიკურ საარჩევნო პროცესში არ ვიყავით.
ერთადერთი, რაც გასაკეთებელია, უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, მათ შორის, საგარეო ფრონტზე მაინც უნდა დავრჩეთ აქტიურები, უფრო მეტ პერსონალურ, წერტილოვან სანქციებზე უნდა ვიმუშაოთ, ქვეყნის შიგნით უნდა ვიმუშაოთ პროტესტის გაღვივებაზე, რუსთაველის კერის შენარჩუნებაზე და უფრო დიდი კერების გაჩენაზე“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

გედევან ფოფხაძე – მოცემულობას უნდა დავუპირისპირდეთ რადიკალური პროტესტის ფორმებით – იმედს ვიტოვებ, ხუთი ადამიანი ხუთად არ დავრჩებით და შიმშილობის პროტესტი გაიზრდება

28 October 2025 at 22:42

ვიღაცები პარლამენტში თანამდებობებს იყოფენ, ვიღაცის სახლიდან მილიონები გამოაქვთ, მე რომ ამის ფონზე ადამიანებს ანალიტიკა შევთავაზო, მორალურად არ ვიქნები მართალი, ამიტომ ის ხალხი, ვინც დღეს დავსხედით საშიმშილოდ, მგონია, რომ ადეკვატურად აღვიქვამთ ამ მოცემულობას და ამ მოცემულობას უნდა დავუპირისპირდეთ უფრო რადიკალური პროტესტის ფორმებით , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
ფოფხაძის თქმით, დღეს მასთან ერთად კიდევ ოთხმა პირმა დაიწყო შიმშილობა. მან იმედი გამოთქვა, რომ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას სხვებიც შემოუერთდებიან.
„რეალობა არის ის, რომ ქვეყანა მიდის დიქტატურისკენ, იღებენ დრაკონულ კანონებს, რომელიც გამორიცხავს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასა და პოლიტიკურ პროცესს და მე ამ შემთხვევაში მგონია, რომ ჩვენი პროტესტი უნდა ყოფილიყო ადეკვატური, ამიტომ ჩვენ ვუბრუნდებით ისევ იმ ტრადიციულ პროტესტს, რაც თავის დროზე ეროვნულმა მოძრაობამ ძალიან ეფექტურად გამოიყენა 1988-1989-1990 წლების შიმშილობების დროს.
ვითხოვთ ორ რამეს – ახალ სამართლიან არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. მე მგონია, რომ ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ეს არის სწორი.
ამ შემთხვევაში, შედეგი შეიძლება ბევრ რამეს არ მოჰყვეს – არჩევნებში მონაწილეობას, გზის გადაკეტვას, პერმანენტულ აქციებსა და ა.შ. ჩვენ ხომ ჩვენ პროტესტს გამოვხატავთ იმ რეალობის გამო, რაც არის ქვეყანაში. მე მგონია, რომ ეს არის ყველაზე ადეკვატური პროტესტი იმიტომ, რომ ძალიან მძიმეა ვითარება, იმდენად გაუსაძლისია რეალობა, რომ ძალიან ძნელია, სხვანაირი არგუმენტებით აუხსნა ადამიანებს ამ რეალობის სიმძიმეც და მორალური ფასიც.
ვიღაცები პარლამენტში თანამდებობებს იყოფენ, ვიღაცის სახლიდან მილიონები გამოაქვთ და ხომ ხვდებით, ქვეყანაში რა ხდება? მე რომ ამის ფონზე ადამიანებს ანალიტიკა შევთავაზო, მორალურად არ ვიქნები მართალი, ამიტომ ის ხალხი, ვინც დღეს დავსხედით საშიმშილოდ, მგონია, რომ ადეკვატურად აღვიქვამთ ამ მოცემულობას და ამ მოცემულობას უნდა დავუპირისპირდეთ უფრო რადიკალური პროტესტის ფორმებით.
ხუთი ადამიანი ვართ თანამოაზრეები, ვინც შიმშილობა დავიწყეთ და მგონია, რომ ვიღაცები კიდევ გამოძებნიან თავის თავში შესაძლებლობებს, გაიზიარებენ ჩვენს განწყობას და შემოგვიერთდებიან. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ხუთი ადამიანი ხუთად არ დავრჩებით და ეს პროტესტი გაიზრდება“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ნინო დობორჯგინიძე: სპორტის უნივერსიტეტის კანცლერი იყო ბოჟაძე, ახლა „ოცნების“ პარლამენტში რომ ბრძანდება, გამოვიდეს და მოგვიყვეს აბა, რატომ ვერ ააშენეს

28 October 2025 at 19:47

„აკადემიური საზოგადოება არ არის ის საზოგადოება, რომელსაც დააშანტაჟებ იმით, რომ სახლში გადამალულ ოქროს ზოდებს ან დოლარებს გამოუფენ. ამ ქვეყანაში მთავარი გამჭოლი იდეა ყოველთვის იყო განათლება, სწორედ ამიტომ არ გამოვა ამათი გეგმა“, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე „ბათუმელებთან“.

მას „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული რეფორმის საფრთხეებზე ვესაუბრეთ.

  • ქალბატონო ნინო, მინდა ილიაუნის მაგალითზე ვისაუბროთ იმ საფრთხეებზე, რაც ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული რეფორმით ემუქრება უნივერსიტეტებს. რა დარჩება მაგალითად ილიაუნისგან, თუკი ეს ცვლილება განხორციელდა?

ეს რეფორმა მართლა ყველას ეხება და ამიტომ კატასტროფული იქნება ის შედეგები, რაც ამას მოჰყვება. რეფორმის ავტორები, რომლებიც ამბობენ, რომ ევროპული, დასავლური ტიპის საგანმანათლებლო პროექტები და პროგრამები უნდა შევთავაზოთ ქართველ ახალგაზრდებს, რომ სხვაგან არ დასჭირდეთ წასვლაო, ყველაზე ევროპული ტიპის უნივერსიტეტს, რომელიც რეიტინგების მიხედვით ქვეყანაში ყველაზე წარმატებულია საგანმანათლებლო, კვლევითი პროექტების თუ ინტერნაციონალიზაციით, გვეუბნებიან, რომ 70-იან წლებში პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი რომ იყავი, იმ პროფილს დაგიტოვებო.

წარმოუდგენელი რაღაცაა.

იმ სამგვერდიან ფურცელზე, რომელიც წარმოგვიდგინეს, საერთოდ არ არის ლაპარაკი  თანამედროვე უნივერსიტეტების გამოწვევებზე, იმაზე, ტექნოლოგიური პროგრესი რას გვიქადის და საერთოდ აცდენილია ამ ყველაფერს.

  • წარსულში დაბრუნება რომ პროგრესი ვერ იქნება ფაქტია, არა? 

ცხადია. ყველაზე ცინიკური რა არის იცით, რომ ამ ყველაფერს გავაკეთებთ ისევ და ისევ ამ თქვენი ტრადიციული ქართული საუნივერსიტეტო სისტემის განადგურების, მათ შორის ფიზიკურად განადგურების ხარჯზეო.

დღე არ გავა ბრიფინგი არ გამართონ, როგორ დაიჭირეს ადამიანები, რომლებსაც საგანმანათლებლო სფეროში ინფრასტრუქტურული ვალდებულებები ჰქონდათ და არ შეასრულეს. ორი თვის წინ იყო, რომელიღაც მინისტრის ბიძაშვილი თუ მამიდაშვილი დაიჭირეს, რომელმაც 35 თუ 38 მილიონის ტენდერები მოიგო, სკოლები და ბაღები უნდა აეშენებინა, მაგრამ არაფერი გააკეთეს და ხუთი წლის თავზე იჭერენ ამ კაცს. ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენი უნივერსიტეტის შენობები უნდა გაყიდონ თურმე და მერე უნდა დაიწყონ რაღაცის აშენება.

ყურის ძირში გვაქვს მაგალითი, როცა სპორტის უნივერსიტეტი გაყიდეს, თქვეს რომ 32-სართულიანი შენობა უნდა აეგოთ და არ ააშენეს, სპორტის უნივერსიტეტი კი დღემდე რომელიღაც უნივერსიტეტშია შეყუჟული. ასე იქნება ილიას უნივერსიტეტი და სხვებიც.

სპორტის უნივერსიტეტის კანცლერი იყო ბოჟაძე, ახლა „ოცნების“ პარლამენტში რომ ბრძანდება, გამოვიდეს და მოგვიყვეს აბა, რატომ ვერ ააშენეს.

ვრცლად

 

“ივანიშვილი არის სუსტი და ეშინია სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის” – “ცვლილებებისთვის”

28 October 2025 at 19:27

კოალიცია “ცვლილებისთვის” პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით “ოცნების” მიერ საკონსტიტუციოში სარჩელის შეტანას აფასებს საგანგებო ბრიფინგზე.
კოალიცია “ცვლილებისთვის” სახელით მინდა, გავაკეთო განცხადება იმ ე.წ. სარჩელზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა წარადგინა საკონსტიტუციო სასამართლოში. რეჟიმმა და ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატულად თქვა, რომ ის არის სუსტი და ეშინია ეროვნული ძალების სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის. 28 ოქტომბერს, 35 წლის წინ, საქართველოში პირველად ჩატარდა მრავალპარტიული კომუნისტური რეჟიმის პირობებში და საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა. ახლა ჩვენ ს რეჟიმის პირობებში ვიბრძვით საქართველოს თავისუფლებისთვის. პარტიები, ეს არის ინსტრუმენტი დემოკრატიისთვის, სხვა შემთხვევაში, ხელისუფლებას და რეჟიმებს ცვლის ხალხი. საქართველოს მილიონამდე ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ “ქართული ოცნება” ვერ იქნება ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენელი. ამიტომ, მნიშნელოვანია, ვიცოდეთ, ჩვენ ყველა ბერკეტს, ყველაფერს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ “ქართული ოცნება” დამარცხდეს და ეროვნული ძალები მოვიდნენ საქართველოს ხელისუფლებაში, ვინაიდან საქართველოს ისე, როგორც არასდროს, სჭირდება ერთიანობა და ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, რომელიც აუცილებლად მოხდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით და საქართველოს რეალური სუვერენიტეტის დაბრუნებით. დღეს თუ ვინმე გვართმევს სუვერენიტეტს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! ბრძოლა იქნება ბოლომდე, საქართველოს გამარჯვებამდე!, – განაცხადეს ბრიფინგზე.

“შოკისმომგვრელი ამბები საქართველოს მმართველი პარტიიდან” – იუკნევიჩიენე

28 October 2025 at 19:27

საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით “ოცნების” მიერ საკონსტიტუციოში სარჩელის შეტანას ეხმაურება.
“შოკისმომგვრელი ამბები საქართველოს მმართველი პარტიიდან. “ქართული ოცნების” პარტიამ სასამართლო სარჩელი შეიტანა 3 ძირითადი ოპოზიციური ძალის ასაკრძალად – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “ლელოს” და “ახალის” (“კოალიცია ცვლილებებისთვის” ნაწილი). “ქართული ოცნება” ლუკაშენკოს ტყუპისცალი ხდება – პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან”, – წერს იუკნევიჩიენე.

გიგი უგულავა: ამაზე კარგ საქმეს ივანიშვილის ბანდა დღეს ვერ გააკეთებდა. მეგობრებო, არჩევნებია ქვეყანაში გაუქმებული და პარტიის იურიდიული რეგისტრაცია ვის რა ჯანდაბაში სჭირდება

28 October 2025 at 18:59

პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, ოცნების ინიაციატივას, ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე, ეხმაურება და წერს:

ამაზე კარგ საქმეს ივანიშვილის ბანდა დღეს ვერ გააკეთებდა. მეგობრებო, ა ქვეყანაში გაუქმებული და პარტიის იურიდიული რეგისტრაცია ვის რა ჯანდაბაში სჭირდება. პარტია, მისი წესდება, სტრუქტურები არსებობს არჩევნებისთვის და არა პირიქით. მოდით სხვა კუთხიდან შევხედოთ.
პირველი და უკანასკნელი ლეგიტიმური პრეტენზია ოპოზიციის მიმართ არის, რომ ვერც ერთ კრიტიკულ სიტუაციაში ვერ გაერთიანდა. ყველა თავის პარტიულ იდენტობას უფრთხილდებოდა. მრავალფეროვნებაზე ღაღადებდა. ერთმანეთში არ უნდა ავიზილოთ. ვინ მოთვლის “არგუმენტებს”. სინამდვილეში, ყველას თავისი ფორმალური და არაფორმალური თავმჯდომარე ყავდა, ზოგს ორი, ყველას თავის პატარა რაიონული თავმჯდომარეები ყავდა, ვისაც სიაში უნდოდა. გენ მდივნებს, რეგ/პოლიტ/სტრატეგ-დეპებს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეებს და ყველას ურიცხვ მოადგილეებს ვინ მოსთვლის. პარტიის ნომრებზე არაფერს ვამბობ. დღემდე მყარია რწმენა, რომ ნომრით იგებ არჩევნებს. ამ იურიდიული გარსისთვის, გნებავთ ჩონჩხისთვის, აგერ მეცამეტე წელია ვხოცავთ ერთმანეთს, სანამ ყველაფერი არ გამოიშიგნა და გამოშიგნულსაც ვერ ველევით. ამას ყველაფერს აზრი ოდნავ ნორმალურ ქვეყანაში აქვს. მორჩა ხალხნო! არჩევნები აღარაა, პოლიტიკა მოკლა ბიძინამ და ამ გადამხმარ ფუფხს ნუ მივსტირით. დისიდენტების ეპოქა დადგა, თავგანწირული არაფორმალების. აი ისეთების სსრკას ეპოქიდან რომ გვახსოვს და გიჟებს ვეძახდით
ძალიან კარგი, ხვალიდან აღარ იქნება პარტიულ ჩონჩხს მიწეპებული ადამიანები. ვისაც ბრძოლა უნდა, ადამიანებს შეეძლებათ, სუფთა ფურცლიდან იურთიერთოს ერთმანეთთან. ამაზე დიდ საჩუქარს ამ ვითარებაში, ოცნება ვერ გაგვიკეთებდა. სინამდვილეში, ოპოზიციის თვითდაქუცმაცების საუკეთესო ინსტრუნეტს თავად აუქმებს რეჟიმი
ამიტომ დიდი მადლობა ბატონ ბიძინას ცხონებული ღარიბაშვილის ხმით

რასა იუკნევიჩიენე – “ქართული ოცნება” ლუკაშენკოს ტყუპისცალი ხდება – პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან

28 October 2025 at 18:57

“ქართული ოცნება” ლუკაშენკოს ტყუპისცალი ხდება – პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან , – წერს იუკნევიჩიენე , – ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.
იუკენიჩიენე შოკისმომგვრელს უწოდებს „ქართული ოცნების“ მოთხოვნას, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის თაობაზე.
“შოკისმომგვრელი ამბები საქართველოდან.
მმართველმა “ქართული ოცნების” პარტიამ სასამართლო სარჩელი შეიტანა 3 ძირითადი ოპოზიციური ძალის ასაკრძალად – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “ლელოს” და “ახალის” (“კოალიცია ცვლილებებისთვის” ნაწილი).
“ქართული ოცნება” ლუკაშენკოს ტყუპისცალი ხდება – პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან”, – წერს იუკნევიჩიენე.

სალომე ზურაბიშვილი – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ საჭიროა ერთიანი და მკაფიო ხმა ისმოდეს: ეს მიუღებელია – ოპონენტების დევნა, არა მხოლოდ ანგრევს მრავალპარტიულ დემოკრატიას, შლის საზოგადოებას და ანადგურებს სახელმწიფოს

28 October 2025 at 18:57

ვგმობ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, რაც მიზნად ისახავს საქართველოს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმად გადაქცევას, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „რეჟიმი ყოველდღიურად სისტემატურად ახორციელებს ყველაფრის შეზღუდვას, რაც ხელს უშლის სრული ავტორიტარიზმის დამკვიდრებაში და გამყარებაში“.
„დღეს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ საჭიროა ერთიანი და მკაფიო ხმა ისმოდეს საქართველოდან: ეს მიუღებელია!
ოპონენტების ასეთი დევნა, არა მხოლოდ ანგრევს მრავალპარტიულ დემოკრატიას, შლის საზოგადოებას და ანადგურებს სახელმწიფოს.
სოლიდარობა ყველა ოპოზიციურ ძალას, ვისაც ეზღუდება კონსტიტუციური უფლება თავისუფლად გამოხატვისა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის”, – წერს ზურაბიშვილი “ფეისბუქზე“.

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7212 ლარი გახდა

28 October 2025 at 18:57

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7212 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 დოლარის ღირებულება 2.7212 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7152 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0060 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1740 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1610 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0130 ლარი შეადგინა.

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

28 October 2025 at 16:24

თუკი აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებული პირები შექმნიან ახალ პარტიას ან შეუერთდებიან არსებულ პარტიას და საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, რომ მათი იქ ყოფნა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეს არის ახალი მემკვიდრე პარტია ან არსებული პარტია, მაშინ სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და აკრძალოს ის პარტიაც. ანუ გვერდის ავლის საშუალება არ უნდა იყოს, როცა კრძალავ პარტიას არ უნდა არსებობდეს რაღაც ხვრელები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მან ასევე განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო აკრძალავს „ლელოს“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „კოალიცია ცვლილებებს“, შეეძლებათ თუ არა ამ პარტიის წევრებს სხვა პარტიის შექმნა.
„ზუსტად ამას შეეხება მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რომელიც გულისხმობს შემდეგ რამეს, თუკი არსებობს პარტია და ის მიჩნეულ იქნა, რომ არღვევს კონსტიტუციას და აიკრძალა პარტია, მის წევრებს, მასთან დაკავშირებულ პირებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გვერდი აუარონ ამ გადაწყვეტილებას და იურიდიული ფორმალობით, უბრალოდ ადგენენ და დღეს თუ არის „ნაციონალური მოძრაობა“ და აიკრძალა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ხვალ შექმნან და „ეროვნული მოძრაობა“ დაარქვან, იგივე ხალხი, იგივე მიზნებით შეიკრიბოს. ამიტომ, მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი უზრუნველყოფს – მას შემდეგ, რაც პარტია აიკრძალება დავაკვირდეთ ამ აკრძალული პარტიასთან დაკავშირებული პირები, ხომ არ ცდილობენ, რომ მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები და თუკი ამას დავინახავთ, ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ვთქვათ, აიკრძალა „ნაციონალური მოძრაობა“, მისმა წევრებმა ან მასთან დაკავშირებულმა პირებმა შექმნეს სხვა პარტია, დაარქვეს პირობითად, „ეროვნული მოძრაობა“, თუ ეს მოხდება ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და ვთქვათ, რომ რეალურად, ეს არის იმ პარტიის ასლი, რაც იყო, არის მემკვიდრე პარტია თავის შემადგენლობით, იდეოლოგიით, ორგანიზაციული სტრუქტურით, რეგიონში პარტიული სტრუქტურებით და ა.შ. სხვადასხვა კრიტერიუმები რაც ამაზე მიუთითებს. საკონსტიტუციო სასამართლოში ორკვირიანი ვადა არსებობს იმისათვის, რომ იმსჯელოს და თუ დაადგენს, რომ სინამდვილეში ეს არის ფარსი, პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ თავი დაიძვრინონ და ახალი იურიდიული ფორმა შექმნან, მაშინ ის, როგორც მემკვიდრე პარტია აიკრძალება.
თუკი აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებული პირები შექმნიან ახალ პარტიას ან შეუერთდებიან არსებულ პარტიას და საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, რომ მათი იქ ყოფნა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეს არის ახალი მემკვიდრე პარტია ან არსებული პარტია, თავისი არსით, მემკვიდრე პარტია გახდა, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და აკრძალოს ის პარტიაც. ანუ გვერდის ავლის საშუალება არ უნდა იყოს, როცა კრძალავ პარტიას არ უნდა არსებობდეს რაღაც ხვრელები, რომ გვერდი აუარო და სხვა სახელი დაირქვა. “-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება

28 October 2025 at 16:12

ანტიეროვნულმა და ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა და აკრძალოს პროდასავლური ოპოზიციური პარტიები, მათ შორის პოლიტიკური კოალიცია „ლელო- ძლიერი საქართველო“. წინააღმდეგობა რუსული რეჟიმისა და „ქართული ოცნების“ პირისპირ იქნება უკომპრომისო და იქნება პრინციპული, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც პარტიის სხვა ლიდერები და წევრები ესწრებოდნენ.
კუპრაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ მცდელობა, გააქროს პროდასავლური სახალხო ოპოზიციური ხმა, ისეთი გამოწვევაა, რომელსაც „ძლიერი საქართველო- ლელო“ აპირებს დაუპირისპიროს წინააღმდეგობის ნებისმიერი გზა.
„კოალიცია „ლელო- ძლიერმა საქართველომ“ ამ წლების განმავლობაში გაატარა საქართველოს მოქალაქეებისთვის მთავარი და ძირითადი ინტერესი, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს ქართველი ხალხის ხმა. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას. რუსულ რეჟიმს, რომელსაც აქვს დავალება, რომ ამ ქვეყანაში გააქროს პროდასავლური სახალხო ოპოზიციური ხმა, მათ შორის, „კოალიცია ძლიერი საქართველოს“ და „ლელოს“ სახით, ჩვენთვის ეს არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად მოვუძებნით წინააღმდეგობის გზას. ჩვენ გუშინ შევიტანეთ კონსტიტუციური სარჩელი იმ მუხლების წინააღმდეგ, რომლებიც არის ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სახით. მე ახლა ვდგავარ ჩემს გუნდთან ერთად. მთელი საქართველოს მასშტაბით „ლელოს“ და „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები ყველა მუნიციპალიტეტიდან – ჩვენ ვაცხადებთ, რომ წინააღმდეგობა რუსული რეჟიმისა და „ქართული ოცნების“ პირისპირ იქნება უკომპრომისო და იქნება პრინციპული, იმიტომ, რომ არ არსებობს სხვა გზა, რომელიც ჩვენ გამოგვიყვანს ამ კრიზისიდან. „ქართულ ოცნებას“, ივანიშვილს, მის პოლიტიკურ დამნაშავეებს მოუწევთ აუცილებლად პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მათ მიიღეს ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული, ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სამართლებრივი აქტები. ჩვენ დღეს აქ დგომით და თქვენთან, მოქალაქეებთან, პოლიტიკური კომუნიკაციით, ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული გამარჯვება, რასაც იმსახურებენ საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი – ეს არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასრულება და ამ ბრძოლაში ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, სტრატეგიული წინააღმდეგობის ყველა სტრატეგიულ ხაზს, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე“, – განაცხადა კუპრაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელო“.

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

28 October 2025 at 16:12

ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ჩვენ სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას, არის ზუსტად ის, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია, რომელზეც ვიტყოდით, რომ ესენი არიან პოლიტიკოსები, რომელთაც არ უნდა მიეცეთ საშუალება, პოლიტიკური ცხოვრების ნაწილები იყვნენ, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებულ სავარაუდო გადაწყვეტილებას შეეხებოდა, იმ შემთხვევაში, თუ ის მოინდომებს ახალი პარტიის შექმნას.
ამასთან, კითხვაზე შესაძლოა თუ არა, ს მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნების“ სარჩელის მიხედვით არაკონსტიტუციური პარტიების მემკვიდრე პარტიად იყოს აღქმული, პაპუაშვილის თქმით, „პირველ ეტაპზე ჯერ საკონსტიტუციო სასამართლომ მმართველი გუნდის სარჩელი წარმოებაში უნდა მიიღოს“.
„ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ჩვენ სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას, არის ზუსტად ის, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია, რომელზეც ვიტყოდით, რომ ესენი არიან პოლიტიკოსები, რომელთაც არ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ პოლიტიკური ცხოვრების ნაწილები იყვნენ. არამედ გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ შემდეგ ვამტკიცოთ, მივიჩნიოთ დაკავშირებულად თუ არ მივიჩნიოთ, ჩვენი გადმოსახედიდან. პირველი ეტაპი არის ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა სამ პარტიასთან დაკავშირებით, ვნახოთ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს სარჩელი, იყოს მსჯელობა. მივიდეთ ჯერ პროცესამდე. საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს და ამის შემდეგ ვნახოთ ვინ რა დასკვნას გამოიტანს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნება“ განმარტავს, რა კრიტერიუმებს ეყრდნობა პარტიების აკრძალვის თაობაზე მათ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი

28 October 2025 at 16:12

გასული წლის საპარლამენტო ს წინ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ამომრჩეველს დავპირდით, რომ ამომრჩევლების მხარდაჭერის შემთხვევაში ვუზრუნველყოფდით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ძირეული პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების პროცესის წარმართვას. ამ დაპირების შესასრულებლად დემოკრატიული მანდატი 1 120 000-მა ამომრჩეველმა მოგვცა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის დროს განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, სარჩელში, „სხვა დარღვევებთან ერთად, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში, უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაოპოლიტიკურ, ისე საგარეოპოლიტიკურ ლეგიტიმაციას”.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ამომრჩეველს დავპირდით, რომ ამომრჩევლების მხარდაჭერის შემთხვევაში ვუზრუნველყოფდით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ძირეული პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების პროცესის წარმართვას. 1 120 000-მა ამომრჩეველმა ამ დაპირების შესასრულებლად მოგვცა მისი დემოკრატიული მანდატი.
ამ სახალხო მანდატის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის და 1 აპრილის დადგენილებებით შეიქმნა „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“, რომელმაც 6 თვიანი მუშაობის პერიოდში, პირდაპირ ეთერში გამართა 64 სხდომა, გამოიკითხა 139 პირი, შეისწავლა მოქალაქეებისგან 778 განცხადება. კომისიის თითქმის 500 გვერდიანი დასკვნის განხილვის საფუძველზე 2025 წლის 3 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება და გაიზიარა კომისიის მიგნებები. ამით, საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკური შეფასება მისცა „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა დაკავშირებული პარტიების ქმედებებს 2003-2025 წლებში.
დღეს კი, ვიწყებთ ჩვენი დაპირების სამართლებრივი ნაწილის შესრულებას. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიგნებების საფუძველზე ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფების „ხალხის ძალა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წევრები ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის მოთხოვნით.
საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობას, „რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.“
ამასთან, პოლიტიკური პარტიის საქმიანობა უშუალოდ და მჭიდროდ დაკავშირებულია თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციაისთანაც, რომლიდან გამომდინარეც, დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის ისეთი საქმიანობა, რომელიც უგულებელყოფს დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას ან საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს რომელიმე ფუძემდებლურ პრინციპს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში სწორედ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანომ პოლიტიკური პარტიის მიერ დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი პოლიტიკის გატარების რისკი სათანადოდ დაადასტურა, სახელმწიფო უფლებამოსილია აღკვეთოს ასეთი პოლიტიკის გატარება.
ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სხვა დარღვევებთან ერთად, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში, უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაოპოლიტიკურ, ისე საგარეოპოლიტიკურ ლეგიტიმაციას. შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას. ამით, აღნიშნული პარტიები აღიარებენ რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს. ჩვენს სარჩელში წარმოდგენილია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური მიზნები სწორედ ამ პოლიტიკურ პარტიებს ამოძრავებს.
სამართლებრივი დასაბუთება –
კონსტიტუციური სარჩელი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შემდეგ დარღვევებს:
· საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა
· ადამიანის უფლებების ხელყოფა
საქართველოს კონსტიტუციური წყობილების განუყოფელი ელემენტია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და ადამიანის ძირითადი უფლებები, რომელთა სისტემური დარღვევა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაა. დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ადამიანის უფლებების ხელყოფა გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და მიიღო სისტემური და სისტემატური ხასიათი, კერძოდ
პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა წამების პრაქტიკის დანერგვით,
მკვლელობებისა და სხვაგვარი ძალადობის პრაქტიკის დანერგვით,
პირთა უკანონო თვალთვალის, უკანონო მიყურადებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-, აუდიო- და ფოტომასალის უკანონოდ შექმნის, შენახვისა და გამოყენების პრაქტიკის დანერგვით,
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საკუთრების ან სხვა უფლების ხელმყოფი პრაქტიკის დანერგვით,
ქონების გამოძალვისა და საკუთრების უფლების ხელყოფის პრაქტიკის დანერგვით.
· საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობები
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები. აღნიშნული არჩევნების შედეგებისა და ამ არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ან თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე მთელ რიგ შემთხვევებში უარი თქვეს და ამ გზით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არაერთი საბოტაჟი აწარმოეს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულმა არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს არჩევნები საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა.
1) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედგა ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადების პირველი მცდელობა, როდესაც არჩევნების არალეგიტიმურობის ყალბი საბაბით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტიც კი გამოუცხადა. თუმცა, მოგვიანებით, ისინი შეუდგნენ საქართველოს პარლამენტში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.
2) 2018 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით მოქმედმა კოალიციამ უარი თქვა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების აღიარებაზე და სცადა ძალადობრივი მეთოდის გამოყენებით საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიის ჩაშლა.
3) 2019 წლის ივნისში „ნაციონალური მოძრაობა“ და მჭიდროდ დაკავშირებული სხვა პოლიტიკური პარტიები საქართველოს პარლამენტის სასახლის შტურმით აღებას შეეცადნენ.
4) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა არალეგიტიმურად შერაცხეს, უარი თქვეს ახალარჩეული პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის შტურმით აღებას შეეცადნენ. თუმცა, მოგვიანებით, ისინი შეუდგნენ საქართველოს პარლამენტში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.
5) 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა არალეგიტიმურ არჩევნებად შერაცხეს, სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები წამოიწყეს და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა განაახლეს. თუმცა, მოგვიანებით, ისინი შეუდგნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.
6) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, უარყვეს ამ არჩევნების შედეგები, უარი თქვეს პარლამენტის წევრის მანდატებზე და ახალარჩეული პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადეს. მეტიც, არჩევნების შემდეგ, არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი შეუწყეს და განახორციელეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მოიცავდა საქართველოს პარლამენტის სასახლეში ძალის გამოყენებით შეჭრას.
ზემოაღნიშნული ქმედებების პარალელურად და მათ გაგრძელებად, არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა 2022-2025 წლებში განახორციელეს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის რამდენიმე მცდელობა.
არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად შერაცხვის პირველი მცდელობა 2016 წელს დაფიქსირდა, 2018 წლიდან ამ მცდელობამ სისტემატური, ხოლო 2020 წლიდან კი სისტემური და უწყვეტი სახე შეიძინა. ამასთან, დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადებას 2019-2025 წლებში ერთვოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის, მთლიანობაში, ექვსი უშუალო მცდელობა, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ მიმართული საქმიანობა, რომელსაც არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები აწარმოებენ ხანგრძლივი, სისტემატური, სისტემური და აქტუალურია, რაც დღეს ამ მიზნის აქტუალურობასაც უტყუარად ცხადყოფს.
ამრიგად, 2004-2012 წლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ამასთანავე, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულმა ყველა არაკონსტიტუციურმა პარტიამ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული დემოკრატიის არსი, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უსაფუძვლოდ უარის თქმასა და დემოკრატიის მიმართ აშკარა და უხეში უპატივცემულობის გამოვლენაში გამოიხატა.
· საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა
· 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენები
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩაიდინა არაერთი ქმედება და ამ მხრივ, აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რამაც დააზიანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივა და ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებას. კერძოდ, 2004-2008 წლებში საომარ რიტორიკასთან და კონფრონტაციულ ქმედებებთან ერთად აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:
· 2004 წელს ქალაქ ცხინვალის მიმართულებით შეიარაღებული დაპირისპირება განხორციელდა.
· 2006 წლის 28 სექტემბერს კოდორის ხეობას საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ეწოდა „ზემო “.
· 2006 წლის ნოემბერში საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში საქართველოს როგორც დე იურე, ისე დე ფაქტო იურისდიქციას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ჩაატარა ალტერნატიული არაკონსტიტუციური არჩევნები, სადაც აირჩა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და მის დაქვემდებარებაში შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა, რომლის წევრებიც მინისტრებად იწოდებოდნენ. ამით საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში სეპარატისტულ არჩევნებს ირიბი ლეგიტიმაცია შესძინა, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღია და უხეში ღალატი იყო.
· 2007 წელს საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და სამართლებრივად აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1990 წელს გაუქმებული საზღვრები.
· აღნიშნული ქმედებების კულმინაცია იყო 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად, რის შემდეგაც საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციას, რომლითაც აღიარა საკუთარი ქმედებებით ესკალაციის ახალ, „ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე“ გადაყვანა, ს სამხედრო ინტერვენციას კი „საპასუხო იერიში“ უწოდა.
ამრიგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2004 წლიდან გეგმაზომიერად და თანამიმდევრულად განახორციელა ქმედებები და ღონისძიებები, რომლებმაც ხელი შეუწყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, არამედ საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებასაც.
· 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ქმედებების ჩადენა 2012 წლის შემდეგაც განაგრძო, რაც უკვე მჭიდროდ დაკავშირებულ სხვა არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად განახორციელა.
· საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანება და საქართველოსა და რუსეთს შორის აქტიური საომარი მოქმედებების გაჩაღების მცდელობა-ხელშეწყობა
2022 წელს ში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კონფლიქტი მაქსიმალურ ნიშნულამდე გაემწვავებინათ. არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები დღემდე ცდილობენ, საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარება გამწვავდეს იგივე ფორმითა და ხარისხით, რა ფორმითა და ხარისხითაც ამას 2008 წლის ომამდე „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა.
· საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელის შეწყობა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანებასა და საქართველოსა და რუსეთს შორის აქტიური საომარი მოქმედებების გაჩაღების მცდელობა-ხელშეწყობასთან ერთად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა სხვა მიმართულებითაც ხორციელდება; კერძოდ, ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, სხვადასხვა საკითხთან მიმართებით უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება, რათა საქართველოს მოქალაქეებში უკმაყოფილება დაგროვდეს, ისინი მათ მიერ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და ეს პროცესები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მექანიზმად და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად იქნეს გამოყენებული. კერძოდ, ეს მცდელობები მოიცავს
· ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებისა და შენარჩუნების საკითხისთვის საზიანო ქმედებებს,
· ევროპის კავშირში საქართველოს გაწევრების მიმართულებით ქვეყნისთვის ხელშემშლელ ქმედებებს,
· საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ხელისუფლებაზე უცხოეთიდან სისტემატური საინფორმაციო თავდასხმებს, სანქციების დაწესების მცდელობებს და ამის ხელშეწყობას.
ამრიგად, 2004-2012 წლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელყო საქართველოს დამოუკიდებლობა და მიზანმიმართულად შექმნა ნიადაგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად, ხოლო 2012 წლის შემდეგ ამ პოლიტიკურმა პარტიამ და სხვა არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა განახორციელეს საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მრავალი მცდელობა.
სასარჩელო მოთხოვნა
ზემოაღნიშნული გარემოებები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების გათვალისწინებით, ერთობლივად ქმნის რამდენიმე არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მყარ კონსტიტუციურ საფუძველს.
ამასთან, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის, მის არაკონსტიტუციურ იდეებთან და ქცევასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ პარტიას, ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ რეალური საფრთხე შეუქმნას კონსტიტუციურ წყობილებას. ამ მხრივ განმსაზღვრელია პარტიის ზომა, სტრუქტურული ორგანიზება, პოლიტიკური გავლენა. ამიტომ, იმ პარტიების განსაზღვრისას, რომელთა აკრძალვასაც კონსტიტუციური სარჩელით ვითხოვთ, ვისარგებლეთ ორი მთავარი კრიტერიუმით:
– რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება,
– რამდენად უქმნის კონკრეტული არაკონსტიტუციური პარტია მისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას.
შესაბამისად, ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია შემდეგი სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა, რომლებმაც საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ. ეს პარტიებია (პარტიების რეესტრში მითითებული მათი იურიდიული დასახელებებით):
− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“,
− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“,
− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია – დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“, რომლებიც სინამდვილეში „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ შემადგენლობაში არიან, თუმცა, ფორმალურად, დამოუკიდებელ პარტიებადაც არიან რეგისტრირებული, აგრეთვე „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად, მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ.
ზემოაღნიშნული პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს შემდეგი გარემოებები:
– აღნიშნული პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელი პირები „ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, ეკავათ სხვადასხვა პარტიული თუ პოლიტიკური თანამდებობა.
– აღნიშნული პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და ერთიან ორგანიზმს და დღესაც ასე მოქმედებენ.
ამავე დროს, ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი არ იქნება არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც დღევანდელი მდგომარეობით, რელევანტური იქნებოდა მხოლოდ პარტია „ლელოს“ სახელით საკრებულოებში გასულ 59 წევრთან დაკავშირებით. ამით, უპირველეს ყოვლისა, გვსურს, პატივი ვცეთ მათ ამომრჩევლებს და განსხვავებით თავად პარტია „ლელოსგან“, რომელმაც მისი ამომრჩევლისგან მინიჭებულ საპარლამენტო მანდატების მიღებაზე უარი თქვა, საკრებულოებში შევინარჩუნოთ ამომრჩევლის მიერ გაცემული მანდატები.
ასევე, ჩვენი სარჩელი არ შეიცავს არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას. როგორც იცით, დღეს კანონმდებლობით განსაზღვრულია მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რომელიც იძლევა უფრო ფართო შესაძლებლობას აკრძალული პარტიებთან დაკავშირებული პირების სამომავლო არაკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობის აღსაკვეთად“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

28 October 2025 at 16:11

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ს ასოციაციამ (GAIA) D ბლოკთან პარტნიორობით, შეხვედრების სერია – GAIA Meetupდაიწყო. რომლის ფარგლებში 25 ოქტომბერს MeetupsHorizons-ის პირველი შეხვედრა გაიმართა.
Meetups შეხვედრები რეგულარულად იმართება და შეკრებების მიზანია მონაწილეების ცნობიერების ამაღლება, ინსპირაცია და პრაქტიკული იდეების გაცვლა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაინერგოს ტექნოლოგიები ბიზნესში, ადამიანებმა კი შეძლონ სწორი კომპტენეციების განვითარება სწრაფად ცვალებად პერიოდში.
GAIA-ს მითაფები ორ ფორმატში ტარდება – Tech და Horizons. Horizons-ის ყოველთვიურ მითაფებზესხვადასხვა სფეროს პროფესიონალები განიხილავენ, როგორ ცვლის AI მათ ინდუსტრიებს, როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი უკეთესად თავის საქმეში და რა სიახლეებია AI-ის მიმართულებით.
GAIA Meetups Horizons პირველ შეხვედრაზე InSource-ის მმართველი პარტნიორი, მედეა ტაბატაძემ ისაუბრა AI-ის როლზე თანამედროვე სამყაროში, შრომის ბაზარზე და პროფესიებში და იმ უნარებზე, რომელიც მომავალშიკარიერული თუ პიროვნული წარმატებისთვისაა საჭირო.
„ხელოვნური ინტელექტი არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ინსტრუმენტი – ეს არის ცვლილება და შესაძლებლობა, რომელიც გავლენას ახდენს ყველა სფეროზე. მნიშვნელოვანია, ადამიანები იყვნენ ღია ახალი ცოდნისადმი და შეძლონ სწორი უნარების განვითარება, რათა AI-ის შესაძლებლობები პირად და პროფესიულ განვითარებაში გამოიყენონ. MeetupsHorizons სწორედ ამ მიზანს ემსახურება – გააღვიძოს ინტერესი, გაზარდოს ცნობიერება და მისცეს მონაწილეებს პრაქტიკული ხედვა მომავლისკენ“ – მედეა ტაბატაძე.
GAIA-სთან თანამშრომლობით, აგრძელებს იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს AI-ისა და მონაცემთა მეცნიერების სფეროში განათლების ხელმისაწვდომობას, ცოდნის გაზიარებას და პროფესიული ეკოსისტემის გაძლიერებას. ხელოვნური ინტელექტის სფეროში მთავარია გჯეროდეს, იკვლიო, ისწავლო და შექმნა

რუსი ოლიგარქი, სოცკი ჭიათურაში – “წვიმაში ბავშვები ცეკვავდნენ, მღეროდნენ და ჭიდაობდნენ ამ რუსი ნაბი@ვრის თვალწინ…” – ნოდარ ჩაჩანიძე

28 October 2025 at 16:11

როცა “ჭიათურის რუკა” ვნახე, ვთქვი რომ ეს დადგმა იქნებოდა, სადაც ბოლოს სკოლის მოსწავლე ბავშვები გაამთლიანებდნენ ამ რუკას… “მთავარი არხის” ფოტოც დავდე რამდენიმე მეგობართან კომენტარში, რომ რეალურად ეს სკოლის დადგმა იყო…
საუკეთესო შემთხვევაში, ვინმე ნიჭიერმა ჭიათურელმა ბავშვმა გაიგო, რომ ჭიათურის მერი რუს ოლიგარქს, მიხაილ სოცკის დაპატიჟებდა ჭიათურობაზე საგულაოდ… ჰოდა ადგა ამან და სოცკის ვაჩვენებ საქართველოს გამთლიანებასო და გააკეთა სკოლამ ეს დადგმა… საუკეთესო შემთხვევაში, მერიაში ვერ მიხვდნენ რომ ეს ფოტო ჯერ არ უნდა გადაეღოთ და მერე არ უნდა დაედოთ… ყველაზე უარეს შემთხვევაზე ბევრს არ დავწერ… აქ ყველა ჩათლახია, სკოლაც, მერიაც და რეჟისორიც… ყველაზე უარეს შემთხვევაში, სუსი რუსულ სტილში ატარებს კიდევ ერთ “შეგუების ოპერაციას” იმ ქალაქში, სადაც უკვე ბევრი ოპერაცია ჩაატარა… ყველაზე უარეს შემთხვევაში “გასუსულ ქალაქში” ისევ გრძელდება ადამიანების და რაც ყველაზე სამწუხაროა ახალგაზრდების “ვერბოვკა”… აპატიეთ საზოგადოებას, რომ ძალიან ბევრმა მართლა დაიჯერა რომ ეს ფოტო მერიამ სპეციალურად დადო… ბევრმა სულ არ იცოდა რაიმე დღესასწაულიდან თუ იყო ეს ფოტო… სწორედ ესაა მთავარი უბედურება ამ ამბავში, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ უკვე, სადაც მართლა ბევრმა დაიჯერა, ასეთ რუკას საჯარო სამსახურში იკადრებდნენო… შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, პაპუაშვილმა დაახლოებით ასეთი რუკით ბრიფინგიც ჩაატარა… ჰო გახსოვთ, რაც ხდებოდა და ხდება ჩვენს ქალაქში და სოფლებში, ისეთებს კადრულობდნენ და ისეთებს ვპატიობდით… ბოლოს რუს ბიზნესმენს ისე დახვდა აქაური “სამთავრობო ინწელიგენცია”, რომ მართლა ბევრმა იფიქრა ჭიათურის მერიიდან სოცკის ასიამოვნესო, ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნულ მანგანუმის საბადოების ახალ მმართველს… ბოდიშს ვიხდი პირადად მე იმისთვის, რომ ვფიქრობ ჩემი ბრალიც არის იმ ყველაფერში, რასაც ახლა ამ ქალაქს უკეთებენ (ცუდს ვგულისხმობ და ვინც მხოლოდ კარგს ხედავთ, იქაც იქნება ჩემი და ჩემი მეგობრების წვლილი)… სისტემამ არ გვაპატია ახალგაზრდებს დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური ბრძოლა, ყველაფერი დაგვაბრალეს და ყველაფერი იკადრეს… ამაზე აღარ ვისაუბრებ… სისტემა ბევრად უფრო მძიმე გამოდგა რიგითი მოქალაქეების, ახალგაზრდების და განსხვავებული აზრის მიმართ… სისტემა რეჟიმად გადაიქცა… რამდენიმე წლის წინ კიდევ გვჯეროდა, რომ ჭიათურის გადარჩენა შეიძლებოდა ბიძინას ხელისუფლების პირობებში, ახლა რა თქმა უნდა ამის აღარ გვჯერა… მთელი ქვეყანა საქართველოს ოკუპირებულ რუკას აზიარებდა “ჭიათურობა 2025”-დან… ამ დროს კი, ყველას ყურადღების მიღმა დაგვრჩა სხვა ბევრი ფოტო ჭიათურობიდან… როგორ ასეირნებდა ჭიათურის ცენტრში რუს ოლიგარქს ჭიათურის მერი (სხვათა შორის, სოცკისთან ერთად ტყიბულში ეს ყველაფერი ასე ბანძად არავის უკადრია, რაც ჩვენთან ვიკადრეთ, როცა ის ტყიბულში ცხოვრობდა და მუშაობდა)… ყურადღების მიღმა უკვე დიდი ხანია რჩება ნამდვილი ჭიათურის რუკაც… კოსმოსიდან რომ ჭიათურას დახედოთ გუგლის რუკით, ბოლო წლებში მანგანუმის ღია კარიერებით ისეთები დამართეს სოფლებს და ტყეებს, რომ ჩინეთის დიდ კედელზე უკეთ ჩანს კოსმოსიდან (არ ვხუმრობ, ვეღარ ვხუმრობ ჭიათურაზე)… მაშინ, როცა ამ რუკას განვიხილავდით, ყურადღების მიღმა დარჩა, როგორ ააფარეს სატვირთო მანქანები ჭიათურელი მაღაროელების საპროტესტო კარვებს… მაღაროელების პროტესტი დღემდე გრძელდება ქალაქის ცენტეში განლაგებულ კარვებში. ეს ხალხი აპროტესტებს მთავრობის დანიშნული მიხაილ სოცკის მიერ, ცოტა ხნის წინ 2 ათასი მაღაროელის და მათი ოჯახების შემოსავლის გარეშე დატოვებას და შემდეგ მათი მეგობარი მაღაროელების ციხეში ჩასმას… ამ დროს, ყურადღების მიღმა დარჩა ფოტოები, როგორ ელოდებოდნენ ჭიათურელი სკოლის მოსწავლე ბავშვები ქოლგიან სტუმრებს საკმაოდ ძლიერ წვიმაში… ესენი ქოლგებით რომ მოვიდოდნენ, ბავშვები სველი ფორმებით იწყებდნენ ცეკვას, სიმღერას, ჭიდაობას, კრივს და სხვა კულტურულ-სპორტულ დადგმებს…
ამ დროს, ყურადღების მიღმა რჩება, რომ ჭიათურაში ოთხი ათასზე მეტი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში და შიმშილში (ოფიციალური მონაცემებით)… დღეს ჭიათურაში “სოცკის რეფორმის” შემდეგ, კიდევ უფრო მეტი ოჯახი და ბავშვი შიმშილობს… და გუშინ ეს ბავშვები და მათი მეგობრები ცეკვავდნენ, მღეროდნენ და ჭიდაობდნენ ამ რუსი ნაბი@ვრის თვალწინ…

თბილისის მერია – ვარკეთილის III მასივის მე-10 კვარტალში 4-სართულიანი ავარიული სახლის ნაცვლად, 10-სართულიანი, თანამედროვე საცხოვრებელი სახლი შენდება

28 October 2025 at 12:27

თბილისის განვითარების ფონდი, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივის მე-10 კვარტალში მდებარე მე-9 კორპუსის ჩანაცვლებას იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა მ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ მისამართზე სადემონტაჟო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ტერიტორიიდან სამშენებლო ნარჩენების გატანა, რის შემდეგაც ავარიული, 4-სართულიანი სახლის ნაცვლად, 10-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა-ნაგებობა აშენდება.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ავარიული სახლების ჩანაცვლება გახლავთ. აღნიშნული პროგრამა რამდენიმე წელია წარმატებით მუშაობს. ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ამ მიმართულებას, რადგან დღეს, თბილისში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლები ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ჩვენი გამგეობების თანამშრომლებს ყოველთვის აქვთ კომუნიკაცია იმ ოჯახებთან, რომლებიც ასეთ საცხოვრებელ სახლებში ცხოვრობენ. ვუკეთებთ კონკრეტულ შეთავაზებას, რომ მათი ჩართულობითა და თანამშრომლობით მოვახდინოთ ასეთი საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი და მათ ახალ კორპუსებში გადავცეთ გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული ბინები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობას არასდროს გაუწყვეტია კომუნიკაცია ამ ადამიანებთან მაშინ, როდესაც ოპოზიციას ეს თემა მხოლოდ ს წინ, სპეკულაციის მიზნით ახსენდება.
„ოპოზიციას მხოლოდ არჩევნებზე ახსენდება ასეთი შენობა-ნაგებობები, იქ მცხოვრები ოჯახები და ყოველთვის მიმართავენ სპეკულაციებსა და სოცრუეს, თითქოს აღნიშნული თემა არ გვაინტერესებს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. პირიქით, ძალიან ბევრს აკეთებს მუნიციპალიტეტი, რომ რაც შეიძლება მეტი ასეთი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდეს და მის მაგივრად ახალი საცხოვრებელი კორპუსები ავაშენოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურია სამგორის რაიონი.
აღნიშნულ მისამართზე აშენდება 4 905 კვ.მ ფართობის შენობა, სადაც განთავსდება 90 ბინა. აქედან სრულად გარემონტებული საცხოვრებელი სახლი გადაეცემა 44 ოჯახს, ხოლო დანარჩენი 46 ბინა ნატურით ანგარიშსწორებაში მონაწილეობს.
ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

საჯარო მოსამსახურის მიერ საჯარო დაწესებულებაში სხვა თანამდებობის დაკავების შეზღუდვის გამონაკლისს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის თანამდებობა ემატება

28 October 2025 at 12:27

საჯარო მოსამსახურის მიერ საჯარო დაწესებულებაში სხვა თანამდებობის დაკავების შეზღუდვის გამონაკლისს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის თანამდებობა ემატება. ასევე, საჯარო სამსახურში მმართველობითი-სათათბირო ფუნქციის განხორციელებისათვის შექმნილ კომისიებსა და საბჭოებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა არაანაზღაურებადი საქმიანობა თანამდებობრივ შეუთავსებლობად აღარ დაკვალიფიცირდება.
შესაბამისი ცვლილებები “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.
კანონპროექტის ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა, ხოლო ინიციატორი – მთავრობა.
„გამონაკლისი კეთდება – თუ კომისია ან საბჭო მმართველობითი ან სათათბირო ფუნქციის განხორციელებისთვის არის შექმნილი, საჯარო მოხელეს შეუძლია ამ საბჭოშიც დასაქმდეს, იმუშაოს, მისი ცოდნა და გამოცდილება გაზიარებული იყოს, მაგრამ მთავარია, რომ ამ ყველაფერში ანაზღაურება არ უნდა აიღოს. კვლავინდებურად ნარჩუნდება პრინციპი, რომ საჯარო ფინანსების ხელმომჭირნედ დახარჯვა მოხდეს. მთავარია, ადამიანებმა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ, მაგრამ ისევ და ისევ ანაზღაურების გარეშე“, – განმარტა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც საკითხი პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

ირაკლი ფავლენიშვილი – გიორგი გახარია არის ქრონიკული მოღალატე – მან ჯერ უღალატა იმ გუნდს, რომლის წევრი იყო, ივანიშვილის გუნდს, მერე უღალატა ოპოზიციას

28 October 2025 at 12:27

გიორგი გახარია არის ადამიანი, რომელიც არის ქრონიკული მოღალატე,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი გახარიას ტრაგედიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ არც ხელისუფლება აღიარებს ხელისუფლება და არც ოპოზიცია ოპოზიციად.
„მან ჯერ უღალატა იმ გუნდს, რომლის წევრი იყო, ივანიშვილის გუნდს, მერე უღალატა ოპოზიციას, მე მგონი მერე თავის ბოლო პარტნიორსაც უღალატა. ზუსტად ვერ გეტყვით, ალბათ, მათ უნდა ჰკითხოთ. საბოლოოდ, ეს არის ადამიანი, რომელიც ცდილობს დაუბრუნდეს „ქოცურ“ წიაღს, თუმცა მგონი, ამ „ქოცურ“ წიაღში დიდად არც იბრუნებენ ამ ადამიანს. ამიტომ, მართლაც ტრაგიკული გახლავთ ის ე.წ. პოლიტიკური მოღვაწეობა, რომელიც მას ჰქონდა. საბოლოოდ, ის არც ოპოზიციის მიერ არის აღქმული ოპოზიციად და მგონი, მგონი არც ხელისუფლების მიერ არის აღქმული ხელისუფლებად, ეს არის მისი ტრაგედიის არსი“,-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
გარდა ამისა, მან პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
ს თქმით, „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული და დრაკონული კანონი, რაც ამ ქვეყანას უნახავს“.
„საქართველოში მიიღება კანონები, რომელიც აზრს უკარგავს არა მხოლოდ პოლიტიკურ მოღვაწეობას, არამედ ზოგადად, კრიტიკული აზრის ქონას. იგივე ლოგიკით შეიძლება მიიღონ კანონი, რომლითაც კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს არ შეეძლებათ ქუჩაში სიარული იმიტომ, რომ უკვე ყველანაირი უფლება არის შეზღუდული. ქრესტომათიული მაგალითი არის ჩვენს ქვეყანაში დიქტატურის დამყარების, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ალბათ, სასწავლო კურსშიც შეიტანენ სხვა ქვეყნებში იმიტომ, რომ მართლა არ მახსენდება ასეთი პრეცედენტი, როდესაც არა მხოლოდ ათეულობით და ასეულობით პოლიტიკოსს ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა, არამედ მათივე გათვლებით, ასი ათასობით მოქალაქეს ეკრძალება აქტიური საარჩევნო უფლება, ანუ ხმის მიცემის უფლება. წინა არჩევნებზე რომელ პარტიებსაც ხმას აძლევდნენ, ის უბრალოდ აღარ იარსებებს და აღარ ექნება არსებობის საშუალება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული, დრაკონული კანონი, რაც ამ ქვეყანას უნახავს“,-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა – ხვალინდელ პროცესზე სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მივმართავთ

28 October 2025 at 12:27

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, აქტივისტ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც, 29 ოქტომბერს, 12:00 საათზე ჩანიშნულ პროცესზე სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავენ.
მათივე განცხადებით, ნინო დათაშვილს ორი ქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება.
„პენიტენციურ დაწესებულებაში ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ხვალინდელ პროცესზე „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.
დაპატიმრებიდან დაახლოებით 2 თვეში ნინოს დაეწყო ხერხემლის და კიდურების ტკივილები, რის გამოც, 2025 წლის 8 და 17 სექტემბერს, ვეღარ შეძლო თავის სასამართლო პროცესებში მონაწილეობა. N5 პენიტენციური დაწესებულება ნინო დათაშვილს აწვდის სამედიცინო სერვისს, თუმცა, ციხის პირობებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ უმჯობესდება. პირიქით, ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა გახდა კრიტიკულად მძიმე, რაც იმის დასტურია, რომ გაწეული სამედიცინო დახმარება არ არის ეფექტური.
2025 წლის 25 აგვისტოს, კლინიკა „ვივამედში“ ჩატარებული კვლევის შემდეგ, სადაც მითითებული იყო ხერხემლის ოსტეოქონდროზი, ნინო დათაშვილს დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა და ფიზიოთერაპია. ამავე სამედიცინო დოკუმენტის თანახმად, მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში, პაციენტი გადაყვანილი უნდა ყოფილიყო კლინიკაში ქირურგიული ოპერაციისთვის. ორი თვის განმავლობაში, ნინო დათაშვილს უტარდებოდა გეგმური სამედიცინო მკურნალობა, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო გაუარესდა.
2025 წლის 24 ოქტომბერს, ნინო დათაშვილი სამედიცინო შემოწმების მიზნით კვლავ გადაყვანილი იქნა კლინიკაში „ვივამედი“, სადაც ჩაუტარდა მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. გაცემული სამედიცინო დოკუმენტის თანახმად, გამოვლენილია დიაგნოზი, რაც არ იყო დაფიქსირებული ორი თვის წინ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტში. კერძოდ M50.2. კისრის სეგმენტის მალთაშუა დისკების ცდომები. C5 C6 დისკების თიაქრები. რომელიც საჭიროებს ქირურგიული ოპერაციას.
დღევანდელი მდგომარეობით, ნინო დათაშვილს ესაჭიროება ორი ქირურგიული ოპერაცია. სამედიცინო დოკუმენტის თანახმად, პრიორიტეტულად გასაკეთებელია კისრის მალების ოპერაცია. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება ან გაათავისუფლოს ის პატიმრობიდან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.
აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ქართული ოცნება“ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, ირაკლი კობახიძეს იბარებს

28 October 2025 at 12:27

ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრს ს იბარებს.
კობახიძის ინტერპელაციის ფორმატში მოსმენა ნოემბრის ბოლო კვირას გაიმართება.
პარლამენტის თავმჯდომარის ს ინფორმაციით, კითხვები, რომელსაც მ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა უპასუხოს, განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.
პარლამენტში პირველი ინტერპელაცია ხვალ გაიმართება. ინტერპელაციის პროცედურით „ქართულმა ოცნებამ“ ინფრასტრუქტურის მინისტრი მოიწვია.

„გახარია საქართველოსთვის“ – ვიწყებთ „ოცნების” მოძალადე რეჟიმთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რისთვისაც გამოვიყენებთ პარლამენტის ტრიბუნას – პარლამენტში ჩვენი შემოსვლა არ ნიშნავს ლეგიტიმაციის მიცემას ან არ მიცემას

28 October 2025 at 12:27

დღეს ჩვენ პოლიტიკური ძალა „გახარია საქართველოსთვის” ვიწყებთ „ოცნების” მოძალადე რეჟიმთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რისთვისაც, ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ ჩვენთვის მონიჭებულ იმ პოლიტიკურ პლატფორმას, რასაც საქართველოს პარლამენტის ტრიბუნა ჰქვია – ჩვენი პარლამენტი შემოსვლა არ ნიშნავს ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის მიცემას ან არ მიცემას, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის და განსხვავებული ხმა, რომელიც აქამდე საქართველოს პარლამენტში არ ისმოდა, ამ დარბაზსა და ტრიბუნაზე გაახმოვანონ.
„რა თქმა უნდა, „ოცნებას” 2024 წლის საპარლამენტო ს გაყალბების შემდეგ ჩადენილი უამრავი დანაშაულის გამო, პირველ რიგში, საქართველოს ევროპულ მომავალზე უარის თქმის გამო, ანტიდემოკრატიული, ადამიანის უფლებების შემლახველი კანონების მიღების გამო, მოქალაქეებზე ძალადობის გამო, ჰქონდა ლეგიტიმაციის პრობლემა, მაგრამ სამწუხაროდ, მას შემდეგ რაც ტოტალური კამპანია დაიწყო მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტის სასარგებლოდ და 4 ოქტომბრის სრულიად უპასუხისმგებლო პროვოკაციით, ამან „ოცნებას”, სამწუხაროდ, მისცა საბაბი, დაეძლია ლეგიტიმაციის კრიზისიც, დაებრუნებინა ამომრჩეველი და გადაელახა ის კრიზისიც, რომლის წინაშეც ის ამ წლის დასაწყისში იდგა. ამიტომ, როდესაც საუბარია იმაზე და ისმის კითხვა ვინ აძლევს ლეგიტიმაციას ამ პარლამენტს, ეს კითხვა პირველ რიგში, იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს უნდა დაუსვან, რომელიც ჩართული იყვნენ 4 ოქტომბრის პროვოკაციის მოწყობასა და იმ მძიმე შედეგების დადგომაში, რის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ და რამაც რეალურად, კიდევ უფრო დაამძიმებინა ოცნებას ავტოკრატიული რეჟიმი, რასაც, რა თქმა უნდა, აქამდეც აკეთებდა, მაგრამ დამატებით მისცა საბაბი, საკუთარ ამომრჩეველში გაემართლებინა ავტორიტარიზმის დამძიმება“, – აღნიშნა შარაშიძემ.
მისივე თქმით, მათი პარლამენტში შესვლა რეალობისთვის თვალის გასწორებას ნიშნავს.
„ჩვენი პარლამენტი შემოსვლა არ ნიშნავს ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის მიცემას ან არ მიცემას. ეს ნიშნავს რეალობისთვის თვალის გასწორებას. იმ რეალობისთვის, რომლითაც დღეს ქვეყანა “ოცნების” მიერ იმართება. “ოცნების” მიერ მიღებული კანონებით დღეს უამრავი ადამიანი არის დაჭერილი, რაც ყოველდღიურად გრძელდება. ამიტომ, ჩვენთვის პარლამენტში შემოსვლა პირველ რიგში, ქართველი ხალხის ხმის და განსხვავებული აზრის პარლამენტში დაბრუნებას ემსახურება, რომელიც არ ეკუთვნის არავის – არც “ოცნებას” და არც რომელიმე სხვა პარტიას; ნიშნავს ამ ორი რადიკალური ძალის, რასაც “ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ნაცმოძრაობის” ქვეშ მყოფი პარტიების მიერ შექმნილი დაპირისპირებისა და რადიკალიზაციის სპირალიდან ქვეყნის გამოყვანის მცდელობას; და რა თქმა უნდა, გვიშავს ძალიან მწვავე პრინციპულ, მაგრამ ამავე დროს, გონიერ, ზომიერ და თანმიმდევრულ პოლიტიკას “ოცნების” წინააღმდეგ”, – განაცხადა შარაშიძემ.
შეგახსენებთ, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისადმი გამოცხადებული ბოიკოტი შეწყვიტა და მე-11 მოწვევის პარლამენტში, პარტიის 12 წევრით, შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 1 137 850 ჯარისკაცი დაკარგა

28 October 2025 at 12:23

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ს საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა ში დაახლოებით  1 137 850 (+1 060) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 28.10.25-მდე: ტანკები – 11 299 (+6), ჯავშანტექნიკა – 23 508 (+28), საარტილერიო სისტემები – 34 044 (+8), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 529 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 230 (+0), თვითმფრინავები – 428 (+0), ვერტმფრენები – 346 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 75 054 (+108), ფრთოსანი რაკეტები – 3 880 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 65 786 (+131), სპეციალური ტექნიკა – 3 984 (+3).

Politico – უნგრეთი ჩეხეთთან და სლოვაკეთთან ერთად უკრაინის საწინააღმდეგო ბლოკის შექმნას გეგმავს

28 October 2025 at 08:57

უნგრეთს სურს, ჩეხეთთან და სლოვაკეთთან ერთად უკრაინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ალიანსი შექმნას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ს მთავარმა პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაშ ორბანმა Politico-ს განუცხადა.
მისი თქმით, ორბანი იმედოვნებს, რომ ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერთან, ანდრეი ბაბიშთან და ს პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან ერთად გაერთიანდება, რათა ევროკავშირის ლიდერების შეხვედრების წინ, პოზიციები შეაჯერონ.
POLITICO წერს, მიუხედავად იმისა, რომ მყარი პოლიტიკური ალიანსის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ შორს არის, ამ ფორმირებამ, შეიძლება, მნიშვნელოვნად შეაფერხოს ევროკავშირის ძალისხმევა უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის კუთხით.
ორბანის წარმომადგენლის თქმით, ეს იქნება ე.წ. ვიშეგრადის ოთხეულის განახლება, რომელშიც შედიოდნენ უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი.
POLITICO წერს, რომ ვიშეგრადის ახალ ალიანსში ოთხის ნაცვლად სამი წევრი იქნება, რადგან პოლონეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი უკრაინის მხარდამჭერია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორბანთან რაიმე ალიანსში შევიდეს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ლიეტუვის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან კონტრანაბდის გადამტანი ჰელიუმის ბუშტების შეღწევა დესტაბილიზაცია და პროვოკაციაა

28 October 2025 at 08:22

ევროპა სრულ სოლიდარობას უცხადებს ლიეტუვას იმ ფონზე, როდესაც მის საჰაერო სივრცეში მუდმივად შედიან კონტრანაბდის გადამტანი ჰელიუმის ბუშტები, ეს დესტაბილიზაციაა, ეს პროვოკაციაა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ეს არის ჰიბრიდული საფრთხე, რასაც ევროპა არ შეეგუება.
„ჩვენ ამას თავის სახელს ვეძახით: ჰიბრიდულ საფრთხეს. ჩვენ ამას არ შევეგუებით. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რომ დავაჩქაროთ ჩვენი ფლაგმანური პროექტები – აღმოსავლეთ ფლანგის მეთვალყურეობა და ევროპული დრონების თავდაცვის ინიციატივა“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ლიეტუველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტაც.
„სრული სოლიდარობა ლიეტუველ ხალხს ბელარუსის მიერ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ განხორციელებული მუდმივი და პროვოკაციული ქმედებების გამო. ეს ჰიბრიდული აქტივობები უნდა შეწყდეს და ბელარუსმა უნდა აღკვეთოს შემდგომი ინციდენტები. ევროკავშირი გააგრძელებს რეჟიმზე ზეწოლას უკრაინის წინააღმდეგ ს ომში მისი თანამონაწილეობის გამო და მხარს დაუჭერს ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრის დაცვას“, – წერს კოშტა.
შეგახსენებთმ ლიეტუვამ, საჰაერო სივრცის დარღვევების გამო, ბელარუსთან საზღვარი დახურა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ინგა რუგინინეს განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ლიეტუვის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან ჰელიუმის ათობით ბუშტი შეიჭრა.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

28 October 2025 at 08:08

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, ბალიქესირის პროვინციაში ძლიერი იყო. 27 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით ღამის 11 საათისთვის მომხდარი 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქი სინდირიგი.
სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ალი ერლიქაიაზე დაყრდნობით წერს, რომ არავინ დაშავებულა. ჩამოინგრა სამი ცარიელი შენობა და ორსართულიანი მაღაზია. ეს შენობები მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული ამავე რაიონში 2025 წლის აგვისტოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად.
27 ოქტომბრის მიწისძვრამ ეპიცენტრში დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ბურსაში, მანისაში, იზმირსა და სტამბოლშიც.
ბალიქესირის პროვინციაში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა 10 აგვისტოსაც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა 1 და დაშავდა 29 ადამიანი. დაინგრა 16 შენობა და ათეულობით დაზიანდა.
თურქეთში, რომელიც სამი ტექტონიკური ფილის გადაკვეთაზე მდებარეობს, მიწისძვრები ხშირია.
2023 წლის თებერვალში ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მომხდარი 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 50 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასეულობით ათასი კი უსახლკაროდ დარჩა.
ფორუმი

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ლიეტუვის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან ჰელიუმის კონტრაბანდული ბუშტების შეჭრა დესტაბილიზაცია და პროვოკაციაა

28 October 2025 at 07:37

ევროპა სრულ სოლიდარობას უცხადებს ლიეტუვას მის საჰაერო სივრცეში ჰელიუმის კონტრაბანდული ბუშტების მუდმივი შეჭრის ფონზე, ეს დესტაბილიზაციაა, ეს პროვოკაციაა, – ამისშესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ეს არის ჰიბრიდული საფრთხე, რასაც ევროპა არ შეეგუება.
„ჩვენ ამას თავის სახელს ვეძახით: ჰიბრიდულ საფრთხეს. ჩვენ ამას არ შევეგუებით. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რომ დავაჩქაროთ ჩვენი ფლაგმანური პროექტები – აღმოსავლეთ ფლანგის მეთვალყურეობა და ევროპული დრონების თავდაცვის ინიციატივა“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ლიეტუველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტაც.
„სრული სოლიდარობა ლიეტუველ ხალხს ბელარუსის მიერ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ განხორციელებული მუდმივი და პროვოკაციული ქმედებების გამო. ეს ჰიბრიდული აქტივობები უნდა შეწყდეს და ბელარუსმა უნდა აღკვეთოს შემდგომი ინციდენტები. ევროკავშირი გააგრძელებს რეჟიმზე ზეწოლას უკრაინის წინააღმდეგ ს ომში მისი თანამონაწილეობის გამო და მხარს დაუჭერს ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრის დაცვას“, – წერს კოშტა.
შეგახსენებთმ ლიეტუვამ, საჰაერო სივრცის დარღვევების გამო, ბელარუსთან საზღვარი დახურა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ინგა რუგინინეს განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ლიეტუვის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან ჰელიუმის ათობით ბუშტი შეიჭრა.

2008 წლის ომიდან დღემდე – ოფიციალური მონაცემები

28 October 2025 at 07:23

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას, საქართველოს 412 მოქალაქე დაიღუპა, 1747 კი დაიჭრა. ომის მონაცემები ციფრებში ასე გამოიყურება, –
· დაღუპულია – თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი.
· საომარი მოქმედებების გაშუქებისას, დაიღუპა სამი ჟურნალისტი, ექვსი დაიჭრა.
· დაიჭრა – 1747 ადამიანი. მათ შორის: 973 სამხედრო მოსამსახურე, 227 პოლიციელი და 547 მშვიდობიანი მოქალაქე.
· მონაცემები დევნილთა შესახებ – ომის მიმდინარეობისას, 130 000 ადამიანს იძულებით მოუწია საკუთარი საცხოვრებლის დატოვება. მათგან, 25 000 დღემდე იძულებით გადაადგილებული პირია. ოკუპირებული რეგიონებიდან, დან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა, ჯამში, ნახევარ მილიონს აღწევს.
· კონფლიქტის ზონაში, სრულიად განადგურდა, დაიწვა და დაინგრა 35 000 სახლი.
· ომის შემდგომი მონაცემებით, აგვისტოს ომის შედეგად ცხინვალის რეგიონში 125 სოფლის ოკუპაცია განხორციელდა.
ომის შემდგომ პერიოდში, წლების განმავლობაში, საოკუპაციო რეჟიმი კვლავ აწარმოებს ეთნიკური ნიშნით დევნას. შედეგად ნაწამები და მოკლული ადამიანების რიცხვი იზრდება.
„საგანგაშოა ეთნიკურ ნიადაგზე წამებისა და მკვლელობის შემთხვევები, რასაც ადასტურებს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები. აღნიშნულ საქმეებზე დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებამ შესაძლებელი გახადა ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება უკანონო ტყვეობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებულ ს სამხედრო ბაზაზე.
განსაკუთრებულ წუხილს იწვევს ის ფაქტი, რომ ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი კვლავაც მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობას.“ – ნათქვამია ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ომის 11 წლის თავზე, რუსეთი კვლავ არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. საგარეო უწყება, რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ნაკისრი ვალდებულებები.
„რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა. სრულად უგულებელყოფს რა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას ადგილზე და ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

ამასთან, დგამს ნაბიჯებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით, პარალელურად, კი ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა იზოლაციაში მოაქციოს დანარჩენი საქართველოსგან. ამ მიზნით, რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად აგრძელებს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვას, ე.წ გადასასვლელი პუნქტების დახურვას, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისა და უკანონო დაკავების პრაქტიკას, რითაც უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და გაუსაძლისს ხდის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც რთულ ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
შეშფოთებას იწვევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და ღირსების შელახვა, ეთნიკური იდენტობის შეცვლის იძულების გზით.“ – ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო უწყება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლისა და მანდატის სრულად განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს.

თურქეთში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ოთხი შენობა ჩამოინგრა

28 October 2025 at 06:39

თურქეთის დასავლეთით, ბალიქესირის პროვინციაში მომხდარი 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ოთხი შენობა ჩამოინგრა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, ერთ-ერთ შენობაში მაღაზია იყო განთავსებული.
მისივე იცნობით, დაღუპულების ან ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
შეგახსენებთ, თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ორშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:00 საათზე, ბალიქესირის პროვინციაში 6.1 მაგნიტუდის მოხდა. ბიძგები სტამბოლსა და რამდენიმე მიმდებარე პროვინციაში იგრძნობოდა.

დონალდ ტრამპი იაპონიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

28 October 2025 at 06:26

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის ტოკიოში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ მისი აზრით, ის ერთ-ერთი შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი იქნება.
„დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა ამ პროცესის ასე ადრეულ ეტაპზე. თქვენ იქნებით ერთ-ერთი შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, მიაჩნია, რომ -იაპონიის ურთიერთობა ისეთი მტკიცე იქნება, როგორც არასდროს.
„ეს იქნება ურთიერთობა, რომელიც იმაზე მტკიცე იქნება, ვიდრე ოდესმე და მოუთმენლად ველი თქვენთან და ჩვენი ქვეყნის სახელით მუშაობას. თქვენ ფანტასტიკურ საქმეს გააკეთებთ და ჩვენ გვექნება ფანტასტიკური ურთიერთობა“, – აღნიშნა ტრამპმა.
თავის მხრივ, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა იაპონია-აშშ-ის ალიანსის „ახალი ოქროს ხანის“ დასაწყისი იქნება.
ტრამპმა და ტაკაიჩიმ ხელი მიოაწერეს ორ ახალ შეთანხმებას : აშშ-იაპონიის ურთიერთობების ახალ „ოქროს ხანასთან“ დაკავშირებით და კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმებას.
პირველი შეთანხმება ეხება აშშ-სა და იაპონიას შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფას, კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმება კი ჰქმნის ჩარჩოს იშვიათი მინერალების მიწოდების უზრუნველსაყოფად.
შეგახსენებთ, იაპონიაში აზიური ტურნეს ფარგლებში იმყოფება.

,, რას აპროტესტებენ?! “ჩელიაბინსკში” არ უნდათ და “შინ ბრიუსელში” უნდათ, ხომ?” – დემურ გიორხელიძე –

28 October 2025 at 12:34

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე:

,,კითხვა მაქვს:
“ყველამ მოუსმინა არაბი ინვესტორის წარმომადგენელს?
(ინტერვიუ “იმედზე” იყო სამიოდე დღის წინ)

რაიმე დაფარა, ღიად არ თქვა, რასაც აპირებენ?!
არაბებმა იყიდეს 550 ჰა თბილისის შემოგარენში,
250 ჰა გონიოს პოლიგონი (ბათუმთან).

ვისთვის ვაშენებთო, ვინ უნდა შემოვიყვანოთო, –
გაუგებარი დარჩა? არაბებმა იყიდეს ოფიციალურად,
მართალია არალეგიტიმური ხელისუფლებისგან, მაგრამ
იყიდეს: ამ “ხელისუფლებამ” დაუშვა უტიფრად და ღიად
უზარმაზარი მიწის ნაკვეთების გაყიდვა.

თუ გონება და გრძნობა ატროფირებული არ არის, –
რაიმე კითხვა დარჩა კიდევ?!

ასე უტიფრად როცა იქცევა ხელისუფლება და მას
მხარდამჭერები ჰყავს, – ერთი მითხარით, რა ჰქვია
ამ მხარდამჭერებს?

კარგად გაიაზრეთ ქართველთა დიდი გაერთიანების
ინიციატორების განცხადებები… თუ არ გნებავთ, მალე
ტრაგედიის წინაშე აღმოვჩნდეთ!

ვითომ პროტესტანტები რომ არიან, –
საერთოდ, ქვეყანაში არსებული უმსგავსოება და/ან
ქვეყნის მიწების გაყიდვა თუ გაუპროტესტებიათ?
არაფორმალური მმართველობა თუ გაუპროესტებიათ? 🙂

აბა, რას აპროტესტებენ?!
“ჩელიაბინსკში” არ უნდათ და “შინ ბრიუსელში” უნდათ,
ხომ? 🙂

ამ პროტესტებს რომ “ოცნების” სასარგებლო შედეგი
მოაქვს, – არ ჩანს? “ოცნება” კი მშვიდად ატყუებს მთელ
ქვეყანას:

ნაციონალურ მოძრაობასთან პრაქტიკულად გაერთიანებული, მხოლოდ აგრესიული ნაცმოძრაობის
მარგინალური ნაწილის “ჩახსნას”/”აკრძალვას” ცდილობს!
ევროპას ამის არაფერი საწინააღმდეგო აქვს: ორივე მხარე
ერთნაირად მარიონეტი და მორჩილი იქნება.

“ოპოზიციურ პარტიებსაც” ჩახსნიან, ვინც ამ ორს ხელს უშლის, რასაც არ ჩახსნიან, მომსახურე პარტიებად აქცევენ,
რაღაც ნამცეცებს გადაუგდებენ.

არაფორმალური მმართველი?
მისთვის სულერთია: დღეს ქუჩას ვინც მართავს და
მოტყუებულ ახალგაზრდებს, ის ახდენს კიდეც შიდა
გადატრიალებას და “კორუფციის” წინააღმდეგ “ძლევამოსილ გამარჯვებას აღწევს”, ცხადია,
“დიიპ სტეიტს” უკვე კუდით ქვა ასროლინეს!

აი, ესაა სურათი!

რაღაც სჭირს ქართველს მასაში, თორემ ასე არ
გაიბითურებდა თავს, თუმცა, გასაკეთებელი მაინც
გაკეთდება, თუ არ გვინდა მალე საერთოდ დაიკარგოს
ეს ქვეყანა!“

 

,,წინა ხელისუფლებისას, ციხეში ოთხჯერ მოუწია კარანტინის გავლა, რაც ნიშნავს არაერთხელ სასტიკად ცემას“ – ლაშა ბერულავა ლაშა ბასლანძის წარსულზე

28 October 2025 at 04:22

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ლაშა ბასლანძის გარდაცვალებას ეხმაურება:
,,თუ ცოტას უკან გადავახვევთ, სამწუხაროდ, ლაშა ბასლანძე მართლაც ათვალწუნებული იყო წინა ხელისუფლების პოლიციის ერთ-ერთი უფროსის მიერ, გლდანის ციხეშიც მისი დიდი მონდომებით მოხვდა, ციხის მესვეურებსაც გაზვიადებული ინფორმაცია შეაწოდა და შავ სიაშიც შეატანინა. სამწუხაროდ, ასეც ხდებოდა.
თან ეს ის პერიოდი იყო, როცა დაუნდობელი ბრძოლა გამოცხადდა კრიმინალების მიმართ და შესაბამისად, ლაშა ბასლანძემ ციხის რეჟიმის სიმკაცრე საკუთარ ტყავზე გამოსცადა.
იმედია, არ შემედავებით, რომ კარანტინები საშინელება იყო და მას ოთხჯერ მოუწია ამის გავლა, რაც ნიშნავს არაერთხელ სასტიკად ცემას და საშინელ ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც ერთდროულად, რბილად რომ ვთქვათ ეს ყველაფერი.
გირაოთი გამოუშვეს პირველ ჯერზე, მერე ისევ შეაბრუნეს, მერე ისევ გამოუშვეს და ისევ შეაბრუნეს, მოკლედ, ძალიან არ მოსდიოდათ თვალში და არც ლაშას ამოსდიოდა მათზე მზე და მთვარე, ცხადია.
საერთოდ არ ვიცნობდი ლაშას, ვინც მასზე მომიყვა, ჩემი თანამოაზრეა და არა ქოცების და, სხვათა შორის, ეს ამბები გარდაცვალებამდე მომიყვა, როცა ვკითხე, რა იყო, ასე რამ გაამწარა ეს კაცი, რეებს წერს-მეთქი და, ეგრე იყოო – ნათესავებშიც კი ღიად აქვს ნათქვამი, წინა ხელისუფლებაზე არანაირი კარგის გაგონება არ მინდა და არ მელაპარაკოთ, თქვენც მწამებლებად აღგიქვამთო.
ჰოდა, რატო ვწერ ახლა ამდენს: ამ კაცმა, ვისაც ლაშა დიდად არ ეხატებოდა გულზე, მაგრამ მისი ადრინდელი ამბები კარგად იცოდა რამდენიმე დღის წინ მითხრა ამბავი, რომლისთვისაც დიდად არ მიმიქცევია ყურადღება და ახლა შეიძინა მნიშვნელობა, ლაშა ბასლანძის გარდაცვალების შემდეგ.
მოკლედ, მომიყვა, როცა ლაშა ციხიდან გამოვიდა, მერეც ვურთიერთობდით ცოტა ხანსო და ერთად როცა ვიყავით, ერთ დღესაც ის ბადრაგი შეხვდა “მოიკაზე”, ვინც კარანტინის დროს ცემდაო – მანქანებს რეცხავდაო. ლაშამ მე კი მითხრაო, მაგრამ არ შეიმჩნია იმასთანო.
იმ მრეცხავს რომ ვაკვირდებოდი, მგონი იცნო ლაშაო, ძაან დაძაბული იყოო. ლაშამ კიდე, 10 ლარი გადაუხადა (მაგ დროს ასე ღირდა) და წამოვიდაო…
ჰოდა, რა ვიცი, თუნდაც იმიტომაა გულდასაწყვეტი მისი გარდაცვალება, რომ იქნებ ბოლოს დაენახა, რომ ბიძინას მიერ ორად გაყოფილი საზოგადოების ორივე მხარეს შეიძლება იდგნენ კეთილი ადამიანები და რომ არ ღირს შვილისტოლა გოგო-ბიჭებს აგინო და თავების გახლეჩით ემუქრებოდე…

“მივალთ იქამდე, რომ ნებისმიერ საერთაშორისო მნიშვნელოვან ფორუმებზე უკვე წარმოდგენილი იქნება არა “ქართული ოცნება”, არამედ დემოკრატიული ოპოზიცია”

28 October 2025 at 03:22

“ქართული ოცნება” აღარ არის სასურველი სტუმარი არსად და ეს ნელ-ნელა გადაითარგმნება საერთაშორისო ფორუმებში ცარიელ სკამებში, რაც ვნახეთ ევრონესტში, – ამის შესახებ საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ფორუმებზე ხელისუფლების ნაცვლად ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი.

“ქართული ოცნება” აღარ არის სასურველი სტუმარი არსად და ეს ნელ-ნელა გადაითარგმნება საერთაშორისო ფორუმებში ცარიელ სკამებში, რაც ვნახეთ ევრონესტში. ხანდახან არ მივლენ თვითონ, ხანდახან არ დაპატიჟებენ, საბოლოო ჯამში კი, მივალთ იქამდე, რომ ნებისმიერ საერთაშორისო მნიშვნელოვან ფორუმებზე უკვე წარმოდგენილი იქნება არა “ქართული ოცნება”, არამედ დემოკრატიული ოპოზიცია, როგორც უკვე ახლაა წარმოდგენილი ევრონესტზე.

ეს ხდება ჩვეულებრივი ამბავი, როდესაც ქვეყანაში ხდება დიქტატურა და მმართველი ძალა არის ავტორიტარული რეჟიმი”, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილით მიმართავს, სადაც განმარტავს, თუ  რატომ შეიკავა თავი საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან.  როგორც მახაშვილი აღნიშნავს, მმართველი გუნდი „შეშფოთებულია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართული ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ისევე, როგორც მთლიანად ევროპარლამენტის ქმედებით, რომელთა მტრული რიტორიკა და ნაბიჯები ეწინააღმდეგება პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს“.

“ალბათ რამდენიმე ასეული მასწავლებელი იჯდა დარბაზში და მხოლოდ ონისე ამბობს სათქმელს” (ვიდეო)

28 October 2025 at 03:12

ონისე ოქრიაშვილი დგას ოპერასთან, სადაც ქოცებს მასწავლებლის რაღაც ჯილდოს ღონისძიება გაუმართავთ.

ალბათ რამდენიმე ასეული მასწავლებელი იჯდა დარბაზში და მხოლოდ ონისე ამბობს სათქმელს.

რა ფასი აქვს მაგ ჯილდოს?“ — წერს

ჰამასმა ისრაელს მე-16 მძევლის ცხედარი გადასცა

28 October 2025 at 02:38

ღაზის სექტორში წითელი ჯვრის წარმომადგენლებს ჰამასმა (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილმა) გადასცა კიდევ ერთი, მე-16მძევლის, ცხედარი. ს არმიამ დაადასტურა, რომ წითელ ჯვარს ცხედარი გადასცეს.
ჰამასმა 13 ოქტომბერს ისრაელს გადასცა დარჩენილი 20 ცოცხალი მძევალი.
დაჯგუფებას ისრაელისთის უნდა გადაეცა 28 დაღუპული მძევლის ცხედრები და დღემდე მხოლოდ 15-ის გადაცემა მოხერხდა, რადგან, როგორც ჰამასი აცხადებს, ძნელია გვამების მიკვლევა ომით განადგურებულ რეგიონში.
ცხედრების გაცვლა ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა.
ფორუმი

ეკა ხერხეულიძე: ეროვნული გამოცდების დროს მინისტრის და მუშის შვილი ერთნაირი ღელვით ელოდა შედეგებს

28 October 2025 at 01:30

წინა ხელისუფლების დროს განხორციელებულ განათლების სისტემის წარმატებულ რეფორმაზე აკეთებს მინიშნებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე:

ეროვნული გამოცდების დროს მინისტრის და მუშის შვილი ერთნაირი ღელვით ელოდა შედეგებს.

არ გვინდა ასეთი საქართველო?! არსებობდა შევარდნაძის მმართველობის მოდელიც, მხოლოდ დაწინაურებული კლასის შვილებისთვის განათლების მიღების ხელმისაწვდომოდა.

დავუბრუნდეთ წუმპეს, იქნებ ასე მაინც გაიხსენოს ხალხმა საიდან დააღწია თავი ქვეყანამ“, – წერს ეკა ხერხეულიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ლალი მოროშკინა: მოვრჩეთ ამდენ შუღლს, ბოღმას, დაპირისპირებას! მერამდენე ბიჭს უსკდება გული! არ მჯერა მინდა ტყუილი იყოს კარგით რა…

28 October 2025 at 01:19

რესტორან „ქვევრის” მფლობელი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ მისმა მეგობარმა ამიკო ჯანელიძემ გაავრცელა. მოგვიანებით კი სამწუხარო ინფორმაცია დადასტურდა.

ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გავრცელებული ინფორმაციით კი იგი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ბასლანძეს სოციალურ ქსელში მეგობრები და ოჯახის წევრები ემშვიდობებიან

ზურა ხაჩიძე:ღმერთო ეს რა უბედურება დაგვატყდა თავს,ეს რა სასჯელია,ვინც გვიყვარს ასე ნაადრევად რომ მიგყავს შენთან! უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი სადაც მართალნი განისვენებენ!ამინ ძალიან მაგარი ბიჭი აღარ გვყავს ბასლა!

ლალი მოროშკინა: მოვრჩეთ ამდენ შუღლს, ბოღმას, დაპირისპირებას! მერამდენე ბიჭს უსკდება გული! არ მჯერა მინდა ტყუილი იყოს კარგით რა…

ნოე სულაბერიძე: დაუჯერებელი ტრაგედიაა! ნათელში იყოს შენი სული ლაშა.

: ჩემო გულიანო და კარგო ბიჭო რა დავწერო. დამადუმა შენმა გარდაცვალებამ.

ნინი შერმადინი: შენ მოგიკვდი მე! ჩემო სიკეთის ბიჭო! მე რომ მშობლები დამეღუპა, მარიამი თბილისში დამრჩა, უვიზოდ, უმეურვეოდ, ლაშა ბიძამისის პანაშვიდებიდან დარბოდა ჩემთვის ბავშვის საბუთების მოსაგვარებლად, ჩემი ტკივილი უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის ვიდრე თავისი. ლაშას დედას კიდევ მილიონი მადლობა ყველა იმ დახმარებისთვის რაც მე ვიცი და არ ჩამოვთვლი. დავანებოთ სალომეს თავი,რომ ის ჩემი დაქალია, ლაშა ჩემო ძამიკო, მეგობარო, ამაგიანო და გულიანო ბიჭო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის! რანაირად მატკინე გული სალომე ბაკურაძე, როგორ მოვიდე ან რით განუგეშო არ ვიცი, სანტის და ელენეს რა ვუთხრა.

ცნობისთვის, ლაშა ბასლანძე პროდიუსერი და რესტორან „ქვევრის” მფლობელი გახლდათ. ლაშას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ელენე ჰყავს, რომელთან ერთადაც იტალიაში წინა დღეებში მოგზაურობდა. როგორც ირკვევა იგი სამშობლოში დილით ჩამოფრინდა. მისი მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა.

მათ ერთი საერთო შვილი, 9 წლის სანი ჰყავთ.

მედია: რატომ არ გადავა პოლიცია პროტესტის მხარეს – ინტერვიუ დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელთან

28 October 2025 at 01:10

„სამართალდამცავები გადმოვლენ პროტესტის მხარეს“ – უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი პოლიტიკური აქტორი ავრცელებდა მსგავს ინფორმაციას და საზოგადოებაში აჩენდა ცრუ მოლოდინებს.

4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიცია და მმართველი პარტია მჭიდროდ თანამშრომლობს და არ ჩანს არანაირი ნიშანი, რომ „ძალოვანები“ პროტესტს რაიმე ფორმით თანაუგრძნობენ.

ამის დასტურია ათობით ადამიანი წინასწარ პატიმრობაში, რომლებსაც მრავალწლიანი სასჯელები ელით და 90-ზე მეტი ადამიანი ადმინისტრაციულ პატიმრობაში – პირბადის ტარების ან გზის გადაკეტვის გამო.

შალვა ლომიძე, თადარიგის გენერალ-მაიორი, „ჯეოქეისის“ ანალიტიკოსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი იყო 2021-2024 წლის აპრილამდე. ყოფილი უფროსი, „ბათუმელებთან“ ვრცელ ინტერვიუში დეტალურად მიმოიხილავს ქართულ საპოლიციო სისტემას, ხსნის რა ურთიერთკავშირშია სახელმწიფო და ძალოვანი სტრუქტურა  და ამბობს, რომ პოლიცია არასდროს გადავა პროტესტის მხარეს, გარდა ერთი გამონაკლისისა.

– ბატონო შალვა, სახელმწიფო, ერთი მხრივ, სამართალდამცავს აძლევს ძალაუფლებას, მეორე მხრივ კი, სამართალდამცავს მთელი რიგი ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს მიმართ. შეგიძლიათ აღგვიწეროთ ამ ურთიერთკავშირისა და ვალდებულებების სქემა როგორია? რა ვალდებულება უჩნდება პირს სახელმწიფოს მიმართ? რა ვალდებულება აქვს სახელმწიფოს პოლიციის თანამშრომლის მიმართ?

სამართალდამცავი ორგანოს ურთიერთობა სახელმწიფოსთან იწყება კანონით განსაზღვრული მანდატიდან, რომელიც აყალიბებს, თუ ვის ემორჩილება ორგანო, რა უფლებამოსილება აქვთ მათ, რა ტიპის მაკონტროლებელი მექანიზმები არსებობს და ა.შ. ეს ურთიერთობა უნდა ხორციელდებოდეს ოფიციალური არხებით და გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაციით.

სახელმწიფოსა და სამართალდამცავ სისტემას შორის არსებული ურთიერთობები კომპლექსურია. ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივად ჩანს, არის საკანონმდებლო სივრცე, მკვეთრად განსაზღვრული ვალდებულებები, მაკონტროლებელი მექანიზმები და ყველა მოქმედებს მისი კომპეტენციისა თუ უფლებამოსილების ფარგლებში. თუმცა, სამწუხაროდ, ეს საკითხი მარტივად ვერ ექცევა ამ ჩარჩოებში. არსებითად მნიშვნელოვან როლს ასრულებს პიროვნული ფაქტორი, როგორც პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, ასევე სამართალდამცავ სისტემაში.

ძალოვან ორგანიზაციებშიც ყვავის მავნე პრაქტიკა, რადგან დღეს, სამართალდამცავს მიაჩნია, რომ ის არა ხალხის, არამედ გადაწყვეტილების მიმღები ერთი კონკრეტული ჯგუფის მსახურია, რომელიც მის კარიერულ წინსვლასა და წარმატებას განსაზღვრავს.

სხვათა შორის, საერთაშორისო პრაქტიკა აღიარებს არაფორმალური ურთიერთობების ეფექტიანობას ყოველდღიურ კომუნიკაციაში, ინფორმაციის გაცვლასა ან კრიზისის მართვაში. თუმცა, ზღვარი მკაფიოდ არის გავლებული – ამ ტიპის ურთიერთობები არ და ვერ იქცევა გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად, გამორიცხავს პირად ან პოლიტიკურ ინტერესს და ემყარება პროფესიულ ნდობას და არა ზეგავლენის მოხდენას.

სამართალდამცავი სისტემისათვის დამახასიათებელი მკაცრი ვერტიკალური მართვის პრაქტიკა მრავალი ხილული თუ უხილავი კომპონენტისგან შედგება. ამ ურთიერთობებში მყოფ ორივე მხარეს, სამწუხაროდ, აწყობს ასეთი ფორმის კომუნიკაცია, ვინაიდან ეს ფორმატი ამარტივებს მართვას, გადაწყვეტილებების მიღებას, ასევე აძლიერებს პერსონალურ ურთიერთდამოკიდებულებას და გარკვეულწილად ქმნის დამატებით გარანტიებს საქმიანობის მხარდაჭერაში.

მართვის ასეთი სისტემისათვის დამახასიათებელია ცალმხრივი კომუნიკაცია, განსხვავებული აზრი წახალისებული არ არის, შესაბამისად ინიციატივა ნულია. არიან დავალებების გამცემები და ამ დავალებების უპირობოდ შემსრულებლები.

ყველა საკითხი თანხმდება ხელმძღვანელობასთან, პროცესები ჩერდება, თუ ხელმძღვანელობას არ სცალია, შემსრულებელი თავისუფალია ყველანაირი პასუხისმგებლობისგან, ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას ყველა თავს არიდებს და შედეგად ვიღებთ სივრცეს, სადაც განვითარება და ზრდა შეუძლებელია.

ასევე, საგანგაშოა, ის ფაქტი, რომ სამართალდამცავი სისტემის მართვაში, ხშირ შემთხვევებში, სიტყვიერი განკარგულებები და მითითებები უფრო მნიშვნელოვანი გავლენის მქონეა და შესასრულებლად სავალდებულოა, ვიდრე კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობები.

ასეთი ტიპის სისტემაში მოხვედრისას, ან იღებ იქ არსებულ „წესებს“ და ერგები სიტუაციას, ან იძულებული ხდები დატოვო სისტემა, შეიცვალო პროფესია.

ვრცლად

ლიკა ბასილაია–შავგულიძემ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

28 October 2025 at 01:08

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრმა, ლიკა ბასილაია–შავგულიძემ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

მან იზოლატორის დატოვების შემდეგ რეჟიმს მადლობა გადაუხადა, რადგან პატიმრობაში პატრიოტი და თავდადებული ახალგაზრდები გაიცნო.

ძალიან მადლობელი ვარ ამ რეჟიმის, იმის, რომ თავისდა უნებურად მაგარი საქმე გააკეთა. ჩვენ იქ ყველამ გავიცანით ერთმანეთი ახალგაზრდა თაობა და ძველგაზრდებმა, ვიპოვეთ ერთმანეთი. 

უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ამ ქვეყანას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი და კიდევ უფრო 100%-ით, არ დაუთმობს რუსეთს, ეგ არის გამორიცხული. 

ისეთი ბავშვები გავიცანი, ისეთი მებრძოლი გოგოები, იდეალისტები, პატრიოტები, თავდადებულები, რომელსაც არაფერი არ შეაშინებს. მათ არაფერი არ შეაშინებს,” – განაცხადა ლიკა ბასილაია–შავგულიძემ. 

ლიკა ბასილაია–შავგულიძე 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დააკავეს.

ის სასამართლომ ხულიგნობასა და პოლიციის შეურაცხყოფაში დამნაშავედ ცნო და 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დავით სიმონია: ლადო ჯახუა 22 წლის სტუდენტია მარტვილიდან. სწავლა უფულობის გამო შეჩერებული აქვს. 22 ოქტომბერს რუსთაველის ტროტუარიდან რომ გაიტაცეს, მეორე დღეს ახალ სამსახურს იწყებდა…

28 October 2025 at 01:02
გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი დავით სიმონია:
ლადო ჯახუა 22 წლის სტუდენტია მარტვილიდან. სწავლა უფულობის გამო შეჩერებული აქვს. 22 ოქტომბერს რუსთაველის ტროტუარიდან რომ გაიტაცეს, მეორე დღეს ახალ სამსახურს იწყებდა. კახეთის გზატკეცილზე, შუშებიან შენობამდე სიმღერ-სიმღერით მივიდა. იქ საშიში ბოროტმოქმედივით ხელბორკილები დაადეს. ხერხემლის პრობლემა აქვს და ითხოვა, ოღონდ ზურგს უკან არაო. არ გაითვალისწინეს. 6 საათი ეგრე გაატარა. ალბათ სილაღის ჩაქრობას ცდილობდნენ.
ტროტუარზე დგომისთვის ორი დღით იზოლატორში გამოკეტეს. სასამართლოზე მამის წყლიანი თვალები რომ დაინახა, პირველად მაშინ შეკრთა. მამა სასამართლოში პირველად იყო. შეიძლება შვილის პროცესზე მეგობრების სიმრავლემ გაახარა. შეიძლება ინერვიულა. შეიძლება რამე სატირალს წააწყდა იმ შენობაში. პირველი პროცესი გადაუდეს. ხვალ მეორე აქვს ოთხის ნახევარზე.
ბიზნეს ადმინისტრირებაზე სწავლობდა ლადო. სამართლიანობის კრიზისმა სამართალზე გადასვლა მოანდომა. კულინარიის სწავლასაც აპირებს. რუსთაველზე ხშირად მინახავს. კარგადაც არ ვიცნობ, მაგრამ მეგრული თავაზიანობით და სიკოხტავით დამამახსოვრდა. მიყვებოდა, დევნილი აზა ჩილაჩავაა ჩემი შთაგონება და ძალააო. აზა თუ დევნილებისთვის ითხოვს ღირსეულ პირობებს, ლადოს მთავარი სათქმელია “ღირსეული პირობები სტუდენტებს”. ვნახოთ, რა განაჩენს გამოუტანს ტროტუარზე მშვიდობიანად მდგომ 22 წლის ბიჭს სასამართლო ამ სათქმელისთვის.

ლევან სანიკიძე: სწორია – პროტესტი და პოლიტიკური პროცესი არ უნდა იყოს ერთი კაცის, ისევე როგორც ერთი ქალის

28 October 2025 at 00:55
ლევან სანიკიძე:
სწორია – პროტესტი და პოლიტიკური პროცესი არ უნდა იყოს ერთი კაცის, ისევე როგორც ერთი ქალის.
რასაც ვუყურებ, მისულები ვართ ამ დასკვნამდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
საზოგადოება ძალიან წინ არის წასული, რაც უკრაინის სამხედრო წარმატებასთან და დასავლეთის მობილიზაციასთან ერთად ჩვენი საერთო გამარჯვების საწინდარია!

ლევან მაჭავარიანი: იმ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა არის დახელფასებული. ყველაზე არ ვამბობ, რამდენიმე ადამიანია, რომელიც არაა დახელფასებული

28 October 2025 at 00:52

“[აქცია] მილევად პროცესშია… იმ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა არის დახელფასებული. ყველაზე არ ვამბობ, რამდენიმე ადამიანია, რომელიც არაა დახელფასებული. აბსოლუტური უმრავლესობა დახელფასებულია – პარტიული აქტივი, ენჯეო აქტივი, ეს მათი სამსახურია. მათ უნდა შექმნან საინფორმაციო ხმაური[..] ერთი წელი ვაცდიდით, ეს ოდესღაც უნდა მორჩენილიყო…“  ამბობს  ლევან მაჭავარიანი ოცნების  რუსთავი 2-ის ეთერში.

რუსული მედია – აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების გამო „ლუკოილი“ უცხოური აქტივების გაყიდვას გეგმავს

28 October 2025 at 00:25

აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების გამო „ლუკოილი“ უცხოური აქტივების გაყიდვას გეგმავს, – ინფორმაციას რუსული მედია ნავთობკომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გარკვეული ქვეყნების მიერ „ლუკოილისა“ და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ შემოღებული შეზღუდვების გამო, კომპანია საერთაშორისო აქტივების გაყიდვის განზრახვის შესახებ აცხადებს. პოტენციური მყიდველების განაცხადების განხილვა დაიწყო“, – ნათქვამია რუსული ნავთობკომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, გასულ კვირას -მა რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტის“, „ლუკოილისა“ და მათი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

Before yesterdayMain stream

სალომე სიმონია: 2,5 მლნ. ლარის 27 მიწის ნაკვეთი; 1,1 მილიონი ლარის 13 მანქანა… ეს კობახიძის მიერ დანიშნული მუნიციპალური განვითარების ფონდის მოქმედი დირექტორის, ბექა ურუშაძის დეკლარირებული ქონებაა

27 October 2025 at 22:58
სამოქალაქო ატივისტი სალომე სიმონია:
● 2,5 მლნ. ლარის 27 მიწის ნაკვეთი
● 1,1 მილიონი ლარის 13 მანქანა
● 152,000 დოლარის 3 მანქანა გაყიდა
● 204,000 ლარიანი ბინა
● 600,750 ლარი მიღებული შემოსავალი
● 62,000 დოლარი ანაბარზე
● 40,000 ლარი ანგარიშზე
● 74,000 დოლარი ნაღდი ფული
● 20,000 დოლარიანი 2 საათი
● 13,000 ლარიანი იარაღი
● 7 კომპანიის წილი
ეს კობახიძის მიერ დანიშნული მუნიციპალური განვითარების ფონდის მოქმედი დირექტორის, ბექა ურუშაძის დეკლარირებული ქონებაა.
მისი წინამორბედი, დავით ტაბიძე, კორუფციის ბრალდებით დღეს დააკავეს. დაკავებულის დეკლარაცია ამასთან შედარებით მოკრძალებულია.
“ოცნება” ამ ფონდიდან 885 ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაციას დაჰპირდა ხალხს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მილიონობით ლარს იპარავდნენ.
“ეროვნული ხელისუფლება” თურმე წლების მანძილზე ძარცვავდა პატარა ბავშვებს, ჯარისკაცებს, გლეხებს და 707 ათას სოციალურად დაუცველს.

ანა წითლიძე: ეს არის ბიძინას რეკეტი და ამ რეკეტის მიხედვით, ღარიბაშვილი გარეთ სჭირდებათ

27 October 2025 at 22:19

ნებისმიერი სხვა ადამიანი რომ ყოფილიყო იმავე ბრალდებით, რაც ახლა ღარიბაშვილს აქვს, ის ახლა იქნებოდა ციხეში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ციხეში არ სჭირდება.

“მთელი ეს კორუფციული სქემა, რომელზედაც იდგა ღარიბაშვილი და ღარიბაშვილის კლანი, რომლებიც ათეულობით მილიონს ჰპარავდნენ საქართველოს მოქალაქეებს, ასე თუ მიჰყვნენ, შეუძლიათ ჩავიდნენ თითოეულ სამინისტრომდე, უწყებამდე, ინსტიტუციამდე და ადამიანამდე, რომლებიც უშუალოდ იყვნენ პასუხისმგებელი ამ საქმეში. მათ შეიძლება ისე გააფართოონ ეს წრე, რომ მოუწიოთ ათეულობით ადამიანის დაკავება.

თქვენ წარმოიდგინეთ, ნებისმიერი სხვა ადამიანი რომ ყოფილიყო იმავე ბრალდებით, რაც ახლა ღარიბაშვილს აქვს, ის ახლა იქნებოდა ციხეში, მაგრამ ეს, რასაც თვალს ვადევნებთ, არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის ბიძინას რეკეტი და ამ რეკეტის მიხედვით, ღარიბაშვილი გარეთ სჭირდებათ, რომ ის თანხა, რაც მოპარული აქვთ, მიიტანოს უკან და ამიტომ, არ სჭირდება ივანიშვილს ციხეში გამოკეტილი ღარიბაშვილი და არც ლილუაშვილი”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის სავარაუდო თარიღი უცნობია, თუმცა მზადყოფნა არსებობს

27 October 2025 at 22:11

ვლადიმერ პუტინისა და ს შეხვედრის სავარაუდო თარიღი უცნობია, თუმცა შეხვედრისთვის მზადყოფნა არსებობს. ამის შესახებ ს პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„ჯერჯერობით კონკრეტული თარიღები უცნობია, თუმცა შეხვედრის ჩასატარებლად მზადყოფნა არსებობს, თუ ექსპერტების მიერ მისი წინასწარ მომზადება მოხდება“, – განაცხადა უშაკოვმა.
მისი თქმით, არ იცის, შეიძლება თუ არა რუსეთისა და -ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა ახალ წლამდე ჩატარდეს.
„ეს არ ვიცი, თუმცა, გახსოვთ რა სწრაფად შევთანხმდით ანკორიჯში შეხვედრის ჩატარების შესახებ“, – აღნიშნა უშაკოვმა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი უფროსი დააკავეს

27 October 2025 at 22:07

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

დანი მაღრაძე: ძვირფასო თანამებრძოლებო, მომავალი ჩვენია და თავისუფლებისკენ სავალ გზაზე ვერავინ გაგვაჩერებს

27 October 2025 at 18:42
“ძვირფასო თანამებრძოლებო, იმედი მაქვს კარგად ხართ. საქართველო ყოველთვის იდგა გამოწვევების წინაშე. დღეს ჩვენ გვაქვს ამის პასუხისმგებლობა, რომ საქართველოს მომავლისთვის ეს დაბრკოლებები გადავლახოთ. მომავალი ჩვენია და თავისუფლებისკენ სავალ გზაზე ვერავინ გაგვაჩერებს. საქართველო რუსეთს არასოდეს დაემონება. ეს ქვეყანა ჩვენია და არა ს მონების.
“სანამ ცოცხლები ვართ, მათეს ნავი არ ჩაიძირება”. თავისუფლება საქართველოს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს. ბედნიერი ვარ, რომ ამ გზის გავლა წილად მხვდა. არ გავჩერდებით! მომავალი ჩვენია!”. – წერს იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში “გზის გადაკეტვისთვის” დაკავებული სტუდენტი, დანი მაღრაძე.
დანი მაღრაძეს 24 ოქტომბერს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

საბერძნეთში ქართული გალა კონცერტი – “მუსიკალური ბათუმი ათენში“ გაიმართა

27 October 2025 at 18:41

საბერძნეთში, „მარია კალასის“ სახელობის ისტორიულ თეატრში ქართული გალა კონცერტი – “მუსიკალური ათენში“ გაიმართა.
აჭარის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა, მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით, და სოლისტებმა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების შედევრები ააჟღერეს.
ღონისძიებას 48 ქვეყნის ელჩი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამო ანშლაგით დასრულდა.
გალა კონცერტი მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი ბერძენის, დიდი მაესტროს, ოდისეი დიმიტრიადის ხსოვნას.
პროექტი განხორციელდა აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საბერძნეთში საქართველოს საელჩოსა და ათენის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციის ,,ოპანდა” მხარდაჭერით.

რომის პაპი ლეონი უცხოეთში პირველ მოგზაურობას თურქეთსა და ლიბანში გამართავს

27 October 2025 at 18:39

რომის პაპი ლეონ XIV წელს თურქეთისა და ლიბანის რვა ქალაქს ეწვევა, განაცხადა ვატიკანმა 27 ოქტომბერს. ეს მისი, როგორც პაპის, პირველი ვიზიტია იტალიის გარეთ და მოსალოდნელია, რომ ის რეგიონში მშვიდობისკენ მოწოდებით წარდგება.

ლეონი, პირველი ამერიკელი პაპი, თურქეთს 27-დან 30 ნოემბრამდე ეწვევა, შემდეგ
კი ლიბანში ჩავა და იქ 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე დარჩება.

მისი წინამორბედი, პაპი ფრანცისკე, ამ ორივე ქვეყანაში გეგმავდა ვიზიტს, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვეღარ შეძლო. ფრანცისკე 21 აპრილს გარდაიცვალა, ხოლო ლეონი პაპად 8 მაისს აირჩიეს.
თურქეთში ვიზიტისას, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან ერთად, რომელსაც სტამბოლში უდევს ბინა, აღნიშნავს ადრეული ქრისტიანული ეკლესიის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების – ნიკეის – 1700 წლისთავს. მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ნიკეაში (ამჟამად იზნიკი) 325 წელს გაიმართა. ნიკეის საეკლესიო კრებაზე განიხილეს ეკლესიის უმთავრესი დოგმატიკურ-კანონიკური და იერარქიულ-ადმინისტრაციული საკითხები.

ლეონი ანკარაში შეხვდება თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს, სტამბოლში ეწვევა “ლურჯ მეჩეთს” და სტამბოლის „ფოლკსვაგენ არენაზე“ კათოლიკურ მესას ჩაატარებს.

ლიბანში, ბეირუთში პაპი შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტ ჯოზეფ აუნს, უმასპინძლებს რელიგიათაშორის შეხვედრას და ღია ცის ქვეშ, ბეირუთის სანაპიროზე მესას ჩაატარებს.

პაპი ასევე ილოცებს ბეირუთის პორტში 2020 წელს მომხდარი ქიმიური აფეთქების ადგილას – აფეთქებამ 200 ადამიანი იმსხვერპლა და მილიარდობით დოლარის ზარალი გამოიწვია.

თურქეთიც და ლიბანიც ძირითადად მუსლიმებითაა დასახლებული და პაპმა ფრანცისკემ თავისი 12-წლიანი მმართველობის დროს, რომლის დროსაც 47-ჯერ იმოგზაურა საზღვარგარეთ, დიდი ყურადღება დაუთმო დიალოგს მუსლიმებსა და კათოლიკეთა შორის.

რომის პაპის, ლეონ XIV-ის ლიბანში მოგზაურობის ოფიციალური დევიზია სახარებისეული „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი“.
ფორუმი

ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

27 October 2025 at 18:24

რუსეთის პრეზიდენტი, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩოი სონ ჰუი კრემლში მიიღო.
„რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები გეგმის მიხედვით ვითარდება“, – განაცხადა პუტინმა შეხვედრაზე.
ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლაპარაკებები რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან გამართა.
„რუსები ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებისა და ოფიცრების მიერ კურსკში ჩადენილ გმირულ საქმეებს არასდროს დაივიწყებენ. ეს ხალხებს შორის მეგობრულ კავშირებს გააძლიერებს“, – განუცხადა ლავროვმა ჩრდილოეთ კორეელ კოლეგას.

განათლების შესაძლებლობები მოსწავლეებისთვის – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

27 October 2025 at 18:24

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ადამიანებს, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი. ამ პროცესში კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას განათლებას ანიჭებს. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.
ს ინოვაციური ბიბლიოთეკები 11 რეგიონის 25 სკოლაში
მეხუთე წელია, რაც ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საქართველოს ბანკი რეგიონების სკოლებში ინოვაციურ ბიბლიოთეკებს – იდეათეკებს ხსნის, რომელთა მეშვეობით, 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის შემეცნებისა და ახალი აღმოჩენების სივრცეს.
ყოველი იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი, 2000-მდე წიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით – კომპიუტერებით, პროექტორებით და STEM კუთხით. საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკების რაოდენობა კიდევ გაიზრდება და უფრო მეტ ახალგაზრდას მისცემს წვდომას უსაზღვრო აღმოჩენების სივრცეზე.
საქართველოს ბანკი ხელს უწყობს ქვეყანაში მომავლის პროფესიების განვითარებას
STEM ოლიმპიადა – მოსწავლეების მომავლის პროფესიებით დაინტერესების მიზნით, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, STEM ოლიმპიადას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში კი შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები. პროექტში მონაწილეობა 200-ზე მეტი სკოლის 1500-მდე მოსწავლემ უკვე მიიღო.
STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს და 30 ნოემბერს დასრულდება. ოლიმპიადის ფარგლებში, გამარჯვებული სკოლის გუნდს 10 000 ლარი გადაეცემა.
ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე stem.school.ge
ამასთან, საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან ერთად STEM სკოლის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება.
STEM სკოლაში გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში ტარდება, რაც საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად დაესწრონ გაკვეთილებს და მიიღონ ხარისხიანი განათლება. ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 90 სტიპენდიატს ასახელებს და მათ სწავლის ხარჯებს უფინანსებს – 60 მოსწავლეს სრულად, ხოლო 30-ს ნაწილობრივ.
STEM სკოლაში უკვე 1000-ზე მეტმა მოსწავლემ ისწავლა, მათგან 200-ზე მეტი კი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდა. პროექტში მონაწილეობის მსურველებისთვის კი მიღება წელიწადში ორჯერ ცხადდება.
CODE-IT
მომავლის პროფესიების კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკი სხვადასხვა პროექტს უჭერს მხარს. მათ შორის ერთ-ერთი Code-IT-ია, რომელიც საქართველოს ბანკის, Lineate-ისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით შეიქმნა.
პროექტი პროგრამირებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს 8 ტექნოპარკში – ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, კასპში, გურჯაანში, თელავში, ახმეტასა და თბილისში (და დამატებით 5 ლოკაციაზე) დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს.
ევერესტის ოლიმპიადა
ამასთან, საქართველოს ბანკი საქართველოში ყველაზე მასშტაბური ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია.
ყოველწლიურად პროექტში მონაწილეობას 17 000-ზე მეტი II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლე იღებს.
ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების მხოლოდ ნაწილია. ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge
(R)

ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარედგინა

27 October 2025 at 18:24

თბილისში ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარედგინა.
კერძოდ, საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების თანახმად, მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ბრალდებულმა მეგობარ გოგონასთან არასასურველი კომუნიკაციის და ეჭვიანობის გამო, დაზარალებულს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო. დაზარალებული 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
გამოძიების ინფორმაციით, მძიმე დანაშაულის ჩადენის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
„სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანი პირი 19 ოქტომბერს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაზარალებულის გარდაცვალების შემდგომ დაკავებულს ბრალდება დაუმძიმდა და ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) წარედგინა.
დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, 26 ოქტომბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი არასრულწლოვანი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული) წარედგინა.
პროკურატურა დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თამარ გიორგაძის საქმის განხილვა მოსამართლე ნინო ენუქიძემ მეორედ გადადო, რადგან შსს-ს მის წინააღმდეგ მტკიცებულებები ვერ მოაქვს

27 October 2025 at 15:56
მოსამართლე ნინო ენუქიძემ თამარ გიორგაძის საქმის განხილვა კიდევ ერთხელ, უკვე მეორედ, 17 ნოემბრისთვის გადადო.
თამარ გიორგაძეს 22 ოქტომბერს გზის გადაკეტვასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება. სხდომის დღეისთვის გადმოდების მიზეზი ერთხელ უკვე გახდა ის, რომ შსს-ს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ თამარ გიორგაძე გზას კეტავდა. ეს შსს-მ ვერც დღეს შეძლო.
თავად თამარ გიორგაძის განმარტებით, ის საერთოდ არ ყოფილა გზის სავალ ნაწილზე. მისი დაკავებაც ტროტუარზე მოხდა. ამის დამადასტურებელი მტკიცებულება დაცვის მხარემ დღეს წარმოადგინა.

შალვა პაპუაშვილი – გახარიას პარტია ფორმალურადაც გარედან იმართება გიორგი გახარიას მიერ, რომელიც ლენინივით გერმანიიდან ცდილობს აქ რევოლუციების ორგანიზებას

27 October 2025 at 15:11

ერთადერთი საინტერესო ნაწილი, რაც გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში მუშაობას შეიძლება ახლდეს, არის ის, რომ შეგვიძლია პირდაპირ ვნახოთ თუ რა დავალებები მოდის გარედან. ეს არის პარტია, რომელიც ფორმალურადაც გარედან იმართება, გიორგი გახარიას მიერ, რომელიც გარეთ ანუ გერმანიაშია და ლენინივით გერმანიიდან ცდილობს აქ რევოლუციების ორგანიზებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს უწევდათ პარლამენტში ჯერ არ შესვლის, ახლა კი შესვლის გადაწყვეტილების გამართლება.
„დღეს გახარიას პარტიიდან რუსუდან თევზაძემ განაცხადა, რომ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატზე. ის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს იყრიდა, როგორც თბილისის ერთ-ერთი რაიონის მაჟორიტარი, სადაც არის 67 ათასი ამომრჩეველი. მან მიიღო 369 ხმა. მისი აქ ყოფნა ან არ ყოფნა რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტისთვის, აქედანაც შეგიძლიათ დაასკვნათ. ასევე, ეს ხალხი საუბრობს ლეგიტიმაციაზე, ვინც 67 ათასი ამომრჩევლისგან აიღო 369 ხმა. მესმის, რომ რთული მდგომარეობაა. წინა პარლამენტშიც იგივე იყო. გახსოვთ ს განცხადება, „პუფი იქნება, ვინც შევაო“, ბოლოს პუფებად შემოვიდნენ. მათაც არ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ აქტიური მუშაობა ჰქონოდათ პარლამენტში. მანდატები არ დათმეს, მაგრამ არც პარლამენტში შემოდგეს ფიზიკურად ფეხი. ახლა უწევთ საპარლამენტო ს აღიარება და არიან რთულ მდგომარეობაში, რომ რაღაც გამართლება მოუძებნონ, მაგრამ უფრო სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს. ჩვენ ვხედავთ, გარე მითითებებიდან გამომდინარე, რა პროცესებიც გვქონდა შარშან ოქტომბერში, როდესაც დამარცხებულს რადიკალურ ოპოზიციას, დამარცხებულ ელჩებთან, უცხოელ პოლიტიკოსებთან ერთად საკუთარი მარცხის აღიარება არ უნდოდათ. დაიწყეს გეგმა „ბე“-ზე მუშაობა იმისთვის, რომ ძალადობრივი გზით ჩამოეშორებინათ ეროვნული და ლეგიტიმური ხელისუფლება და მიეცათ საკუთარი მარიონეტებისთვის. ეს გეგმა ჩავარდა და საბოლოოდ, ჩავარდა 4 ოქტომბერს, როდესაც ხელისუფლების ვერ შემდგარ დამხობას ვუყურებდით. აქვე გავიხსენებ რასა იუკნევიჩიანეს, რომელიც გარედან გულშემატკივრობდა ხელისუფლების დამხობას და პოსტს პოსტზე წერდა იმ მომენტში, როდესაც პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა ხდებოდა. იქიდან გულშემატკივრობდა. შესაბამისად, ახლა უწევთ საკუთარ ამომრჩეველთან რაღაცნაირად გაამართლონ საკუთარი სამარცხვინო ქცევა – ერთი წლის განმავლობაში პარლამენტში რომ არ მუშაობდნენ და ასევე, შემოსვლა საქართველოს პარლამენტში.
ამ მხრივ ერთადერთი საინტერესო ნაწილი, რაც მათ მუშაობას პარლამენტში შეიძლება ახლდეს, არის ის, რომ შეგვიძლია პირდაპირ ვნახოთ თუ რა დავალებები მოდის გარედან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გარედან. ფაქტობრივად, პარტიაა, რომელიც ფორმალურადაც გარედან იმართება, გიორგი გახარიას მიერ, რომელიც გარეთ ანუ გერმანიაშია და ლენინივით გერმანიიდან ცდილობს აქ რევოლუციების ორგანიზებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისადმი გამოცხადებული ბოიკოტი შეწყვიტა და მე-11 მოწვევის პარლამენტში, პარტიის 12 წევრით, შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

შალვა პაპუაშვილი – „ნაცმოძრაობასთან“ ჩახუტებული ქალბატონი რასა იუკნევიჩიანე „ენჯოშნიკების“ საფარქვეშ ევრონესტზე „ნაცებს“ იწვევს, რაც სირცხვილია

27 October 2025 at 15:11

პარლამენტის თავმჯდომარის ს განცხადებით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაზე „ენჯეოშნიკების“ კვოტით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ჰყავთ მიწვეული. როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მიწვევა არის სირცხვილი.
„ის ფაქტი, რომ ევრონესტის ამ სხდომაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის მხოლოდ 2 ქვეყანა იქნება წარმოდგენილი, თავად მასპინძელი სომხეთი და მის გარდა, , ესეც თავისთავად აჩვენებს, რომ ევროპარლამენტის მხრიდან რაღაც სწორად არ ხდება, მათ შორის ის ფაქტი, რომ ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა, აზერბაიჯანი და საქართველო ამ სხდომაში არ მონაწილეობს. თავად ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ქცევა არასწორია. რაც შეეხება ევრონესტის სხდომაზე მიწვეულ პოლიტიკოსებს, სინამდვილეში, აქ „ენჯოეშნიკების“ საფარქვეშ მიწვეული ჰყავთ „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „ევროპული საქართველოს“ , „დროას“ პარტიის წევრები. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მიწვეული პირებიდან უმრავლესობა, თითქმის ყველა პოლიტიკოსები, პარტიის წევრები არიან, ქალბატონი ბოკუჩავა და ასე შემდეგ.
სინამდვილეში, ამით ევრონესტის ევროპარლამენტის მხარე გვაჩვენებს და მიუთითებს ქართველებს, თუ ვის თვლიან ისინი საქართველოს წარმომადგენლებად. საქართველოს წარმომადგენლებად „ნაცმოძრაობას“ თვლიან. ევრონესტის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან, ქალბატონი რასა იუკნევიჩიანე და მისი მტრული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ ცნობილია. გასაკვირი არ არის, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ჩახუტებული ქალბატონი რასა იუკნევიჩიანე „ენჯოშნიკების“ საფარქვეშ იწვევს „ნაცებს“ ევრონესტზე, რაც რა თქმა უნდა, სირცხვილია“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, „საქართველოს ხელისუფლება ფარსში მონაწილეობას არ აპირებს“.
„მტრული რიტორიკა აქვს ზოგიერთ ევროპარლამენტარს ქართველი ხალხის მიმართ, რომლებიც არიან ევრონესტის ხელმძღვანელობაში. მტრული რიტორიკა აქვთ ქართველი ხალხის არჩევანის, ქართველი ხალხის ხელისუფლების მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მტრულ რიტორიკას ლეგიტიმაციას ვერ მივცემთ, მათ შორის, ვერ მივიღებთ იმ ფარსში მონაწილეობას, როდესაც „ენჯოეშნიკებად“ გაფორმებული ჰყავთ თინა ბოკუჩავა, გრიგოლ გეგელია და მსგავსი პოლიტიკოსები. ევრონესტი ახდენს საკუთარი თავის იზოლაციას აღმოსავლეთ პარტნიორობისგან. უნდათ, რომ რეგიონული პოლიტიკა მათ პოლიტიკურ გემოვნებაზე აეწყოს“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კახა კალაძე – რა შუაშია რაჟდენ კუპრაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციასთან? მის ბრალეულობას ვერ ვხედავ – თუ ვიღაცამ დეკლარაცია არასწორად შეავსო, რაჟდენ კუპრაშვილს როგორ უნდა დაენახა?

27 October 2025 at 15:11

რა შუაშია რაჟდენ კუპრაშვილი? მე ვერ ვხედავ [მის ბრალეულობას]- ასე პასუხობს თბილისის მერი, ჟურნალისტის კითხვას, ხედავს თუ არა ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის, რაჟდენ კუპრაშვილის ბრალეულობას იმაში, რომ ყოფილი პრემიერის, ს მიერ „წლების განმავლობაში არაკეთილსინდისიერად შევსებულ დეკლარაციაში“ ხარვეზები ვერ აღმოაჩინა.
კალა ხალაძის თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
„რაჟდენ კუპრაშვილს, როგორ უნდა დაენახა,[ღარიბაშვილის მიერ შევსებულ დეკლარაციაში გადაცდომები], ძალიან დიდი ბოდიში? და თუ ვიღაცამ დეკლარაცია არასწორად შეავსო, ეს რაჟდენ კუპრაშვილს, როგორ უნდა…
გამოძიება მიმდინარეობს ამ მიმართულებით და საზოგადოებამ ყველაფერი მოისმინა აღნიშნულთან დაკავშირებით. რა შუაშია რაჟდენ კუპრაშვილი? მე ვერ ვხედავ [მის ბრალეულობას]. არასწორია თქვენი დამოკიდებულება. ცხადია, არა, [არაკეთილსინდისიერად არ ამოწმებდა ღარიბაშვილის დეკლარაციას]“.
ამასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყება მუშაობს. შესაბამისმა უწყებამ გააკეთა განმარტებები. კითხვები რაზე უნდა გასჩენოდა [კუპრაშვილის უწყებას], მოწმენდილ ცაზე ხომ არ გაუჩნდებოდა? საგამოძიებო რეპორტაჟებს რაც შეეხება, თქვენ თუ მელაძის საგამოძიებო რეპორტაჟებზე მეუბნებით, ყველა რეპორტაჟი იყო ტყუილი და სიცრუე. ვიმეორებ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, თქვენ მიერ გაჟღერებული ინფორმაციები რეპორტაჟების სახით და შემდეგ ნახოთ ბრალი, რასთან დაკავშირებით არის. ძალიან მარტივია გააკეთოთ შედარებები“, -განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს სხვა დამატებითი ღონისძიებებიც დაუწესდა. კერძოდ კი, მას პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ევრონესტში აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელი – აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს

27 October 2025 at 14:57

აზერბაიჯანის საპარლამენტო (მილი მეჯლისის) დელეგაცია ევრონესტის ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ ევრონესტში აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ტაჰირ მირკიშილიმ ადგილობრივ მედიას განუცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის დოკუმენტები და განცხადებები, რომლებიც ევრონესტის ასამბლეის საქმიანობის ნახევარს შეადგენს, ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ეს განცხადებები ასევე არ უჭერს მხარს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესს რეგიონში; პირიქით, ისინი ემსახურება იმ ძალების ინტერესებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რეგიონში მტრობის გაგრძელებით. აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა არაერთხელ გააკეთა საპროტესტო განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით. აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის მიმდინარე წლის აგვისტოში ვაშინგტონში გამართული სამშვიდობო შეხვედრის შემდეგ, რომელსაც მთელი მსოფლიო აპლოდისმენტებით შეხვდა, ევროპარლამენტის არაკონსტრუქციულმა განცხადებამ ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ სერიოზული დარტყმა მიაყენა აზერბაიჯანის დელეგაციის ნდობას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის სარგებლიანობის მიმართ. ამ მიზეზების გამო, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ერევანში გასამართ პლენარულ სხდომაში“, – აღნიშნა ტაჰირ მირკიშილიმ.
მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება არ არის დაკავშირებული იმ ფაქტთან, რომ ღონისძიება სომხეთში ტარდება.
შეგახსენებთ, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესია ერევანში 28-30 ოქტომბერს გაიმართება.

მოსამართლე შსს-ს იურისტს – კიდევ ერთხელ გავალებთ, მოიძიოთ მტკიცებულება, რომ თამარ გიორგაძე გზას ხელოვნურად კეტავდა მაშინ, როცა ამისთვის შესაბამისი რაოდენობის ხალხი არ იყო – დავალება მოგეცით და ეს უნდა შეასრულოთ, პოლემიკა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია!

27 October 2025 at 14:57

კიდევ ერთხელ გავალებთ, მოიძიოთ იმ გარემოს დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ თამარ გიორგაძე გზის სავალ ნაწილზე იმყოფებოდა და მას ხელოვნურად მაშინ კეტავდა, როცა ამისთვის შესაბამისი რაოდენობის ხალხი არ იყო, – ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ნინო ენუქიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.
დღევანდელ სხდომაზე აქტივისტ თამარ გიორგაძის ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უნდა ემსჯელათ. აღნიშნული საქმის განხილვა გასულ სხდომაზეც იმ მიზეზით გადაიდო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გიორგაძის მიერ გზის გადაკეტვის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულება უნდა წარმოედგინა, თუმცა, ის არც დღევანდელ პროცესზე ჰქონდა წარმოდგენილი.
სწორედ აღნიშნულის შემდეგ მიმართა მოსამართლემ ადმინისტრაციულ ორგანოს და დამატებითი დრო განუსაზღვრა ვიდეომტკიცებულების წარდგენისთვის.
-ს წარმომადგენელმა პოზიციის დაფიქსირება დააპირა, თუმცა ენუქიძემ ამის საშუალება არ მისცა.
„დავალება მოგეცით და ეს უნდა შეასრულოთ, პოლემიკა და დისკუსია აქ მიზანშეწონილად არ მიმაჩნია!“ – მიმართა მოსამართლემ შსს-ს იურისტს.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ ვიდეომასალა წარადგინა, საიდანაც მათი თქმით, ირკვევა, რომ აქტივისტი გზის სავალ ნაწილზე არ იდგა და ის ტროტუარზე დააკავეს.
შემდეგი სხდომა 17 ნოემბერს, 11:00 საათზე ჩატარდება. სწორედ, ამ დროისთვის უნდა წარმოადგინოს შსს-მ ვიდეომასალა.
თამარ გიორგაძეს, 22 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დააკვეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით და 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებიან, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შესუსრულებლობასა და გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს.

დიმიტრი პესკოვი – „ბურევესტნიკის“ რაკეტების გამოცდაში არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები დაძაბოს

27 October 2025 at 14:57

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ბირთვული ძრავის მქონე ფრთოსანი რაკეტების „ბურევესტნიკის“ გამოცდაში არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები დაძაბოს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„აქ არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება ან უნდა დაძაბოს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, შეიძლება თუ არა ახალი რაკეტის დაანონსებამ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები დაძაბოს.
შეგახსენებთ, ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთმა წარმატებით გამოსცადა „ბურევესტნიკის“ რაკეტა, რომელსაც, მისი თქმით, მოქმედების შეუზღუდავი რადიუსი აქვს. -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ს ამ განცხადებას შეუსაბამო უწოდა და აღნიშნა, რომ პუტინმა, რაკეტების გამოცდის ნაცვლად სთან ომი უნდა დაასრულოს.

გახარიას პარტიამ ტელეკომპანია „იმედთან“ ბოიკოტი შეწყვიტა – ტვ „იმედი“

27 October 2025 at 14:56

ტელეკომპანია „იმედი“ ინფორმაციას აქვეყნებს:
„გიორგი გახარიას პარტიას კიდევ ერთი შეცდომის აღიარება მოუწია. შეწყვიტეს ტელეკომპანია „იმედთან“ ბოიკოტი. ამბობენ, რომ მოცემულობა შეიცვალა, თუმცა კონკრეტულად – რა, ვერ ასახელებენ.“

ზაზა პაპუაშვილი: …მე ამის დედა რო ვატირე.. წესიერმა კაცმა უბრალო კაფეში და რესტორანში დასაჯდომი ფული ვერ გაიჩინა ჯიბეში. …თქვენ კი ამ მუქთად ნაშოვნი ფულის ხაპვით რა ვერ დაძეხით?

27 October 2025 at 12:20

“…მე ამის დედა რო ვატირე.. წესიერმა კაცმა უბრალო კაფეში და რესტორანში დასაჯდომი ფული ვერ გაიჩინა ჯიბეშ 🙈 ..გაცვდნენ, დარდით ჩამობერდნენ და ცხოვრება გაიმწარეს ამ იპოთეკის, სიძვირისა და ვალების გამო🥺..თქვენ კი ამ მუქთად ნაშოვნი ფულის ხაპვით რა ვერ დაძეხით?😡..რა გადაგვაყოლეთ თქვენი გოიმი ცოლების დაბადების დღეებს და ოჯახის წევრების სახელმწიფოს ხარჯზე ჩარტერებით პროწიალს?🤢გაგიჟდა ხალხი რა იფიქრონ და ვის იმედად იყონ აღარ იციან🥴✨..თუმცა სადაც დოიმ შექმნა შექსპირი..წუნკალმა დრომ გრიგორიადისი გმირად და ეს,,ვივამედელი”ჩირქიანი ჩათლახი ,,დემოკრატიის შუქურად.. აბა,რაღა უნდა გაგ ვიკვირდეს?მეკი ვიცი რო ტაბურეტკა ნასროლია უკვე და აი, ვის მოხვდება იმან იდარდოს.. ამ ჩვენს ფირფიტას კიდო🫢..თფუი, იობ თვაიუ მათ🫣✨” -წერს ოცნების ყოფილი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. [სტილი დაცულია]

არგენტინის შუალედურ არჩევნებში პრეზიდენტ ხავიერ მაილის პარტიამ გაიმარჯვა

27 October 2025 at 11:57

არგენტინის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე ალიანსმა „თავისუფლება წინ მიიწევს“, რომლის შემადგენლობაში არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მაილის „ლიბერტარიანული პარტიაც“ შედის, გამარჯვება მოიპოვა.
BBC-ის ინფორმაციით, კოალიციამ ხმების თითქმის 41% მიიღო, რითაც სენატის 24 ადგილიდან 13 და ქვედა პალატის 127 ადგილიდან 64 მოიპოვა.
ალიანსმა ასევე გაიმარჯვა დედაქალაქ ბუენოს-აირესში, რომელიც დიდი ხანია ულტრალიბერალების მთავარი მეტოქის, ყოფილი პრეზიდენტის, კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის, მემარცხენე ცენტრისტული კოალიციის, „სამშობლოს ძალის“ დასაყრდენად ითვლება.
კოალიციამ შუალედურ არჩევნებში ხმების 31.6% მიიღო.
BBC-ი წერს, რომ კენჭისყრამდე მილეის მოკავშირემ, დონალდ ტრამპმა, მკაფიოდ განაცხადა, რომ -ის მიერ არგენტინისთვის ცოტა ხნის წინ გამოცხადებული 40 მილიარდი დოლარის გამოყოფა მილეის მიერ პოლიტიკური იმპულსის შენარჩუნებაზე იქნებოდა დამოკიდებული.

დავით ნარმანია ენერგეტიკულ სისტემათა ინჟინერიის მე-2 საერთაშორისო კონგრესზე მოხსენებით წარდგა

27 October 2025 at 11:57

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, გამართულ ენერგეტიკულ სისტემათა ინჟინერიის მე-2 საერთაშორისო კონგრესში. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დავით ნარმანია პლენარულ სხდომაზე ძირითადი მოხსენებით წარდგა. მან ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განხორციელებულ პროექტებზე, გამოწვევებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა.
„სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების მიზნობრიობაზე, სატარიფო პოლიტიკაზე, ენერგეტიკის ეკონომიკისა და მენეჯმენტის საკითხებზე.
სემეკის მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და სამეცნიერო ნაშრომები წარადგინეს ელექტროენერგეტიკის, წყალმომარაგების, ბაზრის მონიტორინგისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა.
ენერგეტიკულ სისტემათა ინჟინერიის მეორე საერთაშორისო კონგრესის მიზანს წარმოადგენდა ექსპერტების, მკვლევარებისა და სპეციალისტების გაერთიანება ენერგეტიკის სხვადასხვა მიმართულებების შესახებ ცოდნისა და იდეების გაზიარებისთვის. კონგრესი გახსნა აწსუ-ს რექტორმა, შალვა კირთაძემ.
ენერგეტიკულ სისტემათა მე-2 საერთაშორისო კონგრესის პარტნიორია სემეკი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს უნივერსიტეტის შენობის საქმეზე

27 October 2025 at 11:40

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურას ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს განცხადებით მიმართა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული, თბილისში კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებისა და სპორტული მოედნების) შპს ,,საქართველოს უნივერსიტეტზე“ უკანონო პრივატიზების ფაქტებზე მიუთითებდა.
“საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 24 ოქტომბერს დაიწყო.
გამოძიების მიმდინარეობის და შესაბამისი სამართლებრივი შეფასებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მივაწვდით”, – აცხადებენ პროკურატურაში.
საქართველოს უნივერსიტეტის თანადამფუძნებელია ს დედა გიული ალასანია. ეს უნივერსიტეტი ბოლო პერიოდია ვერბალური შეტევების ობიექტია მმართველი პარტიიდან.
დავით გურგენიძემ მისი ქონებიც დაყადაღებაც მოითხოვა.
საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, კონსტანტინე თოფურია გამოეხმაურა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიერ მათი უნივერსიტეტის ქონების დაყადაღებისა და ჩამორთმევის მოთხოვნას.
თოფურიას თქმით, ამ საქმეს სამართლებრივად არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია.
„ფორმულასთან“ კომენტარში უნივერსიტეტის რექტორმა ისაუბრა საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ არსებულ კამპანიაზე, რომელიც დაარსების დღიდან არსებობს.
მისი განცხადებით, არსებული ქონება საქართველოს უნივერსიტეტმა ეკონომიკის სამინისტროსგან შეიძინა.
„სამართლებრივად ამ საქმეს არანაირი პერსპექტივა აქვს იმიტომ, რომ, როგორც გახსოვთ, ბატონი გურგენიძე ამბობდა, რომ სამართლებრივად ვერაფერს გავხდებითო. საქართველოს უნივერსიტეტს ყველაფერი კანონიერად აქვს შეძენილი ეკონომიკის სამინისტროდან და თვითონ გურგენიძე, წულუკიანის კომისიაზე ითხოვდა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღოთ.
რაც შეეხება ახლა შეძენას, ეს არის უტიფარი ტყუილი, რომელიც წლების განმავლობაში მეორდება. ჩვენ არაერთხელ სასამართლოში შევიტანეთ, გავასაჩივრეთ ეს, თუმცა რა თქმა უნდა, რეაგირება ამას არ ჰქონია. ეს ქონებები, თვითონ გურგენიძეც აღიარებს და მისი პრორექტორი კოპალიანიც აღიარებს, რომ იყო თავის დროზე რამდენიმე მილიონად შეძენილი. როცა საუბრობენ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს კაპიკი არ მიუღიაო, ეს ლოგიკურია. წულუკიანმაც განუმარტა, რომ ეს ქონებები ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა და შემდეგ ფული შეუვიდა ეკონომიკის სამინისტროს.
ეს ქონებები იყო არა ტექნიკური უნივერსიტეტის საკუთრება, არამედ ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება, ეს იყო დაუმთავრებელი მშენებლობები, აქ არასოდეს “გეპეი” არ ახორციელებდა სასწავლო საქმიანობას, არც კვლევით საქმიანობას, ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს დაუმთავრებელი მშენებლობები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაყიდა და საქართველოს უნივერსიტეტმა რამდენიმე მილიონად შეიძინა.
საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ კამპანია არის დაწყებული პრაქტიკულად უნივერსიტეტის დაარსების მომენტიდან, ეს “ერთი ლარის თემა” სულ ისმოდა წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, მერეც. ბოლო ერთი თვეა უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა ეს კამპანია, თუმცა მანამდეც არ ვიყავით განებივრებული მათი უყურადღებობით.
ზოგადად, როგორც ვთქვი, სამართლებრივად არანაირი პერსპექტივა ამ საქმეს არ გააჩნია. პოლიტიკურად და ზოგადად წინასწარ შეფასებას ვერ ვიტყვი, მაგრამ საქართველოს [უნივერსიტეტის] პოზიციები არის ძალიან მყარი, სამართლებრივად არის ძალიან მყარი. ეს ქონებები თავის დროზე -ის დახმარებით იქნა გარემონტებული და რეაბილიტირებული, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი საქართველოში, წარმოიდგინეთ, ეს იყო ცარიელი კარკასები, აქ არაფერი იყო და დღეს არის შექმნილი საუკეთესო უნივერსიტეტი.
ტექნიკურ უნივერსიტეტს რომ გადასცემოდა ეს ქონებები, ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი ბევრი ქონება აქვს, რომელიც ასევე მოუვლელია და გუშინ პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, რომ ძალიან სავალალო მდგომარეობაში არის უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა. ჯერ იმ შენობებს მოუარონ, რაც ჩაჰბარდათ, რაც გადასცა ეკონომიკის სამინისტრომ მათ და მერე იფიქრონ მიშენებებზე”,- განუცხადა კონსტანტინე თოფურიამ „ფორმულას“.

პროკურატურამ გიული ალასანიას უნივერსიტეტზე გამოძიება დაიწყო

27 October 2025 at 11:25

პროკურატურამ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ პროკურატურას 17 ოქტომბერს მიმართა. გურგენიძის თქმით, „წინა ხელისუფლების დროს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების დიდი ნაწილი მიიტაცა ყოფილი პრეზიდენტის [ს] ოჯახმა“. მან გიული ალასანიას უნივერსიტეტისთვის (საქართველოს უნივერსიტეტი) ქონების დაყადაღება და შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტისთვის გადაცემა მოითხოვა.
პროკურატურის განცხადების თანახმად, გურგენიძე განცხადებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული, თბილისში კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებისა და სპორტული მოედნების) შპს ,,საქართველოს უნივერსიტეტზე“ უკანონო პრივატიზების ფაქტებზე მიუთითებდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 24 ოქტომბერს დაიწყო.
ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტების საკითხი მოხვდა „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნაშიც, რომელსაც ხელმძღვანელობდა. დასკვნის წარდგენისას თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყანაში დამკვიდრებული „არაჯანსაღი მართვის მოდელი კორუმპირებული იყო“.
წულუკიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი მმართველობის განმავლობაში ადგილი ჰქონდა კანონგარეშე პროცესებს, რომელთა მიზანსაც ბიზნესისა და სხვა კერძო მესაკუთრეების რეკეტი და ტერორი წარმოადგენდა. ამ კონტექსტში წულუკიანმა ისაუბრა ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტების ქონებებზე. მისი თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო ქონება სააკაშვილის და მისი გარემოცვის წყალობით, გიული ალასანიამ ხელში ჩაიგდო.
„ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას ტექნიკური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა 1 ლარად, „თავხედურად“ გადაეცა და საინტერესო იქნება გამოძიების მიერ ამ საკითხის შესწავლა.
საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის, კონსტანტინე თოფურიას განცხადებით, ამ საქმეს სამართლებრივად არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. მისი თქმით, საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ კამპანია დაარსების დღიდან არსებობს და სინამდვილეში არსებული ქონება საქართველოს უნივერსიტეტმა ეკონომიკის სამინისტროსგან შეიძინა.

ნატალი ლუაზო – ერთი წელია ქართველები ყოველდღიურად, რეპრესიების მიუხედავად, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის მშვიდობიან დემონსტრაციებს მართავენ

27 October 2025 at 08:38

ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო აცხადებს, რომ ქართველი ხალხი გასული წლის საპარლამენტო ს შემდეგ მშვიდობიან დემონსტრაციებს ყოველ დღე მართავს.
„ზუსტად ერთი წლის წინ, ვაკვირდებოდი საქართველოში საკანონმდებლო არჩევნებს. ვნახე, როგორ მოიპარა მმართველმა პარტიამ ხალხის ხმა. მას შემდეგ, დაუღალავად, რეპრესიების მიუხედავად, ქართველები ყოველდღიურად მშვიდობიან დემონსტრაციებს მართავენ“, – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

სერგეი სობიანინის ინფორმაციით, ჩამოაგდეს 30 დრონი, რომლითაც მოსკოვზე თავდასხმას ცდილობდნენ

27 October 2025 at 08:11

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, ს საჰაერო თავდაცვამ მოსკოვისკენ მიმავალი 30 დრონი ჩამოაგდო, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სობიანინის განცხადებით, დრონების ნამსხვრევების ადგილებზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.
რუსული ტელეგრამ არხების ცნობით, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აფეთქებების ხმები მოსკოვის ოლქის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის რუსეთის დედაქალაქშიც, გაიგონეს.

ანტონიო კოშტა – ჩინეთის პრემიერთან შეხვედრაზე გამოვხატე ევროკავშირის მოლოდინი, რომ ჩინეთი ხელს შეუწყობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის დასრულებას

27 October 2025 at 08:11

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტის ფარგლებში ჩინეთის პრემიერ-მინისტრს, ლი ციანს შეხვდა.
„ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან კონსტრუქციულ და სტაბილურ ურთიერთობებს. გვსურს თანამშრომლობის გაძლიერება გლობალური გამოწვევების მოსაგვარებლად“, – წერს კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ხელახლა დაბალანსების მიზნით კონკრეტული პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.
„გავუზიარე ჩემი ძლიერი შეშფოთება ჩინეთის მიერ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის ექსპორტის კონტროლის გაფართოებასთან დაკავშირებით. მოვუწოდე მას, რაც შეიძლება მალე აღადგინოს მოქნილი, საიმედო და პროგნოზირებადი მიწოდების ჯაჭვები. ასევე გამოვხატე ევროკავშირის მოლოდინი, რომ ჩინეთი ხელს შეუწყობს უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესიის ომის დასრულებას“, – წერს კოშტა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) 47-ე სამიტი მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში მიმდინარეობს. სამიტს მსოფლიო და რეგიონული ლიდერები ესწრებიან, მათ შორის -ის პრეზიდენტი, . სამიტი გუშინ გაიხსნა და 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში აფეთქებები იყო

27 October 2025 at 07:56

შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო მოსკოვში და მოსკოვის ოლქში. აფეთქებების შესახებ სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები იუწყებოდნენ. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინულ დრონებს იგერიებდა. დროებით დაკეტეს დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტები.
სობიანინის ტელეგრამ არხზე 27 ოქტომბერს, ღამის პირველიდან ოთხი საათის ჩათვლით გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა „ჩამოაგდეს“, ან „მოიგერიეს“ საერთო ჯამში, 30-ზე მეტი დრონი, რომლებიც „მოსკოვისკენ მიფრინავდნენ“. ყველა ამ შეტყობინებას თან ახლდა სტანდარტული ტექსტი, რომ „ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სამსახურების სპეციალისტები“. კონკრეტული ადგილები სობიანინს არ დაუსახელებია.
ტელეგრამ-არხის, ASTRA-ს ცნობით, მოსკოვში აფეთქებების შემდეგ კვამლი იყო დაბა კომუნარკას ტყის მასივში. ეს დაბა უშუალოდ მოსკოვის შემადგენლობაშია და ს დედაქალაქის წრიულ საავტომობილო გზასთან მდებარეობს.
მოსკოვის ოლქის ქალაქ სერპუხოვში ხანძარი იყო ნავთობის ბაზაზე. ქალაქის ადმინისტრაციას ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ დაუსახელებია.
26 ოქტომბერს რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. დაიღუპა 3 და დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი.
ფორუმი

სერგეი სობიანინის ინფორმაციით, ჩამოაგდეს 30 დრონი, რომლებიც მოსკოვზე თავდასხმას ცდილობდნენ

27 October 2025 at 06:39

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, ს საჰაერო თავდაცვამ მოსკოვისკენ მიმავალი 30 დრონი ჩამოაგდო, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სობიანინის განცხადებით, დრონების ნამსხვრევების ადგილებზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.
რუსული ტელეგრამ არხების ცნობით, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აფეთქებების ხმები მოსკოვის ოლქის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის რუსეთის დედაქალაქშიც, გაიგონეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი – მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინისთვის დამატებითი Mirage-ის მოიერიშე თვითმფრინავების და საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით

27 October 2025 at 06:10

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, მისი ქვეყანა კიდევ უფრო მეტ Mirage-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს მიიღებს.
„მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მიმართ: საფრანგეთმა მიიღო გადაწყვეტილება, ს მიაწოდოს დამატებითი Mirage-ის გამანადგურებლები და საჰაერო თავდაცვის რაკეტები, ხოლო გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს დახმარებას საჰაერო თავდაცვაში რაკეტების მიწოდებით და უპილოტო საფრენი აპარატების მოსაგერიებელი დრონების წარმოებით – მადლობა ამისთვის“, – წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ამასთან, მისი ინფორმაციით, ასევე, ფინეთმა და ესპანეთმა მიიღეს ახალი გადაწყვეტილებები ამერიკული იარაღის, მათ შორის Patriot-ებისთვის რაკეტების შესყიდვის მექანიზმში – PURL ინიციატივაში – მონაწილეობის შესახებ.
„ამაზე სრული ფოკუსირებით ვმუშაობთ და ევროპელ პარტნიორებთან ჩვენი თავდაცვის შეთანხმებები აშკარად მუშაობს. ვამზადებთ ახალ პროექტებს – იქნება მეტი ერთობლივი იარაღის წარმოება“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, იმისათვის, რომ მსოფლიომ რუსეთს ძალის პოზიციიდან მიმართოს, უკრაინა თავად უნდა იდგეს მყარად.
„მნიშვნელოვანია, ყოველთვის შევადაროთ ის, რისი გაკეთება და როდის ჰქონდათ რუსებს ნაბრძანები, იმას, რაც მათ რეალურად შეძლეს. უკრაინის წინააღმდეგობა ნამდვილად გმირულია“, – აცხადებს ზელენსკი.

“რა @@@ობაა ეს საერთოდ?” – ქეთევან ენუქიძე ჩერგოლეიშვილის ინიციატივაზე

27 October 2025 at 03:23

შეაჩერე კორუფციას თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე:
პროტესტს ვინც გულშემატკივრობს, მათი დიდი ნაწილი ვერ დარეგისტრირდება სურვილის შემთხვევაშიც კი და სრულიად პრაგმატული მიზეზით.
პირადად მე არ მაქვს წინაღობა, მაგრამ მოტივია გაუგებარი…
რატომ? ვინ უნდა დამაორგანიზოს?
პწიჩკა უნდა დამისვან, თუ კრესწიკი?
თუ არ დავორგანიზდი ამათ ბაბლში, ე.ი. პროტესტს ვემიჯნები?
სრულ სურათს მაინც ვერ შექმნიან და არასრული რა ჯანდაბად უნდათ?
რა @@@ობაა ეს საერთოდ?
ვინმემ მიხუროს ფსიხუშკის კარი, ბოლოს და ბოლოს!
ყველა გარეთ როგორ არის?!

,, ვინც ამ პროტესტს გულშემატკივრობთ, გთხოვთ, რომ დარეგისტრირდეთ წინააღმდეგობის გვერდზე” – თამარ ჩერგოლეიშვილი

27 October 2025 at 02:21

,,ფედერალისტების” დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა რუსთაველზე, აქციის მსვლელობისას განაცხადა:
,,ერთადერთი, რაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ რეჟიმი ბოლომდე მოვგუდოთ პოლიტიკურად არის უკეთესი ორგანიზება, ამიტომ ყველას, ვინც ამ პროტესტს გულშემატკივრობთ, გთხოვთ, რომ დარეგისტრირდეთ წინააღმდეგობის გვერდზე და გაგვაგებინოთ ვინ ხართ, იმისთვის რომ უკუკავშირი შევძლოთ, უკეთ ვორგანიზდეთ, უკეთ დავიცვათ ერთმანეთი, არ დავაჭერინოთ რეჟიმს არავინ, იმისთვის რომ პროტესტი რეჟიმს უფრო ძვირი დავუსვათ, ვიდრე ჩვენ და გავიტანოთ გოლი.”

„სალომე ზურაბიშვილი არც თავისი არჩევნების დროს იყო ლეგიტიმურად არჩეული“ – ნინო წილოსანი

27 October 2025 at 01:11

ნინო წილოსანმა ,,იმედზე” სალომე ზურაბიშვილზე განაცხადა:
არც თავისი ს დროს იყო ლეგიტიმურად არჩეული, ვგულისხმობ იმას, რომ პირველ ტურში მან ფაქტობრივად წააგო თავის ოპონენტთან. ის ვერ გახდებოდა პრეზიდენტი, რომ არა მეორე ტური, სადაც „ქართული ოცნება“ დაუდგა მას გვერდით და „ქართული ოცნების“ ხარჯზე გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი არც მაშინ იყო შინაარსობრივად არჩეული პრეზიდენტი, მთლიანი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნოდა და ახლა მით უფრო, როდესაც ის საქართველოს გამყიდველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც თავს აცხადებს მიმდინარე პრეზიდენტად.“

ზელენსკი: უკრაინის წინააღმდეგობა ჭეშმარიტად გმირულია

27 October 2025 at 00:26

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კიევში დასრულდა მრავალსაათიანი სამაშველო საქმიანობა:
„დასრულდა სამაშველო სამუშაოები კიევში, საცხოვრებელ შენობაზე ს „შაჰედის“ დარტყმის ადგილას. მაშველები ღამის შემდეგ მუშაობდნენ და დიდი დრო დასჭირდა სახანძრო ძალისხმევას.
მხოლოდ დღეს, მარტო კიევში, სამი ადამიანია მოკლული რუსეთის თავდასხმის შედეგად, 31 დაშავდა, მათ შორის 7 ბავშვია”.
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენეს “თითქმის 1200 მოიერიშე დრონი და სხვადასხვა ტიპის 50 რაკეტა – უმრავლესობა, ბალისტიკური. ასეთი საფრთხისგან დაცვა მხოლოდ კოლექტიური ძალისხმევით არის შესაძლებელი – მსოფლიოში არც ერთი სახელმწიფო უნდა დარჩეს მარტო ამის წინაშე”.
ზელენსკი ჩამოთვლის ბოლოდროინდელ კომუნიკაციას ევროპელ ლიდერებთან:
“ვესაუბრე გერმანიის კანცლერს და გვაქვს კომუნიკაცია სხვა ევროპელ პარტნიორებთან „პატრიოტებთან“ დაკავშირებით. განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მიმართ: მიღებულია გადაწყვეტილება საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის დამატებითი „მირაჟის“ მოიერიშე თვითმფრინავებისა და საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდებაზე. გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს ჩვენს დახმარებას საჰაერო თავდაცვის კუთხით: რაკეტების მოწოდებითა და გადამტაცი დრონების წარმოებით. ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს ფინეთმა და ესპანეთმა PURL-ის ინიციტივის ფარგლებში წვლილის შეტანით – ეს არის ამერიკული იარაღის შეძენის მექანიზმი, მათ შორის „პატრიოტებისთვის“ საჭირო რაკეტების”.
ზელენსკის ინფორმაციით, მზადდება ახალი პროექტები:
“იქნება მეტი იარაღის ერთობლივი წარმოება. იმისთვის, რომ მსოფლიო რუსეთს ძლიერის პოზიციიდან ელაპარაკოს, ჩვენ ში უნდა ვიდგეთ ძლიერად. უმნიშვნელოვანესია იმის შედარება – რას და რამდენ ხანში გეგმავდნენ რუსები, იმასთან – რა მოახერხეს სინამდვილეში”.
უკრაინის პრეზიდენტი ლაპარაკობს ფრონტზე არსებულ ვითარებაზეც. მათ შორის, პოკროვსკზე ამბობს:
“ქალაქში არიან მტრის სადაზვერვო და დივერსიული ჯგუფები. ლოჯისტიკა კვლავაც რთულია. თუმცა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ოკუპანტის განადგურება; უნდა გავაგრძელოთ მაქსიმალური დანაკარგების მიყენება რუსებისთვის”.
25 ოქტომბერს ღამით რუსეთმა დრონებით მიიტანა იერიში კიევზე.
ს მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, კიევის დესნიანსკის რაიონში, “შაჰედის” ნამსხვრევები მოხვდა ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას, რის შედეგადაც გაჩენილმა ხანძარმა მოიცვა რამდენიმე სართული. დრონების იერიშის შედეგად ასევე დაზიანდა კიდვ ერთი ცხრასართულიანი შენობის ფასადი და ზედა სართულების გადახურვა.
ფორუმი

რუსუდან თევზაძე აცხადებს, რომ უარს ამბობს პარლამენტის მანდატზე და ტოვებს პარტიას “გახარია-საქართველოსთვის”

27 October 2025 at 00:11

რუსუდან თევზაძე აცხადებს, რომ უარს ამბობს პარლამენტის მანდატზე და ტოვებს პარტიას “გახარია-საქართველოსთვის”.
მისი თქმით, გადაწყვეტილება, არცერთ შემთხვევაში, არ არის მიმართული პოლიტიკური ძალის „გახარია საქართველოსთვის“ წინააღმდეგ, თუმცა დღეს და ახლა, საქართველოსთვის უკიდურესად მძიმე საშინაო და საგარეო გამოწვევების ფონზე, მივიღე ადამიანურად ურთულესი, მაგრამ ვფიქრობ მოქალაქეობრივად სწორი გადაწყვეტილებააზ
“მოგეხსენებათ, რომ 2021 წლიდან ვარ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი და განათლებისა და კულტურის მიმართულების კურატორი. სწორედ, პოლიტიკური პარტიის წევრის სტატუსით ვცდილობდი, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებას. მოგეხსენებათ ისიც, რომ მაქვს დეპუტატის მანდატი, რომელიც კოლეგებთან და მეგობრებთან, რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ერთობლივი მუშაობით მივიღე. თუმცა, დღეს და ახლა, საქართველოსთვის უკიდურესად მძიმე საშინაო და საგარეო გამოწვევების ფონზე, მივიღე ადამიანურად ურთულესი, მაგრამ ვფიქრობ მოქალაქეობრივად სწორი გადაწყვეტილება, ჩემი შვილებისა და მათი თაობის მომავლის სასარგებლოდ. უარს ვამბობ პარლამენტის მანდატზე და ვტოვებ პარტიას.პ.ს.ხმამაღლა და მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ჩემი გადაწყვეტილება, არცერთ შემთხვევაში, არ არის მიმართული პოლიტიკური ძალის „გახარია საქართველოსთვის“ წინააღმდეგ. ჩემი კოლეგები, ჩემთვის კვლავაც რჩებიან მეგობრებად და ჩემთვის პატივსაცემ პროფესიონალ ადამიანებად და ვუსურვებ მათ წარმატებას ამ გზაზე”, – წერს ის სოციალურ ქსელში.

,,ოპოზიცია “ ქართული ოცნების” გამარჯვების წლისთავს აღნიშნავს!“ – ხოფერია საპროტესტო მსვლელობაზე

27 October 2025 at 00:11

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია დღეს გამართულ საპროტესტო მსვლელობას ეხმაურება:
,,ოპოზიცია “ ქართული ოცნების” გამარჯვების წლისთავს აღნიშნავს! გამარჯვებაც ასეთი უნდა!”

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ დმიტრიევს “რუსი პროპაგანდისტი” უწოდა

27 October 2025 at 00:02
-ის ფინანსთა მინისტრმა პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ დმიტრიევს “რუსი პროპაგანდისტი” უწოდა
“„ვფიქრობ, ამ ეფექტს მაშინვე იგრძნობს. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ შეწყვიტა ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა. ბევრმა ჩინურმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამაც შეწყვიტა. მარგარეტ, მართლა აპირებთ გამოაქვეყნოთ ის, რასაც რუსი პროპაგანდისტი ამბობს? სხვას რას იტყვის ის? რომ ეს საშინელება იქნება და პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს?“ | თქვა სკოტ ბესენტმა CBS News-თან ინტერვიუში და უპასუხა ჟურნალისტ მარგარეტ ბრენანის კითხვას, ცდება თუ არა დმიტრიევი სანქციების მოქმედებასთან დაკავშირებით და როდის იგრძნობს რუსეთი რეალურ ტკივილს

უკრაინელებმა რუსეთში ბელგოროდის წყალსაცავი დაბომბეს (ვიდეო)

26 October 2025 at 22:48

უკრაინელებმა რუსეთში ბელგოროდის წყალსაცავი დაბომბეს – უკრაინული მედია წერს, რომ აღნიშნული კაშხლიდან გადმოსული წყალი, სავარაუდოდ, ვოლჩანსკის ტერიტორიას დატბორავს, სადაც ამჟამად რუსი სამხედროები არიან განლაგებულნი

ელენე ხოშტარია: მოგმართავთ საპატიმროდან, თუმცა თავს პატიმრად არ ვგრძნობ (ვიდეო)

26 October 2025 at 22:46
მოგმართავთ საპატიმროდან, თუმცა თავს პატიმრად არ ვგრძნობ. რადგან თავისუფლება არჩევანია. თავისუფლება ჩემი და ქართველი ხალხის არჩევანია, მიუხედავად ყველაფრისა.
მოგმართავთ საპატიმროდან, თუმცა არა იმისთვის, რომ დახმარება გთხოვოთ. მე გთხოვთ, დავდგეთ ერთად და ხმა ავიმაღლოთ ჩვენი საერთო, ევროპული ღირებულებების დასაცავად. მე არ გთხოვთ, ააშენოთ ქართული დემოკრატია, მე გთხოვთ, ერთად შევებრძოლოთ ავტოკრატებსა და ოლიგარქებს, ჩვენს საერთო საფრთხეს. მე არ გთხოვთ, ააშენოთ ჩვენი ეკონომიკა, მე გთხოვთ, ერთად ავაშენოთ ევროპა, ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი. მე არ გთხოვთ, რომ ჩვენთვის იბრძოლოთ, მე გთხოვთ, იბრძოლოთ ჩვენთან ერთად, მხარი დაუჭიროთ ჩვენს ბრძოლას. დროა, ევროპამ იმოქმედოს, გარემოებებზე რეაგირებით კი არა, იმოქმედოს სტრატეგიულად. ციტატას მოვიყვან – “იმოქმედეთ, სანამ გვიანი არ არის” – ეს სიტყვები ეკუთვნის პოლიტპატიმარს, თავისუფლებისათვის მებრძოლს, ჩვენი ბრძოლის სიმბოლოს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს. და მე მსურს, ეს სიტყვები მთელს ევროპას მივაწვდინო, თქვენი, როგორც ჩემი ძვირფასი ევროპული ოჯახის, მეშვეობით. მადლობა |ელენე ხოშტარია
🇬🇪26 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე.

“ირაკლი ლომოური – სახე ღირსეული და მებრძოლი ქართველი კაცისა!” (ვიდეო)

26 October 2025 at 22:29

“ირაკლი ლომოური – სახე ღირსეული და მებრძოლი ქართველი კაცისა!” – წერს თინათინ მოსიაშვილი სოციალურ ქსელში და საპროტესტო მსვლელობიდან ვიდეოს აქვეყნებს.

მაია ორჯონიკიძე: დედაჩემი ვერ მოესწრო, მაგრამ მე მოვესწრები იმ დროს, რაზეც ის ამ ინტერვიუს ბოლოში წერს

26 October 2025 at 22:24

პუბლიცისტი და მხატვარი მაია ორჯონიკიძე:

დედაჩემი ვერ მოესწრო, მაგრამ მე მოვესწრები იმ დროს, რაზეც ის ამ ინტერვიუს ბოლოში წერს. იზას “ფანი” წულუკიანი დათაგეთ ვინმემ.

სალომე ზურაბიშვილი: “ერთი წელი გავიდა არჩევნებიდან. ერთი წელია ხელისუფლება არალეგიტიმურია”

26 October 2025 at 22:09

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას 2024 წლის საპარლამენტო აჩენებიდან გასული ერთი ერთი წელი შეაჯამა.
“26 ოქტომბრიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. ერთი წელია ხელისუფლება არალეგიტიმურია და ვერაფრით მოიპოვა ლეგიტიმურობა მცდელობებით, რომ ვიღაცებს ხელი ჩამოართვან, ვერც იმით, რომ ვიღაცები შეიყვანეს პარლამენტში, ან აპირებენ შეიყვანონ პარლამენტში”, – განაცხადა ზურაბიშვილმა, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს რუსული სცენარი უწოდა ისევე როგორც – 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებს:
“ერთი წელი გავიდა, ერთი რუსული სცენარიდან მეორე რუსულ სცენარამდე. 4 ოქტომბერს რეჟიმმა სცადა ხალხი შეეტყუებინა აბსურდულ სცენარში, რომელიც მხოლოდ რუსული სპეცსამსახურების ტვინში შეიძლება ყოფილიყო მოხარშული. ქართველი ხალხი ბრძენია, იცის, როგორ უნდა მიიყვანოს ეს ერთწლიან ბრძოლა ბოლომდე. რა გამოჩნდა ერთი წლის განმავლობაში? გამოჩნდა, რომ ქართველი ხალხის მხარეს არის არნახული სოლიდარობა. საკმარისია ნახოთ, რა სისწრაფით გროვდება დახმარება ჯარიმებისთვის, რათა არავინ დარჩეს დაუცველი ამ უსამართლობის წინაშე. საკმარისია ნახოთ ყოველივე სასამართლოზე ადამიანები, რომლებიც იქ დგანან, მიდიან, არავის ტოვებენ მარტო. სამაგიეროდ, ამ რეჟიმის წარმომადგენლები როდესაც არიან ციხის წინ და სასამართლოზე, მარტო არიან, არავინ დგება მათ გვერდთ. არავინ უცხადებს სოლიდარობას, თუნდაც „ფეისბუქ“ პოსტებით. მარტო არიან, საზოგადოების მხარეს არის სოლიდარობა, თანაგრძნობა, რომელიც რეჟიმმა გამოაცხადა, როგორ არალეგალური, ნულოვანი თანაგრძნობაა. ხალხში არის ერთიანი ბრძოლა”.
სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება დაუთმო ჟურნალისტებს, რომლებიც, მისი თქმით, ბოლომდე იბრძვიან ძალიან დიდი საფრთხეების წინაშე და ციხეშიც ხვდებიან.
“მზია ამაღლობელის სახელი, ყველა ჩვენი ჟურნალისტების სახელით საზღვრებს იქით გავიდა. არამხოლოდ ჟურნალისტები, ადვოკატები და იურისტები 1 წლის განმავლობაში სრულიად უანგაროდ ემსახურებიან სხვებს, ადამიანებს, რომლებიც უსამართლობის მსხვერპლი არიან. ეს არის ძალა საზოგადოების. პატრიოტიზმი ამ ხალხის მხარეს არის, რომელიც აქ დგას, ამ დროშების უკან. რეჟიმი არის ს მხარე, რომელსაც შემოჰყავს რუსული სანქცირებული გემი, შემოაქვს რუსული ნავთობი გადასამუშავებლად“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას.
ფორუმი

სალომე ზურაბიშვილი – რეჟიმი და მისი უკანასკნელი წარმომადგენლები ტოტალურ კორუფციაში არიან, რეჟიმმა უკვე წააგო, მისი დღეები დათვლილია, კიდევ ცოტა გავუძლოთ – არ დავუთმოთ რუსებს, თუნდაც ქართულ ტანსაცმელში გადაცმულს

26 October 2025 at 21:56

ერთი წლის თავზე ყველაფერი გაშიშვლდა. საზოგადოება იხდის ჯარიმებს, ბიუჯეტს ავსებს და რეჟიმი და მისი უკანასკნელი წარმომადგენლები ტოტალურ კორუფციაში არიან -კიდევ ცოტას გაუძლოს ჩვენმა გულმა, მალე იქნება ნამდვილი, ბოლომდე გამარჯვება, ახალი , ახალი საზოგადოება, ახალი პოლიტიკური სივრცე, რომელიც გვჭირდება,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის რეჟიმი, რომელიც ყიდის და ასხვისებს საქართველოს მიწებს.
„ერთი წლის თავზე, ყველაფერი გაშიშვლდა. ეს საზოგადოება იხდის ჯარიმებს, ბიუჯეტს ავსებს და რეჟიმი და მისი უკანასკნელი წარმომადგენლები ტოტალურ კორუფციაში არიან. ტოტალურში, რომლის ასეთი მასშტაბი არსად გამიგონია. ვეღარ ვითვლით ასეულ მილიონებს, სად მიდის. ეს არის რეჟიმი, რომელიც ყიდის და ასხვისებს საქართველოს მიწებს. აქვეა გახსნილი ახალი სამშენებლო ოფისი, მაგრამ ასევე მიწების გარიგების გაერთიანებულ არაბთა ემირატებთან. ვითომ კინო რუსთაველი ვერ დარჩებოდა რუსთველზე. ეს არის ამ რეჟიმის ქმედებები. ამ რეჟიმმა უკვე წააგო, აღარ აქვს არანაირი საფუძველი რომ გააგრძელოს, მისი დღეები დათვლილია! ჩვენ, ვალდებულები ვართ, კიდევ ცოტა გავუძლოთ. მინდა ვუთხრა პოლიტიკური პატიმრების მშობლებს: მე მესმის, როდესაც ვამბობ: “ცოტა კიდევ გავუძლოთ” მარტივი სიტყვები არ არის. ამას როდესაც ვამბობ მარტივი სიტყვები არაა იმ აქტივისტებისთვისაც, რომლებიც ყოველ დღე აქ დგანან და საკუთარ თავზე იღებენ ამ მოძრაობის უწყვეტობას. ვიცი, არაფერი არასდროს არის ადვილი, როდესაც საუბარია, რომ ეს ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, რუსებს არ დავუთმოთ, თუნდაც ქართულ ტანსაცმელში გადაცმულს.
აქ, უკვე ჩვენი, თქვენი გამარჯვებაა. კიდევ ცოტას გაუძლოს ჩვენმა გულმა, მალე იქნება ნამდვილი, ბოლომდე გამარჯვება, ახალი არჩევნები, ახალი საზოგადოება, ახალი პოლიტიკური სივრცე, რომელიც გვჭირდება. ეს არის ჩვენი მომავალი და ჩვენ ამ მომავლისთვის ყველა ერთად ვდგავართ“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ლევან ცუცქირიძე: “გადადგეს ბანდიტების მთავრობა! გათავისუფლდნენ უდანაშაულო ადამიანები! ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები!”

26 October 2025 at 21:55

„თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ 26 ოქტომბერს გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეებს შემდეგი “დემოკრატიული რიტუალის” ჯიუტად შესრულება შესთავაზა:
„ჩვენ გვჭირდება, რომ საქართველოს მოქალაქეების კიდევ უფრო დიდმა რაოდენობამ გადაწყვიტოს, რომ ჩვენ აღარ და ვეღარ ვიცხოვრებთ ძველებურად მანამ, სანამ არ აღვადგენთ დემოკრატიას ამ ქვეყანაში, არ გავათავისუფლებთ უდანაშაულოდ დაპატიმრებულ ადამიანებს და არ ჩავატარებთ ნამდვილად თავისუფალ არჩევნებს. ამისთვის მინდა შემოგთავაზოთ, რომ თითოეულმა მოქალაქემ დაამკვიდროს ერთგვარი ახალი, დემოკრატიული რიტუალი, რომელსაც ჯიუტად შევასრულებთ მანამ, სანამ ჩვენი მიზნები არ იქნება მიღწეული. შემიძლია ამ რიტუალისთვის სამი რამ შემოგთავაზოთ:
I. თითოეულმა მოქალაქემ კვირაში ერთი დღე მაინც აუცილებლად გაატაროს რუსთაველზე, საპროტესტო კერაზე ან სხვა ქალაქებში;
II. მხარი დაუჭირონ და დავაფინანსოთ ის მამაცი ადვოკატები, იურისტები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებიც იცავენ მართალ ადამიანებს და მათი ბრძოლის წყალობით მართალი სიტყვა ჯერ კიდევ ისმის ქვეყანაში;
III. შევუერთდეთ და გავაძლიეროთ დემოკრატიული, პატრიოტული, სამოქალაქო და პოლიტიკური ძალები იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი დემოკრატიის ფუნდამენტი ახლავე ჩავყაროთ და ის ისეთი ძლიერი იყოს, რომ ვერცერთმა ავტოკრატმა ვეღარ შეარყიოს“
ლევან ცუცქირიძის თქმით, საზოგადოება ერთი წლის განმავლობაში ითხოვდა ელემენტარულს – თავისუფალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. დღეს კი, მისი თქმით, საპროტესტო შეკრების მონაწილეები შეიკრიბნენ იმისთვის, რომ ყველამ ერთად, მათ შორის დაპატიმრებული ადამიანების სახელით, თქვან:
“გადადგეს ეს ბანდიტების მთავრობა! გათავისუფლდნენ უდანაშაულო ადამიანები! ჩატარდეს თავისუფალი ! ჩვენ ყველამ ერთისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ და ერთმაც უნდა იბრძოლოს ყველასათვის. მინდა გთხოვოთ გავიმეოროთ ჩვენი ბრძოლის ახალი წესი: ერთი ყველასათვის, ყველა ერთისთვის, გამარჯვებისთვის, ბოლომდე გამარჯვებისთვის!“.
ფორუმი

საქართველოს რუკა ჭიათურაში, ჭიათურობა 2025-ის აღსანიშნავ ღონისძიებაზე – ფოტოს, სადაც საქართველოს რუკა დროებით ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშეა, ქალაქის მერია აქვეყნებს

26 October 2025 at 19:07

საქართველოს რუკა ჭიათურაში, ჭიათურობა 2025-ის აღსანიშნავ ღონისძიებაზე – ფოტოს, სადაც საქართველოს რუკა დროებით ოკუპირებული რეგიონების – სა და სამაჩაბლოს გარეშეა, ქალაქის მერია აქვეყნებს.

გელა მთივლიშვილი: 2 წუთის წინ, მოვდიოდი გულუას ქუჩაზე. უცებ გაბმული სროლა ატყდა, პირდაპირ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის შენობის წინ. ცეცხლი ჰაერში, ათამდე გასროლა

26 October 2025 at 19:04
“ახლახან, 2 წუთის წინ, მოვდიოდი გულუას ქუჩაზე. უცებ გაბმული სროლა ატყდა, პირდაპირ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის შენობის წინ. ცეცხლი ჰაერში, ათამდე გასროლა. შუქნიშანზე წითელი აინთო, კინაღამ წინ მდგომ მანქანას შევასკდი. ახალგაზრდა, შავებში ჩაცმული ბიჭი, შავი ფერის მანქანის გვერდზე, აგრძელებდა სროლას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, მეტრო თავისუფლებასთან პირბადეებზე ნადირობა არ დაგავიწყდეთ!” – წერს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში

პესკოვი აშშ-ის სანქციებზე: ნამდვილად დააზიანეს ჩვენი ურთიერთობების რეანიმაციის პერსპექტივები

26 October 2025 at 18:42

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი გამოეხმაურა -ის მიერ ს ნავთობკომპანიების – „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
„აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გახმიანებული სხვადასხვა ნიუანსის მიუხედავად, ჩვენ მაინც უნდა ვორიენტირდეთ საკუთარ ინტერესებზე. ჩვენი ინტერესებია ყველა ქვეყანასთან, მათ შორის – შეერთებულ შტატებთან, კარგი ურთიერთობების დამყარება. რა თქმა უნდა, ქმედებები, რომლებსაც ამ კვირაში მიმართეს, არამეგობრული ნაბიჯია. მათ ნამდვილად დააზიანეს ჩვენი ურთიერთობების რეანიმაციის პერსპექტივები. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ეს მისწრაფებები. უნდა ვაკეთოთ ის, რაც ჩვენთვის არის ხელსაყრელი“, – პესკოვის ამ სიტყვებს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
22 ოქტომბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) გააძლიერა სასანქციო ზეწოლა რუსეთის ენერგოსექტორზე და მის სამიზნეებად ამჯერად იქცა რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანიები „როსნეფტი“ და „ლუკოილი“. ამ გადაწყვეტილებას თან ახლდა მოწოდება მოსკოვისადმი „ცეცხლის შეწყვეტაზე დაუყოვნებლივ დასათანხმებლად“. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა:
ასევე ნახეთ პუტინი დათმობაზე არ მიდის ტრამპის მხრიდან რუსეთის მსხვილი ნავთობკომპანიებისთვის სანქციების დაწესების ფონზე
„მკვლელობის შეწყვეტისა და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის დროა. ამ უაზრო ომის დასრულებაზე პრეზიდენტ პუტინის უარის გათვალისწინებით, ხაზინა ასანქცირებს რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, რომლებიც აფინანსებენ კრემლის ომის მანქანას. ხაზინა მზად არის შემდგომი მოქმედებისთვის, თუკი ეს აუცილებელი იქნება პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევის მხარდასაჭერად, კიდევ ერთი ომის დასასრულებლად. მოვუწოდებთ ჩვენს მოკავშირეებს, შემოგვიერთდნენ და დაიცვან ეს სანქციები”.
ფორუმი

მედია: ჭიაურელების ლეგენდარული დინასტიის მოსკოველი შთამომავალი: ვინ არის რამაზ ჭიაურელი უმცროსი – ვერიკოსთვის მიცემული ფიცი, უცნობი პირადი ცხოვრება და სამსახური ჟირინოვსკისთან

26 October 2025 at 18:29

რო­დე­საც გვა­რი “ჭი­ა­უ­რე­ლი” გეს­მის, წარ­მო­სახ­ვა­ში ცო­ცხლდე­ბა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის პან­თე­ო­ნი: მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლი, ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე, სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი. თუმ­ცა, მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს ამ დი­ნას­ტი­ის კი­დევ ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი – რა­მაზ ჭი­ა­უ­რე­ლი. ის რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბი­ლი სა­ხეა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბაც სავ­სეა პა­რა­დოქ­სე­ბით: ატა­რებს ლე­გენ­და­რულ გვარს, მაგ­რამ არ იცის ქარ­თუ­ლი ენა; გა­ი­ზარ­და საბ­ჭო­თა ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის ელი­ტა­ში, თუმ­ცა 2016 წელს ვლა­დი­მირ ჟი­რი­ნოვ­სკის სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­ში მუ­შა­ობ­და. ჩვენ გი­ამ­ბობთ რა­მაზ ჭი­ა­უ­რე­ლის გზას თბი­ლი­სუ­რი არ­და­დე­გე­ბი­დან რუ­სულ პო­ლი­ტი­კურ და მე­დია სამ­ყა­რომ­დე.

“ბე­ბია სოფო” და “100%-იანი იმუ­ნი­ტე­ტი ვარ­სკვლა­ვო­ბის­გან”

1977 წელს მოს­კოვ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი რა­მაზ მი­ხე­ი­ლის ძე ჭი­ა­უ­რე­ლი ლე­გენ­და­რუ­ლი სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლის ძმის, რა­მაზ უფ­რო­სის, შვი­ლიშ­ვი­ლია. თუმ­ცა, რო­გორც თა­ვად იხ­სე­ნებ­და, სო­ფი­კოს „ბე­ბი­ას“ ეძახ­და, მის მე­უღ­ლეს, კოტე მა­ხა­რა­ძეს კი – „ბა­ბუ­ას“.

მის­მა ბავ­შვო­ბამ, ბუ­ნებ­რი­ვია, თე­ატ­რის კუ­ლი­სებ­ში გა­ი­ა­რა. პირ­ვე­ლი სცე­ნუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბაც სწო­რედ ლე­გენ­და­რულ წი­ნაპ­რებს უკავ­შირ­დე­ბა.

“ბავ­შვო­ბა­ში მა­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზეც კი გავ­დი­ო­დი სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რელ­სა და კოტე მა­ხა­რა­ძეს­თან ერ­თად” – იხ­სე­ნებ­და რა­მა­ზი 2008 წელს გა­მო­ცე­მა “Труд-7”-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

“მათ მოს­კოვ­ში ჩა­მოჰ­ქონ­დათ შე­სა­ნიშ­ნა­ვი სპექ­ტაკ­ლი ქარ­თულ ენა­ზე, “ური­ელ აკოს­ტა”. ბე­ბია ივ­დითს თა­მა­შობ­და, ბა­ბუა – ური­ელს… მე პა­ტა­რა პა­ჟის ეპი­ზო­დუ­რი როლი მქონ­და, შან­და­ლი გა­მომ­ქონ­და სცე­ნა­ზე. გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი შეგ­რძნე­ბა გან­ვი­ცა­დე, როცა სცე­ნი­დან გა­და­ჭე­დილ დარ­ბაზს ვუ­ყუ­რებ­დი“.

მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი გა­რე­მოც­ვი­სა, რა­მა­ზი ამ­ტკი­ცებს, რომ “ვარ­სკვლა­ვუ­რი და­ა­ვა­დე­ბის­გან” და­ზღვე­უ­ლია. მე­ტიც, მისი თქმით, ეს გვა­რი თა­ვად არის იმუ­ნი­ტე­ტი:

“ერთ მო­მენ­ტში მივ­ხვდი, რომ ამ ოჯა­ხის კუთ­ვნი­ლე­ბა “ვარ­სკვლა­ვუ­რი და­ა­ვა­დე­ბის­გან” 100%-იან იმუ­ნი­ტეტს მაძ­ლევს. რო­გორც კი ამის ნიშ­ნე­ბი ჩნდე­ბო­და, მახ­სენ­დე­ბო­და, რომ არ­სე­ბო­ბენ სოფო, კოტე, გია (და­ნე­ლია), ვე­რი­კო… ამ ადა­მი­ა­ნებ­მა და­იმ­სა­ხუ­რეს მე­გა­ვარ­სკვლა­ვის წო­დე­ბა, თუმ­ცა რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში არას­დროს ყო­ფი­ლან ასე­თე­ბი. ვე­რი­კოს ბო­ლომ­დე ეჭვი ეპა­რე­ბო­და – მსა­ხი­ო­ბი ვარ კიო? ინ­გლი­სის ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ამ ის XX სა­უ­კუ­ნის ათ სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ობს შო­რის და­ა­სა­ხე­ლა, ის კი მა­ინც ღე­ლავ­და. ამის შემ­დეგ რო­გორ და­ვუშ­ვა ფიქ­რიც კი „ვარ­სკვლა­ვო­ბა­ზე“?“

მა­მის “გმი­რო­ბა”, 49 წლის წყევ­ლა და დარ­ღვე­უ­ლი ფიცი

რა­მა­ზის ოჯახ­ში ერთი ხაზი მა­ინც გა­ე­მიჯ­ნა ხე­ლოვ­ნე­ბას. მა­მა­მი­სი, მი­ხე­ილ რა­მა­ზის ძე ჭი­ა­უ­რე­ლი (სო­ფი­კოს ძმის­შვი­ლი), ცნო­ბი­ლი კარ­დი­ო­ქი­რურ­გი გახ­და. რა­მაზ უმ­ცრო­სი მა­მის ამ არ­ჩე­ვანს „გმი­რო­ბად“ მი­იჩ­ნევს.

“მა­მა­ჩემს თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზა აერ­ჩია. მაგ­რამ მან სა­კუ­თარ თავ­ში იპო­ვა სი­მა­მა­ცე, სხვა ას­პა­რე­ზი აერ­ჩია. მე­დი­ცი­ნის სფე­რო­ში ის არა­ნაკ­ლებ დი­ა­დი გახ­და და მათ [ოჯა­ხის ლე­გენ­და­რულ წევ­რებს] ერთ რიგ­ში ჩა­უდ­გა“.

მისი მამა თბი­ლი­სი­დან მოს­კოვ­ში 22 წლის ასაკ­ში ჩა­ვი­და და რუ­სუ­ლად თით­ქმის ვერ ლა­პა­რა­კობ­და. სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­ის და­წე­რა­ში მას რა­მა­ზის დედა, ელე­ნა კო­რო­ლი­ო­ვა და­ეხ­მა­რა.

ბავ­შვო­ბა­ში რა­მა­ზი ყო­ველ ზა­ფხულს თბი­ლის­ში, დიდ ბე­ბი­ას­თან – ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძეს­თან ჩა­დი­ო­და. სწო­რედ ამ პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა მისი ყვე­ლა­ზე დიდი სი­ნა­ნუ­ლი – პი­რო­ბა, რო­მე­ლიც ვერ შე­ას­რუ­ლა:

“მე ქარ­თუ­ლად არ ვლა­პა­რა­კობ. მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად ვის­წავ­ლი, რად­გან ამის პი­რო­ბა ჩემს დიდ ბე­ბი­ას, ვე­რი­კოს მი­ვე­ცი. ყო­ველ ზა­ფხულს, როცა მას­თან თბი­ლის­ში ჩავ­დი­ო­დი, მე­კი­თხე­ბო­და: „რა­მაზ, ის­წავ­ლე ქარ­თუ­ლი?“ ყო­ველ ჯერ­ზე მრცხვე­ნო­და პა­სუ­ხის გა­ცე­მა… ახლა დრო­ის გა­მო­ნახ­ვა რთუ­ლია, მაგ­რამ მე აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვას­რუ­ლებ სი­ტყვას” – ამ­ბობ­და ის 2008 წელს.

ინ­ტერ­ვი­უ­ში რა­მა­ზი ოჯა­ხის მის­ტი­კურ ტრა­გე­დი­ებ­საც შე­ე­ხო. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჭი­ა­უ­რე­ლე­ბის ოჯახ­ში კა­ცე­ბის­თვის ფა­ტა­ლუ­რი რი­ცხვი 49 იყო:

“სო­ფი­კოს ორი­ვე ძმა, ოთა­რი და რა­მა­ზი (მისი ბა­ბუა) 49 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვალ­ნენ. რა­მა­ზი – კი­ბო­თი, ოთა­რი – არ ვიცი რით. დიდ­მა ბა­ბუ­ამ (მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რელ­მა) ორ­მა­გი და­ნა­კარ­გი ვერ გა­და­ი­ტა­ნა და რა­მა­ზის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე წა­ვი­და. ვე­რი­კოს­თვის ეს ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი წლე­ბი იყო“.

კა­რი­ე­რა: სპორ­ტუ­ლი კო­მენ­ტა­ტო­რი, მსა­ხი­ო­ბი და ჟი­რი­ნოვ­სკის შტა­ბის წევ­რი

თავ­და­პირ­ვე­ლად რა­მაზ­მა ლინგვის­ტის პრო­ფე­სია აირ­ჩია, თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად და­ი­წყო ჟურ­ნა­ლის­ტად მუ­შა­ო­ბა “კო­მერ­სან­ტში”. 1999 წლი­დან ის 6 წელი „НТВ-Плюс“-ზე სპორ­ტულ კო­მენ­ტა­ტო­რად მუ­შა­ობ­და, რაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, მისი “ბა­ბუ­ის”, კოტე მა­ხა­რა­ძის პრო­ფე­სი­ის გა­მე­ო­რე­ბა იყო, თუმ­ცა რუ­სულ მე­დი­ა­ში.

2000-იანი წლე­ბის ბო­ლოს რო­დე­საც რა­მაზ ჭი­ა­უ­რელ­მა მსა­ხი­ო­ბო­ბა მო­ინ­დო­მა (რო­მე­ლიც იმ დროს პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტი და ლინგვის­ტი იყო), ის კას­ტინ­გებ­ზე მი­დი­ო­და, მაგ­რამ რე­ჟი­სო­რე­ბი უარს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ. რე­ჟი­სო­რე­ბი თვლიდ­ნენ, რომ კი­ნო­ში მხო­ლოდ ისე­თი ადა­მი­ა­ნი უნდა გა­და­ე­ღოთ, ვი­საც პრო­ფე­სი­უ­ლი სამ­სა­ხი­ო­ბო გა­ნათ­ლე­ბა (დიპ­ლო­მი) ჰქონ­და.

ამი­ტომ, რა­მაზ­მა გა­და­წყვი­ტა, ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა შჩუ­კი­ნის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში. მის­თვის ეს დიპ­ლო­მი იქ­ნე­ბო­და სა­ბუ­თი, რომ­ლი­თაც ის რე­ჟი­სო­რებს და­უმ­ტკი­ცებ­და, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბი იყო და მათ უა­რის თქმის სა­ბა­ბი აღარ ექ­ნე­ბო­დათ.

მან მარ­თლაც ითა­მა­შა არა­ერთ რუ­სულ სე­რი­ალ­სა და ფილმში („Бес в ребро“, „Склифосовский“, „День выборов-2“), თუმ­ცა ძი­რი­თა­დად ეპი­ზო­დურ რო­ლებს ას­რუ­ლებ­და და სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა მის მთა­ვარ საქ­მედ არ ქცე­უ­ლა.

ბევ­რად უფრო აქ­ტი­უ­რი იყო მისი, რო­გორც მე­დი­ა­მე­ნე­ჯე­რი­სა და წამ­ყვა­ნის კა­რი­ე­რა. ის მუ­შა­ობ­და თით­ქმის ყვე­ლა მსხვილ მე­დი­აჰოლ­დინ­გში:

იყო რე­ა­ლი­თი შოუს წამ­ყვა­ნი („Муз-ТВ“);მიჰ­ყავ­და გა­და­ცე­მე­ბი რა­დი­ო­სად­გუ­რებ­ზე „Маяк“ და „Радио Спорт“;მუ­შა­ობ­და წამ­ყვა­ნად არ­ხებ­ზე „РЕН ТВ“ („Экстренный вызов“) და „Мир“ (კულ­ტუ­რის ამ­ბე­ბი);2015-2016 წლებ­ში იყო „НТВ“-ს სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის („Сегодня“) წამ­ყვა­ნი.

მო­უ­ლოდ­ნე­ლი გზა პო­ლი­ტი­კა­ში

რა­მაზ ჭი­ა­უ­რე­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში ყვე­ლა­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი შტრი­ხი 2016 წელს გა­მოჩ­ნდა. კა­რი­ე­რის პიკ­ზე, რო­დე­საც პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ობ­და ფე­დე­რა­ლურ არხ „Россия-24“-ზე, ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­საქმდა ვლა­დი­მირ ჟი­რი­ნოვ­სკის პარ­ტი­ის (ЛДПР) შტაბ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს.

ამ ხმა­უ­რი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ეპი­ზო­დის შემ­დეგ, მისი სა­ტე­ლე­ვი­ზიო კა­რი­ე­რა თით­ქოს შე­წყდა. 2017 წლი­დან დღემ­დე რა­მაზ ჭი­ა­უ­რე­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი და ლი­ბე­რა­ლუ­რი რუ­სუ­ლი რა­დი­ო­სად­გუ­რის, „Коммерсантъ FM“-ის ხა­ზო­ვა­ნი ეთე­რის წამ­ყვა­ნია. ფაქ­ტობ­რი­ვად, ბოლო წლებ­ში მან ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან, რო­მე­ლიც მუდ­მივ ცვლი­ლე­ბებს მო­ი­თხოვ­და, რა­დი­ოს­ტუ­დი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­დაც სტა­ბი­ლუ­რად აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა: მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც 28 წლის ტრა­დი­ცია და­არ­ღვია

ჭი­ა­უ­რე­ლე­ბის ოჯახს, 49 წლის ტრა­გი­კუ­ლი “წყევ­ლის” გარ­და, ბედ­ნი­ე­რი ტრა­დი­ცი­აც ჰქონ­და – რი­ცხვი 28.

“ამ ასაკ­ში და­ქორ­წინ­დნენ ყვე­ლა კა­ცე­ბი ჩვენს ოჯახ­ში. მა­მა­ჩე­მი, მა­მა­მი­სი, ბი­ძა­ჩე­მი. ამი­ტომ, როცა 28 წელი შე­მის­რულ­და, და­მი­წყეს და­მუ­შა­ვე­ბა: ვინ არის, სად არის, რო­დის მოგ­ყავს ცოლი? არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, თუ ჩემს უმ­ცროს ძმას, კი­რილ­საც, 28 წლამ­დე მო­აც­დე­ვი­ნე­ბენ, თუმ­ცა, ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით, მას სა­ცო­ლე უკვე დიდი ხა­ნია ჰყავს.“ – იხ­სე­ნებ­და რა­მა­ზი.

კი­რილ და რა­მაზ ჭი­ა­უ­რე­ლე­ბი თბი­ლის­ში

თუმ­ცა, მან ეს ტრა­დი­ცია და­არ­ღვია. დღეს, 47 წლის ასაკ­ში, რა­მაზ ჭი­ა­უ­რე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არ არის და არც შვი­ლე­ბი ჰყავს.

მისი ერ­თა­დერ­თი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი რო­მა­ნი 2012-2013 წლებ­ში რუს მსა­ხი­ობ ვა­ლე­რია ლანსკა­ი­ას­თან იყო, თუმ­ცა წყვი­ლი მა­ლე­ვე და­შორ­და. რო­გორც ჩანს, ლე­გენ­და­რუ­ლი წი­ნაპ­რე­ბის „ფან­ტას­ტი­კუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის“ მა­გა­ლით­ზე გაზ­რდი­ლი რა­მა­ზი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ სტან­დარ­ტებს აწე­სებს.

“ქა­ლის იდე­ა­ლი არ მაქვს. ყო­ველ­თვის იმ­პულ­სუ­რად ვმოქ­მე­დებ – შიგ­ნით რა­ღა­ცამ უნდა „გა­აწ­კა­პუ­ნოს“. ქა­ლებ­ში მა­ღი­ზი­ა­ნებს ვულ­გა­რუ­ლო­ბა და ზედ­მე­ტი მა­მა­კა­ცუ­რო­ბა… მე ცხოვ­რე­ბა­ში არას­დროს მი­ღა­ლა­ტია. არც ერთხელ. ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა. თუ გიყ­ვარს ადა­მი­ა­ნი, რა­ტომ უნდა უღა­ლა­ტო? ღა­ლა­ტის პა­ტი­ე­ბა არ შე­მიძ­ლია, ეს ღა­ლა­ტის ერთ-ერთი ფორ­მაა. და­ნარ­ჩენს, ალ­ბათ, ყვე­ლა­ფერს ვა­პა­ტი­ებ“.

დღეს რა­მაზ ჭი­ა­უ­რე­ლი აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას და მუ­შა­ო­ბას მოს­კოვ­ში. ის არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ატა­რებს ლე­გენ­და­რულ ქარ­თულ გვარს, მაგ­რამ შემ­დგა­რია რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი; რო­მელ­საც აქვს „იმუ­ნი­ტე­ტი“ წი­ნაპ­რე­ბის დი­დე­ბის­გან, მაგ­რამ ამა­ვე დროს ატა­რებს სი­ნა­ნულს, რომ დიდ ბე­ბი­ას, ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძეს, ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლის პი­რო­ბა ვერ შე­უს­რუ­ლა.

“ჩვენ შენ გვერდით ვართ საქართველო” – ქართველი ფანის მიმართვა კეტი პერის და ფართო აუდიტორიას და ვარსკვლავის პასუხი: რა მოხდა ბერლინში (ვიდეო)

26 October 2025 at 18:26

ბერ­ლინ­ში კეტი პე­რის კონ­ცერ­ტზე ქარ­თველ ფანს მიკრო­ფონ­ში სი­ტყვის თქმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა, რა დრო­საც მან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

  • “მე ვარ სა­ქარ­თვე­ლო­დან და ჩემი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის მიერ. ჩვენ ვიბ­რძო­დით და ვიბ­რძო­ლებთ დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის, მშვი­დო­ბი­სა და თა­ნას­წო­რო­ბის­თვის. ამ­ჟა­მად ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრო­რუ­სუ­ლია და ჩვენ ვაპ­რო­ტეს­ტებთ ყო­ველ დღე. მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტის გამო მეც და­მა­კა­ვეს”, – თქვა მომ­ღერ­ლის ქარ­თველ­მა ფან­მა.

ამას კეტი პე­რის­გან მა­შინ­ვე მოჰ­ყვა რე­აქ­ცია და თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დით დგა­ნან.

“ჩვენ შენს გვერ­დით ვართ სა­ქარ­თვე­ლო, იმი­ტომ რომ გვჯე­რა დე­მოკ­რა­ტი­ის”, – თქვა სცე­ნა­ზე მომ­ღე­რალ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო, რო­მე­ლიც ევ­რო­პე­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის ფე­ის­ბუქ გვერ­დზეც გა­მოქ­ვეყ­ნდა:

კრემლის სპეცწარმომადგენელმა აშშ-ში მოლაპარაკებებზე ჩაიტანა კანფეტები, რომელზეც პუტინის ციტატებია დატანილი

26 October 2025 at 18:23

რუსი დიქტატორის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა, -ში გამართულ მოლაპარაკებებზე კანფეტები წაიღო, რომლებზეც ვლადიმირ პუტინის ციტატებია დატანილი. ამის შესახებ მან თავად დაწერა საკუთარ Instagram-გვერდზე.

დმიტრიევის თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგი გრძელდება.

სპეც წარმომადგენელმა აჩვენა კანფეტები, რომლებზეც პუტინის გამონათქვამებია, მათ შორის:

თავისიანებს არ ტოვებს“
„რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება“

მედიამ ასევე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ამ კონფეტებზე სხვა წარწერებიც ჩანს.

მოკლული გიგა ავალიანის დედა: ჩემთვის ახლა 17 წლის მკვლელი ისეთივე მკვლელია, როგორც 37 წლის… მე გიგა მომიკლეს

26 October 2025 at 18:10

თბი­ლის­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. სას­ტი­კად არის მოკ­ლუ­ლი 26 წლის მას­წავ­ლე­ბე­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნი. მას გიგა სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან დახ­ვდნენ და თა­ვის არე­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს.

შემ­თხვე­ვა პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს მოხ­და. მას შემ­დეგ ახალ­გაზ­რდა კლი­ნი­კა­ში, კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის და­სახ­მა­რებ­ლად ჯგუ­ფიც შე­იქ­მნა, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­წევ­რი­ან­და. სამ­წუ­ხა­როდ ახალ­გაზ­რდას გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

  • მოკ­ლუ­ლის დედა მომ­ხდარ­ზე “ტვ პირ­ველ­თან” სა­უბ­რობს:

“თურ­მე მთე­ლი კვი­რა ის­ხდნენ, მთე­ლი კვი­რა გვდა­რა­ჯობ­დნენ. ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც არ არის და­ცუ­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნი, არ არის და­ცუ­ლი არა­ვინ.

გიგა ავა­ლი­ა­ნი თა­ვის თავს თვი­თონ იცავ­და, თა­ვი­სი წე­სი­ე­რე­ბით, პა­ტი­ოს­ნე­ბით, ზრდი­ლო­ბით, გა­ნათ­ლე­ბით, თა­ვი­სი მენ­ტა­ლი­ტე­ტით. სა­დაც თავს და­ესხნენ ვი­ღაც ლა­წი­რა­კი არას­რულ­წლოვ­ნე­ბი გიგა ავა­ლი­ანს, იქ არც თქვენ არ ხართ და­ცუ­ლი.

ჩემ­თვის ახლა 17 წლის მკვლე­ლი ისე­თი­ვე მკვლე­ლია, რო­გორც 37 წლის… მე გიგა მო­მიკ­ლეს. თუ და­ი­ჭე­რენ სა­მი­ვეს, ოჯა­ხე­ბის­თვის უკე­თე­სია. ჯგუ­ფუ­რად მოკ­ლეს, შე­თან­ხმე­ბით. მერე იქვე იყ­ვნენ სას­წრა­ფო რომ მო­ვი­და”, – ამ­ბობს გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა.

  • არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავა­ლი­ანს სა­დარ­ბა­ზოს­თან რამ­დე­ნი­მე არას­რულ­წლო­ვა­ნი დახ­ვდა, მათ შო­რის 16 წლის გოგო. და­ნა­შა­უ­ლის სა­ვა­რა­უ­დო მო­ტი­ვად ეჭ­ვი­ა­ნო­ბა სა­ხელ­დე­ბა. მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის დედა წერს, რომ 16 წლის ნია ი-მ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი “გი­გას­თან მი­მო­წე­რით აეჭ­ვი­ა­ნა”, რა­საც ქა­ლის თქმით, ჩა­საფ­რე­ბა და მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა.

AMBEBI.GE-ს -ში უთხრეს, რომ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 117-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა არას­რულ­წლო­ვა­ნი ა.გ. და­ა­კა­ვეს.

წყარო

ნანა დიხამინჯია: ცოტნე ჯავახიშვილის საღამოზე დარბაზი სავსეა და ხალხის ნახევარი ფეხზე დგას

26 October 2025 at 15:43
“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია:
ცოტნე ჯავახიშვილის საღამოზე დარბაზი სავსეა და ხალხის ნახევარი ფეხზე დგას.
სქრიფსის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ჩანაწერი გამოაგზავნა, ისე საუბრობს ცოტნეს ცოდნაზე, პროფესიონალიზმზე და ადამიანობაზე, ყველა ტირის.
რამდენი უშრომია საქართველოში ბიოქიმიის განვითარებისთვის, რამდენი მეგობარი ჰყოლია, რამხელა სიყვარული დაუტოვებია. არ ვიცი, ამდენს როდის ასწრებდა ამერიკაში და საქართველოში ერთდროულად.
ის ახალგაზრდა მეცნიერებიც გავიცანი, თვითონ რომ აღმოაჩინა საქართველოში, ასწავლა, გამოზარდა და ახლა მისი სახელობის კვლევით ცენტრში მუშაობენ მის მიერ განსაზღვრულ თემებზე. ერთმა ასე მითხრა: იმქვეყნადაც არ შეუწყვეტია შრომა, იქიდანაც გვეხმარებაო.
როგორ ღელავდა საქართველოს მომავალზე. როგორ სძულდა ეს ხარბი, უვიცი მთავრობა.
ეს ნიჭი, ეს ცოდნა, ქვეყნის ასეთი სიყვარული უნდა გადავარჩინოთ.
ცნობისათვის, საქართველოს უნივერსიტეტი ქვეყნის სამეცნიერო ეკოსისტემის გაძლიერების მიმართულებით ახალ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს – 25 ოქტომბერს, 10 საათზე, უნივერსიტეტის სამეცნიერო ჰაბის ფარგლებში ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტი გაიხსნება. ინსტიტუტის გახსნაზე მეცნიერის სახელის უკვდავსაყოფად და ინოვაციური კვლევების წახალისების მიზნით ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაარსების იდეა გაჟღერდება. სამეცნიერო პრემია მეცნიერებს სამ წელიწადში ერთხელ მიენიჭება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სამ კატეგორიაში: ქიმია, ბიოლოგია და ფიზიკა.

ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტი საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჰაბის ნაწილი იქნება, სადაც უკვე ფუნქციონირებს მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტი და ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტი. ჰაბი ინტერდისციპლინური კვლევითი სივრცეა, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა მიმართულების მეცნიერთა ძალისხმევას ინოვაციური აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური განვითარების მიზნით. სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობა ორიენტირებული იქნება მოლეკულურ ინჟინერიაზე, გენომურ მოდიფიკაციებსა და ბიოტექნოლოგიურ ინოვაციებზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის კვლევითი პოტენციალის გაფართოებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.

ინსტიტუტში ამჟამად ექვსი მეცნიერ თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც ცოტნე ჯავახიშვილის მოწაფეები არიან. ისინი იზიარებენ ცოტნე ჯავახიშვილის სამეცნიერო პრინციპებს და განაგრძობენ საქმიანობას მისი ხედვის შესაბამისად.

ცოტნე ჯავახიშვილი გამორჩეული ქართველი მეცნიერი, ბიოტექნოლოგი და მოლეკულური ბიოლოგია, რომლის სამეცნიერო საქმიანობა მოიცავდა გენომურ ტექნოლოგიებს და სინთეტური ბიოლოგიის მიმართულებით ახალი მიდგომების განვითარებას. იგი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოში მეცნიერთა ბიოქიმიის ინსტიტუტში, მოგვიანებით კი კარიერა გააგრძელა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც იყო რამდენიმე წამყვანი კვლევითი ცენტრის მკვლევარი და მეცნიერ-მენტორი. 2025 წელს პროფესორი საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერების გუნდს შემოუერთდა და სინთეტური ბიოლოგიის მიმართულების განვითარება ჩაიბარა.

რამდენიმე თვის წინ პროფესორი ჯავახიშვილი თვითმფრინავით ფრენისას ოკეანის თავზე დაიკარგა. მიუხედავად საერთაშორისო მაშველთა ინტენსიური ძალისხმევისა, მისი პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ინსტიტუტის დაარსება უზრუნველყოფს მისი სახელისა და სამეცნიერო მემკვიდრეობის შენარჩუნებას და გაგრძელებას. მისი სახელობის სამეცნიერო პრემია კი გახდება სიმბოლო ინოვაციის, გამბედაობისა და სამეცნიერო აღიარების. პრემია ყოველ სამ წელიწადში ერთხელ გადაეცემა მეცნიერებს ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის მიმართულებით და იქნება აღიარება იმ მეცნიერების, რომელთა საქმიანობაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამეცნიერო პროგრესისა და საზოგადოების კეთილდღეობაში.

ინსტიტუტის გახსნა და პრემიის დაარსება საქართველოს უნივერსიტეტისთვის მეცნიერების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, ამავდროულად, აღნიშნული ინიციატივა გამოხატავს პატივისცემას ადამიანის მიმართ, რომლის სიცოცხლე და მოღვაწეობა ემსახურებოდა ცოდნის გაფართოებას და მომავლის მეცნიერების შექმნას.

მის: ქავთარაძის #21ა, ჩიხი 4, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა

წყარო

დუ­და­ევ­ი ტერ-პეტ­რო­სი­ანს: ერთი ბეწ­ვიც რომ ჩა­მო­უ­ვარ­დეს გამსახურ­დი­ას, ჟანგბადს გა­და­გი­კე­ტა­ვ

26 October 2025 at 15:39
,, – ერთი ბეწ­ვიც რომ ჩა­მო­უ­ვარ­დეს გამსახურ­დი­ას, ჟანგბადს გა­და­გი­კე­ტა­ვ.”
გროზ­ნო­ში ყოფ­ნი­სას შემ­თხვე­ვით შევესწარი, რო­გორ უთხრა დუ­და­ევ­მა სომხეთის პრე­ზი­დენტს, ტერ-პეტ­რო­სი­ანს, – ერთი ბეწ­ვიც რომ ჩა­მო­უ­ვარ­დეს გამსახურდი­ას, ჟანგბადს გა­და­გი­კე­ტა­ვო.-იხსენებს გამსახურდიას პირადი მფრინავი ზაურ ბედია.
ჯოხარი გროზნოში მყოფ ქართველებს, მით უმეტეს – ზვიადის ოჯახს არაფერს აკლებდა.
ის მუდმივად საუბრობდა ზვიადის განსაკუთრებულ როლზე კავკასიელი ხალხების ბრძოლაში, ს წინააღმდეგ.
სწორედ ზვიად გამსახურდიამ მოიძია ჩეჩნეთის უძველესი სახელი – “იჩქერია”. პრეზიდენტი დუდაევი მას ძალიან ენდობოდა, ჩეჩენისთვის კი ნდობა მთავარია.
ორი საამაყო ადამიანი❤️, რომლის მთავარ მიზანს ყოველთვის ხალხის და ქვეყნის კეთილდღეობა წარმოადგენდა.

მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის აშშ-ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

26 October 2025 at 15:11
მხატვარი და პუბლიცისტი მაია ორჯონიკიძე:
ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის -ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!))
იმათ, ვისაც ტრამპზე ღადაობა სპორტად ექცა, მოკლედ შევახსენებ თუ რა გააკეთა მან ამა წლის ივლისიდან.
1. ირანი აღარ წარმოადგენს რეგიონალურ ან მითუფრო გლობალურ საფრთხეს.
2. ურთიერთობა გააფუჭა რუსეთსა და ირანს შორის.
3. როგორც იქნა გააღვიძა ევროპა, რომელიც ომის პირველმა ორმა წელმაც კი ვერ მოიყვანა აზრზე.
4. მისი პირდაპირი მოთხოვნით ნატოს წევრთა წლიური შენატანი გაზარდა 2%-დან (რასაც ბევრი ქვეყანა არ იხდიდა) 5%-მდე.
5. ბოლო თვენახევრის მანძილზე სუპერ-წარმატებული უკრაინული ტაქტიკა-ს ნავთობგსდამამუშავებელი ქარხნების განადგურებასთან დაკავშირებით შესაძლებელი გახდა მხოლოდ ამერიკელების მიერ ზუსტი კოორდინატების მიწოდებით, რაც ასევე ტრამპის ნებართვის გარეშე ვერ მოხდებოდა.
6. ტრამპის პოლიტიკის შედეგია ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ბევრად უფრო გაზარდეს უკრაინის შეიარაღებით უზრუნველყოფა-კერძოდ მარტო გერმანიამ ს 10 (!) მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი “პეტრიოტის” ჰსთ სისტემა გადასცა.
7. წარმატებით დაასრულა დღემდე გადაუჭრელი საკითხი-ისრაელელი მძევლების გათავისუფლება.
8. ინდოეთი და ჩინეთი აიძულა უარი ეთქვათ რუსული ომის მანქანის მთავარი ფინანსური წყაროს-ნავთობის შესყიდვაზე. ამ ეტაპზე ინდოეთმა 50% შეამცირა რუსული ნავთობის შესყიდვა და უახლოეს მომავალში ამას სრულიად შეწყვიტავს. იგივე გზაზე დგას ჩინეთი, რომელიც თავიდან გაჯიუტდა, მაგრამ ორი დღის წინ ჩინეთის მთავარმა სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარი საჯაროდ განაცხადეს. იგივე გზას ადგას ევროკავშირი, რომელიც სრულად კრძალავს რუსული გაზის შესყიდვას, თუმცა ამას ეტაპურად, ორი წლის მანძილზე აპირებს.
9. გუშინ ტრამპმა დაასანქცირა რუსეთის ორი მთავარი ნავთობკომპანია, რაც რუსეთისთვის კატასტროფულ შედეგს მოიტანს უახლოეს 6 თვეში.
10. უახლოეს მომავალში ტრამპი აპირებს დაასრულოს ვენესუელაში მადუროს კომუნისტური რეჟიმი, რაც ვენესუელას-მსოფლიოში ნავთობის მარაგით პირველ ადგილზე მყოფ ქვეყანას მისცემს საშუალებას ნავთობი მსოფლიო ბაზარზე გაიტანოს, რაც ნავთობის ფასს ასევე მკვეთრად დააგდებს და ესეც რუსეთისთვის კატასტროფაა-რუსეთი გარდაუვალად გაიზიარებს სსრკ-ს ბედს.
11. მიზანმიმართულად ებრძვის მარქსიზმს, კომუნიზმს და ისლამურ ფუნდამენტალიზმს, რამაც ბიძგი მისცა ანალოგიური პროცესების აღმავლობას კანადასა და დასავლეთ ევროპაში.
ეს უცბად რაც გამახსენდა იმის ჩამონათვალია-ცოტაა?))

პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთმა წარმატებით გამოცადა ბირთვულძრავიანი რაკეტა

26 October 2025 at 15:08

კრემლმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ს გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი პუტინს ბირთვული ძრავით აღჭურვილი კონტინენტთაშორისი ფრთოსანი რაკეტის, „ბურევესტნიკის“ წარმატებული გამოცდის შესახებ მოახსენებს.
„ბურევესტნიკის“ გამოცდის კომენტირებისას, სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პუტინმა განაცხადა: „ეს არის უნიკალური პროდუქტი, რომელიც მსოფლიოში არავის აქვს“.
კრემლის განმარტებით, „ბურივესტნიკის“ შესახებ საუბარი შედგა პუტინის გერასიმოვთან და ში მებრძოლი დაჯგუფებების მეთაურებთან შეხვედრისას, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების ერთ-ერთი დამხმარე სამეთაურო პუნქტში გაიმართა.
გერასიმოვმა განაცხადა, რომ გამოცდა 21 ოქტომბერს ჩატარდა. მისი თქმით, „ბურევესტნიკმა“ „დაახლოებით 15 საათის განმავლობაში“ იფრინა და ჯამში 14 000 კილომეტრი დაფარა.
„და ეს არ არის ზღვარი“, – დასძინა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა. ვლადიმირ პუტინმა კი პასუხად განაცხადა, რომ აუცილებელია „განისაზღვროს, თუ რა არის ეს, რა კლასს მიეკუთვნება ეს ახალი სისტემა და, რომ უნდა დაიწყოს ინფრასტრუქტურის მომზადება ამ იარაღის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში განლაგებისთვის“.
„ბურევესტნიკი“ რუსული კონტინენტთაშორისი ფრთოსანი რაკეტაა. გამოცემა Mediazona-ს ცნობით, ამერიკელი სპეციალისტები მას, ძრავის მუშაობის დროს რადიოაქტიური დაბინძურების რისკის გამო, „მფრინავ ჩერნობილს“ უწოდებენ.
პუტინმა „ბურევესტნიკის“ შექმნის შესახებ პირველად ილაპარაკა 2018 წელს, ფედერალური კრებისადმი მიმართვისას. სავარაუდოდ, მაშინვე დაიწყო მისი გამოცდა. Reuters-ის ცნობით, 13 ცნობილი გაშვებიდან მხოლოდ ორი იყო ნაწილობრივ წარმატებული.
2019 წელს წარუმატებლად დასრულდა რაკეტის ბირთვული ძრავის გამოცდა არხანგელსკის რეგიონში მდებარე ნიონოკის საცდელ პოლიგონზე.
2023 წლის ოქტომბერში პუტინმა „ბურევესტნიკის“ არქტიკაში წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა.
2025 წლის აგვისტოში Reuters-მა და Barents Observer გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთი „ბურევესტნიკის“ გამოცდისთვის ალასკაში პუტინ-ტრამპის შეხვედრის წინ ემზადებოდა.
არ არსებობს დამოუკიდებელი წყაროების დადასტურება იმისა, რომ „ბურევესტნიკის“ გამოცდები ოდესმე სრულიად წარმატებული იყო.
ფორუმი

პოლიციამ თემქის დასახლებაში ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი – 2007 წელს დაბადებული პირი დააკავა

26 October 2025 at 15:08

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი 2007 წელს დაბადებული გ.რ. დააკავა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ -ში განუცხადეს, მას მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.
გამოძიების თანახმად, დაკავებული შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მან დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა და საქმეზე უკვე დაკავებულ პირთან -2008 წელს დაბადებულ ა.გ.-სთან ერთად მიიმალა.
“სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი 2007 წელს დაბადებული გ.რ. დააკავეს. მას მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.
გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ გ.რ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მან დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა და ამავე საქმეზე უკვე დაკავებულ პირთან -2008 წელს დაბადებულ ა.გ.-სთან ერთად ადგილიდან მიიმალა”,- აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, 25 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2008 წელს დაბადებული პირი დააკავა. გამოძიების თანახმად, რომ ბრალდებული თბილისში, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გიგა ავალიანს ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. დაშავებული კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებოდა, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.

პოლიციამ ახალგაზრდა მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი – 2007 წელს დაბადებული პირი დააკავა

26 October 2025 at 15:07

პო­ლი­ცი­ამ ახალ­გაზ­რდა მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე კი­დევ ერთი – 2007 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პირი და­ა­კა­ვა. მას მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა ედე­ბა ბრა­ლად.
გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, და­კა­ვე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა მან და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნა და საქ­მე­ზე უკვე და­კა­ვე­ბულ პირ­თან -2008 წელს და­ბა­დე­ბულ ა.გ.-სთან ერ­თად მი­ი­მა­ლა.
“სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, თბი­ლის­ში, თემ­ქის და­სახ­ლე­ბა­ში, მომ­ხდარ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, რა­საც ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა მოჰ­ყვა, კი­დევ ერთი პირი 2007 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.რ. და­ა­კა­ვეს. მას მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა ედე­ბა ბრა­ლად.
გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დგინ­დე­ბა, რომ გ.რ. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა მან და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნა და ამა­ვე საქ­მე­ზე უკვე და­კა­ვე­ბულ პირ­თან -2008 წელს და­ბა­დე­ბულ ა.გ.-სთან ერ­თად ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა”,- აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.
შე­გახ­სე­ნებთ, 25 ოქ­ტომ­ბერს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 2008 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პირი და­ა­კა­ვა. გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი თბი­ლის­ში, თემ­ქის და­სახ­ლე­ბა­ში, ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, გიგა ავა­ლი­ანს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და და ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა. და­შა­ვე­ბუ­ლი კრი­ტი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა უტარ­დე­ბო­და, თუმ­ცა მომ­დევ­ნო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და და ის 24 ოქ­ტომ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა.

ახალგაზრდა მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი, 2007 წელს დაბადებული პირი დააკავეს

26 October 2025 at 15:03

ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი – 2007 წელს დაბადებული გ.რ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ მას ბრალად მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა აედება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირდებით, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი 2007 წელს დაბადებული გ.რ. დააკავეს. მას მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ გ.რ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მან დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა და ამავე საქმეზე უკვე დაკავებულ პირთან -2008 წელს დაბადებულ ა.გ. -სთან ერთად ადგილიდან მიიმალა“, – აცხადებს .

გიგა ავალიანი, რომელსაც სახლთან ახლოს თავს დაესხნენ 24 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახი ამბობს, რომ თავდასხმაში სამი არასრულწლოვანი მონაწილეობდა.

დონალდ ტრამპი კანადურ საქონელზე ტარიფებს 10%-ით ზრდის

26 October 2025 at 14:57

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადურ საქონელზე ტარიფების კიდევ 10%-ით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
-ის პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი კანადის მიერ რონალდ რეიგანის გამოსვლის ვიდეო ჩანაწერის გამოყენებით თაღლითური რეკლამის გამოქვეყნებაა.
ტრამპის მტკიცებით, რეკლამა ყალბია და ის რეიგანის რადიო მიმართვის მნიშვნელობას ამახინჯებს.
„ფაქტების სერიოზული დამახინჯებისა და მტრული ქმედების გამო, კანადას ტარიფებს 10%-ით ვუზრდი“, – წერს ტრამპი.
საუბარია კანადის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ რეკლამაზე, რომელშიც აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის გამოსვლის ამონარიდებია წარმოდგენილი. ვიდეო ჩანაწერში რეიგანი ტარიფებს აკრიტიკებს და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს იცავს.
ტრამპის გადაწყვეტილებას კანადის ვაჭრობის მინისტრი, დომინიკ ლებლანკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მზად არიან ბოლო კვირების განმავლობაში ამერიკელ კოლეგებთან კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული პროგრესის გამოყენებით.
„ჩვენ კვლავაც ორიენტირებულები ვიქნებით იმ შედეგების მიღწევაზე, რომლებიც სარგებელს მოუტანს როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე კანადაში მუშებსა და ოჯახებს და ეს პროგრესი საუკეთესოდ მიიღწევა აშშ-ის ადმინისტრაციასთან პირდაპირი თანამშრომლობით“, – აღნიშნა მინისტრმა.

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი პირი დააკავა

26 October 2025 at 14:57

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი 2007 წელს დაბადებული გ.რ. დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ -ში განუცხადეს, მას მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.
გამოძიების თანახმად, დაკავებული შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მან დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა და საქმეზე უკვე დაკავებულ პირთან -2008 წელს დაბადებულ ა.გ.-სთან ერთად მიიმალა.
“სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი 2007 წელს დაბადებული გ.რ. დააკავეს. მას მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.
გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ გ.რ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მან დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა და ამავე საქმეზე უკვე დაკავებულ პირთან -2008 წელს დაბადებულ ა.გ.-სთან ერთად ადგილიდან მიიმალა”,- აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, 25 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2008 წელს დაბადებული პირი დააკავა. გამოძიების თანახმად, რომ ბრალდებული თბილისში, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გიგა ავალიანს ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. დაშავებული კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებოდა, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.

გიგი წერეთელი: რამდენი პატრიოტიც არ უნდა გაუშვან ციხეში ან სხვაგვარად დააშინონ, ამ მიზანს და რწმენას ვერ გააქრობენ, ამას ყოველდღიურად ვხედავთ რუსთაველზე

26 October 2025 at 12:06
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი:
მიტაცებული დან წელიწადი გავიდა და ვხედავთ, თითქოს ერთ დიდ სასამართლოდ თუ საპატიმროდ გადაიქცა ქვეყანა. რეპრესიული სისტემის მიერ ძალადობის, დამცირების, დაშინების მთავარ ინსტრუმენტად გამოყენებას უპირისპირდება ათასობით მოქალაქის მშვიდობიანი პროტესტი, თავისუფლებისთვის და დემოკრატიული მომავლისთვის უპრეცედენტო სიმტკიცე, საკუთარი სამშობლოს სიყვარული, მისი ევროპული და არა რუსული პერსპექტივის გადარჩენის იმედი!
უამრავი ახალგაზრდა თუ უფროსი თაობის პატრიოტი ისევ გამოაჩინა ამ პროცესმა, ვინც ვერ შეეგუება ჩვენი ქვეყნის კორუმპირებულ ავტოკრატიად გადაქცევას, კონსტიტუციის გათელვას და დამოუკიდებლობის დაკარგვას.
ყველამ, ვინც თითქმის ერთი წელია ქუჩაში აპროტესტებს ოცნების ხელისუფლების ქმედებებს, ზუსტად იცის, რომ ეს საზოგადოებრივი წინააღმდეგობა, ამ ქვეყნის მომავლისთვისაა, სადაც რეპრესიები პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო საზოგადოების,თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, მხოლოდ მძიმე მოგონებად დარჩება, სადაც კანონი იკანონებს და სასამართლოს ნდობა ექნება, სადაც იქნება დემოკრატიული არჩევნები და არ იქნება ერთპარტიული პარლამენტი, სადაც ვერავინ მიიტაცებს ხელისუფლებას ძალით, ადამიანები დაცულად იგრძნობენ თავს და საკუთარი სამშობლოდან გაქცევაზე არ იფიქრებენ…
ამიტომ, ეს პროცესი, აუცილებლად ამ ხალხის და თავისუფლების იდეის გამარჯვებით დასრულდება. რამდენი პატრიოტიც არ უნდა გაუშვან ციხეში ან სხვაგვარად დააშინონ, ამ მიზანს და რწმენას ვერ გააქრობენ, ამას ყოველდღიურად ვხედავთ რუსთაველზე, ვხედავთ, თუ როგორ ღირსეულად ხვდებიან ჩვენი მეგობრები და თანამოაზრეები პოლიტიკური სასამართლოს გადაწყვეტილებებს და კიდევ უფრო მეტი სიმტკიცით აგრძელებენ ბრძოლას დემოკრატიისთვის.
ჩვენი მხარდაჭერა და მადლიერება თითოეულ მათგანს!🙏✌
როგორც ერთმა დიდმა მოაზროვნემ თქვა- „იდეა, რომლის დროც დადგა, ყველაზე ძლევამოსილ არმიაზე ძლიერია“ ასეთია საქართველოს თავისუფლების იდეაც!

მე-12 კლასის გაუქმებაზე ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი: ეს ცვლილება არ უნდა განხორციელდეს

26 October 2025 at 12:02

„ოცნების“ მთავრობა აპირებს საჯარო სკოლებში მე-12 კლასი გააუქმოს და სწავლა 11-წლიანი გახადოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული განათლების სისტემა ჩამოშორდება ბოლონიის პროცესს. ეს პროცესი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს სწავლა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელონ, „ოცნების“ რეფორმის შემდეგ კი ამის შესაძლებლობა თითქმის აღარ იარსებებს.

რა ზიანი მიადგება მოსწავლეებს „ოცნების“ მიერ დაგეგმილი ცვლილებებით და რატომ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მასწავლებლის 2025 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ პედაგოგს, ჟანა ხაჩატურიანს ესაუბრა.

  • ქალბატონო ჟანა, რა შეგიძლიათ გვითხრათ იმ მოსალოდნელ ცვლილებაზე, რომელიც მე-12 კლასის გაუქმებას ითვალისწინებს, თუ ხედავთ რისკებს ამაში და კონკრეტულად რას?

ჩემი აზრით, განათლების სისტემაში დაანონსებული ცვლილებები უფრო მეტ პრობლემას მოიტანს, ვიდრე რაიმე სასიკეთო ცვლილებას, რადგან სკოლის გარდა მე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ვასწავლი და უნივერსიტეტის პრობლემებსაც სხვა თვალით ვუყურებ.

დღეს საქართველოს განათლების სისტემა ბოლონიის პროცესის ნაწილია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი საგანმანათლებლო სტრუქტურა უნდა იყოს თავსებადი ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებთან, რაც გულისხმობს 12-წლიან სკოლას, ოთხწლიანი ბაკალავრიატს და ორწლიანი მაგისტრატურას.

თუ ეს დაანონსებული ცვლილება შევა ძალაში და აღნიშნულ სისტემას ჯამში სამ წელს მოვაკლებთ, ჩვენ პრაქტიკულად დავშორდებით ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, მივიღებთ იმას, რომ ჩვენი ახალგაზრდების დიპლომები ევროპაში აღარ იქნება ვალიდური. უბრალოდ, არ აღიარდება.

სკოლის ერთი წლით შემცირება ასევე ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეებს ნაკლები დრო ექნებათ ზოგადი განათლებისა და უმთავრესი ცხოვრებისეული კომპეტენციების განვითარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს მე-12 კლასის არსებობას, შემიძლია გითხრათ, რომ სწორედ ამ ეტაპზე ყალიბდება ახალგაზრდების პროფესიული არჩევანი და მომავლის ხედვა.

ადრე დასრულებული სკოლა ნიშნავს ზედაპირულ ცოდნას, შემცირდება სასწავლო სილაბუს-კურიკულუმები, რაც ნიშნავს მოუმზადებელ სტუდენტს. თუმცა, ის, რომ მე-12 კლასში გარკვეული საგნობრივი ცვლილებები და საათობრივი დატვირთვა გადასახედია, ეს კიდევ ცალკე საკითხია.

თუ ბაკალავრიატი სამწლიანი გახდება და მაგისტრატურა ერთი წლით შემცირდება, ვერ მოხერხდება ხარისხიანი განათლების მიღება და კვლევითი კომპონენტი დაიკარგება, როგორც აკადემიური, ისე პროფესიული თვალსაზრისით, რადგან მაგისტრატურა განკუთვნილია აკადემიური და პროფესიული განვითარებისთვის, მისი შერწყმა ბაკალავრთან ამცირებს დამოუკიდებელი კვლევის შესაძლებლობას და, შესაბამისად, მეცნიერების ხარისხს.

სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა გარკვეულ პროფესიებში აპრობირებულია ევროპულ უნივერსიტეტებში, მაგრამ ეს ეხება რამდენიმე პროფესიას და გარკვეულ სპეციალობებს. მაგრამ მთელი რიგი სპეციალობებისთვის, მაგალითად, ფილოლოგია, ფსიქოლოგია, ელექტრონული ინჟინერია, ბიოლოგია და ასე შემდეგ, სრული კატასტროფა იქნება, რადგან სტუდენტების კვალიფიკაცია ვეღარ იქნება ბოლონიის პროცესისთვის თავსებადი.

ვრცლად

ნიკა გვარამია: როცა დიქტატურის მოახლოებული წაქცევის ამდენი ინდიკატორია სახეზე, წლებზე აღარ მიდის თვლა, არამედ – თვეებზე

26 October 2025 at 12:00
 “ახალის” ლიდერი :
წინა კვირის რამდენიმე საკითხს გამოვეხმაურები:
1. დავიწყებ ჩემი მხარდაჭერით ახალი პოლიტპატიმრების მიმართ. ყველას და, მათ შორის, ჩემს მეგობრებს ვახო სანაიას, ქეთა ციცქიშვილს და ნინო სვანიძეს სრულ სოლიდარობას ვუცხადებ. პოლიტიკურ პატიმრებზე (თან ამ რაოდენობით) უტყუარი ინდიკატორი იმისა, რომ დიქტატურა წაქცევის პირასაა, ბუნებაში არ არსებობს.
2. დიქტატურის წაქცევის მეორე ინდიკატორიც სახეზეა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა და ქართული ონცებისთვისაც კი გამორჩეული სიგიჟე, პოლიტიკოსების (ინდივიდების) აკრძალვა 🙂
3. დიქტატურის წაქცევის მესამე ინდიკატორიც სახეზეა: პოლიტიკური გამოხატვის (საპროტესტო აქცია, მაგალითად) კრიმინალიზაცია და მთლად გაუგონარი, პოლიტიკური აზრის აკრძალვა. პოლიტიკური აზრის აკრძალვაა სწორედ პასიური საარჩევნო უფლების ანტიკონსტიტუციური ჩამორთმევა პოლიტიკური პარტიის წევრობისა თუ მხარდაჭერის გამო.
4. დიქტატურის წაქცევის მეოთხე ინდიკატორიც სახეზეა: საკუთარი შვილების ჭამა, როგორც მათ გარანტირებულად, ისე სხვების შესაშინებლად. ბევრს არ შევყოვნდები ამ საკითხზე, არ ვიმარჩიელებ ღარიბაშვილი-ლილუაშვილი-ფარცხალაძის საკითხზე. ფაქტი ერთია: ასე გულისამრევად ივანიშვილი არავის არ მოქცევია, ს გარდა. ჩამორთმეული ბავშვების ლეპტოპები (სტიკერებზე ჩანდა, რომ შილების იყო), ცოლების, დედებისა და დების სამკაულები, ყოფილი თანამდებობის პირების საათები. რომელი არ გვქონდა აქედან ნანახი? ან რა 7 მილიონი, რატომ 70-ჯერ 7 არ აქვს თითოეულს, ვინ არ იცის ეს ქოცებში? მეტიც, რიგითი ქოცები, ამომრჩეველიც კი იმ ჭკუაზეა, რომ როცა ,,გაიზრდება” კორუმპირებული გამოვიდეს და ფული იშოვნოს:) ან რომელ კორუფციაზე ლაპარაკობს პარტია, რომელმაც თბილისის მერად მესამე ვადით კალაძე წამოაყენა? კორუფციას რომ ერთეული ჰქონდეს, ის კალაძეში გაიზომებოდა 🙂 ბიძინა კორუმპირებული არაა, ის მატერიალიზებადი კორუფციაა. მაგალითად, წლებია ვითხოვთ ამ კაცის მიერ გადახდილი გადასახადები გამოაქვეყნონ. არ არსებობს ასეთი რამ! ივანიშვილი არც ერთ იურისდიქციაში არც ერთ გადასახადს არ იხდის ყველაფერ დანარჩენს რომ შევეშვათ, ამაზე მეტი კორუფცია შეუძლებელია სახელმწიფოს მიმტაცებლის მხრიდან. ათობით მილიარდ ლარზე ვლაპარაკობთ რომ გვესმოდეს.
5. დიქტატურის წაქცევის მეხუთე ინდიკატორიც სახეზეა: სისტემური ოპოზიცია. სწორედ დღეს იქცა გახარია სრულფასოვან სისტემურ ოპოზიციად. სხვა არაფერი ქვია პარლამენტში მის დაბრუნებას. პოლიტიკა მოკვდა პარლამენტში ოპოზიციის არ შესვლის გამოო, ხშირად ისმის ცალკეული ექსპერტების, პოლიტიკოსების თუ ჟურნალისტებისგან. კი არ მოკვდა, პოლიტიკა გაცოცხლდა მანდატებზე უარით. ჩვენი ციხეში ჯდომა მილიონჯერ უფრო აზიანებს რეჟიმს, ვიდრე ჩვენი პარლამენტში ჯდომა დააზიანებდა. აღარაფერს ვამბობ იმათზე, ვინც გარეთაა და იბრძვის. პროტესტიც და რეჟიმის დეგრადაცია დგას პარლამენტის არალეგიტიმურობაზე და რამდენიც არ უნდა იყვიროს მავანმა, რომ არა მანდატებზე უარი, ბედნიერად იქნებოდა ‘’ოცნება” 2028-მდე. უცხოელებიც გააგრძელებდნენ ცხოვრებას ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე და არც პროტესტი იარსებებდა და მი უფრო 1 წლიანი (დღეის მდგომარეობით). ამის მტკიცედ მწამს და კიდევ იმის, რომ პოლიტიკოსები ფუნდამენტური გადაწყვეტილებების მიღებისას ამომრჩეველს უნდა ემორჩილებოდნენ. ვისაც არ სჯერა, იმავე გახარიას 3% იხილოს ე.წ. ადგილობრივ არჩევნებზე.
6. დიქტატურის წაქცევის მეექვსე ინდიკატორიც სახეზეა: სოციალური ინჟინერია. ზუსტად ახალი სოციალური კასტების გაფართოვების ანონსია განათლების კონტრ-რეფორმა, რომელიც მ წარმოადგინა. 11+3+1 სისტემა არის განაცხადი, რომ საქართველოში ღარიბი ოჯახის შვილს არავითარი შანსი არ აქვს სოციალურ კიბეზე ზემოთ ანაცვლების, რა გინდ ნიჭიერი, შრომისმოყვარე და სწორი ღირებულებებისა არ იყოს. ეს არის განაცხადი, რომ საქართველო უბრალოდ პატარა სოფელი კი არაა, არამედ უამბიციოთა, ღარიბთა და გაუნათლებელთა პატარა სოფელი, საიდანაც ყველა გაიქცევა, ვინც საშუალო კლასს წარმოადგენს და ამის მინიმალური შესაძლებლობა აქვს. დიახ, ამ სოციალური მოდელირების მთავარი მიზანი საშუალო კლასის მკვლელობაა, იმათი, ვისზეც დგას ყველგან და ყოველთვის ცვლილებების მოთხოვნა, პროტესტი, წინააღმდეგობა და ზოგადად ყველანაირი პროგრესი. ივანიშვილის საქართველო მისი ამომრჩეველია: ძალიან ღარიბები (80%), მისი მოხელეები (19%) და ძალიან მდიდრები (1%). ზუსტად ასეთი უნდა იყოს მთელი საზოგადოება, თუ არ არის – ასეთად გახდეს, ესაა ამ კონტრ-რეფორმის მოკლე შინაარსი.
7. დიქტატურის წაქცევის მეშვიდე ინდიკატორიც სახეზეა: დაუმორჩილებელი ელიტების განადგურება. 1 ფაკულტეტი – 1 ქალაქი და 3+1 უმაღლეს განათლებაში, ცხადია, ილიაუნის განადგურების ღია განაცხადია, ასევე, რეორგანიზაციის გამოცხადებით, ყველა „არასაჭირო“ პროფესორის სისტემიდან დათხოვნის, ისევე როგორც და სხვათა შორის, მასწავლებლების სისტემიდან გაშვებას მოიტანს 11 წლიანი სასკოლო ანტირეფორმა. დაისჯება სამედიცინო ელიტაც – უცხოელი სტუდენტების აკრძალვა სამედიცინო უნივერსიტეტის ფინანსური თვითკმარობის განადგურებაა. მასაც თსუ-ს შეუერთებენ, ან გადაიტანენ, ვთქვათ, თელავში ან ქუთაისში. დაისჯება არტისტული ელიტა – ათჯერ ახსენეს სახელოვნებო სასწავლებლები. დაისჯება, აბა რა ?! ამდენი მსახიობი და რეჟისორი მიტინგზე, რა ამბავია?! ლოგიკით 😊 პლიუს მშვენიერი შენობა რუსთაველზე.
განათლების კონტრ-რეფორმა მეცნიერების მკვლელობაცაა – ანუ, მომავლის. 11+3+1 ყველაფერთან ერთად, და ყველაზე მეტად, გამორიცხავს სადოქტორო და პოსტსადოქტორო პროგრამებს და კვლევებს. რა ვიცი, საქართველოში შესაძლებელი თუა მაღალტექნოლოგიური დარგების კვლევითი განვითარება და მე არ ვიცი, გამიხარდება, ან მარტო ფილოლოგები, იურისტები და ისტორიკოსები თუ გვჭირდება, ok. აი აკადემიური თვალსაზრისით ზუსტად ესაა პატარა სოფელი.
8. დიქტატურის წაქცევის მერვე ინდიკატორიც სახეზეა: სრული საერთაშორისო იზოლაცია, ამჟამად უკვე ფორმალურიც. დიახ, პირველად ევროსტრუქტურების დატოვებაზე ოფიციალური განაცხადი, შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ ეს კონტრ-რეფორმაა. 11+3+1 სამივე კომპონენტში გამორიცხავს ბოლონიის პროცესის ნაწილად საქართველოს მოაზრებას და სრულად ჩამოაშორებს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს. ბოლონიის პროცესი აკადემიური სამყაროსთვის ზუსტადაც რომ ევროსტრუქტურად შეგვიძლია ჩავთვალოთ, თან უმაღლესად. ეგაა განათლების ევროკავშირიც, ევროსაბჭოც და გაეროც. და ჩვენ ფორმალურადაც გავდივართ ამ ყველაფრიდან. გერმანიის ელჩის ფაქტობრივი გაწვევასაც თუ დავამატებთ, ფინეთის საგარეო მინისტრის (და ეუთოს თავმჯდომარის) დაჯარიმებას და იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ -ს ელჩიც არ გვყავს კარგა ხანია, იზოლაციაა, თან უღრმესი. ხო, მართლა, 11 წლიან ატესტატს ვინ აღიარებს (სხვათა შორის, მათივე შიდა კანონმდებლობის დარღვევით)? გამოიცანით – . ასე რომ, სრული აკადემიური იზოლაცია არ გვემუქრება 😊 საჭირო კარი ღია რჩება 😊
9. დიქტატურის წაქცევის მეცხრე ინდიკატორიც სახეზეა: ქოცებს ფული უჭირთ, ბიუჯეტის შევსების პრობლემა აქვთ. ამაზე საუბარი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ბიძინამ ფულის ამოღება დაიწყო საკუთარი ჩინოვნიკებისგან. ამაზე აღარ შევჩერდები. თუმცა, განათლების კონტრ-რეფორმის ერთ-ერთ ხაზგასმული მიზეზიც სრულიად პროზაულია: ფულის ეკონომია. თუ დავაჯამებთ გამოთავისუფლებულ სახსრებს, ასევე გამოთავისუფლებული შენობების გაყიდვით მიღებულ შემოსავალს, ჯამში მილიარდ ლარზე ავალთ უახლოეს 2 წელიწადში. განათლების ხარჯზე საბიუჯეტო ეკონომია კი უკვე ფისკალურ ენაზეა პატარა სოფელი. არ გამოვა ეგ ამბავი, ისევე როგორც მთელი ეს კონტრ-რეფორმა რადგან ზემოთ ნათქვამი “უახლოესი 2 წელი” ქოცებს არ აქვთ. როცა დიქტატურის მოახლოებული წაქცევის ამდენი ინდიკატორია სახეზე, წლებზე აღარ მიდის თვლა, არამედ – თვეებზე.

სომეხთა ეკლესია ცხოველმყოფელი ჯვრის მოპოვებას დღესასწაულობს

26 October 2025 at 11:54

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს ცხოველმყოფელი ჯვრის მოპოვების დღესასწაულს ულოცავს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ჯვრის მოპოვება ქრისტეს ჯვრისადმი მიძღვნილ ოთხ დღესასწაულთაგან ერთ-ერთია და იგი წმინდა ელენე დედოფლის მიერ 327 წელს, იერუსალიმში ჯვრის აღმოჩენას უკავშირდება.

შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 3 დღის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციულად აქციის 60 მონაწილე დააკავეს

26 October 2025 at 11:54

ბოლო სამი დღის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, აქციის 60 მონაწილე დააკავეს. ინფორმაციას ავრცელებს.
შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ „კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები“.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 3 დღის განმავლობაში, შეკრება – მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, აქციის 60 მონაწილე – გ.ლ.,ზ.ს., მ.ბ., ვ.ჩ., ბ.ქ., გ.მ., ა.გ., ი.გ., გ.ლ., ნ.ლ., ზ.ც., ნ.ლ., დ.მ., დ.ჭ., ნ.ს., ს.რ., ლ.ს., რ.მ., ლ.ბ., ა.გ., გ.ხ., ნ.გ., ი.კ., ზ.მ., თ.კ., ი.ვ., ლ.ბ., ნ.ნ., ნ.ბ., დ.ა., ი.ხ., ნ.ნ., თ.გ., ვ.გ., გ.ე., მ.ტ., თ.ტ., ლ.შ.,ი.კ., ი.ღ., დ.ტ., ბ.მ., ნ.კ., ი.დ., გ.ჯ., გ.მ., ა.შ., თ.კ., ა.ჯ., ვ.ჯ., ლ.ა., თ.ლ., კ.კ., გ.ს., ნ.შ., შ.ბ., ლ.გ., ა.ლ., ნ.პ. და გ.ს. დააკავეს.
მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდეს, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან მათი რაოდენობა არ იძლეოდა გზის გადაკეტვის კანონიერ უფლებას, დემონსტრანტები სამართალდამცველთა მოწოდებას არ დაემორჩილნენ, კვლავ გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს – პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

26 October 2025 at 11:54

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2007 წელს დაბადებული ა.ბ. და 1999 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეფედრონი“, „მეთადონი“ და „ალფა-პვპ“.
პოლიციის მიერ, ერთ-ერთი ბრალდებულის სახლიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შალვა პაპუაშვილი: “ნამდვილი საქართველო დაუპირისპირდა ქვეყნის გარეთ ჩაბუდებულ მრუდე ძალებს”

26 October 2025 at 11:41

„ქართული ოცნების“ სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის თავმჯდომარე, 2025 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს წლისთავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ვრცელი სტატუსით, რომელშიც ის კიდევ ერთხელ იმეორებს “ქართული ოცნების” თითქმის ყველა პროპაგანდისტულ კლიშეს, მათ შორის ომში ჩათრევას, დასავლეთის შეთქმულებას და აგენტ-აკაცუკებთან ბრძოლას.
“26 ოქტომბრის არჩევნები იყო ნამდვილი, ხელშესახები საქართველოს განმსაზღვრელი მომენტი, – წერს პაპუაშვილი, – ჩვენ, ჩვენს ნამდვილ ამომრჩევლებთან ერთად დავუპირისპირდით არა მხოლოდ შიდა, რევანშისტულ და დესტრუქციულ ძალებს, ნაცმოძრაობის იდეოლოგიით გაჟღენთილ მრუდე ოპოზიციას, არამედ მათ წარმმართველ, საგარეო გლობალისტურ ძალებს, რომელთაც საქართველოსთვის, გეოპოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე, შესაწირი პაიკის როლი დიდი ხნის დაწერილი აქვთ. ამ ძალებმა, ადგილობრივ მოკავშირეებთან ერთად განგვიცხადეს, რომ უკეთ იციან, რა სჯობს საქართველოსთვის, მისი მომავლისთვის, რა გვაქვს სამეცადინო და ჩასაბარებელი, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი და სად არის ჩვენი ადგილი. სამიათასწლოვან სახელმწიფოს სიბრძნე და გონიერება დაგვიწუნეს და უფსკრულის პირისკენ გვიბიძგეს. სწორედ ესაა ის გამრუდებული რეალობა, რომელსაც ჯიუტად და უხეშად გვახვევენ თავს. როდესაც საშიშროებასა და რისკებზე ვლაპარაკობდით, ზოგს არ სჯეროდა, რომ ამგვარი ძალები მართლაც არსებობდნენ. უმცირესობაში მყოფმა სკეპტიკოსებმა დაქსაქსულ ოპოზიციას მხარი დაუჭირა. მყარად მდგომმა უმრავლესობამ კი „ქართული ოცნება“ და სამშობლოს ეროვნული ინტერესები აირჩია”.
შალვა პაპუაშვილი ასევე ეხება არჩევნების გაყალბების ბრალდებას. საპროტესტო აქციებსა და მის მიერ სამშობლოს მტრებად გამოცხადებული ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს:
“26 ოქტომბრის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა, სამართლიანი არჩევნების სრულიად უსაფუძვლოდ გაყალბებულად გამოცხადებამ, საპროტესტო ტალღის მორიგ ჯერზე ხელოვნურად აგორებამ, მარიონეტი ოპოზიციონერების მიერ ბოიკოტის გამოცხადებამ და პოლიტიკური პროცესის საბოტაჟმა ოპოზიციის ამომრჩეველთა უმრავლესობა თავის შეცდომაში დაარწმუნა. ოპოზიციის რჩეულმა პარტიებმა ელექტორატი გააბრიყვეს, მოატყუეს, გამოცხადებული ნდობა და მიღებული მანდატები წყალს გაატანეს. როგორც შემდგომმა პროცესმა გვაჩვენა, ხელისუფლებამ გამოიჩინა სიმტკიცე და გონიერება, სამშობლოს მტრები და დამაქცევრები კი საკუთარ მანდატებს იმავე წყალთან ერთად გაჰყვნენ”.
შალვა პაპუაშვილი თავის განცხადებაში ტრადიციულად არ ივიწყებს ევროპის ქვეყნებსა და მათ დიპლომატიურ მისიებს.
“განვლილ წელიწადში, სიახლე და უპრეცედენტო მოვლენა გახლდათ გარკვეული დასავლური ქვეყნებისა და მათი დიპლომატიური მისიების სრულიად უხეში, მზაკვრული და დესტრუქციული ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ გაიხსნა ყველაფერი, რაც იყო დაფარული და როგორ გაცხადდა ის გეგმა, რაც საქართველოსთან მიმართებით არსებობდა. ეს გეგმა არ ეხებოდა არც საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას, არც ხალხის ნების გამოვლენას, მის გაძლიერებას თუ შემდგომ ინტეგრაციას. ეს გეგმა შეიცავდა ნებისმიერ ფასად ეროვნული ხელისუფლების შეცვლის სურვილს, რომლის ჩავარდნის შემთხვევაში ერთდროულად უნდა ამოქმედებულიყო ყველა ძალა, გავლენის ყველა აგენტი, ღია თუ ფარული, ყველა მედია თუ ენჯეო, უსარგებლო აკაცუკი თუ სასარგებლო იდიოტი”.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო უპირისპირდება ქვეყნის გარეთ ჩაბუდებულ მრუდე ძალებს, რომელთათვისაც საქართველო, მისი თქმით, მათი კონკრეტული ინტერესების სათამაშოა.
“ამ ბრძოლაში ფრონტის ხაზი ჩვენს მოქალაქეებზე გადის. ხალხების გონებისთვის მიმდინარე ომში სწორედ ისინი არიან მთავარი სამიზნე – მათი აზრები, ფიქრები, რწმენა და ქცევა. ზუსტად გათვლილი ფსიქოლოგიური იერიშით, როგორც ბოროტ ძალას სჩვევია, მოწყვლადი პირები დაარწმუნეს, რომ ეროვნული ხელისუფლება თითქოს რუსულია, რომ ომი არ არსებობს, რომ დამარცხებული გამარჯვებულია, ქველმოქმედება ქვეყნის ნგრევაა, ეკონომიკური აღმავლობა კი სიღარიბე”.
პაპუაშვილის თქმით, 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებულმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა წერტილი დაუსვა ყოველგვარ სპეკულაციას, სიცრუეს და სიმრუდეს.
“სწორედ ამიტომ, დღევანდელ დღეს, მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, ნამდვილ პატრიოტებს. მადლობა ეკუთვნის ასევე ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოში განვითარებას უჭერს მხარს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, რომელიც აფასებს მშვიდობას, ახსოვს ისტორიის მწარე გაკვეთილები და უკეთესი ხვალინდელი დღე ეიმედება. ჩვენ კი, ჩვენს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ქვეყნის წინაშე არ გავაცრუებთ, არ ვუღალატებთ, ზურგს არ შევაქცევთ. ნამდვილების და მრუდეების ჭიდილში, ჩვენ დავიცავთ ნამდვილ საქართველოს მთელი შეძლებით, ცოდნით და მონდომებით, ყველა ხილული თუ უხილავი მტრისაგან და გავასწორებთ ყოველგვარ სიმრუდეს, უსამართლობას და ძალდატანებას“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.
ფორუმი

შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 3 დღის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციულად აქციის 60 მონაწილე დააკავეს

26 October 2025 at 11:40

ბოლო 3 დღის განმავლობაში, შეკრება – მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, აქციის 60 მონაწილე დააკავეს. ინფორმაციას ავრცელებს.
შსს მოუწოდებს ხ აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ „კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები“.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 3 დღის განმავლობაში, შეკრება – მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, აქციის 60 მონაწილე – გ.ლ.,ზ.ს., მ.ბ., ვ.ჩ., ბ.ქ., გ.მ., ა.გ., ი.გ., გ.ლ., ნ.ლ., ზ.ც., ნ.ლ., დ.მ., დ.ჭ., ნ.ს., ს.რ., ლ.ს., რ.მ., ლ.ბ., ა.გ., გ.ხ., ნ.გ., ი.კ., ზ.მ., თ.კ., ი.ვ., ლ.ბ., ნ.ნ., ნ.ბ., დ.ა., ი.ხ., ნ.ნ., თ.გ., ვ.გ., გ.ე., მ.ტ., თ.ტ., ლ.შ.,ი.კ., ი.ღ., დ.ტ., ბ.მ., ნ.კ., ი.დ., გ.ჯ., გ.მ., ა.შ., თ.კ., ა.ჯ., ვ.ჯ., ლ.ა., თ.ლ., კ.კ., გ.ს., ნ.შ., შ.ბ., ლ.გ., ა.ლ., ნ.პ. და გ.ს. დააკავეს.
მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდეს, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან მათი რაოდენობა არ იძლეოდა გზის გადაკეტვის კანონიერ უფლებას, დემონსტრანტები სამართალდამცველთა მოწოდებას არ დაემორჩილნენ, კვლავ გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

[VIDEO] “ნაპოლიმ” “ინტერს” უმნიშვნელოვანეს მატჩში სძლია

26 October 2025 at 02:37

სერია A-ს მერვე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ინტერს“ 3:1 მოუგო და ამით შეწყდა ყველა ტურნირზე მილანური გუნდის შვიდმატჩიანი გამარჯვებათა სერია.
„ნაპოლი“ 18 ქულით ლიდერია და 28 ოქტომბერს „ლეჩეს“ ესტუმრება, ინტერი“ კი 15 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება და 29 ოქტომბერს „ფიორენტინას“ უმასპინძლებს.
– ნეაპოლურმა გუნდმა “ინტერი” 2023 მაისის შემდეგ პირველად დაამარცხა – იქამდე ორჯერ წააგო და სამჯერ ფრედ ეთამაშა.
– მასპინძელთა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო და მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა.
ნაპოლი – ინტერი 3:1
გოლები: 1:0 დე ბრუინი (33, პენ), 2:0 მაკტომინეი (54), 2:1 ჩალჰანოღლუ (59, პენ), 3:1 ანგისა (66)
ყველა დროის ანტი-რეკორდი – იტალიაში 20-მა გუნდმა მხოლოდ 11 გოლი გაიტანა
ლუჩიანო სპალეტი შესაძლოა, სერია A-ში სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს
პირველი შეხვედრა უკვე შედგა – “იუვენტუსმა” შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს
[VIDEO] ლივერპულმა” კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა – “ბაიერნმა” და “ინტერმაც” მოგებებით დაიწყეს
“ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს” – კონტემ “ნაპოლის” მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად – სიმეონემ “ტორინოს” “ნაპოლისთან” გამარჯვება მოუპოვა
ვიერიმ “სან სიროს” დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
“არსენალის” და “ინტერის” დამაჯერებელი გამარჯვებები და “ნაპოლის” განადგურება პსვ-სთან
“მილანსა” და “ინტერს” ახალი სტადიონი ექნებათ – 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ “სან სიროზე” აღარ ითამაშებენ
კანტე ევროპაში ბრუნდება? – ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
[VIDEO] ჩემპიონთა ლიგა: “ატლეტიკომ”, “ჩელსიმ”, “ინტერმა”, “მარსელმა” და “ბაიერნმა” გაიმარჯვეს – “ტოტენჰემმა” “ბოდო გლიმტთან” ფრეს მიაღწია
გიჟური მატჩი და საოცარი სილამაზის გოლები ტურინში – “იუვენტუსმა” “ინტერს” თამაში ბოლო წუთებზე შემოუტრიალა
“სალაჰი, ტოტი, კვარაცხელია…” – სპალეტიმ სიმბოლური ნაკრები შეადგინა
“ასეთ პირობებზე ვერ დავრჩებოდი” – სპალეტიმ “ნაპოლის” დატოვების მიზეზი დაასახელა

,, ვისაც გგონიათ ან გაგვაჩუმეს, ან შეგვაშინეს, ან გადაგვასახლეს , ან სულაც მოვკვდით, იმედი უნდა გაგიცრუოთ” – თამარ ბაჩალიაშვილის დედის მიმართვა

26 October 2025 at 01:26

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მიმართვას ავრცელებს:
,,ყურადღება! ყურადღება! იმათ გასაგონად ვისაც გგონიათ ან გაგვაჩუმეს, ან შეგვაშინეს, ან გადაგვასახლეს , ან სულაც მოვკვდით, იმედი უნდა გაგიცრუოთ .მთლად ჯანმრთელად არა მარა ცოცხლები ვართ და ველოდებით უფლის ნებას. დაილოცოს შეუცნობელი გზანი უფლისანი! ორმა კინკილა განადგურებულმა ადამიანმა ამხელა მონსტრის( სისტე მის)წინააღმდეგ ვერაფერი რომ ვერ გავაწყეთ (ძალა აღმართს რო ხნავდა) , მორწმუნე ადამიანების კეთილი რჩევების გათვალისწინებით მივენდეთ უფალს. და ჰოი საოცრებავ, ძლიერნი ამა სოფლისანი სულ არ ყოფილან ძლიერები ღმერთის წინაშე. ( შემოქმედს ვერ მოისყიდი, მის წინაშე ვერ გააყალბებ, თვალებში ნაცარს ვერ შეაყრი და ბოლობოლო უბრალოდ ვერც მოატყუებ და ვერ იმართლებ თავს). გესლიანი და ბოროტი ხალხის საყურადღებოდ პროცესი დაწყებულია და ის შეუქცევადია. მე მჯერა უფლის სამართლის, რამეთუ ჩემი ღიმილა შვილის ცოდვას არავის შეარჩენს. მადლობა უფალო! სამართალი მაინც იზეიმებს მავანს უნდა თუ არა ეს!“

ტრამპი: პუტინს შევხვდები მხოლოდ მაშინ, თუ ეს უკრაინაზე შეთანხმებას მოიტანს

26 October 2025 at 00:36

აშშ-ის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ ს პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ ეცოდინება, რომ ეს შეხვედრა მოიტანს ში მშვიდობის შესახებ შეთანხმებას. “არ ვაპირებ დრო ტყუილუბრალოდ ვფლანგო” – თქვა ტრამპმა.
ტრამპი ამ განცხადებით ჟურნალისტებთან გამოვიდა, საპრეზიდენტო თვითმფრინავის, Air Force One-ის ბორტზე, როცა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტურნეს წინ. ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინაში ომის და რუსეთზე ზეწოლის განხორციელების შესაძლებლობის საკითხებს წამოჭრის დაგეგმილ შეხვედრაზე ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან. ტრამპი ამბობს, რომ აპირებს ჩინეთის ლიდერს დაელაპარაკოს რუსეთის ნავთობის შესყიდვის შეზღუდვაზე.
ტრამპი კითხვებს პასუხობდა კატარის ამირასთან, თამიმ ბინ ჰამად ალ-თანისთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ – რომელიც თვითმფრინავის ბორტზე გაიმართა, როცა ხომალდი საწვავის შესავსებად კატარში იყო გაჩერებული. განხილულ თემებს შორის იყო ღაზის სექტორის მომავალიც. კატარი ერთ-ერთი შუამავალი ქვეყანა იყო ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის პროცესში.
ტრამპის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო ძალების საკითხი ღაზაში წესრიგის მხარდასაჭერად. -ის პრეზიდენტი ამბობს, რომ კატარმა მზადყოფნა გამოთქვა ამგვარ მისიაში მონაწილეობა მიიღოს საჭიროების შემთხვევაში.
ტრამპმა მიმდინარე კვირაში გამოაცხადა, რომ გაუქმდა პუტინთან ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა, თუმცა თქვა, რომ შეხვედრა, შესაძლოა, მომავალში გაიმართოს. პუტინმა განაცხადა, რომ შეხვედრა უფრო გადაიდო, ვიდრე გაუქმდა. ამასთან, აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას. ეს მოხდა მას მერე, რაც მოსკოვმა ფაქტობრივად უარყო ტრამპის ბოლო ინიციატივა, რომელსაც უკრაინა დაეთანხმა – რომ ცეცხლი ფრონტის მიმდინარე ხაზზე უნდა შეწყდეს.
პარალელურად, აშშ-ში ვიზიტით მყოფი პუტინის საგანგებო წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი კვლავ ირწმუნება, რომ კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტა უფრო მოახლოებულია.

ირლანდიის პრეზიდენტად აირჩიეს მემარცხენე პოლიტიკოსი, კეტრინ კონოლი

26 October 2025 at 00:36

ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა მემარცხენე შეხედულებების მქონე პოლიტიკოსმა, კეტრინ კონოლიმ – რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრიდა კენჭს. ს საბოლოო შედეგი ჯერჯერობით არ არის დათვლილი, თუმცა წინასწარი მონაცემებით კონოლი თითქმის ორჯერ უსწრებს თავის ერთადერთ მეტოქეს – მმართველი პარტია “ფინე გელის” კანდიდატ ჰეზერ ჰემფრის.
წინასწარი მონაცემებით, კონოლი იღებს ხმათა 60 პროცენტზე მეტს, ჰემფრისი – 30 პროცენტზე ნაკლებს. დანარჩენი ხმები ერგო არჩევნებიდან მოხსნილ ჯიმ გევისს, ამომრჩეველთა დაახლოებით 10-მა პროცენტმა ბიულეტენები განზრახ გააფუჭა – როგორც წესი, ესენი არიან მემარჯვენე შეხედულებების მოქალაქეები, რომლებსაც არ მოსწონთ ქვეყნის მიგრაციული პოლიტიკა და ვერ ხედავენ მათთვის მისაღებ კანდიდატს.
68 წლის კონოლის მხარს უჭერდა შვიდი ოპოზიციური პარტიის კოალიცია, რომელსაც ხელმძღვანელობს უმსხვილესი მემარცხენე ძალა “შინ ფეინი”. ანალიტიკოსების შეფასებით, რიგ საკითხებთან მიმართებით კონოლის პოზიციები ბევრად უფრო რადიკალურად მემარცხენეა, ვიდრე ევროპული პოლიტიკის მეინსტრიმული ძალების. იგი, მათ შორის, აკრიტიკებს ევროკავშირის გადაიარაღების გეგმას, უკრაინისთვის საომარი დახმარების გაწევას, მწვავედ აკრიტიკებს -ს, ნატოს და ისრაელს, ღაზაში მისი ომის გამო.
ირლანდიაში პრეზიდენტს უწინარესად ცერემონიული ფუნქციები აქვს და მთავრობის პოლიტიკაზე გავლენას არ ახდენს. კაბინეტის ხელმძღვანელმა, მიჰოლ მარტინმა კონოლის გამარჯვება მიულოცა და მასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

18 წლის ანასტასია ჰარვარდში სრული დაფინანსებით

26 October 2025 at 00:23

ჰარვარდში ანასტასია ლელაძე, ქუთაისელი გოგონა უკვე მეორე წელია სრული დაფინანსებით სწავლობს. მისი აზრით, მომავალი დიპლომატისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ამერიკაში, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში განათლების მიღება. არცთუ იოლ ადაპტაციაში მას თავიდან ყველაზე მეტად ქართველი მეგობრები დაეხმარნენ.

ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც თავს დაესხნენ, კლინიკაში გარდაიცვალა – საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს

25 October 2025 at 23:55

ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1-ელ ოქტომბერს თავს დაესხნენ, კლინიკაში გარდაიცვალა – საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა არასრულწლოვანი დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, გიგა ავალიანს თავს რამდენიმე არასრულწლოვანი 1-ელ ოქტომბერს დაესხა, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო. ის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

25 October 2025 at 21:24

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეების პარლამენტის წინ, ტროტუარზე არიან შეკრებილები.
პროტესტის 332-ე დღესაც აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო და გათავისუფლდნენ აქციის ფარგლებში დაკავებულები.

შალვა პაპუაშვილი – ის, რომ შვედი დეპუტატი ისევ ბედავს საქართველოზე საუბარს, იმის ბრალია, რომ ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გამო ბოდიში არ მოუხდია – მის დღევანდელ ვიდეომიმართვასაც იგივე მიზანი აქვს, რაც შარშან მაიდნისკენ მოწოდებას

25 October 2025 at 21:07

ის, რომ შვედი დეპუტატი ისევ ბედავს საქართველოზე საუბარს, იმის ბრალია, რომ არც მას, არც შვედეთის მთავრობას და არც შვედეთის საელჩოს ბოდიში არ მოუხდიათ, შარშან, მის მიერ, მაიდნის სცენარის განხორციელებით ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გამო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ეხმაურება შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ერიკ ოტოსონის განცხადებას, რომ „ერთი წლის წინ, 26 ოქტომბერს, ქართველ ხალხს დემოკრატია და ევროპისკენ გზა მოჰპარეს“.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, შვედი პარლამენტარის „დღევანდელ ვიდეომიმართვასაც იგივე მიზანი აქვს, რაც მაიდნისკენ მის მოწოდებას“.
„ის, რომ ეს შვედი დეპუტატი ისევ ბედავს საქართველოზე საუბარს, იმის ბრალია, რომ არც მას, არც შვედეთის მთავრობას და არც შვედეთის საელჩოს ბოდიში არ მოუხდიათ, შარშან, მის მიერ, მაიდნის სცენარის განხორციელებით ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გამო.
მის დღევანდელ ვიდეომიმართვასაც იგივე მიზანი აქვს, რაც შარშან მაიდნისკენ მის მოწოდებას“,- წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ერიკ ოტოსონის განცხადებით, „ერთი წლის წინ, 26 ოქტომბერს, ქართველ ხალხს დემოკრატია და ევროპისკენ გზა მოჰპარეს“.
„გვსურს კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპაში მომავლისკენ ქართველი ხალხის სწრაფვის მიმართ. რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს საქართველოს მომავლისთვის იმედის შუქურად მივიჩნევთ და ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ერიკ ოტოსონმა.

„გოგოს ქარაფშუტობას შეეწირა“ – თბი­ლის­ში 26 წლის ახალ­გაზ­რდა მოკ­ლეს

25 October 2025 at 20:41

თბი­ლის­ში 26 წლის ახალ­გაზ­რდა მოკ­ლეს. გიგა ავა­ლი­ანს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან დახ­ვდნენ და თა­ვის არე­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს. შემ­თხვე­ვა პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს მოხ­და. მას შემ­დეგ ახალ­გაზ­რდა კლი­ნი­კა­ში, კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის და­სახ­მა­რებ­ლად ჯგუ­ფიც შე­იქ­მნა, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­წევ­რი­ან­და. სამ­წუ­ხა­როდ ახალ­გაზ­რდას გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ის დღეს და­ი­ღუ­პა.
“გიგა ძა­ლი­ან კარ­გი და ჭკვი­ა­ნი ბიჭი იყო, რო­გორც ვი­ცით, პო­ლი­ცი­ას უკვე ჰყავს ამ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი. ამ­ბო­ბენ, რომ გო­გოს გამო მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. ვიცი, რომ სამი პირი დახ­ვდა სა­დარ­ბა­ზოს­თან, მათ შო­რის თა­ვად ის გო­გოც. თავ­ში ჩა­არ­ტყეს რა­ღაც გი­გას, მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი კლი­ნი­კა­ში იყო, სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა” – ჰყ­ვე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი.
“არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, გო­ნი­ე­რი, ზრდი­ლი ბიჭი, გიგა ავა­ლი­ა­ნი შე­ე­წი­რა თავ­ხე­დი გო­გოს ქა­რაფ­შუ­ტო­ბას, რო­მელ­მაც აეჭ­ვი­ა­ნა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მის გა­სა­ღი­ზი­ა­ნებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნა გიგა, რო­მელ­თა­ნაც მა­თე­მა­ტი­კა­ში ემ­ზა­დე­ბო­და. სამ­ნი დახ­ვდნენ გი­გას და სი­ცო­ცხლეს გა­მო­ა­სალ­მეს ეს მზე­სა­ვით ბიჭი, ბიჭი, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად გა­მო­ად­გე­ბო­და ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც ფე­რე­ბით და სუ­ლის ბერ­ვით გა­ზარ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ­მა დე­დამ, რო­მე­ლიც ახლა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია” – წერს ოჯა­ხის კი­დევ ერთი ახ­ლო­ბე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.
წყარო: ამბები.ჯი

„ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით!“ – კეტი პერის მიმართვა სცენიდან (ვიდეო)

25 October 2025 at 20:41

„ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით! ჩვენ გვჯერა დემოკრატიის!“, – ეს სიტყვები ამერიკელმა მომღერალმა, კეტი პერიმ საკუთარ კონცერტზე ქართველ გულშემატკივრის საპასუხიდ განაცხადა.
კონცერტზე მყოფმა ქართველმა ბიჭმა ვარსკვლავს საქართველოში არსებული ვითარება გააცნო.
“ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია ს მიერ და ჩვენ პრორუსული მთავრობა გვყავს”- უთხრა ახალგაზრდამ მომღერალს.

სუსის ყოფილი უფროსის ბიძაშვილს პატიმრობა შეეფარდა

25 October 2025 at 18:07

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილს, ანდრია ლილუაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა შამათავამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ 25 ოქტომბერს, დახურულ სხომაზე მიიღო. სხდომის სრულად დახურვა კი ბრალდების მხარემ მოითხოვა.
პროკურატურის ამ მოთხოვნას არ ეთანხმებოდნენ თავად ბრალდებული და მისი ადვოკატი, თუმცა, მოსამართლე ნანა შამათავამ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და სხდომა როგორც მედიისთვის, ისე სხვა დამსწრეებისათვის დახურა.
დაცვის მხარე ანდრია ლილუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა, სასამართლოს ალტერნატივის სახით 300 ათასი ლარის ოდენობით გირაო შესთავაზა.
ანდრია ლილუაშვილი ბრალდებას არ აღიარებს.
წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს დაინიშნა.
ანდრია ლილუაშვილს გამოძიება ფულის გათეთრებას ედავება. ამ დანაშაულისათვის 9-დან 12 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
ანდრია ლილუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული მესამე ადამიანია, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
22 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ დააკავეს მასთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე, რომლის სახლიდანაც ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული $1 319 300;
სუსმა ძებნა გამოაცხადა გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავზე, ბიჭიკო პაიკიძეზე, რომელიც ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო.
გრიგოლ ლილუაშვილის სახელი ფულის გათეთრების საქმეში პირველად 17 ოქტომბერს გამოჩნდა. ამ დღეს ცნობილი გახდა, რომ სამი ყოფილი მაღალჩინოსნის – ყოფილი პრემიერის, ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის – საცხოვრებელი ბინები გაჩხრიკეს. გამომძიებლებმა ამოიღეს „სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა“.
მეორე დღეს, 18 ოქტომბერს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, ათასობით გვერდი დოკუმენტაცია, 50 მობილური ტელეფონი და 119 ელექტრომოწყობილობა.
24 ოქტომბერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარედგინა. ამავე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მლნ-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ლუვრში ძარცვის შემდეგ ექსპონატთა ნაწილი გადაიტანეს საფრანგეთის ბანკში

25 October 2025 at 18:07

ლუვრის მუზეუმის ღირებული ექსპონატების ნაწილი დროებით განათავსეს საფრანგეთის ბანკში – იუწყება რადიოსადგური RTL. ეს ზომა გატარებულ იქნა გასულ კვირაში მუზეუმის აპოლონის გალერეაში მომხდარი ძარცვის შემდეგ და ის მუზეუმის სრული უსაფრთხოების დადასტურებამდე იმოქმედებს.
წყაროთა ცნობით, გადატანილ ნივთებს შორისაა ძირითად ექსპოზიციაში შემავალი სამეფო რეგალიების და სამკაულების ნაწილი. სამუზეუმო ექსპონატების საფრანგეთის ბანკისთვის შესანახად გადაცემა უკიდურესად იშვიათ ზომად მიიჩნევა.
ბანკის მთავარი სეიფი განთავსებულია 26 მეტრის სიღრმეში და ის ქვეყნის ოქროს მარაგის 90-მდე პროცენტს ინახავს. ამ სეიფს ერთ-ერთ ყველაზე დაცულად მიიჩნევენ მსოფლიოში. მანამდე იქ ინახებოდა ლეონარდო და ვინჩის ჩანაწერები, რომელთა ღირებულება 600 მილიონ ევროს აჭარბებს.
19 ოქტომბერს ლუვრში შეაღწია ოთხმა ბოროტმოქმედმა, რომლებმაც საიმპერატორო კოლექციიდან გაიტაცეს ცხრა ექსპონატი. გატაცებული ნივთების ღირებულება 88 მილიონი ევროა. დამნაშავეები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.

გრიგოლ გეგელია – ALDE და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები „ძლიერი საქართველო-ლელოს“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო სარჩელს ყურადღებით დააკვირდებიან

25 October 2025 at 18:07

„ძლიერი საქართველო-ლელოს” საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია, ბრიუსელში ALDE-ს ყრილობის ფარგლებში, ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ქსავიე ბეტელს და დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრს, მარი ბიერეს შეხვდა.
შეხვედრებისას განიხილეს პარტიების აკრძალვის საკითხი, “ძლიერი საქართველოს” საკონსტიტუციო სარჩელი, ისევე როგორც მასშტაბური პოლიტიკური რეპრესიები და დიქტატურის დამყარების მცდელობები.
„ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ ჩვენს დემოკრატიულ ძალისხმევას და მათ შორის, „ძლიერი საქართველო-ლელოს” მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო სარჩელს, რომელსაც ALDE და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ყურადღებით მიადევნებენ თვალყურს და იმ შემთხვევაში თუ საკონსტუტუციო სასამართლო არ დაიცავს კონსტიტუციურ პრინციპებს, ამას აღიქვამენ სახელმწიფოს მიტაცების და ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების დაღალატების მორიგ შემთხვევად”, – განაცხადა “ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ.

21 წლის სტუდენტი, ანა ლომიძე დარბაზიდან გაათავისუფლეს

25 October 2025 at 17:54

დღეს, 25 ოქტომბრის დილის საათებში დაკავებული 21 წლის სტუდენტი, ანა ლომიძე დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 23 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.
ის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საათში გადმოიყვანეს. ლომიძის მეგობრებმა სხდომის დაწყებამდე მისვლა ვერ მოასწრეს, ამიტომ დარბაზში მხოლოდ მაშინ შევიდნენ, როცა მოსამართლე ცეკვავა სათათბიროდ იყო გასული.
“მადლობა, რომ მოხვედით და ბოდიში რომ შეგაწუხეთ”, – უთხრა მათ ანა ლომიძემ.
ანა ლომიძე საბურთალოზე, “სითი მოლთან” დააკავეს. ლომიძე იქ კაბის საყიდლად იყო. დღეს მისი ბავშვობის მეგობრის ქორწილია. კაბა იყიდა, თუმცა ეგონა რომ ქორწილში წასვლას ვეღარ მოახერხებდა, ამიტომ იზოლატორში გასატარებელ დღეებზე ფიქრობდა.
“ნეტავ იქ ტელევიზორი იქნება?” – იკითხა სანამ მოსამართლე სათათბიროდ იყო გასული.
“იქნება, მაგრამ ალბათ, მხოლოდ “იმედს” აჩვენებენ”, – უპასუხა ერთ-ერთმა მეგობარმა.
“რა შემოგიგზავნოთ?” – ჰკითხა მეორემ – “რამე წიგნს კითხვა თუ გაქვს დაწყებული, გვითხარი და იმას მოგიტანთ”.
“ხაჭაპური გირჩევნია თუ ლობიანი?”
“მამამ იცის?”
“არ ინერვიულო”
“მესტიაში რომ წაგიყვანონ? სხვა იზოლატორებში ადგილები აღარააო”
“არა უშავს, მიყვარს მთები”.
მსგავსი ფრაზები ისმოდა სასამართლო დარბაზში იქამდე, სანამ მოსამართლე სათათბიროდ იყო გასული. რამდენიმე წუთის შემდეგ ზვიად ცეკვავა დარბაზში დაბრუნდა და ანა ლომიძე ადმინისტრაციული სახდელისგან გაათავისუფლა.
ანა ლომიძის გარდა დღეს დაკავებული მოქალაქეები არიან ნიკა პატარაია და გიორგი სიხარულიძე.
ნიკა პატარაიას საქმეს ამ წუთებში [17:40] განიხილავს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანი.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულ ანდრია ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

25 October 2025 at 17:52

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულ ანდრია ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა შამათავამ მიიღო.
დღევანდელი პროცესი, სადაც გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილის, ანდრია ლილუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ, მედიისთვის დახურულად ჩატარდა.
პროკურატურა დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, თუმცა, სასამართლოს ალტერნატივის სახით 300 ათასი ლარის ოდენობით გირაო შესთავაზეს.
ანდრია ლილუაშვილი ბრალდებას არ აღიარებს.
ცნობისთვის, ანდრია ლილუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თელავში ყოველწლიური, ყველაზე გემრიელი და მხიარული ფესტივალი – „ჭაჭა ფესტი 2025“ მიმდინარეობს

25 October 2025 at 14:25

25 ოქტომბერს, ერეკლე მეფის მოედანზე, კახეთი აერთიანებს ტრადიციებს, გემოს და მუსიკას ერთ დიდ დღესასწაულში.
ფესტივალზე გაიმართება ქართული ჭაჭის მწარმოებლების გამოფენა-გაყიდვა, სადაც მონაწილეობენ როგორც პროფესიული კომპანიები, ასევე ოჯახებში დამზადებული ჭაჭის ავტორები.
მესაქონლეები, გლეხები და მცირე მარნები გაგიზიარებენ თავიანთ უნიკალურ ნამუშევრებს და დაგაგემოვნებინებენ ჭაჭის ნამდვილ კახურ არომატს.
ფესტივალის კიდევ ერთი მთავარი მომენტია კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის შეჯიბრება – ვინ უფრო უკეთ წარმოაჩენს საკუთარ კუთხეს, ტრადიციებსა და სტუმართმოყვარეობას.
თითო მუნიციპალიტეტი მოაწყობს საკუთარ სივრცეს — სუფრის გაშლით, მწვადის შეწვით, ფოლკლორით და კახური განწყობით.
დღის ბოლოს სპეციალური ჟიური გამოავლენს საუკეთესო ჭაჭის ნიმუშებს – ცალკე ოჯახურ და ცალკე საწარმოო კატეგორიაში და გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით.
ფესტივალს დახურავს ნინო ჩხეიძე თავისი სოლო კონცერტით.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული ანდრია ლილუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს – სხდომა, სავარაუდოდ, დახურული იქნება

25 October 2025 at 14:25

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულ ანდრია ლილუაშვილის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე ჩატარდება.
დღევანდელ პროცესზე გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილის, ანდრია ლილუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
პროკურატურა მის მიმართ პატიმრობის გამოყენებას იშუამდგომლებს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს, თუმცა, სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს შესთავაზებს.
სხდომა მედიისთვის და საზოგადოებისთვის დიდი ალბათობით, დახურული იქნება, რადგან ადვოკატს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს.
ანდრია ლილუაშვილი ბრალდებას არ აღიარებს.
ცნობისთვის, ანდრია ლილუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ “უცხოეთის აგენტები” უწოდა რამდენიმე ჟურნალისტს

25 October 2025 at 14:25

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარასკევს კიდევ შეავსო ე.წ. “უცხოეთის აგენტების” რეესტრი. მას დაემატა რამდენიმე ჟურნალისტი, ბლოგერთა პროექტი და ს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ყოფილი მეწარმე ირკუტსკის ოლქის ქალაქ უსტ-კუტიდან.
სიაში მოხვდნენ მათ შორის მედიასაშუალება “ვოტ ტაკ”-ის ჟურნალისტი ირინა კუზმიჩევა, სააგენტო ტასს-ის ყოფილი კორესპონდენტი, რუსლან სულეიმანოვი, “ეხო მოსკვის” ყოფილი წამყვანი, ნინო როსებაშვილი, სარატოვის რამდენიმე გამოცემის ყოფილი მთავარი რედაქტორი, დმიტრი ჩერნიშევსკი და საინტერნეტო პროექტი “სერდიტაია ჩუვაშია”.
“უცხოეთის აგენტების” რეესტრში შეყვანილ პირებს ეზღუდებათ სამოქალაქო უფლებები, ამასთან, სიაში შეყვანის კრიტერიუმები მუდმივად ფართოვდება, ხელისუფლებას შეუძლია ეს თვითნებურად გააკეთოს. ამ პრაქტიკას აკრიტიკებენ უფლებადამცველები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.
მიმდინარე წლის მარტში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ განსაზღვრება “უცხოეთის აგენტი” არის “სტიგმის მიმნიჭებელი და დამაბნეველი”, ხოლო “აგენტებად” მიჩნეულთათვის რუსეთის კანონმდებლობის მოთხოვნები არ არის გამართლებული აუცილებლობით.
ფორუმი

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საპროტესტო აქციებზე დაკავებული 32 პირი მოინახულეს

25 October 2025 at 14:07

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორებში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული 32 პირი მოინახულეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაკავებული პირებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ მიღებულ თითოეულ შემთხვევაზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სახალხო დამცველმა შესაბამის ორგანოებს მიმართა.
„სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს დაკავებულების მონახულების პროცესს და საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.
უფლებადარღვევის ფაქტების შესახებ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ნომერზე – 1481“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

24 ოქტომბრის ღამეს მოსამართლეებმა რამდენიმე დემონსტრანტი გაუშვეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში

25 October 2025 at 10:27

თბილისის საქალაქო სასამართლოში 24 ოქტომბერს, დილის 3 საათამდე გაგრძელდა რუსთაველის გამზირზე, გზის გადაკეტვისათვის დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო სხდომები.
ზვიად კვარაცხელიას, მწერალს, გამომცემელსა და პუბლიცისტს, მოსამართლემ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა დააკისრა:
„გზა მე კი არა, ოლიგარქიულმა რეჟიმმა გადაკეტა. ამის გასაპროტესტებლად გამოვდივარ რუსთაველის გამზირზე“, – თქვა მან სასამართლო სხდომაზე.
რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა დააკისრა მოსამართლე ნინო ენუქიძემ რეჟისორ გიორგი ლიფონავასაც. მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება გამთენიის 3 საათისთვის გამოაცხადა.
პოლიტპატიმრად მიჩნეული ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე კი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 7 დღით გაუშვა ადმინისტრაციულ პატიმრობაში. მის პატიმრობას მოითხოვდა და აღნიშნავდა, რომ ის „45-ჯერ არის დაჯარიმებული“. ზურაბ ცეცხლაძე აცხადებდა, რომ მის მიმართ გამოწერილი ყველა ჯარიმა გასაჩივრებულია და გზის სავალ ნაწილზე მხოლოდ მას შემდეგ გადადიოდა, როცა საპატრულო ეკიპაჟს ჩაკეტილი ჰქონდა ხოლმე მოძრაობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი მორიგი საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემდეგ გამკაცრებული კანონის აღსრულება 19 ოქტომბერს დაიწყო.
გასულ კვირას სადავო პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ორ დღეში გაამკაცრა კანონები, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის უფლებას.
კანონის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ:
· მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
· თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.
ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა არის გათვალისწინებული:
· აქციაზე ნიღბის ტარების გამო;
· ცრემლმდენი საშუალების ფლობის გამო;
· გზის გადაკეტვისთვის.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე და საქართველოს რამდენიმე ქალაქში გასული წლის ნოემბრის ბოლოდან აქციები იმართება ხელახალი საპარლამენტო ს დანიშვნის მოთხოვნით, რასაც მოგვიანებით დემონსტრაციების დაშლისას დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნა დაემატა. მათ პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ.
დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გაამკაცრა კანონი – შეზღუდა ლაზერისა და პიროტექნიკის გამოყენება, სახის დაფარვა. გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისთვის და დააწესა ადმინისტრაციული პატიმრობა. ამის მიუხედავად, დემონსტრაციები არ წყდება.
ფორუმი

შალვა პაპუაშვილი – 3 კვირაა, ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს არ გმობს – სირცხვილია

25 October 2025 at 10:26

3 კვირაა ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს არ გმობს – სირცხვილია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე “ფეისბუქზე” წერს.
მისი თქმით, ძალადობის არდაგმობა ძალადობის მხარდაჭერაა.
“3 კვირაა ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს არ გმობს.
ძალადობის არდაგმობა ძალადობის მხარდაჭერაა.
სირცხვილია”- წერს შალვა პაპუაშვილი.

ტრამპს იმედი აქვს, რომ ჩინეთი დაეხმარება უკრაინაში ომის დასრულებაში

25 October 2025 at 10:10

აშშ-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ჩინეთის ლიდერ სი ძინ პინთან მოახლოებული შეხვედრის დროს ში ომის დასრულების გზებზე ისაუბრებს.
ტრამპი ჟურნალისტებს ესაუბრა პრეზიდენტის თვითმფრინავში, რომელიც აზიისკენ მიემართებოდა. -ის პრეზიდენტი ხუთ დღეს გაატარებს რეგიონში. ის ეწვევა მალაიზიას, იაპონიას და სამხრეთ კორეას, აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის შეხვედრაში, რომელიც კვირას კუალა-ლუმპურში დაიწყება.
ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, ელის თუ არა ის ჩინეთის დახმარებას რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირების საკითხში.
„გვინდა, რომ ჩინეთი დაგვეხმაროს რუსეთთან დაკავშირებით“, – უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს და დასძინა: „ჩვენ ძალიან მკაცრი სანქციები დავაწესეთ ს მიმართ. ვფიქრობ, ამ სანქციებს ექნება სერიოზული ძალა. მაგრამ მსურს, რომ ჩინეთიც დაგვეხმაროს“.
ჩინეთი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ომის საკითხში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, თუმცა ის არ უერთდება დასავლურ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ, აგრძელებს ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდებას და რუსული ნავთობის დიდი რაოდენობით შეძენას.
ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიუსელის სამიტზე, უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ ჩინეთს არ აინტერესებს ს გამარჯვება და მოსკოვის დამარცხება.
ჟურნალისტებმა ტრამპს ასევე ჰკითხეს, ხომ არ შიშობს, რომ მის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გამოიწვევს ესკალაციას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხრიდან.
„არ ვფიქრობ ასე. ის ხომ ამბობდა, რომ მათ [სანქციებს] დიდი გავლენა არ ექნებათ. ასე ამბობს. მე არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ის მართალია. ვნახოთ, რა იქნება. ვფიქრობ, მასაც სურს ამ ყველაფრის დასრულება“, – უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტებს.
კვირის ბოლოს ტრამპმა სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უდიდეს ნავთობკომპანიას – „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“. ამ გადაწყვეტილებაზე საუბრისას, პუტინმა განაცხადა, რომ ეს სერიოზული ნაბიჯია, რომელიც ზიანს აყენებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს, თუმცა ის რუსეთის ეკონომიკაზე დიდ გავლენას არ მოახდენს.
ფორუმი

უკრაინული მედია – რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, არიან დაშავებულები

25 October 2025 at 10:09

რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, არიან დაშავებულები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს.
უკრაინის დედაქალაქის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა და რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა.
ს მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ხანძარი დესნიანსკისა და დარნიცკის რაიონებში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში გაჩნდა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაშავდა.

უცხოელი არქეოლოგები: სელი საქართველოში 30 000 წლის წინ გამოიყენებოდა

25 October 2025 at 08:55

მრავალეროვნულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ საქართველოში ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოაჩინა, რომ აქ სელს 30 000 წლის წინათ ხმარობდნენ.
სელი ერთ-ერთი უძველესი კულტურაა, რომელსაც ადამიანი სხვადასხვა დანიშნულებით მოიხმარდა. ჰარვარდის უნივერსიტეტის არქეოლოგის ოფერ ბარ იუსეფის განცხადებით ეს აღმოჩენა შემთხვევით გაკეთდა. სელის მოკროსკოპული ნაწილაკების გამოკვლევის შედეგად დადგინდა რომ მას იყენებდნენ თოკების და ქაღალდის დამზადებაში, ასევე ქსოვილების შეღებვისას.
ეს აღმოცენა იმ პერიოდს განეკუთვნება როდესაც თანამედროვე ადამიანის წინაპრები ახლო აღმოსავლეთში ევროპასა და შუა აზიაში ნეანდერატლებს ავიწროებდნენ. 30000 წლის წინათ მათ აითვისეს ძუძუანას გამოქვაბულები, სადაც აღნიშნული აღმოჩენა გაკეთდა. ბარ იუსეფის განცხადებით სელი შესაძლოა უფრო ადრეულ ხანაშიც გამოიყენებოდა. მისი თქმით:“ მე არა ვარ დარწმუნებულუ რომ სელის გამოყენება თანამედროვე ადამიანმა დაიწყო, არ არის გამორიცხული რომ მას ნეანდერტალებიც იყენებდნენ.“
ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როგორ აღმოაჩინა ადამიანმა რომ მცენარისგან შესაძლებელი იყო ქსოვილების დამზადება. ბარ იუსეფი მიიჩნევს რომ ეს აღმოჩენა ქალებს უნდა გაეკეტებინათ:“ კაცები ძირიტადად ნადირობით იყვნენ დაკავებულნი, ქალები კი ბანაკში ტრიალებდნენ და უფრო მეტ ყურადღებას აქცევდნენ მცენარეებს.“
ჰარვარდის უნივერსიტეტის არქეოლოგის ოფერ ბარ იუსეფის განცხადებით:“
როდესაც გათხრებს აწარმოებ ყველაფრისთვის უნდა იყო მზად, განსაკუთრებით თანამედროვე მეცნიერული მიღწევების გამოყენების დროს, რომელთა დახმარებით უდიდესი არქეოლოგიური აღმოჩენების გაკეთება შეიძლება.“
არქეოლოგებმა სელის 1300 ფრაგმენტი აღმოაჩინეს ძუძუანას გამოქვაბულში, სადაც უძველესი ადამიანი სელის ქსოვილებთან ერთად ნადირის ტყავისგან დამზადებულ ტანსაცმელსაც იყენებდა.

რეჟისორ გიორგი ლიფონავას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

25 October 2025 at 03:21

რეჟისორსა და „ფორმულას“ დამფუძნებელ გიორგი ლიფონავას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო.
გიორგი ლიფონავას “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავებოდა. ლიფონავა სამართალდამცავებმა 24 ოქტომბერს დააკავეს.

❌
❌